IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა
mogzaura
პოსტი Dec 2 2006, 03:26 PM
პოსტი #1


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა

დაუსაბამოო და დაუსრულებელო, უხილავო და მიუწვდომელო, უძლეველო და მოწყალეო, სიყვარულო და სასოებაო ჩვენო, წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, - დიდება შენდა.

ძეო ღვთისაო, უფალო იესო ქრისტე, თანაარსო და თანასწორო მამისაო, სიტყვაო მამისაგან მხოლოდშობილო, ჩვენთვის განკაცებულო, ჯვარცმულო, მკვდრეთით აღმდგარო და ამაღლებულო, მეორეს მოსვლისას წყალობით განმკითხველო და შემწყნარებელო მონანულთაო, - დიდება შენდა.

სულო წმიდაო, უფალო, მამისაგან გამომავალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო, - დიდება შენდა.

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, ერთღვთაებობით თაყვანისცემულო, არსთაგანმრიგეო, - დიდება შენდა.

„შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო და გევედრებით, შენ ღმერთო ჩვენო“.

ყოვლადწმიდაო სამებაო, რომელსა გაქუს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, შეგივრდებით უხმარნი ჩვენ მონანი და მხევალნი შენნი სრულიად საქართველო, ყოველნი ქართველნი და ჩვენთა წინაპართა სახელით გევედრებით, მოგვანიჭე განცდაი ცოდვათა ჩვენთა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, წინაშე შენსა მოვიდრეკთ მუხლთა სულისა და ხორცთა ჩვენთასა, აღგიარებთ უსჯულოებათა ჩვენთა და გთხოვთ, მოწყალებით შეგვინდე ჩვენ და ჩვენთა წინაპართა მრავალნი ცოდვანი ჩვენნი.

მიუტევე ერსა ჩვენსა პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა - ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ, ვითარცა ცარიელნი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებასა ბრძენისა სოლომონისა: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი“ (იგავნი 29,23). „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა“ (იგავნი, 16,18).

უფალო, განგვკურნე ჩვენ ამ სენისაგან და შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა და ურწმუნოება, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიის შეურაცხყოფა, მართლმადიდებელი სარწმუნოების უარყოფა, შეგვინდე უფალო სასულერო პირთა და ბერ-მონაზონთა დევნა და დამცირება.

გვაპატიე, ღმერთო, სამშობლოს ღალატი და ორგულება, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, დედათა მიერ ჩვილთა მუცლად მოწყვეტა.

დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძაობით.

გცოდეთ, უფალო, მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: „წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი“ (მეორე სჯული 27,16), - როგორც ბრძანებს მეფე სოლომონი.

ვცოდეთ, უფროსების დამცირებით, განკითხვით, გარდაცვლილთა ულოცველობით, მათთა ნაშრომთა და დაღვაწთა დაუცველობით და დაუფასებლობით.

ვცოდეთ არაწმიდა ფიქრით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, სიმდიდრის სიყვარულით და მასზე იმედის დამყარებით;

შეგვინდე და გვაპატიე, უფალო: ლოთობა, ნარკომანია, მტრობა და ღვარძლი, სხვისი ნაკლისა და ცოდვების განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარება, პატივმოყვარეობა, ქონებისა და ფულის უაზროდ ფლანგვა, მომხვეჭელობა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, პირადი განდიდების სურვილი.

ღმერთო მოწყალეო, ვცოდეთ უსაქმურობით, დაზარებით, უიმედობით, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრებით, მკითხავთა დაჯერებით, ოთხშაბათ-პარაკსევს და სხვათა მარხვათა დარღვევით, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვაზე დაუსწრებლობით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, შვილების, ახლობლებისა და სხვა ადამიანების წყევლით, ჭეშმარიტი რწმენისა და სულიერების გარეშე შვილთა აღზრდით, არაეკლესიური, ამაო ცხოვრებით და მრავალი სხვა ცოდვით.

ჩვენცა უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა - სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა შეგვინდევ უღირსად მსახურება შენი, შეგვეწიე, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ.

ჰოი, უფალო, მუხლმოდრეკილნი გევედრებით ჩვენთა წინაპართა, სრულიად საქართველოსა და ყოველთა ქართველთა სახელით, მკვიდრთა საქართველოისათა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ჩვენთა თანამემამულეთა სახელით, და შეგთხოვთ, მოიხილე ჩვენ ზედა დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებანი და ცოდვანი ჩვენნი. გვასხურე ჩვენ უსუპითა და განვსპეტაკნეთ. შეახე ყოვლადწმიდა ხელი შენი სულსა და ხორცსა, გულსა და გონებასა ჩვენსა და განგვწმიდენ ჩვენ.

მწყემსო კეთილო, რომელმან გვზარდე, და გვწურთნე წელნი ათასეულნი და მრავალთა განსაცდელთაგან საკვირველად გვიხსენ, აწცა მოგვხედე მოწყალებითა.

შეჭირვებულნი გევედრებით, აღადგინე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, დალოცე მამული ჩვენი და ყოველი მკვიდრი მიწისა ამის, მტერნი და მებრძოლნი ჩვენნი მოყვარედ მოაქციენ, მოგვეც, მოწყალეო, შეუორგულებელი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მშვიდობა, სიბრძნე, თავმდაბლობა, სიხარული, გული გონიერი, უნარი ცოდვათა მიტევებისა, უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, შთაგვაცვი სამოსელი სპეტაკი ნათლისღებისა და შეგვაერთე სიყვარულითა, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და შენ იყო მწყემსი ჩვენი კეთილი.

ცოდვათა ჩვენთა ზღვა აღძრულ-არს და დანთქმასა გვიქადის, მაგრამ შენზედა მონდობილნი, უფალო, ვსასოებთ, რათა აღსრულდეს ნათქვამი შენი: „მეწამულიც რომ იყვეს თქვენი ცოდვები, თოვლივით განვასპეტაკო; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით ვაქციო. ნისლივით წარვხოცავ უსჯულოებათა შენთა და ღრუბელივით ცოდვათა შენთა; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე შენ“ (ისაია 1,18, 44,22).

მკვიდრნო ყოვლისა საქართველოისა და ყოველნო ქართველნო. „განღებულ არს კარი სინანულისაი, შევიდეთ მას შინა, ძმანო შევინანოთ შეცოდებანი ჩვენნი, რათა მიერ გამოვიდეთ წმიდანი ხორცითა და განათლებულნი სულითა“ (იოანე მინჩხი).

უფალო ჩვენო, გულთა მხილველო ისმინე და შეიწირე აღსარებაი ჩვენი მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. გვაცხოვნენ ჩვენ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.

2003 წლის 9 მარტი





orthodoxy@wanex.net


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 2 2006, 08:33 PM
პოსტი #2


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



დღეს წავიკითხე ზუსტად ამ ვებ- გვერდზე.

ამინ.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თეკლა
პოსტი Dec 3 2006, 08:40 PM
პოსტი #3


დაკარგული :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 238
რეგისტრ.: 22-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 105



მაგარი ლოცვაა..სულსა და გულში ჩამწვდომია...


--------------------
გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Dec 3 2006, 09:07 PM
პოსტი #4


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



თეკლა
ნამდვილად, საოცარი ლოცვაა
კარგი იქნება თუ ყოველდღე წავიკითხავთ ამას, მთელი ერი თუ არა ვინც ეკლესიურია ის მაინც, და შეგვეწევა უფალი


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თეკლა
პოსტი Dec 4 2006, 12:56 AM
პოსტი #5


დაკარგული :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 238
რეგისტრ.: 22-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 105



QUOTE(Cotne @ Dec 3 2006, 09:07 PM) *

თეკლა
ნამდვილად, საოცარი ლოცვაა
კარგი იქნება თუ ყოველდღე წავიკითხავთ ამას, მთელი ერი თუ არა ვინც ეკლესიურია ის მაინც, და შეგვეწევა უფალი

გეთანხმები ნამდვილად კარგი იქნება..
ისე ძალიან მიყვარს როცა რამე საქმეს ვინმესთან ერთად ვაკეთებ rolleyes.gif
მაგალითად 7-გზის ლოცვას რომ ვკითხულობ ასე მგონია მთელ საქართველოსთან ერთად ვკითხულობ smile.gif


--------------------
გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Dec 4 2006, 01:58 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



mogzaura! დიდი მადლობა ამ საოცარი ლოცვის გამოქვეყნებისათვის!

ყოველთვის გაოცებული და აღტაცებული ვარ პატრიარქის უნარით - ასეთი წარმოუდგენელი სიმძიმის ტვირთის(ანუ ჩვენი ცოდვების) ზიდვის გამო!

უფალს ებარებოდეს ჩვენი პატრიარქი!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 06:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი