IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
> კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი
გიორგი
პოსტი Sep 3 2008, 05:56 PM
პოსტი #281


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანონისტი
ციტატა
ერაყში, სერბეთსა და ავღანეთში მსოფლიო ომი იყო?

არა. უფრო რუსეთის "გაფარჩაკება".

ისე სერიოზულად რომ განვიხილოთ III მსოფლიო ომი ბირთვული იარაღის გამოყენებით (იმედია ამის არ ჩადენის ჭკუა ყველას ეყოფა), ამ ომს თუ გამარჯვებული ეყოლა ეს აშშ იქნება. yes.gif

ბირთვული ომი არ არის 30კმ დიამეტრის და 60კმ/წმ-ში მოძრაობის ასტეროიდთან შეჯახება, რომლის აფეთქების იმპულსის შედეგად გამოყოფილი ენერგია მრავალმილიარდჯერ და ტრილიონჯერ აღემატება მსოფლიოს ატომურ პოტენციალს.

თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ბირთვული ომის შედეგად კაცობრიობა გადარჩება ანუ ის შეწყდება კაცობრიობის სრულ განადგურებამდე, რომელიმე მხარის მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვების და მეორე მხარის პრაქტიკული პარალიზების გამო.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ბირთვული ჭურვები, რომლებსაც საშინელი დამანგრეველი ძალა აქვს და რელიეფის შეცვლა შეუძლია თითქმის 100კმ-ის რადიუსში არის ძალიან ცოტა. დანარჩენი არის რამდენიმე ასეული და ათეული კილოტონიანი ჭურვები, რომლებიც თუ მნიშვნელოვნად აცდა მიზანს დიდი სახელმწიფოს პარალიზებას ვერ მოახდენს. აშშ-ს კოსმოსური თავდაცვითი სისტემა ძალიან ძლიერია, სიმულატორების მიხედვით მას შეუძლია გაანადგუროს 80% რუსული საკონტინენტაშორისო რაკეტების. რუსეთის თავდაცვითი სისტემა მისი მეათედი შესაძლებლობების არაა, არც ხარისხით, არც ადრეული აღმომჩენი რადარების რაოდენობით, არც გადამჭრელი რაკეტებით და საერთოდ არაფრით, აშშ-ს ცასთან შედარებით რუსეთის ცა ღიაა კოსმოსური დარტყმებისგან. ამას თუ დავუმატებთ იმას რომ აშშ-ს რაკეტები ბევრად უფრო ზუსტია და რაც მთავარია მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნიდან, წყნარ და ატლანტის ოკეანეში ბაზირებული ავიამზიდებიდან და წყალქვეშანავებიდან ერთდროულად შეიძლება დაემუქროს ისე, რომ რუსეთი მათი უმრავლესობის სტარტსაც ვერ დააფიქსირებს, უკვე ძალიან რთულ მდგომარეონბაში აღმოჩნდება...

მე ეს არც მიხარია, დიდი იმედიც მაქვს რომ არც მოხდება, მაგრამ ბირთვულ ომს თუ გამარჯვებული ეყოლა ეს მხოლოდ აშშ იქნება...

ამასაც აცნობიერებს რუსეთი...

კანონისტი
ციტატა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია Euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, თუ ამ საკითხებით საზღვრებს გარედან არ დაკავდებიან და რუსეთის დანაწევრებისთვის სხვადასხვა სცენარს არ მოიფიქრებენ", - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთმა თუ ასე გააგრძელა აუცილებლად იზრუნებენ... და ეს საქართველოს მხარდაჭერის გამო არ იქნება, საკუთარ თავს დაუჭერენ მხარს...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 3 2008, 06:35 PM
პოსტი #282


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



არა, აქ ისევ ილუზიები რომ არ იყოს იმის თაობაზე, რომ რუსეთი მიხვდება რამეს, აი მისი ბოლოპოზიცია:

"We don't need these talks or this new agreement any more than the EU does" - მიდი და ელაპარაკე ამათ ... ესენი ვერ არიან და სრულიად არაადექვატურად იქცევიან...

ვისაც ჰგონია, რომ რუსეთს ეშინია სანქციების, მან არ იცის რუსეთი და არ იცის მისი ბოლო პოზიციაც ამის თაობაზე...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 3 2008, 06:52 PM
პოსტი #283


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი

მე მგონი ჩვენ (საქრთველო) ძალიან ვაღიზიანებთ უშნო "ენის ტლიკინით" რუსეთს. იმედია სწორად გამიგებთ რას ვგულისხმობ. გაღიზიანების შედეგები კი ვნახეთ, მანამდე ყველაფერი პუტინის შიზოიდობას ბრალდებოდა და ვიცინოდით,ახლა ეს შიზოიდობა დამტკიცდა და მგონი უკვე სასაცილო ნამდვილად აღარაა მისი უმართავობა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 3 2008, 07:14 PM
პოსტი #284


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
ვისაც ჰგონია, რომ რუსეთს ეშინია სანქციების, მან არ იცის რუსეთი და არ იცის მისი ბოლო პოზიციაც ამის თაობაზე...

ეს მეც წავიკითხე... ძალიან საკვირველია ისე... 003.gif

თუმცა რუსეთი რომ უტვინოა ამიტომ კიდევ უფრო ჩქარა დასუსტდება და აქვე აღვნიშნავ, რომ სსრკ-ს სწრაფ კოლაფსს გარდა აშშ-სა, რუსების კრეტინობამაც შეუწყო ხელი yes.gif

ახლაც იგივე განმეორდება.

რუსეთს ნამდვილად არა აქვს იმის რესურსი რომ ასე ფეხებზე ეკიდოს მთელი დასავლეთი და ეს ისევ მასზე აისახება ბოლოს უარყოფითად.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 3 2008, 07:16 PM
პოსტი #285


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიორგი
ციტატა
რუსეთს ნამდვილად არა აქვს იმის რესურსი რომ ასე ფეხებზე ეკიდოს დასავლეთი და ეს ისევ მასზე აისახება ბოლოს უარყოფითად.




ისე, მე თუ რამეს ვყიდი ვთქვათ, ისიც უნდა მაინტერესებდეს,რომ მყიდველები არსებობდნენ და თუ რუსეთი ამ დროს შეაშინებს სხვას, ამას და ამას აღარ მოგყიდიო, ქონდეს ოხრად მაშინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 3 2008, 07:36 PM
პოსტი #286


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
ისე, მე თუ რამეს ვყიდი ვთქვათ, ისიც უნდა მაინტერესებდეს,რომ მყიდველები არსებობდნენ და თუ რუსეთი ამ დროს შეაშინებს სხვას, ამას და ამას აღარ მოგყიდიო, ქონდეს ოხრად მაშინ.

რასაკვირველია, მაგრამ ამასაც გონიერება სჭირდება, რუსეთის ხელისუფლება კი მგონი მართლა დებილების დოღია...

რუსეთი, როგორც სუსტი ინდუსტრიული სახელმწიფო ძირითადად ბიუჯეტს ავსებს ნედლი პროდუქციით ვაჭრობით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ნავთობპროდუქტები და ნახშირწყალბადები. მათი გაუყიდავობით ევროპას კომფორტი მოაკლდება, ხოლო რუსეთს არსებობის წყარო.

რუსეთმა თუ ასე გააგრძელა ის გარდა ოფიციალური იზოლაციისა, (სანქციები და სხვადასხვა სასაჯელები) კერძო იზოლაციაშიც აღმოჩნდება, არასტაბილურ, ტოტალიტარულ ქვეყანაში თუ ყველა არა, კომპანიების ნაწილი მაინც მოერიდება მუშაობას, ესიც ისევ რუსეთს დაარტყამს... ბოლოსდაბოლოს BP-ს ამბავი გავიხსენოთ...

რუსეთმა დაკარგა დიდი ცოცხალი რესურსიც, რაც ბუნებრივ რესურსზე მეტიც არის ზოგიერთი კუთხით. რუსეთი რუქაზე უზარმაზარი ჩანს, მაგრამ მისი მოსახლეობა 143 მლნ-ია, რაც არც თუ ისე დიდი რიცხვია, აშშ-ს (304მლნ) და ევროკავშირის (499მლნ) მოსახეობასთან შედარებით. უკვე ზედაპირულად ლაპარაკია და მსოფლიოს რეალური კრიზისის შემთხვევაში, როგორც ოფიციალურად, ისე ბუნებრივადაც ბევრი კომპანია თავის ინფრასტრუქტურას უკრაინაში გადაიტანს, რომლის მოსახლეობა 60მლნ-მდეა და რუსეთზე მხოლოდ 2.5-ჯერ პატარაა...

რთული სამსჯელოა, მაგრამ რუსეთს კარგი დღე ნაღდად არ ემუქრება...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
demetre89
პოსტი Sep 3 2008, 10:58 PM
პოსტი #287


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 3-September 08
წევრი № 5,580



მე გორიდან ვარ და ეხლაც გორში ვარ. არაფერი ხდება ცხინვალში და არც გორში. უბრალოდ ხდება ნაღმების განაღმვა და აფეთქება. სხვა ჯერ ჯერობით სიმშვიდეა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Sep 3 2008, 11:44 PM
პოსტი #288


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



დიპლომატია 0 ქართველი პოლიტიკოსების...


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Sep 4 2008, 10:25 AM
პოსტი #289



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



გიორგი
ციტატა
ნავთობპროდუქტები და ნახშირწყალბადები. მათი გაუყიდავობით ევროპას კომფორტი მოაკლდება, ხოლო რუსეთს არსებობის წყარო.


გიო, მერამდენეჯერ უნდა გითხრა, რომ ნავთობი და გაზი მარტო ბენზინგასამართი სადგურებისთვის და გაზქურებისთვის არაა. ევროპის მთელი ინდუსტრია ნავთობზე და გაზზე დგას. ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ნავთობით და გაზით მიიღება. ნებისმიერი მცირე ზომის ქარხანა წელიწადში დაახლოებით იმდენ საწვავს მოიხმარს, რამდენსაც ალბათ საშუალო ქალაქის მოსახლეობა. რომელ კომფორტზე მელაპარაკები. კომფორტი კი არა ევროპის ეკონომიკა ჩავარდება.

ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი ენერგეტიკული რესურსი ნავთობსა და გაზს რომ ჩაენაცვლოს. ნავთობის მარაგი მსოფლიოში თანდათან მცირდება და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 15-20 წელიწადში გაზი (ბუნებრივი აირი) მთლიანად ჩაენაცვლება ნავთობს, ისე როგორც ნავთობი ჩაენაცვლა ქვანახშირს

მსოფლიომ რაც არ უნდა იძახოს ალტერნატიულ ენერგიებზე(მზის, ატომური), ჯერჯერობით მთლიანად ნავთობზე და გაზზეა მიბმული

აქ ისიც გასათვალისწინებელია რომ ზოგიერთ ქვეყანებს (მაგალითად სკანდინავიის) წესით საკმარისი მარაგები უნდა ქონდეთ, თუმცა რატომღაც მაინც რუსულს ამჯობინებენ. აქაც პოლიტიკაა


staywhite

მართალია, ადრეც დავწერე, რომ რუსეთი შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მხოლოდ გაყიდული ნავთობპროდუქტებისგან მიღებული შემოსავლით არსებობს, და მათი ტრანსპორტირების შეწყვეტით ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს კი არ მიაყენებს, არამედ ისე ჩაძირავს, რომ ვეღარასოდეს ამოვა...

თუმცა, როგორც კანუდოსელი გვარწმუნებს რუსებს ფეხებზე კიდიათ ხვალ რა იქნება და გარკვეულწილად ვეთანხმები, რადგან ლოგიკა და რუსეთი ერთმანეთისგან შორსაა

დაბოლოს, როგორც ნავთობის და გაზის მნიშვნელობაზე დავწერე ევროპისთვის, არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ რუსეთი ვინმეს გაზს შეუწყვიტავს, ევროპა კი ყოველთვის ეცდება ისე არ გააღიზიანოს რუსეთი რომ ენერგორესურსების გარეშე დარჩეს

თუმცა, მომავალში ტრანსპორტირების ალტერნატიული გზები გაჩნდება, რაც თავისთავად არ გამორიცხავს იმას, რომ მანდამაინც რუსეთის გარდა ყველა აღმოსავლური ქვეყნიდან ევროპა გაზს მიიღებს. ცხადია რუსეთი მაინც დარჩება ძირითადი მიმწოდებელი

უფრო ლოგიკურია იმას ველოდოთ, რომ აშშ პროთავისად განწყობილ კაცს დასვამს რუსეთის სათავეში რევოლუციის, ან თუნდაც სამხედრო გზით, რის შემდეგაც რუსეთი მეტნაკლებად დემოკრატიული ქვეყანა იქნება და აშშ-ს გარეშე ვერცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს


21-ე საუკუნეში აბსოლუტური თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ არსებობს, მითუმეტეს ეკონომიკური. ასე რომ ჯობია აშშ-ს პარტნიორი იყო, ვიდრე რუსეთის მონა

ეგ არის ჩემი სიტყვა biggrin.gif

ციტატა
ბოლოსდაბოლოს BP-ს ამბავი გავიხსენოთ...


ვერ გავიგე რა მოხდა, მილსადენი "აახია"? smile.gif

kmunebi
ციტატა
დიპლომატია 0 ქართველი პოლიტიკოსების...


არც მთლად მასეა საქმე, რომ არა ქართველი პოლიტიკოსები ევროპა ისევე გაჩუმდებოდა როგორც 90-ან წლებში გაჩუმდა

მთავრობას იმას ვერ დავუკარგავთ, რომ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი წინ წამოსწია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 4 2008, 11:15 AM
პოსტი #290


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Giorgi-
ციტატა
კომფორტი კი არა ევროპის ეკონომიკა ჩავარდება

რუსეთმა ევროპის მომარაგება სულ რამდენიმე წელია რაც დაიწყო. იქამდე რა ხდებოდა, შენი აზრით?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Sep 4 2008, 11:30 AM
პოსტი #291



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



კანონისტი
ციტატა
რუსეთმა ევროპის მომარაგება სულ რამდენიმე წელია რაც დაიწყო. იქამდე რა ხდებოდა, შენი აზრით?


1. რამდენიმე წელში რას გულისხმობ?
2. "რამდენიმე წლის" წინანდელი და ახლანდელი ევროპის მიერ გაზის მოხმარება იცი რამდენად განსხვავდება? წელიწადში დაახლოებით მინიმუმ 2-ჯერ იზრდება წინა წელთან შედარებით. ახლა დრო არ მაქვს, თორემ გრაფიკებს გაჩვენებდი.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Sep 4 2008, 12:26 PM
პოსტი #292



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ისე მიშა ცაგარელს უთქვამს აგვისტოში თავი შეიკავეთ კონფლიქტებისგანო, პლანეტა მერკურს იუპიტერის ვალი ქონია თურმე biggrin.gif ალბათ კაკულიასთან თანამშრომლობს, თორემ მარტო ვარსკვლავებით რას გაიგებდა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Sep 4 2008, 02:48 PM
პოსტი #293


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(კანუდოსელი @ Sep 3 2008, 05:31 PM) *

და კიდევ ერთი: ნუ გონია ვინმეს, რომ მსოფლიო რუსეთს ომს დაუწყებს, არც ნატო და არც ევროპა (მიტ უმეტეს) ამას არ იზამენ საქართველოს გამო...დ ის მითიც - რომ მსოფლიოს ქართული ტრანზიტი ისე უნდა რომ რუსეთს დათმობს - არის მითის მითი...


საქართველოს გამო არა მაგრამ უკრაინის გამო შეიძლება მოხდეს რაღაც მაგის მსგავსი


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 4 2008, 03:47 PM
პოსტი #294


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(sable @ Sep 4 2008, 02:48 PM) *

საქართველოს გამო არა მაგრამ უკრაინის გამო შეიძლება მოხდეს რაღაც მაგის მსგავსი

არ ვიცი ნამდვილად..არც ერტი ვარიანტი გამორიცხული არაა უკრაინის კონტექსტში, თუმცა,იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა გაცილებიტ პრორუსულია და ამას აცნობიერებს დასავლეთი - თავს შეიკავებს კონფრონტაციისგან...

staywhite
ციტატა
მე მგონი ჩვენ (საქრთველო) ძალიან ვაღიზიანებთ უშნო "ენის ტლიკინით" რუსეთს

ეს რამდენად განმაპირობებელია არ ვიცი, მაგრამ ცეცხლზე ნავთს რომ ასხამს - ფაქტია....

ასეთ დროს სულ ცხვირში მინდა ხოლმე გავთხარო ეგეთებს, რომ: თბილისზე მოსალოდნელი იერიშის დროს ყველა ჩა....ული გამოიყურებოდა ტელევიზორში (-> პასუხისმგებლობა ნულზე ქვემოთ) და როგორც კი ამერიკამ თქვა რომ გამოაგზავნის სამხედრო ჰუმანიტ. დახმარებას - აიშვეს ბიჭებმა biggrin.gif

ეს სამარცხვინოა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 4 2008, 03:50 PM
პოსტი #295


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
თბილისზე მოსალოდნელი იერიშის დროს ყველა ჩა....ული გამოიყურებოდა ტელევიზორში

უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ყველა არ გამოიყურებოდა --> რადგან ბევრი გაქცეული იყო უკვე sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Sep 4 2008, 03:53 PM
პოსტი #296


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



გახურებულა თემა... biggrin.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 4 2008, 05:15 PM
პოსტი #297


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კანონისტი
ციტატა
უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ყველა არ გამოიყურებოდა --> რადგან ბევრი გაქცეული იყო უკვე

ჰო, ეგრე ამბობენ , თუმცა მე რაც ვნახე იმაზე შემრცხვა...სამარცხვინოა ეს...და თუ მართლა უმეტესობა გაქცეული იყო - 100მაგად სამარცხვინო.

ამას შიშით ვერ გაამართლებ - არ ეშინია მარტო გიჟს, იმ დღეს მეც შემეშინდა, მაგრამ როგორ გადავდებდი ჩემს განწყობას ოჯახს, ვინც თვალებში შემომყურებდნენ...ანუ თუ სამი ადამიანის (ცოლ-შვილი და დედა) მიმართ პასუხისმგებლობა პასუხისმგებლბაა,რამდენად დიდია ის სახელმწიფოს მიმართ...აი მანდ ვარ მე...

პ.ს.
უნდა ვაღიარო, რომ მიშა ამ ამბავში ყველა მათზე 100 თავით მაღლა დგას


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Sep 4 2008, 05:19 PM
პოსტი #298



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



კანუდოსელი

მე არსად არ გავქცეულვარ! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 4 2008, 05:21 PM
პოსტი #299


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Giorgi- @ Sep 4 2008, 05:19 PM) *

კანუდოსელი

მე არსად არ გავქცეულვარ! smile.gif

და შენ რისი მინისტრი ხარ? მე მინისტრებზე ვამბობ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Sep 4 2008, 05:29 PM
პოსტი #300


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(კანუდოსელი @ Sep 4 2008, 04:47 PM) *

არ ვიცი ნამდვილად..არც ერტი ვარიანტი გამორიცხული არაა უკრაინის კონტექსტში, თუმცა,იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა გაცილებიტ პრორუსულია და ამას აცნობიერებს დასავლეთი - თავს შეიკავებს კონფრონტაციისგან...


კი უფრო პრორუსულია მაგრამ ძალიან მსხვილი ლუკმაა იმისთვის რომ დათვს ჩაუგდო პირში, უკრაინის

მოვლენები ახლა უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე ჩვენი თუნდაც იმიტომ რომ საქართველოს რაც ცუდი

დაატყდა ამან ეხლა უკვე ჩაიარა. დღეს, ჩვენ თუ არ დაუშვით შეცდომა არამგონია რომ რუსეთმა რაიმე დაუშავოს

საქართველოს, მაგათ ჩვენს წინააღმდეგ რა ბერკეტებიც ჰქონდათ ისინი ბოლომდე აამუშავეს - ცხინვალისა და

აფხაზეთის ცნობის ჩათვლით.

ერთი მარტო გაზის ამბავი მაფიქრებს, ხომ არ იცის ვინმემ საიდან შევიძენთ გაზსს ზამთარში?

უკრაინაში თუ კონფლიქტი მოხდა პოლიტიკურ ნიადაგზე (და არა ეთნიკურზე)

ეგ უკვე ძალიან საშიშია!

ციტატა(კანუდოსელი @ Sep 4 2008, 04:47 PM) *


staywhite

ეს რამდენად განმაპირობებელია არ ვიცი, მაგრამ ცეცხლზე ნავთს რომ ასხამს - ფაქტია....

ასეთ დროს სულ ცხვირში მინდა ხოლმე გავთხარო ეგეთებს, რომ: თბილისზე მოსალოდნელი იერიშის დროს ყველა ჩა....ული გამოიყურებოდა ტელევიზორში (-> პასუხისმგებლობა ნულზე ქვემოთ) და როგორც კი ამერიკამ თქვა რომ გამოაგზავნის სამხედრო ჰუმანიტ. დახმარებას - აიშვეს ბიჭებმა biggrin.gif

ეს სამარცხვინოა


ისე ამერიკის დახმარება როგორც ჩანს მართლა ძალიან სერიოზულია ორივე მხარეს ვგულისხმობ: სამხედროსაც და ეკონომიკურსაც.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 04:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი