IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

51 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > »   
Reply to this topicStart new topic
> აღსარება და ზიარება
marine
პოსტი Mar 1 2017, 10:50 AM
პოსტი #461


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი იოანე სინელი შეგვახსენებს: "ცოდვით დაცემამდე ეშმაკი ღმერთს მოსიყვარულედ წარმოგვიდგენს, ცოდვით დაცემის შემდეგ კი სასტიკად". ამით სურვილი აქვს რომ სინანულთან მიახლოება გაგვიქრეს, არც გავბედოთ. აღსარება ეს არ არის მხოლოდ ცოდვების მიტევების საიდუმლოება, ამით ჩვენ დაკარგული ეკლესიის წევრობას ვიბრუნებთ. ადამიანი გადის რა ტაძრიდან და საიდუმლოებებში არ მონაწილეობს, ის უნებლიედ სოფლის საიდუმლოებაშია ჩართული, რომელსაც სიცრუის მამა, მამონა ახორციელებს".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2017, 11:17 AM
პოსტი #462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასიხარულოა აღსარებითა და ზიარებით შედუღაბებული სულის ხილვა, რადგან მოზეიმე ანგელოზებს უერთდება მისი სიწმინდე. უხარია ზეცასა და ქვეყანას. სამყაროში ნათდება კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩვენი გაცოცხლებით, რადგან სახარებაში წერია: "ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა". ეს ვარსკვლავი ჩაუქრობელი საქმეებია, რაც სხვა ჩაბნელებულ ადამიანებსაც აფხიზლებს. უფალმა მოგვმადლოს ჩაბნელებული სულის გაჩირაღდნება და სასუფეველში დაუშრეტელი ნეტარება!"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2017, 11:05 AM
პოსტი #463


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანტონი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ თუ როგორი სასოწარკვეთილი ებრძოდა იგი ერთხელ საცდურს. ისეთი თავგანწირვით ებრძოდა, რომ ბოლოს მიწაზე ღონეწართმეული დავარდა. უეცრად მას ქრისტე გამოეცხადა. ღონემიხდილი ანტონი ეკითხება:

- უფალო, სად იყავი მაშინ, სასოწარკვეთილი რომ ვიბრძოდი?

ქრისტე პასუხობს:

- შენს გვერდით ვიდექი. რათა თუ საჭირო გახდებოდა, მოგშველებოდი. მაგრამ შენ ეს არ დაგჭირდა; შენ არ დასთმე და გაიმარჯვე.

ჩემის აზრით, თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ისწავლოს სინანული და აღსარებაზე ახალი გამარჯვებებით მისვლა. ასე აღმოვაჩენთ ცოდვასთან ბრძოლაში ბრძოლის ველს, რომელიც სულ უფრო ფართოდ და ღრმად გადაიშლება. მხოლოდ ასე შეგვიძლია მივიღოთ შენდობა და მადლი, ახალი ძალა ქრისტესგან, შენდობა იმაზე, რის წინააღმდეგაც დავიწყეთ ბრძოლა. დავძლიოთ რაც ჯერ კიდევ არ დაგვიძლევია."

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2017, 12:55 PM
პოსტი #464


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შუასაუკუნეების დროინდელი შენდობის ლოცვა, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდება:

- შეგონდოს ღმერთმა ყოველი ცოდვა, რომელიც მთელი სიწრფელით მოინანიე. ე.ი. შეგინდობს არა იმას, რაც თქვი, არამედ იმას, რამაც მთელი სულით შეგძრა, რამაც შეგაძრწუნა. აი, ეს ცოდვები შეგენდობა. დანარჩენები კი უკვე ახალი ამოცანაა. უნდა შეეცადო უფრო ღრმად ჩაწვდე თავს, ჩაეძიო და აღმოაჩინო ის, რაც უღირსობად მიგაჩნია საკუთარი თავის, ღვთისა და იმ ადამიანთა წინაშე, რომლებსაც სულ სხვაგვარად ჰყავხარ წარმოდგენილი. ასე იქცევა აღსარება პროგრესულ, თანდათანობით ჩაღრმავებულ სინანულის ნაწილად."

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2017, 09:52 PM
პოსტი #465


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საინტერესო მოსაზრება აქვს ამის შესახებ სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფეს, ღირს ნიკიტა სტიფატს. ის ამბობს, რომ წრფელი სინანულის ცრემლებს შეუძლია ადამიანს დაუბრუნოს დაკარგული ქალწულება.
სინანული სწორედაც ასეთი უნდა იყოს."

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 8 2017, 04:38 PM
პოსტი #466


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი მეძავი გზად უცნობ დედაკაცს გადაეყარა,რომელსაც მკერდზე გარდაცვლილი ვაჟი მიესვენებინა.უბედურმა დედამ ,მწუხარებისგან რომ არ იცოდა, რა ექნა,გარდაცვლილი შვილი ცოდვილის ფერხთით დააგდო და – გამიცოცხლეო,– შეჰღაღადა... გაოგნებულმა მეძავმა იქვე აღიარა თავისი ცოდვები და თქვა: – მე ასეთი სასწაულის მოხდენის ღირსი არა ვარ.არც იმისა,ზეცად ავიხედო და ჩემი ცოდვილი ბაგეებით ღმერთს შევღაღადოო.მაგრამ საცოდავი დედა არ ცხრებოდა,ეგონა, ამას თავმდაბლობით ამბობსო და თხოვნა გააორმაგა.ცოდვილი დედაკაცი მიწაზე დაემხო,ღვთის მოწყალებისთვის თავს უღირსად თვლიდა,ლოცულობდა,ღმერთს შეეწყალებინა დამწუხრებული დედა,ენუგეშებინა.ჰოი,საოცრება!მონანული და სულიერად მკვდრეთით აღმდგარი ცოდვილის ლოცვამ ზეცამდე ააღწია და დედას შვილი გაუცოცხლდა.ორივე დედაკაცმა ერთად ადიდა ღმერთი,რომელიც იწირავს ცოდვილის სინანულს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 9 2017, 01:27 PM
პოსტი #467


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუკი კაცი აღსარებაში სრულად და გულწრფელად ვერ აღიარებს ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად მისი სხეულიც ზიანდება".

/მამა კონსტანტინე ლეკიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 9 2017, 03:01 PM
პოსტი #468


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სჯობს ცრემლებით განიბანო, ვიდრე იორდანეში".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2017, 12:55 PM
პოსტი #469


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიტყვა მხოლოდ ევქარისტიული ძღვენის უშუალო განცდის შემთხვევაში ინარჩუნებს "სიმტკიცეს", ხოლო საიდუმლო გონებისთვის გასაგები ღვთის მსახურებასა და ევქარისტიულ ძღვენთან ზიარების შემთხვევაში ხდება წვდომადი, გონება კმაყოფილდება და სიმშვიდე სწორედ ამ შემთხვევაში ეუფლება".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2017, 08:02 PM
პოსტი #470


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს ასეთი სტეროტიპი ჩამოყალიბდა - თითქოსდა ხშირი ზიარება არ შეიძლება, რაც სლავური ქრისტიანობის გავლენაა და არ არის სწორი აზროვნება. ქრისტიანი თუ ხარ, ყოველ კვირა დღეს ონტოლოგიურად უნდა ეხებოდე ღმერთს, ეს არის სწორი და აუცილებელი სულიერი სისავსისთვის".

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2017, 08:25 PM
პოსტი #471


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიტყვა მეგობრობა ერთი ბარძიმიდან მაზიარებლობას ნიშნავდა და ეს ყველაზე აღმატებული ფასეულობა იყო ქართველი კაცისთვის".

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2017, 10:16 AM
პოსტი #472


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც აღსარებისთვის ემზადება, თავი ქრისტეს მცნებებისდა მიხედვით უნდა განიხილოს".

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2017, 12:23 PM
პოსტი #473


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭეშმარიტი და ღრმა სინანული არ გულისხმობს უიმედო გლოვასა და სასოწარკვეთას, რადგან ამ დროს ხდება მთელი სისავსით გაცნობიერება ღვთაებრივი სიყვარულისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი უძლურებისაც.

წმინდა მამები ამ მდგომარეობას მტირალ სიხარულსაც უწოდებენ; მას მართლაც მოაქვს სიხარული, ნუგეში და მშვიდობა სულისა, თანაც ისეთი, რომელსაც ამქვეყნიური ვერანაირი ნეტარება ვერ შეედრება. "ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი (ანუ მიწიერი კეთილდღეობა) კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა", - გვასწავლის პავლე მოციქული.


/ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2017, 11:21 AM
პოსტი #474


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოუნანიებელი ადამიანი ყველაზე უგუნურია ამ ქვეყნად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ სიმძიმე ადევს გულზე, რადგან არ ინანიებს, რომ გათავისუფლდეს ამ პატარა ჯოჯოხეთიდან, კიდევ უფრო უარესისკენ რომ მიაქანებს - მარადიული ჯოჯოხეთისაკენ, - არამედ იმიტომ, რომ მიწაზე სამოთხისეულ სიხარულს იკლებს, სიხარულს, რომელიც გრძელდება და სამოთხეში ღვთის სიახლოვეში უფრო მეტად ძლიერდება."

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2017, 12:03 PM
პოსტი #475


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტირიან ადამიანები იმის გამო, რომ უბედურები არიან. იტირე შენც, ქრისტიანო, რომ ცოდვილი ხარ, რომ შესცოდე უფლის წინაშე, რამეთუ დიდი უბედურებაა ცოდვა. ტირიან ადამიანები იმიტომ, რომ არ აქვთ ხორციელი ჯანმრთელობა, იტირე შენც, რომ სულიერად ჯანმრთელი არ ხარ. ტირიან ადამიანები იმის გამო, რომ უძლურნი და სნეულნი არიან, იტირე შენც, რომ სული შენი უძლურია, სნეულია და იტანჯება, რამეთუ მძიმე სნეულებაა სიამაყე, შური, არაწმიდება, დიდებისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა... "განმკურნე მე, უფალო, და განვიკურნები" (იერემია 17,14), რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი".

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2017, 11:52 AM
პოსტი #476


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელაც, ერთ-ერთ მონასტერში, ღამისთევის ლოცვისას, მამა პაისის ძალზე შესცივდა. იფიქრა, ვეზიარები, კელიაში წავალ და გავთბებიო. მაგრამ ზიარებისთანავე იგრძნო, საღმრთო მადლი როგორ გავრცელდა მის სხეულსა და სულში და თანდათანობით დაუთბა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2017, 10:53 AM
პოსტი #477


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა წმინდა იოანე (მაქსიმოვიჩი) შანხაიში მოღვაწეობდა, იქ ერთ ქალბატონს ცოფიანმა ძაღლმა უკბინა. ცოფის საწინააღმდეგო წამლები, ეტყობა, არ გაიკეთა ან ამას დიდი ყურადღება არ მიაქცია, საშინელი დაავადებით დასნეულდა და სიკვდილის პირას მივიდა. საზიარებლად ქალთან წმინდა იოანე მიიყვანეს. ამ დროს ავადმყოფს მოუარა სიცოფემ და ახალმიღებული სისხლი და ხორცი უფლისა გადმოაფურთხა. ხომ არ გადაყრიდა! წმინდა იოანემ მოაგროვა სიწმინდე და თვითონ მიიღო. იქვე მყოფი მორწმუნეები შეშფოთდნენ: - მეუფეო, რას აკეთებთ? ცოფი ხომ გადამდებიაო. მეუფემ მშვიდად უპასუხა: - არაფერი მოხდება, ეს უფლის სისხლი და ხორცი არისო. მართლაც, არაფერი მომხდარა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2017, 01:49 PM
პოსტი #478


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მახსენდება წმინდა ტაისია, რომელმაც ცხოვრება არასწორად გალია. მეძავი გახლდათ ტაისია. ერთმა ბერმა იტვირთა მისი ცხონება. საროსკიპოში მის გამოსაყვანად მივა. გზაში შემოაღამდებათ. დასვენებისას ბერი მას განშორდება და ლოცვას დაიწყებს. ლოცვის დროს ტაისიას ჩაეძინება. რას ხედავს ეს ბერი, ტაისიას სული ანგელოზებს მიჰყავთ. შესტირებს უფალს - უფალო, მას ჯერ აღსარებაც არ უთქვამსო. ბერს უფლის ხმა შემოესმა - ამ ადამიანმა იმხელა სინანულის ნაყოფი გამოიღო ამ დროის განმავლობაში, რომ მისი ცრემლი ჩემთვის სათნოა და ამის გამო საუკუნო ცხოვრება აღვუთქვიო. ეს მონანული დედაკაცი, როგორც უდიდესი წმინდანი, ისე გაიყვანა ამ ქვეყნიდან".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2017, 02:00 PM
პოსტი #479


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისიც ცნობილია, რომ ყოფილი ავაზაკები სინანულის გზით უდიდესი წმინდანები გამხდარან და ცათა სასუფეველი დაუმკვიდრებიათ. გავიხსენებ იაკობ განდეგილს, რომელსაც სამი ვნება ებრძოდა - ლოთობის, მრუშობის და ავაზაკობის. უნდოდა, ყველაზე დაბალი რანგის ცოდვა აერჩია და დათვრა. ამის შემდეგ იმრუშა და კვალის დასაფარავად თავისი მსხვერპლი მოკლა და დაფლა. ამის გამო ის ძალიან დიდ სინანულში ჩავარდა. ათი წელი საკუთარი მოძღვრის კურთხევით იწვა ვიწრო გამოქვაბულში, სადაც წელშიც ვერ იმართებოდა. ათი წლის შემდეგ მიიღო ცოდვების შენდობა და როგორც განწმენდილი მამა, ისე წარდგა ღვთის წინაშე. სინანული არის უდიდესი და უმოკლესი გზა სასუფევლის დასამკვიდრებლად. დავით მეფსალმუნე ამბობს: "აუცილებელია არა მარტო ცოდვის აღიარება, არამედ ზრუნვა მის გამოსასწორებლად".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2017, 11:12 AM
პოსტი #480


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,703
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორ იცხოვრებ ქრისტესთან, თუ მის სისხლსა და ხორცს არ ეზიარები?! აქაც, როგორც სინანულში, მტრის შემოტევები არ მოგასვენებს, იგი აქაც მოგიწყობს ათასნაირ ხრიკს; აღმართავს მრავალ შინაგან თუ გარეგან დაბრკოლებას - ხან ვერ მოიცლი, ხან უქეიფოდ იგრძნობ თავს, ხან ზიარების ცოტა ხნით გადადება მოგინდება, რათა უკეთ მოემზადო... ნუ უსმენ, წადი, თქვი აღსარება, მიიღე ზიარება. შენ ხომ არ იცი, როდის მიგიხმობს უფალი."

/დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

51 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 07:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი