IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> "ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი", ექადაგა თუ არა სახარება დედამიწის ზურგზე ყველას
ვეშაპო
პოსტი Dec 3 2006, 12:48 AM
პოსტი #1


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



როდესაც ადმირალი კორტესი შევიდა მექსიკაში, მას იქ დახვდა ადგილობრივი ხალხი აცტეკები, რომლებიც იყვნენ წარმართები და ძალიან სასტიკი ზნე-ჩვეულებები ახასიათებდათ.
სისხლიანი მსხვერპლ-შეწირვები; ორთაბრძოლაში დამარცხებული მოწინააღმდეგის გულის შეჭმა; კალათბურთის მაგვარ სარიტუალო თამაშში დამარცხებული მოწინააღმდეგისთვის ხელ-ფეხის და თავის მოკვეთა და ა.შ.
ამ ხალხს ქონდა ასევე თავისი მაღალგანვითარებული კულტურა.
როდესაც ესპანელები მათ დედაქალაქში "ტენოჩტიტლანში" (ახლანდელი "მეხიკო") შევიდნენ, განცვიფრებისაგან პირები დააღეს.
ეს იყო იმდროინდელ მსოფლიოში ყველაზე დიდ ქალაქზე "კონსტანტინოპოლზე" 3-ჯერ დიდი ქალაქი 500 000-ანი მოსახლეობით და მშვენიერი და გრანდიოზული შენობებით.
თავის მხრივ ამ "აცტეკებსაც" ეს ტერიტორია 300 წლით ადრე ქონდათ დაპყრობილი, სადაც კიდევ მათზე უფრო მაღალგანვითერებული ხალხი "ტოლტეკები" ცხოვრობდნენ. აცტეკებმა შეითვისეს ამ ხახლის რელიგია და კულტურა.
ეხლა, რამ განაპირობა 1500 ესპანელის მიერ ამხელა სახელმწიფოს დამარცხება.

აცტეკების (ალბათ ტოლტეკებისაც) რელიგიაში იყო გავრცელებული ასეთი შეხედულება მათ ერთერთ ღმერთზე, რომელსაც ისინი "კეცალკოატლს" უწოდებდნენ:
ეს ადამიანი მოვიდა დიდი ზღვის (ატლანტის ოკეანე) აღმოსავლეთით მდებარე "აცტლანის" ქვეყნიდან.
იგი ნაპირს მოადგა პატარა ნავით.
იგი იყო თეთრკანიანი და ატარებდა წვერს (ინდიელებს წვერი არ ამოსდით).
ამ კაცმა, ინდიელების გადმოცემით, მათ ასწავლა მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა. ასევე იგი ქადაგებდა სიკეთეს, სათნოებას, თავმდაბლობას, შრომას და ა.შ.
ზუსტად არ მახსოვს რატომ, მაგრამ ბოლოს ეს "ღმერთი", "კეცალკოატლი", ინდიელებმა გააძევეს და განაწყენებულმა "კეცალკოატლმა" მათ დაუტოვა ისეთი წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც, მისი მოდგმის თეთრკანიანი და წვერიანი ადამიანები ამ ინდიელების შთამომავლებს და მათ მოდგმას გაასწორებდნენ მიწასთან და დედაბუდიანად ამოთხრიდნენ.
ამ გადმოცემას ეს ხალხი ინახავდა საუკუნეების მანძილზე და ესპანელების შემოსვლისას ისინი სწორედ "კეცალკოატლის" შვილებად მიიღეს. სწორედ ამიტომ დახვდნენ მათ დიდი სტუმარმასპინძლობით და ა.შ.
შემდეგ როცა მიხვდნენ თუ ვინ იყვნენ ისინი, კი გაუჩაღეს ბრძოლა, მაგრამ სასტიკადაც დამარცხდნენ.
1500-მა ესპანელმა, მუსრი გაავლო დაახლოებით 200 000 კაცს, როცა თვითონ მაგ ექსპედიციის დროს 600-700 კაცი დაკარგეს. ნუ შემდეგ ეს ქვეყანა ესპანეთმა საბოლოოდ დაიპყრო.

ეხლა, მე გამიჩნდა ასეთი კითხვა:

ზემოთაღნიშნული "ღმერთი", "კეცალკოატლი" (რომელიც თეთრკანიანი იყო და წვერს ატარებდა, რომლის სწავლებების შესახებ ინდიელებს მხოლოდ ის შემორჩათ, რომ იგი ასწავლიდა მათ წინაპრებს მიწათმოქმედებას და მოსავლის მოყვანას, ქადაგებდა მშვიდობას, სათნოებას, სიკეთეს და ა.შ.), ხომ არ იყო რომელიმე მოციქული?

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 3 2006, 12:51 AM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მარტო აქ დაწერილი მონაცემებით მაგას ვერავინ დაამტკიცებს და ვერც უარყოფს. დამატებითი ინფორმაციაა საჭირო unsure.gif მე მაქვს წიგნი "ტენოჩტიტლანის დაცემა". შეიძლება იქ ეწეროს რამე. ბავშვობაში მაქვს წაკითხული და დეტალები აღარ მახსოვს.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2006, 12:56 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მე ეს გადმოცემა სხვანაირად ვიცი, მათ ქონდათ არა სწავლება რომ მოვიდა, არამედ მოვიდოდა blink.gif თუ არ ვცდები თეთრკანიანები ღმერთებად აღიქვეს. . .

მაგრამ რა ვუყოთ ზომბის კუნძულებს, ან თუნდაც ოკიანეთს? ექადაგათ მათ სახარება?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 3 2006, 12:57 AM
პოსტი #4


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



სულაც არაა გასაკვირი ასეთი ვერსია smile.gif
თუმცა, სამწუხაროდ არგუმენტების გარეშე ეს მხოლოდ ღიმილისმომგვრელი იქნება ისტორიკოსებსა და მეცნიერთათვის. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 3 2006, 12:59 AM
პოსტი #5


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



მარიამი
ციტატა
მარტო აქ დაწერილი მონაცემებით მაგას ვერავინ დაამტკიცებს და ვერც უარყოფს.

მაგაში გეთანხმები.
მაგას ვერანაირად ვერ დაამტკიცებს ვერავინ, ვერანაირი ცნობებით.
უბრალოდ ძალიან საინტერესო ფაქტია.
ვინ უნდა ყოფილიყო ის თეთრკანიანი ადამიანი, რომელიც ძველ დროში მიადგა მათ ნაპირებს აღმოსავლეთის მხრიდან და გამოიყვანა ისინი ველური ცხოვრებიდან.
შესაძლოა ვინმე მოგზაურიც კი ყოფილიყო, რომელმაც უბრალოდ განჭვრიტა ის, რომ მისებრ სხვებიც მოადგებოდნენ ამ ნაპირებს და დაიპყრობდნენ ახალ ქვეყანას.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Dec 3 2006, 01:00 AM
პოსტი #6


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ვეშაპო
მართლა საინტერესო თემაა და თუ ეგ დამტკიცდა ე.ი. მექსიკას ეკუთვნის ავტოკეფალია tongue.gif

ამას კარგი კველაძიება სჭირება.... wink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2006, 01:03 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



უკაცრავად თავი შემახსენეთ მოყვანილი აგრაფის.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 3 2006, 01:06 AM
პოსტი #8


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



მნათე
ციტატა
მაგრამ რა ვუყოთ ზომბის კუნძულებს, ან თუნდაც ოკიანეთს? ექადაგათ მათ სახარება?

მე როგორც ვიცი:

"ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი"


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2006, 01:08 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე როგორც ვიცი:


განხდა სიტყვანი მათნი რა თქმა უნდა არ ნიშნავს მოციქულები წავიდნენო, მაგრამ ისმინეს კი სახარება ავსტრალიაში?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 3 2006, 01:09 AM
პოსტი #10


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



მნათე
ციტატა
არ ნიშნავს მოციქულები წავიდნენო,


წმინდა ნინო და მისნაირებიც არ იგულისხმებიან მოციქულებში?


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2006, 01:11 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
წმინდა ნინო და მისნაირებიც არ იგულისხმებიან მოციქულებში?


რა თქმა უნდა იგულისხმებიან (მოციქულთასწორებად), მაგრამ თუ არ ექადააგთ მაშინ ვერც ცხონდებიან? აქ საუბარი არაა მოციქულების ფიზიკურ მყოფობაზე თუნდაც ანდემანზე, აქაა მათი სიტყვის გავრცელების არიალზე, სახარების მიხედვით ეს არეალი მთელი სამყაროა.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 3 2006, 01:16 AM
პოსტი #12


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



მნათე
ციტატა
აქაა მათი სიტყვის გავრცელების არიალზე, სახარების მიხედვით ეს არეალი მთელი სამყაროა.

ნუ, ეგეთი წვრილმანები აღარ ვიცი.
მე უბრალოდ დავწერე ასეთი რამ:
თუ შეიძლება, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ან მოციქული, ან მოციქულთა სწორი, რომელიც ქადაგებდა ქრისტიანულ ზნეობრივ ნორმებს. სამწუხაროდ გადმოცემაში არაფერია ნათქვამი ამ ადამიანის მიერ რაიმე რელიგიურ სწავლებაზე, თუმცა შეიძლება ასეთი სწავლებებიც ყოფილიყო, მაგრამ ზეპირი გადმოცემებით ჩვენამდე ვერ მოაღწია.
მე მგონია, რომ სახარებისეული სწავლება ყველას მიეწოდა, მათ შორის დედამიწის მეორე ნახევარსაც (იგულისხმება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები).


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2006, 01:20 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

ნუ, ეგეთი წვრილმანები აღარ ვიცი.
მე უბრალოდ დავწერე სეთი რამ, თუ შეიძლება, რომ ეს ადამიანი იყო ან მოციქული, ან მოციქულთა სწორი, რომელიც ქადაგებდა ქრისტიანულ ზნეობრივ ნორმებს. სამწუხაროდ გადმოცემაში არაფერია ნათქვამი ამ ადამიანის მიერ რაიმე რელიგიურ სწავლებაზე, თუმცა შეიძლება ასეთი სწავლებებიც ყოფილიყო, მაგრამ ზეპირი გადმოცემებით ჩვენამდე ვერ მოაღწია.
მე მგონია, რომ სახარებისეული სწავლება ყველას მიეწოდა, მათ შორის დედამიწის მეორე ნახევარსაც (იგულისხმება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები).


არა რა თქმა უნდა, ახლა სახარება ყველაზე მაღალტირაჟიანი წიგნია, მაგრამ იქ გარკვევითაა ნათქვამი რომ განხდა (!) ფაქტის წინაშე ვართ.

აქ მხოლოდ აცტეკებზე ან თუნდაც მაიას ტომებზე არაა საქმე, აქ ცოტა გაუგებარ მოვლენასთან გვაქვს საქმე, განხდა მოციქულთა ხმა ავსტრალიზე? მე მჯერა რომ განხდა, მაგრამ რა ფორმით? და თუ ადამიანს არ სმენია ქრისტეს რჯული მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, დაიღუპება? ღმერთში ხომ არ არსებობს მიკერძოება. მაშ მეტი შანსი მომეცა მე?

მამისათვის განკუთვნილ თემაში ხომ არ გადაგვეტანა?



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 3 2006, 01:27 AM
პოსტი #14


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მნათე @ Dec 2 2006, 09:20 PM) *

თუ ადამიანს არ სმენია ქრისტეს რჯული მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, დაიღუპება? ღმერთში ხომ არ არსებობს მიკერძოება. მაშ მეტი შანსი მომეცა მე?




მეც მაინტერესებს ეგ, ე.წ. "ველური ტომები" ვინ უნდა მონათლოს? biggrin.gif ისინიც წარწყმდებიან? biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 3 2006, 01:32 AM
პოსტი #15


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



მნათე
ციტატა
და თუ ადამიანს არ სმენია ქრისტეს რჯული მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, დაიღუპება?


მე ვთვლი, რომ ქრისტეს სჯულის მიღების შანსი აქვს უკლებლივ ყველას დედამიწაზე და თუ ასეთმა ადამიანმა არ მიიღო იგი, იგი არ ცხონდება.
თუმცა, თუ ვიგულისხმებთ მუცელში მოწყვეტილ ყრმებს, მაშინ მათ არავითარი შანსი არ ქონდათ ჭეშმარიტი რჯულის მიღებისა და მე როგორც მგონია, მათი ბედი სრულიად ღვთის ხელშია.
მე რა თქმა უნდა დაზუსტებით ვერ ვიტყვი ასეთი ადამიანი წარყმდა, თუ ცხონდა.
მე იმედი მაქვს ღვთის სიყვარულისა ასეთი ადამიანების მიმართ.
პრინციპში ჩემს მიმართაც, მიუხედავად ჩემი ცოდვებისა, მე მაინც იმედი მაქვს მისი სიყვარულისა ჩემს მიმართ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 3 2006, 01:36 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მეც მაინტერესებს ეგ, ე.წ. "ველური ტომები" ვინ უნდა მონათლოს? ისინიც წარწყმდებიან?


რევიცი biggrin.gif

ციტატა
მე ვთვლი, რომ ქრისტეს სჯულის მიღების შანსი აქვს უკლებლივ ყველას დედამიწაზე და თუ ასეთმა ადამიანმა არ მიიღო იგი, იგი არ ცხონდება.
თუმცა, თუ ვიგულისხმებთ მუცელში მოწყვეტილ ყრმებს, მაშინ მათ არავითარი შანსი არ ქონდათ ჭეშმარიტი რჯულის მიღებისა და მე როგორც მგონია, მათი ბედი სრულიად ღვთის ხელშია.
მე რა თქმა უნდა დაზუსტებით ვერ ვიტყვი ასეთი ადამიანი წარყმდა, თუ ცხონდა.
მე იმედი მაქვს ღვთის სიყვარულისა ასეთი ადამიანების მიმართ.
პრინციპში ჩემს მიმართაც, მიუხედავად ჩემი ცოდვებისა, მე მაინც იმედი მაქვს მისი სიყვარულისა ჩემს მიმართ.


აი ესაა ჩემთვის ბუნდოვანი, მე მწამს და ვიღებ რომ უფალი მიუკერძოებელია. . . მაგრამ მაინც ჩნდება კითხვები sad.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 3 2006, 01:40 AM
პოსტი #17


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



გუჯა
ციტატა
მეც მაინტერესებს ეგ, ე.წ. "ველური ტომები" ვინ უნდა მონათლოს? ისინიც წარწყმდებიან?

მაგალითისათვის ავიღოთ აფრიკელი პიგმეები, ან თუნდაც ავსტრალიელი აბორიგენები. ისინი გვერდიგვერდ ცხოვრობენ ცივილიზებულ სამყაროსთან, მაგრამ არანაირი სურვილი არა აქვთ ცივილიზაციის მიღებისა. ამ შემთხვევაში ცივილიზაციის მიღება იქნებოდა მათთვის ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საგნებზე, მათ შორის მართლმადიდებლობაზეც, თუმცა ისინი ამ შანსს არ იყენებენ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 4 2006, 06:49 AM
პოსტი #18


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მამა გაბრიელის (ურგებაძის) ნაუბარი



არამართლმადიდებლების განკითხვაზე (ვინ ცხონდება, ვინ არა)



ხშირად მართლმადიდებელ მორწმუნეთაგან ისმის კითხვა: ვინ ცხონდება? ვინ წარწყმდება? ჩვენ მტკიცედ, და უეჭველად უნდა გვწამდეს, რომ მართლმადიდებლობაა ერთადერთი მართალი სარწმუნოება. შედარებისათვის ნათქვამია: "მართლმადიდებლები იმ ხომალდში ვზივართ, რომელიც მშვიდობით გადალახავს ოკეანეს, ანუ წუთისოფლის განსაცდელებს, სხვები კი მხოლოდ მხარულით ცდილობენ ამ სიძნელეების გადალახვას"
მიუხედავად აღნიშნულისა, როგორ შეიძლება, ან სად გაგონილა, რომ ნამდვილი მართლმადიდებელი მორწმუნე ამბობდეს და ამტკიცებდეს, ჩვენ ვცხონდებით, ხოლო კათოლიკები, მუსულმანები, და სხვა სარწმუნოების ადამიანები უკლებლივ ყველანი წარწყმდებიან. როგორ შეიძლება ქვეყნის გამჩენი მილიონობით ადამიანს აჩენდეს და ამრავლებდეს ხსნის გზის გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ ჯოჯოხეთისა და მარადიული ტანჯვისთვის. ერთი წუთით წარმოიდგინე, შენ რომ სტამბოლში დაბადებულიყავი ხსნის გზის გარეშე, რას იტყოდი შემოქმედის მართლმსაჯულების შესახებ?! იქაც ხომ არიან სიკეთისა და სიავის მომქმედნი?! ნუთუ ეს სულერთია?! ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ კეთილს, მონანულს, შემწყალეს და ჭეშმარიტების მაძიებელ ღვთის მოშიშს, სახიერი ღმერთი არ დატოვებს ხსნის გარეშე, როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს: "
დალოცვილი ქრისტე ღმერთი
ოქროს ტახტზე დაბრძანდება,
ხელში სასწორი უჭირავს
ცოდვა-მადლი იწონება"

ხშირად კეთილ ადამიანს, ღმერთი ისეთ სასწაულსაც უვლენს, რომ მართლმადიდებლურად ინათლება და ჭეშმარიტი ქრისტიანი ხდება.
სირცხვილია და ცოდვა, როცა ვინმე უსიყვარულოდ, განცდისა და დანანების გარეშე ამტკიცებს -ჩვენ ვცხონდებით სხვაბი კი უკლებლივ წარწყმდება. არათუ ჯანმრთელ ცოცხალ ადამიანზე, არამედ მცოდველ მომაკვდავზეც არ შეიძლება დასკვნის გამოტანა ცხონდება თუ წარწყმდება. უფალი ბრძანებს: "დაღათუ იხილო სიკვდილის პირას მცოდველი ნუ განიკითხავ, არა უწყია როგორ განიკითხება ის".
სხვადასხვაა: ცოდვა-ჯოჯოხეთი, ცხონება-სამოთხე და სასუფეველი. ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შეუმოსია ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმ. მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გააკვირვებს ცხონებულს სამოთხეში, პირველი როცა ის იქ მოხვდება, მეორე ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ".
უფალმა შეგვიწყალოს თითოეული ადამიანის განკითხვისაგან, მით უმეტეს მთელი ერისა და ქვეყნისა.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leqso
პოსტი Dec 18 2006, 04:41 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 89
რეგისტრ.: 18-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 73



ციტატა(მარიამი @ Dec 3 2006, 12:51 AM) *

მარტო აქ დაწერილი მონაცემებით მაგას ვერავინ დაამტკიცებს და ვერც უარყოფს. დამატებითი ინფორმაციაა საჭირო unsure.gif მე მაქვს წიგნი "ტენოჩტიტლანის დაცემა". შეიძლება იქ ეწეროს რამე. ბავშვობაში მაქვს წაკითხული და დეტალები აღარ მახსოვს.

ეგ წიგნი წავიკითხე სწორედ ბვშვობაში, მაგრამ როგორც მახსოვს მსგავსი არაფერი ეწერა, ესპანელთა გამარჯვება მათი უკეთესი შეიარაღებით (არკებუზები და არბალეტები, ცხენები), კარგი ორგანიზებით და ადგილობრივთა მოსყიდვით გახდა შესაძლებელი. თუმცა არის ლეგენდა ვიკინგების მიერ ამერიკის აღმოჩენის შესახებაც, მაინცდამაინც შავები და უწვერულნი არც ისინი ყოფილან biggrin.gif ისე მეტად საინტერესო ჰიპოთეზაა.


--------------------
დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 18 2006, 04:49 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მე მგონია ყველაზე რეალური ვერსია უნდა იყოს ნორვეგიელთა "მისია" კოლუმბამდე გაცილებით ადრე.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 10:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი