რატომ არიან წირვაზე მოწყენილი სახეებით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ არიან წირვაზე მოწყენილი სახეებით? |
მოციქული |
Aug 31 2008, 01:22 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 |
წირვაზე ან ლოცვაზე მრევლი რატომ არის დამწუხრებული სახეებით? რატომ არ ეტყობა მრევლს სიხარული? ქრისტე ხომ ცხოვრების მომნიჭებელია, ის ხომ გვაცხოვნებს, რატომ არ გვიხარია ეს წირვა-ლოცვაზე? მე არ ვამბობ ლოცვაზე სიცილი და საქეიფო განწყობა გვქონდესთქო, მაგრამ, ხალხს უცნაური გამომეტყველება აქვთ, ზოგს ისეთი სახე აქვს აზრზე არაა სად არის იმ დროს... მაპატიოს ღმერთმა თუ განვიკითხავ მაგრამ ამას დიდი ხანია ვაკვირდები და ვთქვი
|
dariala |
Aug 31 2008, 01:28 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 |
მოციქული
ჩემი სუსტი ჭკუით ეს სუფთა ადამიანური მომენტია. მეც ასე ვდგევარ ხოლმე ალბათ. შუა წირვის დროს წავალ ფიქრებით მთელ ქვეყანას მოვივლი, ყველა პრობლემაზე ვიფიქრებ და მერე გამახსენდება ხოლმე სად ვარ. ჩემი აზრით ამის გარეშე ადამიანი ამპარტავნებაში ჩავარდებოდა... (ალბათ) -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
მოციქული |
Aug 31 2008, 01:32 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 |
dariala
ციტატა ჩემი აზრით ამის გარეშე ადამიანი ამპარტავნებაში ჩავარდებოდა... (ალბათ) ანუ გონებაგაფანტულობას და მოწყენილობას ამართლებ? |
chelo |
Aug 31 2008, 01:33 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 |
ვერ დაგეთანხმები რომ წირვის დროს ადამიანს სიხარული უნდა დასთამაშებდეს.წირვა საუკეთესო დროა საკუთარ თავში ჩაღრმავების და ცოდვების განცდისა,ასევე სინანულის ქონის.პატრიარქი ბევრჯერ უნახავთ როგორ ტირის წირვის დროს.თუმცა ამ შემთხვევაში უფრო ჩვენი ცოდვების გამო ალბათ.სხვა საქმეა აღდგომის წირვა.მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი :ვინც ამ დროს საკუთარ ცოდვებზე იტირებს ის იუდაზე უარესიაო.
-------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
მნათე |
Aug 31 2008, 01:37 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რატომ არ ეტყობა მრევლს სიხარული? ეგ ცხოვრების ერთი ნაწილია.... სინანულიც არანაკლებ სასიამოვნოა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
dariala |
Aug 31 2008, 01:37 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 |
chelo
პატრიარქის სულიერების მეათასედი რომ მომცა ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება მე მოწყენილი სახე იმიტომ კი არ მაქვს რომ ვტირი, ადამიანური უძლურების გამო. ზოგს ფეხები სტკივა, ზოგს წელი და ა.შ. 8 თვის ორსული ხან სად ვხდებოდი ცუდად და ხან სად, ზიარების დროს წინ გადატარება კი არა ლამის ფეხით მდგებოდნენ ზედ, ამის გამო ისედაც ბევრჯერ დავბრკოლდი. მოდი და ამ დროს იფიქრე სულიერებაზე და სიხარულზე. -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
მოციქული |
Aug 31 2008, 01:45 AM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 |
chelo
ციტატა წირვა საუკეთესო დროა საკუთარ თავში ჩაღრმავების და ცოდვების განცდისა,ასევე სინანულის ქონის მგონი თქვენ კარგად არ გესმით წირვის არსი... საკუთარ თავს თუ გინდა ყველგან ჩაუღრმავდები, ასევე სინანული წირვის გარეშეც აქვს ადამიანს... dariala ციტატა ზოგს ფეხები სტკივა, ზოგს წელი და ა.შ. 8 თვის ორსული ხან სად ვხდებოდი ცუდად და ხან სად, ზიარების დროს წინ გადატარება კი არა ლამის ფეხით მდგებოდნენ ზედ, ამის გამო ისედაც ბევრჯერ დავბრკოლდი. მოდი და ამ დროს იფიქრე სულიერებაზე და სიხარულზე. კარგია კათოლიკებს აქვთ და პროტესტანტებს სკამები, ზიხარ და ღმერთზე ფიქრობ და არა ფეხებზე, არც ვინმე გადაგივლის, არც ვინმე მოგიკიდებს ცეცხლს სანთლით თმებზე როგორც ეს ჩვენთან ხდება, გაცილებით უფრო ბედნიერი სახეები აქვთ კათოლიკებს და პროტესტანტებს ვიდრე ჩვენ |
chelo |
Aug 31 2008, 01:46 AM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 |
chelo მგონი თქვენ კარგად არ გესმით წირვის არსი... საკუთარ თავს თუ გინდა ყველგან ჩაუღრმავდები, ასევე სინანული წირვის გარეშეც აქვს ადამიანს... წირვის არსი თქვენ პირადად ბოლომდე გესმით?ისე როდის განიცდიტ ხოლმე სინანულს. მოკლედ სწორი მიდგომაა საჭირო,მაგალითად უნდა ვეზიარო,ამ დრო ერთდროულად განვიცდი სინანულს საკუთარი ცოდვების გამო და ამავდროულად სიხარულს გამომდინარე იქიდან,რომ წმინდა ზიარებით გეტევება შენი ცოდვები.ისე ვერ წარმომიდგენია მოძღვარი გამოვიდეს და გახარებული სახით წიროს.კარგი იქნება თუ ამაზე მამაოც გაგვიზიარებს თავის აზრს. -------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
dariala |
Aug 31 2008, 01:49 AM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 |
მოციქული
ციტატა კარგია კათოლიკებს აქვთ და პროტესტანტებს სკამები, ზიხარ და ღმერთზე ფიქრობ და არა ფეხებზე, არც ვინმე გადაგივლის, არც ვინმე მოგიკიდებს ცეცხლს სანთლით თმებზე როგორც ეს ჩვენთან ხდება, გაცილებით უფრო ბედნიერი სახეები აქვთ კათოლიკებს და პროტესტანტებს ვიდრე ჩვენ აუ, მაგაზე მეც მიფიქრია, განსაკუთრებით იმ ზემოთხსენებულ "მწარე" დღეებში -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
მნათე |
Aug 31 2008, 01:50 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა არგია კათოლიკებს აქვთ და პროტესტანტებს სკამები, ზიხარ და ღმერთზე ფიქრობ და არა ფეხებზე, არც ვინმე გადაგივლის, არც ვინმე მოგიკიდებს ცეცხლს სანთლით თმებზე როგორც ეს ჩვენთან ხდება, გაცილებით უფრო ბედნიერი სახეები აქვთ კათოლიკებს და პროტესტანტებს ვიდრე ჩვენ ალბათ უფრო გრძნობენ ღმერთს იდიოტობ ახლა შენ, მოციქულო... სკამები არა კვირტები. ბედნიერი სახით არ განიზომება ლიტურღიული მსახურება, რამდენადაც ბალანსში უნდა მოდიოდეს სინანულისა და სიხარულის ემოციები... წირვა უპირველესად წირვაა, ქრისტესთან ცოცხალი ზიარება. ხოდა ნუ გადავაქცევთ მას იოგას გაკვეთილად, სადაც თავს უნდა ჩაუღრმავდე და ათასი სისულელე აკეთო... წირვა არის ჩახუტება მამასთან, კრძალვითი ჩახუტება... რომელშიც ცნობიერია დანაშაული და გააზრებულია სიხარული, უკანასკნელის ბალანსს კი არ შეუძლია თვითკმაყოფილი იდიოტის სახე შექმნას, სავსებით ზომიერია მშვიდი გამომეტყველება... ციტატა აუ, მაგაზე მეც მიფიქრია, განსაკუთრებით იმ ზემოთხსენებულ "მწარე" დღეებში მწველი გული თუ მწველი ფეხები? სკამები არის აუცილებლობა... მაგრამ შეუძლებლობაც, ამასთანავე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
chelo |
Aug 31 2008, 01:55 AM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 |
chelo მგონი თქვენ კარგად არ გესმით წირვის არსი... საკუთარ თავს თუ გინდა ყველგან ჩაუღრმავდები, ასევე სინანული წირვის გარეშეც აქვს ადამიანს... dariala კარგია კათოლიკებს აქვთ და პროტესტანტებს სკამები, ზიხარ და ღმერთზე ფიქრობ და არა ფეხებზე, არც ვინმე გადაგივლის, არც ვინმე მოგიკიდებს ცეცხლს სანთლით თმებზე როგორც ეს ჩვენთან ხდება, გაცილებით უფრო ბედნიერი სახეები აქვთ კათოლიკებს და პროტესტანტებს ვიდრე ჩვენ მამა თეოდორე ამბობს,რომ ადამიანი ლოცვის დროს ისე უნდა იდგეს ღვთისწინაშე როგორც მეომარი მხედართმთავრის წინ.უნდა შეებრძოლო სულსაც და სხეულსაც.ზუსტადაც რომ უნდა დაიღალო.კომფორტულად სკამზე მჯდომი თუ გაატარებ წირვას აქ ძილიც მოგერევა და კარგი ფილმის ნახვაც მოგინდება ადამიანს. იდიოტობ ახლა შენ, მოციქულო... სკამები არა კვირტები. ბედნიერი სახით არ განიზომება ლიტურღიული მსახურება, რამდენადაც ბალანსში უნდა მოდიოდეს სინანულისა და სიხარულის ემოციები... წირვა უპირველესად წირვაა, ქრისტესთან ცოცხალი ზიარება. ხოდა ნუ გადავაქცევთ მას იოგას გაკვეთილად, სადაც თავს უნდა ჩაუღრმავდე და ათასი სისულელე აკეთო... წირვა არის ჩახუტება მამასთან, კრძალვითი ჩახუტება... რომელშიც ცნობიერია დანაშაული და გააზრებულია სიხარული, უკანასკნელის ბალანსს კი არ შეუძლია თვითკმაყოფილი იდიოტის სახე შექმნას, სავსებით ზომიერია მშვიდი გამომეტყველება... მწველი გული თუ მწველი ფეხები? სკამები არის აუცილებლობა... მაგრამ შეუძლებლობაც, ამასთანავე დღეს მნათემ გამაოცა -------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
dariala |
Aug 31 2008, 01:56 AM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 |
მნათე ციტატა წირვა უპირველესად წირვაა, ქრისტესთან ცოცხალი ზიარება.ხოდა ნუ გადავაქცევთ მას იოგას გაკვეთილად, სადაც თავს უნდა ჩაუღრმავდე და ათასი სისულელე აკეთო... წირვა არის ჩახუტება მამასთან, კრძალვითი ჩახუტება... რომელშიც ცნობიერია დანაშაული და გააზრებულია სიხარული, უკანასკნელის ბალანსს კი არ შეუძლია თვითკმაყოფილი იდიოტის სახე შექმნას, სავსებით ზომიერია მშვიდი გამომეტყველება... მართლა 17 წლის ხარრრრ?????????? -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
მოციქული |
Aug 31 2008, 02:01 AM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 |
მნათე
ციტატა იდიოტობ ახლა შენ, მოციქულო... სკამები არა კვირტები. შეურაცხყოფას რატომ მაყენებ, გიცნობ ან მიცნობ?? ხატზე კარგად მოჩანს მოციქულები დამჯდარი იყვნენ რომ ეზიარნენ, და დამჯდარი უსმენდა ხალხი ქრისტეს ქადაგებებს. მე არ ვამბობ რომ სიცილით და ზედმეტი ემოციებით უნდა ვიყოთ წირვაზეთქო, მაგრამ ხალხს ძალიან მოწყენილი სახეები აქვთ და ეს მ,ხოლოდ მე არ შემიმჩნევია. შეიძლება იმის ბრალიცაა რომ ქართველი ადამიანი შინაგანად მგლოვიარეა. |
zedela |
Aug 31 2008, 02:05 AM
პოსტი
#14
|
chuvaaaaak:) ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 |
მოციქული
ციტატა კარგია კათოლიკებს აქვთ და პროტესტანტებს სკამები, ზიხარ და ღმერთზე ფიქრობ და არა ფეხებზე, არც ვინმე გადაგივლის, არც ვინმე მოგიკიდებს ცეცხლს სანთლით თმებზე როგორც ეს ჩვენთან ხდება, გაცილებით უფრო ბედნიერი სახეები აქვთ კათოლიკებს და პროტესტანტებს ვიდრე ჩვენ ამაში ნამდვილად არ გეთანხმები... აქაც დგას ეკლესიაში სკამები..მაგრამ მხოლოდ მათთვის ვისაც არ შეუძლია 3-4 საათი ფეხზე იდგეს...მოხუცებისთვის...ორსულებისთვის... და სულაც არაა საჭირო ჩვენ სრულიად ჯანმრთელებს გვჭირდებოდეს სკამი..და კომფორტი ეკლესიაში... |
მნათე |
Aug 31 2008, 02:05 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა შეურაცხყოფას რატომ მაყენებ, გიცნობ ან მიცნობ?? ვაი რომ.. ციტატა ხატზე კარგად მოჩანს მოციქულები დამჯდარი იყვნენ რომ ეზიარნენ, და დამჯდარი უსმენდა ხალხი ქრისტეს ქადაგებებს. რას იზავ, ფორმაცია იცვლება და ამჯერად აღარავინ ეზიარება დამჯდარი. ციტატა მე არ ვამბობ რომ სიცილით და ზედმეტი ემოციებით უნდა ვიყოთ წირვაზეთქო, მაგრამ ხალხს ძალიან მოწყენილი სახეები აქვთ და ეს მ,ხოლოდ მე არ შემიმჩნევია. შეიძლება იმის ბრალიცაა რომ ქართველი ადამიანი შინაგანად მგლოვიარეა. მაგ ხალხს სულიერ წარმატებაში სასიხარულო არაფერი აქვთ და იმიყომ... შენ ბედნიერი დგახარ ლიტურგიაზე? პირადად მე "წარვედით ყოველთას" მრავალმოწყალე ხმას ველოდები ხოლმე, რომ როგორმე დავისვენო... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
dariala |
Aug 31 2008, 02:06 AM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 |
ისე ყველამ კარგად ვიცით, რომ ზოგ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის სკამები, მაგალითად ბერძნულში. ხოლო ჩვენთან ფეხზე დგომა რატომაცაა სავალდებულო ისტორიულად ცნობილია. მუდმივი შემოსევებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ქართველი კაცი წირვაზე ფეხზე მდგომი და იარაღით გამართული იდგა. რა დროს დაუძახებდნენ საბრძოლველად არ იცოდა. ასე არ იყო?
-------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
მნათე |
Aug 31 2008, 02:08 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ისე ყველამ კარგად ვიცით, რომ ზოგ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის სკამები, მაგალითად ბერძნულში. ხოლო ჩვენთან ფეხზე დგომა რატომაცაა სავალდებულო ისტორიულად ცნობილია. მუდმივი შემოსევებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ქართველი კაცი წირვაზე ფეხზე მდგომი და იარაღით გამართული იდგა. რა დროს დაუძახებდნენ საბრძოლველად არ იცოდა. ასე არ იყო? არ არის ეგ მაგ მეთოდიკის... სკამები ბევრგან იდგა.. დიაკონი რომ გამოდის და ამბობს "აღსდეგინ" თქვენ გგონიათ ზრდილობის ფორმაა? ხალხი ისხდა... სკამი არის აუცილებელი, რამდენადაც ფეხზე წამოყუდება არასდროს ყოფილა ეკლესიის ნორმა... მაგრამ დღეს ჩვენს ტაძრებს ამის საშუალება არ აქვთ... როგორც არქიტექტურულად, ისე რაოდენობის მხრივ... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
chelo |
Aug 31 2008, 02:08 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 |
საერთოდ დღეს(კი არა და დიდი ხანია) ქართველები ქალაქშიც მოწყენილი სახეებით დადიან.მხიარული და ბედნიერი სახეები იეღოველებს აქვთ მარტო.რაც შეეხება იმა რომ მოციქულები ისხდნენ როცა ეზიარებოდნენ მათთან ერთად ხილულად იჟდა ქრისტეც.წარმოიდგინე ამ ყველაფრის შემდეგ ჯვარზე ეწამა და ეხლა ჩვენ წავიდეთ წირვაზე ქრისტესთან შესახვედრად და საზიარებლად და დავსხდეთ და როგორც რაიმე სანახაობაში ისე მივიღოთ მონაწილეობა.ძალიან ცუდი წარმოსადგენია.
-------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
კანუდოსელი |
Aug 31 2008, 02:09 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
chelo
ციტატა ვერ დაგეთანხმები რომ წირვის დროს ადამიანს სიხარული უნდა დასთამაშებდეს.წირვა საუკეთესო დროა საკუთარ თავში ჩაღრმავების და ცოდვების განცდისა წირვა არ არის მწუხრი - აი აქ გეშლებათ... წირვისას შეიწირება უფალი იესო ქრისტე და აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წირვის განმავლობაში უნდა იყოს ნათელი მოლოდინი ქრისტეს აღდგომისა და სწორედ მაშინ როდესაც ტარიგი შეიწირება - არის უდიდესი სიხარული - ამ დროს ჭეშმარიტად შეიძლება წარმოსთქვა: ქრისტე აღსდგა. ნუთუ შეიძლება ამ დროს მოწყენილი ყოფნა? ვიმეორებ: წირვა არ არის პროტესტანტული მსახურება, სადაც პირად ემოციებზეა დამოკიდებული ყველაფერი...აქ ყველაფერი სწორედ იმიტომაა დაწერილი, რომ ლიტურგისტის უნიჭოდ ჩატარებული ლიტურგიის დროსაც, ის წაიკითხავს და წარმოსთქვამს იმ სიტყვებს, რაც მისი დაწერილი არაა, არამედ ღვთით განათლებული ადამიანების. მე ვიტყოდი: წირვისას უფლება არ გვაქვს ვიყოთ მოწყენილები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
Aug 31 2008, 02:12 AM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მე ვიტყოდი: წირვისას: უფლება არ გვაქვს ვიყოთ მოწყენილები მაგრამ ლიტურგიულ ტექსტში არის უამრავი ისეთი ლოცვა, რომელიც სულაც არ მოითხოვს შენგან სიხარულის გამოვლენას და მწუხრისკენაც მოგიწოდებს... განსაკუთრებით ე.წ კათაკმეველთა ლიტურგიაში... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი