IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 30 31 32  
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
marine
პოსტი Feb 29 2024, 06:44 PM
პოსტი #621


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მამის საფლავის გახსნა უდიდესი სიფრთხილითა და მოკრძალებით აღესრულა. გაითხარა სამარხის მიმდებარე ტერიტორიაც, რომ წმინდა ნაწილების აღმოყვანება თავისუფლად მომხდარიყო. საფლავში ჩასული იყო 4-5 მოძღვარი, რომლებიც წმინდა ნაწილებს მიწის მტვრისაგან არქეოლოგიური ფუნჯებით წმენდნენ. ერთ-ერთი მოძღვარი, რომელსაც წილად ხვდა პატივი მონაწილეობა მიეღო, იყო დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე, რომელსაც თავისი შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ: "ყოველივე ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. საფლავში რომ ვიყავით და ვთხრიდით, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს სხვა სამყაროში ვიმყოფებოდით. რაღაც განსაკუთრებული მადლი იგრძნობოდა. არც საუბრის სურვილი გვქონდა და არც სხვა რამეზე ფიქრი შეგვეძლო; მხოლოდ ერთადერთი აზრით ვიყავით მოცულნი... ბოლო ეტაპზე, როგორც არქეოლოგები, ისე ვმუშაობდით ფუნჯებით, რომ არ დაზიანებულიყო არაფერი. გათხრების დროს მიწიდან გამოანათა ასევე მამა გაბრიელის სკვნილის თეთრმა ბურთულებმა... აშკარად გვქონდა დიდი სიწმინდის შეგრძნება. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რას განიცდის ადამიანი და ჩვენ ყველანი უდიდეს მადლს ვგრძნობდით!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2024, 04:06 PM
პოსტი #622


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საკურთხეველშიც შევიყვანე [დეკ. გიორგი ბერძნიშვილი]. ტრაპეზს მოეფერა და სურათიც მაშინ გადავუღე...

"- აი, ეს ჯვარი კი გაბრიელის ნაქონია", - მითხრა უკან რომ დავბრუნდით და კვლავ ჩვენს სკამზე ჩამოვჯექით. "- ხედავ როგორი გაცვეთილია? გაბრიელს უხეში ხელები ჰქონდა და ჯვარს რომ სულ ეფერებოდა, იმისგან გაცვდა...

- მე რომ მაკურთხა პატრიარქმა ილიამ ეს ჯვარი მომცა და მითხრა: ' - აჰა, გაბრიელის ჯვარს გაძლევ და აბა შენ იცი, როგორ ატარებო..." მამა გიორგიმ ჯვარი მოიხსნა და მომაწოდა "- წაიკითხე რა აწერიაო" " - 1797, ,220 წლის ყოფილა", - ვემთხვიე ჯვარს და რადგან მოხუცებულს ხელები უკანკალებდა, მკერდზე ჯვარი ჩემი ხელით ჩამოვკიდე.

" - სულ მალე, სწორედ მასე დამკიდებენ მაგ ჯვარსო", - თქვა და კვლავ გულიანად გაიცინა...

მერე ძლივძლივობით ადგა, მამაპაპურად დაგვლოცა და ფარფატით კვლავ ნიავს გაყვა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2024, 05:12 PM
პოსტი #623


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მონასტერში ხდებოდა მონაზვნად აღკვეცა. შევიდა მამა გაბრიელი და ყველას აიძულა, მუხლი მოედრიკათ, ეპისკოპოსსაც კი, რომელიც აღასრულებდა ღვთისმსახურებას.

"ყველამ დაიჩოქეთ! აქ მე ვარ მთავარსარდალი", - თქვა მან.

ყველამ მართლაც დაიჩოქა.

"რას ტანჯავთ ამ საწყლებს?! დედებო, ყველანი ადექით, წამოდით ჩემთან", - გააგრძელა მან.

სხვა ვინ გაბედავდა ამის გაკეთებას? - მამა გაბრიელმა ჩაშალა აღკვეცა და ყველა თან წაიყვანა. თან უთხრა მათ:

- ოღონდ არა საჭირო, ნუ მეტყვით, რომ თქვენ ორ-ორი ამ სამ-სამი ფრთა გაქვთ. არავის არ გაქვთ ფრთები. მალე მოვა სული წმიდა და თქვენ ყველა მას დაინახავთ.

ყველა ელოდა ზეციდან ხილვას, სინამდვილეში კი ორ საათში მოვიდა გლახაკი და სთხოვა მათ:

- მაჭამეთ რამე, - მაგრამ მას არავინ მიაქცია ყურადღება.

და როცა მათხოვარმა დააპირა წასვლა, მამა გაბრიელმა თავისთან უხმო, მისცა ფული, აჭამა და უთხრა მონაზვნებს:

- სული წმიდა მოვიდა, თქვენ კი ყურადღებაც არ მიაქციეთ!

და ყველა სინანულში ჩავარდა.

დიდება უფალს!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2024, 10:09 AM
პოსტი #624


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღირსი მამა გაბრიელის უფროსი დის მოგონება

"ჩვენ მისი არ გვესმოდა. ის ბავშვობიდან სულ სხვა იყო, განსაკუთრებული მგრძნობიარე გულის. როცა მას მღვდლად ხელი დაასხეს მორწმუნე ხალხი პატივს მიაგებდა, გაბრიელი კი სახლში დაბრუნებისას შედიოდა ეკლესიაში და მოთქმით ტიროდა.

ერთხელ ეკლესიის კარი იყო ღია, მე გავიგვე ტირილის ხმა, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე:

- ვასიკო, ძმაო, რატომ ტირი ასე, რამე ცუდი ამბავია?

მან კი მიპასუხა:

- დაო, ქრისტე ბაგაში დაიბადა, მე კი ხალხი პატივს მცემს და ხელებს მიკოცნისო.

ძნელია, გაიგო მისი ასეთი სიმდაბლე.

ის ყრმობიდან იყო გამსჭვალული ქრისტეს სიყვარულით, ყველაფერი მისთვის უნდოდა, თავისთვის კი - არაფერი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2024, 06:43 PM
პოსტი #625


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან ქრისტემ პირველმა გაიარა გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა, ეს ყველა მისმა მიმდევარმა უნდა იცოდეს"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2024, 06:48 PM
პოსტი #626


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთისგან ბოძებული სულიერება ბავშვობიდანვე უსწრებდა წინ მის ფიზიკურ ზრდას. ამიტომაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოეყო ოჯახს, ეზოში თავისი ხელით ააშენა სენაკი ალიზით, ისე პატარა, მხოლოდ თვითონ რომ შეძლებდა დაძინებას და იქ გადავიდა საცხოვრებლად. შიგ სარეცელიც კი არ ედგა. დედას შეეცოდა და მის დაუკითხავად იმ დროს შეიტანა ბალიში, როცა თვითონ სენაკში არ იმყოფებოდა. მოვიდა თუ არა, ბალიში ნაჯახით აკუნა და განრისხებულმა თქვა: "როგორ გაბედე ბერის სენაკში უნებართვოდ შესვლა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იმდენად ღარიბი იყო, თავის მისადრეკელიც კი არ ჰქონდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2025, 07:40 PM
პოსტი #627


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2015 წლის 29 ნოემბერს სამთავროს დედათა მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები საზეიმოდ გადაასვენეს მისთვის საგანგებოდ დამზადებულ ახალ ლუსკუმაში".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2025, 05:24 PM
პოსტი #628


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადრეც და ეხლაც ხშირად მიფიქრია იმაზე თუ რატომ ეძალებოდა ასე ძალიან სასმელს მამა გაბრიელი? ნუთუ ეს მარტო სისუსტე იყო მისი და სხვა არაფერი? მე ასე მგონია, რომ ნასვამი იმ ნიღაბს უფრო გაბედულად ატარებდა, რასაც იგი უმეტესად იყო ამოფარებული. ნამდვილ გაბრიელს ჩვენ თითქმის ვერ ვხედავდით, იგი თავის თავს უმეტესად აჩენდა მძიმე სნეულებისას, როცა სასმელებით უკიდურესად დასუსტებული და ძალაგამოცლილი სარეცელზე იყო მიგდებული, როცა მას აღარ ჰქონდა თავი ნიღბის ტარებისა, როცა თვით უფალი პატრონომდა მას უძლურებაში ჩავარდნილს. მაშინ ეუფლებოდა საოცარი სინანული, რაღაც ისეთი, რომლის წინაშეც მზად იყავი მოგეხარა ქედი. მე სწორედ ასეთი მომწონდა გაბრიელი, მოუძლურებული, დასუსტებული, დამდაბლებული და მონანული, ვიდრე უცნაურად შეოსილი, ზოგჯერ ტანკისტის ქუდით შებურვილი, ხელებაღმართული და ქადაგად დაცემული, როგორსაც ვხედავდით ხოლმე ცხოვრებაში. როგორი მძიმე იყო მისთვის ამ ნიღბისა თუ ჯვრის ტარება, ამაში მე არაერთხელ დავრწმუნდი"

/მთავარეპისკოპისი ზოსიმე (შიოშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2025, 09:13 PM
პოსტი #629


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა გაბრიელს სალოსობით და მერე კი მძიმე სენ შეპყრობილს უფლის დიდება და მადლობა არ მოშლია ბაგეებიდან"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2025, 08:41 PM
პოსტი #630


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ არ დაეცი, ღვთის ძალას ვერ შეიცნობ. მე რომ ცოდვილი არ ვიყო, ცოდვილებს რა შემაყვარებდა"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2025, 06:16 PM
პოსტი #631


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბავშვივით სუფთა, წრფელი და უნაკო უნდა იყო და არა ბავშვური გონება გქონდეს"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2025, 06:37 PM
პოსტი #632


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისაგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2025, 07:32 PM
პოსტი #633


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიცოცხლეში მამა გაბრიელი ამბობდა: "მარად მკვდარი არ გეგონოთ. მე საფლავშიც ცოცხალი ვიქნები. მივდივარ რომ თქვენი მეოხი ვიყო ღვთის წინაშე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2025, 07:44 PM
პოსტი #634


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა გაბრიელთან ყოველი შეხვედრის წინ ვცდილობდი აღსარება მეთქვა და ისე წავსულიყავი, ჩემი ამპარტავნების გამო საჯარო მხილებისა მეშინოდა. სანამ მივიდოდი გული მიკანკალებდა, სულიერად ვშიშვლდებოდი, კეთილი საქმეები ქრებოდა, ჩემს წარმოსახვაში რჩებოდა მხოლოდ შეცდომები. ესეთი შეგრძნება დიდხანს არ გრძელდებოდა, ცოტა ხნის შემდეგ იწყებოდა ნეტარი წუთები. მიდიოდი ცოდვილი, შავი და ბრუნდებოდი შეცვლილი უფრო სპეტაკი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2025, 08:36 PM
პოსტი #635


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვისაც მამა გაბრიელი უყვარს, ის, ყველა, ღვთისშვილია"

/მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2025, 08:52 PM
პოსტი #636


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მინდა, გავბედო და გაბრიელ ბერს ასეთი ტროპარი ვუძღვნა: მაცხოვრის გულისსიტყვისა უშრეტო ნაკვერცხალო, ბოლო ჟამის ქართველთა სიწრფოებაო, ლბილთა და სულთა ჩვენთა სწრაფშემწეო, სალოსო გაბრიელ, შენებრი გულშეტაცებით განჰმართენ ცოდვილნი გზანი ჩვენნი მაღლის ღმერთისკენ. ამინ!"

/გრიგოლ რუხაია, მწერალი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2025, 09:23 PM
პოსტი #637


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[2025 წლის] 29 აპრილს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ლეჟუბნის დასახლებაში ღირსი გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის სახელობის ტაძარი აკურთხა. თანამსახურებდა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი თეიმურაზ რუხაძე დადგინდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2025, 06:13 PM
პოსტი #638


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თვითონ უშიშარი გახლდათ, არაფრის ეშინოდა. ნებისმიერ ადამიანს დაამარცხებდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2025, 07:01 PM
პოსტი #639


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ასე ლამაზად და სათნოდ მიეახლა არქიმანდრიტი გაბრიელის სული ღმერთს და ხორცი მიწას. გავიდა ამ სოფლიდან ქრისტესა და მოყვასის უბადლო სიყვარულით აღვსილი სალოსი, მამხილებელი ხშირად და არასდროს განმკითხავი, მრავალნატანჯი და გულნატკენი ღვთისმსახური"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2025, 07:18 PM
პოსტი #640


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სხვათა შორის, [ციხისჯვრის (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში) წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის ტაძრის] ადგილი, ეს მიწა სასწაულებრივად გადმოგვეცა. სულ მაოცებდა, ასე უცებ როგორ მოხდა ტაძრის აშენება. ყველაფერი თავისით მოდიოდა. ტაძარში მობრძანდა ერთი ბერძენი ქალი. მამა გაბრიელის ნახატი ნახა, დედაოს უთხრა, ეს კაცი აქ ნანახი მყავსო.

ამ ადგილას ადრე იყო ბავშვთა დასასვენებელი ბანაკი. ეს ქალი ყვება, მოვდიოდი და მაგ ადგილას კვერთხით ხელში იდგა ეს კაციო.

ასე რომ, ახალციხის მხარეში (ბორჯომში, ბაკურიანში) ყოფნისას, აუცილებლად მოილოცეთ დიდი სასწაულის მომვლინებელი პატარა ტაძარი, სადაც რწმენით სავსე ადამიანების ლოცვით გაჯერებული აურაა და ღვთისმსახური დედა-შვილი მამა გაბრიელის მიერ გაბედნიერებული ადამიანების სიხარულებით ხარობს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 30 31 32
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2025 - 09:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი