IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

95 გვერდი V « < 79 80 81 82 83 > »   
Reply to this topicStart new topic
> თქვენს მიერ გადაღებული ფოტოები
KAIROS
პოსტი Mar 14 2009, 12:21 AM
პოსტი #1601


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეს ისე ამ თემასთან არის კავშირში...

მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა - მართლმადიდებლობის ზეიმი


იესო ქრისტეს აღდგომის პირველი მოწმეები მენელსაცხებლე დედები იყვნენ, თუმცა მათი მოანყოლი არ ირწმუნა პეტრე მოციქულმა, რომელმაც თავად გადაწყვიტა წასულიყო ქრისტეს საფლავზე და ენახა იგი. ადგილზე მისულს კი არაბუნებრივი ნათება და ცეცხლი დაუხვდა. . .
თხუთმეტ საუკუნეზე მეტია, რაც იმავე დღეს, იმავე ადგილას ყოველწლიურად მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული ხდება. ცნობები ამ ზებუნებრივი მოვლენის შესახებ მოიპივება მე-4 საუკუნიდან, როდესაც ქრისტიანობა უკვე ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა და აღარ იდევნებოდა. წმინდა ცეცხლს ყოველთვის იერუსალიმის პატრიარქი იღებს. სანამ ქრისტიანობა რამდენიმე მიმდევრობად დაიყოფოდა ცეცხლს ბერძენი არქიეპისკოპოსი იღებდა, მაგრამ ბიზანტიური ზეგავლენით, ერთიანი რელიგიის სხვადასხვა შტოდ დაყოფის შემდგომ, სასწაულებრივ ცეცხლს მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქი იღებდა - შესაბამისად მატულობდა განხეთქილება სხვადასხვა კონფესიების მამამთავრებს შორის. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 1579 წელს, როდესაც ბიზანტიის იმპერია აღარ არსებობდა და წმინდა მიწაც მუსულმანთა ხელში იყო, სომეხმა მონიფიზიტებმა მოისყიდეს თურქი მცველები, რომლებიც აკონტროლებდნენ ტაძრის შიდა და გარე ტერიტორიას და არ მისცეს მართლმადიდებელ პატრიარქს კუვუკლიაში (კელია, სადაც განთავსებულია ქრისტეს საფლავი) შესვლისა და წმინდა ცეცხლის მიღების საშუალება. იერუსალიმის სომეხი პატრიარქი შევიდა საფლავის ტერიტორიაზე და შიგნიდან ჩაიკეტა, ხოლო მართლმადიდებელ სოფრომ II-ს ტაძარში შესვლის ნებაც კი არ დართეს, მაშინ უნეტარესმა, საკუთარ მრევლთან ერთად ეკლესიის შესასვლელ კარიბჭესთან დაიწყო ლოცვა და შენდობას სთხოვდა ღმერთს, რათა იგი ღირსი არ გახადა მიეღო წმინდა ცეცხლი. . . და ამ დროს მოხდა ყველაზე დიდი სასწაული, ვიდრე ამას ვინმე ელოდა - კარიბჭის სვეტი, რომლის წინაც იდგა პატრიარქი გასკდა და ციდან გადმოსული ცეცხლი, სწორედ მისი გავლით აელვარდა სოფრომ II-ის ხელში დაჭერილ სანთლების კონაზე. ეს იყო ერთადერთი და ჯერეჯრობით უკანასკნელი ფაქტი, როდესაც ყველამ ხილულად და ნათლად ნახა მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა, მაგრამ სასწაული ამით არ დასრულებულა. ამ მოვლენის შემსწრე თურქი მცველი, რომელიც ტაძრის გალავანზე იდგა (დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე) მეტის მღელვარებით და აღფრთოვანებით ძირს გადმოეშვა შეძახილით - "მე ვირწმუნე ქრისტე! მართლმადიდებლობა ერთადერთი რელიგიაა!" მას პირადად სურდა ამ ცეცხლთან შეხება და ღმერთმა ეს მონდომება დაუფასა, ფილაქანი თითქოს გადნაო და მცველიც რბილად დაეშვა ძირს, ისე რომ არაფერი დაუზიანებია, თუმცა ქვებს ნაკვალევი კი დაეტყო, რომელიც დღემდე ამჩნევია. იმ დღიდან ვერც ერთი რელიგიის წარმომადგენელი ვერ ბედავს შეეცილოს იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს ამ უდიდესი მადლის მიღებაში, თუმცა თითოეულ მათგანს მაინც საკუთარი როლი აკისრია ამ დიდ რიტუალში.
ყველაფერი მართლმადიდებლური კალენდრით, აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება. პილიგრიმები და მორწმუნეები წითელ პარასკევს მიდიან წმინდა აღდგომის ტაძარში, რომ კარგი ადგილები დაიკავონ. უშუალოდ ცეცხლის გარდამოსვლა დიდ შაბათს, დღის 2 საათზე ხდება. დილიდანვე იერუსალიმის ვიწრო ქუჩებში უამრავი ადამიანი იყრის თავს. აღდგომის ტაძარი ჩაკეტილია და მისი გასაღები ადგილობრივ მუსულმანებს აქვთ. ტაძარში პირველი იერუსალიმის სომეხი პატრიარქი შედის, რომელიც საკუთარ ადგილს კუვუკლიის შესასვლელში იკავებს, რადგან საფლავიდან გამოსული მართლმადიდებელი პატრიარქისგან პირველად, სწორედ მან უნდა მიიღოს ცეცხლი, მას მოჰყვება კოფტების მამამთავარი, რომელიც სომეხი სასულიერო პირის შემდგომ იკავებს ადგილს. ამის შემდეგ ტაძარში დიდი ზარ-ზეიმით შემოდიან ქრისტიანი არაბები, რომლებიც დოლზე დაკვრითა და სხვადასხვაგვარი შეძახილებით იპყრობენ ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ ეს რიტუალიც ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ცეცხლის გარდამოსვლისა, რადგან გადმოცემით ერთ აღდგომის შაბათს, როდესაც არაბები მსგავს ზეიმს მართავდნენ ტაძრის ტერიტორიაზე, უბრძანებიათ მათი ეკლესიიდან გაყრა არაშესაფერისი საქციელის გამო. იმ წელს პატრიარქი რვა საათის განმავლობაში ელოდა ცეცხლს, რომელიც არ ჩანდა, მაშინ მას მიეცა ზებუნებრივი გულისთქმა, რომ აუცილებელი იყო უკან დაებრუნებინათ არაბები, რომლებიც თავისებურად გამოხატავდნენ მადლიერებას ღვთისადმი და ასეც მოიქცნენ. რა წამსაც არაბები ტაძარში ყვირილით შემოვიდნენ, ცეცხლიც გადმოვიდა და იმ დღიდან ყოველ წელს ასე ხდება. ყველაზე ბოლოს ეკლესიაში იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი შედის, რომელსაც ბერძენი საზღვაო დაცვის სპეციალური წევრები მოაცილებენ. ეს ხდება, როდესაც ორს აკლია დაახლოებით 15 წუთი. ტაძარში შევლისთანავე პატრიარქი სამ წრეს უვლის კუვუკლიას და ხმამაღლა გალობს ბერძნულად "კირიე ელეისონ" (რაც ქართულად ნიშნავს "უფალო შეგვიწყალენ") ამის შემდეგ იგი მიუახლოვდება კელიის შესასვლელს, რომელიც თურქების მიერ წინასწარ საგულდაგულოდ შემოწმებული და დიდი ცვილის მასით არის დალუქული. პატრიარქი განიმოსება საზეიმო სამოსელისგან და მხოლოდ თეთრი (რომელიც თავმდაბლობის სიმბოლოა) პერანგისამარა რჩება, შემდეგ მას ამოწმებენ ისრაელის დაცვის წევრები, რათა არ შეიტანოს შიგნით რაიმე ცეცხლის გამჩაღებელი საშუალება და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ იგი შედის კუვუკლიაში, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: კელია და საფლავი. კელიაში რჩებიან სომეხი და კოფტი პატრიარქები, ხოლო უშუალოდ საფლავზე შესვლის უფლება კი მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქს აქვს.
ტაძარში ყველანაირი ბუნებრივი თუ ელექტრონული სინათლის წყარო ქვრება. ყველა ლოცულობს, ოღონდ ამჯერად ხმადაბლა და გულში. მთელი ქრისტიანობა ევედრება ღმერთს კიდევ ერთხელ მოიღოს მათზე მოწყალება და მოუვლინოს ცეცხლი, რათა არ გაიწიროს კაცობრიობა დასაღუპად. წინასწარმეტყველების თანახმად, იმ წელს როდესაც მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი არ გარდამოვა, ქრისტეს მეორედ მოსვლა მოხდება და შესაბამისად ყველა მხურვალე გულით ელოდება ნიშანს ციდან. ნიშანს იმისა, რომ ხალხს გამოსასწორებლად, როგორც მინიმუმ, ერთი წელი მაინც ეძლევა.
საშუალოდ ცეცხლი ნახევარ საათში გადმოდის. პატრიარქი დიოდოროს I (1932-2000), რომელიც ცეცხლის მიღების ღირსი 19-ჯერ გახდა, იხსენებდა რომ, ზოგჯერ სასწაული დაუყოვნებლივ ხდებოდა, როდესაც იგი ლოცვას ასრულებდა, ხანდახან კი ცეცხლი იგვიანებდა. მისი გადმოცემით, საფლავზე სრული უკუნეთი სიბნელეა და ლოცვისას ნელ-ნელა ლურჯი ნათება იწყებს შემოსვლას, რომელიც უფო და უფრო ძლიერდება და ძალიან მალე მთელს ქრისტეს საფლავზე დაფენილ ბამბას ედება, რომლიდანაც პატრიარქი ანთებს ორ 33 სანთლიან კონას. მისი გარეთ გამოსვლისთანავე იწყება ზარების რეკვა, ხალხის ყვირილი, სიხარულის შეძახილები და ა.შ. პილიგრიმები, რომლებიც ხშირად ესწრებიან ამ ცერემონიას ირწმუნებიან, რომ ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ცეცხლი თავისთავად ვრცელდება ეკლესიაში მყოფ ადამაინებზე და მათ ხელში სანთლებიც თვითნებურად ინთებიან. ზოგიერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ ხშირად ცეცხლის გარდამოსვლამდე რამდენიმე წამით ადრე ტაძრის გუმბათის შიდა მხრიდან ლურჯი ცეცხლის ნაბერწკლები კრთება და ეცემა კუვუკლიას, რომლის შემდგომაც ძალიან მალე ცეცხლი გარდამოდის. სამწუხაროდ ამ ნაბერწკლებისა და ცეცხლის უშუალო გადმოსვლის დაფიქსირება ტელე და კინოკამერებს არ შეუძლიათ, რადგან ეს ხომ ზებუნებრივი მოვლენაა. თუმცა ფაქტი კი ერთია - მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა არის ყველაზე ხანგრძლივი სასწაული, რომელიც სამყაროში ოდესმე მომხდარა. ცეცხლი ყოველ წელს ახალი ძალით გვევლინება და გვაუწყებს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას. იგი ამავდროულად სიმბოლოა ჭეშმარიტი რწმენისა და ამის შემდეგ ალბათ აღარც არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ მართლმადიდებლობა მართლაც რომ ერთადერთი და ჭეშმარიტი რელიგიაა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna_18
პოსტი Mar 14 2009, 12:21 AM
პოსტი #1602


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 118
რეგისტრ.: 11-March 09
მდებარ.: tbilisi
წევრი № 6,624



smile.gif ხო 2008 !


--------------------
"ჩასჭიდე უფალს ხელი და არ მოსწყდე ... "
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pshaveli
პოსტი Mar 26 2009, 12:36 AM
პოსტი #1603


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 10-March 09
წევრი № 6,622



IPB-ს სურათი

ციტატა(pshaveli @ Mar 26 2009, 01:35 AM) *

IPB-ს სურათი

სოფიო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Mar 26 2009, 10:27 AM
პოსტი #1604


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Mar 26 2009, 01:54 PM
პოსტი #1605


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



neo
პირველი სურათი რომელი ტაძარია?


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Mar 26 2009, 10:39 PM
პოსტი #1606


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



უკანაგორი ქვია მგონი სოფელს სადაც ეგ ტაზარია, უფრო სწორად ტაძრის ნარჩენები


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 10 2009, 10:50 AM
პოსტი #1607


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



შევეშვათ პოლიტიკური სურათების დადებას.smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Apr 10 2009, 11:12 AM
პოსტი #1608


დაურეგისტრირებელი









უჩა
ჩვენს მიერ გადაღებული თუ იქნა რატომაც არა? smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 10 2009, 11:24 AM
პოსტი #1609


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ქავთარაძე
ჩვენს მიერ გადაღებული ბევრი რამე შეილება იყოს. smile.gif

ზოგადად ფორუმის წესებით და გალერიის წესებითაც პოლიტიკური ლოზუნგები მოწოდებები განცხადებები არ შეილება.

თუ სურათები ნახე მიხვდებოდი რატომ ამოვშალე. smile.gif




--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Apr 10 2009, 11:42 AM
პოსტი #1610


დაურეგისტრირებელი









უჩა
მოოოიცა წავიდე აქციაზე დღეს biggrin.gif მერე ვნახოთ როგორ ამოშლი შალვას სურათებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Apr 22 2009, 12:43 AM
პოსტი #1611


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



სანამ "ერასმუსის" თემისთვის მოვიცლი, მანამდე აქ დავდებ ამას zafxuli.gif

IPB-ს სურათი


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 22 2009, 03:52 AM
პოსტი #1612


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აქ დავდებ ამას

biggrin.gif
ოოჰოჰო, რა სურათები ელის ფორუმს smile.gif

მარცხნივ კუთხეში რომაა ყვითელი ხაზებით არის "ნავობუსის" გაჩერება biggrin.gif
ვენეციის წყლის ავტობუსი ანუ smile.gif; ცოტა ძვირი კია ...

კარგი სურათია იო smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Apr 22 2009, 11:50 AM
პოსტი #1613


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(იოანა @ Apr 22 2009, 01:43 AM) *

სანამ "ერასმუსის" თემისთვის მოვიცლი, მანამდე აქ დავდებ ამას zafxuli.gif

IPB-ს სურათი


რა ლამაზიააა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 24 2009, 02:51 PM
პოსტი #1614


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ბოდენზეე :

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mak
პოსტი Apr 24 2009, 05:17 PM
პოსტი #1615


M A R I A M
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 668
რეგისტრ.: 31-March 08
მდებარ.: TBILISI.
წევრი № 4,377



IPB-ს სურათი



wub.gif


--------------------
უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Apr 25 2009, 11:41 AM
პოსტი #1616


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა(იოანა @ Apr 22 2009, 12:43 AM) *

სანამ "ერასმუსის" თემისთვის მოვიცლი, მანამდე აქ დავდებ ამას zafxuli.gif

IPB-ს სურათი


წოწ

კაიაა

პწიჩკაც რა დროულად გაიჩითა : ))



staywhite
კაიაა mpua.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Apr 29 2009, 12:25 AM
პოსტი #1617


დაურეგისტრირებელი









IPB-ს სურათი
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Apr 29 2009, 12:33 AM
პოსტი #1618


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



დიდი არაფერი, ნუ... oops.gif დაპატარავებულია
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 29 2009, 12:35 AM
პოსტი #1619


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



http://forum.rustavi2.com/index.php?act=announce&f=21&id=16


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zegardeli
პოსტი Apr 29 2009, 09:26 AM
პოსტი #1620


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 9-February 09
წევრი № 6,471



ციტატა(staywhite @ Apr 24 2009, 02:51 PM) *

ბოდენზეე :

IPB-ს სურათი

სად არის ესა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

95 გვერდი V « < 79 80 81 82 83 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 12:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი