IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > »   
Reply to this topicStart new topic
> კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი
guest
პოსტი Sep 8 2008, 03:46 PM
პოსტი #401


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ზუსტად დაწერეთ რა ვინ აღიარა ჩვენი მიწების დამოუკიდებლობა .

პ.ს. ჩემმა დათომ მითხრა,აქ გერმანიაში უჩვენებიათ რუსების მარადიორობა და კომენტატორმა თქვაო,ისეთი წარმოდგენა გვრჩება, თითქოს რუსეთმა ჯარები საქართველოს ასაოხრებლად და გასაქურდად შეუშვაო.

ფაქტი სამწუხაროა,მაგრამ ასე რომ გამოაცხადეს გამიხარდა მაინც smile.gif

პ.ს.ჩემი დადებული ლინკი ნახეთ, კარგად ჩანს რას ფიქრობენ ევროპელები რუსებზე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Sep 8 2008, 03:49 PM
პოსტი #402



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ციტატა
1. მსოფლიოს გაეგო რომ რუსეთი აგრესორია (ვითომ არ იცის მსოფლიომ ეს)
2. რაც გვეკავა ისიც დაგვეკარგა
3. ლტოლვილთა რაოდენობა გაგვეზარდა
4. იმ ტერიტორიების დაბრუნება უფრო შორ პერსპექტივად გადაქცეულიყო
5. ეკონომიკური სტრუქტურა ისედაც მყიფე - კიდევ უფრო დაზარალებულიყო.



ეს ძაან სუბიექტური მოსაზრებაა, იმიტომ რომ პირიქით შეიძლება ითქვას:

1. მსოფლიოს გაეგო, რომ რუსეთი აგრესორია (გასაგებია, რომ იცოდა, თუმცა სჭირდებოდა ფაქტები), და შესაბამისად მეტად ჩარეულიყო გაყინული კონფლიქტების და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოგვარებაში

2. რუსეთის იმ კონფლიქტს გარე ტერიტორიებზე შემოსვლამ აშკარად დაანახა მსოფლიოს, რომ რუსეთი თუნდაც ფორმალურად მშვიდობისმყოფელი კი არაა, არამედ აშკარად ახორციელებს საქართველოს დანარჩენი ნაწილების ანექსიას

3. ადრე თუ გვიან, როდესაც რუსეთი შეტევაზე გადმოვიდოდა ლტოლვილთა რაოდენობა შეიძლება ყოფილიყო 4.5 მილიონი, ანუ მთელი საქართველო

4. ტერიტორიების დაბრუნება შორი პერსპექტივა იყო მანამ, სანამ მსოფლიო ჩაერეოდა, ახლა მეტი შანსია საერთაშორისო ჯარი ჩადგეს, რაც თავისთავად ხელს არ გიშლის არც ლტოლვილების დაბრუნებაში, არც იურიდიქციის განხორციელებაში, რადგან მსოფლიო აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას
5. ეკონომიკა ამ დახმარებებით მეტნაკლებად შენარჩუნდება, ხოლო ნატოში და ევროკავშირში თუ შევალთ (და ამ ომის შემდეგ ამის შანები რამდენჯერმე გაიზარდა) - რასაკვირველია ეკონომიკა და ინვესტიციები მერე იქნება თუ იქნება


მე არ ვამბობ, რომ ომი ამისთვის მოხდა, ან თუ ამისთვის მოხდა ეს კარგია. მე იმას ვამბობ, რომ ამ ომით ჩვენ ადამიანები დავკარგეთ, და დანარჩენები გაუბედურდნენ, რაც სამწუხაროა, თუმცა ყოველ ომს ტან ახლავს, ხოლო ომი, გარდაუვალი იყო, ამისთვის ჩვენი ჩრ-ლი მეზობლები კარგა ხნის წინ ემზადებოდნენ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 8 2008, 03:55 PM
პოსტი #403


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



Giorgi-
ციტატა
ხოლო ომი, გარდაუვალი იყო, ამისთვის ჩვენი ჩრ-ლი მეზობლები კარგა ხნის წინ ემზადებოდნენ


მოვმზადებულიყავით ჩვენც მერე ....

მარტო მაგარი სნაიპერი და სუპერელიტარული უნიფორმა ომს ვერ იგებს. აი,რუსებმა რომ კონფისკაცია გააკეთეს ჩვენი სამხედრო აღჭურვილობების, მათ მაგივრად რომ მაკეტები დახვედროდათ,მაშინ ვიქნებოდით მაგარი....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 8 2008, 04:01 PM
პოსტი #404


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
ზუსტად დაწერეთ რა ვინ აღიარა ჩვენი მიწების დამოუკიდებლობა.

ოფიციალურად - რუსეთმა.
პროცედურები დაიწყო - ნიკარაგუამ.
სურვილი გამოთქვა - ვენესუელამ.
"დე ფაქტოდ" აღიარებულობა განაცხადა - "ჰამასმა"

ციტატა
მოვმზადებულიყავით ჩვენც მერე...

რატომღაც არ გვინდა იმის აღიარება, რომ რაც არ უნდა აღვჭურვილიყავით და რაც არ უნდა მოვმზადებულიყავით რუსეთთან ომის მოგების შანსი არ არსებობდა.

არც იმასთან შეგუება გვინდა რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დავკარგეთ, თუნდაც მშვიდობის სანაცვლოდ.

მაშინ რა არის გამოსავალი? ის, რაც მიშამ გააკეთა...

ამაზე უბრალოდ მეორე აზრი არ არსებობს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Sep 8 2008, 04:02 PM
პოსტი #405


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ეგ ვერ გავიგე , როცა ბაზის უფროსმა იცის რომ 2 საათში რუსები მოვლენ, რატო არ გადამალა ჰამერები და 1500 მარტო ამერიკული ავტომატი და მტრის ხელში ჩააგდო?
ბოლო ვარიანტი ხალხისთვის მიეცა, რა იცი ბოლოს სახალხო პარტიზანულ ომამდე არ მივიდეს საქმე.
შეეშინდა ალბათ პასუხისმგებლობის, რუსებს ვერ დასჯიან ,რამე სხვანაირად და თვითონ კი დაისჯება.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 8 2008, 04:07 PM
პოსტი #406


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიორგი
ციტატა
რატომღაც არ გვინდა იმის აღიარება, რომ რაც არ უნდა აღვჭურვილიყავით და რაც არ უნდა მოვმზადებულიყავით რუსეთთან ომის მოგების შანსი არ არსებობდა.


გიო, მხოლოდ აღჭურვილობაზეარ ვამბობ.ჩვენ ძალიანაც ბევრი მომზადებული და პროფი მეომარი გვყავდა,ეს დაინახეს რუსებმაც. მე სულ სხვა რამეზე ვამბობ და არ ვიცი,ალბათ საჭიროა სპეციალური თემის გახსნა,სადაც დავწერდი როგორ ხდება მომზადება. მტავარი ფაქტორი მორალური მომზადებაცაა. პატარა მონაკვეთი მეწერა მე ადრინდელ გავუზიაროში რომ ვპოსტავდით.

ლეონტი
ციტატა
ეგ ვერ გავიგე , როცა ბაზის უფროსმა იცის რომ 2 საათში რუსები მოვლენ, რატო არ გადამალა ჰამერები და 1500 მარტო ამერიკული ავტომატი და მტრის ხელში ჩააგდო?


ეგ მეც ვერ გავიგე sad.gif არადა სამხედრო ხელოვნება ითვალისწინებს პირველ ადგილზე მტრის მოტყუებას. ეს ტექნიკა თითქმის ცალკე მეცნიერებაა სამხედრო საქმეში... ეეეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 8 2008, 04:13 PM
პოსტი #407


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
მე სულ სხვა რამეზე ვამბობ და არ ვიცი,ალბათ საჭიროა სპეციალური თემის გახსნა,სადაც დავწერდი როგორ ხდება მომზადება. მთავარი ფაქტორი მორალური მომზადებაცაა.

რა თქმა უნდა, იყო როგორც ტექნიკური წუნი, ისე ფსიქოლოგიური მოუმზადევლობა. ეს დარღვევები აღმოსაფხვრელი და გასაუმჯობესებელია, მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა გვიგოთ, რომ თუნდაც ეს ხარვზები არ ყოფილიყო და თუნდაც რომ ჩვენი არმია მსოფლიოში საუკეთესო ყოფილიყო დონის მიხედვით, ჩვენ მაინც დავმარცხდებოდით და შედეგი აბსოლუტურად იგივე იქნებოდა, ჩვენ რაოდენობით წავაგებდით კატასტროფულად, როგორც ცოცხალი ძალის ასევე ტექნიკის. რუსეთს კი თავისიანებიც ფეხებზე კიდია, მთლიანად ჩაახოცავდა 60.000-იან 58-ე არმიას, აუფეთქდებოდა ასეულობით ბომბდამშენი და საქართველოსთან ომს მაინც მოიგებდა თუ ოფიციალურად ჩაერთვებოდა ომში.

შედეგი ყველა ვარიანტში იგივე იქნებოდა... ანდა უარესი, რადგან საქართველოს არმიისგან ხანგრძლივი და კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობის შედეგად გაცილებით დიდი მსხვერპლი და ნგრევა იქნებოდა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 8 2008, 04:17 PM
პოსტი #408


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიორგი

ხო,მაგრამ იმდენ ტექნიკას აღარ "დააპლენებდნენ" მაინც ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gruzinski
პოსტი Sep 8 2008, 04:22 PM
პოსტი #409


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 30-July 07
წევრი № 2,551



[b]staywhite
ტექნიკას აღარ დაატყვევებდნენო? blink.gif blink.gif ხალხი თუ გაწყდა ვის რათ უნდა ტექნიკა???რაღაც ვერ მივხვდი...


--------------------
ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 8 2008, 04:23 PM
პოსტი #410


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ლეონტი
ციტატა
როცა ბაზის უფროსმა იცის რომ 2 საათში რუსები მოვლენ, რატო არ გადამალა ჰამერები და 1500 მარტო ამერიკული ავტომატი და მტრის ხელში ჩააგდო?

რა იცი რამდენი ავტომატი იყო იმ ბაზაზე? იქნებ 3000 ცალი იყო და ნახევარი გადამალა და მეორე ნახევრის გადამალვა ვერ მოასწრო და ამჯობინა ცოცხალი ძალის დროული გამოყვანა?

რა იცი რამდენი ჰამერი იყო ბაზაზე? რამდენი ცალი გადამალა? რამდენი წამოიღო? რამდენი სამხედრო მანქანით წამოვიდნენ თვითონ სამხედროები?

ანდა იქნებ არც უცდია ამერიკული იარაღის გადამალვა რომ რუსებს მოეპარათ? თანხები იმდენია (და იმდენს გადმორიცხავენ) რომ ჰამერებსაც იყიდიან და ავტომატებსაც, მაგრამ იქნებ შეატოვეს აშშ-ს კუთვნილი იარაღი რუსებს რომ მსოფლიო სალაპარაკო გამხდარიყო და მხარაჭერა გაზრდილიყო?

მილიონი ვარიანტის ჩამოთვლა შეიძლება...
ციტატა
ბოლო ვარიანტი ხალხისთვის მიეცა, რა იცი ბოლოს სახალხო პარტიზანულ ომამდე არ მივიდეს საქმე.

ეს იქნებოდა საშინელი შეცდომა.

ჯერ ერთი თანამედროვე დემოკრატიული კანონმდებლობით სასტიკად აკრძალულია იარაღი არა სამხედროების, ანუ სამოქალაქო პირების ხელში. ეს იქნებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის პარამილიტარიზაცია, რაც ძალიან არ მოეწონებოდა დემოკრატიულ სამყაროს და მოიტანდა ქაოსს.

მერეც მეორე ვის რა ჯანდაბად უნდა პარტიზანული ომი, საქართველო ჩეჩნეთი კი არაა, პარტიზანული ომი ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანდა. (ვერც ამ ომს მოვუგებდით რუსეთს) გადავიქცეოდით მუდმივი ბრძოლის პოლიგონად, გაურკვეველი წარმოშობის შეიარაღებული პირებით, საბოლოოდ მოისპობოდა ეკონომიკა და აღარც NATO-ზე და აღარც ევროკავშირზე აღარც უნდა გვეოცნება...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 8 2008, 04:24 PM
პოსტი #411


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



Gruzinski
ციტატა
ტექნიკას აღარ დაატყვევებდნენო? blink.gif blink.gif ხალხი თუ გაწყდა ვის რათ უნდა ტექნიკა???რაღაც ვერ მივხვდი...


სამხედრო საქმე რომ გესმოდეს ,მიხვდებოდი რაც ვთქვი...

ხალხი რომ გაწყდა, მაგ დახოცილთა რაოდენობაც სწორედ სამხედრო სიბეცის და მოუმზადებლობის შედეგია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 8 2008, 04:26 PM
პოსტი #412


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
ხო,მაგრამ იმდენ ტექნიკას აღარ "დააპლენებდნენ" მაინც ....

ეგეც მიშას პიარია რომ რუსები იარაღის ხამებად და მძარცველებად გამოიყვანა თუ არა ცხადია ტექნიკის უდიდესი ნაწილი გაიტანეს რა თქმა უნდა.

საქართველოს შეიარაღების მეათედი არაა წაღებული, მაგრამ გარედან ჩანს რომ ყველაფერი გაძარცვეს, არადა ეს ისევ ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.

თანაც მეტ ტექნიკას წაიღებდნენ თუ ნაკლებს ეს ომის შედეგზე მაინც არ აისახებოდა. აწი დიპლომატიურად უნდა მოვიგოთ ეს ომი უახლოეს თვეებში და 1-2 წელიწადში.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 8 2008, 04:34 PM
პოსტი #413


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიორგი
ციტატა
თანაც მეტ ტექნიკას წაიღებდნენ თუ ნაკლებს ეს ომის შედეგზე მაინც არ აისახებოდა.


აისახება იმაზე, რომ დათვალე რა ღირს ერთი (უმარტივეს შ-ში) AK და გაამრავლე წაღებულზე. მეორეც, ღირსების საკითხია, შენს ტექნიკას რომ მტერი ჩაიგდებს ხელში და პა ხოდუ იბლატავებს ამით.

გიორგი
ციტატა
ეგეც მიშას პიარია რომ რუსები იარაღის ხამებად და მძარცველებად გამოიყვანა


ომში მოწინააღმდეგის ტექნიკის ხელში ჩაგდება არაა სირცხვილი, პირიქით,ამიტომ ვერ იქნება მიშას პიარი.სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ მტრული ტექნიკის ხელთგდებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 8 2008, 04:37 PM
პოსტი #414


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
ისახება იმაზე, რომ დათვალე რა ღირს ერთი (უმარტივეს შ-ში) AK და გაამრავლე წაღებულზე.

თანხები ორჯერ მეტის გვექნება.
ციტატა
მეორეც, ღირსების საკითხია, შენს ტექნიკას რომ მტერი ჩაიგდებს ხელში და პა ხოდუ იბლატავებს ამით.

რას იზამ... შენზე 30-ჯერ მრავალრიცხოვან სახელმწიფოსთან გაქვს საქმე... თავს ზემოთ ძალა არ არის.

თუმცა რუსეთს საბლატაო არაფერი აქვს. მასზე ბევრად უფრო სუსტ სახელმწიფოსთან ომმა დაახლოებით 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დააკარგინა...

ასევე დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა და ავიაცია...


ციტატა
სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ მტრული ტექნიკის ხელთგდებაა.

კონფლიქტის ზონის გარეთ არა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 8 2008, 04:43 PM
პოსტი #415


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
კონფლიქტის ზონის გარეთ არა.


გიო, კომფლიქტის ზონის გარეთ იყო ბელგრადი და უამრავი სერბული ქალაქები, რომ მიწასთან გაასწორა ნატომ...(თუმცა, სამხედრო ტექნიკას ვერც მიაგნეს და ფაქტიურად ამ მხრივ დანაკარგი იყო 0)

თუმცა, გეთანხმები, დაუცველი ბაზის დაყაჩაღება დიდი გმირობა არაა, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ ესეც უნდა ყოფილიყო გათვალისწენებული და ბაზები გადატანილ-შენიღბული უნდა ყოფილიყო. ომში ყველაზე ცუდ ვარიანტს ითვალისწინებენ წესით, რომ გონივრული გეგმა შეიქმნას...

პ.ს. პარტიზანული ომის მომხრე მეც არ ვარ, ეს დიდ მსხვერპლს და ომის გაგრძელებას გამოიწვევს,სხვა ფაქტორებს რომ თავი დავანებოთ,იქნებ ამას ელოდებიან რუსები, რომ არ გაეთრივნენ აქამდე და ხელი არ უნდა შევუწყოთ მათ ვერაგულ ჩანაფიქრის განხორციელებას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Sep 8 2008, 04:51 PM
პოსტი #416


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი აცხადებს, რომ ნიკოლა სარკოზის მიერ ინიცირებულ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას პრობლემები არასწორი თარგმანის გამო შეექმნა, რის გამოც ე.წ. დოკუმენტში არარსებული ბუფერული ზონები შეიქმნა და მას დღეს სრულად აკონტროლებს კრემლი.

კუშნერის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი ჯერ ფრანგულად დაიწერა, შემდეგ ინგლისურად ითარგმნა და მხოლოდ ამის შემდეგ რუსულად. კითხვაზე, თუ რა პრობლემები შეიქმნა ბუფერულ ზონებთან დაკავშირებით, კუშნერმა უპასუხა: ''თარგმანი, როგორც ყოველთვის''.

(რუსთავი 2)
მოკლედ ყველა ჩვენ დაგვცინის...


თბილისი.08.09.08."ჯი-ეიჩ-ენი" რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედევედევმა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის საქართველოსთან დაკავშირებული კონფლიქტის განხილვისას ახალი რეალიების გათვალისწინება შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

"გავიდა თითქმის ერთი დაძაბული თვე, რომლის განმავლობაში "მედვედევი-სარკოზის" გეგმის განსახორციელებლად ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდა", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა დღეს მოსკოვში საფრანგეთს პრეზიდენტთან შეხვედრისას.

მედვედევის განცხადებით, მიმდინარე თვის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. "რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამიტომაც გაჩნდა ახალი მიდგომები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

(GHN)

მინდა ვიყყო გამარჯვებული, მაგრამ ფაქტია რომ დამარცხებული ვარ (ვართ).
დიპლომატიურადაც, ომითაც და საინფორმაციო ომითაც..
სავარაუდოდ ბუფერული ზონა გორის ტრასაზე ჩაივლის და მას რუსები გააკონტროლებენ...არ მინდა დავიჯერო რომ 15 წლის მერე გორიც და სხვა ადგილებიც ამ ბუფერულ ზონაში მოყვება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Sep 8 2008, 05:27 PM
პოსტი #417


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(sergi_glaxa @ Sep 8 2008, 05:51 PM) *




სავარაუდოდ ბუფერული ზონა გორის ტრასაზე ჩაივლის და მას რუსები გააკონტროლებენ...არ მინდა დავიჯერო რომ 15 წლის მერე გორიც და სხვა ადგილებიც ამ ბუფერულ ზონაში მოყვება...


ზუსტად ეგ ვთქვია ადრე მე..რომ ამის მიღწევა უნდათ ტრასას მიუხლოვზდენ და გადაკეტონ მერე ალბათ რაღაც საშვის გარეშე ვერ გავივლით huh.gif ..იმედია ესე არ მოხდება ..რუსეთი ხომ იმას აკეთებს რაც უნდათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Sep 8 2008, 05:52 PM
პოსტი #418


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
სავარაუდოდ ბუფერული ზონა გორის ტრასაზე ჩაივლის და მას რუსები გააკონტროლებენ...არ მინდა დავიჯერო რომ 15 წლის მერე გორიც და სხვა ადგილებიც ამ ბუფერულ ზონაში მოყვება...


ეჰ როგორ მწარედ მომხვდა გულზე ეგ სიტყვები sad.gif


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Sep 8 2008, 08:02 PM
პოსტი #419


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



აუ აღარ მინდა რა საბჭოთა კავშირში, ნაღდად, გული მერევა, სიკვდილი ჯობია რუსის ჩექმის ლოკვას.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Sep 8 2008, 08:07 PM
პოსტი #420


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(სარდიონ @ Sep 8 2008, 09:02 PM) *

აუ აღარ მინდა რა საბჭოთა კავშირში, ნაღდად, გული მერევა, სიკვდილი ჯობია რუსის ჩექმის ლოკვას.


ნამდვილად რაა..პუტინის მონობას სიკვდილი მირჩევნია

4 საათიანი მოლაპარაკება დამთავრდება მედვედევსა და სარკოზს შორის. საბოლოოდ ერთი კვირაში უნდა მოხდეს რუსების გასვლა სენაკიდან და ფოთიდან და ყველა ბლოკ პოსტის მოხსნა. აი რამდენად დაუშვებს რუსეთი საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას კონფლიქტის ზონაში არ ვიცი..მედვედევმა თანხმობა კი განაცხადა მაგრამ..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 04:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი