IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >  
Closed TopicStart new topic
> "არა კაც-ჰკლა" თუ "არა ჰკლა?!"
agmsarebeli
პოსტი Aug 28 2008, 10:19 PM
პოსტი #101


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



რატო არ იტყოდნენ? მათ მშვენივრად თქვეს ის რაც სათქმელი იყო. და არა მარტო თქვეს არამედ ღვთისმეტყველებაშიც კი გამოიყენეს. მაგალითისთვის, ფილოსოფიური ტერმინები. ძველი აღთქმის ფონზე სულ სხვაგვარია ახალი აღთქმა. წაიკითხე , მეგობრულად გირჩევ.

ასე, რომ ნუ გადავასწრებთ მამებს, როგორ სახარების ყველაზე მეტად განმჭვრეტელებს.

ახლა გახდა ცალკეული . ღირსეული პიროვნებები. წეღან აღმსარებლობები ჩამოთვალე და სხვა რელიგიევბზე გქონდა აქცენტი . გადახედე შენს პოსტებს.

.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 28 2008, 10:22 PM
პოსტი #102


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მოკლედ ერთ რამეს გეტყვი. ჩვენი მამები ამბობენ რო მართლმადიდებლობა ერთადერთი გზაა და სწორადაც აკეთებენ. აბა იტყოდნენ ის გზაც კარგია და ზოგი იმ გზას გაყევით ზოგი ჩვენთან დარჩითო?

მე ამ გზამდე ვედებმა მომიყვანა როგორც გითხარი და არა იმიტომ რომ ის მცდარია და მხოლოდ ესაა ჭეშმარიტი, უბრალოდ მივხვდი რომ ეს გზაა ჩემ გულთან ახლოს. ესე იგი არ ყოფილა კვლევა ცუდი ხო?

თუმცა მარტო ვედებმა არა, ვედებიც შევისწავლე ასე თუ ისე, ბუდიზმიც და დაოსიზმიც. დანარჩენი რელიგიები ნაკლებად. აქედან ყველაზე მეტი ვედებისგან მივიღე სხვაგან არაფერი წერია ისეთი რაც ვედებში არ წერია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Aug 28 2008, 10:25 PM
პოსტი #103


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



კვლევისთვისს ადამიანი. დასკვნების საფუძველზე უნდა აირჩიოს უკეთესი. მოკლედ ბუდაც ჭეშმარიტია და ქრისტეც?

ან ვედები და სახარება ერთია? არსებობს ორი ჭეშმარიტება? სახარებაში მაცხოვარი ამბობს მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე და არა ამბობს ასე , ჩვებ ვართ გზები , ჭეშმარიტებები, და სიცოცხლეები. რატო არ ახსენა ქრისტემ ბუდა, ლაო, ვედები . კრიშნა და ასე შემდეგ. როცა სხვადასხვბა რელიგიებში ქრისტე იხსენიება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 28 2008, 10:31 PM
პოსტი #104


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ეგ რომ აგიხსნა სხვა რაღაცაზე შევთანხმდეთ ჯერ კარგი? ჭეშმარიტების ბევრი გაგება არსებობს. ლოთისთვის სასმელშია ჭეშმარიტება, ვაჰაბიტისთვის ჯიჰადის აღსრულებაში. კეთილი ადამიანისთვის სიკეთეში.

ქრისტე და ბუდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში მოვიდნენ სხვადასხვა მისიებით. და მათი შედარება არ შეიძლება. ის რომ ბუდა არ გააკრეს ჯვარზე და ქრისტე გააკრეს და აწამეს, არ ნიშნავს რომ ქრისტე ბუდაზე მაღლა დგას ან პირიქით. აბსურდუია მათი შედარება. ინდოეთი გაცილებით უფრო წმინდა იყო ვიდრე ის ადგილი სადაც ქრისტე მოვიდა. მათ მისიებზე ზუსტადაა დაწერილი ვედების წინასწარმეტყველებაში და თუ გინდა გაგივრცობ, ოღონდ ჯერ მოძღვარს კითხე რომ უფლება მოგცეს. არაა ყველასთვის საჭირო ეს ინფორმაცია.

თან ძალიან ვრცელი ინფორმაციაა და აქ არც დავწერ და ვერც დავწერ. თუ გინდა პმ-ში შენი სკყპე მომწერე და იქ აგიხსნი, თუ მოძღვარი ნებას მოგცემს რა თქმა უნდა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Aug 28 2008, 10:32 PM
პოსტი #105


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ნუ გეშინია ამაში არამართო კურთხევა მაქვ, არამედ პირდაპირი მოვალეობააცაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 28 2008, 10:33 PM
პოსტი #106


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აქ არ ვაპირებ მაგაზე ლაპარაკს. თუ გინდა სკაიპი მომწერე PM-ში


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Aug 28 2008, 10:33 PM
პოსტი #107


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ხოდა მანამდე ერთს გკიტხავ შენთვის მართლმადიდებლისთვის რაა ჭეშმარიტების გაგება, ანუ სადაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 28 2008, 10:37 PM
პოსტი #108


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მცნებების შესრულება. ასკეტიზმი. ლოცვა. მოძღვრისადმი მორჩილება (ჯერ არ მყავს). სათნოება და ა.შ.

მაგრამ ბუდიზმიდან მე ავიღე ცხოველზე არაძალადობის პრინციპიც, ანუ ხორცს არ ვჭამ საერთოდ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Aug 28 2008, 10:37 PM
პოსტი #109


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



აქ მოგწერ ზიკო-1985
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 28 2008, 10:50 PM
პოსტი #110


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



GoodBad
ციტატა
staywhite
ციტატა
და რატომ არ დაწერამ მაშინ იესომ არა "კაც-ჰკლა?" დაეზარა?

და თვითონ რატომ მიირთვა საიდუმლო სერობამდე ცხვრის ხორცი? თუ მკვდრად იყო დაბადებული ის ცხვარი? პასექზე კრავს ჭამდნენ არა? ან თევზებს არ კლავდა და ისე ჭამდა?


გუდბედ, მე რატომ მომმართავ, ეს ხომ მე არ მითქვამს ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 01:08 AM
პოსტი #111


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



cinemamu
ბუდიზმი ერთერთი საინტერესო რელიგიაა, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება წარმოდგენა თუ გაქვთბოლომდე ბუდიზმის არსის შესახებ...

მგონი დღეს ხალხი ბუდიზმის ევროპიზირებულ - ადაპტირებულ ვარიანტს იცნობენ, რაც წმინდა ამერიკული სტილით შესრულებული ბესტ სელერია და სხვა არაფერი.

ამბობთ, ცხოველებზე არაძალადობაო?
იციტ ბუდიზმის ისტორია ან თუნდაც ... თუნდაც ბუდისტი მონაზონის დილის ლოცვა? შეგიდარებიათ ის როდისმე მართლმადიდებელი მონაზვნის (და არა მარტო) დილის ლოცვასთან?

აი ბუდისტი მონაზვნის დილის ლოცვა, სადაც ის სთხოვს ღვთაება-დემონ ჩამსარანს შემდეგს:
Ниспослав свыше шимнусов, действующих ножами, схватите врагов сетью, пришпильте их гвоздями, перерубите мечами, прострелите стрелами, пронзите копьями, высосите у них сердце! Но, заставив их покончить свое настоящее злое существование, спасите их души! Прекратите жизнь этих злобных врагов! Плоть, кровь и кости их вкушайте устами вашими! Примите эту жертву плоти и крови ненавистных врагов! Направьте меня на путь добродетели, но накажите врагов явными знамениями! Уничтожьте врагов ламства и веры вообще, ибо только таким путем вы сохраните веру и священное учение (Позднеев А.М. Очерки быта буддийских монастырей и буддийского духовенства в Монголии в связи с отношением сего последнего к народу. СПб., 1887. С. 329–338. )
ანუ სთხოვს, რომ სასტიკად გაუსწორდეს ლამობის რწმენის (იგივე ბუდიზმის რწმენის) მოწინააღმდეგეებს

ეს შენ ჩემგან ბუდიზმის კაცთმოყვარეობის შესახებ biggrin.gif

გაგახსენო როგორ ლოცულობს ქრისტიანი ადამიანი იგივე დილის ლოცვებისას ანგელოზის მიმართდა რას სთხოვს?
აი ესეც:
წმიდაო ანგელოსო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა.

შეადარე და დეტალურად წარმომიდგინე განსხვავება biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოციქული
პოსტი Aug 29 2008, 02:10 AM
პოსტი #112


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 27-August 08
წევრი № 5,540



cinemamu
ციტატა
მცნებების შესრულება. ასკეტიზმი. ლოცვა. მოძღვრისადმი მორჩილება (ჯერ არ მყავს). სათნოება და ა.შ.

მაგრამ ბუდიზმიდან მე ავიღე ცხოველზე არაძალადობის პრინციპიც




8. კვლავ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ამ სოფლის ყველა სამეფო და დიდება მისი.

9. და უთხრა მას: ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დავარდები და თაყვანს მცემ მე.

10. მაშინ უთხრა მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგან წერია: უფალ ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. (2 შჯ. 6,13.)



24. არავის შეუძლია ორი ბატონის მონობა: ან ერთს მოიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს დაემორჩილება და მეორეს შეურაცხყოფს. არ შეგიძლიათ ღმერთის მონობა და მამონასი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 29 2008, 06:19 AM
პოსტი #113


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
cinemamuბუდიზმი ერთერთი საინტერესო რელიგიაა, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება წარმოდგენა თუ გაქვთბოლომდე ბუდიზმის არსის შესახებ...მგონი დღეს ხალხი ბუდიზმის ევროპიზირებულ - ადაპტირებულ ვარიანტს იცნობენ, რაც წმინდა ამერიკული სტილით შესრულებული ბესტ სელერია და სხვა არაფერი.ამბობთ, ცხოველებზე არაძალადობაო?იციტ ბუდიზმის ისტორია ან თუნდაც ... თუნდაც ბუდისტი მონაზონის დილის ლოცვა? შეგიდარებიათ ის როდისმე მართლმადიდებელი მონაზვნის (და არა მარტო) დილის ლოცვასთან?აი ბუდისტი მონაზვნის დილის ლოცვა, სადაც ის სთხოვს ღვთაება-დემონ ჩამსარანს შემდეგს: Ниспослав свыше шимнусов, действующих ножами, схватите врагов сетью, пришпильте их гвоздями, перерубите мечами, прострелите стрелами, пронзите копьями, высосите у них сердце! Но, заставив их покончить свое настоящее злое существование, спасите их души! Прекратите жизнь этих злобных врагов! Плоть, кровь и кости их вкушайте устами вашими! Примите эту жертву плоти и крови ненавистных врагов! Направьте меня на путь добродетели, но накажите врагов явными знамениями! Уничтожьте врагов ламства и веры вообще, ибо только таким путем вы сохраните веру и священное учение (Позднеев А.М. Очерки быта буддийских монастырей и буддийского духовенства в Монголии в связи с отношением сего последнего к народу. СПб., 1887. С. 329–338. )ანუ სთხოვს, რომ სასტიკად გაუსწორდეს ლამობის რწმენის (იგივე ბუდიზმის რწმენის) მოწინააღმდეგეებსეს შენ ჩემგან ბუდიზმის კაცთმოყვარეობის შესახებ გაგახსენო როგორ ლოცულობს ქრისტიანი ადამიანი იგივე დილის ლოცვებისას ანგელოზის მიმართდა რას სთხოვს?აი ესეც:წმიდაო ანგელოსო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. შეადარე და დეტალურად წარმომიდგინე განსხვავება



კანუდოსელო ბუდიზმში კარგად ვარ ჩახედული და ეგ ლოცვა რომელიც შენ მოიყვანე ჭეშმარიტ ბუდიზმში არაა. ბუდიზმში ძალიან ბევრი მიმდინარეობაა და მათ შორის არის ერთ-ერთი რომელიც ღვთაება "კალისადმი" თაყვანისცემაა და სისხლიან მსხვერპლთშეწირვასაც მოითხოვს. ყველა რელიგიაში გვხვდებიან ეგეთი "მწვალებლები". ეს ერთი.

მეორე ის რომ მე ბუდიზმისგან და არა მარტო მისგან ავიღე არაძალადობის პრინციპი, მაგრამ მე არ მითქვამს რომ ვეთანხმებიო ბუდიზმის, როგორც რელიგიის ყველა პრინციპს. მათ უარყვეს ღმერთის პიროვნული ბუნება და განთავისუფლებას ჩემთვის გაუგებარ სუბსტანციაში, ნირვანაში ეძებენ. ასე რომ არ იყო საჭირო შენი ლექციის წაკითხვა, მე ბუდიზმის მიმდევარი არ ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ. მაგრამ აღმოსავლეთი მარტო ბუდიზმი არაა. ვედებზე (რომელსაც ბუდიზმი არ მისდევს როგორც წმინდა წიგნს). დამყარებულია ბევრი მიმდინარეობა და რელიგია ინდოეთში. ესაა წიგნი რომელიც უძველესია არსებულ წმინდა წერილთა შორის. მისი არასწორად გაგებაც და გამოყენებაც შეიძლება მასშიცაა ტანტრიზმი და ნახევარღმერთთა თაყვანისცემა. იგი არასწორად აღიქვა და გამოიყენა ჰიტლერმაც, რომელიც დემონი იყო და ისიც კი ვეგეტარიანელი იყო, რადგან იცოდა რომ ეს ძალას აძლევდა. მოკლედ ამ წიგნს ეშმაკიც კი იყენებს. მაგრამ იყენებს იმას რაც ყველაზე მდაბალია და არასაჭირო, კერძოდ ტანტრა იოგა. მოკლედ ვისაც რა გაუხარდა დაწერა და ყველაფერი შემონახულია, ანუ ამატებდნენ მხოლოდ და არაფერს აკლებდნენ. მთავარი ვედებში არის "ბჰაგავატ გიტა" 18 თავიანი სიმღერა ღვთისა (ასე ქვია), რომელშიც უდიდესი ჭეშმარიტებაა და რომლის ახსნაც და იგავებიცაა თითქმის მთელი დანარჩენი ვედები, რომელიც უზარმაზარი მოცულობისაა. "ბჰაგავატ გიტამ მიიყვანა" ღმერთის რწმენამდე აინშტაინი და სიცოცხლის ბოლო წლებში მისთვის მთავარი წიგნი იყო. მეც ვედების მეშვეობით მივედი მართლმადიდებლური ცხოვრების აუცილებლობამდე და ეს არაა გადაჭარბებული ნათქვამი. დარწმუნებული ვარ არასწორად გაიგებთ ამ ყველაფერს, რადგან საფუძვლიანად უნდა შეისწავლო ვედები რომ მიხვდე ამას. ვედების წინასწარმეტყველებებში წერია ყველაფერი მომავალზე. რაც მოხდა და რაც მოხდება. წერია წინა საუკუნეების 3 დიდ დემონზე,რომლებიც ბოროტებისკენ წარმართავენ ადამიანის ცნობიერებას: "დარვინა"-ანუ დარვინი, "მარქშა" ანუ მარქსი და "ხრეიდა" -სავარაუდოდ ფროიდი. წერია დიდ ღვთისმგმობელ სახელმწიფოზე, რომელსაც დაშლის ადამიანი შუბლძე ნიშნით (ალბათ მიხვდებით ვინცაა smile.gif )

რაც მთავარია იქ წერია იესოზეც ბუდაზეც და მუჰამედზეც. სხვათაშორის წერია რომ იეშუა ღმერთის ძეა, ბუდა ღმერთის ინკარნაციაა და მუჰამედი კი ღმერთის მოციქულია. და ახსნილია მათი მისიების შესახებ, რომლებიც განსხვავებულია ერთმანეთისგან და სხვადასხვა ცნობიერების ხალხისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად ბუდას მთავარი მისია იყო "არაძალადობის" ხორცის არა კვლის მოტანა. ის მოვიდა ინდოეთში სადაც ვედებს მისდევდნენ, მაგრამ არასწორად აღიქვამდნენ და სისხლიან მსხვერპლშეწირვებს იყენებდნენ. ქრისტეს მისიას არ ავხსნი, კარგად მოგეხსენებათ, უბრალოდ იქ წერია რომ იეშუა მოვა ძალიან ცოდვილ ადამიანებში, რომელთაც დაბნელებული აქვთ გონება და იხსნის მათ. წერია რომ დაბადებამდე ათასობით წლით ადრე შეხვდა იეშუა ერთ ტიბეტში მყოფ წმინდანს და განუცხადა მისი მისიის შესახებ. ამ წიგნმა დამანახა რეალურად და გონებით ლოცვის ძალაში, მარხვის და ასკეტიზმის აუცილებლობაში და მოკლედ იმაში რომ არსებულ რელიგიათა შორის მართლმადიდებლობა ყველაზე მაღლა დგას (ვედები რელიგია არაა, იგი ცოდნაა, სწავლებაა 5000 წლის წინ დაწერილი) მოკლედ ეს წიგნი და განსაკუთრებით "ბჰაგავატ გიტა" იმად მაინც ღირს რომ გავეცნოთ და მისი გაცნობა მკრეხელობად არ ჩავთვალოთ. და იმედია კრიშნაიდად არ ჩამთვლით იმის გამო რომ კრიშნაიდები სწორედ ამ წიგნით ხელმძღვანელობენ smile.gif მოკლედ ესაა წიგნი იმათთვის, ვისაც გულით არ შეუძლია ქრისტემდე მისვლა და ძალიან ცნობისმოყვარე გონება აქვთ smile.gif

ციტატა
8. კვლავ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ამ სოფლის ყველა სამეფო და დიდება მისი.9. და უთხრა მას: ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დავარდები და თაყვანს მცემ მე.10. მაშინ უთხრა მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგან წერია: coloro:#CC0000/coloroუფალ ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.colorc/colorc (2 შჯ. 6,13.) 24. არავის შეუძლია ორი ბატონის მონობა: ან ერთს მოიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს დაემორჩილება და მეორეს შეურაცხყოფს. არ შეგიძლიათ ღმერთის მონობა და მამონასი.


მოციქულო რადგან ხორცს არ ვჭამ და ბუდას და ვედების რჩევასაც მივდევ 2 ღმერთის მსახური ვარ? იქნებ სწორედ შენ არ მისდევ ქრისტეს პირდაპირ ნათქვამს: "არა ჰკლა!" სიტყვებზე ნუ მეკიდები და ნუ სოფისტობ გთხოვ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 29 2008, 06:50 AM
პოსტი #114


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518












ხო მართლა კანუდოსელო, ხატზე გადაცემა და ის რიტუალები, "დაკარგულ სამოთხეში" რომაა, წმინდა ქრისტიანულია? smile.gif როგორც ხედავ ჩვენც გვყავს ეგეთი მკრეხელები. ახლა არ მითხრა ეგ მხოლოდ კინოში არსებობდაო.



და კიდევ ერთს დავამატებ. წაგიკითხავთ ვაჟას პოემა - "გველის მჭამელი?" რაა მისი მთავარი არსი?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 29 2008, 07:12 AM
პოსტი #115


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ახლა ავტვირთე პატარა ლექცია ვედებიდან სწორედ რწმენის და რელიგიის თემაზე. ვისაც აინტერესებს გადაწეროს და მოუსმინოს. თუ თუ მკრეხელობად მიგაჩნიათ არც მოუსმინოთ ჯობია. თან რუსულენოვანი კრიშნაიდის ლექციაა და რუსები ხომ ჩვენი მტრები არიან smile.gif

ესეც ლინკი: http://bin.ge/file/198725/-ey.mp3.html



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამა_არჩილი
პოსტი Aug 29 2008, 07:20 AM
პოსტი #116


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 290
რეგისტრ.: 1-April 08
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 4,395



დაგლოცოთ ღმერთმა!
მსოფლიოში არ არსებობს არცერთი რელიგია ქრისტიანობის გარდა, რომელმაც კაცობრიობის ცოდვა იტვირთა თავზე. მხოლოდ მაცხოვარმა ჩვენმა აიღო კაცობრიობის ცოდვა და ჯვარზე მიამსჭვალა. მხოლოდ მან შეძლო ეს ჭეშმარიტმა ღმერთმა და არა სხვა ვინმემ. კაცობრიობის გამოხსნა და მარადიული ცხოვრება და ცხონება ადამიანის აქედან დაიწყო. ვისაც უნდა მოინათლება და ცხონდება. ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია.
მადლობა ღმერთს! რომ მე ქართველი ვარ და მართმადიდებელი. და მადლობა ჩვენს წინაპრებს რომ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება შემოგვინახეს, და ჩვენამდე მოიტანეს. მე მიკვირს ზოგიერთი ჩვენთაგანის თავგამოდება სხვა რელიგიების მიმართ. ჩვენ ასე ხომ არ გვჭირს: თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო. ეს იმის ბრალია რომ ჩვენ ეს ჩვენი ბუმბერაზი და ჭეშმარიტი სარწმუნოება დავიყვანეთ რიტუალების დონეზე, ვაკეთებთ მაგრამ რისთვის ვაკეთებთ არ გვესმის, ვინათლებით მაგრამ რატომ ვინათლებით არ გვესმის.
როდესაც რომელიმე მწერალზე გინდა ისაუბრო, ჯერ მისი ნაწარმოები უნდა წაიკითხო და შემდეგ ისაუბრო მასზე.
სახარებაზე დიდი წიგნი მთელ დედამიწაზე არ არსებობს. იქ ყველაფერია ჩადებული რაც კაცობრიობას აინტერესებს. მაგრამ ერთს დავძენ, რომ მას ჩვენი გონებით ვერასდროს ვერ ჩავწვდებით თუ არა სულიწმინდის მადლი. იაღოველებმაც წაიკითხეს სახარება მაგრამ როგორ გაიგეს ამას თქვენც კარგად ხედავთ.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 29 2008, 07:59 AM
პოსტი #117


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



გმადლობთ მამაო..

მოგიყვებით რატო დავინტერესდი სხვა რელიგიებით: მართლმადიდებლად ბავშვობიდან მოვინათლე, მაგრამ ისეთ ოჯახში ვცხოვრობ და ისეთ წრეში ვიყავი დიდხანს, სადაც ძალიან ცოტა იყო ჭეშმარიტად რელიგიური ადამიანი. ბავშვობაში როცა ვისმენდი ქადაგებებს სკოლაში ან ვკითხულობდი წიგნებში, ჩემი გული ყოველთვის ივსებოდა სიყვარულით ქრისტესადმი. ვკითხულობდი ბიბლიასაც და განსაკუთრებით სახარებებს და გულით მჯეროდა რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია ჩვენი. შემდეგ დავშორდი ამ ყველაფერს და ჩავყევი ცოდვების მორევს. გონების თვალით დავუწყე სამყაროს ყურება და არა გულით. მაინტერესებდა ყველაფერი, მეცნიერებაც, რელიგიებიც.
ყველაფერს კრიტიკის და ეჭვის თვალით ვუყურებდი. ჩვენს რელიგიაში დამებადა რამდენიმე კითხვა, რომელზეც ვერავინ მცემდა დამაკმაყოფილებელ პასუხს. ამიტომ სხვაგან დავიწყე ამ კითხვებზე პასუხის ძებნა. ვიპოვე კიდეც ეს მარცვლები და განსაკუთრებით აღმოსავლეთის რელიგიებში: ბუდიზმში, დაოსიზმში და ა. შ. მაგრამ გული მიგრძნობდა ყოველთვის რომ ეს არასრულყოფილი იყო ჩემთვის.
პასუხებს იძლეოდნენ, მაგრამ ქრისტეს გზისგან განსხვავდებოდნენ... და ბოლოს მივედი ვედებამდე, ძალიან საფუძვლიანად შევისწავლე და თითქმის ყველა კითხვაზე მივიღე პასუხი და ისიც დავინახე რომ მართლმადიდებლური გზით უნდა მევლო. ახლა ასეთი ვითარება მაქვს: ღრმად მჯერა რომ რეინკარნაციის თეორია მართალია და ადამიანი შეიძლება მეორედაც მოვიდეს ამ ქვეყნად. თუმცა ისიც ღრმად მჯერა რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არსებობს. ღრმად მჯერა რომ ცხოველის მოკვლა იმისთვის რომ მივირთვათ ცოდვაა (თუმცა გაცილებით ნაკლები ვიდრე ადამიანის მოკვლა) ყველაფერი ეს ზუსტადაა ახსნილი ვედებში. ჩვენ რელიგიაში კი იკრძალება ამის დაჯერება. მოკლედ რომ ვთქვათ ღმერთის ნება იყო რომ მე ვედებს გავცნობოდი და მისი საშუალებით მოვსულიყავი მართლმადიოდებლობამდე. ვინც ეძებს პოულობსო, მეც მივიღე პასუხები და ღმერთის დიდი მადლობელი ვარ ამისთვის და მაპატიოს ღმერთმა რომ იმდენად ცოდვილი ვარ, მხოლოდ გულით ვერ ვიწამე იგი და გონებაც დამჭირდა ამისთვის. სამედიცინო განათლებაც მაქვს მიღებული და გესმით ალბათ ამანაც იმოქმედა... ნუთუ არ შეიძლება მამაო რომ მართლმადიდებელი ვიყო და რეინკარნაციისაც მჯეროდეს. მჯეროდეს იმის რომ ცხოველსაც აქვს სული, თუმცა არა აქვს გონი და განსჯის უნარი. მჯეროდეს იმის რომ ერთი იმიტომ იბადება დაუნად და მეორე კი გენიოსად რომ წინა ცხოვრების ცოდვა-მადლით დაიმსახურა ეს...

უფალმა შემინდოს...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯეგე
პოსტი Aug 29 2008, 10:59 AM
პოსტი #118


ღორონთქ გოგიმორძგვან!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 231
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: ორბიტა
წევრი № 970



cinemamu
ორი კითხვა მაქვს შენთან.
1. მცენარეებს აქვთ სული შენი აზრით?
2. რა კრიტერიუმით საზღვრავ სულის ქონა-არქონას?


--------------------
მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა
დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ
უჩა ზღვაში ქვარა!
-------------------------------------
ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა,
ვამიწუა ანწი ვარი,
გემიჸუნწი ოჯალეში,
დომიხვამი ჸუდე–კარი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 11:55 AM
პოსტი #119


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



cinemamu
ციტატა
რაც მთავარია იქ წერია იესოზეც ბუდაზეც და მუჰამედზეც

აბა შენმა გაზდამ მანახე რომელ ვედაში წერია ეს? მე შენ არა უბრალოდ დაგიდე მასალა, არამეტ მიგანიშნე მისი წყარო...აბა გისმენ საიდან არის შენი წყარო?

აქ აშკარად გვაბოლებ....
ეგ ინფორმაცია რერიხის საზოგადოების წევრებმა გაავრცელეს, იქამდე ერთმა რუსმა ავანტიურისტმა თქვა რომ ვითომ ტიბეტში იპოვა ასეთი ხელნაწერი....

ვედებში არ წერია, იესოს შესახებ არაფერი

ციტატა
კანუდოსელო ბუდიზმში კარგად ვარ ჩახედული და ეგ ლოცვა რომელიც შენ მოიყვანე ჭეშმარიტ ბუდიზმში არაა

აი აქაც ჩანს რომ მთლად კარგად არ იცი ბუდიზმის წარმოშობის ისტორიაც...
კერძოდ კი ის ბუდიზმი, რომელსაც აღიარებს ტიბეტი დღეს - და ეს ითვლება ბუდიზმის ყველაზე სტანდარტულ და მიღებულ კანონიკურ ფორმად, არის ლამაიზმი. ეს მოძრაობა ტიბეტში დაარსდა IX საუკუნეში ტიბეტელი არისტოკრატიის წრეებში მახაიანისტური ბუდიზმის გავლენით.

ბუდისტური კანონიკური ტიბეტური (და არა სქიზმატური) გადმოცემის თანახმად, ბუდიზმის დამაარსებელი პადმა სამბხავა იწყებს მონასტრის მშენებლობას, რასაც დემონები აღუდგებიან წინ, თუმცა გადმოცემა ამბობს, რომ პადმამ დაამარცხა დემონები და ისინი დაიმორჩილა. ამიერიდან დემონების ვალი იყო ბუდისტური - ყვითელი რწმენის დაცვა.

და ის ლოცვა რასაც წარმოსთქვამენ დილით ბუდისტი მონაზვნები ხდება არა ბუდისტურ სქიზმატურ მონასტერში- არამეტ სრულიად ტიბეტურ ბუდიზმში. და ლოცვა მიმართულია ჩამსარანის - აი იმ ერთერთი დიდი დემონის, უკვე დამორჩილებული დაჩმორებული დემონის მიმართ.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 12:17 PM
პოსტი #120


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



cinemamu
ციტატა
მთავარი ვედებში არის "ბჰაგავატ გიტა"

ახლა მოდი აქ შევჩერდეთ

მე შენთან კითხვა მექნებოდა: უფრო მეტი სიყვარული მანდ დაინახე, ვიდრე სახარებაში?
ამ კითხვას აი რატომ გისვამ: ბჰაგავატ გიტა ვითარდება ახალგაზრდა უფლისწულის - არჯუნას ისტორიის გარშემო, სადაც არჯუნას სურს აღიდგინოს თავისი უფლება მეფობისა და კრიშნას ხელშეწყობით მიდის მათთან ბრძოლაზე...ოღონდ ერთი კარგი მომენტია იქ: ბრძოლის წინ არჯუნა უყურებს თავისი ნათესავების ამალას, ვისაც უნდა შეებრძოლოს და კრიშნას აუბნება: Не нахожу я блага в убийстве моих родных, в сраженье, რაზეც კრიშნა პასუხობს: Покинув ничтожную слабость сердца, восстань, подвижник!

ახლა შეადარე (ეს კარგად აღნიშნა ერთხელ ერთმა ცნობილმა მისიონერმა) იესო, რომელიც ცრემლნარევი დგას თავისი მეგობრის ლაზრეს საფლავთან, და ირონიანარევი კრიშნა - იმედია განსხვავებას ხვდები biggrin.gif

cinemamu
ციტატა
ხო მართლა კანუდოსელო, ხატზე გადაცემა და ის რიტუალები, "დაკარგულ სამოთხეში" რომაა, წმინდა ქრისტიანულია

არც ერთი იყო ვენეციელი და მეორე ეგვიპტელი biggrin.gif

ანუ: არც ხატზე გადაცემაა ეკლესიის მიმდინარეობის ნაწილი და არც მეორე....მე კი შენ გეუბნები არა ხალხის ცრურწმენის ელემენტების შესახებ, არამედ იმ რწმენის შესახებ - რაც არის ბუდისტური რელიგიური "კულტურის" ნაწილი და კიდევ ხაზს ვუსვამ: კანონიკური ბუდისტურის - ლამაიზმის და არა ვიღაც იდიოტი თვითმარქვია "ბუდისტების"

პ.ს.
ჩემი რჩევა: მოეშვი აღმოსავლური რელიგიების ამერიკული სტანდარტებით გაცნობას - იკითხე არა ადაპტირებული ბუდიზმი, არამეტ თავად ბუდიზმი და მისი ისტორია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 02:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი