IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 23 24 25 26 27 > »   
Reply to this topicStart new topic
> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
nino kiwo
პოსტი Jul 16 2008, 12:20 PM
პოსტი #481


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 19-June 08
წევრი № 5,123





რა არის საზვერე და რა საჭიროა მისი არსებობა, რა უფლება აქვს ბოროტს რაიმე მოგკვკიტხოს?

ბოროტს სურს დაგაბრკოლოს და სამოთხში არ მოვხვდთ. და ეს მაშინაც კი ხდება როცა გარდაცვლილია ადამიანი. გარდაცვლილების სულებს კი მფარველი ანგელოზი და მასზე მლოცველი ადამიანების ლოცვა შველის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 16 2008, 12:22 PM
პოსტი #482


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



nino kiwo
ციტატა
რა არის საზვერე და რა საჭიროა მისი არსებობა, რა უფლება აქვს ბოროტს რაიმე მოგკვკიტხოს?

რადგან შენ ამბობ ასეა ნამდვილად biggrin.gif biggrin.gif

ასე ბევრი რამის უსაჭიროებას მივიჩნევდეთ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ის რარაც მართლა არაა საჭირო. უბრალოდ მთავარი ისაა ვინ როგორ გამოთქვამს ამა თუ იმ სწავლებას.

სამწუხაროდ საზვერეების შესახებ სწავლება დღეს დამახინჯებულადაა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 16 2008, 12:24 PM
პოსტი #483


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
ანუ უფალი გულმშვიდად უყრებს, ბოროტი როგორ გვწამებს ცილს?

მაშინ, მაგ ლოგიკით, იმას როგორღა უყურებს მშვიდად, როგორ ეუფლება ხოლმე სატანა ქრისტიანთა სულებს? ეს ჩვენი არჩევანი ხომ არ არის, შემთხვევით?

ციტატა
რა საჭიროა ცილისწამება, ანუ იმის დაბრალება რაც არ არსებობს?

smile.gif რა საჭირო იყო ნათლის ანგელოზის ამპარტავნება და ცოდვაში ჩავარდნა? "შათან" ძველებრაულად სწორედ რომ "ცილისმწამებელს" ნიშნავს... ეს მისი საქმეა

ციტატა
ამ დროს სულს რა ემართება, ან კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა საჭიროა?

ეგ არ არის ზუსტად ცნობილი. ვარაუდია, რომ სული თავისი ცოდვების გახსენებით წუხს, გრძნობს რა მის სიმძიმეს. თუმცა ეს ეკლესიის მიერ ცალსახად მიღებული სწავლება არ არის

ციტატა
რატომ გვკიტხავს ბოროტი ცოდვებს? რატომ? ჩვენ მის წინაშე არ შეგვიცოდია

არა, კი არ გვკითხავს, ზეიმობს ჩვენი ცოდვების გამო. მოკითხვა ცოტა სხვა რამეა. რატომ უნდა მას რომ ცოდვა ჩავიდინოთ? იმიტომ, რომ შურს ადამიანების, რომ მათ მათი კუთვნილი ადგილი დაიკავებს სასუფეველში და უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაშორდეს უფალს. ჩვენი ცოდვა აქეთკენ გადადგმული ნაბიჯია, ხოლო მის მიერ ჩვენი ცოდვების აღნიშვნა - ზეიმი ამის გამო, რომ იქნებ კიდევ ერთი სულის წარწყმედა შეძლეს yes.gif

ეშმაკი ადამიანის გულს ვერ ხედავს, შესაბამისად, მან არც ჩვენი ყველა ცოდვა იცის. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ის ჩვენ განმკითხველად ვერ გამოდგება


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 16 2008, 12:55 PM
პოსტი #484


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ეშმაკი ადამიანის გულს ვერ ხედავს, შესაბამისად, მან არც ჩვენი ყველა ცოდვა იცის. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ის ჩვენ განმკითხველად ვერ გამოდგება



ამაში ვერ დაგეთანხმები დავით.

მართალია ეშმაკმა არ იცის ადამიანი რას ფიქრობს მაგრამ ატყობს მისმა შთაგონებებმა რაიდენად იქონიეს გავლება ადამიანზე, (კარგი ფსიქოლოგივით.)
ყველა ცოდვის წყარო არის ეშმაკი (რამეთუ დასაბამიდან ის სცოდავს )შესაბამისად ძაანაც კარგად იცის ჩვენი ცოდვები აბსოლუტორად ყველა ქმედება გაფიქრება და შეგრძნება ,რადგან ეს ყველაფერი მისგანაა გამოგზავნილი.

............"ამრიგად, ყველა ბოროტება და უწმინდური ვნება მათ მიერ არის მოგონილი. ამასთან, ნება აქვთ მიცემული, შეუტიონ ადამიანს, მაგრამ ვინმეს იძულება არ შეუძლიათ, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული, დავუთმობთ მათ შეტევას თუ არ დავუთმობთ. ამიტომ, სატანას, მის ეშმაკებს და მის მიმდევრებს გამზადებული აქვთ უშრეტი ცეცხლი და მარადიული სატანჯველი. "

წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა
თავი მეთვრამეტე
სატანას და ეშმაკების შესახებ




--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2008, 01:22 PM
პოსტი #485


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ეშმაკი ადამიანის გულს ვერ ხედავს, შესაბამისად, მან არც ჩვენი ყველა ცოდვა იცის. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ის ჩვენ განმკითხველად ვერ გამოდგება


ქრისტიანულ საზოგადოებაში რომ ეშმაკის მიერ განკითხვაზე ილაპარაკებენ, ტრიუმფალური პირჯვარი უნდა გადაიწერო და თემა დატოვო...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jul 16 2008, 01:30 PM
პოსტი #486


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 16 2008, 11:54 AM) *


მე-3, მე9 და მე-40 დღის პანაშვუდებზე რას იტყვი?

როგორც სხვადასხვა მართლმადიდებლურ ლიტერატურაშია მითითებული პირველი ორი დღე მიცვალებულის სული იმყოფება დედამიწაზე და მესამე დღეს იგი წარსდგება უფლის წინაშე და თაყვანს სცემს მას. შემდეგ უფლის ბრძანებით მას ანახებენ სამოთხისეულ ნეტარებებს და მეცხრე დღეს კვლავ უფლის წინაშე წარადგენენ. ამის მერე მეორმოცე დღემდე სული ათვალიერებს ჯოჯოხეთის ყველა ტანჯვას და მეორმოცე დღეს კვლავ წარსდგება უფლის წინაშე და უფალიც საბოლოოდ დაუდგენს მას მისტვის კუთვნილ ადგილს.


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2008, 01:32 PM
პოსტი #487


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

როგორც სხვადასხვა მართლმადიდებლურ ლიტერატურაშია მითითებული პირველი ორი დღე მიცვალებულის სული იმყოფება დედამიწაზე და მესამე დღეს იგი წარსდგება უფლის წინაშე და თაყვანს სცემს მას. შემდეგ უფლის ბრძანებით მას ანახებენ სამოთხისეულ ნეტარებებს და მეცხრე დღეს კვლავ უფლის წინაშე წარადგენენ. ამის მერე მეორმოცე დღემდე სული ათვალიერებს ჯოჯოხეთის ყველა ტანჯვას და მეორმოცე დღეს კვლავ წარსდგება უფლის წინაშე და უფალიც საბოლოოდ დაუდგენს მას მისტვის კუთვნილ ადგილს.


ტრანსცენდენტალიზმში დროის აღმოჩენისთვის ნობელზე უნდა წარგადგინოთ...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jul 16 2008, 01:36 PM
პოსტი #488


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(მნათე @ Jul 16 2008, 01:22 PM) *

ტრიუმფალური პირჯვარი უნდა გადაიწერო

ტრიუმფალური პირჯვრის გადაწერა მეც მასწავლეთ რა ვინმემ laugh.gif

ციტატა(მნათე @ Jul 16 2008, 01:32 PM) *

ტრანსცენდენტალიზმში დროის აღმოჩენისთვის ნობელზე უნდა წარგადგინოთ...

madlioba.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2008, 01:38 PM
პოსტი #489


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ტრიუმფალური პირჯვრის გადაწერა მეც მასწავლეთ რა ვინმემ


სიონში მიდი და რომელიმე სვეტლანას, მზევინარს ან გულნარას ჰკითხე... ისინი ქრისტეს ჯვარზე დიდ ჯვარს გამოისახავენ... იმხელას რომ სამართლმადიდებლოს გასწვდება laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 16 2008, 01:39 PM
პოსტი #490


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
მაშინ, მაგ ლოგიკით, იმას როგორღა უყურებს მშვიდად, როგორ ეუფლება ხოლმე სატანა ქრისტიანთა სულებს? ეს ჩვენი არჩევანი ხომ არ არის, შემთხვევით?





დათო, ეს ყველაფერი ამ ცხოვრებაში ხდება და დარწმუნებული ვარ, ამ ცხოვრების შესაცვლელად არის, ან ადამიანია მეტად დაბინძურებული და მისი დაუფლებაა ადვილი, რაც არ ვიცი, ვერ ავხსნი, მაგრამ აქედან გასულ ადამიანის მსაჯული უფალია. არ მგონია წმინდანები (თუმცა, ვიცი რომ წმინდანებიც კი უფლის გულმოწყალებით ცხონდებიან)ისე იყვნენ დაბინძუებული, რომ მათში ადვილად შედიოდეს ბოროტი. მე ვამბობ რომ ის ,,აღრიცხული ,, ცოდვებია ცოტა საეჭვო, მაშინ სადაა აღსარების საიდმლო და ამ გზით ცოდვებისგან განწმენდა თუ ის მაინც უნდა მოგვეკიტხოს? ანუ მაშინ, მე არ მესმის რა არის აღსარბის საიდუმლო.

ციტატა
რა საჭირო იყო ნათლის ანგელოზის ამპარტავნება და ცოდვაში ჩავარდნა? "შათან" ძველებრაულად სწორედ რომ "ცილისმწამებელს" ნიშნავს... ეს მისი საქმეა



ცილისმწამებელი ბოროტი, შეიძლება ადამიანის სიცოცხლეში ებრძოდეს, შეიძლება არღაც ცოდვაში ცააგდოს და დაიმონოს, მაგრამ მისი ცოდვების მოკიტხვის და ც ხ ო ნ ე ბ ი ს უფლება, მხოლოდ ღმერთს აქვს. ვერ გავიგე რა საჭიროა მონანული გული, თუკი ჩვენი ცოდვები მხოლოდ მათხოვრისთვის მიცემული ფულით და სხვა კეთილი საქმეებით (ტუმცა კეთილის საქმეების გარეშე რომ სარწმუნოება მკვდარია ვიცი) გადაიძლევა?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 16 2008, 01:43 PM
პოსტი #491


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Iona
ციტატა
ამაში ვერ დაგეთანხმები დავით

ეს ჩემი აზრი არაა smile.gif ეს არის ეკლესიის სწავლება

ციტატა არასწორად მოიყვანე. მანდ არ არის იმაზე საუბარი, ეშმაკმა რა იცის ჩვენ შესახებ:

წინასწარმეტყველებენ კი, ერთი მხრივ, ანგელოზები, როდესაც ღმერთი გამოუცხადებს მათ და წინასწარმეტყველებას უბრძანებს (ამიტომ, რასაც ამბობენ, ხდება) ხოლო მეორე მხრივ - ეშმაკებიც, რადგან ზოგჯერ იმას ხედავენ ისინი, რაც შორს ხდება, ზოგჯერ კი - ვარაუდობენ; ამიტომაც ბევრს ტყუიან, რისი რწმუნებაც არ გვმართებს, თუმცა კი მრავალგზის ჭეშმარიტებენ კიდეც ზემოთქმული ხერხის გამოყენებით.

ამის გარდა, წმ. წერილი გვასწავლის, რომ ადამიანის გულს მხოლოდ უფალი ხედავს (I მეფ. 16;7)

მხევალი ნინო
სხვაგან გადაგაქვს მსჯელობა. რა შუაშია ცხონება ეშმაკთან? მაგ აზრს თვით საზვერეების ყველაზე აქტიური დამცველნიც კი არ გამოთქვამენ yes.gif აქ საუბარია იმაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ბოროტმა ადამიანს წამოაძახოს (ასე ვთქვათ) მისი ცოდვები და არა რომ ის განსაჯოს, ამხილოს. მით უმეტეს, რომ (როგორც თქვი)
ციტატა
მისი ცოდვების მოკიტხვის და ც ხ ო ნ ე ბ ი ს უფლება, მხოლოდ ღმერთს აქვს.


ციტატა
ვერ გავიგე რა საჭიროა მომამული გული, თუკი ჩვენი ცოდვები მხოლოდ მათხოვრისთვის მიცემული ფულით და სხვა კეთილი საქმეებით (ტუმცა კეთილის საქმეების გარეშე რომ სარწმუნოება მკვდარია ვიცი) გადაიძლევა?

როგორც ღირსი სერაფიმე საროველი ბრძანებს, ადამიანი ცხონდება სულიწმიდის მადლის მოხვეჭით. ეს მადლი შენ კი ყველანაირად მაქსიმალურად უნდა მოიპოვო, აღსარებით, ზიარებით, ლოცვით, გაჭირვებულის შემწეობით, დაჩაგრულის თანადგომით, მომლოცველობით და ა.შ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 16 2008, 01:47 PM
პოსტი #492


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
როგორც ღირსი სერაფიმე საროველი ბრძანებს, ადამიანი ცხონდება სულიწმიდის მადლის მოხვეჭით. ეს მადლი შენ კი ყველანაირად მაქსიმალურად უნდა მოიპოვო, აღსარებით, ზიარებით, ლოცვით, გაჭირვებულის შემწეობით, დაჩაგრულის თანადგომით, მომლოცველობით და ა.შ.




რომელსაც მერე ბოროტი ,,გიხარჯავს,, უკლვე მონანიებული ცოდვების სანაცვლოდ. მაშინ, აღსარების საიდუმლო რა არის? თუ ცოდვა რომელიც მოტევებული გაქვს და რომლისგან განწმენდილიო ხარ, თურმე ბოროტს აქვს აღრიცხული და თურმე მის გამომსასყიდად კეთილი საქმეები გინდა>?

კანონისტი
ციტატა
სხვაგან გადაგაქვს მსჯელობა. რა შუაშია ცხონება ეშმაკთან? მაგ აზრს თვით საზვერეების ყველაზე აქტიური დამცველნიც კი არ გამოთქვამენ აქ საუბარია იმაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ბოროტმა ადამიანს წამოაძახოს (ასე ვთქვათ) მისი ცოდვები და არა რომ ის განსაჯოს, ამხილოს. მით უმეტეს, რომ (როგორც თქვი)



მესმის, ცოტა უკიდურსობაში გადავიჭერი, მაგრამ მე როგორც მაქვს წაკითხული თუ რომელიმე ცოდვა გაქვს მოუნანიებელი ან მადლი არ ეყო, ვერ გაივლი საზვერეს და იღუპები. ანუ აქ, გარდა ღვტის დაშვებისა, თუ ასე განმარტავთ, სად ჩანს ღმერთის ცოცხალი მოქმედება ჩემს გადასარცენად, ანუ საცხოვრებლად ან დასაღუპავად? ის მხოლოდ სორიდან მაყურებელია თიტქოს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2008, 01:48 PM
პოსტი #493


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მესმის, ცოტა უკიდურსობაში გადავიჭერი, მაგრამ მე როგორც მაქვს წაკითხული თუ რომელიმე ცოდვა გაქვს მოუნანიებელი ან მადლი არ ეყო, ვერ გაივლი საზვერეს და იღუპები


laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 16 2008, 01:49 PM
პოსტი #494


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა(მნათე @ Jul 16 2008, 12:48 PM) *

laugh.gif laugh.gif laugh.gif



შეწყვიტეთ ხარხარი მეგობარო biggrin.gif , რაც წერია ის ვთვქი,.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Jul 16 2008, 01:51 PM
პოსტი #495


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ცოტა იობის ამბავიც გაურიეთ თემაში. მართალია პირდაპირ კავშირსი არაა მაგრამ არის რაღაც პატრა ხელჩასაჭიდი და დიდად საინტერესო.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 16 2008, 01:52 PM
პოსტი #496


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა(Misha Songulashvili @ Jul 16 2008, 12:51 PM) *

ცოტა იობის ამბავიც გაურიეთ თემაში. მართალია პირდაპირ კავშირსი არაა მაგრამ არის რაღაც პატრა ხელჩასაჭიდი და დიდად საინტერესო.



ბრძანეთ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 16 2008, 01:55 PM
პოსტი #497


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ციტატა არასწორად მოიყვანე. მანდ არ არის იმაზე საუბარი, ეშმაკმა რა იცის ჩვენ შესახებ:


ამ კონკრეტულ შემთხვევაში წინასწარმეტყველების კონტექსტ მნიშვნელობა არა აქვს, საუბარია იმაზე რომ ყველა ცოდვა მისი მოგონილია.

განა ეს არაა ეკლესიის სწავლება.
შენ ამბობ რომცოდვა ეშმაკის გარეშე შეიძლება მოხდეს? რა არის საეკლესიო სწავლება ამაზე ?
მე როგორც ვიცი ვერანაირად ვერ შესცოდავ ისე რომ ეშმაკს არ ქონდეს ამაში წვლილი.
:
.....თუ ეშმაკი ყველა ცოდვაში იღებს მონაწილეობას ესე იგი ყველა ცოდვაც იცის. ლოგიკურად smile.gif

( უბრალოდ არ მახსოვს ის ადგილი სადაც სახარებაში წერია რომ დასაბამიდან ეშმაკი სცოდავსო თორემ ამ ფრაზის განმარტებაში იქნება პასუხი ამ საკითხზე.)


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 16 2008, 01:59 PM
პოსტი #498


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
მაშინ, აღსარების საიდუმლო რა არის? თუ ცოდვა რომელიც მოტევებული გაქვს და რომლისგან განწმენდილიო ხარ, თურმე ბოროტს აქვს აღრიცხული და თურმე მის გამომსასყიდად კეთილი საქმეები გინდა>?

არამხოლოდ. აღსარება სავალდებულოა მძიმე ცოდვისთვის, თორემ საშუალო და მით უმეტეს მსუბუქი ცოდვა, უფალმა ისეც შეიძლება მოგიტევოს. თუკი ადამიანს განურისხდი და მერე, თან გადაყევი, იმდენი გაუკეთე. ამით შეიძლება ის ცოდვა გამოისყიდო და აღსარება სულაც არ იყოს სავალდებულო (იურისტი ხარ და ტერმინებს მიხვდები, სავალდებულო არ იყოს, ანუ შენზეა არჩევანი, თუკი იტყვი, ცხადია უკეთესი იქნება).

ციტატა
მაგრამ მე როგორც მაქვს წაკითხული

ამაზე გითხარი ზემოთ.... biggrin.gif

ციტატა
ვერ გაივლი საზვერეს და იღუპები.

ეს რაღაც კომპიუტერულ თამაშებს უფრო მაგონებს

ციტატა
მადლი არ ეყო

ეს არის კათოლიკური ეკლესიის სწავლება, წმინდანთა ზედმეტი დამსახურების შესახებ. ჩვენი ეკლესიის სწავლება ეფუძნება სახარების სიტყვებს:
"ამას გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის." (ლკ. 18, 26-27)

ადამიანს არასდროს ეყოფა მადლი საცხონებლად. ადამიანის ცხონება უფლის ხელთაა მხოლოდ, შესაბამისად, საზვერეზე ყველა "ჩაიჭრება", რადგან ცოდვისაგან აბსოლუტურად თავისუფალი არავინაა, თვით წმინდანებიც კი ცოდვილნი არიან (კართაგენის 137-ე კანონი)

Misha Songulashvili
უკვე გავურიე და იხილე ზემოთ. smile.gif

Iona
ციტატა
შენ ამბობ რომცოდვა ეშმაკის გარეშე შეიძლება მოხდეს? რა არის საეკლესიო სწავლება ამაზე ?
მე როგორც ვიცი ვერანაირად ვერ შესცოდავ ისე რომ ეშმაკს არ ქონდეს ამაში წვლილი.

მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ეშმაკმა ჩაგვაგონოს ცოდვა, მაგრამ ის არ ჩავიდინოთ? ასეთ დროს, როგორ მიხვდება ის, გულში ვცოდეთ თუ არა??

აქ ხომ გონებით ცოდვაზეა საუბარი, თორემ საქმით ცოდვას ყველა ხედავს (ადამიანებიც, მათ შორის)

გარდა მაგისა, შესაძლებელია, რომ ადამიანმა თავისითაც მოიფიქროს ცოდვა, რადგან მას აქვს თავისუფალი ნება. საწყისი ბოროტი იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა ქნას და როგორ, ადამიანი იღებს. რაც, ასევე, შეიძლება დაფარული აღმოჩნდეს ეშმაკისათვის


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 16 2008, 02:04 PM
პოსტი #499


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



თუ ყველა ცოდვა ეშმაკს მივაწერეთ, მაშ ჩვენ რაღა გვქონია მოსანანიებელი, სულ მისი ბრალი ყოფილა ყველაფერი smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 16 2008, 02:05 PM
პოსტი #500


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
ეს რაღაც კომპიუტერულ თამაშებს უფრო მაგონებს



ზუსტად ასე მაქვს წაკიტხული, თუ არ გაქვს ცოდვა მონანიებული, ან მადლი არ გეყო იმ საზვერეს ვერ გაივლი. ამის სემდეგ კი, მიუხედავად იმისა რომ უკვე ,,დაღუპული, ხარ და საზვერე ვერ გაიარე, მაინც ხვდები უფალთან, ხოდა ესეც მაოცებს. რაღა მინდა უფალთან თუ უკვე დავიღუპე, ან კი რატომ ვიღუპები ბოროტის უშუალო ჩარევით.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 23 24 25 26 27 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2025 - 02:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი