IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 31 32 33  
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
marine
პოსტი Mar 2 2026, 05:54 PM
პოსტი #641


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,474
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედაჩემი საკმაოდ ხანშია უკვე და აქვს ასაკობრივი წუხილიც, ხერხემალი, სახსრები აწუხებს, ერთხელ ვესტუმრე და ვხედავ, ძალიან შეწუხებული, გატანჯული სახე აქვს, ეტყობა ამ ტკივილებისგან დაიღალა.

ძალიან განვიცდი დედის ასაკს, მისი ყველა ტკივილი ჩემთვის დიდი დარდია. მაშინვე სწორედ მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი შევთავაზე, ლოცვა ვთქვი და დიდი რწმენით და ჩემი ხელით ვაცხე ეს წმინდა ზეთი, გავუკეთე მასაჟები, ვეფერე და ვხედავ, რომ დამშვიდდა, ლამაზი სახეც დაუწყნარდა. მეც მოვხალისდი.

რაღაც საქმეს შევუდექი, გავიხედოთ და ეს ცოტა ხნის წინ ტკივილებისგან გატანჯული ქალი ჩემს წინ დადგა გამოპრანჭული, ლამაზად ჩაცმული, დავარცხნილი და გამომიცხადა საქმეზე მივდივარო. თან გამიკვირდა, თან გამიხარდა.

წავიდა დედა ყოჩაღად სადღაც. კარგი ხნის მერე მობრუნდა შინ ბედნიერი, გახარებული სახით. დღეს ჩემ მხატვრებთან ვიყავიო, რამდენი წელია არავინ მინახავსო და ისე გაიხარეს ჩემი ნახვითო, მეც ისეთი გახარებული ვარო. ეს რა კარგი ვქენი, რომ წავვედიო და ჰყვებოდა ახალგაზრდული სიხალისით მეგობრებთან გატარებულ დღეზე.

ვუსმენდი, ვუყურებდი და გულში მადლობას ვწირავდი მამა გაბრიელს, სიხარულის მომნიჭებელ წმინდანს. ვის შეეძლო ისეთი ტკივილების პატრონისთვის უცებ ამდენი სიხარული ეჩუქებინა? რა თქმა უნდა, ღვთის წმინანდებს, რა თქმა უნდა, მამა გაბრიელს"

/დალი ანთიძე-ციმერმანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 31 32 33
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th March 2026 - 10:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი