IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> სიზარმაცე, კვლევაში მჭირდება და იძულებული ვარ გავხსნა ეს თემა, არ მიმიხუროთ :)
tustusa-gogo
პოსტი Jul 4 2008, 12:35 AM
პოსტი #1


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



rolleyes.gif პატ. საზოგადოებავ, ვწერ ნაშრომს სიზარმაცეზე და მაინტერესებს თქვენი ,,სიზარმაცეები" smile.gif შემოით და გულახდილად მითხარით ვის , რა, როდის, რატომ გეზარებათ ხოლმე smile.gif აბა გისმენთ kiss1.gif

p.s. გააქტიურდით თუ შეიძლება მჭირდება თქვენი თვითანგარიშები რაა smile.gif და დამეხმარეთ smile.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
miss sevda
პოსტი Jul 4 2008, 12:38 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 693
რეგისტრ.: 10-March 08
წევრი № 4,127



მე მაგაითად მეზარებახოლმე თარიღების დამახსოვრება, ამის გამო თითქმის არასდროს არ ვიცი რა დღეა და რა რიცხვი,ხანდახან თვეც ამრევია laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 4 2008, 12:42 AM
პოსტი #3


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



tustusa-gogo
ციტატა
გააქტიურდით თუ შეიძლება მჭირდება თქვენი თვითანგარიშები რაა და დამეხმარეთ

სიზარმაცესე გინდა დაგვაწერინო და გააქტიურდითო?
რომ გავაქტიურდეთ ეგ რაღა სიზარმაცე იქნება? IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Jul 4 2008, 12:43 AM
პოსტი #4


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



miss sevda
e025.gif რატომ გეზარება თუ იცი? თვლი რომ არაფერში გჭირდება? თუ?

nini_1
გააქტიურების გარდა რა გეზარებათ კიდევ ხოლმე ? a075.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 4 2008, 12:44 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ყველაზე მეტად მეზარება დასაწოლად რომ ვემზადები. რატომ მეზარება? იმიტომ რომ ძილში გატარებული დრო მენანება. თუმცა დიდი სიამოვნებით შემიძლია დავიძინო საზურგეზე მიყრდნობილმა დამჯდარმაც.სასტიკად მეზარება პანაშვიდზე წასვლა. ადამიანზე მისამძიმრება გულისამრევ "აბეზალოვკად" რომ არის გადაქცეული და გარეთ დამდგარები უსაქმურად ათას სისულელეებზე რომ საუბრობენ.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Jul 4 2008, 12:52 AM
პოსტი #6


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



abo
ეგ უფრო ,,არ სიყვარულს" ჰგავს smile.gif თუ გქონია ისეთი შემთხვევა რომ დაგზარებია და უბრალოდ ენერგია არ გყოფნის რაიმეს გასაკეთებლად, რას განიცდი ხოლმე როცა გეზარება? sad.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
miss sevda
პოსტი Jul 4 2008, 01:30 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 693
რეგისტრ.: 10-March 08
წევრი № 4,127



ციტატა(tustusa-gogo @ Jul 4 2008, 12:43 AM) *

miss sevda
e025.gif რატომ გეზარება თუ იცი? თვლი რომ არაფერში გჭირდება? თუ?






როგორ გითხრა არ ვიცი მეც არ ვიცი ზუსტად რატომ, არადა მათემატიკას ბავშობაში კარგად ვსწავლობდი და არც მახსოვორბის პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ სიზარმაცის ბრალია,უბრალოდ არ ვცდილობ დავიმახსოვრო,რადგან არ ვამახვილებ ყურადღევას ალბათ. არადა ხანდახან ზალიან ვწუხვარ ამის გამო, აი მაგალითად , არასდროს მახსოვს ცჰემი მეგობრების,ახლობლების და ნაცნობების დაბადების დღეები, ტელეპონის ნომრებიც მავიწყდება,დრესასწაულები, ოთხშაბათს და პარასკევს ვმარხულობხოლმე და ყოფილა ხშირად შემთხვევა დღე ამრევია და დამირღვევია მარხვაsad.gif მოკლედ ეს სიზარაცე თუ არ ვიცი რა დავარქვა ძალიან მიშლის ხელს ყველაფერში sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 4 2008, 01:47 AM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სიზარმაცე რომ მეზარება ეს წავა? biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jul 4 2008, 02:44 AM
პოსტი #9


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



აი ახლა ამ წუთას თვალები მეხუჭება ისე მეძინება, მარა სკამიდან ადგომა და დაწოლა მეზარება biggrin.gif
მარა ეს მგონი ფორუმის ბრალია, ვერ მოვწყდი biggrin.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 4 2008, 03:22 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



tustusa-gogo

ხო, მე მაგალითად ამ ბოლო დროს ფორუმზე შემოსვლა და საერთოდ წაკითხვაც მეზარება, PM-ების გამო თუ შემოვალ ეგაა smile.gif ერთერთი სახე სიზარმაცის biggrin.gif მე ძირიტადად ის მეზარება საერთოდ, რისი გაკეთებაც აუცილებელი არ არის. როცა საჭირო და აუცილებელია, იქ ზარმაცობა მხოლოდ აშავებს და შეიძლება სხვასაც ზიანი მიაყენოს,არა მხოლოდ საკუთარ თავს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Jul 4 2008, 04:00 AM
პოსტი #11


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif ჩემისთანა ზარმაცი "დუნიაზე" არავინ დაიარება ალბათ biggrin.gif . ისე, სიზარმაცე პირველ რიგში ცოდვაა,რომელიც ხშირად იმას გაკარგვინებს, რაც შრომითა და გულმოდგინებით მოგიპოვებია.ძნელად დასამარცხებელია ეს ცოდვა,მაგრამ ღვთისა და წმინდანთ შეწევნით და ასევე საკუთარი მონდომებით,შასაძლებელია მისი დაძლევა.ამის შესახებ წაკითხული მაქვს ძალზედ კარგი სტატია,სადაც ფსიქოლოგი ქალბატონი ნინო კანდელაკი( საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი),ვინც შესანიშნავად საუბრობს სიზარმაცის შესახებ.აქ უფრო სულიერი და პროფესიული თვალით არის განხილული ეს მავნე ჩვევა.

ეს „რაღაც ძალა“ თურმე მხოლოდ და მხოლოდ სიზარმაცე ყოფილა

-ქალბატონო ნინო, ხშირად გვინდა რაიმე კარგი საქმე გავაკეთოთ, ან უბრალოდ, ყოველდღიური რიგითი საქმიანობა აღვასრულოთ, მაგრამ „რაღაც ძალა“ ხელს გვიშლის, მერე აღმოვაჩენთ, რომ ეს უბრალოდ, სიზარმაცე ყოფილა. როგორ უნდა დავძლიოთ ეს?


- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს, რომ განსაკუთრებულად ებრძვის სიზარმაცე. მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს ებრძვის იგი, ამქვეყნად ვერ იპოვი ისეთ კაცს, რომელსაც თავის ცხოვრებაში სიზარმაცესთან ბრძოლის მცირე გამოცდილება მაინც არ აქვს. ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღის დაგეგმვასა და რეჟიმს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყოველდღიური ბიოლოგიური რიტმიდან არ ამოვვარდეთ: ღამე გვეძინოს, როგორც ეს ღვთისგან დადგენილია და დღისით ვსაქმიანობდეთ. გარდა ამისა, უნდა ვგეგმავდეთ ყოველ დღეს. არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები; ფსიქოლოგები გვირჩევენ, ყოველთვის ჩამოვწეროთ დღის გეგმა. მსგავსი გეგმები ძალიან ეხმარება ადამიანს სიზარმაცის დაძლევაში და ბევრ სხვა რამეშიც. რას ნიშნავს მოკლევადიანი გეგმა? ეს არის უახლოესი სამი დღის ან ერთი კვირის მანძილზე გასაკეთებელი საქმეების გეგმა, რომელიც უნდა ჩამოიწეროს ფურცელზე, ვიღებთ პატარა ბლოკნოტს, რომელშიც ჩამოვწერთ უახლოეს 2-3 დღეში რა გვაქვს გასაკეთებელი და ამ სიიდან რასაც გავაკეთებთ, წავშლით. შემდეგ იმ ფურცელს ამოვხევთ, ვაგდებთ და ისევ ასე ვაგრძელებთ ამ მოკლევადიანი გეგმის ჩამოწერას.

ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წერას. როდესაც წერ და გარკვეულ აზრს აფიქსირებ, ამ დროს იმ კონკრეტული საქმისთვის სასიცოცხლო ენერგიის მოკრება ხდება, რომელსაც იმ კონკრეტული საქმისკენ მიმართავ, რათა შემდეგში ეს საქმე განახორციელო, ამიტომ ამ დაფიქსირებას, დაწერას ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ არის აუცილებელი ამ გეგმებში ჩაიწეროს, ვთქვათ, მაღაზიაში პურის ყიდვა, ან ისეთი საქმე, რომელსაც ყოველდღე ვაკეთებთ, მაგრამ ოდნავ ამაზე განსხვავებული, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ. ეს ძალიან ეხმარება ადამიანს სიზარმაცესთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ეკლესიის წმიდა მამები გვირჩევენ, რომ სხვადასხვა წმინდანებს ვთხოვოთ შემწეობა, არის ასეთი ეკლესიური გამოცდილება, რო სხვადასხვა განსაცდელის დროს სხვადასხვა წმიდანს ვევედრებით, კონკრეტულად სიზარმაცის დროს შესაძლებელია ნებისმიერ წმიდანს ვევედროთ, რომელმაც თავისი ღვაწლით ცათა სასუფეველი მოიპოვა, ამ საკითხში ყველა წმიდანი დაგვეხმარება და უპირველესად - ღვთისმშობელი. როცა ადამიანი იგრძნობს სიზარმაცის შემოტევას, ძალიან კარგი იქნება, თუ შემწეობისთვის მიმართავს რომელიმე დიდ წმიდანს: წმიდა ნიკოლოზს, წმიდა სერაფიმე საროველს, წმიდა გიორგის, ღვთისმშობელს, როგორც ყველა ადამიანის დედას, ან თავის მფარველ წმიდანს, ან მფარველ ანგელოზს. წმიდა მამები პირდაპირ წერენ, რომ ამ დროს, პირველ რიგში, ძალიან გვეხმარება დილას გაღვიძებისთანავე დიდხანს არ გავატაროთ ლოგინში დრო, ეს სულიერად ძალიან ცუდად მოქმედებს. ამ დროს მფარველ ანგელოზს უნდა მივმართოთ და ის დაგვეხმარება, სწრაფად წამოვდგეთ და შევუდგეთ საქმიანობას. ასევე გვეხმარება 90-ე ფსალმუნის კითხვა. არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ ჩვენს საკუთარ ძალებს და აუცილებლად უნდა ვთხოვოთ მეოხება წმინდანებს და უფალს. თუ ადამიანი გააცნობიერებს, რამდენი რამ შეეძლო გაეკეთებინა, როგორ შეეძლო ედიდებინა ღმერთი თავისი ცხოვრებით და ეს მხოლოდ სიზარმაცის გამო ვერ მოახერხა, მაშინ მას საოცარი სინანული დაეუფლება. ეს კიდევ ერთი გზაა სიზარმაცის დასაძლევად, აი, ამ მიმართულებითაც უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ სიზარმაცის გამო ღვთის სადიდებლად რამდენი კეთილი საქმე ვერ გააკეთა. კეთილ საქმეს ისეთი თვისება აქვს, რომ ჯაჭვური რეაქციის მსგავსად ერთ საქმეს თავისთავად მოჰყვება მეორე, როგორც შედეგი, როგორც ნაყოფი, ანუ ერთ სიკეთეს თავისთავად კიდევ მრავალი მოჰყვება და ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ადამიანისთვის, რათა ჩვენ დავძლიოთ სიზარმაცე და ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრებით ვადიდოთ ღმერთი და ამაში არავითარ შემთხვევაში სიზარმაცემ არ უნდა შეგვიშალოს ხელი.

- ზოგჯერ თანახმა ვართ, საყვედურებიც კი ავიტანოთ, ოღონდ სიზარმაცეს არ ვებრძოლოთ და გარკვეულწილად, ვეგუებით კიდეც ამ მდგომარეობას...

- ამ ყველაფერში არის გარკვეული ჩვევის მომენტი, შენ ეჩვევი სიზარმაცის მდგომარეობას და „კომფორტს“ იქმნი, ოღონდ ეს არის ცრუ კომფორტი, თითქოს მშვიდად გრძნობ თავს, მაგრამ სინამდვილეში, თუ ადამიანი ჩაუკვირდება თავის თავს, ის აუცილებლად დაინახავს, რომ შფოთის მდგომარეობაში იმყოფება. წმიდა მამები გამოყოფენ სამი სახის აზრებს: ადამიანური, ღვთაებრივი და ბოროტისგან მომდინარე აზრები. წმიდა მამები გვირჩევენ, რომ თუ გვინდა, გავარჩიოთ ერთმანეთისგან რომელია ღვთაებრივი და რომელია ბოროტისგან მომდინარე აზრი, უნდა დავუკვირდეთ საკუთარ თავს. როდესაც გარკვეული აზრი გიჩნდება, თუ ამ დროს მშფოთვარე მდგომარეობაში იმყოფები, ე.ი. ეს აზრი ბოროტისგან მომდინარეობს, ხოლო თუ ადამიანი დააკვირდება თავის შინაგან მდგომარებას სიზარმაცის დროს, დაინახავს, რომ ეს აუცილებლად იქნება შფოთვა. არ უნდა გვეგონოს, რომ ამ დროს მშვიდად, კომფორტში ვართ, ეს ყველაფერი არის ცრუ, ილუზია. ქრისტიანობას სწორედ იქითკენ მივყავართ, რომ გამოვიდეთ ამ ილუზორული სამყაროდან და რეალობას შევხედოთ. ცუდია, როდესაც ჩვევად იქცევა სიზარმაცე, მაგრამ რომც გადაიქცეს ჩვევად, ადამიანის პიროვნებას მაინც შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობით ამის დაძლევა, ოღონდ ამას, რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

-თუ ვხედავთ, რომ ჩვენი ახლობელი ზარმაცობს და არაფერს ცდილობს, რათა საკუთარი თავი გამოასწოროს, როგორ დავეხმაროთ მას?

- ყველაზე დიდი ძალა აქვს პირად მაგალითს, პირადად ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა რამდენიმე განსაკუთრებული და მკაფიო მომენტი, როცა რამდენიმე საათი გამიტარებია იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ძალიან ბევრს ასწრებს, რომელსაც დაგეგმილი და განსაზღვრული აქვს დრო, იცის, რას უნდა მოახმაროს და ნათლად ხედავს თავის მიზნებს. ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა საოცრად ამშვიდებს კაცს და საკუთარ უძლურებას აჩვენებს. ყველაზე დიდი ძალა ასეთ პირად მაგალითს აქვს. მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანს დაანახო, თუ როგორ იყენებ დროს, როგორ გაქვს დაგეგმილი და გამოყენებული იგი, ზოგჯერ სიტყვიერად არაფრის თქმა არ არის საჭირო, მხოლოდ საქციელით. სიტყვიერად რაც არ უნდა უთხრა ადამიანს, შეიძლება ამას შედეგი არ მოჰყვეს, მაგრამ როცა საკუთარი თვალით დაინახავს, რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს დროის გააზრებულმა დაგეგმარებამ, სწორედ ეს იქნება დიდი მაგალითი, ასეთ დროს ნელ-ნელა მეორე ადამიანში აუცილებლად მოხდება ძვრა, ოღონდ რეალურად მან ასეთი მაგალითი აუცილებლად უნდა დაინახოს.

- ხშირად ბავშვებს ეზრებათ მეცადინეობა, როგორ უნდა ეცადოს მშობელი, ეს მავნე თვისება აღმოფხვრას მასში?

- ზოგჯერ ბავშვებს მართლაც ეზარებათ სწავლა, მუსიკაზე სიარული, გაკვეთილების მომზადება, ასეთ დროს მშობლის მხრიდან ჩხუბი და გამუდმებული საყვედურები გაუმართლებელია. თუ დავაკვირდებით, ამ დროს უპირველესია იმ საგნებში, რომელშიც ბავშვი მეცადინეობს, პედაგოგის სწორი შერჩევა. არ მინახავს ბავშვი, რომელსაც გარკვეულ საგანში კარგი პედაგოგი ჰყოლია და მას ამ საგნის სწავლა დაზარებია, ამ დროს პედაგოგის ფაქტორი გადამწყვეტია. როდესაც, მასწავლებელი შემოქმედებითად უდგება თავის საგანს, ცდილობს, პიროვნულად განვითარდეს, ის ახერხებს ისე გადასცეს ბავშვს საგანი, რომ ყოველი გაკვეთილი მოსწავლისათვის იყოს ზეიმი. წესით, სრულყოფილი გაკვეთილი ასეთია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში და არც სხვა ქვეყნებში ისე არ ხდება, რომ ყველა პედაგოგი შემოქმედებითად მიუდგეს თავის საგანს და ბავშვის პიროვნებას. აქ ორმაგი მიდგომაა საჭირო, პირველ რიგში, ბავშვს სჭირდება შემოქმედებითი მიდგომა, მასში უნდა დაინახო პიროვნება, ღვთის ხატება და მსგავსება. შემდეგ, საგნის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა, რათა სულ ახალი აღმოაჩინო, ახლებურად მიაწოდო მოსწავლეს. ეს ყველაფერი რომ ერთ ადამიანში, პედაგოგში იყოს შერწყმული, ძალიან იშვიათია, მაგრამ როცა არის, იქ მშობელს თითქმის არ უწევს შვილთან ჩხუბი და ხმამაღალი, გამუდმებული დარიგებები, რომ იმეცადინოს, მაგრამ როდესაც პედაგოგის მხრიდან არ არის ასეთი სტიმული, მაშინ მშობელი იძულებულია, თვითონ მისცეს ბავშვს ეს სტიმული, წაახალისოს, შეუქმნას გარკვეული პირობა, რომ დააინტერესოს, მოუძიოს დამატებითი მასალა, წიგნები, აჩვენოს ფილმები, რათა უფრო მეტად შეიყვანოს ბავშვი იმ სამყაროში, რომელსაც ეცნობა, ან თუნდაც რაღაც წამახალისებელი საშუალებები მოიფიქროს, რომ ამითი ებრძოლოს შვილის სიზარმაცეს; მშობელს თვითონ ცხოვრება უკარნახებს, რა გამოიყენოს ამისთვის, რომ დაძლიოს ბავშვის სიზარმაცე.

- რა თქმა უნდა, ყოველმა მორწმუნემ იცის, რომ ლოცვას უდიდესი ძალა და მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში ხშირად არის ისეთი მომენტები, როდესაც მას ამა თუ იმ მიზეზით, თუნდაც დაღლილობის გამო, ლოცვა ეზარება ხოლმე და ათასგვარ გასამართლებელ საშუალებას თუ ფიქრს მოიშველიებს. როგორ უნდა დავძლიოთ ეს საცდური?

- ასეთი რამ ძალიან ხშირია, არ მეგულება მორწმუნე ადამიანი, ვისაც მრავალჯერ არ განუცდია მსგავსი მდგომარეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წმიდა თეოფანე დაყუდებული და საოცრად ფსიქოლოგიურადაც აშუქებს მას. იგი წერს, რომ ძალიან კარგია, სანამ დილის ლოცვებს წავიკითხავთ, დავჯდეთ და ღვთის თვისებებზე ვიფიქროთ. იგი ამას „ღვთის განაზრებას“ ეძახის. ყოველი დღე ღვთის ერთ თვისებას უნდა მივუძღვნათ, ერთი დილას 10-15 წუთი მაინც ვიფიქროთ. ვთქვათ, დაფიქრდი ღვთის სამართლიანობაზე, მეორე დილას მოწყალებაზე და იმაზე, თუ როგორ აისახება ეს მოწყალება ჩვენს ცხოვრებაშიც და ა.შ. ეს ადამიანს ლოცვისთვის მოამზადებს. ლოცვას აუცილებლად სჭირდება გარკვეული განწყობა, ამას ყველა წმიდა მამა განსაკუთრებულად აღნიშნავს. პირდაპირ, მოუმზადებლად, გარკვეული სიმშვიდის გარეშე ლოცვის დაწყება არაფრით არ შეიძლება. სანამ ლოცვის კითხვას დაიწყებთ, მანამდე უნდა დამშვიდდეთ, კარგია თუ კანდელს, სანთელს აანთებთ, ეს გვეხმარება განწყობის შექმნაში. კარგია, თუ დავფიქრებით ღვთის რომელიმე თვისებაზე, გავიაზრებთ მას ზოგადად, ამ ცხოვრებასთან მიმართებაში და ეს უკვე ისეთ განწყობას მოგვანიჭებს, რომ შემდეგ უკვე გაცილებით ადვილია ლოცვის წაკითხვა.

ასევე გვეზარება ძილად მისვლის ლოცვების კითხვაც. ღამით ზოგჯერ ძალიან დაღლილია ადამიანი, ასეთ დროს სიზარმაცეს დაღლილობა ძლევს, მთელი დღის შრომის შემდეგ ადამიანს იმის ძალაც აღარ აქვს, რომ ლოცვანში წაკითხული სიტყვები გულისყურით მოისმინოს. აქაც მრავალი რჩევა არსებობს, ასეთ დროს აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ მოძღვრის რჩევით. მაგალითად, თუ საღამოს ლოცვას 10 წუთს ანდომებ, გარკვეული პირობების გამო ეს ათი წუთი თუ მოძღვარი ნებას დაგრთავს, სკვნილზე ვილოცოთ. ამასთანავე, არსებობს მოკლე ლოცვაც, რომელსაც ასევე გამონაკლის შემთხვევებში კითხულობენ, მაგრამ ეს ყოველთვის გამოსავალი არ არის, ეს გამონაკლის შემთხვევებში და მოძღვართან შეთანხმებით ხდება. ლოცვა - ეს არის ღმერთთან ურთიერთობა, საუბარი; ჭეშმარიტი ლოცვა ის არის, როდესაც გონება გულში ჩადის და ჩვენ მთელი გულით ვლოცულობთ. ლოცვისას სიზარმაცის მომენტები ყველა ქრისტიანს რამდენჯერმა მაინც ჰქონია. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი ადამიანები, წმიდა მამები, რომლებმაც იმ საფეხურს მიაღწიეს, რომ მათი ლოცვა ჭეშმარიტად უფალთან საუბარი იყო, ჩვენ არ ძალგვიძს ასეთი ლოცვა, მაგრამ მივდივართ აქეთკენ, ამ გზას ვადგავართ და ამ გზაზე ნელ-ნელა წინ უნდა წავიწიოთ მოძღვრის საშუალებით, დახმარებითა და კურთხევით. წმიდა მამები გვირჩევენ, დაღლილობის გამო უარი მაინც არ ვთქვათ ლოცვაზე, თუნდაც სულ მცირე ნაწილი მაინც წავიკითხოთ. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს გულში უფიქრია, რომ დაღლილობის გამო ლოცვას მთლიანად ვერ წაიკითხავს და მხოლოდ დასაწყისი ლოცვების კითხვას იწყებს, მაგრამ ძალიან ხშირად ღმერთი გვაძლევს იმის ძალას, რომ ბოლომდე ჩავამთავროთ ლოცვა. ანუ ეს უკვე ჩვენს სარწმუნოებასა და სულიერებაზეა დამოკიდებული. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება წლები, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევიძინოთ ლოცვის გამოცდილება და ღვთის შეწევნით შევძლოთ სიზარმაცის დაძლევა. პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წერს: „მარადის გიხაროდენ და მოუკლებელად ილოცევდით“. თუ დავაკვირდებით, ჯერ წერია - „მარადის გიხაროდეთ“, ანუ სიხარული თუ არა გვაქვს, ვერც ვილოცებთ. ქრისტიანისთვის დამახასიათებელი თვისება არის სიხარული, ქრისტიანი მუდამ სულიერად ხარობს, იგი ყველგან ხედავს უფალ იესო ქრისტეს. თუ ამ მდგომარეობას მივაღწევთ, უფალიც შეგვეწევა და ლოცვაც აღარ გაგვიჭირდება.

ესაუბრა თამარ ასათიანი
ჟურნალი „დედაეკლესია“, № 19, 2005 წ.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 4 2008, 08:37 AM
პოსტი #12


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
ზოგჯერ ბავშვებს მართლაც ეზარებათ მუსიკაზე სიარული,

აი ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სიზარმაცე, მაგრამ დედაჩემთან არ გაჭრა არაფერმა,
მაინც დავამთავრე 10 კლასი.

კი არ გამოვიდა ჩემგან ბეთხოვენი, მაგრამ ეხლა მომწონს რომ ვუკრავ. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
veriko7
პოსტი Jul 4 2008, 10:19 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 30-April 08
წევრი № 4,695



მე სასიკად მეზარებოდა მუსიკაზე წასვლა, მთელი 7 წელი იძულებული ვიყავი მევლო..დილით ადგომა მეზარება, მაგრამ ყოველთვის ადრე ვდგები cray.gif არ ვიცი რატომ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jul 4 2008, 10:22 AM
პოსტი #14


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



გინდ დაიჯერეთ გინდ არა და საჭმლის ჭამა მეზარება.ბევრჯერ დაზარების გამო რომ გამომელაგებინა და მეჭამამშიერსდამიზინია.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia.
პოსტი Jul 4 2008, 11:17 AM
პოსტი #15


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 28-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,929



..tustusa-gogo
მე ეხლა მეზარება მუშაობა და ვარ აქ.მაგრამ ყოველთვის არ მეზარება...მაშინ უფრო მეზარება როცა ვერ ვასწრებ, ან ვინმე მაჩქარებს...როცა ბევრი რამე მაქვს გასაკეთებელი და არ ვიცი საიდან დავიწყო მასინ მეზარება...როცა დროს კარგად ვერ ვანაწილებ მეზარება...sad.gif კიდევ მაშინ მეზარება როცა არ ვარ კარგ ხასიათზე და ხალისი თუ არ მაქვს..სტიმული მინდა სტიმული რომ არ დამეზაროოს smile.gif) biggrin.gif თუ კიდევ გამახსენდა რამე მოგწერ...წარმატებებს გისურვებ smile.gif) ფსიქოლოგი ხარ??


--------------------
მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lizza
პოსტი Jul 4 2008, 01:00 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 2-July 08
წევრი № 5,248



დილით ადგომა რო მეზარება ისე არაფერი მეზარება მგონი sad.gif მუსიკაში სიარულიც მაგრა მეზარებოდა მარა დედის დაჟინებით 5 წელი ვიარე

საჭმლის გაკეთებაც მეზარება შეიძლება ერთი ჭიქა ყავა დავლიო და არაფერი ვჭამო.

მესიჯის და მაილის წერა მეზარება კიდე ძააან ძაან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jul 4 2008, 03:22 PM
პოსტი #17


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(teo... tee @ Jul 4 2008, 12:40 PM) *

ერთი ჩემნაირი (დაახლოებით smile.gif )

ეგეთებიც მჭირს, მაგრამ მე უფრო მარტო ჭამა მეზარება, მთელი დღე მშიერი შეიძლება ვიყო, თუ არავინ მიუჯდება ჩემთან ერთად სუფრას rolleyes.gif

ზემოთ აღნიშნული სიზარმაცე ნაკლებად მაწუხებს, მე უფრო იმაზე ვწუხვარ რომ ამ ბოლო დროს ლოცვა მეზარება sad.gif თუ ისე მოხდა რომ თავს ვერ ვძლიე და ის ვერ გავაკეთე რასაც საჭიროდ ვთვლი, რაც მგონია რომ აუცილებელია და სხვა თუ არაფერი თავად წამადგება, მხოლოდ იმიტომ რომ სიზარმაცეს ვერ მოვერიე, მერე საშინლად ვიტანჯები ხოლმე sad.gif

მეზარება სტუმრად წასვლა, ასევე წვეულებებზე და ე.წ. "ივენთებზე" laugh.gif

ხშირად აქ პოსტვაც მეზარება laugh.gif
ყველაფერ ამას დაღლილობას ვაბრალებ, აი შვებულებიდან რომ დავბრუნდები, მერე დავიხსნი თავს ალბათ ამ სატანჯველისგან smile.gif

ნუ მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოა და მეც მასე ვარ, სოფელში ყოველთვის ვინმეს ვეძახი გადმოდი პური ვჭამოთ მეთქი, თბილისი ცოტა ისეთი პონტია რა სოფელი მაგრათ ასწორებს.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Jul 4 2008, 10:08 PM
პოსტი #18


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



t.d
მეც არა ვთქვი რატოათქო ასეთი გაჩხინკულიbiggrin.gif
სხვებს რო აჭამო ეგ არ გეზარება და საკუთარი თავის გამოკვება გეზარება??biggrin.gif

ყველაზე მეტად რაც მეზარება...დილით ადგომაა....

და კომპთან რო ვზივარ..მაშინყველაფერიმ ეზარებაbiggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 4 2008, 10:14 PM
პოსტი #19


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



KAIROS
ციტატა
სიზარმაცე რომ მეზარება ეს წავა?

რაში ცვლი ბრატ? ? IPB-ს სურათი


laugh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
miss sevda
პოსტი Jul 4 2008, 10:19 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 693
რეგისტრ.: 10-March 08
წევრი № 4,127



ძალიან მეზარება საოჯახო საქმეების კეთება ,ამის გამო დიდი კომფლიქტებიც მაქვს სახში,მაგრამ დავაკვირდი ჩემ თავს და თუ სადმე ვარ წასული ან თუ მარტო ვარ ყველაფერს დიდი ხალისით ვაკეტებ, ისე კი საოჯახო საქმით მთელი დღით დაკავება დროის ტყვილა ხარჯვა მგონია და მაგ დროს მირჩევნიახოლმე ან ვხატო,ან ვიკითხო და ასე შემდეგ... უხ რა ძალიან ზარმაცი ვარ რა ძალიანნნნ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2025 - 11:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი