IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

52 გვერდი V « < 50 51 52  
Reply to this topicStart new topic
> აღსარება და ზიარება
marine
პოსტი Jun 19 2025, 04:18 PM
პოსტი #1021


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი ამფილოქი ამბობდა: "ადამიანი ზიარებისას იღებს ძალას, ნათლდება, ეხსნება ახალი ჰორიზონტები და გრძნობს სიხარულს, ყველა თავისებურად, თავისი სულის მიდრეკილებებისა და მგზნებარების შესაბამისად. ერთი სიხარულს და განსვენებას განიცდის, მეორე - სიმშვიდეს, მესამე - ერთგულების სულს შეიგრძნობს და მეოთხე - ყველაფრისადმი გამოუთქმელ თანაგრძნობას. პირადად მე ხშირად დაღლილს, ღვთაებრივი ზიარების შემდეგ მიგვრძნია, რომ დაღლილობამ საერთოდ გამიარა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2025, 03:11 PM
პოსტი #1022


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ადამიანებს ვაზიარებ, მათ სახეებს არასდროს ვუყურებ. მაგრამ ერთხელ აზრმა მითხრა დავკვირებოდი მაზიარებლებს. დავინახე ერთს ძაღლის სახე რომ ჰქონდა, მეორეს - მაიმუნის, სხვებსაც სხვადსხვა საშინელი მხეცის სახე მიეღოთ. "ღმერთო ჩემო, - გავიფიქრე, - ისინი ხომ ადამიანები არიან, რატომ აქვთ ცხოველების სახეები?" ზოგიერთები ზიარებაზე მშვიდი და სუფთა სახეებით მოდიოდნენ, ზიარების შემდეგ კი მზესავით ბრწყინავდნენ".

"ერთხელაც წმიდა ფეშხუმზე დავინახე სისხლის წვეთი, ვაჩვენე კიდეც ერთ-ერთ ძმას, მაგრამ იგი მალევე გაქრა"

/ბერი იაკობი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2025, 03:17 PM
პოსტი #1023


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გავიხსენოთ ბერი პორფირეს სიტყვები: "ადამიანისთვის აღსარება ღმერთთან მისვლის საშუალებაა. ეს შესაწირავია ადამიანისადმი ღთის სიყვარულის. არავის და არაფერს შეუძლია ადამიანს ეს სიყვარული წაართვას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2025, 03:36 PM
პოსტი #1024


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღმსარებელ ცოდვილს ბერმა ანფილოქემ უთხრა: "ძმაო, დაივიწყე შენი ცოდვები, ქრისტემ იგი ამოშალა ცხოვრების წიგნიდან"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2025, 08:23 PM
პოსტი #1025


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საკვირველმა ბერმა, მაკარი ალექსანდრიელმა, ერთი ასეთი სასწაულის შესახებაც გვიამბო: ზიარების საიდუმლოს აღსრულებისას, მე არასოდეს ვაძლევდი ჩემი ხელით მაცხოვრის სისხლსა და ხორცს (იგი წინამძღვარი იყო) მოსაგრე მარკოზს, მაგრამ ყოველთვის ვხედავდი, რომ წმიდა ზიარების სამსხვერპლიდან ანგელოზი იღებდა და მას მარკოზს მიართმევდა ხოლმე. სხვათა შორის, მე მხოლოდ ანგელოზის ხელის მტევანს ვხედავდი, რომელიც წმიდა მამას აზიარებდა"

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2025, 12:31 PM
პოსტი #1026


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"... მამა შიო [ხარძეიშვილი] რომ გარდაიცვალა, ტიროდა თურმე ეს ბავშვი და მისთვის კუბოსთან ჩაუბარებია აღსარება..."

/სქემმონაზონი ნინო (დაშნიანი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2025, 06:42 PM
პოსტი #1027


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მითხრა [არქიმანდრიტმა შიომ (ხარძეიშვილი)]: ყველაზე მეტად იცი, გულს რა მტკენს? - აღსარების დროს რომ მეჭორავებიან და თავიანთ ცოდვებს გამართლებას უძებნიან, აი, ეს მღლისო ძალიან"

/დეკანოზი დიმიტრი (ბიხანაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2025, 01:46 PM
პოსტი #1028


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისევე, როგორც მცენარეები, რომლებსაც ხშირად გადარგავენ ხოლმე, ვერ ასწრებენ მიწაში ფესვების ღრმად გადგმას, ასევე - ხშირი აღსარებაც არ აძლევს ცოდვებსა და ბოროტ ჩვეულებებს გულში ფესვის ღრმად გადგმის საშუალებას"

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2025, 08:44 PM
პოსტი #1029


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღსარების წმიდა საიდუმლოში სული იწმინდება ცოდვებისაგან ღვთის მადლით. ღრმა, გულწრფელი, სრული მონანიების შემდეგ სულში სიმშვიდე და სიხარული ისადგურებს"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2025, 07:41 PM
პოსტი #1030


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეცადე ხშირად ჩააბარო აღსარება, იმგვარად, რომ არა მხოლოდ მაშინ გაეშურო მოძღვართან, როდესაც რაიმე დიდ და მომაკვდინებელ ცოდვას ჩაიდენ, არამედ მაშინაც, თუ ეს შესაძლებელია, როცა რაიმე მცირე მიტევებად ცოდვას ჩაიდენ, რადგან წმ. იოანე კიბისაღმწერელის თანახმად, როგორც ექიმისთვის ნაჩვენები ჭრილობები აღარ უარესდებიან, ასევე აღიარებული ცოდვები აღარ დამძიმდებიან"

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2025, 02:25 PM
პოსტი #1031


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყარყატებს აქვთ ჩვეულება, რომ აღარ მიდიან იქ, სადაც ბუდეს უნგრევენ. ასევე დემონებიც განეშორებიან მათგან, ვინც ხშირად აბარებს აღსარებას, რადგან ხშირი აღსარებით ინგრევა და ნადგურდება მათი ბუდეები და სოროები, როგორც ეს თავად დემონებმა უთხრეს ერთ სათნო ადამიანს - მათ არანაირი ძალაუფლება არ აქვთ იმაზე, ვინც ხშირად აბარებს აღსარებას. ამასთან ერთად, თქვეს ისიც, რომ როდესაც ადამიანი აღსარების გარეშეა დარჩენილი, მათ სხეულის ყველა ნაწილი ცოდვით აქვთ შეკრული და ამ ნაწილებს აღარ შეუძლიათ იმოძრაონ სიკეთის გასაკეთებლად; ხოლო, როდესაც აღსარებას ჩააბარებს, უმალ იხსნება"

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2025, 07:38 PM
პოსტი #1032


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღსარება ძირფესვიანად თხრის და გლეჯს გულიდან დაფარულ და ბილწ გულისთქმებს, სულს ამზადებს წმინდათა-წმინდა თესლის მისაღებად, რათა განაყოფიერდეს და სათნოებები აღმოაცენოს"

/წმ. გრიგოლ პალამა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2025, 02:36 PM
პოსტი #1033


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ტაძარში ჩვილი მოჰყავთ, განსაკუთრებით ბარძიმთან, ეკლესიური მშობლების ჩვილები, არაეკლესიურ მშობელთა ჩვილებისაგან იოლი გასარჩევია, - განმარტავს მამა სერგი, - ერთ დედას მკლავზე მშვიდი პატარა უწევს, მეორე დედას ახალშობილი კი, ტრიალებს და სახის დამალვას ცდილობს.

სიბრალული მიპყრობს, როდესაც წმიდა ზიარებისაგან მიტრიალებულ პატარას ვუმზერ, როემლიც გაჰყვირის და ტუჩებს კუმავს. რა აშინებს პაწიას ასე? ტაძარში მადლი სუფევს, მასთან დედა ან ბებიაა. მაშ რად ყვირის? რატომ იხრება წელში და ფეხებს რისთვის აფართხალებს?.. თუ მშობლები ცოდვებს არ ინანიებენ და თავად არ სურთ უფალთან ცხოვრება, მათ შვილსაც ღვთისა და ბარძიმის შიში იპრყობს"

/მართლმადიდებელი ექიმი კონსტანტინე ზორინი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2025, 05:44 PM
პოსტი #1034


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნონანიება ხმაურსა და ბრწყინვალებას როდი საჭიროებს, არამედ - აღსარებას"

/წმ. ეფრემ ასური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 14 2025, 09:08 PM
პოსტი #1035


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატარა ბავშვები მშობლებმა ხშირად უნდა აზიარონ, რათა ისინი განიწმინდონ, რადგან, სამწუხაროდ, ისინი ცუდ, სულიერად არაჯანსაღ გარემოში იზრდებიან"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2025, 04:26 PM
პოსტი #1036


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამაო, საღვთო ზიარებას რა შედეგები აქვს? როგორ აიხსნება, რომ ზიარების შემდეგ ზოგ შემთხვევაში მეტ სიყვარულს ვგრძნობთ ძმების მიმართ და მეტ სწრაფვას, ღმერთს მივუძღვნათ საკუთარი თავი, ხოლო სხვა შემთხვევაში სულიერ სიხორშაკეს განვიცდით? როგორ უნდა მოვემზადოთ, რომ ღმერთმა თავისი მადლი მოგვანიჭოს, და ყოველთვის ვლინდება თუ არა ეს მადლი?

- ჩვენ ვიცით, რომ ეს საიდუმლო ყველაფერზე აღმატებულია ჩვენს ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, არ შეგვიძლია, გავიაზროთ მთელი მისი სიღრმე. საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს, არის ერთი - როგორ შემოვა საღვთო ზიარება ჩვენს ცხოვრებაში. ეს, პირველ ყოვლისა, დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის მოღვაწეობაზე, თუმცა, ჩემი მოსაზრებით, ჩვენს მოღვაწეობაზე დამოკიდებულია არა იმდენად ამ საიდუმლოს განცდა, რამდენადაც მისი შედეგები, რადგან ამ საიდუმლოს განცდა სულიწმიდის ნაყოფია. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც წმინდაა ადამიანი, სარგებელსაც შესაბამისს იღებს, და რამდენ სარგებელსაც იღებს, იმდენად წმინდა ხდება.

მახსოვს, ჩემი ნეტარხსენებული ბერი არა მხოლოდ ცრემლებით, არამედ ქვითინით ეზიარებოდა და პირიქით, მღვდელ-მონაზონი იოაკიმე არასოდეს მინახავს ცრემლებით მაზიარებელი.

ადამიანის ცხონებაში თანამოქმედებს ორი ფაქტორი: საღვთო და ადამიანური. ასეა ზიარების საიდუმლოს შემთხვევაშიც. საღვთო ფაქტორი დაზღვეულია 100%-ით. იკურთხება რა პური და ღვინო, ნამდვილად ქრისტეს ხორცი და სისხლია. მაშ, ახლა ისღა დარჩა, თუ რამდენი პროცენტით მიიღებს მონაწილეობას ადამიანური ფაქტორი, რაზეც დამოკიდებული იქნება საღვთო ზიარების შედეგები.

მაგალითად, ურწმუნო ადამიანი საზიარებლად მიდის. იგი ღებულობს ქრისტეს ხორცსა და სისხლს, მაგრამ, რადგანაც მისი მონაწილეობა უარყოფითია, უხრწნელი საიდუმლო არის ცეცხლი, რომელიც დაწვავს მას. ან საზიარებლად მიდის ნელთბილი ადამიანი განცდების გარეშე და გონებაში ამბობს: "კარგი რამაა საღვთო ზიარება". მასაც შესაბამისი შედეგები ექნება. ხოლო, როცა ეზიარება მორწმუნე, რომელიც მიეახლება საიდუმლოს რწმენით, რომ "ესე არს თვით უხრწნელი ხორცი უფლისა და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი მისი", იღებს სასიკეთო შედეგებს, რომლებიც, ცხადია, მისი პირადი მონაწილეობის ხარისხის შესაბამისია.

რაოდენ სიდიადესაც მალავს საღვთო განკაცება, იმდენსავე სიდიადეს მალავს საღვთო ევქარისტიაც თავისი მნიშვნელოვანებითა და მიუწვდომლობით"

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2025, 11:48 AM
პოსტი #1037


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამაო, როცა უფალი ზაქეს სახლში შევიდა, მასში ფერისცვალება მოხდა. რატომ ჩვენთანაც არ ხდება ფერისცვალება, როცა ჩვენში ქრისტეს ვღებულობთ? რატომ ვერ განვიცდით მის თანამყოფობას? რატომ არ გვაქვს საღვთო სტუმრობის ცხადი შედეგი?

- ამ შეკითხვებზე ერთნი პასუხობენ, რომ ჩვენი რწმენა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. სხვანი ამბობენ, რომ ჩვენი მომზადება არასაკმარისია. ჩემი მოსაზრებით, რადგანაც გაცნობიერებულად ვაღიარებთ ჩვენს რწმენას აღნიშნული საიდუმლოს მიმართ, - ამას ზიარების წინა ლოცვებში ვამბობთ: "მრწამს, უფალო, და აღვიარებ..." - აღარ უნდა დავკავდეთ საღვთო ევქარისტიის შედეგებით, რადგან ამაში, როგორც უკვე ვთქვით, თანამოქმედებენ საღვთო და ადამიანური ფაქტორები.

დავუშვათ, ვეზიარებით. ჩვენში მიმდინარეობს ფერისცვალება, მიუხედავად იმისა, განვიცდით ამას თუ არა. უბრალოდ, წმინდანები კი არ ვხდებით, არამედ განღმრთობას ვაღწევთ. მაგრამ ეს აღესრულება მხოლოდ ღვთიური ფაქტორით, რომელიც საღვთო ზიარებისგან მომდინარეობს. ადამიანური ფაქტორი ჯერ კიდევ უმოქმედოა.

თუ ეზიარები და იმ დროს გარდაიცვლები, სრულად გექნება საღვთო ფაქტორის შედეგები; ხოლო, თუ ცოცხალი დარჩები, საღვთო ფაქტორები მცირდება, რათა მასთან თანაიმოქმედო. ამრიგად, თუ საღვთო ზიარების შემდეგ არ განიცდი გარდაქმნას, შენი გამოხმაურება საღვოთ მოწოდების მიმართ ნაკლულია.

ამ გარდაქმნის განცდის არქონის მიზეზი შენშია, რამეთუ თანამოქმედებაში საღვთო ფაქტორის წილი სრულყოფილია. მაგალითად, იმისთვის, რომ 100%-ით მდაბალი გახდე, საღვთო მადლი მოქმედებს 50%-ს, მაგრამ შენ უნდა გაიღო დანარჩენი 50%. თუ უფრო ცოტას გაიღებ, მაშინ ნაკლებად ეგოისტი გახდები, მაგრამ არა მდაბალი.

პირველი ქრისტიანებისთვის საღვთო ზიარება ხშირად სულიერი საკვები იყო. ღმერთს შეეძლო, მხოლოდ ერთი საღვთო ზიარებითაც კი, რომელსაც ცხოვრებაში მივიღებდით, ჩვენში ფერისცვალება მოეხდინა, მაგრამ ასეთი ფერისცვალება ჩვენი მონაწილეობის გარეშე იქნებოდა.

ვერ მიიღწეოდა საღვთო და ადამიანური ფაქტორების სრულყოფილი თანამოქმედება სიყვარულისა და განღმრთობის ნაპერწკლის წარმოსაქმნელად.

არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად ეზიარებიან, მაგრამ არ იცვლებიან, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მათს განწმენდას საღვთო ფაქტორი შეეწევა, მათი წვლილი ნაკლულია"

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2025, 06:27 PM
პოსტი #1038


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,151
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამაო, ჩვენი წვლილის შეტანა ამ საიდუმლოში შესაბამისი განცდების განვითარებით ხდება?

- სენტიმენტალიზმი არათუ გვეხმარება, არამედ, შეიძლება, ცრუ განცდებიც კი შეგვიქმნას. ნამდვილი წვლილი არის ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა სამოღვაწეო ასპარეზზე. მაგალითად, როცა ძმა რაიმე საწყენს გეტყვის და დაგაკნინებს, შენ კი თავს დახრი და შენდობას ითხოვ, ზუსტად მაშინ გვაქვს საუკეთესო წვლილი; როდესაც თეფშებს რეცხავ, განდევნი ბოროტ გულისსიტყვებს და გულს წმინდად იცავ, მაშინაც თანამოქმედებ საღვთო მადლთან. ჩვენი წვლილი ვლინდება დაუღალავი მცდელობით შინაგანი განწმენდისათვის, ვიდრე სიკვდილამდე.

ყოველ შემთხვევაში, მჯერა, რომ ეგოიზმისგან თავის დასაღწევად ღმერთი თითოეულ ჩვენგანში ტოვებს გარკვეულ მცირე ნაკლოვანებას, რომ თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში განგვსწავლოს, რათა უწყვეტად გვქონდეს მოღვაწეობის საჭიროება. ეს კი, როგორც ვთქვი, იმიტომ ხდება, რომ არსებობს საფრთხე, ეგოიზმის გამო ყველაფერი დავკარგოთ. რაც შეეხება მცირე ნაკლოვანებას, უფლი განწმენდს მას მისდამი შეწირული მონაზვნის სულიდან მისი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში.

საღვთო მადლთან თანამოქმედება და საღვთო ზიარებისთვის მომზადება მთელი ჩვენი ცხოვრების საქმეა. ეს არ ხდება მხოლოდ იმ წუთს, როცა საზიარებლად მივდივართ. იმ დროს არაფრის თქმა არ შეგვიძლია, გარდა შემდეგისა: "გმადლობ, უფალო, რომ დიდი პატივი დამდე და მოხვედი. განწმინდე ყველაფერი, რაც ჩემშია, რათა, როცა კვლავ მოხვალ, ჩემს სულში უფრო ნაკლები დაგხვდეს ის ნაწილი, რომელსაც განწმენდა დასჭირდება"

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

52 გვერდი V « < 50 51 52
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th December 2025 - 04:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი