IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთის და ოსეთის ეპარქიები
მოციქული
პოსტი Aug 27 2008, 02:19 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 27-August 08
წევრი № 5,540



რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა. კონფლიქტურ რეგიონებში საქართველოს საეპარქიო აღარ იქნება? ვინ ჩაატარებს იქ წირვა-ლოცვას? რუსი სამღვდელოება და რუსეთის ეკლესიის ეპარქიები გაიხსნება თუ როგორ იქნება საქმე? unsure.gif


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 27 2008, 09:47 AM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



აფხაზეთში უკვე დიდი ხანია რუსების გაგზავნილი მღვდლები მსახურობენ, ალბათ მასე იზამენ სამაჩაბლოშიც sad.gif
ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ რუსეთში ეკლესიაც კი არ აღმოჩნდა ის ძალა, რომელიც სიმართლის მხარეს დადგებოდა. და ნეტა სადღა უნდა ეძებო მაგ ქვეყანაში სამართალი? user.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 27 2008, 10:58 AM
პოსტი #3


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ისე, უკრაინა სულაც დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ კანონიკურად მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება მაინც. ამ მხრივ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

დარღვევა უფრო თქვენი ნიკია, იქნებ სხვა რამით შეგეცვალათ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოციქული
პოსტი Aug 27 2008, 02:08 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 27-August 08
წევრი № 5,540



ციტატა
აფხაზეთში უკვე დიდი ხანია რუსების გაგზავნილი მღვდლები მსახურობენ, ალბათ მასე იზამენ სამაჩაბლოშიც


რუსეთის ეკლესია ემორჩილება რუსეთის მთავრობას sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rarara
პოსტი Sep 24 2008, 12:45 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 6-March 07
წევრი № 1,277



. . . და საქართველოს საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს ემორჩილება, არა!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geogeorgia
პოსტი Oct 12 2008, 01:51 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 6-February 08
წევრი № 3,879



ციტატა(მარიამი @ Aug 27 2008, 09:47 AM) *

აფხაზეთში უკვე დიდი ხანია რუსების გაგზავნილი მღვდლები მსახურობენ, ალბათ მასე იზამენ სამაჩაბლოშიც sad.gif
ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ რუსეთში ეკლესიაც კი არ აღმოჩნდა ის ძალა, რომელიც სიმართლის მხარეს დადგებოდა. და ნეტა სადღა უნდა ეძებო მაგ ქვეყანაში სამართალი? user.gif


დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება!!!

რუსეთიც წავა, ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ჩვენი სამრვდელოებაც დიდებით შეუძღვება ჩვენს დევნილ მოსახლეობას აფხაზეთში და სამაჩაბლოში!!!

მთავარია ყოველდღიურად ვიყოთ ფხიზლად, ვილოცოთ და ვიბრძოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ვის როგორც შეგვიძლია, სიტყვით თუ საქმით!

ღმერთმა გააძლიეროს ყველა მართლმადიდებელი. ამინ.


--------------------
საქართველო - წმიდა ივერია ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
..." გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტებაი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jijikoi
პოსტი Mar 10 2009, 12:42 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 9-March 09
წევრი № 6,616



სამაჩაბლოში აგვისტოს ომამდე ნახევარზე მეტი სოფლები და იქ მდებარე ტაძრები ნიქოზის და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას მმართვეობის ქვეშ იყო .დღეს სამწუხაროდ მხოლოდ ნიქოზიღა შემოგვრჩა sad.gif თვითონ მონასტრის მიმდებარე ტერიტორია და საეპისკოპოსო რეზიდენცია მთლიანად დაინგრა დაბომბვის შემდეგ sad.gif მაგრამ ღვთის იმედიტ მჯერა რომ მალე დავიბრუნებთ დაკარგულ ეპარქიებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Mar 11 2009, 03:36 PM
პოსტი #8


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(Geogeorgia @ Oct 12 2008, 01:51 PM) *

დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება!!!

რუსეთიც წავა, ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ჩვენი სამრვდელოებაც დიდებით შეუძღვება ჩვენს დევნილ მოსახლეობას აფხაზეთში და სამაჩაბლოში!!!

მთავარია ყოველდღიურად ვიყოთ ფხიზლად, ვილოცოთ და ვიბრძოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ვის როგორც შეგვიძლია, სიტყვით თუ საქმით!

ღმერთმა გააძლიეროს ყველა მართლმადიდებელი. ამინ.



ეს იყო ციკლიდან: ლელა კაკულია from future biggrin.gif

არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში არცერთი რუსი მღვდელი არ უნდა იქნას დაშვებული. აქ არაფერია საკამათო



--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 17 2009, 06:55 PM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აქ ვდებ რუსულ ტექსტს გასაცნობად. მოვიცლი თუ არა, მაშინვე ვთარგმნი:

Его Блаженству
Святейшему и Блаженнейшему Илие II
Архиепископу Мцхетскому
Католикосу-патриарху Тбилисскому и всея Грузии
Священному Синоду Грузинской Православной Церкви.


Ваше Святейшество и Блаженство, блаженнейший католикос- патриарх Илия II, всечестные архипастыри Священного Синода!

Епархиальное Собрание Пицундской и Абхазской Православной Церкви обращается к Вам с братским посланием.

15 сентября 2009 года, на внеочередном заседании Епархиального Собрания Сухумо-Абхазской Епархии, духовенством и монашествующими нашей Епархии единогласно было принято решение о начале канонического Восстановления Абхазской Православной Церкви — Пицундского Католикосата. Вновь образованная Епархия получила наименование «Пицундская и Сухумская».

Столь серьезное и ответственное перед Богом и людьми решение имеет свои не менее серьезные и ответственные предпосылки. Начиная с 1993 года, после окончания боевых действий в сентябре месяце, церковное окормление территории Республики Абхазия полностью прекращено. Народ и территория страны, в древности просвещенные светом Христовой истины, с любовью и самоотверженностью сохранявшие Православные традиции и культуру, оказались брошенными на произвол судьбы. На практике не было подобных прецедентов, чтобы на протяжении 16 лет церковная община, лишенная архипастырского окормления, сохранила в неповрежденности церковное Предание, соблюдала каноны Православной Церкви, не погибла, более того – распространяла Благую Весть Господа Иисуса Христа, возрастала и укреплялась в вере и благочестии.

Богатейшая история Абхазской Православной Церкви Пицундского Католикосата начинается с IV века, когда в Питиунте (современный г.Пицунда) возникла Епископия. В 325 году епископ Питиунта Стратофил принял участие в I вселенском Соборе. Питиунтская Епископия была в подчинении архиепископа Кессарии Каппадокийской. С IV по VII века в Пицунде были построены семь храмов, в том числе и кафедральная бизилика со знаменитой Пицундской мозаикой.

При императоре Юстиниане Великом на территории Абхазии появилась автономная архиепископия в юрисдикции Константинопольского патриархата. Император Юстиниан Великий завершил процесс христианизации древнеабхазских племен, устроив специальную школу для абхазских детей в Константинополе. При участии императора была создана автокефальная Абазгская епархия с кафедрой в г. Себастополисе (современный Сухум). В VI-VII веках в ведении Абазгской (абазги и апсилы – предки современных абхазов) епархии, которая в перечне епархий Константинопольской церкви значилась под 34-м номером, были следующие епископские кафедры: Цандрипшская, Пицундская, Анакопийская, Сабастопольская, Цебельдинская, Гюэносская (современный г. Очамчира).

Все вышеназванные поселения и города по сей день хранят живую историческую память о христианских кафедрах. Самые знаменитые кафедральные соборы этого периода, дошедшие до нашего времени, это – Цандрипшская базилика (VIв.) и Драндский Успенский собор (VI в.).

История сохранила нам имена двух епископов этого периода: Константина, епископа Цибилиума (пер.пол. VI в. ) и Феодора, епископа Питиунтского (VII в. ). На юго-востоке Абазгская епархия граничила с Лазской епархией, на Северо-западе – с Зихской (Адыгской) епархией.

В конце VIII в. возникло средневековое Абхазское православное царство, которое добилось повышения местной архиепископии до ранга католикосата с составе Антиохийского патриархата. В середине VIII века власти Абхазии посылают большую церковную делегацию в Антиохию с целью поставления абхазского католикоса. На Соборе Антиохийской Церкви, возглавляемой патриархом Феофилактом, было решено рукоположить одного из них, абхаза по имени Иоанн в католикоса, а другого - в епископа. По возращении в Абхазию, католикос Иоанн, первый глава Абхазской Православной церкви, своей кафедрой избрал Пицунду. Фактически, Абхазская Православная Церковь стала автокефальной. В этот период были построены: Пицундский собор, Бзыбский храм, Лыхненский храм, храм Симона Кананита, Моквский пятинефный собор и храм в Нижнем Архызе. В ХI веке абхазские мастера (обезы) приняли участие в строительстве храмов г. Киева и росписи знаменитой Киевской Софии.

В 1930 году на Пицундский престол был возведен католикос Арсений.
В XVI веке кафедра католикосов переносится из Пицунды в Гелатский монастырь в Имеретии (территория средневекового Абхазского царства). С этого времени католикосы именуются Абхазскими и Имеретинскими, с XVII века Имеретинскими и Абхазскими.

До перенесения кафедры Абхазскую Церковь возглавляли католикос Иоаким (между 1470-1474 г.г.), Салахия I (между 1519-1533 г.г.) и Евдемон I (1557-1578гг). При последнем католикосе кафедра переносится в Гелати.

После католикоса Евдемона I Абхазскую Православную Церковь Пицундского Католикосата возглавляли следующие католикосы:

Евфимий (1578-1605 гг.)
Малахия II (1605 – 1629гг.
Григорий I (1629 – 1639 г.г.)
Максим I (1639 – 1657 г.г.)
Захария (1656-1659 гг.)
Симеон (1659- 1666 т.)
Евдмон II (1666 - 1673 гг.)
Давид (1673 - 1696 гг.)
Григорий II (1696 - 1742 гг.)
Герман (1742-1751 гг.)
Виссарион (1751-1769 гг.)
Иосиф (1769- 1776 гг.)
Максим II (1776-1795 гг.)

Под влиянием турецкого нашествия (Османского ига) Православие в наших пределах приходит в упадок. По дороге в Палестину последний католикос Абхазской Православной Церкви Максим II в 1795 году скончался в Киево-Печерской Лавре. Со смертью католикоса прекратила свое существование Абхазская православная Церковь. Местоблюстители кафедры абхазских католикосов митрополит Досифей и митрополит Евфимий в 1819 году были удалены.

Памятуя о столь блистательной истории нашей Церкви, мы, духовенство и клирики Православной Церкви в Абхазии, приняли решение обратиться ко всем 15 Православным церквям с просьбой о помощи в Богоугодном и достойном апостольском добродетели подвиге — восстановлении Абхазской Православной Церкви.

Решением Епархиального Собрания Абхазской Православной Церкви было: первое послание направить Предстоятелю и Священному Синоду Грузинской Православной Церкви. Отмечая общую и братскую церковную историю, мы извещаем Вас о радостном событии. Ничто не может быть радостнее для Мцхетского Католикосата чем то, что вновь обрелась сестра-Церковь — Абхазская Православная Церковь Пицундского Католикосата.

Особо отмечаем, что мы не выходим ни из какой бы то ни было православной юрисдикции и, ни в какую юрисдикцию не входим. Мы живем на своей Родине и просим оказать поддержку в восстановлении канонического устроения нашей Церкви в Абхазии.

Молим Ваше Святейшество и Блаженство и Священный Синод Грузинской Православной Церкви не оставить без внимания просьбу Православного народа Абхазии о восстановлении Пицундского Католикосата Абхазской Православной Церкви и исполнить евангельскую заповедь равноапостольского подвига в духе братской любви и взаимопонимания дабы исполнились слова Господа нашего Иисуса Христа: «Заповедь новую даю вам, да любите друг друга как Я вас, так и вы да любите друг друга. По тому узнают все, что вы Мои ученики, если будете иметь любовь между собою» (Ин.13.34-35) и «Итак идите, научите все народы, крестя их во имя Отца и Сына и Святаго Духа, уча и соблюдать все, что Я повелел вам и се, Я с вами во все дни до скончания века Аминь» (Мф.28,19-20).

И.о.управляющего Пицундской и Сухумской Епархии
Абхазской Православной Церкви
Иерей Виссарион Аплиаа.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 17 2009, 07:06 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



კანონისტი

საშიში წერილია.რეებს ბედავენ. იმედი მაქვს, უფლის წყალობით საპატრიარქო ღირსეულ პასუხს გასცემს (ან გასცა). ისე აფხაზეთის საკათალიკოსოს საკითხი თითქმის შეუსწავლელია. ყოველ შემთხვევაში ფუნდამენტური ნაშრომი არ მინახავს.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 17 2009, 07:07 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ბადრი
ისე, ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა აფხაზები რამეს გვთხოვენ.

საგულისხმო ფაქტია.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 17 2009, 07:10 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



კანონისტი

როგორც გიორგი მთაწმიდელმა უქნა ბერძნებს, ისე უნდა მიუნაყოს მაგათ ცხვირ-პირი ვინმე ღვთისნიერმა.

ახლა მაგათ თუ გაუვიდათ დამთავრდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქმეც


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 24 2009, 11:39 PM
პოსტი #13


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ოხ, რა რთულ დღეში ვართ. ისე საქარტველოში ორი კატოლიკოსი ხომ იყოო? თუ ვცდებიი?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iobi
პოსტი Nov 25 2009, 05:18 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 30-June 09
წევრი № 7,202



ალბათ ზოგიერთი თქვენგანი იცნობს აფხაზეთიდან გამოგდებულ სასულიერო პირს - იღუმენ პიმენ ქარდავას.
მომეცა შანსი მასთან საუბრისა ერთი ერთზე და მე მოვუთხრე მას თუ რას წერენ მის შესახებ აფხაზი სასულიერო პირები, კერძოდ კი ბესარიონ ფილიას (აპლიაას) განცხადება, რომელიც აცხადებს რომ მამა პიმენი გალის რაიონში ეწეოდა "ნაციონალისტური იდეების პროპაგანდას" და ამიტომ იქნა გაგდებული.
ძალიან გაოცდა საყვარელი მოძღვარი ამაზე და მომითხრო, რომ სამი წელი აშენებდა აფხაზეთში ეკლესიას ჩამოიტანა ხატები, წიგნები, ბარძიმ-ფეშხუმი და ყველა საჭირო საეკლესიო ნივთი რაც კი სჭირდებოდა მღვდელმსახურებას. არ ახარებდნენ და ხატებს უპატიმრბდნენ, ართმევდნენ, რადგან "კონტრაბანდად" მიაჩნდათ სიწმიდეები.
იბარებდნენ სისტემატიურ დაკითხვებზე. ისე ექცეოდნენ როგორც კომუნისტები თავის დროზე სამღვდელოებას. დაამზადებინა საუკეთესო ქსეროასლები ხატებისა და დაურიგა ხალხს და დღესდღეისობით "აფხაზეთის განათლების სამინისტროს" წარმომადგენლები ადგილს არ ტოვებენ გაუჩხრეკელს და ამ ხატებს ანადგურებენ. სამწლიანი შრომის შემდეგ კი მივიდა მასთან ერთერთი სასულიერო პირი მათე ტუშბა ეფ-ეს-ბეს აგენტთან ერთად და დაიწყო სატანჯველი. ბოლოს კი უშუალოდ მიტროპოლიტი კირილეს ბრძანებით მაშინ ჯერ კიდევ მღვდელმონაზონ პიმენ ქარდავას აეკრძალა მსახურება და მოღვაწეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ცალკე პარადოქსია ბესარიონ ფილია, რომელიც პირფერულად ხელებს უკოცნიდა მოძღვარს, როდესაც მარტო რჩებოდნენ და ყველანაირად სთხოვდა რომ რამენაირად მისი სიტყვა ჩაეტანა უწმიდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან.
გამოიყენეს ეს საყვარელი ადამიანი და მოიშორეს. გაამზადა ეკლესია და ხელში ჩაიგდეს და ამის შემდეგ აფხაზები "ავტოკეფალიურ ეკლესიას ქმნიან", რომელიც ქართველმა აუშენა და შემდეგ "პოდლად" მიისაკუთრეს.


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
---------------------------------------------------------
მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim
strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. †††
---------------------------------------------------------
http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI
---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††-------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 25 2009, 07:53 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



Amuza
ციტატა
ოხ, რა რთულ დღეში ვართ. ისე საქარტველოში ორი კატოლიკოსი ხომ იყოო? თუ ვცდებიი?

იყო, მაგრამ აფხაზეთის კატალიკოსი მცხეთის საყდარს ემორჩილებოდა


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 26 2009, 02:55 PM
პოსტი #16


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ბადრი @ Nov 25 2009, 07:53 PM) *

Amuza

იყო, მაგრამ აფხაზეთის კატალიკოსი მცხეთის საყდარს ემორჩილებოდა


ეხლა აღარ დაემორჩილება. ეხლა კრემლის საყდრის მორჩილი იქნება აფხაზეთის კათოლიკოსი და ეგაა. ისტორია მეორდება.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Dec 4 2009, 02:33 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
Отмечая общую и братскую церковную историю, мы извещаем Вас о радостном событии. Ничто не может быть радостнее для Мцхетского Католикосата чем то, что вновь обрелась сестра-Церковь — Абхазская Православная Церковь Пицундского Католикосата


ცინიზმის დონე ნახეთ, რა. რუსებს უყვართ ხოლმე ასე საუბარი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Dec 4 2009, 03:36 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(ბადრი @ Nov 25 2009, 07:53 PM) *

Amuza

იყო, მაგრამ აფხაზეთის კატალიკოსი მცხეთის საყდარს ემორჩილებოდა


ყოველთვის ეგრე არ იყო (უმეტესწილად არც ემორჩილებოდა), მაგრამ ის აფხაზეთის კათალიკოსი წირვას ქართულად აღავლენდა და მთელი დასავლეთ საქართველოს ეპარქიები მას ემორჩილებოდა smile.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 4 2009, 07:05 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მის უნეტარესობას
უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს
მცხეთის მთავარეპისკოპოსს
თბილისისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს


თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, უნეტარესო კათოლიკოს-პატრიარქო
ილია II-ვ, წმინდა სინოდის ყოვლადპატიოსანო მწყემსმთავარნო!

ბიჭვინთისა და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპარქიო საბჭო მოგმართავთ თქვენ ძმური ეპისტოლეთი.

2009 წლის 15 სექტემბერს, ცხუმ-აფხაზეთის საეპარქიო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ჩვენი ეპარქიის სასულიროთა და ბერმონაზონთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის – ბიჭვინთის საკათალიკოსოს კანონიკური აღდგენის დაწყების თაობაზე. ხელახლა ჩამოყალიბებულმა ეპარქიამ მიიღო სახელწოდება „ბიჭვინთისა და ცხუმისა“.

ღმრთისა და კაცთა წინაშე ამგვარ სერიოზულ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას აქვს თავისი არანაკლებ სერიოზული და საპასუხისმგებლო წინაპირობები. დაწყებული 1993 წლიდან, მას შემდეგ რაც სექტემბერში დასრულდა საბრძოლო მოქმედებები, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საეკლესიო მზრუნველობა სრულებით შეწყდა. ქვეყნის ტერიტორია და ხალხი, რომელნიც ქრისტეს ჭეშმარტების ბრწყინვალებით განათლდნენ უძველეს დროს და რომლებმაც სიყვარულითა და თვითგანცდით შეინახეს მართლმადიდებლური ტრადიციები და კულტურა, აღმოჩნდნენ მიტოვებული ბედის ანაბარად. პრაქტიკაში არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, რომ ქრისტიანული თემი, 16 წლის განმავლობაში სამწყემსთავრო მზრუნველობის გარეშე დარჩენილიყო და შეურყვნელადშეენარჩუნებინა საეკლესიო გარდამოცემა, დაეცვა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები, არ მომკვდარიყო და მეტიც – გაევრცელებინა უფალ იესო ქრისტეს შესახებ ხარების სიტყვა, აღზრდილიყო და განმტკიცებულიყო რწმენასა და კეთილმსახურებაში.

აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთის საკათალიკოსოს უმდიდრესი ისტორია იწყება IV საუკუნიდან, როდესაც პიტიუნტში (თანამედროვე ქ. ბიჭვინთა) აღმოცენდა საეპისკოპოსო. 325 წელს პიტიუნტის ეპისკოპოსმა სტრატოფილემ მონაწილეობა მიიღო I მსოფლიო კრებაში. პიტიუნტის ეპარქია ექვემდებარებოდა კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსს. IV-დან VII საუკუნემდე ბიჭვინთაში აშენდა შვიდი ტაძარი, მათ შორის საკათედრო ბაზილიკა სახელგანთქმული ბიჭვინთის მოზაიკით.

იმპერატორ იუსტინიანე დიდის დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე გაჩნდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ავტონომიური სამთავარ-ეპისკოპოსო. იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა დაასრულა ძველაფხაზური ტომების გაქრისტიანების პროცესი, ააშენა რა კონსტანტინოპოლში სპეციალური სკოლა აფხაზი ბავშვებისათვის. იმპერატორის მონაწილეობით შეიქმნა აბაზგიის ავტოკეფალური ეპარქია, რომლის კათედრა იყო ქ. სებასტოპოლისში (თანამედროვე სოხუმი). VI-VII საუკუნეებში აბაზგიის (აბაზგები და აფსილები თანამედროვე აფხაზების წინაპრებია) ეპარქიის საგამგებლოში, რომელიც კონსტანტინოპოლის ეპარქიათა ჩამონათვალში აღნიშნული იყო 34-ე ნომრით, შედიოდა შემდეგი საეპისკოპოსო კათედრები: ცანდრიფშის, ანაკოფიის, სებასტოპოლისის, წებელდისა და გიენოსის (თანამედროვე ქ. ოჩამჩირე).

ყველა ზემოაღნიშნული დასახლებები და ქალაქები დღევანდლამდე ინახავენ ცოცხალ ისტორიულ ცხოვნას ქრისტიანული კათედრების შესახებ. ამ პერიოდის ყველაზე სახელოვანი საკათედრო ტაძრები, რომლებმაც მოაღწიეს ჩვენ დრომდე, არიან – ცანდრიფშის ბაზილიკა (VI ს.) და დრანდის მიძინების ტაძარი (VI ს.).

ისტორიამ შემოგვინახა ამ პერიოდის ეპისკოპოსთა ორი სახელი: კონსტანტინე, ეპისკოპოსი ციბილიუმისა (VIს. პირვ. ნახ.) და თეოდორე, ეპისკოპოსი პიტიუნტისა (VII ს.). აბაზგიის ეპარქიას სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ლაზეთის ეპარქია, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით – ჯიქეთის (ადიღეის) ეპარქია.

VIII ს. ბოლოს ჩამოყალიბდა აფხაზეთის მართლმადიდებლური სამეფო, რომელმაც მიაღწია იმას, რომ ადგილობრივი სამთავარეპისკოპოსო ამაღლდა საკათალიკოსოს რანგში ანტიოქიის საპატრიარქის შემადგენლობაში. VIII ს. შუაში აფხაზეთის ხელისუფლება აგზავნის დიდ საეკლესიო დელეგაციას ანტიოქიაში იმ მიზნით, რომ დაადგინონ აფხაზეთის კათალიკოსი. ანტიოქიის ეკლესიის კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა პატრიარქი თეოფილაქტე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხელი დაესხათ ერთ-ერთი მათგანისათვის, აფხაზი იოანესათვის კათალიკოსად, ხოლო მეორესთვის – ეპისკოპოსად. აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ კათალიკოსმა იოანემ, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველმა მეთაურმა თავის კათედრად ბიჭვინთა აირჩია. ფაქტობრივად, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური გახდა. ამ პერიოდში აშენდა: ბიჭვინთის კათედრალი, ბზიფის ტაძარი, ლიხნის ტაძარი, სვიმეონ კანანელის ტაძარი, მოქვის ხუთკამარიანი კათედრალი და ტაძარი ქვემო არხიზში. XI საუკუნეში აფხაზმა ოსტატებმა (ობეზებმა) მონაწილეობა მიიღეს ქ. კიევის ტაძრების მშენებლობაში და სახელოვანი კიევის სოფიის მოხატვაში.

1430 წელს ბიჭვინთის საყდარზე არჩეულ იქნა კათალიკოსი არსენი.
XVI საუკუნეში კათალიკოსთა კათედრა გადადის ბიჭვინთიდან იმერეთში, გელათის მონასტერში (აფხაზეთის შუასაუკუნეების სამეფოს ტერიტორია). ამ დროინდან კათალიკოსებს ეწოდებათ აფხაზეთისა და იმერეთის, ხოლო XVII საუკუნიდან – იმერეთისა და აფხაზეთის.

კათედრის გადატანამდე აფხაზეთის ეკლესიას მეთაურობდნენ კათალიკოს იოანე (1470-1474 წწ.), მალაქია I (1519-1533 წწ.) და ევდემონ I (1557-1578 წწ.). ამ უკანასკნელი კათალიკოსის დროს კათედრა გადადის გელათში.

კათალიკოს ევდემონ I-ის შემდეგ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთის საკათალიკოსოს მეთაურობდნენ შემდეგი კათალიკოსები:
ექვთიმე (1578-1605 წწ.)
მალაქია II (1605-1629 წწ.)
გრიგოლი I (1629-1639 წწ.)
მაქსიმე I (1639-1656 წწ.)
ზაქარია (1656-1659 წწ.)
სვიმეონი (1659-1666 წწ.)
ევდემონ II (1666-1673 წწ.)
დავითი (1673-1696 წწ.)
გრიგოლი II (1696-1742 წწ.)
გერმანე (1742-1751 წწ.)
ბესარიონი (1751-1769 წწ.)
იოსები (1769-1776 წწ.)
მაქსიმე II (1776-1795 წწ.)

თურქი დამპრობლების (ოსმალური უღელი) გავლენით მართლმადიდებლობა ჩვენ საზღვრებში დაეცა. პალესტინის გზაზე მიმავალი აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიი კათალიკოსი მაქსიმე II 1795 წელს კიევო-პეჩორის ლავრაში გარდაიცვალა. კათალიკოსის სიკვდილით შეწყდა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობა. აფხაზეთის კათალიკოსთა მოსაყდრენი მიტროპოლიტი დოსითეოზი და მიტროპოლიტი ექვთიმე 1819 წელს მოკლეს.

ვიხსენებთ რა ამგვარ ბრწყინვალე ისტორიას ჩვენი ეკლესიისა, ჩვენ, აფხაზეთში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერონი და კლერიკოსები, ვიღებთ გადაწყვეტილებას მივმართოთ ყველა 15-ვე მართლმადიდებელ ეკლესიას თხოვნით, რომ დაგვეხმაროთ ღვთივსათნო და ღირსეულ სამოციქულო კეთილმსახურებით საქმეში – აღვადგინოთ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპარქიო საბჭოს გადაწყვეტილება იყო: პირველი ეპისტოლე გაეგზავნოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლსა და წმინდა სინოდს. აღვნიშნავთ რა საერთო და ძმურ საეკლესიო ისტორიას, ჩვენ თქვენ გახარებთ სასიხარულო მოვლენის შესახებ. არავის სხვისთვის არ შეიძლება იყოს უფრო სასიხარულო, ვიდრე მცხეთის საკათალიკოსოსათვის იმაზე მეტად, რომ კვლავ აღდგა და-ეკლესია – აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთის საკათალიკოსო.

განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ გავდივართ არცერთი მართლმადიდებლური იურისდიქციიდან და არ შევდივართ არცერთ სხვა იურისდიქციაში. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ სამშობლოში და ვითხოვთ დახმარების აღმოშენას აფხაზეთში ჩვენი ეკლესიის კანონიკური წყობილების აღსადგენად.

ვთხოვთ თქვენს უწმიდესობას და უნეტარესობას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, არ დატოვონ უყურადღებოდ თხოვნა აფხაზეთის მართლმადიდებელი ერისა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთის საკათალიკოსოს აღდგენის თაობაზე და აღასრულონ სახარებისეული აღთქმა სამოციქულო მსახურრებისა, ძმური სიყვარულისა და ურთიერთგაგების სულით, რათა აღსრულდეს სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის“ (ინ. 13, 34-35) და „მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე, ამინ“ (მთ. 18, 19-20).

აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის
ბიჭვინთისა და ცხუმის ეპარქიის მმართველის მ.შ.
მღვდელი ბესარიონ აფლიაა

ტექსტი გადმოტანილია აფხაზური საიტიდან www.apsny.ru
თარგმანი დავით ჩიკვაიძისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 4 2009, 08:08 PM
პოსტი #20


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(კანონისტი @ Dec 4 2009, 07:05 PM) *


ვთხოვთ თქვენს უწმიდესობას და უნეტარესობას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, არ დატოვონ უყურადღებოდ თხოვნა აფხაზეთის მართლმადიდებელი ერისა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთის საკათალიკოსოს აღდგენის თაობაზე და აღასრულონ სახარებისეული აღთქმა სამოციქულო მსახურრებისა, ძმური სიყვარულისა და ურთიერთგაგების სულით, რათა აღსრულდეს სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის“ (ინ. 13, 34-35) და „მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე, ამინ“ (მთ. 18, 19-20).

აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის
ბიჭვინთისა და ცხუმის ეპარქიის მმართველის მ.შ.
მღვდელი ბესარიონ აფლიაა

ტექსტი გადმოტანილია აფხაზური საიტიდან www.apsny.ru
თარგმანი დავით ჩიკვაიძისა.



დაგვცინიან. რამხელა ცინიზმია. ohmy.gif აპლია მღვდელია თუ რა არის?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 04:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი