IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რეალურ შოუს ეკლესია ნეგატიურად აფასებს
ზებედე
პოსტი Dec 4 2006, 05:32 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



რეალურ შოუს ეკლესია ნეგატიურად აფასებს

საქართველოს მოსახლეობას საკმაო ნაწილი დიდი ხანია შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ ტელესივრცეში ისეთი გადაცემის გასვლის გამო, როგორიცაა „ჯეობარი“ (ტელეკომპანია „რუსთავი 2“). ბუნებრივია, შეშფოთებულია ეკლესიაც. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას გაგვაცნობს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ცხოვრებაძე:


- ბატონო ზურაბ, როგორია საპატრიარქოს დამოკიდებულება პროექტ „ჯერობარისადმი“?

- ჯერ კიდევ პროექტ „ამტანის“ დაწყებისთანავე გამოჩნდა მანკიერი მხარეები, რაც დამახასიათებელია ამგვარი გადაცემებისთვის. „რუსთავი 2“-ზეც გადის პროექტი „ჯეობარი“. რა შთაბეჭდილებები უჩნდება ქრისტიანს, თუკი თვალს შეავლებს ამ გადაცემას? პირველი ის, რომ ადამიანს პრივატული, კერძო ცხოვრება საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვს. ანუ მისი ცხოვრების ყოველი წუთი, მომენტი კამერის ქვეშ ექცევა და ეს შემდეგ საზოგადოებრივი ინტერესის საგანი ხდება. უმეტეს შემთხვევაში, პროექტში მონაწილე ადამიანების მანერა, მეტყველება, ქცევა მაინცდამაინც დახვეწილ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს, მეტიც, ზოგჯერ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მიუღებელია. არადა, ამას ყოველდღიურად ძირითადად მოზარდები უყურებენ.

- ეს პროექტი ფინანსურად ძალიან წარმატებულია, ე.ი. ის, რაც ფინანსურად წარმატებულია, შეიძლება ითქვას, სულისთვის საზიანოა?

- გადაცემა დიდ აუდიტორიას იკრებს. ახალგაზრდები უყურებენ შეუფერებელ ქცევას, ლაპარაკს, მოქმედებას. დააკვირდით, რა გაღარიბებული ლექსიკითა და ჟარგონით საუბრობენ პროექტის მონაწილენი. ხშირად გოგონებსა და ბიჭებს შორის ურთიერთობები არ შეეფერება ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობას. აქ ყოველგვარი ზღვარია დაკარგული, ხშირია კონფლიქტური სიტუაციები. მამაკაცის მიმართ ქალს უფრო მეტი მოწიწება, მამაკაცს კი მეტი თავდაჭერა და სულგრძელება მართებს. თუმცა დღევანდელ ეპოქაში ყველანაირად ცდილობენ, ამგვარი დამოკიდებულებები გაქრეს. პროექტში ისეთი ატმოსფერო იქმნება, თითქოს ეს ადამიანები ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებული საცდელი ობიექტები არიან, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან. აქ მიდის დაუნდობელი ბრძოლა პირველობისთვის. რაც დრო გადის, ამ ბრძოლაში ახალგაზრდები უფრო მიუღებელ ხერხებს იყენებენ. ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს პროექტი არის თამაში, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან აქ დიდ ფულზეა ლაპარაკი. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ისაა, საზოგადოების ცნობიერებაში ჩამოყალიბდეს სტერეოტიპი, რომ ცხოვრებაც მგლური კანონებით იმართება, ადამიანი უნდა იბრძოდეს პირველობისთვის და დაუნდობლად უსწორდებოდეს მოწინააღმდეგეს. ხშირად გაგვიგია პროექტის მონაწილეთაგან, ჩემი ძმაკაციც რომ იყოს, აქ არ დავინდობო, ამ აზრს წამყვანებიც აწვდიან და ხშირად უმეორებენ მათ. მოთამაშეები კი თავს იწონებენ, რომ თვითონაც ამ ცნობიერებისა გახლავან. ამ პროექტში უხამსობის სცენებიც გვახსოვს: მიიყვანეს მეძავი და პირდაპირ ეთერში აჩვენეს თამაშის ერთ-ერთ მონაწილე ბიჭთან მისი ურთიერთობა. ეთერში თქვეს, რომ იგი უცხოეთიდან ჩამოსული სტუმარი იყო, სინამდვილეში კი თბილისელი „შესაბამისი პროფესიის“ მქონე გოგონა აღმოჩნდა.

- ახალ პროექტში ცოლ-ქმარი მონაწილეობს...

- ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ადამიანური ცხოვრების რაც შეიძლება მეტი დაფარული მხარე გამომზეურდეს. ალბათ, მალე სექსუალურ ურთიერთობებსაც აჩვენებენ. სხვათა შორის, ეს პროექტი უცხოეთიდან არის გადმოღებული, მაგრამ პროვინციულ წაბაძვას და მდარე იმიტაციას წარმოადგენს. მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა, ახალი, დროებითი ფასეულობების ჩანაცვლება, ამ გაურკვეველი შოუს მონაწილე მისაბაძი მაგალითი ხდება ბევრი ახალგაზრდისთვის. ის მისთვის ახალი, დროებითი კერპია. აქ ძალიან მზაკვრული გეგმაა ჩადებული: ახალგაზრდობას თვალსაწიერიდან, გონებიდან აცლიან ჭეშმარიტ გმირებს და მის ადგილზე ფსევდო-გმირები ჩნდებიან. მათი მეტყველება, საქციელი, ჩაცმულობა ხდება მისაბაძი ახალგაზრდისთვის და არა ჩვენი გმირები, სამშობლოსა და ეკლესიისთვის თავდადებული ადამიანები. გადაცემა მუდმივად კონფლიქტზეა აგებული. ცდილობენ, ყოველთვის კონფლიქტები აჩვენონ: გოგონა რომ უტლიკინებს ენას ბიჭს, ბიჭი კი შეურაცხყოფას აყენებს მას, მაყურებლისთვის მოწოდებული ქვეტექსტი კი ისაა, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა.

- საეკლესიო სიწმინდეების გამოჩენას ახალგაზრდების ოთახებში რით ახსნით?

- სიწმინდეების ადგილი იქ არ არის, თუ თამაშის მონაწილენი ხატებთან სიგარეტს მოსწევენ, თავისუფლად მოიქცევიან, შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ორი რამის ერთმანეთთან შეთავსება შეიძლება. მახსოვს, პირველი ეროტიკული ქართული ფილმის პრეზენტაციის შესახებ კინოს სახლში (ბზობა დღეს დაამთხვიეს), ერთმა კინომცოდნემ სიამაყით დაწერა, რომ ადმაიანებს ხელში ბზა ეჭირათ და აი, ეს არის სწორედ კარგი, რომ ამ ორი რამის შეთავსება შეიძლებაო. ე.ი. ადამიანი ეკლესიაში გამოივლის, ბზას იყიდის და მერე ეროტიკულ ფილმს ნახავს. და, თითქოსდა, ეს არის ცხოვრება, მთელი თავისი მრავალფეროვნებით.

- აპირებს თუ არა საპატრიარქო ამ პროექტის მიმართ თავისი პოზიციის გამოხატვას?

- „ჯეობარის“ წინა პროექტის დროს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია გამოითქვა. ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მას ნეგატიური შეფასება მისცეს. ჩვენი ეკლესია მუდმივად საუბრობს ამ თემაზე. მღვდლები ქადაგებენ ტაძრებში, ჩვენს გაზეთებში იბეჭდება ამაზე მასალები, რადიოში ამაზე ვსაუბრობთ.

ეს სულის გამომფიტავი გადაცემებია და ძალიან გვაწუხებს იმ ახალგაზრდების ბედი, ვინც ამ ღირებულებებზე გაიზრდება. ასეთ „რეალურ შოუებზე“ აღზრდილ ადამიანებს არ შეაწუხებთ, საქართველოს აფხაზეთი დაუბრუნდება თუ არა. გვეყოლება თუ არა ჯანსაღი საზოგადოება და ა.შ. ეკლესიური ცხოვრება, კარგი პოეზია, ლიტერატურა, კინო - აყალიბებს ქვეყნისთვის გამოსადეგ ადამიანს. ხოლო რაც „ჯეობარში“ ხდება, ესაა სოციალური დარვინიზმი. დარვინის გადარჩევის თეორიის თანახმად, გადარჩება ის, ვინც ძლიერია. თუკი ეს ასეა, მაშინ სადღა რჩება ადგილი ქრისტიანული მორალისთვის? რას გვასწავლის სახარება, რას გვასწავლის მამათა ცხოვრებები? როგორ უნდა გავუმართოთ ხელი უძლურს, გაჭირვებულს, მოყვასს? ჯერ კამერის გარეშეც არ შეიძლება ცოდვის ჩადენა და კამერის წინ ხომ მთელ ქვეყანას შენი ცოდვის თანაზიარს ხდი. ის, რაც ცოტა ხნის წინ სამარცხვინო იყო, ახლა ჩვეულებრივი, მისაღები ხდება. და ამგვარად დეგრადირდება საზოგადოებრივი ცნობიერება.

P.S. ინტერვიუს ჟურნალ „რეიტინგში“ დაბეჭდვის შემდეგ „ჯეობარში“ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ სპექტაკლის დადგმის გეგმებსაც ადგენდნენ, რომელშიც თავად ჯეობარელებს უნდა ეთამაშათ (საბოლოოდ დაიდგა თუ არა სპექტაკლი, ჩვენთვის უცნობია). როგორც ჟურნალ-გაზეთები გვატყობინებებ, ტელემაყურებლები „ჯეობარის“ ცქერისას ინტიმური სცენების მოწმენიც ხდებიან. იყო შემთხვევა, როდესაც აბაზანიდან გამოსული გოგონა ტელემაყურებლის წინაშე აბსოლუტურად შიშველი წარდგა. ასე რომ, გადაცემის ორგანიზატორების ტაქტიკა გასაგებია - უხამსობის „დოზების“ გაზრდით საზოგადოება, თანდათან, შეაჩვიონ მიუღებელს... გადაწიონ ზღვარი დასაშვებისა. ახალგაზრდობის გარყვნას მშობლების თვალწინ ცდილობენ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 43, 2006 წ.






ვისაუბროთ ამ თემის შესახებ...



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
მართა
პოსტი Oct 18 2007, 06:40 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ეს თემა კარგა ხნის წინ გახსნა ზებედემ,დღესაც აქტუალურია... მოწოდება თუ არ გინდა ნუ უყურებ არ არის სწორი,რა ფორმით მოხდა მათი შერჩევა ამ ბოლო ბარში ყველამ ვუყურეთ და არა მგონია ვინმეს მოსწონებოდა ამ სახის "ბრძოლა გადარჩენისთვის" ანუ ოღონდ ამ დასახელებულ პროექტში მოხვედრილიყვნენ და წავიდნენ ბევრ ბინძურ შემოთავაზებაზე რასაც დღისით მზისით უყურებს მოზარდი ახალგაზრდობა და მათ უყალიბდებათ მსგავსი აზროვნება ანუ "ლიჟბი" შენი გავიდეს და რა ხერხს გამოიყენებ თუნდაც ადამიანურობისგან შორს მდგარს სულერთია მთავარია უნდა გაიმარჯვო! და მერე გამარჯვებაა ეს?


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გუჯა   რეალურ შოუს ეკლესია ნეგატიურად აფასებს   Dec 4 2006, 05:32 AM
marine   გუჯა ნამდვილად აქ...   Dec 4 2006, 01:28 PM
მარიამი   მნათე ზურა ცხოვრებ...   Dec 4 2006, 10:23 PM
მნათე   პაპის დოგმატს მაგ...   Dec 4 2006, 10:34 PM
მნათე   შენ როგორ გგონია ? :...   Dec 5 2006, 12:31 AM
თამარი   შენ როგორ გგონია ? :l...   Dec 5 2006, 12:33 AM
_MATASI_   ჩემი აზრით 21-ე საუკ...   Dec 5 2006, 12:44 AM
თამარი   ჩემი აზრით 21-ე საუკ...   Dec 5 2006, 12:46 AM
დავით ივერიელი   დებილო ზურა ახმოვ...   Dec 5 2006, 01:12 AM
თამარი   დებილო ზურა ახმოვ...   Dec 5 2006, 01:18 AM
მნათე   ხო ვთქვი შე აყლაყუ...   Dec 5 2006, 01:14 AM
დავით ივერიელი   თამარი ბოდიში თუ რ...   Dec 5 2006, 02:16 AM
თამარი   თამარი ბოდიში თუ რ...   Dec 6 2006, 12:45 AM
ninore   :blink: რა ცუდად, რაზე ი...   Apr 24 2007, 10:16 PM
_MATASI_   ზირაბ ცხოვრებაძე ს...   Dec 5 2006, 10:48 PM
შოთა   მართლაც ამ ბოლო დრ...   Dec 6 2006, 12:21 AM
iako   ეს შოუები და არა მა...   Dec 6 2006, 05:28 PM
lelenika   ამჟამად რეალური შო...   Jan 26 2007, 05:24 PM
ulvashi   მე ერთ-ერთი ყველაზ...   Jan 26 2007, 05:35 PM
parsifal   ჰმ, რას ერჩით მაგ შო...   Jan 26 2007, 08:23 PM
მნათე   რაც ხალხს მოსწონს ...   Jan 26 2007, 08:29 PM
parsifal   რაც ხალხს მოსწონს ...   Jan 26 2007, 08:32 PM
sofi89   მე პირადად არ მომწ...   Jan 26 2007, 08:46 PM
parsifal   მე პირადად არ მომწ...   Jan 26 2007, 08:51 PM
კანუდოსელი   (ალბათ რასაც ახლა დ...   Jan 26 2007, 08:53 PM
t.l.   რატო?   Jan 26 2007, 08:54 PM
კანუდოსელი   რატო? თუნდაც იმიტ...   Jan 26 2007, 08:56 PM
მნათე   ეჰ,ეგეთი სისულელე...   Jan 26 2007, 08:50 PM
parsifal   ეჰ,ეგეთი სისულელე...   Jan 26 2007, 08:59 PM
კანუდოსელი   აი ამ მხრივ პროტეს...   Jan 26 2007, 09:02 PM
parsifal   ნაწილობრივ მართალ...   Jan 26 2007, 09:12 PM
მნათე   parsifal შენ კი ჩაქრი აჰ...   Jan 26 2007, 08:56 PM
მნათე   აუფ :D ათი მცნება ქ...   Jan 26 2007, 09:03 PM
sofi89   ჩემი აზრით,ეს ცოტა...   Jan 26 2007, 10:47 PM
iako   ნებისმიერი ადამია...   Jan 27 2007, 04:11 PM
makuna7474   საშინელებაა ეს რეა...   Mar 22 2007, 01:06 PM
ლეონტი   ყველა შოუ გარყვნილ...   Apr 24 2007, 10:18 PM
ეგრი   გადართეთ!   May 4 2007, 12:42 PM
ზებედე   გადართეთ! რომელ ...   May 4 2007, 12:43 PM
marita26   მე უყურებდი თითქმი...   May 4 2007, 06:13 PM
Floyd   რა არ მითხრათ ლამა...   May 4 2007, 07:00 PM
MELOMAN   ჩემის აზრით,ტელევი...   May 6 2007, 11:27 PM
kato_Bato   swat makuna7474 mnate მხევალი ნი...   May 10 2007, 11:43 PM
ალექსანდრე   swat makuna7474 mnate მხევალი ნ...   May 11 2007, 12:17 AM
OPERATOR   ulvashi utkmeladac ar aklia reklama,xalxs mxolod e...   May 10 2007, 11:54 PM
maZiebeli   რასაც ახლა რეალურ ...   May 16 2007, 10:46 PM
ketino   არ გამოვა, არ ჩაჯდე...   May 16 2007, 11:47 PM
თათი87   ნუ რეალურ შოუს არა...   May 17 2007, 04:15 PM
ქავთარაძე   ლეონტი :lol:   May 17 2007, 04:34 PM
maZiebeli   48 საათზე რა აზრის...   Jun 29 2007, 12:44 AM
perikardi   პირველი ჯეო-ბარის ...   Jun 29 2007, 07:33 AM
.nino   მომწონს... ვწუხვარ ...   Jul 11 2007, 05:13 PM
izi-bartki   ახლა სექტმბრიდან ჯ...   Aug 12 2007, 09:35 PM
di_onise   izi-bartki ინტრი? .. გააა ს...   Aug 12 2007, 10:11 PM
komisia   რას ლაპარაკობ.... http:/...   Aug 20 2007, 03:21 AM
თათი87   ანუ უფრო ექსტრავა...   Sep 5 2007, 03:07 PM
თათარაშვილი   საით მივექანებით :(   Sep 5 2007, 04:12 PM
ketino   პირველი ჯეო-ბარის ...   Sep 5 2007, 05:18 PM
თათი87   მერე ამ დროს უნდა დ...   Sep 6 2007, 02:58 PM
მართა   ეს თემა კარგა ხნის ...   Oct 18 2007, 06:40 PM
_Matasi_   სჯობს გვიან, ვუდრე ...   Oct 18 2007, 11:31 PM
პატრიოტი   სჯობს გვიან, ვუდრე ...   Oct 18 2007, 11:43 PM
ზებედე   რამოდენიმე ფორუმზ...   Oct 18 2007, 11:47 PM
იოანა   რამოდენიმე ფორუმზ...   Oct 19 2007, 12:00 AM
_Matasi_   დეეედააა საწყალი , ...   Oct 18 2007, 11:51 PM
შოთა   შემთხვევით მეც უყუ...   Oct 18 2007, 11:55 PM
_Matasi_   შოთა მეც მაგას ვუყ...   Oct 18 2007, 11:58 PM
პატრიოტი   შოთა მეც მაგას ვუყ...   Oct 18 2007, 11:59 PM
_Matasi_   :კი: აბა ნორმალურო...   Oct 19 2007, 12:03 AM
პატრიოტი   :კი: აბა ნორმალურობ...   Oct 19 2007, 12:08 AM
თათარაშვილი   ყველაზე მეტად ის მ...   Oct 19 2007, 12:05 AM
xornabujeli   ყველაზე მეტად ის მ...   Oct 19 2007, 12:21 AM
catherina_10   არ ღირს მაგათი ყურ...   Oct 19 2007, 01:00 PM
neo   წყალი წაიღებს ჯეობ...   Oct 19 2007, 07:57 PM
კანუდოსელი   გაზეთ ალიას ცნობით...   Oct 25 2007, 01:56 AM
ზებედე   [b]გაზეთ ალიას ცნობ...   Oct 25 2007, 02:56 AM
კანუდოსელი   გაუგებარია, ამის მ...   Oct 25 2007, 03:21 AM
staywhite   უკაცრავად,მაგრამ რ...   Oct 25 2007, 02:49 AM
ალექსანდრე   ზებედე გეი რომ არი...   Oct 25 2007, 03:00 AM
ზებედე   ზებედე გეი რომ არი...   Oct 25 2007, 03:10 AM
staywhite   დაწერეთ რა მოკლედ ...   Oct 25 2007, 03:06 AM
ზებედე   დაწერეთ რა მოკლედ ...   Oct 25 2007, 03:12 AM
xornabujeli   - :( მაპატიეთ და ეს ყვ...   Oct 25 2007, 03:10 AM
xornabujeli   :) მე მგონი, ეს მათი ბ...   Oct 25 2007, 03:13 AM
solomony   ეგ მგონი ტყუილი უნ...   Oct 25 2007, 03:21 AM
ალექსანდრე   ზებედე ადამიანს ა...   Oct 25 2007, 03:22 AM
xornabujeli   ზებედე ადამიანს ა...   Oct 25 2007, 03:37 AM
ზებედე   solomony ეს პოსტიც ნახე,...   Oct 25 2007, 03:25 AM
კანუდოსელი   მაშინ ბორდელები ა...   Oct 25 2007, 03:27 AM
ზებედე   შენ ისტორიაშიც აღ...   Oct 25 2007, 04:07 AM
კანუდოსელი   1. ჯეობარი ბორდელი ...   Oct 25 2007, 04:19 AM
გიორგი   ჯეო ბარი კულტურის ...   Oct 25 2007, 09:44 AM
solomony   გუჯა ჩემი დიდი თხო...   Oct 25 2007, 03:34 AM
staywhite   მე გველი დავინახე ...   Oct 25 2007, 04:11 AM
NaNN   ეეხ რა გვეშველება.. ...   Oct 25 2007, 10:11 AM
deli   ხალხო ეს ყველაფერი...   Oct 25 2007, 12:20 PM
გლახა   ზებედე შეიძლება ბ...   Oct 25 2007, 12:25 PM
გიორგი   შეიძლება ბორდელი ...   Oct 25 2007, 12:28 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 07:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი