![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#401
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
შინაური ფრინველები იმიტომ მოგვცა უფალმა, რომ გარეულ ცხოველებზე და ფრინველებზე არ ვინადიროთ. როცა შინაური ცხოველი არ გვეყოლება, მაშინ შეიძლება ნადირობა.
მონადირეს უფალი, ცოტა არ იყოს, მწყრალი თვალით უყურებს. საჭიროების შემთხვევაში, როცა გშია, მაშინ შეიძლება ცხოველის დაკვლა. არქიმანდიტი გაბრიელი (ურგებაძე) -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
lch |
![]()
პოსტი
#402
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 ![]() |
ციტატა მამა გაბრიელი კარგით რა... დღეს, მითუმეტეს ამ ფორუმზე ვინმეს წმინდანობის, საერთოდ რელიგისს, მართმადიდებლობის და ბოლოს თითქმის ჩვენი თანამედროვე (თითქმის, რადგან ჩვენი უმრავლესობა მამა გაბრიელის მოღვაწეობის პერიოდში ან ჩვილები ვიყავით ანდა საერთოდ ჩვენი "პროექტიც" არ იყო... ![]() მერე, რაღაც გადმოცემები, ვიღაც (საეჭვო) პირებისგან არ კმარა... აქ (ამ ფორუმზე და საერთოდ საქართველოში) უმრავლესობა ბერი გაბრიელის "მადლებზე" საუბრობს და მოდით ვინმე ვალაპარაკოდ მის ადამიანურ ნაკლოვანებებზე, მოდით აღვადგინოთ მისი სრული ცხოვრებისეული პორტრეტი და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ (თუმც მიმაჩნია რომ ეს არ არის ჩვენი საქმე) ვინ ვინ არის... კათოლიკურ სამყაროში ერთი გამოთქმაა - "ნუ ვიქნებით პაპზე მეტად კათოლიკები"... და ეხლა ჩვენ გვინდა ჩვენს უწმიდესს შევეჯიბროთ რწმენაში, და რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში... ასე არ გამოვა!!! P.S. პირადად მე ამ საკითხში (ვიცი რა არქიმანდრიტ გაბრიელის განვლილი ცხოვრებისეული გზა) სრულიად და უპიროდ ვეყრდნობი მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, დიდისა მეუფის, მასისა ჩვენისა ილიას მოსაზრებას... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
ikanosi |
![]()
პოსტი
#403
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ციტატა დღეს, მითუმეტეს ამ ფორუმზე ვინმეს წმინდანობის, საერთოდ რელიგისს, მართმადიდებლობის და ბოლოს თითქმის ჩვენი თანამედროვე (თითქმის, რადგან ჩვენი უმრავლესობა მამა გაბრიელის მოღვაწეობის პერიოდში ან ჩვილები ვიყავით ანდა საერთოდ ჩვენი "პროექტიც" არ იყო... ) მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის არავის არ ჯერა, ეს ყველა საუბარი ფუჭია და ცრუ!... ეს ერთი... ზედმეტი თავდაჯერებულობა გაქვს, ეს ერთი, და მეორეც...ერთი საბჭოური ამბავი მახსენდება, გაგარინმა კოსმოსში ღმერთი ვერ ვნახე და ე.ი არ არსებობსო. -------------------- ფარით ან ფარზე
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#404
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
lch
ციტატა ვიცი რა არქიმანდრიტ გაბრიელის განვლილი ცხოვრებისეული გზა ხო, მაგრად გცოდნია ![]() ღირსადაც არ ვთვლი, რომ შენ პოსტს გამოვეხმაურო. იმედია მსგავსს აღარაფერს დაწერ. და თუ დაწერ, უფრო აზრიანად ჯობია, რომ ხალხს გასაუბრების სურვილი მაინც გაუჩნდეს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
.ნინო |
![]()
პოსტი
#405
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
პატივი ეცით სხვის აზრს და გთხოვთ ნუ გადააქცევთ აქაურობას მამა გაბრიელის კანონიზაციის განხილვის საგნად... მოდი ამაზე მსჯელობა სინოდს დავუთმოთ....
ვისაც სჯერა და აინტერესებს მამა გაბრიელის გამონათქვამები, იმათვისაა ეს თემა... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
აკაკი |
![]()
პოსტი
#406
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ციტატა ერთი საბჭოური ამბავი მახსენდება, გაგარინმა კოსმოსში ღმერთი ვერ ვნახე და ე.ი არ არსებობსო. ![]() მერე აღმოჩნდა, რომ თურმე სულ არ უთქვამს მსგავსი რამ... და ერთერთი ლიდერის გამონაგონი ყოფილა |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#407
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
როცა ბოროტი ადამიანს დაეპატრონება,პირველად გონებას წაართმევს.
ცოდნა აამპარტავნებს და სიყვარული აღაშენებს... ზოგი წმინდანთა ცხოვრებას კითხულობს და ამპარტავნებით ბაძავს მათ და არა სწავლებას იღებს მათგან. რაც ეკლესიამ მიიღო, მხოლოდ იმ წიგნების წაკითხვა შეიძლება, აპოკრიფული სახარებისა - არა, რადგან ზოგი რამ სახეცვლილია უკვე. არქიმანდიტი გაბრიელი (ურგებაძე) -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#408
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
საგულისხმოა, რომ დიდი ცოდნისა და განათლების მიღება,არა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი, არამედ უმეტესად სულიწმიდის მოპოვებისათვის გაწეული დიდი შრომითაა და ასკეტური ღვაწლით.
წმინდანთა ცხოვრებაში ხშირია მაგალითები, როცა არა წიგნიერ ადამიანებს, დიდი ასკეტური ღვაწლის შემდეგ, სულიწმიდის მადლით აღვსილებს, სხვადასხვა ენებისა და ყოველი წიგნის მცნობელობასთან ერთად, ამ დაფარულ კანონზომიერებათა აღქმაც რომ მიმადლებიათ, რომელიც მიუწვდომელია ჩვეულებრივ წიგნიერ და სწავლულ მეცნიერთათვის. არქიმანდიტი გაბრიელი (ურგებაძე) -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
CISARTKELA |
![]()
პოსტი
#409
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 6-March 12 წევრი № 12,124 ![]() |
ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმეს გახსოვდეთ ან მამა გაბრიელის შესახებ წიგნი გქონდეთ, ადრე მაქვს წაკითხული მამა გაბრიელის წიგნში მისივე სიტყვები, რომ მგონი 12 შეკვეთილ პანაშვიდს სული ჯოჯოხეთიდან ამოყავსო. ზუსტად ვეღარ ვიხსენებ... ინტერნეტში ვერ ვიპოვე, მხოლოდ ნაწილი წერია "ჯოჯოხეთში მყოფთათვის საკურთხზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო ისეა, როგორც პატიმარი გამოიყვანო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, როგორც არწივი ისე ამოფრინდება იქიდან." და მახსოვს რომ კიდევ უნდა ეწეროს უფრო მნიშვნელოვანი იქვე.
-------------------- უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება.
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება. (მარკ.12, 29-31) ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. (ილია II) |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#410
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
CISARTKELA
ციტატა "ჯოჯოხეთში მყოფთათვის საკურთხზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო ისეა, როგორც პატიმარი გამოიყვანო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, როგორც არწივი ისე ამოფრინდება იქიდან." მამა გაბრიელის სიტყვების ციტირება ზუსტია და სწორი. ციტატა 12 შეკვეთილ პანაშვიდს სული ჯოჯოხეთიდან ამოყავსო. ამგვარი მე არაფერი წამიკითხავს და არც მგონია მამა გაბრიელს რაიმე მსგავსი ეთქვას. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
CISARTKELA |
![]()
პოსტი
#411
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 6-March 12 წევრი № 12,124 ![]() |
აი, მივაგენი ღვთის წყალობით და ძალიან კარგი ადამიანის დახმარებით, ე.ი. მალხაზ ჯინორიას წიგნში "თქვენი სიცოცხლე - ჩემი სიცოცხლეა. გაბრიელ ბერი" 113-ე გვერდზე წერია: "(ჯოჯოხეთში მყოფთათვის) საკურთხზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო ისეა, როგორც პატიმარი გაასეირნო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, მაშინ არწივით აფრინდება. 7 შეკვეთილ წირვას ძალიან დიდი ძალა აქვს, ხოლო 12 შეკვეთილ წირვას ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სული როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, გარდა ღვთის მგმობელისა. მათზე ლოცვაც არ შეიძლება".
ახლა ასეთი შეკითხვა და თხოვნა მაქვს, იქნებ იცოდეს ვინმემ ისეთი ადამიანი ან რამე გზა, როგორ დავადგინო, მიცვალებულებიდან რომელი მოხვდა ჯოჯოხეთში. ახლა ძალიან ბევრი ხვდება იქ და საშინლად იტანჯებიან, ხომ გესმით, და ჩვენ თუ არა, ვინ დაეხმარება ჩვენს წინაპრებს, სამუდამო ტანჯვა ვინც დაიმსახურა. იქნებ რომელიმე ბერი არსებობდეს ამის დადგენა რომ შეეძლოს, თუ რომელი ადამიანი მოხვდა ჯოჯოხეთში? იქნებ იცოდეთ ვინმემ... -------------------- უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება.
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება. (მარკ.12, 29-31) ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. (ილია II) |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#412
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
CISARTKELA
ციტატა ახლა ასეთი შეკითხვა და თხოვნა მაქვს, იქნებ იცოდეს ვინმემ ისეთი ადამიანი ან რამე გზა, როგორ დავადგინო, მიცვალებულებიდან რომელი მოხვდა ჯოჯოხეთში. ახლა ძალიან ბევრი ხვდება იქ და საშინლად იტანჯებიან, ხომ გესმით, და ჩვენ თუ არა, ვინ დაეხმარება ჩვენს წინაპრებს, სამუდამო ტანჯვა ვინც დაიმსახურა. იქნებ რომელიმე ბერი არსებობდეს ამის დადგენა რომ შეეძლოს, თუ რომელი ადამიანი მოხვდა ჯოჯოხეთში? იქნებ იცოდეთ ვინმემ... ნუ დაინტერესედები ამგვარი საკითხებით. ვის როგორ განიკითხავს უფალი, ეს არავინ არ იცის და დიდი კადნიერებაა ამის გამოკვლევა, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია. მოეშვი მსგავს კითხვებს და შენი მიცვალებულებისთვის ილოცე. ამით დაინტერესება კარგს არაფერს მოგიტანს და შესაძლოა უკიდურესობებშიც გადავარდე. მე მესმის შენი, რომ გაინტერესებს შენი გარდაცვლილი ახლობლების ბედი, მაგრამ ეს არაა ჩვენი საქმე. მათი განსჯა უფალს მივანდოთ და ჩვენ არ ჩავეძიოთ. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ მათთვის, რათა უფალმა დაუმკვიდროს მარადიული განსასვენებელი. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
CISARTKELA |
![]()
პოსტი
#413
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 6-March 12 წევრი № 12,124 ![]() |
მე სწორედ იმიტომ დავინტერესდი ასე ძალიან, რომ უფალმა ანგელოზი გამოგვიგზავნა ჩვენ ცოდვილ ადამიანებს, რომელმაც მოგვიწოდა ვილოცოთ ჯოჯოხეთში მოხვედრილი მიცვალებული წინაპრებისთვის, რადგან იქ ძალიან ძალიან ბევრი იტანჯება და ეს ნამდვილი საშინელებაა. ჩვენ ბოლო ჟამის ადამიანები ვართ და სანამ ცოცხლები ვართ მხოლოდ ჩვენ თუ ვიხსნით ჩვენს წინაპრებს და ძვირფას ადამიანებს. რადგან შესაძლებელია და ღვთის ანგელოზი გვეუბნება ასე მოიქეცითო, მგონი, ასეც უნდა მოვიქცეთ. თუ არსებობს ისეთი ბერი დადგენა რომ შეეძლოს, რომელი ადამიანი არის მოხვედრილი ჯოჯოხეთში და რომელი არა, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა.
-------------------- უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება.
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება. (მარკ.12, 29-31) ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. (ილია II) |
A.V.M |
![]()
პოსტი
#414
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა თუ არსებობს ისეთი ბერი დადგენა რომ შეეძლოს, რომელი ადამიანი არის მოხვედრილი ჯოჯოხეთში და რომელი არა, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა. ამ საკითხზე წმიდა მამები არ საუბრობდნენ და თუ ვინმე იტყვის მკრეხელობა იქნება... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
CISARTKELA |
![]()
პოსტი
#415
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 6-March 12 წევრი № 12,124 ![]() |
ბოდიშს გიხდით არასწორი კითხვისთვის. დავაზუსტე, ანგელოზს უთქვამს ადამიდან მოყოლებული მთელი საგვარეულოს მიცვალებულთათვის ილოცეთო. ასე რომ, არანაირი გამოძიება აღარ არის საჭირო. მაგრამ თუ ეჭვი მაქვს, ვთქვათ, რომ ერთი-ერთი წინაპარი ჯოჯოხეთში მოხვდა, 12 წირვის შეკვეთით ხომ შესაძლებელია დახმარება?
-------------------- უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება.
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება. (მარკ.12, 29-31) ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. (ილია II) |
A.V.M |
![]()
პოსტი
#416
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ბოდიშს გიხდით არასწორი კითხვისთვის. არა უშავს... ციტატა . დავაზუსტე, ანგელოზს უთქვამს ადამიდან მოყოლებული მთელი საგვარეულოს მიცვალებულთათვის ილოცეთო მართალი ბრძანდები... ციტატა მაგრამ თუ ეჭვი მაქვს, ვთქვათ, რომ ერთი-ერთი წინაპარი ჯოჯოხეთში მოხვდა, 12 წირვის შეკვეთით ხომ შესაძლებელია დახმარება? ისე არ გავიგოთ ეგ,რომ მხოლოდ თორმეტი წირვა და მორჩა. ბიბლიურ და წმ.მამების სიტყვებში ბევრი ფაქტია,როდესაც რიცხვები(და ფაქტები) სიმბოლურად მოიხსენიება. კარგი იქნება თუ მხოლოდ რამდენიმე წირვით არ შემოიფარგლებით და იმდენს ჩაატარებთ რამდენის შაშუალებაც გექნებათ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
karpaki |
![]()
პოსტი
#417
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.
ღმერთი ღრმაა ერთი. ღმერთი არის სიყვარული. ნათლული რომ წარწყმდეს და ჯოჯოხეთში მოხვდეს, ნათლიასაც მოეკითხება თუ როგორ და რამდენად იზრუნა მან თავისი ნათლულის სულის გადარჩენისათვის. მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს. ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ. ჯვარშია მთელი ძალა. საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც. ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს. ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ, ლოცვა მთებს ძრავს. პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ მამაო ჩვენო, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება. ყოველი ცოდვა მტრობაა უფლისა. ვის ემტერები, იცი რას გიზამს!? გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე. ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე. ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში. წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან - ტელევიზიით გადასცემენ. ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
marine |
![]()
პოსტი
#418
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უთქვამს ერთ ქადაგებაში - ოთხ ბერზე გადაიარა საქართველოს ეკლესიის ბედმა იმ უღმერთო რეჟიმის პერიოდში. ესენი არიან: წმ. მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), არქიმანდრიტი ვიტალი, არქიმანდრიტი გაბრიელი და მე, თქვენი მონა-მორჩილიო.“
/დეკ. იოანე ბარკალაია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიამი |
![]()
პოსტი
#419
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა 12 შეკვეთილ წირვას ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სული როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს არა მგონია ეს აზრი შეწყნარებული იყოს ეკლესიის მიერ და საერთოდ საეჭვოა, თქვა თუ არა სინამდვილეში ასეთი რამ მამა გაბრიელმა. მისი ბევრი სიტყვა შელამაზებულ-გადაბრუნებულ-გადმობრუნებული მოდის ჩვენამდე. ასე ადვილი რომ იყოს "როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს" ადამიანის ცხონება, რა კარგი იქნებოდა, დავტოვებდი ანდერძად 12 შეკვეთილი წირვა ჩამიტარეთ-მეთქი, შესაწირ თანხასაც ზედ მივაყოლებდი და წავიდა ცოდვებიიიიიიი ![]() ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#420
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მარიამი
გეთანხმები აბსოლიტურად. ნუ აქაც ჩემი აზრით ფანატიზმთან გვაქვს საქმე. მამა ლევან მათეშვილი ამბობს ერთგან-: ,,პრობლემა მამა გაბრიელსა და მამა გიორგიში კი არაა . პრობლემა ხალხშია.'' მივაკერებთ-მოვაკერებთ რაღაცეებს . ვირწმუნებთ შეუცდომლობას და.ა.შ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 12:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი