სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jun 13 2007, 02:23 PM
პოსტი
#261
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,381 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
არაა სასიამოვნო ადამიანს გული ატკინო, შეიძლება ვინმემ ისიც იფიქროს შენ ვინ გეკითხებოდაო, მაგრამ ადამიანი როცა ცუდის და კარგის გარჩევის უნარს დაკარგავს მგონი უნდა მიუთითო ამაზე, ეგებ შეიგნოს ამ ორს შორის რა განსხვავებაა. ეგებ არცა ვარ მართალი, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია. დაგლოცოს უფალმა ჩემო კარგო ნინი, შენ იმ ქვეყანაში ხარ ახლა, სადაც ქალიშვილობა ავადმყოფობად ითვლება, სადაც თვლიან რომ ქალიშვილი საზოგადოებითვის საშიშია, ამიტომ არ მიკვირს, რომ იმ ქალმა ვერ გაგიგო და გაგინაწყენდა კიდეც, თუმცა ოდნავადაც არ იფიქრო თითოქოს მართალი არ ხარ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| გლახა |
Jun 13 2007, 02:30 PM
პოსტი
#262
|
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეცინება როცა ამ სახელწოდებას: "სექსუალურ რევოლუციას"
ამბობენ... რად უნდა სექსს რევოლუცია? გადახედეთ დიდი ცივილიზაციების ისტორიას...იმპერატორებს, მეფეებს თუნდაც ქართველებს ისრაელის დიდი მეფე დავითი რითი სეცდა? ყავდათ თუ არა ხარჭები ისეთ მეფეებს როგორიც სოლომონი იყო?-ყველაზე ბრძენი კაცი? |
| ლეონტი |
Jun 13 2007, 02:38 PM
პოსტი
#263
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ნინი, შენ იმ ქვეყანაში ხარ ახლა, სადაც ქალიშვილობა ავადმყოფობად ითვლება, სადაც თვლიან რომ ქალიშვილი საზოგადოებითვის საშიშია, ამიტომ არ მიკვირს, რომ იმ ქალმა ვერ გაგიგო და გაგინაწყენდა კიდეც, თუმცა ოდნავადაც არ იფიქრო თითოქოს მართალი არ ხარ რა თქმა უნდა , ქალწულება იქ ვირუსია, და ეშინიათ ვინმეს არ გადაედოს. მაგრამ იმ ქალის ეგეთი გაცხარება სხვა რამეზეც მეტყველებს, ცოტა ნამუსი შერჩენია და ის აწუხებდა. მეცინება როცა ამ სახელწოდებას: "სექსუალურ რევოლუციას" ამბობენ... რად უნდა სექსს რევოლუცია? გადახედეთ დიდი ცივილიზაციების ისტორიას...იმპერატორებს, მეფეებს თუნდაც ქართველებს ისრაელის დიდი მეფე დავითი რითი სეცდა? ყავდათ თუ არა ხარჭები ისეთ მეფეებს როგორიც სოლომონი იყო?-ყველაზე ბრძენი კაცი? გლახა . მართლაც გადახედე ევროპის ისტორიას და თუ გინდა ნაშრომს წაგაკითხებ , სადაც ანალიზდება თუ რას ნიშნავს სექსუალური რევოლუცია ისტორიულ ჭრილში და რატოა ეს რევოლუცია, ბებერ ევროპაში. მაგრამ ამას წიგნი რად უნდა , ცოტა ფიქრიც საკმარისია თუ საერთოდ ისტორიის აზზე ხარ. (თავდაცვის სმაილიკი) (თავზე ხელებს ვიფარებ სმაილიკი). -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
| გლახა |
Jun 13 2007, 02:40 PM
პოსტი
#264
|
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ლეონტი
ციტატა გლახა . მართლაც გადახედე ევროპის ისტორიას და თუ გინდა ნაშრომს წაგაკითხებ , სადაც ანალიზდება თუ რას ნიშნავს სექსუალური რევოლუცია ისტორიულ ჭრილში და რატოა ეს რევოლუცია, ბებერ ევროპაში. მაგრამ ამას წიგნი რად უნდა , ცოტა ფიქრიც საკმარისია თუ საერთოდ ისტორიის აზზე ხარ. (თავდაცვის სმაილიკი) (თავზე ხელებს ვიფარებ სმაილიკი). ვერ გავიგე რას მეუბნები... |
| გიორგი |
Jun 13 2007, 02:57 PM
პოსტი
#265
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
გადახედეთ დიდი ცივილიზაციების ისტორიას...იმპერატორებს, მეფეებს, თუნდაც ქართველებს ისრაელის დიდი მეფე დავითი რითი შეცდა? ჰყავდათ თუ არა ხარჭები ისეთ მეფეებს როგორიც სოლომონი იყო? -ყველაზე ბრძენი კაცი? ჰყავდათ. საერთოდ სახელმწიფოს მეთაურები ხშირ შემთხვევაში ძალიან გარყვნილად ცხოვრობდნენ სქესობრივი კუთხით . . . იმდენად სამარცხვინოდ რომ სახელიც რომ არა აქვს. არანაირ ქრისტიანულ ჭრილში რომ არ ჯდება. გარდა გამონაკლისებისა ეს უდავოდ ასე იყო . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
| ლეონტი |
Jun 13 2007, 03:45 PM
პოსტი
#266
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
აქ სამეფო კარის ინტრიგებზე და კურტიზანი ქალების ისტორიებზე არ ვსაუბრობთ.
ბალზაკი , დიუმა, სამეფო კარის ისტორიები სხვა თემაშია. ( ცალღიმილა სმაილიკი) -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
| tamari_irakli |
Jun 16 2007, 12:55 AM
პოსტი
#267
|
|
tako ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 151 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,477 |
ვინმემ რეაქციას თუ უყურეთ ახლა?
რა ხდება, რა ხდება........... -------------------- ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
|
| ნათია |
Jun 16 2007, 01:08 AM
პოსტი
#268
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ვინმემ რეაქციას თუ უყურეთ ახლა? რა ხდება, რა ხდება........... მარაზმია -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
| ლეონტი |
Jun 16 2007, 09:00 AM
პოსტი
#269
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ინგა გრიგოლიამ მოიყვანა 3 ფლეიბოის გოგო.
რომლებიც ახლად გამოცემულ ჟურნალში გაშიშვლებულები პოზიორობენ. აგრეთვე ჯონდი ბაღათურია ლელა წურწუმია და სხვები. ლელამ და ჯონდიმ თქვეს კი ხართ შვილო ახალგაზრდები მაგრამ არსებობს საზღვარიო. ამათმა და ზოგიერთმა დამსწრემ კი თქვენ გოიმები ხართ და გაუმარჯოს ბესპრედელსო. ანუ , ამ გოგოებს, სწავლა არ უნდათ, მოთმინება და შრომა არ უნდათ, ზნეობა და სიწმინდე არ უნდათ, არამედ უნდათ გაიხადონ ბოლომდე, გამოქვეყნდნენ, და მოიპოვონ ფული, სახელი, დაფასება საზოგადოებაში და კიდევ აქეთ გასწავლონ ქედმაღლური ტონით თუ რა არის ხელოვნება და რომ გოიმებს ხელოვნება და ესთეტიკა არ ესმით. ბოზების ზეიმი პიკს აღწევს. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
| ლილიანა |
Jun 16 2007, 09:28 AM
პოსტი
#270
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
გუშინ ველოდებოდიი მაგ გადაცემას და ჩამეძინაა მხოლოდ თევდორაძეს უსმინეე დაა მერე თურმე ჩამძინებია და ღამის 6 ზე გამოვრთე ტელევიზორიი .. კიდევ კაი ჩამეძინა ახალი რა უნდა მომესმინაააა ..
და ისე წუწრწუმიაა რამდენად გულწრფელი იყოო ეჭვი მეპარებაა ... -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
| mariami-k |
Jun 16 2007, 09:32 AM
პოსტი
#271
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
რა საშინელებაა ეს ყველაფერი.
სადამე დაეცა ხალხი. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
| kato_Bato |
Jun 16 2007, 12:51 PM
პოსტი
#272
|
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
წურწუმიას და ჯონდის ჯვარი სწერია, ვახუშტი კოტეტიშვილმა გადამრია
გუშინ დავწერე გავუზიაროთში, დამენანა ყველა კეთილი განწყობა რაც ამ ადამიანის მიმართ ოდესმე მქონია -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
| ლეონტი |
Jun 16 2007, 01:18 PM
პოსტი
#273
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ვახუშტას მრუშობის დემონი სტანჯავს , სპარსული პოეზიიდან შეუვიდა.
-------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
| თამარი |
Jun 16 2007, 02:04 PM
პოსტი
#274
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ციტატა დამენანა ყველა კეთილი განწყობა რაც ამ ადამიანის მიმართ ოდესმე მქონია ზუსტად ჩემი სათქმელს ამბობ. მე კი თავიდან რაღაცნაირად იმედითაც კი ველოდი მის გამოჩენას. მეგონა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდა. ნანიკოს შოუსთვის კი არ მიყურებია, კიდევ კარგი. სად შემიძლია მაგდენი. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
| დათიკო |
Jun 16 2007, 02:37 PM
პოსტი
#275
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ციტატა რა საშინელებაა ეს ყველაფერი. სადამე დაეცა ხალხი. ნუ სწუხხართ მეგობრებო, არამედ გაიხსენეთ ნოეს ისტორია: ”ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა.” (დაბ. 6:5) და ”იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა” (დაბ 6:12) და გადაწყვიტა დაესაჯა ცოდვილნი. მარტოოდენ ”ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა” (დაბ 6:8) და დაავალა გაეკეთებინა კიდობანი, რითაც მოხდებოდა მისი გადარჩენა. და მოიქცა ნოე ზუსტად ისე როგორც დაავალა უფალმა. ”და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა” (დაბ 6:22) უდიდესი ქება ეკუთვნის ნოეს მისი მორჩილებისთვის. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: ”სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სამართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ” (ებრ. 11:7) უდიდესი გამოცდა იყო ნოესთვის კიდობნის აგება. მის გარშემო გარყვნილება დასადგურებულიყო, რომლებსაც სრულიად არ აღელვებდათ მათი მომავალი. (მათე 24:37-38) მიუხედავად უდიდესი დამცირებებისა და ლანძღვისა, მან მაინც აღასრულა კურთხევა უფლისა, ააგო კიდობანი და გამოიხსნა თავი. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: ”მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგანი” (იოვანე 17,14). მოციქულები სწორედ ამიტომ იდევნებოდნენ ხალხისგან, რადგან მათ შეიწყნარეს სიტყვა უფლისა. ისინი ღირსნი იყვნენ უფლის მფარველობისა, რადგან სოფელმა შეიძულა ამ სიტყვებისთვის. ცოდვის მონობაში მყოფ საზოგადოებას არ უყვარდა ისინი, რადგან ისინი არ იყვნენ მიჯაჭვულნი ამა სოფლის სიამეებს. ჩვენც ეს ბედი გველის, თუკი დავიცავთ უფლის მცნებებს და მისი სიტყვის მედგარი მცველნი შევიქნებით. მაგრამ ნუ შეგვაშინებს ეს, რადგან დიდი იქნება ჯილდო უფლისგან. წმ. იოანე ოქოპირი გვასწავლის: ნუ ვიქნებით მწუხარენი თუკი დევნილ ვიქნებით სათნოებისთვის უშჯულოთა მიერ, რადგან ასეთია ბუნება მათი. ისინი მზად არიან დაამდაბლონ და ”სირცხჳლეულ-ყონ ცხორებაჲ მათი” რათა დაჩრდილონ საკუთარი უკეთურობა. ასევე ჩვენც, მეგობრებო, მიუხედავად გაბატონებული უზნეობისა, მრუშობისა, გარყვნილებისა, უნდა ვიდგეთ ჩვენი რწმენის სადარაჯოზე და პირნათლად აღვასრულოთ კურთხევა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ვიყოთ წმინდანი, როგორც მამაჲ ჩუენი არს წმინდა. |
| kato_Bato |
Jun 16 2007, 04:19 PM
პოსტი
#276
|
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ლეონტი
ციტატა ვახუშტას მრუშობის დემონი სტანჯავს , სპარსული პოეზიიდან შეუვიდა. არა მარტო, მეც ვსწავლობ სპარსულს, კარგი იქ ძალიან ბევრია, ბოლოსდა ბოლოს იმდენამ მჭიდრო კავშირია ჩვენსა და მათ ლიტერატურას (არა მარტო) შორის, რომ ქართული არ მცოდნია მეთქი, ასეც კი ვფიქრობდი სანამ სპარსულ ლიტერატურას არ გავეცანი. მაგრამ, ვთქვათ, ათას ერთი ღამე ჩემთვის არის ძნელად ძალით საკითხავი წიგნი (ვითომ ზღაპარია, ამ დროს_ ლამის პორნოგრაფია). ასევე ვისრამიანი (ჩემი ლექტორები მხედავდნენ, თავს მომაჭრიან) სადაც დახვეწილად, მშვენიერი ხუჭუჭებითაა აღწერილი, რომ ქალი მარტო "სახმარია" დამამაკაცი მისი "მომხმარებელი" და ამას აკეთებენ ყველა ხერხით და ყველა საშუალებით. თავი გავანებოთ იმას, რომ ლამაზად აღწერილი უზნეობა მაინც უზნეობაა. საშინელებაა ისაა, როცა ამით ნელ-ნელა აღფრთოვანებაში მოდიხარ... აღმოსავლეთმცოდნეებს ძირითადად "ისლამი" სჭირთ. როცა შენი რელიგია, შენი რწმენა არ იცი და არაფერი გაგეგება, რა თქმა უნდა მისი ცუდი გადამღერება ლამაზად მოგეჩვენება. თან იმდენი მუხრუჭია მოშვებული შიგ, რამდენიც მუჰამედს და მის სარდლებს გაუხარდებოდათ, კარგად კანონიერად მრუშობისათვის. ვიღაცის ცოლი მოეწონებოდა და" ალაჰის ნებით, ცოლი უნდა წაგგვარო, რა ვქნა გამომეცხადაო "... სპარსული პოეზიიდან რაც ნათარგმნი აქვს ბატონ ვახუშტის, ულამაზესია, ორიგინალიც და თარგმანიც , მაგრამ გზა, რომელსაც ამის მერე გაუყვა, ნეტა თვითონ თუ იცის საით მიდის და რამდენი შეიძლება თან გაიყოლოს დათიკო -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
| tamari_irakli |
Jun 16 2007, 05:32 PM
პოსტი
#277
|
|
tako ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 151 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,477 |
ციტატა არამედ უნდათ გაიხადონ ბოლომდე, გამოქვეყნდნენ, და მოიპოვონ ფული, სახელი, დაფასება საზოგადოებაში და კიდევ აქეთ გასწავლონ ქედმაღლური ტონით თუ რა არის ხელოვნება და რომ გოიმებს ხელოვნება და ესთეტიკა არ ესმით. ფული და სახელი (თანაც რა სახელი) არვიცი,მაგრამ ეგენი თუ საქართველოში"დაფასებას" მოიპოვებენ,მეტის ღირსები ვართ!!! ბევრი ვიცინე, ნინასთვის გორის შემარცხვენელი, რომ უწოდებიათ. რაც მთავარია ინტერაქტივით მოსახლეობის 27% თანახმაა მათ მიბაძოს. საგიჟეთია უკვე, თანაც ამ ყველაფერს ხელოვნებას, რომ უწოდებენ. -------------------- ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
|
| ნათია |
Jun 16 2007, 10:11 PM
პოსტი
#278
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ეს ყველაფერი მარაზმია, ვიფიქროთ და ერთად ვეძიოთ გამოსავალს.ჩვენ როგორ ვიმოქმედოთ? რა გავაკეთოთ?
მგონი ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს, თორემ სიბილწე წაგვლეკავს და დავკარგავთ ჩვენს ტრადიციებსაც -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
| T.L. |
Jun 16 2007, 10:25 PM
პოსტი
#279
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა და ისე წუწრწუმიაა რამდენად გულწრფელი იყოო ეჭვი მეპარებაა ... აუ მაგან ვააფშე თავის ცხოვრებას მიხედოს რაა და კარგად გაიხსენოს იგივე ასაკში რეებს აკეთებს... ფუ ეგეც რო ვინმეს რამეს ეტყვის რაა.... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
| death |
Jun 17 2007, 12:07 AM
პოსტი
#280
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
სექსუალური რევოლუცია ცოტა აბსტრაქტული ტერმინია უბრალოდ დღეს ფართო მასებისთვის არის მისაწვდომი ის რაც ადრე მხოლოდ ელიტისთვის იყო შესაძლებელი და ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ხდება უფრო მეტისკენ სწრაფვა. ამიტომ დღევანდლი ადამიანი მონაა თავისი სურვილების - მონა იმ ეპოქის, რომელიც მხოლოდ დაცმული ვნებებით იკვებება.
ადრე ხალხი ოცნებობდა დავით აღმაშენებლის, ოტო ბისმარკის, ჯვაროსნების და სხვათა ეპოქაში ცხოვრების მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა. იმიტომ რომ ადამიანმა მიიღო ყველაფერი ხოლო სინამდვილეში იქცა არაფრად. აღარ უნდა მას ჭეშმარიტებისთვის სიკვდილი. წარმოიდგინე როდესაც მიწაზე წევხარ და გესმის გულის უკანასკნელ ცემა, უყურებ ზეცას შენ ცოდვილი, რომელმაც ეს ცხოვრება მხოლოდ მიწიერი სურვილებით განვლე რომელიც ისევე შეუერთდება მიწას როგორც შენი სხეული, მაშინ მიხვდები, რომ ეს წამი ყველაზე ბედნიერია მთელს შენ ცხოვრებაში თუნდაც არანაირი შედეგი არ მოეტანოს შენს ამ გაბრძოლებას გინდ ქვეყნისთვის გინდ ეკლესიისთვის - კვდები სიყვარულითვის. იმ სიყვარულისთვის რომელმაც შეგქმნა, რომელსაც ყველზე მეტად უყვარხარ და რომელიც იმ ბატონის (ღმერთის) მსგავსად, რომლის შვილმაც მამას ნახევარი ქონება მოსთხოვა და გაფლანგა ხოლო მამამ აცრემლებულ შვილს ყველაფერი აპატია და ისევ თავის ოჯახში მიიღო დიდი სიყვარულით .(ლუკა 15:11-32) და ამ დროს შენ მომაკვადვი როცა ზეცაში აიხედავ დაინახავ მას, რომელსაც განუზონლად ძლიერ უყვარხარ. მაგრამ რას დაინახავს ის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ხორციელ ვნებებში გაატარა? როცა 80 წლის ბებერი მიხრწნილი იწვება თავის სარეცელში სიკვდილის მომლოდინე? დაინახავს თავის ცხოვრებას - თავის ვნებებს, რომელიც იდესღაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მაგრამ ეხლა? ღებულობს კი ის რაიმე სიამოვნებას, ჭეშმარიტება შეცნობილი მომაკვდავივით რომელიც სიხარულის ცრემლებით უყურებს ზეცას? ალბათ ის დაუსვავ თავის თავს კითხვას რისთვის ვკვდები? და მართლაც რისთვსი კვდება ის? მოკლედ პატარა გადახვევა გამომოვიდა -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd February 2026 - 06:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი