![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
დღეს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი უნეტარესი თეოდორე II საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მოწვევით შედგება და 12 აგვისტომდე გასტანს.
1-2 აგვისტოს, ილიაობის დღესასწაულზე, ორი პატრიარქი საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენენ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო 2-3 აგვისტოს საკვირაო ღვთისმსახურებას - თბილისის სამების ტაძარში Ή Αυτού Θειοτάτη Μακαριότης ΘΕΟΔΩΡΟΣ Β΄ ο Πάπας και Πατριάρχης της Μεγάλης πόλεως Αλεξανδρείας, Λιβύης, Πενταπόλεως, Αιθιοπίας, πάσης της Αιγύπτου καί πάσης Αφρικής, Πατήρ Πατέρων, Ποιμήν Ποιμένων, Άρχιερεύς Αρχιερέων, τρίτος καί δέκατος των Αποστόλων καί Κριτής τής Οικουμένης მისი ღვთაებრივი უნეტარესობა თეოდორე II პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული ![]() უნეტარესი თეოდორე II (ერისკაცობაში ნიკოლაოს ხორევტაკისი) დაიბადა 1954 წლის 25 ნოემბერს კ. კრეტაზე (საბერძნეთი). იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ათენის რიზარიოსის საეკლესიო სკოლაში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1975 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა კრეტის სამთავარეპისკოპოსოს ლამბისისა და სფაკიონის სამიტროპოლიტოს მთავარდიაკვნად და სვინგელოზად. 1985 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა ალექსანდრიის საპატრიარქო ეგზარქოსად რუსეთში. მომავალმა პატრიარქმა დააარსა ბერძნული კულტურის ინსტიტუტი და ფილიკის მუზეუმი. 1990 წელს ხელდასხმულ იქნა კირენის ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქ პართენიოსის პირად წარმომადგენლად ათენში (1997 წლამდე). იგი თან დაჰყვებოდა პატრიარქს როგორც აფრიკაში ვიზიტების დროს, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და საღვთისმეტყველო კონფერენციებზე. 1997 წელს დაინიშნა აწ განსვენებული პატრიარქ პეტრე VII-ის ქორეპისკოპოსად, ხოლო ათი თვის შემდეგ - კამერუნის მიტროპოლიტად. აქ მან განსაკუთრებით ნაყოფიერად წარმართა თავისი მოღვაწეობა, ააშენა არაერთი სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო. 2002 წელს გადაყვანილ იქნა ზიმბაბვის მიტროპოლიტად. მიტროპოლიტმა თეოდორემ დააფუძნა 6 სამისიონერო ცენტრი, ასევე სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები. აქ მოღვაწეობის დროს განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ბოტსვანელი და ანგოლელი მორწმუნეებისადმი. ალექსანდრიის პატრიარქის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მიტროპოლიტი თეოდორე 2004 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრიის ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ ერთხმად იქნა არჩეული ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპად და პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 24 ოქტომბერს ალექსანდრიის ხარების საპატრიარქო ტაძარში. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
არ დაინტერესდით?
მე მისი წინამორბედის, ნეტარხსენებული პეტრე VII-ის წირვაზეც ვარ დანასწრები ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Giorgi- |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 ![]() |
-
|
T.L. |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
1-2 აგვისტოს, ილიაობის დღესასწაულზე, ორი პატრიარქი საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენენ სვეტიცხოვლის ტაძარში ვისაც წასვლის სურვილი გაქვთ ავტობუსები გავა ქაშვეთის ტაძრიდან. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
Giorgi- |
![]()
პოსტი
#5
|
![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 ![]() |
-
|
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#6
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
იმედია მოვახერხებ წასვლას.
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ლეონი |
![]()
პოსტი
#7
|
![]() ლეონი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 ![]() |
ციტატა მისი ღვთაებრივი უნეტარესობა თეოდორე II პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული დავით ხო არ იცი რით ენიჭება ეს ხარისხი პატრიარქს? ანუ ეს ხარისხი მის წინა პატრიარქსაც ქონდა თუ უნეტარესობა თეოდორემ მიიღო ეს ჯილდო სინოდის გადაწყვეტილებით? -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#8
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
levan gelovani
არა, ეს ყველა პატრიარქს ასე ენიჭება ალექსანდრიის სამწყემსმთავრო საყდარზე ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა არა, ეს ყველა პატრიარქს ასე ენიჭება ალექსანდრიის სამწყემსმთავრო საყდარზე ალექსანდრიის სამწყემსთავრო საყდარი კი თვითონ ინიჭებს ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#10
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მნათე
ციტატა ალექსანდრიის სამწყემსთავრო საყდარი კი თვითონ ინიჭებს ბრძანა მნათეუს... ხოლო, ციტატა ლიბიისა, ხუთქალაქისა... სრულიად ეგვიპტისა --> "ძველი წესი იყოს დაცული ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთქალაქში , რომ ყველა ამათზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება." ნიკეის I მსოფლიო კრების მე-6 კანონი ციტატა სრულიად აფრიკისა --> "კანონთა თანახმად ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ აფრიკის ეკლესიებს" კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრების მე-2 კანონი რევიცი, რევიცი...... ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნათია |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
კანონისტი
ციტატა პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული ![]() შემდეგი XIV იქნება? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მნათე |
![]()
პოსტი
#12
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა რევიცი, რევიცი...... უჰუჰუჰუ... აბა ამათი განჩინებებიც მოერთვას ჩემს უსპეტაკესობას: ციტატა მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული რომის ეპისკოპოს ასეთი ამბიციური ტიტული არასოდეს ქონია ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#13
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მნათე
ციტატა რომის ეპისკოპოს ასეთი ამბიციური ტიტული არასოდეს ქონია ქრისტეს მოადგილეზე ამბიციური ქრისტეს სახელის დაბრალებაა ![]() ყველა პატრიარქი არის: მამაჲ მამათა - რამეთუ წინამძღოლია ეკლესიის მამებისა (ჩვენი პატრიარქის ტიტული გავიხსენოთ - "მამაი ჩვენი") მწყემსი მწყემსთა - რამეთუ მწყემსობს ქრისტეს ცხოვართა მწყემსებს მღვდელმთავარი მღვდელმთავართა - რამეთუ პირველია მღვდელმთავართა შორის (ჩვენი პატრიარქის ტიტული გავიხსენოთ - "დიდი მეუფე") მეცამეტე მოციქული - რამეთუ ყოველი პატრიარქი, მჯდომარე სამოციქულო საყდარზე, მადლისმიერად თანასწორია წმინდა მოციქულთა (ამიტომ მიმართავენ მას შემოსვის შემდეგ "ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი შენი წინაშე კაცთაო...") მსოფლიო მსაჯული - რამეთუ ყოველ მოციქულს აღეთქვა უფლისა მიერ დაჯდომა განსჯად საყდართა ზედა ისრაელისათა ეს ალექსანდრიის ეპისკოპოსს აქვს გამოყოფილად, თორემ ეგ ტიტულები ყველა პატრიარქს ეკუთვნის თეოდორე II საქართველოშია 29.07.08 10:42 საქართველოს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი, მისი უნეტარესობა თეოდორე II ეწვია. თეოდორე II საქართველოში 13 დღეს დარჩება და შესაბამისად, მისი ვიზიტის პროგრამაც საკმაოდ დატვირთულია; გათვალისწინებულია შეხვედრები ოფიციალურ პირებთანაც. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს მთელ რიგ ეკლესია-მონასტრებს მოინახულებს, კერძოდ, ჯვრის მონასტერს, სამთავროს, შიო მღვიმეს, სტეფანწმინდას და გერგეთის სამებას ეწვევა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში თეოდორე II მოინახულებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, სადაც საზეიმო წირვა გაიმართება, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერს, ვარძიას, ბათუმის საკათედრო ტაძარს და სხვა რიგ ეკლესია-მონასტრებს, ასევე ნეკრესს, გრემს, ალავერდსა და ატენის სიონის მონასტერს მოილოცავს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
mariami-k |
![]()
პოსტი
#14
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
სამთავისისა და გორის ეპარქიაშიც აპირებს ჩამობრძანებას. ძალიან სასიხარულოა.
![]() -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
chelo |
![]()
პოსტი
#15
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 ![]() |
რომელ საათზე გადის ქაშვეთიდან ავტობუსები?
-------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
medavitne nikolozi |
![]()
პოსტი
#16
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 143 რეგისტრ.: 31-December 07 მდებარ.: gori saqartvelo წევრი № 3,518 ![]() |
ძალიან მიხარია რომ თავის გადატვირთულ გრაფიკში
ჩვენი ეპარქიის მონახულებაც იგეგმება..... -------------------- ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ!!!
"უფალო საჯენ ყოველნი რომელნი მემტერნეს მე ამაოდ! " |
nino kiwo |
![]()
პოსტი
#17
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 19-June 08 წევრი № 5,123 ![]() |
მგონი პატრიარქმა ასე თქვა რომ ,, პირველია ვისაც ეს ტიტული აქვსო" მეც გამიჩნდა შეკითხვა რატომ?
განმიმარტავს ვინმე? |
ლეონი |
![]()
პოსტი
#18
|
![]() ლეონი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 ![]() |
მგონი პატრიარქმა ასე თქვა რომ ,, პირველია ვისაც ეს ტიტული აქვსო" მეც გამიჩნდა შეკითხვა რატომ? განმიმარტავს ვინმე? პირველი არ უთქვამს ერთადერთიო, მარა მაშინ ჩვენი პატრიარქიც ერთადერთია რომელსაც უწმიდესი და უნეტარესი ეწოდება ![]() -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
ლეონი |
![]()
პოსტი
#19
|
![]() ლეონი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 ![]() |
მის უნეტარესობას მათე მახარებლის თავის ქალაც ჩამოუბრძანებია, ხო არ იცით სად იქნება დაბრძანებული და რამდენი ხნით?
-------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#20
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ციტატა მის უნეტარესობას მათე მახარებლის თავის ქალაც ჩამოუბრძანებია, ხო არ იცით სად იქნება დაბრძანებული და რამდენი ხნით? როგორც ტელევიზიით თქვეს ხუთშაბათი,პარასკევი და კვირას სამების საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული მათე მახარებლის თავის ქალა ,ხოლო შაბათს სვეტიცხოველში |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th July 2025 - 01:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი