IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > »   
Reply to this topicStart new topic
> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
Lashab
პოსტი Apr 8 2009, 01:42 AM
პოსტი #521

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157

ციტატა(KAIROS @ Apr 6 2009, 03:25 AM) *

ლაშაბ, შეგახსენებ, აქ ვსაუბრობთ მხოლოდ მართლმადიდებლური სწავლებების შესახებ, შენი დასკვნები სექტანტურია და შესაბამისად სექტანტებს და არამართლმადიდებლებს საკამათოდ დათმობილი გაქვთ აპოლოგეტიკის განყოფილება და იქ შეგიძლიათ გაარჩიოთ თქვენი აზრით რა შეესაბამება და რა არა ბიბლიას.
აქ მხოლოდ მართლმადიდებლობას ვსწავლობთ smile.gif
გაითვალისწინე სხვა ყველა თემაში გარდა აპოლოგეტიკის ქვეგანყოფილებისა
კაიროსი!

კარგი, მაშინ ასე დავსვამ საკითხს,

1. საზვერეების შესახებ სწავლება პირველად როდის დაიწყო? წმინდა მამის ნათქვამს ვგულისხმობ რა ტქმა უნდა.

2. იყო თუ არა ეს ოფიციალურ მსოფლიო კრებაზე განხილული.

აი ეს ორი შეკითხვა და მთავარი ატრიბუტია როცა ამ საკითხზე მიდის მსჯელობა...

აქ არც სექტანტურს ვწერ რამეს და არც არაფერს...

--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Apr 8 2009, 01:51 AM
პოსტი #522

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

ციტატა

კარგი, მაშინ ასე დავსვამ საკითხს,

1. საზვერეების შესახებ სწავლება პირველად როდის დაიწყო? წმინდა მამის ნათქვამს ვგულისხმობ რა ტქმა უნდა.

პირველი არ ვიცი მაგრამ III ს. უკვე არსებობდა.

ციტატა

2. იყო თუ არა ეს ოფიციალურ მსოფლიო კრებაზე განხილული.

არა

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Apr 8 2009, 08:43 AM
პოსტი #523

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400

ეს არის ცრუ სწავლება და ვინც ამას ავრცელებს, ის ცრუ სწავლების გამავრცელებელია !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Apr 8 2009, 10:41 AM
პოსტი #524

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243

1.საზვერეთა შესახებ პირველი ცნობები გვხვდება წმ.ტერტულიანეს ნაწერებში(IIსაუკ.),შემდეგ წმ.ეფრემ ასური საკმაოდ ვრცლად საუბრობს ამის შესახებ(IVსაუკ.).ასევე საზვერეთა შესახებ გვაფრთხილებენ და გვასწავლიან:წმინდა მაკარი დიდი,წმინდა ანტონი დიდი,წმ,იოანე ოქროპირი,ნეტარი იოანე მოწყალე,წ.კირილე ალეკსანდრიელი...ეს რაც გამახსენდა და შევამოწმე წიგნების მიხედვით და დავრწმუნდი,რომ ასეა.საზვერეთა შესახებ სრული ინფორმაცია,რაც დედამიწაზე მცხოვრებთ უნდა იცოდნენ,გადმოცემულია წმინდა ბასილი ახლის(Xსაუკ.)ცხოვრებაში,კერძოდ მისი სულიერი შვილის გრიგოლის ხილვა საზვერეთა წმინდა ბასილი ახლის ლოცვით.ამ ცნობას დავამთავრებ წმინდა თეოფანე დაყუდებულის(XIXსაუკ.)სიტყვებით:''რაოდენ უგუნურიც არ უნდა ჩანდეს ''ბრძენთათვის'' ამა სოფლისა მოძღვრება საზვერეთა შესახებ,მათი განვლა მათ მიერ აუცილებელია.''
კამათისათვის თავს ნურავინ შეიწუხებს,მართლმადიდებლები არავის ეკამათებიან და წმინდა მამებიც ამას გვასწავლიან,რომ კამათი განაგდებს ადამიანისაგან მადლს ღვთისას-ეკლესიასთან მორწმუნენი არ კამათობენ,ხოლო ვისაც გულწრფელად სურს შეისწავლოთ რას ბრძანებს ქრისტეს მოციქულთა მიერ I საუკუნეშივე დაარსებული ეკლესია,რომელსა''ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდინ,''იღებს ამ ეკლესიის სწავლებას და მიყვება მას თავისივე სულის სასიკეთოდ.
მსოფლიო კრებებს ეს საკითხი არ გაურჩევიათ,რადგანაც არ იყო 2.საჭირბოროტოდ ეს საკითხი აღძრული-არ იყო საჭიროება ამისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Apr 8 2009, 12:37 PM
პოსტი #525

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157

ციტატა(betaneli luka @ Apr 8 2009, 10:41 AM) *

ტერტულიანეს წმინდანად თვლით?

ტერტულიანე თვლიდა რომ მამა და ძე ერთარსნი იყვნენ მაგრამ სხვადასხვა პიროვნებები... ანუ ფაქტიურად იგი ანსხვავებდა მამას და ძეს- რაოდენობრივად... სულიწმინდას კი მამისგან და ძისგან დამოუკიდებელ არსებად მიიჩნევდა... ამბოდა ღმერთი ერთიაო- რაც საფძველს იძლევა ვთქვათ რომ იგი სამების დღევანდელ იდეას არ ეთანხმებოდა... რადგან ასევე ერთგან ის ამბობს რომ სიტყვას-იესოს ჰქონდა საწყისი... (პრახეელებთან ეპისტოლეშია ეს როგორც მახსოვს- თუმცა ეს რომ მისის აზრია დარწმუნებული ვარ)

სერიოზული ეჭვებია იმაზე რომ იგი თვლიდა რომ წმინდა მარიამს სხვა შვილები ჰყავდა... ანუ ეს არაა უბრალოდ ეჭვი, რამოდენიმე ადგილას აქვს მინიშნებები ამაზე, და რეალურად პირდპაირ ამაზე არსად საუბრობს... არასოდეს დაუკონკრეტებია იყო თუ არა მარიამი მარადქალწული...

და რაც მთავარია- თვლიდა რომ ქრისტიანები იყვნენ პაციფისტები და თავდაცვა(თუნდაც ომში) ქრისტიანისთვის აკრძალული იყო...

მაგ ადამიანს ვენდოთ საზვერეებზე?

და ერთი რამ მაინტერესებს- ეფრემ ასურმა როგორც ხელდასხმულმა ეპისკოპოსმა, იცოდა თუ არა რომლები იყვნენ კანონიკური წერილები? ანუ სულიწმინდით შტაგონებული?

რავი აბა, კორინთელების მიმართ მესამე წერილზე სერიოზული ეგზეგეზა აქვს დაწერილი და კანონიკურად მიიჩნევდა...

ანუ საბოლოოდ რისი თქმა მინდა, ესეგი ეფრემ ასური რადგან ნიკეის კრებისდროინდელია და იზიარებდა დღვანდელ ქრისტიანობას, იგი შეიძლება ჩაითვალოს პირველად ვინც ამაზე საუბარი დაიწყო...

ტერტულიანეს, ისევე როგორც სხვა ანტინიკეური მამების აქ მოყვანა არ იქნება მართებული...

თუმცა როგორც ჩანს ბევრი წმინდანი თვლიდა რომ საზვერეების შესახებ სწავლება სწორია... საინტერესოა...

--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 15 2009, 11:31 AM
პოსტი #526

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ნებისმიერი კამათი და არამართლმადიდებლების მხრიდან მართლმადიდებლური სწავლებების ან მართლმადიდებელი ეკლესიის თუნდაც კერძო აზრების კრიტიკა უნდა მოხდეს მხოლოდ აპოლოგეტიკის განყოფილებაში!

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 15 2009, 02:48 PM
პოსტი #527

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127

ციტატა
კარგი, მაშინ ასე დავსვამ საკითხს,

Lashab
გითხრეს N-ჯერ ->

KAIROS
ციტატა
ნებისმიერი კამათი და არამართლმადიდებლების მხრიდან მართლმადიდებლური სწავლებების ან მართლმადიდებელი ეკლესიის თუნდაც კერძო აზრების კრიტიკა უნდა მოხდეს მხოლოდ აპოლოგეტიკის განყოფილებაში!

თუმცა ამ დემაგოგებს წესით არაფერი უნდა ესაქმებოდეთ ამფორუმზე, მათი აგიტაცია კარ და კარ რომ დადიან იქ გააგრძელონ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Apr 15 2009, 07:41 PM
პოსტი #528

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

lashab

მოდი რა ნუ ედები ყველა თემაში სამების დოგმატს biggrin.gif

ტერტულიანეს და ეკლს. მამებს რაც შეეხება, სამების ინტერპრეტაცია ზოგთან შეიძლება მართლა განსხვავებულად ჟღერდეს, რადგან ეს დოგმატი ნიკეის კრებამდე ჯერ სრულად არ იყო ჩამოყალიბებული, შესაბამისად წარმოდგენაც განსხვაბეული შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ სამების რწმენა მოციქულებიდან მოყოლებული არსებობდა. ეხლა პატრისტიკის განხილვას არ შევუდგები, რადგან ეს თემა სხვა რამეს ეხება.

საზვერეებზე მარტო მაგ ადამიანს არ ვენდობით და საერთოდ ტერტულიანეს დიდი არაფერი არ უწერია ამაზე. საზვერეებზე საუბრობენ: წმ. ათანასე დიდი, წმ. ანტონი დიდი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. მაკარი დიდი, წმ. ისაია განდეგილი, წმ. ისიხი იერუსალიმელი, წმ გრიგოლი (რომის პაპი), წმ. ეფრემ ასური. წმ. იოანე დამასკელი, წმ. კირილე იერუსალიმელი და ა.შ.

ისე ჯერ კარგი იქნება საზვერეების შესახებ სწორი წარმოდგენა თუ გექნება, რომ მისი მიღება შესძლო, რადგან ბიბლიაშიაც არის ამის მანიშნებელი ადგილები.

ისე რასაც გეუბნებიან იმას თუ გააკეთებ კარგი იქნება:

ციტატა
ნებისმიერი კამათი და არამართლმადიდებლების მხრიდან მართლმადიდებლური სწავლებების ან მართლმადიდებელი ეკლესიის თუნდაც კერძო აზრების კრიტიკა უნდა მოხდეს მხოლოდ აპოლოგეტიკის განყოფილებაში!

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Apr 16 2009, 08:39 AM
პოსტი #529

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157

ციტატა(death @ Apr 15 2009, 07:41 PM) *

ჰოდა საკითხიც გადაწყდა, მათში ეჭვის შეტანა მე არ მიმაჩნია სწორედ თქვენ გადმოსახედიდან. smile.gif მნათეს რა უნდა ვერ გავიგე biggrin.gif

--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Apr 16 2009, 10:59 AM
პოსტი #530

..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365

პირადათ მე მჯერა რომ საზვერეები არსებობს..
და ისიც მჯერა რომ ყოველი ჩვენი ცოდვა საზვერეებში განიკიტხება..

--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 16 2009, 12:38 PM
პოსტი #531

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127

მე ჩემი პირადი წარმოდგენებით რაღაც ბოლომდე ვერ ვწვდები საზვერეების იდეას. მეჩვენება, რომ ვაჭრობას გავს: აჰა შენ ეს ჩემი მადლი და გამიშვი ზემოთ, ანუ ვყიდულობთ თითქოს ... სინამდვილეში რა ხდება, ცხადია ეგ არავინ იცის ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Apr 16 2009, 12:48 PM
პოსტი #532

..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365

ციტატა
აჰა შენ ეს ჩემი მადლი და გამიშვი ზემოთ, ანუ ვყიდულობთ თითქოს

ხო მაგაზე მეც მიფიქრია..
მაშინ უფალთანაც ვაჭრობა გამოდის, "აი მე რამდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული, სამოთხეში ოროთახიანი მომეცი"-რაღაც ამდაგვარი გამოდის..

სინამდვილეში ალბათ სულ სხვანაირადაა, იქნებ არც არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი და სულები კოსმოსის მარადიულ სივრცეში მოგზაურობენ?
:|

--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Apr 16 2009, 02:09 PM
პოსტი #533

ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209

ციტატა
სინამდვილეში ალბათ სულ სხვანაირადაა, იქნებ არც არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი და სულები კოსმოსის მარადიულ სივრცეში მოგზაურობენ?:|

წლის პოსტი laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Apr 16 2009, 02:19 PM
პოსტი #534

..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365

მე მიმაჩნია რომ ყველაზე ცოდვილი ადამიანიც კი არ იმსახურებს მარადიულ ცეცხლში წვას..ეტა ოჩენ სლიშკამ..
ერთი წელი რომ გაატაროს ამგვარ წამებაში ესეც კი საკმარისი იქნება მისი ცოდვების გამოსასყიდად...

--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KOFILI_MARTLMADIDEBELI
პოსტი Apr 16 2009, 03:48 PM
პოსტი #535

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 13-April 09
წევრი № 6,829

ციტატა(m16 @ Apr 16 2009, 02:19 PM) *

მე მიმაჩნია რომ ყველაზე ცოდვილი ადამიანიც კი არ იმსახურებს მარადიულ ცეცხლში წვას..ეტა ოჩენ სლიშკამ..
ერთი წელი რომ გაატაროს ამგვარ წამებაში ესეც კი საკმარისი იქნება მისი ცოდვების გამოსასყიდად...

გეთანხმები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Apr 16 2009, 04:41 PM
პოსტი #536

..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365

KOFILI_MARTLMADIDEBELI
სამწუხაროა რომ ამაში ყოფილი მართლმადიდებელი მეთანხმება sad.gif laugh.gif

--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Apr 16 2009, 05:00 PM
პოსტი #537

ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209

ციტატა
მე მიმაჩნია რომ ყველაზე ცოდვილი ადამიანიც კი არ იმსახურებს მარადიულ ცეცხლში წვას..ეტა ოჩენ სლიშკამ..ერთი წელი რომ გაატაროს ამგვარ წამებაში ესეც კი საკმარისი იქნება მისი ცოდვების გამოსასყიდად...

user.gif

--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Apr 16 2009, 05:11 PM
პოსტი #538

A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003

საზვერეები არაა განსაკითხველი ადგილი და არც სამსჯავრო. უბრლოად ადამიანი თავისი ცხოვრების მიხედვით იმკვიდრებს შესაბამის მდგომარეობას. ანუ რამ მდგომარეობაშიც არის იმ დგომარეობაში "იჭედება" და ვეღარ მიდის წინ სამოთხისკენ. ვინ განიკითხავს ადამიანს? ღმერთი თუ თავისი ცოდვა? ღმერთი სიყვარულია ის არავის უშვებს ჯოჯოხეთში, ჯოჯოხეთს, რომელიც ტანჯვაა როგორც სულიერი მდგომარეობაა, ადამიანი თავისი ცხოვრებით იმკვიდრებს. ხოლო დემონების ბრალდებებს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ არაფერი არაქისტიანული და უჩვეულო საზვერეებში არ არის.

--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Apr 16 2009, 09:25 PM
პოსტი #539

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157

ციტატა(m16 @ Apr 16 2009, 02:19 PM) *

მე მიმაჩნია რომ ყველაზე ცოდვილი ადამიანიც კი არ იმსახურებს მარადიულ ცეცხლში წვას..ეტა ოჩენ სლიშკამ..
ერთი წელი რომ გაატაროს ამგვარ წამებაში ესეც კი საკმარისი იქნება მისი ცოდვების გამოსასყიდად...

ki.gif preveds.gif opaa.gif friends.gif

პ.ს. ჯოჯოხეთი და სამოთხე თუ სულის მდგომარეობაა და არა ადგილი როგორც შინიგამი(სიკვდილა) ამბობს, გამოდის რომ ადამიანს თუ სინდისი არ აწუხებს, რაც არ უნდა ქნას მაინც სამოთხეში შეიძლება აღმოჩნდეს... ვერავინ ვიტყვით აწუხებს მაგალითად ჰიტლერს თავისი საქციელი თუ არა- ასე რომ ღმერთი თუ არ ერევა და ესეა: "აჰა ხედავთ მე ვარსებობთ, ეხლა დაძაბეთ სინდისი და თვითონ დაიწვით თავი..."- მაშინ მარაზმი გამოდის...

ეხლა არ დამიწყოთ სექტანტურად ლაპარაკობო... მე არ ვარ მორწმუნე, ასე რომ მაქვს უფლება ჩემი ობიექტური აზრი დავაფიქსირო...

--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 16 2009, 09:34 PM
პოსტი #540

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა
ეხლა არ დამიწყოთ სექტანტურად ლაპარაკობო... მე არ ვარ მორწმუნე, ასე რომ მაქვს უფლება ჩემი ობიექტური აზრი დავაფიქსირო...

გამოიძვრინა თავი biggrin.gif
შენ რა რწმენის ხარ ჩვენ სულაც არ გვაინტერესებს, ვიცით რომ არ ხარ მართლმადიდებელი აპოლოგეტიკის განყოფილების იქით ჩვენი რწმენის გინება და შეურაცხყოფა ან კრიტიკულად განხილვა არამართლმადიდებელს არა აქვს!!! M16 ანუ ნოდარიკოს თავად ავუხსნით რას ნიშნავს ჩვენ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ, შენ კი გეყოს მოთმინება და ვაჟკაცობა, როგორც ყოფილს და სხვებს და შეიკავეთ თავი!
ციტატა
ნებისმიერი კამათი და არამართლმადიდებლების მხრიდან მართლმადიდებლური სწავლებების ან მართლმადიდებელი ეკლესიის თუნდაც კერძო აზრების კრიტიკა უნდა მოხდეს მხოლოდ აპოლოგეტიკის განყოფილებაში!

საკმარისია მართლა!
კაიროსი!

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 06:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი