![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მოციქული |
![]()
პოსტი
#101
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 ![]() |
|
afxazi |
![]()
პოსტი
#102
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მოციქული
ციტატა ერთმანეთს ვერ იტანენ ვისაც თავის ცოდნაში ეჭვი არ ეპარება მას მიზეზი არ აქვს რომ ვინმეს ვერ იტანდეს. ჭელიძეს არანაირი მიზეზი არ აქვს რომ ვერ იტანდეს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მოციქული |
![]()
პოსტი
#103
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 ![]() |
afxazi
მაპატიე ამას რომ გეკითხებით მაგრამ...ეროვნებით აფხაზი ხართ? |
afxazi |
![]()
პოსტი
#104
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მოციქული
არა. ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
დათიკო |
![]()
პოსტი
#105
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მოციქული
ციტატა ედიშერ ჭელიძე ვერ იტანს ედიშერს მართლაც მწვავე რეაქციები აქვს მის სახელს რომ იგებს ხოლმე ![]() afxazi ციტატა ჭელიძეს არანაირი მიზეზი არ აქვს რომ ვერ იტანდეს. პირადად არა, მაგრამ იმ სწავლებას რასაც არქიმანდრიტი ქადაგებს, მართლაც ვერ იტანს და ეს ბუნებრივიცაა ![]() |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#106
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
|
მნათე |
![]()
პოსტი
#107
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა საბოოლოოდ შერიგდებიან...................დარწმუნებული ვარ არქიმანდრიტი პირადი ინდივიდუალობის პიროვნებაა, ამ ინდივიდუალიზმს ვაფასებ მეც... თუმცა გადამეტებულად მკაცრად მეჩვენება ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#108
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
|
დათიკო |
![]()
პოსტი
#109
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
agmsarebeli
ციტატა საბოოლოოდ შერიგდებიან...................დარწმუნებული ვარ მიჭირს დაგეთანხმო. თუკი კარელინი რიგ საღვთისმეტყველო საკითხებში კვლავაც თავის აზრზე დარჩება (და ალბათ ასეც იქნება), ჭელიძე ვერ შეურიგდება ამას. თუნდაც, მაგალითაისთვის, ქრისტეს ყოვლისმცოდნეობის საკითხში, რომელსაც ვრცელი შრომა დაუთმო ჭელიძემ. როგორ უნდა შეურიგდე ამ ერესს? თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, პირადად ადამიანთან დამოკიდებულებაში, არა მგონია რამე პრობლემა ჰქონდეს ან ერთს ან მეორეს. საქმე ქრისტეს სწავლების არასწორ ინტერპრეტაციაშია, რაზეც კომპრომისი წარმოუდგენელია. |
afxazi |
![]()
პოსტი
#110
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
დათიკო
შენც კარგად იცი დავით რომ არქიმანდრიტს და კიდევ მის თანამოაზრეებს პიროვნულადაც რომ არ ეხატებათ გულზე ედიშერ ჭელიძე და ამის მიზეზი კი უნდა იცოდე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მოციქული |
![]()
პოსტი
#111
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 ![]() |
დათიკო
ციტატა მიჭირს დაგეთანხმო. თუკი კარელინი რიგ საღვთისმეტყველო საკითხებში კვლავაც თავის აზრზე დარჩება (და ალბათ ასეც იქნება), ჭელიძე ვერ შეურიგდება ამას. თუნდაც, მაგალითაისთვის, ქრისტეს ყოვლისმცოდნეობის საკითხში, რომელსაც ვრცელი შრომა დაუთმო ჭელიძემ. როგორ უნდა შეურიგდე ამ ერესს? თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, პირადად ადამიანთან დამოკიდებულებაში, არა მგონია რამე პრობლემა ჰქონდეს ან ერთს ან მეორეს. საქმე ქრისტეს სწავლების არასწორ ინტერპრეტაციაშია, რაზეც კომპრომისი წარმოუდგენელია. საქმე ეხება ერესს. ანუ, როგორც ედიშერი ამტკიცებს კარელინი ქადაგებს ერესს. ამაზე ამხილა. თქვენ უმეტესობა ეთანხმებით ედიშერს, ხო? რა გინდათ მწვალებელთან? ![]() თუ მწვალებელი არაა, მაშინ ედიშერი არის მწვალებელი და ცილისმწამებელი... ამიტომ დავწერე ზემოთ რა აზრი აქვს მასთან შეხვედრას? |
მნათე |
![]()
პოსტი
#112
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მე მაშფოთებს ტენდენცია, რომელიც სიძულვილს გამოხატავს არქიმანდრიტისადმი.
მამა რაფაელი ის ქრისტიანია, რომელსაც ყველაზე ნაკლებ ვეთანხმები მთელს საქრისტიანოში, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას მისი შეხედულება აუგის გზას გავუყენო... ციტატა საქმე ეხება ერესს. ანუ, როგორც ედიშერი ამტკიცებს კარელინი ქადაგებს ერესს. ამაზე ამხილა. თქვენ უმეტესობა ეთანხმებით ედიშერს, ხო? რა გინდათ მწვალებელთან? რატომ უნდა შეხვდეთ მწვალებელს? რაფაელი მწვალებელია და ქალთა ქიროტონიის მომხრეები ქრისტეს ეკლესიის ორგანული ნაწილები არიან ხომ? ![]() მე თუ მკითხავ ორივე ეკლესიის შვილია, განსხვავებული აზრი კი მხოლოდ ცივილიზებული საზოგადოების თვისებაა... ციტატა ამიტომ დავწერე ზემოთ რა აზრი აქვს მასთან შეხვედრას? აი ეს არის ანტიაკადემიური და ანტიცივილური გამოსვლა. რავა ყველა ურაა ამ ქვეყანაში ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
afxazi |
![]()
პოსტი
#113
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მნათე
ციტატა მე თუ მკითხავ ორივე ეკლესიის შვილია, განსხვავებული აზრი კი მხოლოდ ცივილიზებული საზოგადოების თვისებაა... განსხვავებულ აზრსაც რომ გააჩნია კი იცი შენ. თუკი ს განსხვავებული აზრი დაპირისპირებას იწვევს ეს უკვე ქრისტიანობა არ არის, თორემ განსხვავებული აზრი შეიძლება ბევრი ვნახოთ სხვადასვა მამებთან. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მოციქული |
![]()
პოსტი
#114
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 ![]() |
მნათე
ციტატა მამა რაფაელი ის ქრისტიანია, რომელსაც ყველაზე ნაკლებ ვეთანხმები მთელს საქრისტიანოში, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას მისი შეხედულება აუგის გზას გავუყენო... მას აქვს ბევრი კარგი ნაშრომი, კარგი ქადაგებები აქვს, და პატრიარქის კურთხევითაც არის ზოგიერთი, მაგრამ არა მარტო ედიშერი, ოსიპოვი და კურაევიც გამოდის მისი ზოგიერთი ქადაგების წინააღმდეგ, აღმოაჩინეს ერესი... არ არის პრობლემა მიხვიდე მასთან და დალოცვა სთხოვო, ცოტა გაესაუბრო, მაგრამ ასე ოფიციალურად მისვლა როცა ის მწვალებლობას ქადაგებს, ცოტა უცნაურია... |
მნათე |
![]()
პოსტი
#115
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა განსხვავებულ აზრსაც რომ გააჩნია კი იცი შენ. თუკი ს განსხვავებული აზრი დაპირისპირებას იწვევს ეს უკვე ქრისტიანობა არ არის, თორემ განსხვავებული აზრი შეიძლება ბევრი ვნახოთ სხვადასვა მამებთან. დაპირისპირებას არა მხოლოდ განსხვავებული აზრი იწვევს დავით... ამ კაცს აქვს თავისი სიმართლე და საკმაოდ ლოგიკური მსვლელობებიც... ბევრისგან განსხვავებით ბაირონი მაინც წაუკითხავს და რამდენადაც მივხვდი პატრისტიკასა და თეოლოგიაზეც მიუწვდება ხელი. მერე რა რომ მისი მსოფლმხედველობა ცოტა არ იყოს, არ არის თავისუფალი ადამიანისთვის? ადამიანებს აქვთ მაგალითები ეკლესიის ისტორიიდან, თუ როგორ იცავდა ერთი მამა ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეკლესიის მაღალი იერარქია ამით ბედნიერი... თუნდაც მაქსიმე აღმსარებელი ავიღოთ და რა ვიცი კიდევ მე... მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ხმას იღებს, ვოტ... ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ცნობიერებ,ა რომ ეკლესიის სასარგებლოდ უნდა ვდუმდეთ, მაგრამ რა არის ეს ეკლესია, აბსტრაქცია? რომელი ეკლესიის სასარგებლოდ უნდა ვდუმდე, სადაც მუდმივად იმის შიშით ცხოვრობენ არიქა ჩემი აზრი სხვამ არ გაიგოს და მერე ამან ჩემს სოციალურ პრობლემატიკას ხელი არ შეუშალოსო? თუ უშიშარი სიმართლე, რომელიც არაფერს ერიდება? რა უფრო აბრკოლებს მრევლს, კარგად შეფუთული ტყუილი თუ პირდაპირ ნათქვამი მწარე სიმართლე? არ არის ეს სწორი აზროვნება... ციტატა მას აქვს ბევრი კარგი ნაშრომი, კარგი ქადაგებები აქვს და მას აქვს გამბედაობა თქვას ის, რასაც ფიქრობს ![]() ციტატა ზოგიერთი, მაგრამ არა მარტო ედიშერი, ოსიპოვი და კურაევიც გამოდის მისი ზოგიერთი ქადაგების წინააღმდეგ, აღმოაჩინეს ერესი... მე პირადად ოსიპოვის ზოგიერთი ქადაგება მგონია ავადმყოფობა. თუმცა მის აპოლოგიებს ვერაფერს შევადარებდი... ციტატა არ არის პრობლემა მიხვიდე მასთან და დალოცვა სთხოვო, ცოტა გაესაუბრო, მაგრამ ასე ოფიციალურად მისვლა როცა ის მწვალებლობას ქადაგებს, ცოტა უცნაურია... ძალიან იდიოტური შეფასებაა ეგ, ეგრე ავგუსტინეს ხატთან არ უნდა ილოცო და რა ვიცი კიდევ მე... მასთან ხარ ერთ ბარძიმში, მწვალებელის ძახილი ასე ძალიან რატომ გიხარია ვერ ვხვდები ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
![]()
პოსტი
#116
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ნეტარი ავგუსტინეც არის, ტერტულიანეც, ორიგენეც და ძალიან ბევრი კიდევ ვის შრომებსაც ვკითხულობთ, მიუხედავად ყველაფრისა.
![]() და დღეს რომ საშუალება მქონდეს ყოველ მათგანს დიდი სიხარულით შევხვდებოდი ![]() |
მოციქული |
![]()
პოსტი
#117
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 ![]() |
მნათე
ციტატა მე თუ მკითხავ ორივე ეკლესიის შვილია, განსხვავებული აზრი კი მხოლოდ ცივილიზებული საზოგადოების თვისებაა... ვახ! არქიმანდრიტის წიგნებითაა სავსე თითქმის ყველა საეკლესიო მაღაზიები, ვინ არ უსმენს მას? განსხვავებული აზრი და მწვალებლური აზრები მგონი განსხვავდება ერთმანეთისგან... ციტატა აი ეს არის ანტიაკადემიური და ანტიცივილური გამოსვლა. მაპატიეთ, არ ვარ ცივილიზებური სამყაროს ნაწილი ![]() ეხლა რომ დავწერო, ბასილ კობახიძეს შევხვდეთთქო, დარწმუნებული ვარ თითქმის ყველა ფორუმელი ჩემს წინააღმდეგ გამოვა! მერე მე რომ დავწერო არ ხართ აკადემიურები და ცივილურებითქო, ალბათ მართალი ვიქნები... პ.ს. ბასილ კობახიძე ერესს არ ქადაგებს როგორც ვიცი. |
k@the |
![]()
პოსტი
#118
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
afxazi |
![]()
პოსტი
#119
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მნათე
ციტატა დაპირისპირებას არა მხოლოდ განსხვავებული აზრი იწვევს დავით... ამ კაცს აქვს თავისი სიმართლე და საკმაოდ ლოგიკური მსვლელობებიც... ბევრისგან განსხვავებით ბაირონი მაინც წაუკითხავს და რამდენადაც მივხვდი პატრისტიკასა და თეოლოგიაზეც მიუწვდება ხელი. მერე რა რომ მისი მსოფლმხედველობა ცოტა არ იყოს, არ არის თავისუფალი ადამიანისთვის? ადამიანებს აქვთ მაგალითები ეკლესიის ისტორიიდან, თუ როგორ იცავდა ერთი მამა ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეკლესიის მაღალი იერარქია ამით ბედნიერი... თუნდაც მაქსიმე აღმსარებელი ავიღოთ და რა ვიცი კიდევ მე... მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ხმას იღებს, ვოტ... ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ცნობიერებ,ა რომ ეკლესიის სასარგებლოდ უნდა ვდუმდეთ, მაგრამ რა არის ეს ეკლესია, აბსტრაქცია? რომელი ეკლესიის სასარგებლოდ უნდა ვდუმდე, სადაც მუდმივად იმის შიშით ცხოვრობენ არიქა ჩემი აზრი სხვამ არ გაიგოს და მერე ამან ჩემს სოციალურ პრობლემატიკას ხელი არ შეუშალოსო? თუ უშიშარი სიმართლე, რომელიც არაფერს ერიდება? რა უფრო აბრკოლებს მრევლს, კარგად შეფუთული ტყუილი თუ პირდაპირ ნათქვამი მწარე სიმართლე? არა მგონია ლევან ამას სერიოზულად წერდე, მითუმეტეს იმ ფონზე როცა სწორედ არქიმანდრიტის აუგად მოხსენიების გამო დაპირისპირება ლამის გამოიწვიეთ... ცოტა უცნაურია ეს შეხედულება. მას აქვს გამბედაობა თქვას ის რასაც ფიქრობს, სულაც არ ნიშნავს იმას რომეს ღირსებაა. ღვთისმეტყველებაში არის ასეთი კანონი, რომ ყველამ ყველაფერზე არ უნდა ილაპარაკოს, შესაძლოა ადამიანი შინაგანად გრძნობდეს და აღიარებდეს ჭეშმარიტებას მაგრამ ცუდად გამოთქვამდეს, ანუ თუ არ შეგიძლია გამოთქმა, არ უნდა გამოთქვა, რადგან ის შენი შინაგანად აღსარებული ჭეშმარიტება, შეიძლება დამახინჯებით გამოითქვას და დააზიანოს მრავალი. ჩვილი ბავშვების შესახებ სწავლების იდეოლოგი კი იცი შენ ვინც იყო და ამ აჟიოტაჟმა რაც გამოიწვია ისიც იცი. აღარ გავიხსენებ 1997 წელს. ფაქტია რომ მისი ნააზრევი ყოველთვის დაპირისპირები დასაბამი იყო. დათიკო ციტატა ნეტარი ავგუსტინეც არის, ტერტულიანეც, ორიგენეც და ძალიან ბევრი კიდევ ვის შრომებსაც ვკითხულობთ, მიუხედავად ყველაფრისა. ვკითხულობთ, მაგრამ რა ფორმით? ორიგენეს შრომების დიდი ნაწილი განადგურებულია. რატომ? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მნათე |
![]()
პოსტი
#120
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ეხლა რომ დავწერო, ბასილ კობახიძეს შევხვდეთთქო, დარწმუნებული ვარ თითქმის ყველა ფორუმელი ჩემს წინააღმდეგ გამოვა! მერე მე რომ დავწერო არ ხართ აკადემიურები და ცივილურებითქო, ალბათ მართალი ვიქნები... კი... ციტატა ვახ! არქიმანდრიტის წიგნებითაა სავსე თითქმის ყველა საეკლესიო მაღაზიები, ვინ არ უსმენს მას? ეგ სად ვთქვი? უსმინოს მერე კაცო... აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში გარკვევით წერია რომ მრევლი იცავს ჭეშმარიტებას (მე ამას არ ვეთანხმები) ![]() ყველა ხვდება რომ რაღაც შესაცვლელია და რომ მრევლი არ არის კონფედერაცია, სადაც შეგიძლია ჭეშმარიტება განსაზღვრო... ციტატა არა მგონია ლევან ამას სერიოზულად წერდე, მითუმეტეს იმ ფონზე როცა სწორედ არქიმანდრიტის აუგად მოხსენიების გამო დაპირისპირება ლამის გამოიწვიეთ... გადახედე უკანა გვერდებს, არსად არქიმანდრიტზე აუგი არ მითქვამს, მე ვთქვი რომ ვხარხარებ მის სტილზე და ეს დადებით კონტექსტში ვთქვი. ციტატა ღვთისმეტყველებაში არის ასეთი კანონი, რომ ყველამ ყველაფერზე არ უნდა ილაპარაკოს, შესაძლოა ადამიანი შინაგანად გრძნობდეს და აღიარებდეს ჭეშმარიტებას მაგრამ ცუდად გამოთქვამდეს, ანუ თუ არ შეგიძლია გამოთქმა, არ უნდა გამოთქვა, რადგან ის შენი შინაგანად აღსარებული ჭეშმარიტება, შეიძლება დამახინჯებით გამოითქვას და დააზიანოს მრავალი. და როგორ უნდა გრძნობდეს ადამიანი, რომ ჭეშმარიტებას ნამდვილად ქადაგებს და არა დამახინჯებულად? პ.ს ყოველგვარი იზმებისა და ისტებისგან შორს ვარ... ციტატა ორიგენეს შრომების დიდი ნაწილი განადგურებულია. რატომ? უკულტურობა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 09:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი