IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> მთის დეკანოზის ლოცვა, რას იტყვით?
ხათუნა
პოსტი Jan 14 2007, 02:15 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 365
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 412



თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე. ეს ერთი ახლობლისგან მოვისმინე, სადღეგრძელოდ უყვარს ხოლმე თქმა. მოსასმენად კარგი იყო და ტექსტი ვთხოვე. მე არ ვიცი ეს ლოცვაა. ლექსია , რა არის სინამდვილეში. კეთილად ნათქვამი კია და....
----------------------------------------------------------------------
ასე გამოიყურება მთის დეკანოზის ლოცვა;

დიდება მამასა, ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ!...
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქვეყნიერების გამჩენსა, საქართველოს სალოცავებსა, სამასსამოცდასამ წმინდა გიორგისა, საქართველოს სხვა ხატ-სალოცავებსა. ამინ!...
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა მთა-მთიულეთის სალოცავებსა ყოვლად დიდ ლომისასა, ქსნისა და არაგვის ხეობათა თავდამყურებელსა, ხორასნიდან შვდი ათასი ქართველი ტყვის დამხსნელ-დამბრუნებელსა, საქართველოს სალოცავთა მეფეთ-მეუფესა.
ღმერთო გაუმარჯვე წიფორის წმინდა გიორგისა ხმელ გორზე დაბრძანებულსა, სამასსამოცდასამი წმინდა გიორგის მოძმე მოთავესა ხევშის კვირიაცხოველსა, ნაღვარევის წმინდა გიორგისა, ღუდას ყველა წმინდასა, ცეცხლის ჯორსა ცეცხლით მოარულსა, ხანდოს მთავარ ანგელოზსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ჟოჟონის წმინდა გიორგისა, დიდ ფშარაველსა, მაღალწალ წმინდა გიორგისა ქვის ქალწულად მქცეველსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხადის ხეობის სალოცავებსა ხადის მთავარ მოწამის თამადობითა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა გუდამაყრის სალოცავებსა პირმზიან ფუძის ანგელოზსა, უყმო ყმის მშველელსა, ყმათა გამრავლებელსა. ჩოხით წმინდა გიორგისა სირასით მობრძანებულსა, ჩოხში დაბრძანებულსა, ოქროს შიბიანსა, ენათა გამყოლსა. წვერის წმინდა გიორგისა, ზეგარდის წმინდა გიორგისა, დუმაცხო საღმრთო მაღალსა სამართალს ღვთისასა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხევის სალოცავებსა: ივანე-ნათლისმცემელსა, დარიალში დაბრძანებულსა, ცხვარ-მეცხვარეთა მფარველსა, წვერის სპარსანგელოზსა, ბეთლემის ჯვარსა, სამების მადლსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ხორხის მცველსა და მფარველ ანგელოზებსა: წვერის წმინდა გიორგისა, აჩაქველ წმინდა გიორგისა, საყვირალ წმინდა გიორგისა ერთურთის მოძმე მომხრეთა სოფლის თავდამყურებელთა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ადგილის დედასა ხორხისასა, კვირია პატიოსანსა, ყოვლადწმინდას სალოცავსა,წმინდა ელიასა, ცა-ღრუბელის მფარველ ანგელოზსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ლაღაურის წმინდა გიორგისა, არანისის მაცხოვარსა, ქაისხევის წმინდა კვირიკესა, ბოდავის წმინდა გიორგისა, ანანურისა, ბოდორნისა და წილკნის ღვთისმშობლისა დედათა და ყმათა მფარველსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ფშავ-ხევსურეთის სალოცავებსა, გუდანის ჯვარსა ხახმატის ჯვარსა რჯულ-ურჯულოთა სალოცავსა, ათანგენობის ძალასა, არხოტის მთავარ ანგელოზსა, ლაშარის ჯვარსა ცით ოქროს ჯაჭვით კიდებულსა საქართველოს სალოცავთა მეფეთ-მეუფესა.
Eღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა გმირ კოპალესა, თამარ-აქიმ დედოფალსა თავის მადლის მეკარვე კვირიაითი, დამასტებ-დასტურებითა, წყაროსთავ წმინდა გიორგისა, პირქუშის წმინდა გიორგისა, ლაღ იახსარსა მათრახიანსა დევებთან მეომარსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა კახეთ-ჰერეთის სალოცავებსა, ალავერდის წმინდა გიორგისა, გავაზის წმინდა გიორგისა, დიდ ბატონსა, ნეკრესის ღვთისმშობელსა, ნინო წმინდასა, გერმის მთავარ ანგელოზსა, ანაგის მამა მიხეილის მთავარ ანგელოზსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა მთა- თუშეთის, დიკლოსა და ომალოში დაბრძანებულ, წმინდა სალოცავებსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქსნის ხეობის სალოცავებსა ჟამურის წმინდა გიორგისა, იკორთის წმინდა გიორგისა, ლარგვისის სალოცავსა, ვაკის ჯვარსა პატიოსანსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა დასავლეთ საქართველოში დაბრძანებულ წმინდა სალოცავებსა დიდი ჭყონდიდისა, მარტვილისა წმინდა გიორგისა, ილორის წმინდა გიორგისა, დიდ გელათსა დავით აღმაშენებლის საძვალესა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა სვანეთის სალოცავებსა დიდ კვირიკესა, წმინდა ლამარიასა, ლატალსა და უშგულში დაბრძანებულ სალოცავებსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ცხუმ-აფხაზეთის სალოცავებსა, ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა აჭარის ქრისტიანულ სალოცავებსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა მესხეთ-ჯავახეთის სალოცავებსა ვარძიის ღვთისმშობელსა, საფარის წმინდა გიორგისა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა საქართველოს გარეთ დარჩენილ ტაო-კლარჯეთში დაბრძანებულ წმინდა სალოცავებსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ქ. თბილისისა და მის ირგვლივ დაბრძანებულ სალოცავებსა, მამა დავითსა, ანჩის ხატსა, პეტრე-პავლე მოციქულსა, წმინსა ბარბარესა, დიდუბისა და სიონის ღვთისმშობლისა, თელეთის წმინდა გიორგისა, მარტყოფის ღვთაებასა, დიდგორის წმინდა გიორგისა, დიდ მოსამართლე დიღმის თეთრ გიორგისა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა მცხეთის სალოცავებსა: სვეტიცხოველსა საქართველოს ქრისტიანობის ფუძის ჩამყრელსა, ჯვარსა პატიოსანსა, ზედაზენსა, წმინდა ნინოსა, წმინდა დემეტრესა, კალოუბანსა, შიო-მღვიმში დაბრძანებულ სალოცავებსა, ივანე ნათლისმცემელსა და ღვთისმშობელსა.
ღმერთო გაუმარჯვე გამარჯვებულსა ჩვენგან ნახსენებ და უხსენებ ღვთისმშობლებსა, სამასსამოცდასამ წმინდა გიორგისა, საქართველოში დაბრძანებულ ყველა წმინდა სალოცავსა. ციხის ანგელოზს გაუმარჯოს მშვიდობა მოგვიმარჯოს, ბეღლის ანგელოზს გაუმარჯოს სარჩო-საბადებელს ნუ გამოგვილევს.
გაუმარჯოს ამიერ და იმიერ ოთხივე კუთხის სალოცავებსა; ზედაშის წმინდა ანგელოზსა, სახლის კეთილ ანგელოზსა, ადგილის დედასა და ყოველთა ადგილთა წმინდათა და მაღალთა.
დიდო სალოცავებო! დიდო მოწამეო წმინდა გიორგი! თქვენო ძალო-სამართალო ხელი მოუმართე საქართველოს, ქართველ ერს, ჩვენ ოჯახებს, შენი მფარველი კალთა გადააფარე, ჩვენზე და საქართველოზე მომიზნებული მახვილი ჩვენს მტერზე გადაატარე. ბარაქა დაგვიდევ ნახნავ-ნათესსა, ცხვარ-მეცხვარესა, ნაწველ-ნადღვებსა, ხარის ქედსა, ალალი კაცის მარჯვენასა.
თქვენი დიდებითა და წყალობითა ჩვენო მამა-პაპის სალოცავებო, გვიშუამდგომლე თქვენს გამჩენ მამა-ზეციერთან, სამებით ერთ არსებასთან და ბედნიერად ამყოფე აქ მოსული სტუმარი, ყველა მლოცველი ღვთის მოშიშე-მავედრებელი ხალხი. ამინ. . .


--------------------
აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jan 14 2007, 02:27 AM
პოსტი #2


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



მაგარიაა

ძალიან ლამაზი დალოცვააsmile.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 14 2007, 01:35 PM
პოსტი #3


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ნამდვილი ხევური,მთის ხალხის დალოცვაა.ამის წაკითხვისას ალ.ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა გამახსენდა.ისინი ახსენებენ ხოლმე თავიანთ ნაწარმოებში ამ სალოცავებს,და ასე ილოცებიან.მართლა კარგია,მომეწონა. happy.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 14 2007, 03:07 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ხათუნა
რა ვიცი... ძირითადში მომეწონა, მაინც დაჰკრავს ესე სასიამოვნო მთის ვაჟკაცური ხმა და ბუნება! თუმცა, ზოგიერთი მომენტი ძალიან საეროა, ზოგიერთი გაურკვეველი ან შეუთავსებელი მართლმადიდებლობასთან. ზეპირ დალოცვად ალბათ გამოდგება...

ციტატა
მთის დეკანოზის

რა სტატუსია?
ციტატა
ღმერთო გაუმარჯვე..... ქვეყნიერების გამჩენსა

ღმერთო გაუმარჯვე ღმერთს???? რაღაც "ღმერთების" სუბორდინაციას ჰგავს
ციტატა
ღმერთო გაუმარჯვე..... მთა-მთიულეთის სალოცავებსა

სალოცავს გაუმარჯვე საეროდ ჟღერს...
ციტატა
ყოვლად დიდ ლომისასა, საქართველოს სალოცავთა მეფეთ-მეუფესა.

საქართველოს სალოცავთა მეუფე არის წმიდა სვეტიცხოველი, ანდრიას საყდარი და კვართის მცველი, საქართველოს პირველი საყდარი
ციტატა
დიდ მოსამართლე დიღმის თეთრ გიორგისა

მოსამართლე? და ისიც წმიდა გიორგი?
"მრწამს... უფალი იესო ქრისტე... კუალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა..."


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2007, 05:26 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



არ მომეწონა, წარმართობის სუნი უდის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 14 2007, 08:14 PM
პოსტი #6


დაურეგისტრირებელი









ხათუნა
ამ ლოცვას იცი როდის კითხულობენ?
როდესაც საკლავს კლავენ, ხატობაზე


მე შევსწრებივარ არაერთხელ.
ჩემი აზრით ეს ლოცვა არაა გულით წარმოთქმული , ამას ”დეკანოზი” ამბობს ხოლმე, ზოგს ეშლება და გვერდებიდან ახსენებენ ხოლმე, დეკანოზი-ანუ ხატის მომვლელი, ხატი მართალია ეკლესიას არც ეწინააღმდეგება და არც ეთანხმება არაფერში, ჩემი აზრით ხატი იყო როგორც განძის სანახი, და ამ განძს ვერავინ ეკარებოდა, ეხლაც არის ძალიან მდიდარი ხატები, მე პირადად სანთელს სადაც ანთებენ იქ ვნახე ერთხელ 8 ცალი ასლარიანი სულ წყლისგან გაფუჭებული, ეს არაა კარგი sad.gif
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 14 2007, 08:29 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



წმინდა წყლის წარმართული ლოცვაა, ანუ სატანიზმის მცირე ელფერით გაჯერებული ქრისტიანობა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2007, 08:30 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
წმინდა წყლის წარმართული ლოცვაა


ტეტიობაა laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 14 2007, 08:34 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მნათე @ Jan 14 2007, 09:30 PM) *

ტეტიობაა laugh.gif laugh.gif laugh.gif


ჰო,თან ეს სახელი: მთის დეკანოზი....მთის დეკანოზი არა კიდე ზღვის მიტროპოლიტი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 14 2007, 08:34 PM
პოსტი #10


დაურეგისტრირებელი









კანუდოსელი
სატანიზმი არანაირად არაა

გაუნათლებლობა და რელიგიის უცოდინლობა არაა სატანიზმი
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2007, 08:35 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სატანიზმი არანაირად არაა


"ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან"-ეშმაკი-სატანა-სატანის მსახურება-სატანიზმი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 14 2007, 09:22 PM
პოსტი #12


დაურეგისტრირებელი









მნათე
ესენი ადიდებენ მამას ძეს და წმიდა სულს, ეს მგონი არაა წარმართთა ღმერთი.
და შენ ჯერ გაიგე რის გამო ადიდებენ ასე , ეს არის გაუნათლებლობის ბრალი
შენ რომ არ იცოდე ვინაა ღმერთი ხომ ვერ იტყოდი მასზე ვერაფერს? ანდა იტყოდი ისეთი ენა ჭარტალა ხარ laugh.gif ხოდა მაგათაც იგივე ჭირთ და ასე რომ სატანისტებს ნუ ეძახით ძალიან გთხოვთ.
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2007, 09:30 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე
ესენი ადიდებენ მამას ძეს და წმიდა სულს, ეს მგონი არაა წარმართთა ღმერთი.
და შენ ჯერ გაიგე რის გამო ადიდებენ ასე , ეს არის გაუნათლებლობის ბრალი


პანთეისტები არიან, სამებას ცალ-ცალკე განიხილავენ, და წმინდა გიორგის მათ თანაბრად wink.gif ახლა უვიცობის გამო წარმართები არ არიან ტქო ვერ ვიტყვი wink.gif





--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 15 2007, 03:25 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ქავთარაძე @ Jan 14 2007, 09:34 PM) *

კანუდოსელი
სატანიზმი არანაირად არაა

გაუნათლებლობა და რელიგიის უცოდინლობა არაა სატანიზმი


სატანიზმია დემონთა თაყვანისცემა...ერთ ერთი დემონი არის მონადირეთა ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემენ როგორც სვანეთში ისე ხევსურეთში


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხათუნა
პოსტი Jan 15 2007, 04:44 AM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 365
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 412



არა სატანიზმს ნამდვილად ვერ დასწამებ. ეს უბრალოდ ლამაზად წარმოთქმული კეთილი სიტყვებია. რელიგიურად არასწორია მაგრამ
სატანიზმი და სიბოროტე ამაში არანაირად არ უნდა იდოს ჩემი აზრით.
ეტყობა, რომ სადღაც მიყრუებულ მთაშია წარმოშობილი სადაც ნაკლებად აღწევს სწორი ინფომრაცია, ძველს და კერპთაყვანისმცემლურს გავს.
უბრალოდ ლამაზად იყო ნათქვამი, წაკითხვისას ჩანს ხარვეზები მაგრამ მოსასმენად მართლაც სასიამოვნო იყო თანაც სადღეგრძელოდ
''გაგიმარჯოს ჯიგაროს'' და მისთანებს ნამდვილად ჯობია (სადღეგრძელოდ)


--------------------
აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 15 2007, 12:32 PM
პოსტი #16


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ხათუნა
ციტატა
თანაც სადღეგრძელოდ
''გაგიმარჯოს ჯიგაროს'' და მისთანებს ნამდვილად ჯობია (სადღეგრძელოდ)

ცხადია, რომ სადღეგრძელოს არ მოეთხოვება დოგმატის ზედმიწევნითი გადმოცემა (ხაზს ვუსვამ: გადმოცემა!), მაგრამ წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს მასთან. იმის მიუხედავად, რომ ეს დალოცვა სასიამოვნო მოსასმენია (მით უმეტეს, წარმომიდგენია მთის ვაჟკაცური კილოთი, რაც უფრო გააკეთილშობილებს მას), მე მაინც, როგორც მართლმადიდებელს მირჩევნია კაცმა სუფრაზე "გაგიმარჯოს ჯიგარო" მითხრას, ვიდრე ის, რომ "ღმერთო გაუმარჯვე ქვეყნიერების გამჩენსა"-ო (???!!!). ეს როგორც ცუდსა და უარესს შორის არჩევანი

უწმიდესმა ხომ ბრძანა ეპისტოლეში, რომ უნდა ავაღორძინოთ ქართული სუფრის საუკეთესო ტრადიციები (ანუ ქრისტიანული და არა ეგეთი)

ისე კი, ყველას ჯობია: დედა ღვთისმშობელი გფარავდეს! გაკურთხოს ქრისტე მაცხოვარმა! გაცხონოს ყოვლადწმიდა სამებამ! წმინდა გიორგი შეგეწიოს! და ა.შ.



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 15 2007, 01:50 PM
პოსტი #17


დაურეგისტრირებელი









კანუდოსელი
არანაირააად !!!
ხევსურეთში დალის და ასეთებს არ ცნობენ wink.gif ეს ნამდვილად ვიცი
არც მთიულეთში
Go to the top of the page
+Quote Post
sobarba
პოსტი Jan 15 2007, 04:08 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 77
რეგისტრ.: 7-January 07
წევრი № 813



ციტატა(ქავთარაძე @ Jan 15 2007, 01:50 PM) *

კანუდოსელი
არანაირააად !!!
ხევსურეთში დალის და ასეთებს არ ცნობენ wink.gif ეს ნამდვილად ვიცი
არც მთიულეთში



აბა სამძიმარი ვინ იყო?

ნადირტა ღვტაება ხევსურეთში არსებობდ და სამძიმარს წირავდნენ ჯიხვის რქებს.......
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 15 2007, 04:13 PM
პოსტი #19


დაურეგისტრირებელი









sobarba
მართლმადიდებლობა რომ შევიდა მთაში ეგეთი აღარავინ არ ყავთ იმის მერე.
Go to the top of the page
+Quote Post
sobarba
პოსტი Jan 15 2007, 04:20 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 77
რეგისტრ.: 7-January 07
წევრი № 813



ციტატა(ქავთარაძე @ Jan 15 2007, 04:13 PM) *

sobarba
მართლმადიდებლობა რომ შევიდა მთაში ეგეთი აღარავინ არ ყავთ იმის მერე.


შევიდა რო? wink.gif

ციტატა(კანუდოსელი @ Jan 14 2007, 08:29 PM) *

წმინდა წყლის წარმართული ლოცვაა, ანუ სატანიზმის მცირე ელფერით გაჯერებული ქრისტიანობა



ცუდია ასე, რომ ფიქრობ, თან ძალიან ცუდი wink.gif .........
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 10:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი