![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
georgianeli |
![]()
პოსტი
#21
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
თემა სრულად კი წავიკითხე მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ეს სიტყვებიც იყო მათ შორის... მზეწვია ნამზეური მზისადარი მზეცურვილა ![]() P. S. არაა აუცილებელი ყველა კომპოზიტი მზესთან იყოს დაკავშირებული. მთავარია, ლამაზი ქართული სიტყვების მოქუჩუჩება/გახსენება/შედგენა. უბრალოდ, ჩემთვის მზე და მზიურობაა ცხოვრება. აქედან ასეთი სიტყვების ალქიმია. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
სოფი |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
მზექალი კი ითქვა,მაგრამ მზექალა მგონი არა. იცოდით რომ ქალის სახელია? აკაკი შანიძის შვილს ჰქვია სხვათაშორის.
-------------------- "Happiness only real when shared."
|
georgianeli |
![]()
პოსტი
#23
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
მასე უკვე წერია და მამამზეც სახელია
![]() აჰა, კიდევ ერთი მშვენიერი სახელი: მზია -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ნონა |
![]()
პოსტი
#24
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
![]() P. S. არაა აუცილებელი ყველა კომპოზიტი მზესთან იყოს დაკავშირებული. მთავარია, ლამაზი ქართული სიტყვების მოქუჩუჩება/გახსენება/შედგენა. უბრალოდ, ჩემთვის მზე და მზიურობაა ცხოვრება. აქედან ასეთი სიტყვების ალქიმია. ![]() ლიკლიკისი საქსაქი ქიაქი სასიტყვეთი- ვაიმე როგორ მიყვარს ეს სიტყვა... მადლობა თამაზ კვაჭანტირაძეს ![]() ![]() georgianeli ისე ნეოლოგიზმებიც ხომაა დასაშვები ამ თემაში -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
georgianeli |
![]()
პოსტი
#25
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
ლიკლიკისი საქსაქი ქიაქი სასიტყვეთი- ვაიმე როგორ მიყვარს ეს სიტყვა... მადლობა თამაზ კვაჭანტირაძეს ![]() ![]() ძალიან მაგარია! ![]() georgianeli ისე ნეოლოგიზმებიც ხომაა დასაშვები ამ თემაში ჩემი აზრით და ამ შემთხვევაში, ქართული სჯობს, თორემ ვინ და რამ შეზღუდა? მზებიჯი მზემბჯენი მზესულიერება მზესულიერი მზეგულადი მზეუკარება მზელიკლილა მზელიკლიკი მზერაკრაკა მზერაკრაკი მზეფახულა მზესიტყვიერი მზენარინჯი გოგომზე მზეგოგო გოგომზიანი გოგონამზე მზეგოგონა გოგონამზიანი მზეგოგმანი მზეგოგმანა მზენაგოგმანები მზეახუტებული (მზეგადა-შემო-გადმო............ხუტებული) ასევე: ყელტკბილი ლოყაფორთოხლიანი / ლოყაფორთოხალა -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ნონა |
![]()
პოსტი
#26
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
რონინი
ფოფინი ციცინი თოთიალი ფოთიალი თქვარანი თანთალი ბამბალი რონინი ფოფინი ეს ორი სიტყვა პირდაპირ გულიდანაა ამოჩურთული ![]() georgianeli დიდი გონმზე ადამიანი კი ჩანხარ ისე ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
georgianeli |
![]()
პოსტი
#27
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
რონინი ფოფინი ციცინი თოთიალი ფოთიალი თქვარანი თანთალი ბამბალი ![]() მზეუძილო მზედაძინებული მზეჩაძინებული მზეგამოძინებული მზედაბანგული მზეაღდგენილი მზედახარჯული მზედაწურული მზეჩაწურული მზეამოწურული მზეასული მზედასული მზეგადასული მზენარნარი მზენარნარება მზერონინი მზესიტყვა მზეწანწალა მზემოწანწალე მზეტანტალა მზემოტანტალე მზემოხეტიალე მზემთრევი მზესაქმიანი მზეთანთალი / მზეთანთალა მზემოთანთალე მზეცანცალა მზემოცანცალე მზემოკანკალე მზეანდამატი მზენაბანი მზენაბამი მზეადუღებული მზეათრთოლებული მზეაცახცახება მზეაცახცახებული მზეცახცახა მზემრთოლვარე მზემთოვი მზეალესილი მზეშელესილი მზესაამო მზეამო მზესაამებელი მზეგაპობილი მზეპრიალა მზეაპრიალებული მზეპრიალი მზექცეული მზედამდგარი მზეაყენებული მზეჩქარი მზენელი მზემოცმული მზემიცმული მზეგადაცმული მზეჩაცმული მზეახეული მზეგაჯეჯილებული მზეახლეჩილი მზეგადახლეჩილი მზეჩახლეჩილი მზებებერი მზეგამოუცდელი მზეშეგონებული მზეაალებული მზეავარვარებული მზენაღვლიანი მზეზარმაცი ქებამზიანი / ქებამზიური აზმამზიანი / აზმამზიური მზეაზიდული მზეათასი მზეუშქარი მზეერთი მზეერთადერთი მზესათნო მზეუსათნოესი მზეთქვირა მზეთქმა მზემსუბუქი მზემძიმე მზეატანილი მზეარწეული მზედარწეული მზეაკვიატებული მზეაკიდებული მზეაკინძული მზეაფორიაქებული მზენაკოცნი მზეაკრული მზეგადაკრული მზესინგურისფერი მზელაღი მზეალაღებული მზეალერსიანი მზემოალერსე მზეალისფერი მზეალმური მზეგამურული ალღომზიანი / ალღომზიური მზეამაღლებული მზეაწვერილი მზეამბორება მზენაამბორები მზეამბოხებული მზეამოვარდნილი მზეამოსკვნილი მზეამრეზილი მზეამღვრეული მზეგამხელილი მზეგაცხადებული მზეგაამხანაგება მზემოყვარე მზეამხანაგი მზეანაზდი მზეანაზდეული მზემყისი მზემყისიერი მზემსწრაფი მზენაკვეთი მზეამოკვეთილი მზეანაკვეთი მზეაჩეჩილი მზეანაჩეჩი მზეგაჩეჩილი მზენაცვალი georgianeli დიდი გონმზე ადამიანი კი ჩანხარ ისე ![]() ამის შესახებ ცოტა სხვანაირად ვფიქრობ -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ნონა |
![]()
პოსტი
#28
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
მზედაძინებული მზეჩაძინებული მზეანაზდეული მზენარნარი მზენაამბორები მზესათნო მზეთქვირა ძალიან ლამაზი სიტყვებია, უკვე მოვინიშნე ![]() თუმცა რამდენიმე ტერმინის მნიშვნელობას ვერ მივეწიე ![]() იქნებ მცირედი განმარტებებიც დაგერთო ან კონტექსტში ჩართულობის მაგალითები მოიყვანო, უკეთ ვიგრძნობთ ![]() ციტატა მზეადუღებული მზეაყენებული მზეჩახლეჩილი მზეშეგონებული მზემსუბუქი მზედარწეული მზეაკვიატებული მზეამბოხებული მზეამოვარდნილი მზეაჩეჩილი მზეგაჩეჩილი ციტატა ამის შესახებ ცოტა სხვანაირად ვფიქრობ ნუ თუ ცოტა, არაუშავს მაშინ ![]() ისე გულმზე გერჩივნა რო მეთქვა? ![]() პ.ს. აუ რას ვენამზეობ ახლა მე ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ნონა |
![]()
პოსტი
#29
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ამ თემაში რომ შემოვდივარ რაღაც მეორე სუნთქვა მეხსნება
![]() ძალიან ფაქიზი თემაა აი კიდევ რამდენიმე აზრად ასონაკვანძი: ენოვნება - ამ სიტყვას ჩემი აზრით მარტო სიღრმე და ასოხლართი კი არა აქვს, თავისი მსოფლმხედველობრივი გამხელის უნარიც თან ყვება ეროვნებასთან მსგავსების გამო. ორგემაგე - წინააღმდეგობებისაგან ნაქსოვი ორმაგი, ორკერძოვე ბუნების აღსანიშნავად. ხვატრული - ერთგვარი შენივთებაა ორი დამოუკიდებელი სიტყვის: ხვატი და რული... და რა დახვეწილი მხატვრული სილამაზე იქმნება -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
georgianeli |
![]()
პოსტი
#30
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
ნუ თუ ცოტა, არაუშავს მაშინ ![]() უბრალოდ, რაც უფრო მეტ ცოდნას ვიღებ, მით უფრო ვხვდები, რომ ეს ზღვაში წვეთია. შესაბამისად, ცხოვრებამ კიდევ უფრო განმიმტკიცა შეხედულება იმის შესახებ, რომ არსებობს ცოდნის ინფორმაციულ მიღებაზე (თუნდაც, ძალიან ბევრი ცოდნის, რომელიც რა თქმა უნდა, სასურველი და საჭიროა) გააააცილებით უფრო ღრმა, პირველადი და მთავარი მოვლენები. თუმცა რამდენიმე ტერმინის მნიშვნელობას ვერ მივეწიე თუკი და როცა მზეს ძველქართული მნიშვნელობითაც მოვიაზრებთ, მაშინ მზის გააზრების განზომილებაც უნაპიროდ ფართოვდება. ეს ეხება მის ალუზიურ გაგებას ღმერთთან; ასევე, როგორც სიცოცხლის, სულის, მფარველი ანგელოზის აღმნიშვნელს, განწყობის მახასიათებელს, მრავალფეროვანი ბავშვური სიხალასით გააზრებულ და წარმოდგენილ ყოფიერებასაც, რომელშიც ყველაფერი და თვით არსებობაც კი ტალღოვანი, პლაზმური ხდება და სადაც ნების-მიერი რამეა შესაძლებელი.... აბა, ახლა გახედე, როგორ დაინახავ. ენოვნება - ამ სიტყვას ჩემი აზრით მარტო სიღრმე და ასოხლართი კი არა აქვს, თავისი მსოფლმხედველობრივი გამხელის უნარიც თან ყვება ეროვნებასთან მსგავსების გამო. ორგემაგე - წინააღმდეგობებისაგან ნაქსოვი ორმაგი, ორკერძოვე ბუნების აღსანიშნავად. ხვატრული - ერთგვარი შენივთებაა ორი დამოუკიდებელი სიტყვის: ხვატი და რული... და რა დახვეწილი მხატვრული სილამაზე იქმნება ენოვნება / ენოვანება ძალიან ლამაზი და ღრმა შინაარსის მქონე სიტყვებია, ბაჯაღლო ოქროები. ჰაიდეგერს ქართველური ენა-სუპერდიალექტები რომ ცოდნოდა, გერმანული ენის ფილოსოფიურ სიღრმეს მინიმუმ 2 ათასი წლით ჩამოიტოვებდა უკან... მზედახუნძლული მზემხიარული მზეჩუმი მზემდუმარე თეომზიანი / თეომზიური მზესხივი მზერაოდენი მზემასპინძლობა მზემასპინძელი სტუმარმზიანი მზესანატრელი მზენანატრი ნატვრამზიანი მზენიადაგ ზრუნვამზიანი მზეპატარა მზეცუგრუმელა მზემოწყალე მზერბილი მზეხისტი მზელეგა მზეზორბა მზეგულმოდგინე მზეგულითადი მზემოკისკასე მზედასახლებული მზეჩასახლებული მზეჩანერგილი მზედალეული მზეწვრთნილი მზეჩაუქი მზემხარე მზექალაქი მზესოფელი ვაკემზიანი / ვაკემზიური მზეგამოლაშქრებული მზეკმაყოფილი მზემწველი მზეახსნილი მზევაგლახი მზედადუღებული მზეჩამაჭრებული მზედაღვინებული -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ნონა |
![]()
პოსტი
#31
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
უბრალოდ, რაც უფრო მეტ ცოდნას ვიღებ, მით უფრო ვხვდები, რომ ეს ზღვაში წვეთია. შესაბამისად, ცხოვრებამ კიდევ უფრო განმიმტკიცა შეხედულება იმის შესახებ, რომ არსებობს ცოდნის ინფორმაციულ მიღებაზე (თუნდაც, ძალიან ბევრი ცოდნის, რომელიც რა თქმა უნდა, სასურველი და საჭიროა) გააააცილებით უფრო ღრმა, პირველადი და მთავარი მოვლენები. ოხ, ეს ცნობილი დიდი და მცირე ფილსოფიური წრეები ![]() ![]() ოხ, გოეთე...! ამ სიტყვების გამო გავიხსენე ახლა: როცა ადამიანი ბევრს კითხულობს და საღი ანალიზისა და განსჯის უნარს მაინც მოკლებულია, ღირსია წიგნების კარადას შევადაროთო ![]() საიდან სად დარბის ჩემი გონება - გზააბნეული... :რაშუაშია: :რამგამახსენა: :მომცროკარადა: ციტატა მზის გააზრების განზომილებაც უნაპიროდ ფართოვდება..... აბა, ახლა გახედე, როგორ დაინახავ. მე სიტყვებს ვერ ვხედავ, მირჩევნია შევეხო ![]() :აღქმის წინააღმდეგობა შენს ვიზუალისტ და ჩემს კინესთეთიკ ბუნებას შორის: ![]() ამდენი ხანიაა მზენარევ სიტყვებს რომ გიქებ განა მაგ ჰორიზონტს არ ვუწვდენდი თვალს? ![]() ნისლი მომერია და ცალკეულის გამოჩინება მიტომ გთხოვე -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ნონა |
![]()
პოსტი
#32
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
georgianeli ხომ არ გეწყინა შემთხვევით ?!...
-------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
georgianeli |
![]()
პოსტი
#33
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
როცა ადამიანი ბევრს კითხულობს და საღი ანალიზისა და განსჯის უნარს მაინც მოკლებულია, ღირსია წიგნების კარადას შევადაროთო ![]() არა მარტო "კარადობა", რომელსაც აკლია ადამიანობა, კაცობა, სულიერება. თუ ეს საკმარისად მაინც არ გაქვს, რამდენიც გინდა იცოდე. ცოდნა თუ სიცოცხლესა და სიყვარულს არაა დამყნობილი, ხენეშია და უმზეო: ჩამქრალია, არ გათბობს, გაციებს. მე სიტყვებს ვერ ვხედავ, მირჩევნია შევეხო ![]() :აღქმის წინააღმდეგობა შენს ვიზუალისტ და ჩემს კინესთეთიკ ბუნებას შორის: ![]() ერთი მეორეს არ გამორიცხავს. უბრალოდ, აღქმის ადამიანებისთვის დამახასიათებელი სხვა და სხვა რაგვარობაა. არსობრივად რახანია, გამოკვლეულია, რომ ხედვა ვიზუალური შეხებაა და თუ არ ხედავ, ვერც შეეხები, რადგან მაშინ შენთვის ის საგანი არ არსებობს (ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დადგინება გააჩნიათ დიდ ფრანგ ფილოსოფოსს, მერლო-პონტის და ასევე... ჩვენს გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც შესანიშნავად ფლობდა თავის თანამედროვე სიახლეებსაც ფილოსოფიაში. მაგრამ ეს ცალკე თემაა და ამჟამად შეგნებულად ვიკავებ თავს არგუმენტის განვრცობისაგან). საერთოდ კი, ეს ცოდნასა და მოქმედებას შორის ისტორიული განხეთქილების ბრალია. სამწუხაროდ... დასავლურმა კულტურამ სოკრატედან მოყოლებული შექმნა ცოდნის პრიმატი. ანუ, ვთქვათ, თუ არ იცი, რა არის სიქველე, სიკეთე, არ და ვერ იქნები კეთილი, ქველი. ამან იქამდე დაიყვანა დასავლის ადამიანი, რომ ცხოვრება და ხელოვნება გაიმიჯნა ერთმანეთისაგან. საზოგადოება უფრო და უფრო ხდება სპექტაკლის საზოგადოება, ანუ პასიური მაყურებლის ერთობა (ცოდნა მოქმედების გარეშე. ამგვარად ხდება თავის-უფალ ადამიანთა ერთობის მასად გადაქცევა. თავის-უფალ ადამიანთა ერთობა არის ერი,-და ერი არა ოდენ პოლიტიკური გაგებით, არამედ ანთროპოლოგიური, კულტურული შინაარსითაც. ერი და მასა კი, არსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან). აქედან სტერილური პრინციპის დაბადება: "ხელოვნება ხელოვნებისათვის", სადაც ხელოვნება უფრო განყენებულია, მონუმენტალურია, გაკერპებულია, ვიდრე ცხოვრებაში განხორციელებული. გარეგნულად ლამაზი, მაგრამ შინაგანად მშვენიერებაგამოწრეტილი არტეფაქტის სამჭედლოა რა. აღმოსავლური ცნობიერებისათვის კი საპირისპიროდაა: თუ არ გააკეთე სი-კეთ-ე, ვერ გახდები კეთილი და არ გეცოდინება იგი. ამდენი ხანიაა მზენარევ სიტყვებს რომ გიქებ განა მაგ ჰორიზონტს არ ვუწვდენდი თვალს? ![]() ნისლი მომერია და ცალკეულის გამოჩინება მიტომ გთხოვე მაგ: მზემხიარული დღე მზემასპინძლობა, ანუ ღმერთივით დიდებული მასპინძლობა გაგვიწია (უძველესი ცივილიზაციების ცნობიერებიდან შემორჩენილი დიდებული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის ამსახველი რაობა, სადაც სტუმარი ღმერთადაც მოიაზრებოდა. გავიხსენოთ აბრაამთან ღვთის სტუმრობა სამი ანგელოზის სახით, რომლის გამოძახილია წარმართობაში ღმერთების სტუმრობები ადამიანებთან. ელადაში სპეციალური ტრადიცია და ინსტიტუტიც არსებობდა საამისოდ, რომელსაც პროქსენია ეწოდებოდა. თავად ზევსი პროქსენს წარმოადგენდა. აქედან საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საკრალური წარმოშობა) მზელეგა, ანუ მზესავით უზარმაზარი მზემოკისკასე, ანუ მზესავით ციალა; ხასიათითაც მზესავით მოხდენილი შეიძლება გაგრძელება. უბრალოდ, ინტერპრეტაცია საკმაოდ მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სხვა და სხვა ადამიანს შორის. georgianeli ხომ არ გეწყინა შემთხვევით ?!... არ გრცხვენია? ![]() ![]() -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
georgianeli |
![]()
პოსტი
#34
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
რახან მზის ჩუქურთმებია, ესეც შინაგანად მზით გაჯერებული და გარეგნულადაც მზით დაფერილი
Jon Hopkins - The Wider Sun რა მუდამგზის გენიალურია დუმილიდან დაბადებული მუსიკა! შინაგანად სავსე და მთელი.. დღევანდელ დღეს ერთი შეხედვით თითქოს უინტერესო, მაგრამ რაც უფრო შინაგანად და ღრმად ჩაუკვირდები, მუდამ უფრო და უფრო საოცარი და გამაოცებელი. როკზე მეტი ადრენალინი აქაა, სულიერი ადრენალინი... -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ნონა |
![]()
პოსტი
#35
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
არა მარტო "კარადობა", რომელსაც აკლია ადამიანობა, კაცობა, სულიერება. თუ ეს საკმარისად მაინც არ გაქვს, რამდენიც გინდა იცოდე განა კარადად აღიარების შემდეგ მისთვის მაღალი მორალური იმპერატივების წაყენება საერთოდ საფიქრალია?! ციტატა ცოდნა თუ სიცოცხლესა და სიყვარულს არაა დამყნობილი, ხენეშია და უმზეო: ჩამქრალია, არ გათბობს, გაციებს. გამორჩეულად მიყვარს ერთი ფრაზა: ვინც ჭეშმარიტებას სიყვარულის გამო არ ეძებს და მიზანი თვითკმაყოფილებაა, მას ერგება ძვალი ნამდვილი ჭეშმარიტებისაგან... ![]() ციტატა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. უბრალოდ, აღქმის ადამიანებისთვის დამახასიათებელი სხვა და სხვა რაგვარობაა. არსობრივად რახანია, გამოკვლეულია, რომ ხედვა ვიზუალური შეხებაა და თუ არ ხედავ, ვერც შეეხები, რადგან მაშინ შენთვის ის საგანი არ არსებობს ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ არც მოიცავს და მათი თანხვედრის წონა ინდივიდუალურია. ჩემგან ხსენებული სიტყვის შეხება მხოლოდ პოეტური დამოკიდებულება იყო ![]() სიტყვას რეალისტურად ხელს ვერ მოკდებ, უპრიანია გაიგონო ვიდრე დაინახო... სწორედ სუბიექტის ფსიქოტიპი განაპირობებს იმას თუ როგორ გაიაზროს გაგონილი სიტყვა, შენ ცდილობ მნიშვნელობის დანახვას და მის ამგვარად განცდას, მე მირჩევნია მასთან ახლობლობას შეხების ემპათიით მივაღწიო... შენ თუ მარწვის გაგონებაზე წითელი ფერის და მისთვის დამახასიათებელი ფორმის მქონე ხილი გენახვება, მე წვნიანი რბილობის მქონე მატერიაზე მიყვავდება ნერვი ![]() ციტატა (ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დადგინება გააჩნიათ დიდ ფრანგ ფილოსოფოსს, მერლო-პონტის და ასევე... ჩვენს გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც შესანიშნავად ფლობდა თავის თანამედროვე სიახლეებსაც ფილოსოფიაში. მაგრამ ეს ცალკე თემაა და ამჟამად შეგნებულად ვიკავებ თავს არგუმენტის განვრცობისაგან). არადა სულ ტყულად, აშკარად საინტერსო იქნებოდა ![]() ციტატა საზოგადოება უფრო და უფრო ხდება სპექტაკლის საზოგადოება, ანუ პასიური მაყურებლის ერთობა (ცოდნა მოქმედების გარეშე. ამგვარად ხდება თავის-უფალ ადამიანთა ერთობის მასად გადაქცევა. თავის-უფალ ადამიანთა ერთობა არის ერი,... ერი და მასა კი, არსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან). აქედან სტერილური პრინციპის დაბადება: "ხელოვნება ხელოვნებისათვის", სადაც ხელოვნება უფრო განყენებულია, მონუმენტალურია, გაკერპებულია, ვიდრე ცხოვრებაში განხორციელებული. გარეგნულად ლამაზი, მაგრამ შინაგანად მშვენიერებაგამოწრეტილი არტეფაქტის სამჭედლოა რა. აღმოსავლური ცნობიერებისათვის კი საპირისპიროდაა: თუ არ გააკეთე სი-კეთ-ე, ვერ გახდები კეთილი და არ გეცოდინება იგი. იმის თქმა გინდა რომ მასიზმი მხოლოდ დასავლური საზოგადოების პრობლემაა? თავის-უფალი ადამიანი მასა ნამდვილად არასოდეს გახდება თავს ჭეშმარიტად რომ უფლობდეს . უბრალოდ ცალკე ფასეულობად დამკვიდრდა თავისუფლების ილუზიური გაგება, პრინციპში დამახინჯება... და ამ გაგებამ თავის-უფლობის რეაური არსი გადაფარა. ერი და თავისუფალ ადამიანთა ერთობა ურთიერთშემცველი გაგება არ არის სამწუხაროდ. ერის როგორც ერთობის ყველა წევრის ვერთავისუფლობა ერის ვერთავისუფლობას არ ნიშნავს... და პირიქით. აი ხელოვნების მონუმენტურობის საკითხი ძალიან საინტერესოდ მეჩვენება... ხომ განგევრცო?!... ![]() რაც შეეხება განმარტებებს მე გამწვანებული ტექსტის შესახებ ვიკითხე, ისე კია გასაგები ეგ სიტყვები ![]() ციტატა არ გრცხვენია? ![]() ![]() რა ვიცი, ვიფიქრე იქნებ სწორად ვერ გაიგო რისი თქმაც მსურდა თქო და... ![]() Jon Hopkins - The Wider Sun უცნაურია, შენთვის ადრენალინს ბადებს, ჩემთვის - ფიქრის აღძვრის კარგი მანქანებაა ![]() ადრენალინი რომელია ![]() ჰო კიდევ - ის რაც დუმილიდან იბადება არ იმსახურებს რომ ამბოხისგან შობილს შეადარო არ მეთანხმები? ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
georgianeli |
![]()
პოსტი
#36
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
ტაააკ-ს
![]() ყოჩაღ შენ, რამდენი კარგი და საინტერესო რამ დაგიხვედრებია ![]() ![]() მოდი, დავიწყებ ბოლოდან, რადგან იქ ვხედავ იმას, რაც დამახასიათებელია ჩვენი დღევანდელი მიმოწერისათვის: ის, რაც ფიქრის აღძვრის კარგი მანქანება შეიძლება იყოს, ასევე შეიძლება იყოს ადრენალინიც და არა მარტო (მოგზაურობაც, უძრაობაც, ოცნებაც, შინაგანი სისავსეც, ძალუმობაც, ირრუბაქიძის მტკიცვის გაგების სიმტკიცეც, უძირო სიღრმეც და ასე შემდეგ). უბრალოდ, აღნიშნულ იქნა შინაგანი დინამიურობის ერთ-ერთი მახასიათებელი. ანუ სახეზეა ერთი და იგივე მოვლენის სხვა და სხვა გამოვლინება, დასახელება და მხარე. ანუ მე და შენ ვხედავთ ერთ და იგივე მოვლენას სხვა და სხვა მხრიდან და მის სხვა და სხვა გამოვლინებას, რაც მოვლენას არ ცვლის, გულისხმიერ ადამიანს კი ამდიდრებს, რადგან ეცნობა სხვის და განსხვავებულ აზრსაც. ამბოხთან და დუმილთან დაკავშირებით კი შეიძლება ითქვას, რომ ქაოსიც ძალაა, რომელიც საკუთარი თავისა და სხვისი გამანადგურებელი თვისებისაა; მაგრამ ამავე დროს, ძალაა ჰარმონიაც, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოწესრიგებული და დადებითად გამართული იგივე ქაოსის ძალა. შესაბამისად, არის როკშიც თავისი წილი მშვენიერება, მაგრამ ერთია სადაც მხოლოდ წილი მშვენიერებაა (სამწუხაროდ, ხშირად ესაა შერყვნილი მშვენიერება, ანუ თავის საწყისს დაშორებული) და მეორე, როცა მშვენიერების ოდენობა გაცილებით მეტია. შესაბამისად, ყველა ირჩევს თავისი შეგნებისა და გემოვნების მიხედვით. აქედან, ყველას-თავისი. ფსევდო-თავისუფლებასა და თავის-უფლებას შორის არსებითი სხვაობაა. პირველში შერყვნილია თავისუფლების გაგება, მეორე კი თვითონაა ბაჯაღლო ოქრო, ყოველგვარი მინარევის გარეშე. თავისუფლების ღრმა გაგებისაა ემანუელ მუნიეს მთელი პერსონალიზმი, რომელიც უაღრესად ქრისტიანული ბუნებისაა. წარმოადგენდე ადამიანს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, იყო პიროვნება-იგივე კაცი ქართულ ცნობიერებაში. პიროვნება, კაცი მხოლოდ თავის-უფალი, საკუთარ თავზე გამარჯვებული, თავისი თავის შემგრძნობი და შემცნობი ადამიანია. აქედან გამომდინარეობს საკუთარი თავის პატივისცემა, თავმოყვარეობა (ეგოიზმში არასარევი), ღირსების გრძნობა, რომლიდანაც იწყება სხვა ადამიანის, მოყვასის პატივისცემაც, სიყვარულიც და დაფასებაც. ასე რომ, სადაც კი არსებობს ადამიანი, ყველგან აქტუალური საკითხია; გინდა დასავლეთი იყოს და გინდა აღმოსავლეთი. ერი და მასა... თავის-უფალი და არა ოდენ სხვისი, არამედ პირველ რიგში, საკუთარი თავის მონა... მასა შინაგანად დამონებული ადამიანების ერთობაა მაშინ, როცა ერი თავის-უფალ ადამიანთა ჯამი. და როცა ერს თავისუფალი ადამიანებისაგან შემდგარად მოვიაზრებ, გამოვდივარ არა მხოლოდ ერის პოლიტიკური განმარტებიდან (რომელიც არსით განსხვავდება "ნაციისაგან"), არამედ უფრო პერსონალისტური გაგებიდან. ქართულ ცნობიერებაში ერი არ ნიშნავს მხოლოდ ხალხს, არამედ პირადად მე მასში ვგრძნობ, რომ აუცილებლად მოიცავს პიროვნებების, თავისუფალი ადამიანების ერთობას. ვფიქრობ, რომ პერსონალისტური თვალსაზრისით ეს არის ერის ერთი კონკრეტული ნაბიჯით კიდევ უფრო ჯანსაღი გაგება. ახლა, ერში უმეტესობა იქნება თავისუფალი, თუ ორი ადამიანი, ეს უკვე მისი თავისუფლების ხარისხზე მეტყველებს, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იგი ერი იქნება, თუ მასა. ხელოვნების განკერძოება და მონუმენტურობა... ამასწინათ ახლობელი გააფთრებით იცავდა ამ შეხედულებას. მე კი მშვიდად შევყურებდი და საგონებელში ვყავდი ჩაგდებული ბევრისათვის დამახასიათებელ ამ შინაარსობლივად ტრაგიკულ აზრს. განსაკუთრებით დასავლური ცნობიერების კრიზისი იქამდეა დასული, რომ ღმერთსაა ჩანაცვლებული უმისამართო უსასრულობა. აქედან ზნეობისადმი შეცვლილი მიმართება. კერძოდ, გამოდიოდა პრინციპიდან "ხელოვნება ხელოვნებისათვის", სადაც ეს უკანასკნელი მოაზრებულია, როგორც თვითკმარი და საკუთარ თავში სრულქმნილი შემოქმედება; რომ შესაბამისად, არაა მთავარი ზნეობრივი ადამიანი ხარ, თუ არა, რადგან შეიძლება არ იყო კარგი ადამიანი, მაგრამ დიდი ხელოვნების ნაწარმოებები შექმნაო; რომ შედევრი დარჩება, ხელოვანის პირად ცხოვრებას კი ნაკლები მნიშვნელობა აქვსო... შინაგანად ყოველთვის მიჯანყია (ამბოხზე ამახვილებდი ყურადღებას ხომ) ამგვარი სქიზმისადმი ხელოვნებასა და ადამიანის პირად ცხოვრებას შორის, რომელიც ჩემთვის განუყოფელია. შევუბრუნდი და მოვუყვანე კონკრეტული მაგალითები, შემთხვევები არცთუ შორეული წარსულიდან. შორს წასვლა არც დამჭირვებია: საქართველოს 1991-1992 წლების დანაშაულებრივი, სისხლიანი და ანტიკონსტიტუციური გადატრიალება, მასში მონაწილე წითელი ინტელიგენციის ნამოქმედარი და ამ უარყოფითი მოვლენიდან გამომდინარე კატასტროფული შედეგები. ანუ, უნიჭიერესი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განმავლობაში დიდ სიმაღლეებს აღწევენ ხელოვნებაში, შემდეგ ნიღაბაკრულები, იარაღით ხელში დარბიან, აშინებენ, ესვრიან და ხვრიტავენ სამშვიდობო დემონსრაციებს, ადამიანებს. ძალიან მტკივნეული და ბევრისათვის ძნელადგადასაწყვეტი დილემაა: ერთის მხრივ უნიჭიერესად შესრულებული ხელოვნება და მეორეს მხრივ, კაენური უზნეობა. ანუ, წერ, ასრულებ, ქმნი ერთს და საქმეზე მიდიხარ იგივე პრინციპების საპირისპიროდ... თავისი პირადი ცხოვრებისა და შემოქმედების ურღვევი ერთიანობით ჩემთვის ხელოვნებაა მიქელანჯელო, პიერო დელა ფრანჩესკა, ერაზმ როტერდამელი, დოსტოევსკი. შორს რომ არ წავიდე, ჩემთვის ასევე დიდებული ხელოვნებაა დავით გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი, გურამ რჩეულიშვილი (შექმნა კიდეც+იცხოვრა კიდეც+დაიღუპა კიდეც ღრმაადამიანური შინა-არსით). მამაკაცისგან ხედვითი და დედაკაცის მიერ სმენითი აღქმა... ისევ და ისევ მამაკაცური ქვეცნობიერი საწყისი animus და ქალური ქვეცნობიერი საწყისი anima. სხვა და სხვა რამეა და საკითხის მცდარი ფორმულირებაა ერთის მეორეზე უპირატესობა, ან კიდევ უარესი: ერთის მეორესთან დაპირისპირება. ორივე თავისებურად საჭიროა და ორივე ერთმანეთს ა-ვ-ს-ე-ბ-ს. მართალს ბრძანებ, როცა სმენით უფრო გეახლოება, რადგან ემპათიური განცდის შემდეგ შინაგანად შეიგრძნობ. მაგრამ აბა დააკვირდი: როცა ყურით გესმის და შინაგანად შეიგრძნობ, მაშინაც ხომ ყური "ეხება" და "ხედავს" (ეს ხდება ყურის მეშვეობით)? ამბობ, რომ მარწყვის გაგონებაზე მარწყვს ვხედავ (ნიშნავს, რომ დაახლოებით ასეთი სურათია ჩემზე შენში "აშენებული"), ხოლო თავად წვნიანი რბილობის მქონე მატერიაზე გიყვავდება ნერვი ![]() ![]() "კარადაზეც" და ჭეშმარიტებაზეც ერთ და იგივეს ვამბობთ. უბრალოდ, ისეც ხდება ხოლმე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ძვალიც ბევრია. ისე, ჭეშმარიტების ძიებაზე დიდებული ედიტ შტაინი მახსენდება. წარმოშობით ებრაელმა ჯერ რწმენა დაკარგა, მერე საშური ფილოსოფოსი გახდა და ბოლოს ქრისტიანად მოინათლა. ამბობდა, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს, აუცილებლად მიდის ღმერთამდე. აუშვიცში მოწამლეს გაზის კამერაში... ძალიან საინტერესო ნაშრომები აქვს ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში, ემპათიასთან დაკავშირებით და ქალის როლის შესახებ საზოგადოებაში. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ნონა |
![]()
პოსტი
#37
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ის, რაც ფიქრის აღძვრის კარგი მანქანება შეიძლება იყოს, ასევე შეიძლება იყოს ადრენალინიც და არა მარტო . გულისხმიერ ადამიანს კი ამდიდრებს, რადგან ეცნობა სხვის და განსხვავებულ აზრსაც. მისი როგორც მაღალი ემოციური აქტივობის განმსაზღვრელის მნიშვნელობა გამოვიყენე... ის მუსიკალური ვიდეორგოლი კი ჩემთვის ჭარბი ემოციებისგან მოსასვენებელი მექანიზმივით მუშაობდა სისხლში ადრენალინის "გადასროლა" როგორც წესი სტრესული სიტუაციების მახასიათებელია ესაა ის ფერმენტი, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი სტრესულ რეჟიმში გადადის და მისი მახასიათებელია გაფართოებული გუგები, აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა... არადა ეგ მელოდია ისე ნაზად იღვრება რომ ჩემთან ადრენალინმა დაიწია აშკარად ნუ ემოციის გაცნობა და შეგრძნობა სხვადასხვაა და ურთიერთდამოუკიდებელიც ხშირად ციტატა ამბოხთან და დუმილთან დაკავშირებით კი შეიძლება ითქვას, რომ ქაოსიც ძალაა, რომელიც საკუთარი თავისა და სხვისი გამანადგურებელი თვისებისაა; ოო ღმერთო ![]() ქაოსში არსებული ძალები მწყობრად მიმართულნი ვერასოდეს იქნებიან, ვერც კარგისკენ და ვერც ცუდისკენ იქ მხოლოდ იხარჯება ძალა უმისამართოდ და შედეგად რჩება მტვერი (აბსტრაქტული გაგებით) რომელიც თავისთავად ცუდია როგორც უნაყოფო ხარჯვა ენერგიისა (არაზუსტი პარალელიზმით ერთგვარი ბაბილონის გოდოლი) შენ ალბათ ქაოსი ამბოხის პარალელურ მნიშვნელობად გამოიყენე და ამაში სავსებით გეთანხმები ![]() ციტატა მაგრამ ამავე დროს, ძალაა ჰარმონიაც, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოწესრიგებული და დადებითად გამართული იგივე ქაოსის ძალა. მოწესრიგებული ქაოსი ისეთივე შეუთავსებელი ცნება მგონია, როგორიც ხის რკინაქაოსი ჰარმონიად არ გარდაიქმნება. ქაოსის ელემენტთა დამახასითებელი თვისება უმართაობაა, ერთგვარი მოძრაობა "იდეისთვის" თვითგანადგურებისაკენ ჰარმონია არსობრივად არათუ უპირისპირდება ქაოსურობას, არამედ სრულიად სხვა სიბრტყეზე მაღლდება, თვითგანადგურებისაკენ მსრბოლავ ენერგიას მაქ ამაღლება არუწერია რადგან ნება არ გააჩნია საამისოდ. ქაოსიდან წესრიგისკენ მოძრაობის ერთადერთ გზად ქაოსიდან განცალკევება მიმაჩნია მაგრამ საინტერესოა რამდენად დასაშვებია ეს გარეშე ძალის გარეშე... ციტატა შესაბამისად, არის როკშიც თავისი წილი მშვენიერება, მაგრამ ერთია სადაც მხოლოდ წილი მშვენიერებაა (სამწუხაროდ, ხშირად ესაა შერყვნილი მშვენიერება, ანუ თავის საწყისს დაშორებული) და მეორე, როცა მშვენიერების ოდენობა გაცილებით მეტია. შესაბამისად, ყველა ირჩევს თავისი შეგნებისა და გემოვნების მიხედვით. აქედან, ყველას-თავისი. ნუ მშვენიერი დაწურვაა თემისა იქამდე სანამ მოთხოვნა იდეალისმისაკენ არ გაქანდება თუ მშვენიერება წილს რყვნილებასთან დაიდებს მაინც მშვენიერებაა? მეეჭვება უბრალოდ "ყველას თავისი" იმ აზრის გამტარებელი მგონია რომ თუ ვერ ხედავს შერყვნილ ნაწილს ან არ იმჩნევს დაე უყუროს ![]() მიმაჩნია რომ აქ უკვე ღრმა დაშორიშორებაა ამ მიდგომასა და ქრისტიანიზმს შორის... ციტატა წარმოადგენდე ადამიანს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, იყო პიროვნება-იგივე კაცი ქართულ ცნობიერებაში. პიროვნება, კაცი მხოლოდ თავის-უფალი, საკუთარ თავზე გამარჯვებული, თავისი თავის შემგრძნობი და შემცნობი ადამიანია. აქედან გამომდინარეობს საკუთარი თავის პატივისცემა, თავმოყვარეობა (ეგოიზმში არასარევი), ღირსების გრძნობა, რომლიდანაც იწყება სხვა ადამიანის, მოყვასის პატივისცემაც, სიყვარულიც და დაფასებაც. რომელი უფრო მაღლა დგას მერე ადამიანი თუ პიროვნება?ნებისმიერი ადამიანი ღვთის ხატებაა, პიროვნება კი ამ ხატების შესვრის უკუპროპორციული სუბსტაცია პიროვნება გონების სჯილი მცნებაა, ადამიანი ბევრად ღრმაა, მართალია პირველი მეორეს მოიაზრებს მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად რომ მეორე პირველის გარეშე ჰაბისტუსად გავაკრათ როგორც სიმბოლო ერთგვარი სიმდარისა... თავის-უფალობის იდეა კი ყველაზე ხშირად ხდება ყბადაღებულ "ბეზპრედელობამდე" აზროვნების მიზეზი ციტატა მასა შინაგანად დამონებული ადამიანების ერთობაა მაშინ, როცა ერი თავის-უფალ ადამიანთა ჯამი. და როცა ერს თავისუფალი ადამიანებისაგან შემდგარად მოვიაზრებ, გამოვდივარ არა მხოლოდ ერის პოლიტიკური განმარტებიდან (რომელიც არსით განსხვავდება "ნაციისაგან"), არამედ უფრო პერსონალისტური გაგებიდან. ერი პერსონა არ არის. მისი პერსონალისტური გაგება რომელია? ქართველი ერი თავისუფალია? ან ყოფილა ოდესმე ? და კიდევ რომელიმე საპროტესტო ან სხვა შინაარსის აქციაზე ყოფილხარ როდისმე? ციტატა განსაკუთრებით დასავლური ცნობიერების კრიზისი იქამდეა დასული, რომ ღმერთსაა ჩანაცვლებული უმისამართო უსასრულობა. აქედან ზნეობისადმი შეცვლილი მიმართება. კერძოდ, გამოდიოდა პრინციპიდან "ხელოვნება ხელოვნებისათვის", სადაც ეს უკანასკნელი მოაზრებულია, როგორც თვითკმარი და საკუთარ თავში სრულქმნილი შემოქმედება; რომ შესაბამისად, არაა მთავარი ზნეობრივი ადამიანი ხარ, თუ არა, რადგან შეიძლება არ იყო კარგი ადამიანი, მაგრამ დიდი ხელოვნების ნაწარმოებები შექმნაო; რომ შედევრი დარჩება, ხელოვანის პირად ცხოვრებას კი ნაკლები მნიშვნელობა აქვსო... შინაგანად ყოველთვის მიჯანყია (ამბოხზე ამახვილებდი ყურადღებას ხომ) ამგვარი სქიზმისადმი ხელოვნებასა და ადამიანის პირად ცხოვრებას შორის, რომელიც ჩემთვის განუყოფელია. ![]() უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისათვის შემოგიერთდი მაგრამ ჯანყით არა, ადრენალინის არ იყოს ![]() ციტატა მაგრამ აბა დააკვირდი: როცა ყურით გესმის და შინაგანად შეიგრძნობ, მაშინაც ხომ ყური "ეხება" და "ხედავს" (ეს ხდება ყურის მეშვეობით)? ყურის და გულის ხედვა, განსხვავებით თვალის ხედვისაგან ვიზუალისტ ბუნებასთან კავშირში არაა ერთი ხედვის შემეცნებითი მნიშვნელობა და მეორე მისი განყენებული საზრისი ციტატა მაგრამ რომ გითხრა ქალის ბაგეების ნახვისას მარწყვის დანახვა სულაც არ მჭირდება იმისათვის, რომ მარწყვი წარმომიდგეს თვალწინ და მარწყვის გემო შევიგრძნო, რას იტყვი? ნუ შენ უკვე გქონია მარწყვზე კონკრეტული ასოციაცია, მე მაგაზე არ მიფიქრია სად ტუჩები და სად მარწყვი?! და შენ მაგას ხედვა დაარქვი ხო? სინამდვილეში ეგ ფანტაზიაა ![]() არც დანახვა და არც შეგრძნება ![]() მხოლოდ ფანტაზიიდან შეიძლება მოხდეს გადაყვანა მაგ კონკრეტულ აღქმასთან ციტატა მაგალითად, ამ საღამოს გავედი ქალაქში სავახშმოდ, შემოვიდა ახალგაზრდა უსინათლო ქალი. მაშინ ვიფიქრე, რომ ცხოვრებაში არ უნახავს, როგორია მარწყვი, მაგრამ ყველა დანარჩენი გრძნობით "ხედავს" (ანუ იგივე აზრით, რომელსაც შენ გრძნობას არქმევ) მარწყვს'-თქო. უი მაშინაც მარწყვზე ფიქრობდი? ![]() ჰა გამოტყდი ახლა რომ ეგ პასაჟი მეტი ეფექტისათვის იყო ჩართული მისი აღმატებულება ხატოვანი აზრვნების არქივეთიდან ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
georgianeli |
![]()
პოსტი
#38
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
[quote name='ნონა' date='Jan 28 2010, 10:26 PM' post='586085']
საქმე იმაშია რომ ადრენალინის სამედიცინო დეტერმინანტებზე არ ვაქცენტირებულვარ მისი როგორც მაღალი ემოციური აქტივობის განმსაზღვრელის მნიშვნელობა გამოვიყენე... ის მუსიკალური ვიდეორგოლი კი ჩემთვის ჭარბი ემოციებისგან მოსასვენებელი მექანიზმივით მუშაობდა სისხლში ადრენალინის "გადასროლა" როგორც წესი სტრესული სიტუაციების მახასიათებელია ესაა ის ფერმენტი, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი სტრესულ რეჟიმში გადადის და მისი მახასიათებელია გაფართოებული გუგები, აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა... არადა ეგ მელოდია ისე ნაზად იღვრება რომ ჩემთან ადრენალინმა დაიწია აშკარად ნუ ემოციის გაცნობა და შეგრძნობა სხვადასხვაა და ურთიერთდამოუკიდებელიც ხშირად [/quote] როცა ფიზიკური სხეულის აქტიურობა ყუჩდება, ხოლო სულიერისა კი, პირიქით-უფრო და უფრო უნაპიროდ იზრდება. ადრენალინი-აქ, ფიგურალური თქმა. როცა ბახს ვუსმენ, არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როცა სხეულიც და სულიც ისვენებენ. მაგრამ ხდება ისეც, როგორც ზემოთ გითხარი. გააჩნია, ჩემს განწყობას და ნებას შემოქმედებისადმი. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ოო ღმერთო ![]() ქაოსში არსებული ძალები მწყობრად მიმართულნი ვერასოდეს იქნებიან, ვერც კარგისკენ და ვერც ცუდისკენ იქ მხოლოდ იხარჯება ძალა უმისამართოდ და შედეგად რჩება მტვერი (აბსტრაქტული გაგებით) რომელიც თავისთავად ცუდია როგორც უნაყოფო ხარჯვა ენერგიისა (არაზუსტი პარალელიზმით ერთგვარი ბაბილონის გოდოლი) შენ ალბათ ქაოსი ამბოხის პარალელურ მნიშვნელობად გამოიყენე და ამაში სავსებით გეთანხმები ![]() მოწესრიგებული ქაოსი ისეთივე შეუთავსებელი ცნება მგონია, როგორიც ხის რკინა [/quote] უფრო ტევადი და გამართული დასკვნისათვის, საკუთარი აზრის ქონებასთან ერთად საჭიროა მითოლოგიის, ძველი აღთქმის, აღმოსავლური ცნობიერებისა და ასტროფიზიკის უკეთესი ცოდნა. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ქაოსი ჰარმონიად არ გარდაიქმნება. ქაოსის ელემენტთა დამახასითებელი თვისება უმართაობაა, ერთგვარი მოძრაობა "იდეისთვის" თვითგანადგურებისაკენ ჰარმონია არსობრივად არათუ უპირისპირდება ქაოსურობას, არამედ სრულიად სხვა სიბრტყეზე მაღლდება, თვითგანადგურებისაკენ მსრბოლავ ენერგიას მაქ ამაღლება არუწერია რადგან ნება არ გააჩნია საამისოდ. ქაოსიდან წესრიგისკენ მოძრაობის ერთადერთ გზად ქაოსიდან განცალკევება მიმაჩნია მაგრამ საინტერესოა რამდენად დასაშვებია ეს გარეშე ძალის გარეშე... [/quote] "რამდენად დასაშვებია ეს გარეშე ძალის გარეშე"-ბოლოს თვითონვე სვამ ჩემს მიერ ნაგულისხმევ სრულიად სწორი მიმართულების კითხვას. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ნუ მშვენიერი დაწურვაა თემისა იქამდე სანამ მოთხოვნა იდეალისმისაკენ არ გაქანდება თუ მშვენიერება წილს რყვნილებასთან დაიდებს მაინც მშვენიერებაა? მეეჭვება უბრალოდ "ყველას თავისი" იმ აზრის გამტარებელი მგონია რომ თუ ვერ ხედავს შერყვნილ ნაწილს ან არ იმჩნევს დაე უყუროს ![]() მიმაჩნია რომ აქ უკვე ღრმა დაშორიშორებაა ამ მიდგომასა და ქრისტიანიზმს შორის... [/quote] სინათლისგან დაშორიშორების ხარისხის სავსებით არეოპაგიტიკული კონცეფცია. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] რომელი უფრო მაღლა დგას მერე ადამიანი თუ პიროვნება? ნებისმიერი ადამიანი ღვთის ხატებაა, პიროვნება კი ამ ხატების შესვრის უკუპროპორციული სუბსტაცია პიროვნება გონების სჯილი მცნებაა, ადამიანი ბევრად ღრმაა, მართალია პირველი მეორეს მოიაზრებს მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად რომ მეორე პირველის გარეშე ჰაბისტუსად გავაკრათ როგორც სიმბოლო ერთგვარი სიმდარისა... [/quote] ჯერ გირჩევ, არა მარტო გაეცნო ემანუილ მუნიეს "პერსონალიზმს", არამედ ღრმად გაიაზრო კიდეც იგი. სამწუხაროდ, არ ვიცი, თუკი არსებობს კარგი ქართული თარგმანი. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ერი პერსონა არ არის. მისი პერსონალისტური გაგება რომელია? [/quote] ერი პიროვნება არ არის, არამედ წარმოადგენს მათ ერთობას. დანარჩენისათვის კი, ისევ რჩევა ----> ემანუილ მუნიეს "პერსონალიზმი". [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ქართველი ერი თავისუფალია? ან ყოფილა ოდესმე ? [/quote] მუდამ და იმდენად, რამდენადაც საქართველოს ეროვნული და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ესწრაფვოდა თავის-უფლებას. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] და კიდევ რომელიმე საპროტესტო ან სხვა შინაარსის აქციაზე ყოფილხარ როდისმე? [/quote] აროდეს მიცეკვია არც ე.წ. პოზიციისა (ხასიათით ნაციონალური და ანტიეროვნული ნეოპუტჩისტური ძალა) და არც ე.წ. ოპოზიციის (ფსევდო-ოპოზიცია) დაკრულზე. საქართველოში კი, ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტამ იცის, რა არის მართლაც საჭირო საპროტესტო აქცია. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] მაგრამ ჯანყით არა, ადრენალინის არ იყოს ![]() [/quote] როცა საჭიროა, მოჯანყეც უნდა იყო ქართველებისათვის ბუნებრივად დამახასიათებელი გეორგიანული დატვირთვით. ამ შემთხვევაში, ჩემს ორიენტირებს ჩვენი კეთილგონიერი, კეთილმოღვაწე წმინდანები და ეროვნული გმირები წარმოადგენენ. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ყურის და გულის ხედვა, განსხვავებით თვალის ხედვისაგან ვიზუალისტ ბუნებასთან კავშირში არაა ერთი ხედვის შემეცნებითი მნიშვნელობა და მეორე მისი განყენებული საზრისი [/quote] "ხედვა" აქ წარმოადგენს ფენომენოლოგიურ ეპოხე-ს. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] ნუ შენ უკვე გქონია მარწყვზე კონკრეტული ასოციაცია, მე მაგაზე არ მიფიქრია სად ტუჩები და სად მარწყვი?! და შენ მაგას ხედვა დაარქვი ხო? სინამდვილეში ეგ ფანტაზიაა ![]() არც დანახვა და არც შეგრძნება ![]() მხოლოდ ფანტაზიიდან შეიძლება მოხდეს გადაყვანა მაგ კონკრეტულ აღქმასთან [/quote] სინამდვილეში, ფანტაზია ფანტაზიაა, ამას კი ფენომენოლოგია ეწოდება. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] უი მაშინაც მარწყვზე ფიქრობდი? ![]() ჰა გამოტყდი ახლა რომ ეგ პასაჟი მეტი ეფექტისათვის იყო ჩართული მისი აღმატებულება ხატოვანი აზრვნების არქივეთიდან ![]() [/quote] დაახლოებით ისეთი მოვლენაა, რაც გჲოტინგენში ყოველდღიურ ნორმას წარმოადგენდა იქ ჰუსერლის მოღვაწეობის ჟამს, როცა ვარჯიშობდნენ ყოველივეს ფილოსოფიური მხრიდან დასანახად. [quote name='ნონა' date='Feb 20 2010, 01:40 PM' post='590419'] მზეადუღებული მზეაყენებული მზეჩახლეჩილი მზეშეგონებული მზემსუბუქი მზედარწეული მზეაკვიატებული მზეამბოხებული მზეამოვარდნილი მზეაჩეჩილი მზეგაჩეჩილი [/quote] მზეადუღებული, მზედადუღებული-როცა სისხლში მზე გიდუღს. ასევე, შეიძლება, როცა ღვინის დუღილში მზის მადლსა და ძალას გრძნობ ადამიანი და ა.შ. მზეაყენებული-მაღლა ცაზე დღისით აწვერილი მზე მზეშეგონებული-მზით, ღვთით შეგონებული, კეთილგონიერი მზემსუბუქი-უზარმაზარი მზის სიმსუბუქე. ან თუ მზეს სიცოცხლედ მოვიაზრებთ, ციალა, კისკასი სიცოცხლის ადამიანი მზედარწეული-მზით თამაში, მზის დარწევა (ფანტაზია) მზეაკივატებული-როცა გონება მზითაა გაკავებული, მზით შინაარსით ატანილი, მთელი დღე რომ აგეკვიატება მზე, მზე, მზე მზეამბოხებული-"ჩაკრულო"-ში ხიდისთავს დაძმობილებული და მტრის წინააღმდეგ აღმდგარნი ჩემთვის მზეებს, მზევაჟებს წარმოადგენენ მზეაჩეჩილი, მზეგაჩეჩილი-თუ შეგიძლია, აჩეჩე/გაჩეჩე მზის სხივები. როცა ქალი ნათებაა, გამოღვიძებულზე მისი გრძელი ქერა კულულები მზეაჩეჩილი იქნება. უმზეო მზერაგვარი მზეაჩირაღდანებული მზეხენეში მზეწამოწვერილი ჭედავს ფორუმიიიი, თუ რავა? ![]() -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ნონა |
![]()
პოსტი
#39
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
უფრო ტევადი და გამართული დასკვნისათვის, საკუთარი აზრის ქონებასთან ერთად საჭიროა მითოლოგიის, ძველი აღთქმის, აღმოსავლური ცნობიერებისა და ასტროფიზიკის უკეთესი ცოდნა. ![]() ანუ ჭეშმარიტების გასაგებად მითოლოგიის ცოდნის გარეშე ფონს ვერ გავალ? ![]() ძველი აღთქმისა და ქაოსის მოწესრიგების კორელაციებზე სიამოვნებით მოვისმენ შენს მოსაზრებას ასტროფიზიკა უნდა ესმოდეს ადამიანს რომ შეიცნოს ქაოსური ქცევის ადამიანები როგორ დააღწევენ თავს მსგავსი ფსიქო-მსოფლმხედველობრივი ტყვეობიდან? ფიზიკას მეტისმეტს ხომ არ ვთხოვთ? ![]() ციტატა "რამდენად დასაშვებია ეს გარეშე ძალის გარეშე"-ბოლოს თვითონვე სვამ ჩემს მიერ ნაგულისხმევ სრულიად სწორი მიმართულების კითხვას. კითხვა კი დავსვი, მაგრამ პასუხაც ველოდი ![]() ციტატა სინათლისგან დაშორიშორების ხარისხის სავსებით არეოპაგიტიკული კონცეფცია. მხოლოდ დასკვნით ნუ შემოიფარგლები, არგუმენტიც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ![]() ციტატა მუდამ და იმდენად, რამდენადაც საქართველოს ეროვნული და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ესწრაფვოდა თავის-უფლებას. აროდეს მიცეკვია არც ე.წ. პოზიციისა (ხასიათით ნაციონალური და ანტიეროვნული ნეოპუტჩისტური ძალა) და არც ე.წ. ოპოზიციის (ფსევდო-ოპოზიცია) დაკრულზე. საქართველოში კი, ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტამ იცის, რა არის მართლაც საჭირო საპროტესტო აქცია. როცა საჭიროა, მოჯანყეც უნდა იყო ქართველებისათვის ბუნებრივად დამახასიათებელი გეორგიანული დატვირთვით. ამ შემთხვევაში, ჩემს ორიენტირებს ჩვენი კეთილგონიერი, კეთილმოღვაწე წმინდანები და ეროვნული გმირები წარმოადგენენ. ჩემი აზრით მასობრივ ფსიქოზზე ”ძალიან სხვისი” წარმოდგენის უნდა იყო... არცერთი სახის ჯგუფური პროტესტი მასობრივი ფსიქოზის კონცეფციის გარეშე არ რეალიზდება და წმინდანების პროტესტი და აქციები როგორი შინაარსისაა? ნუ მაბნევ გთხოვ ![]() ციტატა "ხედვა" აქ წარმოადგენს ფენომენოლოგიურ ეპოხე-ს. ღვთის გულისათვის, მარტივად დაწერე, იწროება გვტანჯავს სინამდვილეში, ფანტაზია ფანტაზიაა, ამას კი ფენომენოლოგია ეწოდება. დაახლოებით ისეთი მოვლენაა, რაც გჲოტინგენში ყოველდღიურ ნორმას წარმოადგენდა იქ ჰუსერლის მოღვაწეობის ჟამს, ![]() ისე მეჩვენება თუ მართლა გაწყრი?! ![]() ციტატა მზეაკივატებული-როცა გონება მზითაა გაკავებული, მზით შინაარსით ატანილი, მთელი დღე რომ აგეკვიატება მზე, მზე, მზე სიმართლე გითხრა ამდენ აკივატებასა და აჩეჩვაში მზე სულ დამიბნელდა მზეამბოხებული-"ჩაკრულო"-ში ხიდისთავს დაძმობილებული და მტრის წინააღმდეგ აღმდგარნი ჩემთვის მზეებს, მზევაჟებს წარმოადგენენ მზეაჩეჩილი, მზეგაჩეჩილი-თუ შეგიძლია, აჩეჩე/გაჩეჩე მზის სხივები. როცა ქალი ნათებაა, გამოღვიძებულზე მისი გრძელი ქერა კულულები მზეაჩეჩილი იქნება. ![]() მადლობა პასუხისთვის ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
georgianeli |
![]()
პოსტი
#40
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
აქ ცოტა უფრო დალაგებულად დავბრუნდები. ახლა გამოცდებზე ვარ გადართული. ბოლო დამრჩა და მერე კიდევ ჰე და ჰო
-------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 08:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი