![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#441
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მისი საღვთისმეტყველო ცოდნის ეჭვქვეშ დაყენება ძალიან სარისკოა. ისევ დაპირისპირება... სხვათა შორის დამასკელი (თუ სწორად მახსოვს) არ განიხილავდა საზვერეებს როგორც სწავლებას... დამასკელს მარტო ეგა აქვს დაწერილი? ![]() თუნდაც საეკლესიო ლოცვები (წმ. იოანე დამასკელის დაწერილი) ავტორიტეტული არაა? დამასკელმა დაწერა ბევრი რამ, ოღონდ შეიტანა ზედმიწევნით გადმოცემაში, ის, რაც მისი აზრით იყო ეკლესიის სწავლება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
![]()
პოსტი
#442
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა სჯულის კანონი რატომ ეწოდება,თუ ეკლესიის წარმომავლობისა არ არის? იმიტომ, რომ მამებმა კანონი გამოიყენეს რჯულის სახის გადმოსაცემად. ციტატა დამასკელს მარტო ეგა აქვს დაწერილი? ეგ ერთი, რომელიც ეკლესიისთვის უცდომელი ავტორიტეტისაა და როგორც აღმოჩნდა მასში საზვერეები არ აღმოჩნდა შეტანილი... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
![]()
პოსტი
#443
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ისევ დაპირისპირება... სხვათა შორის დამასკელი (თუ სწორად მახსოვს) არ განიხილავდა საზვერეებს როგორც სწავლებას... დამასკელმა დაწერა ბევრი რამ, ოღონდ შეიტანა ზედმიწევნით გადმოცემაში, ის, რაც მისი აზრით იყო ეკლესიის სწავლება და რაც არ შეიტანა, მაგრამ სხვა თავის თხზულებებში დაწერა, ის არაა სანდო? თუ ის სხვა დამასკელის დაწერილია? ![]() და სხვაგან როცა წერდა იმის შესახებ, რაც არ შევიდა ზედმიწევნით გადმოცემაში, ეჭვი ეპარებოდა თავის ნაწერში? პოსტსკრიპტუმში უწერია, ესენი არ დაიჯეროთ, ისე ვამბობო? ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#444
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მნათე
ციტატა კანონი როგორც ასეთი ეკლესიური წარმომავლობის სულაც არ გახლავთ რამდენჯერ უნდა გაიმეორო? შენ კანონს მარტო პარლამენტის მიღებულ ნორმატიულ აქტად ნუ აღიქვამ... ცოტა ფართო ცნებისაა კანონი ![]() "არ სჭამოთ ამ ხის ნაყოფისგან, თუ შეჭამთ - მოკვდებით." <-- კლასიკური კანონის სახე, თავისი ე.წ. დისპოზიციით და სანქციით ![]() კანონი სწორედ რომ საღვთო წარმოშობისაა. უბრალოდ "ღვთის მიმბაძველი" მეფეები ცდილობდნენ მათაც მიეღოთ კანონები და ამით უფალს შედარებოდნენ ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#445
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
და რაც არ შეიტანა, მაგრამ სხვა თავის თხზულებებში დაწერა, ის არაა სანდო? სანდოა ან საჭიროებს დამატებით კვლევას...ისევ ნუ ცდილობ, რომ დააპირისპირო..."არაა სანდო" ეს არ იყო სწორი ტერმინი ყოველ შემთხვევაში, როდესაც მის წინ დადგა ამოცანა ეკლესიის სწავლება დაეწერა, მან ბევრი რამ თავისი თხზულებებიდან მართლაც არ შეიტანა იქ...და ამას თავისი მიზანი ჰქონდა - ის, როგორც დიდი მამა აცნობიერებდა ზედმიწევნით, რომ სწავლება არის ის,რაც ეკლესიის მიერ მიღებულია უპირობოდ ... პ.ს. პატროლოგიაში არის რამდენიმე მომენტი: 1. ეკლესიის აზრი 2. მამათა აზრი, რომელიც ეკლესიის მიერ შეწყნარებულია 3. მამათა აზრი, რომელთაც ეკლესია არ იწყნარებს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#446
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
კანუდოსელი
საზვერეების შესახებ სწავლება არაა დოგმატური და იმიტომაც არ შევიდა დამასკელის "ზედმიწევნით გადმოცემაში". თუმცა სხვაგან ამის შესახებ თავის აზრს ამბობს და მე მისი მჯერა ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#447
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კანუდოსელი საზვერეების შესახებ სწავლება არაა დოგმატური და იმიტომაც არ შევიდა დამასკელის ამ თხზულებაში. თუმცა სხვაგან ამის შესახებ თავის აზრს ამბობს და მე მისი მჯერა ![]() ჰო,მეც მაგას ვამბობ... ეს აზრი ეკლესიის მიერ შეწყნარებულია, მაგრამ ეკლესიის სწავლება, ანუ დოგმატი - არაა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#448
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
იმიტომ, რომ მამებმა კანონი გამოიყენეს რჯულის სახის გადმოსაცემად. მნათე,რჯულის გადმოსაცემად მოსემ ფიქლები გამოიყენა,ხოლო კანონებისა მამებმა ქარტია.კანონი ეკლესიის წარმოშობისა არ არის,რომ ვთქვათ იქნება უაზრობა,რადგანაც ბევრი რამ ზუსტად კანონის სახით გვაქვს. შენ რას უწოდებ კანონს? -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#449
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ჰო,მეც მაგას ვამბობ... ეს აზრი ეკლესიის მიერ შეწყნარებულია, მაგრამ ეკლესიის სწავლება, ანუ დოგმატი - არაა მე სხვა რამე ვთქვი მერე? ![]() დოგმატი არაა, მაგრამ სწავლებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბევრი ავტორიტეტული მამა წერს ამის შესახებ. კაი, თუ გინდა მამათა სწავლება დაარქვი, თუ ეკლესიის სწავლებაში მარტო დოგმატიკას გულისხმობ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#450
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ანუ ამ პირობაში არის სრული თავისუფლება არ მიიღო ეს სწავლება, ან მიიღო ის
თუმცა რომც არ მიიღო, ეს არ ნიშნავს, რომ შენ (მე) არ აღიარებ სასჯელს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#451
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
ეს აზრი ეკლესიის მიერ შეწყნარებულია, მაგრამ ეკლესიის სწავლება, ანუ დოგმატი - არაა ეკლესიის სწავლება არ არის აუცილებელი დოგმატი იყოს,ეკლესია არ გასწავლის პირჯვარი როგორ უნდა გამიოისახო,აღმოსავლეთით რატომ უნდა დადგე.განა ესენი ეკლესიის სწავლება არ არის,თუ სხვა რამ არის მოგისმენთ. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#452
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ეკლესიის სწავლება არ არის აუცილებელი დოგმატი იყოს,ეკლესია არ გასწავლის პირჯვარი როგორ უნდა გამიოისახო,აღმოსავლეთით რატომ უნდა დადგე.განა ესენი ეკლესიის სწავლება არ არის,თუ სხვა რამ არის მოგისმენთ. პირჯვარის გამოსახვა ისტორიული ფაქტორია - იოანე ოქროპირი ერთი თითით იწერდა, ტერტულიანე - მხოლოდ შუბლზე დ.ა.შ. ეს ფორმა მოგვიანებით ჩამოყალიბდა და მას ეკლესიის სწავლებასთან არაფერი საერთო არა აქვს, რადგან, ასე რომ იყოს, მაშინ რას ვერჩით მეძველწესეებს,ვინც შფოთი ატეხა პირჯვარის გადაწერის შეცვლაზე? იგივე ეხება დგომას დ.ა.შ. პ.ს. მგონი კარგად ვერ ერკვევით რა არის ეკლესიის სწავლება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#453
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ანუ ამ პირობაში არის სრული თავისუფლება არ მიიღო ეს სწავლება, ან მიიღო ის მთლად ასე ცალსახადაც ძნელი სათქმელია. მაგალითად, პირჯვრის გადაწერა, წყლის კურთხევა და ასეთი რამეები არაა დოგმატური საკითხები, მაგრამ ვინმემ რომ თქვას, მე ამას არ ვაღიარებო, მე პირადად მის მართლმადიდებლობაში ეჭვი შემეპარება. საზვერეები ამ რანგში ალბათ არ ადის, მაგრამ მაინც სასურველია მართლმადიდებლისთვის, წმ. მამებს დაუჯეროს და არა საკუთარ მოსაზრებებს. პ.ს. სარია-გიორგისაც იგივე დაუწერია ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#454
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მთლად ასე ცალსახადაც ძნელი სათქმელია. მაგალითად, პირჯვრის გადაწერა, წყლის კურთხევა და ასეთი რამეები არაა დოგმატური საკითხები, მაგრამ ვინმემ რომ თქვას, მე ამას არ ვაღიარებო, მე პირადად მის მართლმადიდებლობაში ეჭვი შემეპარება. საზვერეები ამ რანგში ალბათ არ ადის, მაგრამ მაინც სასურველია მართლმადიდებლისთვის, წმ. მამებს დაუჯეროს და არა საკუთარ მოსაზრებებს. წმინდა მამებში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#455
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
პირჯვარის გამოსახვა ისტორიული ფაქტორია - იოანე ოქროპირი ერთი თითით იწერდა, ტერტულიანე - მხოლოდ შუბლზე დ.ა.შ. ეს ფორმა მოგვიანებით ჩამოყალიბდა და მას ეკლესიის სწავლებასთან არაფერი საერთო არა აქვს, რადგან, ასე რომ იყოს, მაშინ რას ვერჩით მეძველწესეებს,ვინც შფოთი ატეხა პირჯვარის გადაწერის შეცვლაზე? იგივე ეხება დგომას დ.ა.შ. პ.ს. მგონი კარგად ვერ ერკვევით რა არის ეკლესიის სწავლება არც უბრალოდ,არც შემთხვევით არ ვასრულებთ თაყვანისცემას აღმოსავლეთით,არამედ რადგან შედგენილნი ვართ ხილული და უხილავი ანუ გონისმიერი და გრძნობადი ბუნებისაგან,ამიტომ თაყვანისცემასაც ორმაგს შევსწირავთ შემოქმედს,ისევე როგორჩ,მაგალითად,გონებითაც ვფსალმუნებთ და სხეულებრივ ბაგეებითაც,ანდა ნათელვიღებთ წყლითაც და სულითაც,ან კიდევ ვუერთდებით უფალს ორმაგი სახით,ვხვდებით რა,ერთი მხრივ საიდუმლოთა წილმქონები,მეორე მხრივ კი-სულის მადლისა.ამიტომ,რადგან ღმერთი არის გონისეული სინათლე.(შდრ.ინ.1.5.)ქრისტე კი წერილში სახელდებულია"სიმართლის მზედ".(მალაქია.3.20.)და "აღმოსავლეთად"(ზაქარია 6.12.)აღმოსავლეთი უნდა გაუკუთვნოთ ღმერთს თაყვანისცემისათვის,რადგან მას უნდა განეკუთვნოს ყოველივე კარგი,ვისგანაც კეთილდება ყველა სიკეთე.საღმრთო დავითსაც უთქვამს:"დედამიწის სამეფოებმა აქეთ ღმერთი,უფსალმუნეთ უფალს,ზეამავალს ცათა ცაზე აღმოსავლეთით".(ფს.67.33-34.)კვლავაც ამბობს წერილი:"ღმერთმა დანერგა სამოთხე ედემში აღმოსავლეთით,სადაც დაამკვიდრა ადამიანი,რომელიც შექმნა.(დაბ.2.8.)და რომელიც გარდასვლის შემდეგ შვების სამოთხიდან გამოაძევა მან და დაასახლა სამოთხის პირდაპირ-ცხადია დასავლეთით. ამრიგად,ვეძებთ რა დასაბამიერ სამშობლოს და მას მივაპყრობთ რა მზერას,თაყვანს ვცემთ ღმერთს.ამასთან,მოსესეულ კარავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა კრეტსაბმელი და სალხინებელი.იუდას ტომიც,როგორც უფრო ღირსეული,აღმოსავლეთით იყო დაბანაკებული.სოლომონის სახელგანთქმულ ტაძარშიც უფლის კარიბჭეც აღმოსავლეთით იყო მოთავსებული.თვით უფალი ჯვარცმისას დასავლეთისკენ იყო მხედველი,ამიტომ ჩვენც ასე ვასრულებთ თაყვანისცემას(აღმოსავლეთით), br />?ისდამი მზერა მიპყრობილნი.ამასთან,იგი ზე აღმავალი აღმოსავლეთით მაღლდებოდა.ასე სცეს მას თაყვანი მოციქულებმა და იმგვარადვე მოვა,რაგვარადაც იხილეს იგი ცისკენ მიმავალი,როგორც თქვა თვით უფალმა:"რა სახითაც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და ჩანს დასავლეთამდე,იმ სახით იქნება ადამიანის ძის მოსვლა"(მთ.24.27)ამიტომ,მოველით რა მას,აღმოსავლეთისკენ ვცემთ თაყვანს.ხოლო ესაა მოციქულთა დაწერილი გადმოცემა,რადგან ბევრი რამ დაუწერელად გადმოგვცეს მათ. ეს წმიდა იოანე დამასკელის,თუ რატომ უნდა ვცეთ თაყვანი ღმერთს აღმოსავლეთისკენ.პირჯვრის გამოსახვას რაც შეეხება,მრავალი აზრი არსებობდა,მაგრამ ეკლესიამ ბოლოს ამ ფორმით მიიღო.შემიძლია ეს სწავლება შემოგთავაზოთ.~ ლიტურგიკაში ყველაფერი ძველად,რომ იყო ისე გვაქვს თუ შეიცვალა ზოგი რამ?რატომ არ არის დღეს წმ.პეტრეს ჟამის წირვა?იაკობის მხოლოდ მისი ხსენების დღეს აღესრულება იერუსალიმში. გავდივარ ფორუმიდან და შესაძლებლობა როდესაც მომეცემა დავპოსტავ. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#456
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მარიამი
ციტატა პირჯვრის გადაწერა... არაა დოგმატური გარდამოცემით ხომ მოგვეცა და? ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#457
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ლიტურგიკაში ყველაფერი ძველად,რომ იყო ისე გვაქვს თუ შეიცვალა ზოგი რამ?რატომ არ არის დღეს წმ.პეტრეს ჟამის წირვა?იაკობის მხოლოდ მისი ხსენების დღეს აღესრულება იერუსალიმში. შენი ჭირიმე მოდი ამ საკითხს არ შეეხო რაა, თორე ვატყობ, არცთუ კარგად ერკვევი ლიტურგიის ჩამოყალიბების ისტორიაში... ძველად ლიტურგია გაცილებით ხანმოკლე და სულ სხვაგვარი იყო გარეგნულად (სტრუქტურით ცხადია იგივე) -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#458
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
შენი ჭირიმე მოდი ამ საკითხს არ შეეხო რაა, თორე ვატყობ, არცთუ კარგად ერკვევი ლიტურგიის ჩამოყალიბების ისტორიაში... ძველად ლიტურგია გაცილებით ხანმოკლე და სულ სხვაგვარი იყო გარეგნულად (სტრუქტურით ცხადია იგივე) პირიქით ჩემო კარგო,ხანგრძლივობის გამო ამოიღეს და შეამოკლეს წმ.ბასილი დიდმა და წმ.იოანე ოქროპირმა,ნახეთ მე-3ტ ქართული სამართლის ძეგლები და მიხვდებით თქვენს უსწორო აზრებში. მე პირადად წამიკითხავს და თქვენს აზრებს ეწინააღმდეგება.თუ შევძლებ სრულად შემოგთავაზებთ. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#459
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
ისევე როგორც თავის დროზე კანონიკა, მაგრამ კანონი როგორც ასეთი ეკლესიური წარმომავლობის სულაც არ გახლავთ და ვერც გახლდებათ ![]() მამები მრავალ ადგილას ხმარობენ კანონს,მე მოვიყვან მამების სიტყვებს კანონებზე თუ რა დროს ხმარობენ და თავად განსაჯე არის თუ არა ეკლესიური წარმომავლობისა. წმიდა ბარსანუფი დიდი წერს: ძმაო!შენს თხოვნას თუ ჩაუკვირდები,მიხვდები რა აზრი დევს მასში...კანონთან დაკავშირებით,აი რას გეტყვი:შენ იმ გზის განშტოება მოინდომე,რომელსაც ვიწრო ბჭით საუკუნო ცხოვრებაში შევყავართ(მთ.7.13-14)ქრისტე კი მოკლედ გეუბნება.(კანონის დადებაზეა საუბარი და უხსნის თუ რას ნიშნავს,მრავალი სხვადასხვა გაგება არსებობს კანონისა,ფსალმუნსაც კანონებს უწოდებენ)ნუ გსურს ჩემგან კანონის მიღება,რამეთუ მადლის ქვეშ მინდა იყო და არა კანონის(რომ.6.14)მოციქული ამბობს:მართალსა რჯული არა უც(1ტიმ.1.9)ჩვენ კი მართალთა რიგებში გვსურს გიხილოთ. ასევე სხვა წერილში ვიგებთ,მამა იოანეს უნდოდა კანონის დადება.აი რა უთხრა ძმას წმიდანმა:ძმაო ისევ გეუბნები,კანონი არ დაუდგინო საკუთარ თავს და თუ სადმე აუცილებლობის გამო გახვალ,არ დაგამწუხრებს აზრები.გააცნობიერე ჩემი ნათქვამი,მისდიე მას,დამშვიდდები და მშვიდობა გექნება ჩემგან,უფრო სწორედ-ღმრთისგან. თავად განსაჯე რამდენი გაგება არსებობს ეკლესიაში კანონისა და რა სახით. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#460
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დავბრუნდი,მომეცა შესაძლებლობა ისევ გიპასუხო. პირიქით ჩემო კარგო,ხანგრძლივობის გამო ამოიღეს და შეამოკლეს წმ.ბასილი დიდმა და წმ.იოანე ოქროპირმა,ნახეთ მე-3ტ ქართული სამართლის ძეგლები და მიხვდებით თქვენს უსწორო აზრებში. მე პირადად წამიკითხავს და თქვენს აზრებს ეწინააღმდეგება.თუ შევძლებ სრულად შემოგთავაზებთ. კარგი გასაგებია... აზრები უსწორო არ არსებობს...აზრები მცდარი არსებობს... ლიტურგიკის ისტორია კი მეცნიერებაა, სადაც ვატყობ, თქვენთვის ნამდვილი ყანაა ![]() პ.ს. კარგი ნუ გამიბრაზდებით, უბრალოდ არის ასეთი მცდარი მოსაზრება, რომ ლიტურგიკა თავიდანვე ისეთი იყო როგორც დღეს - მხოლოდ მოგვიანებით შემცირდა ...-ეს უბრალოდ მცდარია, ამას ადასტურებს უძველესი ლიტურგიკული ძეგლები: დიდაქე, იპოლიტე რომაელის კოდექსი, სხვადასხვა ასირიული ლიტურგიკული ძეგლები, უძველესი ქართული და სომხური კოდექსები და მრავალი სხვა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 09:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი