IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
aleqsandre12
პოსტი Sep 5 2008, 09:14 PM
პოსტი #161


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 5-September 08
წევრი № 5,601



მართლაც უდიდესი მამა იყო მამა გაბრიელი და გული მწყდება რომ ახლოს არ ვიცნობდი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tikussha_tbilisi
პოსტი Sep 15 2008, 06:18 PM
პოსტი #162


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 10-September 08
წევრი № 5,639



მე ძალიან მეხმარება მამა გაბრიელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 27 2008, 10:34 AM
პოსტი #163


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ხომ ვერ დამეხმარებით, სად შემიძლია ვიშოვო მამა გაბრიელის ზეთი? მცხეთის გარდა რა თქმა უნდა, თბილისის ეკლესიებში, ან სამებაში თუა?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 12 2010, 10:35 AM
პოსტი #164


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ეს არის მონაკვეთი წიგნიდან:

"მონაზონი ნიკოლოზი
(ნარიმან მაქარიშვილი)

წერილები ბიძას
(მერაბ სამუელის ძე ცინცაძეს)
ჭადრაკზე"


(მონაზონი ნიკოლოზი, რომელიც არის მდუმარე ბერი წაღვერში, არის გაბრიელ ბერის მოსწავლე)

ურწმუნო უფრო გაუგებს მორწმუნეს, ვიდრე მორწმუნე წმინდანს! და წმინდანი დიდ წმინდანს, იმიტომ რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის მხოლოდ გაგებაა განსხვავება, ხოლო მორწმუნესა და წმინდანს შორის ძალა!!
იგივე სიტუაციაა დიდ წმინდანსა ანუ წინასწარმეტყველსა და უბრალო წმინდანს შორის!
საერთოდ მასწავლებელი დიდი მოვლენაა!

მასწავლებელი დროს ამოკლებს, აჩქარებს სწავლას. მამა გაბრიელი მე ყოველ 1-2 კვირაში, ახალ ცოდვაში მაგდებდა და სანამ არ უარვყოფდი მთელი ჩემი არსებით, მანმადე სულ მაგდებდა!!
სანამ არ წავაღებინებდი ცოდვისაგან გამძღარი, მოწამლული, არ მომეშვებოდა, მაგდებდა და მაგდებდა ცოდვაში! მამეორებინებდა და მამეორებინებდა!!
ბოლოს, როცა გავიღვიძებდი, გავჯერდებოდი და ბოლო-ბოლო სიკვდილის პირას მივიდოდი, ერთხელ კიდე ჩამაგდებდა და მე ვაღებინებდი მოწამლული და მთელი ჩემი არსება-არსი, იწყებდა ბრძოლას არსებობისათვის, პროტესტს უცხადებდა ცოდვას, უარყოფდა მას, როგორც მისთვის საშინელს, მისთვის სასიკვდილო საფრთხეს!!!
ჰოდა ამ დროს მამა გაბრიელი მეტყოდა: “ესეც გადავხარშეთ!” ანდა “შენ უკვე მოხარშე”.
ზუსტად ვეღარ ვიხსენებ და ვერც ვწერ! დრომ ყველაფერი დამავიწყა, მახსოვრობა საერთოდ არ მაქვს!!!
ეს ძალიან დიდი ტექნიკაა, თუ როგორ უნდა ჩააგდო მორწმუნე ან ნებისმიერი კაცი ცოდვაში და მერე როგორ უნდა გამოიყვანო. რა გზებით. რა ფსიქოლოგიით. რა სულით. გუილტ. რა გაგებით აგდებ და მერე რა გაგებაში გინდა მიაღწიოს აღსაზრდელმა. ცხოვრება ამ მხრივ ჯობია მონასტერს. ცხოვრებაში მრავალფეროვნებაა, ხოლო მონასტერში ერთფეროვნება, ამიტომ სხვადასხვანაირი ბრძოლებია. ამიტომ მამა გაბრიელი თვითონ ქმნიდა ცხოვრებისეულ სიტუაციებს და ყოველ დღე-ღამის განმავლობაში ახალ-ახალ ცოდვაში მაგდებდა, რითაც სწავლა-აღზრდის სულიერი პროცესი ჩქარდებოდა, რადგან ზოგიერთ იმ ცოდვაში, რაშიც ხელოვნურად ჩამაგდო მამა გაბრიელმა, მე არ ჩავარდებოდი ერში! საერთოდ მოვერიდებოდი!! ხოლო ზოგიერთებში შეიძლება მრავალი ათიო წლის მერე ჩავვარდნილიყავი.
აი ასეთი კარგია დიდი მასწავლებელი!!
იგი 2-3 წელიწადში გატარებს=გაცხოვრებს 20-30 წელს და თან ყველა მისი გამოვლენით, მისი მრავალფეროვნებით!!
იმიტომ ეუბნებოდა მამა გაბრიელი მეუფე დანიელს: “შენ მასწავლი რა უნდა გავაკეთო?? შენ ჯერ კიდევ ოქტომბრელი (პიონერი ან კომკავშირელი) ხარ ჩემთან შედარებით!!
ამ შედარებებს სხვადასხვანაირს ეუბნებოდა სიტუაციების მიხედვით, თორემ ყველა შედარებას კი არ ეუბნებოდა ერთდროულად!
მე პროფესორი ვარ, შენ სტუდენტი და შენ უნდა გისმინო?? შენ უნდა მასწავლო?..

როცა 60-70 წლებში, ვაჟას გადასვენება ხდებოდა დიდუბიდან მთაწმინდაზე, აღმოაჩინეს, რომ ვაჟა უხრწნელი იწვა!! ეს ყველამ იცის! გაზეთებშიც წერია!
მაშ რატომ არ რაცხავენ წმინდანად?
იმიტომ, რომ მან მუსულმანზე ილოცა ეკლესიაში და მსხვერპლიც შესწირა მის სახელზე! და მეტიც, განაცხადა, რომ თუ კაცი ხარ ცხონდები რა სარწმუნოებისაც არ უნდა იყოო.
სიმღერა: “კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო!!”
ვაჟამ ვაჟკაცობიდან იაზროვნა – იგრძნო ჩემგან მოკლული ქისტი-მუსლიმი კი იყო, მაგრამ ვაჟკაცი იყოო! სამშობლო უყვარდაო!, დედა, მამა, მისიანები, სიმამაცე ჰქონდა მეომარი იყოო – ვაჟკაცი იყოო და ის როგორ არ ცხონდებაო? ცხონდებაო!!
მამა გაბრიელმაც მითხრა: ვინც 10 მცნებას იცავს, ყველა ცხონდებაო!!
მე მეტიც შევეკითხე, ვთქვათ არასწორ სარწმუნოებაშია კაცი ან სექტაში და ლოცულობს, ღმერთი მას უსმენს??
მამა გაბრიელმა მიპასუხა: “თუ გულწრფელად ლოცულობს , კიდეც უსმენს და ხანდახან კიდეც უსრულებსო!!”
მისი სწავლებიდან დამახსომდა, რომ მთავარია წრფელი იყო პავლე მოციქულივით და ცხონდებიო!! ღმერთი აუცილებლად გაგიყვანს სწორ გზაზე.



ვფიქრობ ეს მონაკვეთი საკმარისია. წიგნი ბევრისთვის ძნელი "გადასახარში" იქნება და შედარებით მარტივი მონაკვეთი ამოვიღე smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 22 2010, 11:20 AM
პოსტი #165


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



აქ სადღაც წავიკითხე რომ მამა გაბრიელი თურმე 25 წელია გარდაიცვალა.....????

რა ხდება?

http://ka.wikipedia.org/wiki/მამა_...რიელი


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 23 2010, 03:50 AM
პოსტი #166


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
25 წელია

1995 წ. 2 ნოემბერს
15 წელი... smile.gif


ციტატა
იმიტომ, რომ მან მუსულმანზე ილოცა ეკლესიაში და მსხვერპლიც შესწირა მის სახელზე! და მეტიც, განაცხადა, რომ თუ კაცი ხარ ცხონდები რა სარწმუნოებისაც არ უნდა იყოო.


ატმანიკო... ეს არაა ქრისტუნული სწავლება smile.gif ცხონება უქრისტოდ და ქრისტეს გარეშე ქრისტიანობაში არ არსებობს, დანარჩენი მხოლოდ ქრისტემ უწყის smile.gif

ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ (იოან. 14,6)


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Apr 23 2010, 09:54 PM
პოსტი #167


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



Atman
ნუ აოფებ დარაგოი თორე გაიტყიპებიიი biggrin.gif tongue.gif kiss1.gif kiss1.gif

**** **** ****

ღმერთის ძიება სიკვდილამდეა; ბრძოლა - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

მონოზვნობა ანგელოსის ხარისხია, ცეცხლში უნდა გაიარო.

თუ მონოზონს სინანული და სიმდაბლე არ ექნება, არათუ ცხონდება, არამედ დაიღუპება.

მონასტრიდან ხანგრძლივი დროით ნუ გახვალ.

ბერთან სულიერი გაჭირვების და განსაცდელის ჟამს უნდა მიხვიდეთ, რომ რჩევა აიღოთ და ისწავლოთ სიბრძნე.

თუ ერის კაცი ვნებას დაითმენ უფლის გულისთვის, ბერების ბარდაბარ იქნები.

თვალი სულის სარკეა. თუ სულს არ უნდა, ცუდისკენ არ გაიხედავს.

კადნიერება ყველა ბოროტების დასაბამია.

მოძღვარი შენი სურვილით უნდა ამოირჩიო და უნდა დაემორჩილო. თუ მოძღვარი რაიმე არამართლმადიდებლურს ქადაგებს და გადადის სჯულიდან, განერიდე მას, როგორც მტერს და ბოროტს.

ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.

ჭეშმარიტი აღმსარებლობა მარტო აღსარების ჩაბარბა არ არის. მორწმუნე ხარ, მაგრამ რწმენამდე ბევრი გიკლია. ათჯერ უნდა დაეცე და ადგე. ცოდვილი ხარ - ეჰ არაფერია. არა არს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს.

დრო დიდი წყალობაა ღვთისაგან. დროში შეიძლება ადამიანი ცხონდეს. შეიძლება წარწყმდეს.

გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.

ბავშვივით სუფთა, წრფელი და უმანკო უნდა იყო, და არა ბავშვური გონემა გქონდეს.

ბოროტი რომ ადამიანს დაეპატრონება, პირველად გონებას წაართმევს.

სარწმუნოებასთან ერთად სიმტკიცე თუ არა გაქვს, არაფრად ვარგიხარ.

თუ შენ სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, ურწმუნოზე უარესი არ იყო.

ასჯერ მრუში სჯობია იყო, ვიდრე სარწმუნოებას გადაუხვიო.

თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს - პირდაპირ შედიხარ სასუფეველში.

როცა იპარავენ, ქურდობის ცოდვაში ვარდებიან. თუ სიწმინდეს იპარავენ, უფრო დიდი ცოდვაა.

თუ ხედავ რაიმეს იპარავენ და არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, არ ჩაერიო. ილოცე ”მამო ჩვენო”. ქურდობის ცოდვას მკვლელობის ცოდვას ნუ დაამატებინებ. მოყვასზედაც იფიქრე.

ჯოჯოხეთში მყოფთათვის საკურთხზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო ისეა, როგორც პატიმარი გამოიყვანო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, როგორც არწივი ისე ამოფრინდება იქიდან.

ლოცვა მიცვალებულისთვის საჭიროა თვით მლოცველისთვისაც.

როცა ადამიანი ფსიქიურად ვერ არის კარგად და თავს იკლავს, უფალი იწყალებს, ხოლო თუ ადამიანი შეგნებულად იკლავს თავს, მიდის ჯოჯოხეთში. მათ სახელზე კეთილი საქმე უნდა აკეთონ ჭირისუფლებმა, ზოგჯერ ასეთებიც ამოდიან ჯოჯოხეთიდან.


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Apr 25 2010, 08:58 PM
პოსტი #168


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



izi-bartki
ძლიერი სიტყვებია smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Apr 25 2010, 09:24 PM
პოსტი #169


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



llaasshhaa
კიიი ეგრევე გულში მიდის და ალღობს,პირადად ჩემში მაგ განცდას იწვევს smile.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 25 2010, 09:31 PM
პოსტი #170


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



გააგრძელეთ კიდევ მინდა...კიდევ... რომ კითხულობ სიმშვიდე გეუფლება....


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Apr 25 2010, 09:33 PM
პოსტი #171


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ikanosi
ეხლავე ჩემო კარგო ეხლავე დაგიდებ კიდევ smile.gif



--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 25 2010, 09:34 PM
პოსტი #172


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



izi-bartki
ჩქარა "დრო ფულია" biggrin.gif tongue.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Apr 25 2010, 09:45 PM
პოსტი #173


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება.

სიკვდილი გარდაცვალებაა. გარდაცვალების ნუ გეშინიათ, იმ წუთსვე რომ განკითხვა მოდის, იმისი გეშინოდეთ. საშინელია უფლის წინაშე სამსჯავროზე წარდგომა. როდესაც გამოცდაზე გადიხართ, ღელავთ პროფესორის წინაშე, გული გიცემთ; აბა წარმოიდგინეთ, რაოდენ მეტია უფალი.

ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს, და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.

”ზოგი იტყვის სიყვარული მაქვსო. აბა ვინ მეტყვის რა არის სიყვარული, ვინ ჩასწვდება სიყვარულს?” - დასვამდა შეკითხვას გაბრიელ ბერი და თვითონვე პავლე მოციქულის სიტყვებით განმარტავდა: ”სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების” (1 კორ. 13:4). ”ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება. სიყვარული მთავარია, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია, როგორ ვისწავლოთ ჩვენ ეს სიყვარული. ნურავის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია. სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისთვის, ისე არაფერი გამოვა”.

სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს. ღმერთს უყვარს საქმე. კეთილი საქმე არის სიყვარული.

მოყვასის სიყვარული არის, როცა თქვენი მოყვასი სნეულია და შველა სჭირდება, წამალი კი, შორი გზიდანაა მოსატანი. შეიძლება დაგიღამდეს, ტყეც შეგხვდეს და მგელმაც შეგჭამოს. აი თუ წახვალ ასეთ დროს მოყვასის საშველად, პირდაპირ მიხვალ უფალთან.

ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაგაჩნია.


რის ისეთი ფული, რომელშიც იუდას წილი დევს. თუ ასეთი ფული შემოგწირეს, ნუ აიღებ, დამღუპველია. აუცილებლად ჩაგაგდებს ცოდვაში და მდგომარეობიდან ვერ გამოხვალ.

ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ არსებობს, როს შენდობაც უფალს არ შეეძლოს აღსარება-ზიარების გზით.

ღვთის გმობა ის არის, როცა ადამიანი ღვთის რწმენით, ეკლესიურად არ ცხოვრობს.

მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი.

უტიფარია დამიანი, ვინც თავის ცოდვებს ვერ ხედავს და თავი მოაქვს. ყოველი ამაყი და ამპარტავანი გულითა, საძაგელი არს უფლის წინაშე.

კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილიკ გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა... მე რა უფლება მაქვს ან ასე ვთქვა, ან ისე.

ეკუმენიზმი ერესთა ერესია. მართლმადიდებლური ეკლესია აზვირთებულ ოკეანეში მცურავი ხომალდია, რომელშიც ჩვენ მართლმადიდებლები ვზივართ.

ღვთისათვის ერი და ბერი რამ გაყო, ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფოდეს ღვთისაკენ, ერისკაცი იქნება ის თუ ბერი. ბოლომდე განა ვინ მიაღწევს სრულყოფილებას, მაგრამ ამ მისწრაფებით ცხონდება, ბერ ბერისა მოეთხოვება, ერისკაცს ერისა.

ადამიანი ისე უნდა ამხილო, რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსე.

სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ.



* * * *
საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.

არასიდეს უღალატოთ ღმერთს. სადაც ღმერთი და სიბრძნეა - განსაცდელი ყოველთვის დიდია. ბოლომდე მოითმინე და თუ შეძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გაგეღება.

თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი.

სადაც მეტი მადლია, საჩუქარიც მეტი იქნება.

ადამიან ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი.

საქართველო აღდგება, ისე როგორც ლაზარე. სკიპტრა სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არა ჰყავს.

საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს. როცა იტყვიან აი, მორჩა, მაშინ განათლდება და გაბრწყინდება.

ჯერ ჩემამდე, მამა გიორგი (მხეიძე) უნდა შერირაცხოს წმიდანად, ის უდიდესი წმიდანია (ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველება ასრულდა. დიდი ბეთანიელი მამა გიორგი 2003 წ. შერაცხეს წმიდანად).
ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე.

საოცრებათა საიცრება ის არის, რასაც მზის იქით უყურებ და ხედავ. მზის ყურებაზე მეტი, თავათ მზის გამჩენის ყურებაა.

აღსარება ღვთის იმხელა საიდუმლოებაა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება მასში. ის ღვთის დიდი წყალობაა დედამიწაზე.

ჭეშმარიტმა რწმენამ გულში უნდა დაისადგუროს, არა გონებაში. ანტიქრისტეს სწორედ ის გაჰყვება უკან, ვისაც გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს ანტიქრისტეს.

მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით და ხალიჩებზე. დეკორაცია ეზიზღება ღმერთს. ქრისტე უბრალო იყო, ერთი პერანგი ეცვა ღვთისმშობლის მოქსოვილი.

გოლგოთა უდიდესი წყალობაა ღვთისა. თუ განსაცდელი არ იქნება, როგორ გამოიცდები?

როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე.

თუ შენ ლოცულობ და ამ დროს მოგადგა ვინმე გაჭირვებული და გთხოვა დახმარება, შენ რომ არ მიეხმარო და უთხრა: ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგხედავო, აი, ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება. ასეთ ლოცვაზეა ნათქვამი, ლოცვა ცოდვად შეერაცხაო.

არ შეიძლება ხატს სახეზე ემთხვიო, ჩარჩოზე რომ ემთხვიო მორიდებულად, ისიც საკმარისია. სასოება უნდა ხატებთან ურთიერთობას, არ უნდა ბევრი კოცნა. უნდა მიხვიდე სიყვარულით, გულით და სასოებით. გადაჭარბებული ღმერთს არაფერი უყვარს.

დიდი მადლია მტრედებს და ჩიტებს აჭამო საჭმელი.


ikanosi
აჰაა და შეიტკბე და შეირგე smile.gif kiss1.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Apr 25 2010, 10:17 PM
პოსტი #174


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
დიდი მადლია მტრედებს და ჩიტებს აჭამო საჭმელი.

wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 25 2010, 11:38 PM
პოსტი #175


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



izi-bartki
ციტატა
ჰაა და შეიტკბე და შეირგე

kiss1.gif მეტი არ იქნება?
ციტატა
მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით და ხალიჩებზე. დეკორაცია ეზიზღება ღმერთს. ქრისტე უბრალო იყო, ერთი პერანგი ეცვა ღვთისმშობლის მოქსოვილი.

wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Apr 25 2010, 11:52 PM
პოსტი #176


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ციტატა(ikanosi @ Apr 25 2010, 10:38 PM) *

izi-bartki

kiss1.gif მეტი არ იქნება?

wub.gif wub.gif wub.gif

კი როგორ არა smile.gif იქნება იქნება თანაც აუცილებლად smile.gif

kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასათვის უნდა გინდოდეს.

როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება.

როგორ იქნება დამშვიდებული სული ადამიანისა, როცა განსაცდელშია მოყვასი? თუ კაცს ავადმყოფი ჰყავს ოჯახის წევრი და მომვლელი თვითონ არის, მას ამ დროს წირვის მადლი სახლში აქვს.

შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის.

თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ, იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც.

იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია.

გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.

ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფვოდეს ღმრთისკენ. უფალი ამას რომ ხედავს, აძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა.

უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს. ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა.

ღირსი იოანეს სიტყვებია სახელმძღვანელოდან ”კლემაქსი”: - ”არა ვიმარხვე, არცა დავსწევ ქვეყანასა ზედა, არცა ვიღვიძე, არამედ დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმან”. მდაბალს ყოველგვარი განსაცდელი ჩაუვლის და არ შეეხება. სასუფეველში სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა.

მარხვა ცოდვების სინანულია, როცა საჭმელი არ გახსოვს.ზოგი იტყვის - არ მაქვს ქალებზე ბრძოლებიო. რა სისულელეა. სანამ არის სქესით გარჩევა, ბრძოლებიც იქნება. მთავარია ვისაც უნდა და არ მიდის ქალთან, ითმენს ქრისტეს სიყვარულუსთვის. აი ეს არის ღვაწლი.

ვაი, იმ ბერსა და მონოზონს, ვისაც თავისი ერის სატკივარი არ სტკივა.

როგორ შეიძლება გარეთ ვინმე გელოდებოდეს და შენ მშვიდად იყო. კარდ ბერს ქალის გული უნდა ჰქონდეს.

ნუ ზრუნავთ ხორცისთვის, იზრუნეთ სულისთვის, სული გადაირჩინეთ. ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.

როდესაც საჭმელს სჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერი, მწყურვალი, გაჭირვებული, ამაშია სასუფევლის პოვნა.

ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილნი ივლიან. ქრისტიანები წესიერად ჩაცმულები იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისგან. ქალი, მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული - შეჩვენებული იყოსო, წერია სჯულის კანონში. ადამიანის ჩაცმულობა მისი სულიერი მდგომარეობის გამომხატველია.

უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.

ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ.

ვიცი, სადაცაა უფლის ხელთუქმნელი ხატი. მუზეუმში რომ არის ისიც ხელთუქმნელია და იგივე ძალა აქვს. სანამ მუზეუმიდან ამ ხატს არ გამოაბრძანებენ, სანამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება ათონიდან, როგორ გაბრწყინდება საქართველო?სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას. დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.

ბოლო ჟამს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რამეთუ ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.

ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.

პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ ”მამაო ჩვენო” ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.

ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული. ანტიქრისტეს დროს ადამიანისათვის ყველაზე დიდი მახე ის არის, რომ ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდება. ეგონებათ უცხოპლანეტელები მოიტანენ ხსნას. სინამდვილეში ბოროტები მოვლენ სახეშეცვლილები.

თუ საჭმელს მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ბეჭედს ისედაც მიიღებ. მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება. ბოლო ჟამს ისეთ სასწაულებს გაუკეთებს თავის ხალხს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს გეყოფა. მიწაც ხომ არ დაილია, გარდასახავ ჯვარს და პურად გექმნებათ.

ნუ შეგეშინდებათ, მთავარია ანტიქრისტეს ბეჭედი არ დაიდოთ ხელსა და შუბლზე. ნურც იმ კაცის პურს შეჭამ, ვინც ნიშანი დაიდო.

ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეებს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.

ზოგი იტყვის ასე მეწერაო. თუ ადამიანს დაღუპვა ეწერა, მაშინ რატომ უნდა განიკითხოს ღმერთმა? ბედისწერას ჩვენთვითონ ვქმნით. ადამიანმა თავისი დაუდევრობით თუ მოუფიქრებლობით სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და გარდაიცვალა, რა შუაშია აქ ბედისწერა?

ღვთის განგებას კაცი ვერ ჩაწვდება. არსებობს დაშვება, ნება და განგება. დაშვებაა, როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას. ჩვენ ადამიანები, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ. როცა უფლის ნება შემოდის, ადამიანები განლიგებული, გაშტერებულები ვართ. ამ შემთხვევაში უფალს რაც სურს იმას გვაკეთებინებს. უფლის ნება ყოველთვის მაცხოვნებელია. ღვთის განგებულება მართავს ყოველივეს; ხან ნება მოქმედებს, ხან დაშვება. როდესაც რაიმე საკითხს ვერ წყვეტ და არ იცი როგორ მოიქცე, ღვთის განგებულებას უნდა მიანდო, ილოცო და აღარ იფიქრო მასზე.

ადრე, ცოდვით დაცემამდე, სულს ემორჩილებოდა სამშვინველიც და სხეულიც. ცოდვით დაცემის შემდეგ სულთან კავშირი დაზიანდა და სამშვინველი დაემორჩილა სხეულს. სხეულს რასაც უნდა, იმას აკეთებინებს, სამშვინველი გადაადგილებს სხეულს, სული კი აგონიერებს მას. უფალმა ადამიანის გადასარჩენად სინდისი ჩადო მასში. სული მეცნიერია, ყველაფერი იცის და გრძნობს, რაც სინდისს ეხება. არჩევს რა არის კარგი და რა არის ცუდი. ტყუილად კი არ არის, უცხო ვინმე რომ ჩაგივლის, ხან გიხარია, ხან შეკრთები.

მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის.

როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?

დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას.



--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 29 2010, 01:59 PM
პოსტი #177


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



http://www.ambebi.ge/sazogadoeba/18740-qch...velo-movaq.html
შეცდომებიც ხდება , მაგრამ რატომ..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 29 2010, 02:43 PM
პოსტი #178


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მიყვარს მამა გაბრიელი..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Apr 29 2010, 10:28 PM
პოსტი #179


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



გაბრიელ ბერის ლოცვა

ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!

გაბრიელ ბერის ანდერძი

დიდება ქრისტე ღმერთს.
უწმიდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია ადამიანის მთელი ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს - მართლმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოება და მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი.
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.







ხილება აუცილებელია. განკითხვა სხვა რამ არის. როგორ შეიძლება ცუდ საქციელზე თვალი დახუჭო. იღუმენიამ უნდა მიუთითოს, მათ უნდა შეასრულონ! თუ არ შეასრულებენ, უფალი თვითონ მოჰკითხავს.

ჩვენ კი არ გავიღეთ მოწყალება, ღმერთმა მოიღო ჩვენზე და სიკეთე გაგვაკეთებინა. ასეთი საქმე ღმერთის წყალობა და სიკეთე არის.

რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღვავს.

უსამართლო ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი.

მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება.

იღუმენობა მარტო ხარისხი კი არ არის, დასამდაბლებელიცაა. ზოგს საცხოვნებლად მიეცემა, ზოგსაც წარსაწყმედელად. თუ იღუმენია სიმდაბლისკენ მიდის - საცხოვნებელია.

ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა. არ არსებობს ცოდვა სინანულს რომ აღემატებოდეს.

უალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს. როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველი გამოვდივარ. ხალხი მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები, ვხედავ ჩემ თავს, რა ნაგავიც ვარ.

ვინც დაიმდაბლოს თავი, იგი ამაღლდეს.

ჯვარშია მთელი ძალა!
ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა ჰმადლობდენ ექიმსა, არა ჰმადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებს.

წინამძღვის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. ბრწყინვალედ შემოსილი ანგელოზიც რომ მოვიდეს, არ შეცდეთ და კურთხევა არ შეცვალოთ.
შეიცან შენი უძლურება და უფალი გაგაძლიერებს შენ.

მუცელში ბავშვს ყველაფერი ესმის. ღვთის სიტყვა უთხარით და ისე აღზარდეთ.

ყოველთვის არაა საჭირო ადამიანმა წინასწარ იცოდეს რა მოელის.

იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო.

საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს.

ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან ქრისტემ პირველმა გაიარა გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა. ეს ყველა მისმა მიმდვარმა უნდა იცოდეს.

ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს.

შენი განსაცდელი, შენს უსჯულოებაშია. ღმერთს პატიება სთხოვე და ისე ახსენე მისი სახელი.

მონოზვნისთვის მოთმინება უსათნოესი კელაპტარია.

მონასტერში მოსულს, სახარების მიხედვით ცხოვრება მოეთხოვება და იმით ცხონდება. ერის ადამიანი კი ათი მცნების დაცვით ცხონდება.

ღვთის ნების გარეშე, ნამცეცის დაგდებაც კი არ შეუძლია დემონს.

ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ, შეიძლება ერთიც გატყუებდეს და მეორეც.

სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს. ცოდვილმა რომ მისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას, მის ცოდვებს ესეც დაემატება და კიდევ უფრო მეტად დაისჯება.
ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს.

უხერხულია ვინმესგან მოითხოვო ის, რაც არ მიგიცია მისთვის.

საერო გაზეთებში ხატების დაბეჭდვა დიდი დანაშაულია.

ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება.

პირობის დარღვევა დიდი ცოდვაა.

მე თქვენ სიყვარულს ღმერთს ავუტან, მე თქვენი სიყვარული სისხლით მოვიპოვე.

ბერ-მონაზონი უბრალოდ უნდა ცხოვრობდეს. უბრალოებაში ღვთის დიდი წყალობაა.

ბერი უნდა იყოს მტკიცე, სიმართლის გამო ყველას აწყენინოს, რადგან სიმართლე თვითონ ღმერთია.

ბერი სიმართლისთვის ისე უნდა იყოს ქრისტეს წინაშე, როგორც მოღრიალე ლომი.

არასოდეს იმართლო თავი, შენი ნებით არაფერი გააკეთო. ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვა მსხვერპლივით შესწირე ღმერთს.

შიში მხოლოდ ერთი უნდა გქონდეს - ცოდვების შიში, და სხვა არაფრისა გეშინოდეს.

ყოველი ცოდვა მტრობაა ღმრთისა, ვის ემტერები, არ გეშინია?

ერის ადამიანი როცა ჭამს, უნდა ახსოვდეს მშიერი, გაჭირვებული, უძლური, ამაშია სასუფევლის პოვნა. მონოზონს კი ჭამის დროსაც ლოცვა მოეთხოვება.ღმერთის ძიება სიკვდილამდეა; ბრძოლა - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

მონოზვნობა ანგელოსის ხარისხია, ცეცხლში უნდა გაიარო.

თუ მონოზონს სინანული და სიმდაბლე არ ექნება, არათუ ცხონდება, არამედ დაიღუპება.

მონასტრიდან ხანგრძლივი დროით ნუ გახვალ.

ბერთან სულიერი გაჭირვების და განსაცდელის ჟამს უნდა მიხვიდეთ, რომ რჩევა აიღოთ და ისწავლოთ სიბრძნე.

თუ ერის კაცი ვნებას დაითმენ უფლის გულისთვის, ბერების ბარდაბარ იქნები.

თვალი სულის სარკეა. თუ სულს არ უნდა, ცუდისკენ არ გაიხედავს.

კადნიერება ყველა ბოროტების დასაბამია.

მოძღვარი შენი სურვილით უნდა ამოირჩიო და უნდა დაემორჩილო. თუ მოძღვარი რაიმე არამართლმადიდებლურს ქადაგებს და გადადის სჯულიდან, განერიდე მას, როგორც მტერს და ბოროტს.

ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.

ჭეშმარიტი აღმსარებლობა მარტო აღსარების ჩაბარბა არ არის. მორწმუნე ხარ, მაგრამ რწმენამდე ბევრი გიკლია. ათჯერ უნდა დაეცე და ადგე. ცოდვილი ხარ - ეჰ არაფერია. არა არს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს.

დრო დიდი წყალობაა ღვთისაგან. დროში შეიძლება ადამიანი ცხონდეს. შეიძლება წარწყმდეს.

გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.





ბავშვივით სუფთა, წრფელი და უმანკო უნდა იყო, და არა ბავშვური გონემა გქონდეს.

ბოროტი რომ ადამიანს დაეპატრონება, პირველად გონებას წაართმევს.

სარწმუნოებასთან ერთად სიმტკიცე თუ არა გაქვს, არაფრად ვარგიხარ.

თუ შენ სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, ურწმუნოზე უარესი არ იყო.

ასჯერ მრუში სჯობია იყო, ვიდრე სარწმუნოებას გადაუხვიო.

თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს - პირდაპირ შედიხარ სასუფეველში.

როცა იპარავენ, ქურდობის ცოდვაში ვარდებიან. თუ სიწმინდეს იპარავენ, უფრო დიდი ცოდვაა.

თუ ხედავ რაიმეს იპარავენ და არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, არ ჩაერიო. ილოცე ”მამო ჩვენო”. ქურდობის ცოდვას მკვლელობის ცოდვას ნუ დაამატებინებ. მოყვასზედაც იფიქრე.

ჯოჯოხეთში მყოფთათვის საკურთხზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო ისეა, როგორც პატიმარი გამოიყვანო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, როგორც არწივი ისე ამოფრინდება იქიდან.

ლოცვა მიცვალებულისთვის საჭიროა თვით მლოცველისთვისაც.

როცა ადამიანი ფსიქიურად ვერ არის კარგად და თავს იკლავს, უფალი იწყალებს, ხოლო თუ ადამიანი შეგნებულად იკლავს თავს, მიდის ჯოჯოხეთში. მათ სახელზე კეთილი საქმე უნდა აკეთონ ჭირისუფლებმა, ზოგჯერ ასეთებიც ამოდიან ჯოჯოხეთიდან.
ღვთის სახელის ხსენება უმიზეზოდ არ შეიძლება, ხშირად რომ ახსენებ მესამე მცნება ირღვევა.

ღვთის განგების იმედი არასოდეს დაჰკარგო.

ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ჯერ იმათთვის დაიწყე ლოცვა, მაგალითად შენი შვილებისათვის, როდესაც მათთვის ილოცებ, შემდეგ ილოცე დანარჩენი ოჯახის წევრებისათვის, შემდეგ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი მეზობლებისათვის, რომ მტერი არ გყავდეს. დალოცე ის ქალაქი, სადაც შენ ცხოვრობ, თბილისი ხომ მარტო არ არის, დალოცე ყველა მცხოვრები, რომელიც საქართველოშია, საქართველო ხომ მარტო არ არის, ირგვლივ სხვა ქვეყნების მცხოვრებლებითაა გარემოცული, სთხოვე ღმერტს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შესძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, ერთი მტერიღა დაგრჩა, იმასაც ნუ გამოტოვებ, ღმერთს სთხოვე აავსოს მისი გული სიკეთით დაგონება - სიბრძნით. აი, ასე შესძლებთ ბოროტებით აღსავსე ადამიანისათვის და თქვენი მტრისთვისაც ლოცვას.

შიშით და მოწიწებით უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არის ჩვენთან, სულ არს ღმერთი.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით, ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დღლით უფალს ბევრი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ.

ყველა ვერ გადარჩება. ვერც მე შეგიწყალო, ვერც უფალმა შეგიწყალოს, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვით და საქმით, ის ქრისტეს მცნების შემსრულებელია საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი.

წნიდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ.

ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის საქართველოში თავს. რაც კომუნისტებმა გააკეთეს, არის შესავალი და ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე, ეს არის ბოლო. წარმოიდგინე დედა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, როგორ გამოკვებოს ეს ხუთი შვილი, თუ ბეჭედი არ მიიღო. ხედავ რამხელა მახეს უგებს ანტიქრისტე ადამიანს? თავდაპირველად იქნება ნებით, მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი, აიძულებს ყველას, რომ ეს ბეჭედი მიიღოს, ვინც არ მიიღებს ასეთ ადამიანებს გამოაცხადებს სამშობლოს მოღალატეებად და ხალხი უნდა გაიქცეს ტყეში, ათი - თხუთმეტი ერთად, ერთი და ორი ვერ გადარჩება. ასეთ ხალხს სულიწმიდა შეინახავს. რაც არ უნდა მოხდეს ღმერთის იმედი არასოდეს დაკარგო. უფალი მოგცემს სიბრძნეს როგორ მოიქცე.

ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს.

ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს.



--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Apr 29 2010, 10:40 PM
პოსტი #180


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ეს orthodoxy.ge-ს საიტზე ვნახე ძალიან მომეწონა და აქაც დავდებ smile.gif


ბერი გაბრიელი (ურგებაძე)

მათხოვრებზე

პავლე მოციქული ბრძანებს: „შემთხვევით ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება თავიდან“. ე.ი. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მითუმეტეს უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის ნების გარეშე არ არსებობს მდიდარი და ღარიბი, ღატაკი და მათხოვარი. ყველაფერში ღვთის განგება და წყალობა უნდა დავინახოთ. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს მათხოვრები ღვთისაგან დაჩაგრულნი და განწურულნი არიან. ისინი ჩვენი ცხონების საკითხს ემსახურებიან და ხშირად ჩვენი განკითხვისა და სულის ცხონების მიზეზნიც არიან. ამდენად, ამქვეყნად ტანჯვა-ვაების სანაცვლოდ, მარადიულ სამყოფელში ჩვენზე გაცილებით დიდ ნეტარებაში იქნებიან.

უფალი ბრძანებს: „რაც ერთ ადამიანს უყავ კეთილი ის მე მიყავი“. არსებობს ასეთი ხატი, გზად დავრდომილ მათხოვარს მოწყალე მდიდარი ხელში ქისას უდებს და იგივე ქისა ხელში უჭირავს ციდან გამოწვდილ მაცხოვრის ხელს. ხშირ შემთხვევაში კი ჩვენ არ ვიცით თუ ფიზიკურადაც ვინ დგას ჩვენს წინ მათხოვრის სახით. წმიდა წერილებში მრავალი მაგალითია მოყვანილი, როცა მათხოვრისა და გზაზე დავარდნილის სახით, თვით უფალი იესო ქრისტე ითხოვდა გამვლელთაგან შველასა და დახმარებას. მაგალითად ბერი მარტინი ერთხელ თავის მონასტრიდან სხვა მონასტერში მიდიოდა ტაძრის დღესასწაულზე მოლოცვის მიზნით. გზად ნახა დავრდომილი მათხოვარი. მან მარტინს დღესასწაულზე წაყვანა სთხოვა. მიუხედავად სიძნელისა, კეთილმა ბერმა დავრდომილი ზურგზე შეისვა და ასე წვალებით მიუახლოვდა მონასტრის კარებს. კარებთან ახლოს კარის გაღების მიზნით მათხოვარი დაბლა დასვა. ამ დროს კარები მონასატრის ყველა წევრმა ერთდროულად გააღო. თურმე წინამძღვარს გამოცხადება ჰქონია: - ჩქარა კარები გააღეთ, უფალი მობრძანდებაო. ბერი მარტინი და მონასტრის წევრები ერთმანეთს გაკვირვებულნი უყურებდნენ, დავრდომილი მათხოვარი კი არსად ჩანდა, ადგილიდან გამქრალიყო. ცოტა ხანში ციდან გაისმა უფლის ექოსავით ხმა: „მარტინი, როგორც შენ არ მიმატოვე მიწაზე დავრდომილი, ასევე მე არ მიგატოვებ ზეცაში განკითხვის დღესო“.

მსგავსი შემთხვევების მრავალი მაგალითი არსებობს. ამდენად შესაძლაო, რომ ხშირად ჩვენივე სულის ცხონების მიზნით თვით უფალი, ანგელოზი ან რომელიმე წმინდანიც მოგვევლინოს გაჭირვებულის, მშიერის, დავრდომილის, მათხოვრის ან თუნდაც მგზავრის სახით და ჩვენ ჩვენივე ნებით ვღებულობთ ან უარვყოფთ ღვთის ასეთი დიდი მაცხოვნებელ წყალობას.

მათხოვრები ყოველთვის იყო, და იქნება. მაგრამ დღევანდელი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობით მათი რიცხვი ძალიან გაიზარდა. თითოეულ მათგანს დღეში ასობით და შესაძლოა ათასობით ადამიანმა ჩაუაროს გვერდზე და მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიღოს მოწყალება. იქნებ თანხა არა გაქვს, შესაძლოა ერთი ვაშლი მიაწოდო, პური მოუტეხო ან რითაც შეგიძლია იმით დაეხმარო. თუ არაფერი გაქვს, შეცოდება ხომ შეგიძლია. გულით თქვი: ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულსო და ესეც შენგან გაღებული მოწყალება იქნება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ხშირად ნაწილი ადამიანებისა ამრეზილნი უყურებენ ქუჩაში დავარდნილ მათხოვრებს. თითქოს ადამიანებადაც არ თვლიან, მითუმტეს თუ შარვალში შარდგადენილი მათხოვარი გდია სადმე. ასეთ გულქვა ადამიანებს შევახსენებ - ერთი რომ არ იცი ვინ არის მოვლენილი იმ დროს მისი სახით და მეორეც, რომც იცოდე ვინ არის, ღვთის გაჩენილი ხომ არის. უფალი კი გვეუბნება: რაც ერთ ადამიანს გაუკეთე, ის მე გამიკეთეო. ამდენად როცა მსგავს სიტუაციაში დახმარების ნაცვლად დასცინე ან ზიზღით შეხედე მათხოვარს, იმავდროულად ნებით თუ უნებლიედ დასცინე და ზიზღით შეხედე თვით უფალ იესო ქრისტეს.

ასეთი ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ დავეხმაროთ კიდევ დალევენ, დათვრებიან და დავარდებიანო. ეს მცდარი მოსაზრება საკუთარი სიძუნწის გამართლებაა. ჩვენ არსად არ გვეუბნება უფალი ასეთს ან ისეთს დაეხმარე, ან მხოლოდ ასეთებს დაგეხმარებითო, არამედ ამბობს: „ითხოვდით და მოცეგემათო“. ჩვენც ყველა მთხოვნელს რითაც შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ.

ხშირად უსახლკაროდ დარჩენილი მათხოვრების დიდი ნაწილი, ზამთარშიც კი, ღამეს მიწაზე დაწოლილი ათენებს. ასეთები სწორედ, რომ სპირტის ან მსგავსი სასმელების თუნდაც ჭარბი მიღებით უძლებენ სიცივისგან გაყინვას და დღისით სამათხოვრო ადგილამდე ძლივს მისულებს არა განკითხვა, არამედ ჩვენგან ადამიანობა, სითბო და დახმარება სჭირდებათ.

უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ რისთვის მათხოვრობს; არის თუ არა ხეიბარი; შეუძლია თუ არა მუშაობით თავის რჩენა და სხვა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუ შეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა. მითუმეტეს დაცინვა.

ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ღვთის განგებით მათხოვრებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ღვთის მართლმსაჯულების აღსრულებაში, თუ ვინ დადგინდეს განკითხვის დღეს უფლის მარჯვნივ სამუდამო ლხინებისათვის და ვინ მარცხნივ სამუდამო ტანჯვისათვის გამზადებული.

უფალმა მოგვმადლოს განცდა, რომ სხვათა შეწყალებით ჩვენც შეწყალებულ ვიქმნეთ.




--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 11:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი