IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
მნათე
პოსტი Jan 4 2007, 07:16 PM
პოსტი #161


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მგონი რაღაც განაწყენებული ტონითაა დაწერილი. გთხოვ შენდობას და შენთან ერთად ყველას, ვისაც რამე ვაწყენინა. უბრალოდ სიმართლე ზოგჯერ მწარეა და ვერ ახერხებს ცოდვილი კაცი ისე გამოთქმას, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს


მომიტევე, არც მიფიქრია ცუდი განწყობა sad.gif sad.gif sad.gif

ციტატა
რაც შეეხება შენს პოსტს, მთლად კარგად ვერ გავიგე რა იგულისხმე ან თეოსოფია რა შუაშია (მაგ ტერმინს ოკულტისტები ხმარობენ მგონი)


ღვთისმეტყველება, ღვთაებრივი სიბრძნე.

ციტატა
. და ღირს კი ამისთანა საკითხზე დროის ხარჯვა და ტვინის ჭყლეტვა? მეუფე პუჰალოს (სახელი დამავიწყდა) რომ რაღაც ვუმტკიცოთ, ცოცხალია კი?


არა მხოლოდ ცოცხალია მეუფე ლაზერე, არამედ მოქმედი იერარქია და ასწავლის სერიოზულ მეცნიერებებს.

იხარე ქრისტეს მიერ და კიდევ ერთხელ მომიტევე თუ უხეად გამომივიდა sad.gif




--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tati87
პოსტი Jan 10 2007, 05:59 PM
პოსტი #162


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 10-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 666



http://www.orthodox.ge/biblioteka/book3.htm
მგონი არ არის დადებული! თუ მეშლება და ვინმემ დადო უკვე ბოდიშს ვიხდი წინასწარ!


--------------------
იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 10 2007, 06:02 PM
პოსტი #163


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



tati87

ვაიმე მთავარი საკბილო დადე ახლა შენ laugh.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tati87
პოსტი Jan 10 2007, 06:07 PM
პოსტი #164


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 10-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 666



ციტატა(მნათე @ Jan 10 2007, 06:02 PM) *

tati87

ვაიმე მთავარი საკბილო დადე ახლა შენ laugh.gif laugh.gif



ხოდა დაიკაპიწე ახლა მკლავები და ჰე laugh.gif laugh.gif laugh.gif შენია ბურთი და მოედანი biggrin.gif biggrin.gif


ძალიან საინტერესოა და კარგია თუ ყველა წაიკითხავს!!! cool.gif


--------------------
იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Feb 14 2007, 12:14 AM
პოსტი #165


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



ისე მაინც ერთი რაღაც მეც მაფიქრებს. ზოგიერთ სხეულგარეშე გამოცდილებაში რომელიც სამღვდელოების მიერ ჭეშმარიტად არის ცნობილი, სული არ გადის საზვერეებს. ისე კი მგონი სული როგორც ვიცი სხეულიდან გასვლისას ჰაერის მცველებს გვერდს ვერ აუვლის, რათქმა უნდა თუ უფლის ნება არ არის.


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 14 2007, 06:20 PM
პოსტი #166


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



საზვერეები არ არსებობს!!!!
ეს მითია!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 14 2007, 06:58 PM
პოსტი #167


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა
ციტატა
საზვერეები არ არსებობს!!!!
ეს მითია!!!!




ეს ვინ თქვა?????????????????????????????? მე ტანახმა ვარ, რომ მითი იყოს!


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 14 2007, 07:31 PM
პოსტი #168


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



გლახა
ციტატა
საზვერეები არ არსებობს!!!!
ეს მითია!!!!

შენ უკვე იყავი და ნახე რო არ არსებობს? თუ რაზე დაყრდნობით საუბრობ ასე დაბეჯითებით?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 14 2007, 07:46 PM
პოსტი #169


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ალექსანდრე
ციტატა
შენ უკვე იყავი და ნახე რო არ არსებობს? თუ რაზე დაყრდნობით საუბრობ ასე დაბეჯითებით?

ვეყრდნობი მაგიდას ამჯერად.. wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 14 2007, 07:51 PM
პოსტი #170


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



გლახა
ციტატა
ვეყრდნობი მაგიდას ამჯერად..

კარგად დაეყრდენი wink.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irina
პოსტი Feb 15 2007, 04:42 PM
პოსტი #171


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 14-February 07
წევრი № 1,075



გლახას მინდა ვურჩიო- ნუ გლახაობ. დარწმუნებული ვარ საზვერეები ნამდვილად არსებობს და ყველა ჩვენთაგანი უნდა მოემზადოს მის გასავლელად, ამიტომ სანამ ვცხოვრობთ ამ ცოდვით სავსე მიწაზე შევეცადოთ ვიყოთ ღვთისმოსავნი, კეთილნი და არ მივცეთ ბოროტებას უფლება სიკეთეს სძლიოს, მაშინ საზვერეების გავლის დროს კეთილი ანგელოზო გაგვიწევს მეგზურობას სამოთხისაკენ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 15 2007, 04:48 PM
პოსტი #172


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



irina
ციტატა
გლახას მინდა ვურჩიო- ნუ გლახაობ. დარწმუნებული ვარ საზვერეები ნამდვილად არსებობს და ყველა ჩვენთაგანი უნდა მოემზადოს მის გასავლელად, ამიტომ სანამ ვცხოვრობთ ამ ცოდვით სავსე მიწაზე შევეცადოთ ვიყოთ ღვთისმოსავნი, კეთილნი და არ მივცეთ ბოროტებას უფლება სიკეთეს სძლიოს, მაშინ საზვერეების გავლის დროს კეთილი ანგელოზო გაგვიწევს მეგზურობას სამოთხისაკენ.



ძალიან რთული თემაა, სირთულე საზვერებიის არსებობის დაჯერებაში კი არა მის არსებობაშია


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 15 2007, 06:05 PM
პოსტი #173


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



irina
ციტატა
გლახას მინდა ვურჩიო- ნუ გლახაობ. დარწმუნებული ვარ საზვერეები ნამდვილად არსებობს და ყველა ჩვენთაგანი უნდა მოემზადოს მის გასავლელად, ამიტომ სანამ ვცხოვრობთ ამ ცოდვით სავსე მიწაზე შევეცადოთ ვიყოთ ღვთისმოსავნი, კეთილნი და არ მივცეთ ბოროტებას უფლება სიკეთეს სძლიოს, მაშინ საზვერეების გავლის დროს კეთილი ანგელოზო გაგვიწევს მეგზურობას სამოთხისაკენ.


ნამდვილად არ ვგლახაობ. საღვთო წერილს გადაავლეთ თვალი და მიხვდებით, რომ ასეთი რამ მხოლოდ მონაგონია.
ქრისტეს არასოდეს უსწავლებია საზვერეების შესახებ.
თუმცა ზოგიერთმა მოძღვრებმა და პასტორებმა რაღატომღაც ქრისტეს სწავლება არ იკმარეს და რაღაც "ზღაპრები" მოიგონწეს....

ეს მწარე სიმართლეა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 15 2007, 06:15 PM
პოსტი #174


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა
ციტატა
ქრისტეს არასოდეს უსწავლებია საზვერეების შესახებ.




თუ ასე პირდაპირ მიყვები, სახარებიდან გამომდინარე ქრისტეს ბევრი რამე არ უსწავლებია, მაგრამ არსებობს, თუნდაც 7 საიდუმლო, წირვა და აშ. თუმცა რა ტქმა უნდა მე ჩვენს მცოდნეებს დავუთმობ ასპარეზს მათ ილაპარაკონ. ისე მე იმდენად არ მსიამოვნებს თემა საზვერეებზე, რომ მზად ვარ მისი არარსებობა დავიჯერო. მაგრამ სამწუხაროდ არსებობს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 15 2007, 06:31 PM
პოსტი #175


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



გლახა
ციტატა
ნამდვილად არ ვგლახაობ. საღვთო წერილს გადაავლეთ თვალი და მიხვდებით, რომ ასეთი რამ მხოლოდ მონაგონია.
ქრისტეს არასოდეს უსწავლებია საზვერეების შესახებ.
თუმცა ზოგიერთმა მოძღვრებმა და პასტორებმა რაღატომღაც ქრისტეს სწავლება არ იკმარეს და რაღაც "ზღაპრები" მოიგონწეს....

ეს მწარე სიმართლეა.

ეს შენი აზრია და თავზე ნუ გვახვევ, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 15 2007, 09:11 PM
პოსტი #176


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მეტად რთული საკითხია... ან პუჰალოს ვუპასუხოთ ან გავჩერდეთ biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 16 2007, 12:08 PM
პოსტი #177


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მხევალი ნინო
ციტატა
თუ ასე პირდაპირ მიყვები, სახარებიდან გამომდინარე ქრისტეს ბევრი რამე არ უსწავლებია, მაგრამ არსებობს, თუნდაც 7 საიდუმლო, წირვა და აშ. თუმცა რა ტქმა უნდა მე ჩვენს მცოდნეებს დავუთმობ ასპარეზს მათ ილაპარაკონ. ისე მე იმდენად არ მსიამოვნებს თემა საზვერეებზე, რომ მზად ვარ მისი არარსებობა დავიჯერო. მაგრამ სამწუხაროდ არსებობს.


საიდუმლო? რას ამბობ აბა? გადახედე ოჯახზე ქრისტეს სწავლებას, ზიარებაზე , ნათლობაზე და ა.შ...
იცი არის საკითხები რაც ღვთის სიტყვას არ ეწინააღმდეგება და მაგისი დანერგვა ეკლესიასი არ უნდა იყოს დასაგმობი, მაგრამ ისეთი სწავლება როგორიც საზვერეებია უნდა აღმოიფხვრას ...რადგან არის ერესი

ალექსანდრე
თქვენ ბატონო ალო ისე ხართ მონდომებული, რომ მეტი არ შეიძლება...
დაიჯერე რომ არსებობს საზვერეები და ელოდე როდის გახვალ მაგ საზვერეებს....
wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 16 2007, 01:29 PM
პოსტი #178


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა


გამაოცა ტიპ,მა გამაოცა, რატომაა ერესი საზვერეები, რაღა საზზვერეებია ერესი, რა იპოვე ამაში ასეთი განსაკუთრებული? საზვერეების აღწერა ბევრ წმინდა მამას აქვს, მე პირადა ისე არ მიყვარს ეს თემ, რომ მირცევნია არ იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინტერესებს სენი დამოკიდებულება რატომ ტვლი, რომ ერესია?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Feb 16 2007, 03:41 PM
პოსტი #179


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



იქიდან გამომდინარე რომ სულის გასვლის და წესის ასაგებ კანონებში არის საუბარი საზვერეებზე (რომელსააც ჩვენი ეკლესია აღირებს.. და იყენებს) მე მჯერა და ვედობი აბსოლუტურად ჩვენს ეკლესიასა და უმაღლეს იერარქიას....


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Feb 16 2007, 04:17 PM
პოსტი #180


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ვიდრე მეუფე ლაზარე პუჰალოს წერილზე ვიტყოდე რამეს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ დღეს (თუმცა არა მარტო დღეს, უბრალოდ მასშტაბები გაიზარდა) ნებისმიერ იერარქიულ კიბეზე მდგომი ადამიანისგან შეიძლება მოვისმინოთ საკმაოდ უცნაური, მამათა სწავლებებთან შეუსაბამო აზრები. ეს ვინმეს განკითხვა არ არის, ეს უტყუარი ფაქტებია, თუმცა ფორუმზე ამის შესახებ დაწვრილებით წერა, პიროვნებების დასახელებით, არ მიმაჩნია საჭიროდ. ამიტომ ის არგუმენტი, რომ მეუფე ლაზარეს აუცილებელია პასუხი გავცეთ, რადგან ის მეუფეა, რაღაც ძალიან მიამიტურად მეჩვენება. არადა სხვები, თუნდაც ამ ფორუმზე, უფრო სერიოზულ ცრუსწავლებებს ქადაგებენ! რადგან ამ თემამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ვიდრე სხვა საკითხებს შევეხებოდე, გავბედავ და გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას ამ საკითხზეც, თუმცა არა იმათთვის, ვინც ამსოფლიურ სიბრძნეს ეკლესიის სწავლებაზე მაღლა აყენებს და წმინდანების ავტორიტეტს არაფრად აგდებს.
რაც შეეხება სწავლებას საზვერეებზე. მეუფე ლაზარე თავის წერილში ძირითადად შემდეგი აზრების დამტკიცებას ცდილობს: 1) საზვერეების შესახებ არაფერი წერია წმ. მამათა ნაშრომებში; 2) სწავლება საზვერეებზე გვხვდება გნოსტიციზმში და ამიტომ არაა სარწმუნო; 3) ბასილი ახლის ცხოვრებაში გვხვდება არასწორი, მწვალებლური სწავლებები და იგი რუსმა მთარგმნელებმა შეასწორეს, ხოლო საბერძნეთის ეკლესიამ უარყო ეს ცხოვრება და არ აღიარებს მის ავტორიტეტულობას; 4) საზვერეები არ არსებობს, რადგან მათ არსებობას არანაირი დანიშნულება არ აქვს.
პირველ ვარაუდზე პასუხი უკვე გაცემულია, იხ. ამ თემაში ზემოთ. თუ ვინმე მამათა ამ გამონათქვამებში საზვერეებზე სწავლებას ვერ ამჩნევს, ასეთთან საუბარი მართლა ძნელია. იმის თაობაზე კი, იცის მეუფე ლაზარემ ეს სწავლებები თუ არა, მე ვერაფერს ვიტყვი, ვისაც აინტერესებს შეუძლია მას ჰკითხოს. მეორე ვარაუდის შესახებ – გნოსტიციზმე, უნდა ითქვას, რომ ეს მიმდინარეობები (არსებობდა მრავალი გნოსტიკური განშტოება) ძირითადად ეფუძნება იუდაისტურ, ზოროასტრულ, ელინისტურ (ფილოსოფიურ) და ქრისტიანულ სწავლებებს. ამიტომაც არასწორია იმის მტკიცება, რომ თუკი საზვერეები გნოსტიციზმში გვხვდება, ესე იგი ქრისტიანობისთვის მიუღებელია. ასეთი ლოგიკით ზოგიერთები იმის დამტკიცებასაც ცდილობენ, რომ ბიბლიაში შუამდინარული ლეგენდებია შეტანილი. მაგათაც ვუმტკიცოთ? ბასილი ახლის ცხოვრების კრიტიკას რაც შეეხება, ამაში მეუფე ლაზარე შესაძლოა მართალია, მაგრამ თუკი იქ შეტანილია არასწორი შეხედულებები, ნუ მივიღებთ იმ შეხედულებებს, მაგრამ ამას ნუ გავხდით მამათა სწავლებასთან დაპირისპირების მიზეზად. მაგალითად, მეუფე ამბობს, რომ წმ. თეოდორას ხილვაში არასწორი აქცენტი კეთდება კეთილ საქმეებზე, და დასძენს, რომ ადამიანი არ ცხონდება კეთილი საქმეების რაოდენობით. ცხადია, მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა, ანუ ეს სიკეთე რწმენითა და სიმდაბლით კეთდებოდა თუ სხვა, ამქვეყნიური, წარმავალი მოტივებით. თუ წარმავალით, ვერ განწმენდდა ადამიანის სულს და ამქვეყნადვე დარჩებოდა. მაგრამ კონკრეტულად რა წერია ბასილი ახლის ბერძნულ ცხოვრებაში მე არ ვიცი და თუ ბერძნებმა მართლა დაიწუნეს, ამ საკითხში მეუფე ლაზარე მართალი ყოფილა. ბოლოს მეუფის ბოლო მოსაზრებაზე. ის მსჯელობს იმის შესახებ, რომ საზვერეებს ადამიანისთვის არანაირი სარგებლობა არ მოაქვს და დასძენს: „წმ. მარკოზ ეფესელის სიტყვებით რომ ვთქვათ, „რასაც დანიშნულება არა აქვს, ამაოდ არსებობს. და რადგანაც ღმერთს არაფერი შეუქმნია ამაოდ, მაშასადამე, საზვერეები არ არსებობს“. საინტერესო ისაა, რომ წმიდა მარკოზის ეს სიტყვები ბრჭყალებშია ჩასმული, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვა-სიტყვით უნდა იყოს მოტანილი, არადა ორგინალში წმიდა მამას საზვერეების ნაცვლად „განსაწმენდელი“ უწერია. იმან, ვისაც წმინდანის ეს სიტყვა წაკითხული არა აქვს, შეიძლება იფიქროს, რომ წმიდა მარკოზი საზვერეებს უარყოფს. მოკლედ, საკმაოდ დამაბნეველი ფრაზაა. მაგრამ აქ კიდევ ის საკითხი დგას, რომ ნუთუ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცოდვილი გონებით დანამდვილებით დავასკვნათ, რა არის ღვთის განგებულებისთვის საჭირო და რა არა? თუკი მამებს საზვერეებზე თეოლოგიური სწავლებები არ დაუტოვებიათ და მხოლოდ მათი არსებობის აღნიშვნა ჩათვალეს საკმარისად, ჩვენ არ ვიკმაროთ? მაშინ დავასახელოთ ამდენი საუკუნის განმავლობაში ერთი წმინდანი მაინც, ვინც ამ სწავლებაში ეჭვი შეიტანა. ისე ეჭვები მეტ-ნაკლებად ყველას გვაწუხებს, მაგრამ ხშირად მათ უკან ის უჩინარი არსება იმალება, რომელსაც სძულს წმიდა მამები და მათ სწავლება, რომელმაც ეჭვებით არაერთი სახელოვანი, განსწავლული და მოაზროვნე მამა მწვალებლობის უფსკრულში ჩააგდო. უფალმა დაგვიფაროს მისი ხრიკებისაგან. დასასრულს დიდი ასკეტის, ღმერთშემოსილი მაკარი დიდის (მეოთხე საუკუნე) სიტყვით დავასრულებ, დაე გამგებმა გულისხმაყოს: „როდესაც კაცის სული სხეულიდან გამოდის, მაშინ დიდი საიდუმლო აღესრულება. თუკი იგი ცოდვასაა დამონებული, მაშინ მასთან მიიჭრებიან დემონები, დაცემული ანგელოზები, ბნელი ძალები და მიიტაცებენ სულს თავის სამფლობელოში. ეს უცნაურად არ უნდა მივიჩნიოთ და არ უნდა გაგვაკვირვოს. თუკი ადამიანი ვიდრე ამქვეყნად ცხოვრობდა, მათ ემონებოდა და მათ მონად იქცა, მით უმეტეს, როცა ტოვებს ამ ქვეყანას, მათ ტყვეობაში ექცევა. ასევე, პირიქით, უმჯობესი მდგომარეობის მიმართებით უნდა გულისხმავყოთ: უფლის წმიდა მონებთან ახლაც (იგულისხმება სიცოცხლეში) ანგელოზები დგანან, მათ წმიდა სულები იფარავენ და გარს ევლებიან. ხოლო როცა სხეულიდან გავლენ, ანგელოზები მიიქვამენ მათ სულებს, თავის სამყოფელში წაიყვანენ, სიწმიდის ქვეყანაში, და უფალთან წარადგენენ“ (სიტყვა 22).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2025 - 02:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი