IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 02:19 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



მოდით ვისაუბროთ მაცხოვრის ფერისცვალების შესახებ.
ზაფხულია, ფორუმელების აქტივობა მაღალია, ფერისცვალების დღესასწაულამდე ბევრი წაიკითხავს და გაეცნობა თემას.



ფერისცვალება იესუ ქრისტესი
(6 აგვისტო / 19 აგვისტო)


ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 01:37 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936




6.
მათეს სახარება (17.-6 -7) _ და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ!
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `ვერ გაუძლეს რა ღრუბლის ნათელსა და იქიდან მომავალ ხმას, მოწაფენი პირქვე დაემხნენ და წამწამები ძილმა დაუმძიმათ. ძილში აქ ხილვისაგან გამოწვეული გულის წასვლა იგულისხმება. დიდხანს გაგრძელებულ შიშს რომ ნანახის ხსოვნა არ წაეშალა, იესომ ისინი გააღვიძა და გაამხნევა.~
წმ. ეფრემ ასური მისთვის ჩვეული პოეტურობით ამბობს _ „როგორც მამის ხმამ დაამხო ისინი, ისე ძის ხმამ ისინი აღადგინა”.
ხოლო წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: `იორდანესაცა ზედა ისმა ესევითარი ÃმაÁ ზეცით, და ერი მრავალი იყო და არარაÁ ვის ესევითარი შეემთხÂა. და ამისა შემდგომცა, ოდეს-იგი მოიწია მისა ÃმაÁ ზეცით: `გადიდე და კუალადცა გადიდო~, და ერი იგი იტყოდეს, ვითარმედ: `ქუხილი იყო~, და არარაÁ ესრეთ შეემთხÂა, ვითარ უკუე აწ მოწაფეთა ესმა რაÁ, დავარდეს პირსა ზედა შეშინებულნი? ესე ამისთÂს, რამეთუ მაშინ ÃმაÁ ხოლო ისმა საწამებელად მისისა მის ძეობისა, ხოლო აწ განცხადებულად იხილეს დიდებაÁ მისი მოწაფეთა, არა თუ რაოდენ იყო (რამეთუ ვინმცა უძლო ხილვად დიდად შუენიერებასა მას დიდებისა მისისასა?), არამედ რაოდენ ძალ-ედვა გონებასა მათსა ტÂრთვად, იხილეს ნათელი თუალთშეუდგამი, და ცვალებაÁ ფერისა მისისაÁ ბრწყინვალებად გამოუთქუმელად, და ელვარებაÁ სამოსელთა მისთაÁ. და ყოვლითურთ დიდებით დიდებულ იყო ხილვაÁ იგი და იგინი შეძრწუნებულ იყვნეს და ზარგანÃდილ პირველ სმენისაცა Ãმისა მის, ვიტარცა სხუაÁ მახარებელი იტყÂს, ვითარმედ: `არა იცოდა პეტრე, რაÁმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს~. ხოლო ვიდრეღა იგინი ხილვისა მისგან შეშინებულ იყვნეს, მეყსეულად ღრუბელი იგი ნათლისაÁ აგრილობდა და ÃმაÁ იგი დიდებული მამისაÁ მოიწია. მერმე სრულიად შეძრწუნდეს, დავარდეს პირსა ზედა და თაყუანი-სცეს უფალსა.
7.
 მათეს სახარება _ და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.
 მარკოზის სახარება _ და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს?
 ლუკას სახარება _ და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში წერს: `მოწაფეებმა მხოლოდ იესო დაინახეს, რათა შენ არ გეფიქრა, რომ ის ხმა მოსესა და ელიას შეეხებოდა და არა იესოს, რადგანაც ძე ღვთისა სწორედ იგია.
თავმდაბლობის გამო მოწაფეებს ეუბნება, რომ არავის უთხრან, რაც იხილეს და აგრეთვე იმიტომაც, რომ ვინც ამას მოისმენს, მერე, როცა ჯვარზე გაკრულს იხილავს, არ ცდუნდეს და იგი იმ მატყუარად არ მიიჩნიოს, რომელიც ღვთისთვის შესაფერისს მოჩვენებითად აკეთებდა. შეისწავლე, რომ ღვთის ხილვა ექვსი დღით ამ ქვეყნის შექმნის შემდეგ მოხდა. უკეთუ ქვეყნის კიდეს არ გახვალ და მთაზე არ ააღწევ, ნათელს ვერ იხილავ: ვერც სახეს იესოსას _ მის ღვთაებრიობას ვგულისხმობ და ვერც სამოსს, რომელშიც სხეული იგულისხმება. მთაზე ასული შენ შეძლებ იესოსთან მოსაუბრე მოსე და ელია იხილო, რადგან სჯულიც, წინასწამეტყველებიც და იესოც ერთსა და იმავეს ამბობენ და ერთმანეთს ეთანხმებიან. როცა იპოვნი მას, ვინც საღმრთო წერილის აზრს ნათლად განმარტავს, იცოდე, რომ იგი ცხადად ხედავს იესოს სახეს, რადგანაც აზრთა გამოთქმა სამოსია საღმრთო წერილისა. მაგრამ პეტრეს მსგავსად ნუ იტყვით: `კარგი იქნება, თუ აქ დავრჩებითო~, რადგანაც გვმართებს მუდამ წარვემართებოდეთ და სათნოებისა და განჭვრეტის ერთი ხარისხიდან მუდამ შემდეგზე გადავდიოდეთ.~ მარკოზის სახარების კომენტირებისას კი დასძენს _ ` და გარდამო-რაი-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან, რაი-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაი მკუდრეთით აღდგეს. და სიტყუაი იგი დაიმარხეს თავისა თვისისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაი არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს?
რატომ ამცნებს იესო მოწაფეებს არავის უთხრან ფერიცვალების შესახებ? იმიტომ, რომ ხალხი, გაიგებს რა ქრისტეს ამგვარი დიდების შესახებ, შემდგომში არ დაბრკოლდეს, როდესაც მას ჯვარცმულს იხილავს. მკვდრეთით აღდგომის შემდგომ მოსახერხებელი იქნება განცხადება ამ მეტად დიდებული მოვლენის შესახებ, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამდე მოხდა. ამრიგად, მოციქულებმა `ეს სიტყვა თავისთან დაიმარხეს (საიდუმლოდ ინახავდნენ რა ამ მოვლენას) და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავს მკუდრეთით აღდგეს~, რამეთუ ისინი ჯერ კიდევ ვერ გულისხმაყოფდნენ მის სიტყვებს, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.~ ლუკას სახარების განმარტებაში სიტყვების _ `ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ~, შემდეგ მოსესა და ილიას გაუჩინარებას შემდეგნაირად ხსნის _ `შესაძლოა ეს ასევე აღნიშნავს, რომ სჯული და წინასწარმეტყველები იყო მხოლოდ რაღაც დრომდე, როგორც აქ იხილვებოდა მოსე და ილია, ხოლო შემდეგ როცა მოვიდა ჟამი დარჩა მხოლოდ იესო. ისე როგორც ამჟამად სახარების მეუფებაა~ (სჯულისა და წინასწარმეტყველთა ნაცვლად _ ზ. გ.)
წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: `ოდეს შიში და ზარი გარდაემატა ძალსა მათსა, მაშინ სახიერმან მან დაჰÃსნა იგი, `შეახო Ãელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ~. და დიდებაÁ იგი ხილვისაÁ მის დაფარა, და იხილეს იგი მხოლოÁ სახითა მითვე და წესითა, რომელსა ჩუეულ იყვნეს.
ხოლო ამისთÂს უბრძანა, რაÁთა ხილვასა მას არავის აუწყებდენ, ვიდრე აღესრულოს საიდუმლოÁ იგი აღდგომისაÁ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ პირველ ჯუარცუმისა ძნიად შესაწყნარებელ იყვნეს მაღალნი ესე და დიდებულნი სიტყუანი და საქმენი. ხოლო შემდგომად აღდგომისა არღარაÁ იყო დამაყენებელ ქადაგებად, ვითარცა ზემო ვთქუთ ამის ჯერისათÂს. ამისთÂსცა არა თქუა, თუ: მარადის ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, არამედ `ვიდრემდის ძე კაცისაÁ მკუდრეთით აღდგესო~. რამეთუ იგი იყო ჟამი ჯეროვანი ქადაგებისაÁ, ოდეს-იგი სული წმიდაÁ მოიღეს მოციქულთა და მადლი იგი სასწაულთაÁ თანაშემწედ აქუნდა ქადაგებისა მის, და საქმენი იგი დიდებულნი უმაღლეს ნესტÂსა Ãმობდეს ძალსა მას და ძლიერებასა უფლისასა.~


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ზვარე   ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი   Jul 4 2008, 02:19 AM
ზვარე   კომენტარები ალბათ ...   Jul 4 2008, 12:56 PM
ზვარე   http://i064.radikal.ru/0807/fb/feaefb24998b.jpg 3...   Jul 4 2008, 01:26 PM
korti   http://i036.radikal.ru/0807/b2/6f542de9055a.jpg   Jul 4 2008, 01:28 PM
ზვარე   4.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 01:29 PM
korti   http://i067.radikal.ru/0807/f1/c99b44da84d8.jpg   Jul 4 2008, 01:31 PM
ზვარე   5.  მათეს სახარება _...   Jul 4 2008, 01:32 PM
korti   http://i073.radikal.ru/0807/2c/435055735caf.jpg   Jul 4 2008, 01:33 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:34 PM
korti   http://i082.radikal.ru/0807/a8/9c885f2d73c8.jpg   Jul 4 2008, 01:36 PM
ზვარე   6. მათეს სახარება (17...   Jul 4 2008, 01:37 PM
ზვარე   8.  მათეს სახარება ...   Jul 4 2008, 02:46 PM
ზვარე   ფერისცვალება იესუ ...   Aug 18 2008, 07:32 PM
tamuna m   მთავარეპისკოპოსი ...   Aug 18 2008, 07:55 PM
paraziti   ყველას ყველას გილო...   Aug 19 2008, 03:00 PM
ლალი   აქაც გილოცავთ ყველ...   Aug 19 2008, 03:34 PM
zviadauri   ეწეოდეს სრულიად სა...   Aug 19 2008, 03:43 PM
marine   +   Jan 20 2018, 09:14 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 12:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი