IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

34 გვერდი V « < 28 29 30 31 32 > »   
Reply to this topicStart new topic
> სექსუალური განათლების შემოღება სკოლებში
CONSCIENTIOUSNESS
პოსტი Jul 23 2009, 11:47 PM
პოსტი #581


Stalker
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 387
რეგისტრ.: 23-February 08
მდებარ.: The Dark Side Of The Moon
წევრი № 4,010



მაშიკო
ციტატა
ისედაც ზედმეტად თავისუფალიაზროვნების თაობები მოდის

და ეგ ცუდია???
"თავისუფალი აზროვნების თაობა"
smile.gif

ციტატა
რელიგიის გაკვეთილები გაზარდონ ეგ არ ჯობია?

და თუ ჩემი შვილი დავუშვათ მუსულმანია? მაშინ გამოდის სკოლაში აღარ უნდა ვატარო?
ჩემი აზრით რელიგია საერთოდ არ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. დავუშვათ ერთმა ბავშვა ისწავლა მრწამსი და მეორემ არა და იმას ამისთვის 2-ანს დაუწერენ და საშემოდგომოს გამოაყოლებენ. . . თან მაშIნ როდესაც ეს ბავშვი მუსულმანია.


zegardeli
ციტატა
ამ ყველაფრის შესახებ არსებობს, როგორც უწმინდესის, ისე ჩვენი(მართლმადიდებელი) მოძღვრების აზრი და ეს აზრი ეწინააღმდეგება იმას რასაც ჩვენი სათაყვანებელი განათლების სამინისტრო გეგმავს.

და რას გეგმავს?? მაგის გეგმა არსებობს ჩამოწერილი? ანუ დავუშვათ გეგმა რომ ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაურს ჩაანაცვლებს გოეთეს ფაუსტი. ან ნუ რამე მსგავსი არ აქვს მნიშვნელობა ეგ გეგმა თუ არსებობს და თუ არის მაგის ნახვა შესაძლებელი?



--------------------
ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!

For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk!
Stephen Hawking, Pink Floyd.

When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion.
Abraham Lincoln
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zegardeli
პოსტი Jul 27 2009, 10:13 AM
პოსტი #582


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 9-February 09
წევრი № 6,471



ამ გეგმის განხორციელება დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს კიდეც. მე ვერ გეტყვით ვისა აქვს ეს გეგმა კონკრეტულად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რამ არსებობს.
ისე კი ყველას გასაგონად (საკუთარი თავის ჩათვლით): ამ ყველაფრის შესახებ უკვე არსებობს ჩვენი დედა ეკლესიის ჩამოყალიბებული აზრი და ეს თემაც სწორედ ამითი უნდა დაწყებულიყო და არ იმით, რომ "აბა შენ რას ფიქრობ?". ჩვენი აზრი, როგორც ასეთი ძალიან საინტერესოა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ეკლესიის აზრიდან შორს არ უნდა წავიდეთ. არც ერთი საგანი არ შემოუღიათ სკოლებში ძალადობით და რაღა მაინცა და მაინც ამ საგანს გამოუჩდნენ ჩვენი განათლების სისტემის მხრიდან ესეთი დიდი გულშემატკივრები? განა ამის მეტი სხვა პრობლემა არ არსებობს ამ სისტემაში? არ გიფიქრიათ ამაზე? თანაც მე ძალიან დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ მავანთა ევროპაში(უფროსობასთან) წამდაუწუმ სირბილს... ალბათ დირექტივებისა თუ დავალებების მისაღებად. მოკლედ თუ ვართ მართლმადიდებლები და ქართველები მაშინ "შკოლნიკების" აზრი კი არ უნდა მოვისმინოთ და ამაზე კი არ უნდა ვიკამათოთ, არამედ ძირეულად გავეცნოთ ეკლესიის ერთხელ მკაფიოდ ნათქვამ სიტყვას და თუ არ მოგვეწონა მერე გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ მოგვეწონა და მისაღებია მაშინ უნდა დავაყენოთ......
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jul 27 2009, 10:41 AM
პოსტი #583


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა(CONSCIENTIOUSNESS @ Jul 23 2009, 11:47 AM) *

და ეგ ცუდია???
"თავისუფალი აზროვნების თაობა"

და თუ ჩემი შვილი დავუშვათ მუსულმანია? მაშინ გამოდის სკოლაში აღარ უნდა ვატარო?
ჩემი აზრით რელიგია საერთოდ არ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. დავუშვათ ერთმა ბავშვა ისწავლა მრწამსი და მეორემ არა და იმას ამისთვის 2-ანს დაუწერენ და საშემოდგომოს გამოაყოლებენ. . . თან მაშIნ როდესაც ეს ბავშვი მუსულმანია.

თავისუფალი აზროვნების თაობა კარგია, მე ვთქვი ,,ზედმეტად თავისუფალი", ზომიერებაა საჭირო...

კარგი მაშინ რელიგიის გაკვეთილები უნდა იყოს მხოლოდ მართმადიდებლებისთვის... თუმცა სასურველია მუსულმანიც დაესწროს გაკვეთილს იქნებ ისიც მოექცეს...
საშემოდგომოს გამოყოლება ამ საგნის გამო არ მიმაჩნია სწორად...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
CONSCIENTIOUSNESS
პოსტი Jul 27 2009, 11:22 AM
პოსტი #584


Stalker
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 387
რეგისტრ.: 23-February 08
მდებარ.: The Dark Side Of The Moon
წევრი № 4,010



zegardeli
ციტატა
ამ გეგმის განხორციელება დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს კიდეც. მე ვერ გეტყვით ვისა აქვს ეს გეგმა კონკრეტულად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რამ არსებობს.

ხოდა რატომ ხარ დარწმუნებული? ანუ თუ თვალით ნანახი არ გაქვს ეს გეგმა არც ადამიანი იცი ვისაც ჰქონდეს ნანახი რატომ ფიქრობ რომ მაინცდამაინც კონსპირაციას აქვს ადგილი და ვიღაცა რაღაცას გვიმალავს და ეს ბოროტო მასონ-სოროსელების გეგმაა რომ პირნათლად გაანადგურონ ქართვლი ერი, სკოლებშI სექსოლოოგიის გაკვეთილების შემოღებით. . .

ციტატა
თანაც მე ძალიან დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ მავანთა ევროპაში(უფროსობასთან) წამდაუწუმ სირბილს... ალბათ დირექტივებისა თუ დავალებების მისაღებად

ნეტა კიდევ უფრო ხშირად ირბინონ და რამე დაარიგონ და ასწავლონ! ევროპაში რომ განალთლების სიტემაა ესეთი მოგვცა ნეტა აქ. . . თუ დაგვავიწყდა რომ კემბრიჯი, ოქსფორდი, სორბონა და ა.შ. რატომღაც საბურთალოზე და ვაკეში კი არაა ევროპაშია!

ციტატა
ძირეულად გავეცნოთ ეკლესიის ერთხელ მკაფიოდ ნათქვამ სიტყვას და თუ არ მოგვეწონა მერე გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ მოგვეწონა და მისაღებია მაშინ უნდა დავაყენოთ......

ამაში გეთანხმები სრულიად! სანამ არ გავეცნობით რამეს, ზედაპირულად მასზე კამათი არასწორია.


მაშიკო
ციტატა
თავისუფალი აზროვნების თაობა კარგია, მე ვთქვი ,,ზედმეტად თავისუფალი", ზომიერებაა საჭირო...


ზედმეტად თავისუფალი აზროვნება ქონდა პიკასოს! გენიოსი იყო არანაირი ჩარჩოები არ არსებობდა მისთვის ამიტომაც ჰმნიდა უკვდავ და გენიალურ ნამუშევრებს, ზედმეტად თავისუფალი აზროვნება ჰონდა ლეონარდო დავინჩის იმიტომაც თავის დროს როგორც მინიმუმ 3 საუკუნით უსწრებდა აზროვნებით!
ვოცნებობ იმ დღეზე საქართველოში "ზედმეტად თავისუფალი აზროვნების" ხალხი რომ გამოჩნდება!! თავისუფალი აზროვნება და სექსი კავშირში არაა ერთმანეთთან მაგ გაგებით მაპატიეთ და 10 ლარიანი მეძავი ყველაზე მეტად თავისუფლად მოაზროვნე უნდა გამოდიოდეს მაგრამ მასზე მეტად დაკომპლექსებული არის ვინმე???


ციტატა
კარგი მაშინ რელიგიის გაკვეთილები უნდა იყოს მხოლოდ მართმადიდებლებისთვის... თუმცა სასურველია მუსულმანიც დაესწროს გაკვეთილს იქნებ ისიც მოექცეს...
საშემოდგომოს გამოყოლება ამ საგნის გამო არ მიმაჩნია სწორად...


აი მეც მანდ ვარ! არჩევით უნდა ხდებოდეს რელიგიის სწავლება და არანაირი ნიშნები და თუ არ ისწავლი საშემოდგომო და ა.შ. საერთოდ სულიერებაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი და არა დოგმატურ სწავლებებზე... მრწამსის დაზეპირებას უმჯობესია მასწავლებელმა ბიბლიიდან სხვადასხვა ნაწყვეტები წაუკითხოს ბავშვებს და განხილვა მოხდეს კლასშივე ბავშვების მიერ.
მაგრამ ეს ყველაფერი არანაირად არ უშლის ბავშვის სქესობრივ აღზრდას ხელს.


--------------------
ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!

For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk!
Stephen Hawking, Pink Floyd.

When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion.
Abraham Lincoln
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 27 2009, 11:28 AM
პოსტი #585


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ისე, ყოველგვარი დაკომპლექსების მიუხედავად, სქესობრივი განათლების სკოლაში შემოღების მომხრე არ ვარ, რადგან საკითხი ძალიან დელიკატურია და თუნდაც რომ ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე სწავლობდნენ, მაინც არ არის გამართლებული. ბოლო-ბოლო გარდატეხის ასაკი ყველას სხვადასხვა დროს და ფორმით აქვს, შეიძლება რომელიმემ რამე ისე ვერ გაიგოს როგორც მეორემ და ამან შეიძლება სულიერი ტრავმა გამოიწვიოს.

ეს საქმე ინდივიდუალურად უნდა მიეწოდოს ყველა ბავშვს.

ამიტომ, მე პირადად, მომხრე ვარ რომ ტრენინგები ჩაუტარდეთ მშობლებს იმის თაობაზე, თუ როგორ ასწავლონ შვილებს.

ეს ჩემი პირადი აზრია...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Jul 27 2009, 11:55 AM
პოსტი #586


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



[quote]სექსუალური განათლების შემოღე%E
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jul 27 2009, 02:47 PM
პოსტი #587


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ბავშვების სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ჩასმას არავინ ითხოვს მგონი.
ციტატა(M.M. @ Jul 21 2009, 11:00 AM) *

გამოსულია და საეკლესიო მაღაზიებში იყიდება "რა უნდა იცოდეს ყველა ბიჭმა" და "რა უნდა იცოდეს ყველა გოგონამ". თუ მაინცდამაინც, ამითი იხელმძღვანელებს მშობელი ან მასწავლებელი. სკოლებისთვის შემოღებული (თარგმნილი და მგონი უკვე აქაურიც) სექსოლოგიის სახელმძღვანელოები სავსეა ონანიზმის, თავისუფალი სექსის, კონტრაცეპტივებისა და ათასი საზიზღრობის პროპაგანდით. როგორმე ევროპელებისგან არ გვესწავლება გამრავლება – ყველა ჩვენ გვანადგურებდა რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე, მაგრამ მაინც მოვაღწიეთ აქამდე. სკოლებში არ უსწავლიათ, ოჯახი და ეკლესია მუშაობდა ამ საკითხზე. მშობლებისთვის ლექციების ჩატარება უფრო გონივრული მგონია. ოჯახი დღეს ოჯახს აღარ ჰგავს, ის ტრადიციაც დაიკარგა და ბევრს მართლა არ ეცოდინება, როგორ ასწავლოს შვილს. ეკლესიაშიც ბევრი არ დადის, იქ რომ ისწავლოს...







--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jul 27 2009, 02:55 PM
პოსტი #588


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა(CONSCIENTIOUSNESS @ Jul 26 2009, 10:22 PM) *

ვოცნებობ იმ დღეზე საქართველოში "ზედმეტად თავისუფალი აზროვნების" ხალხი რომ გამოჩნდება!!

როგორ ფიქრობ მერე ეგ როგორ მიიღწევა? სექსუალური განათლების შემოღებით?


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Jul 27 2009, 02:57 PM
პოსტი #589


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



მაშიკო
ციტატა
დამალული და მიუწვდომელი დღევანდელი თაობისათვის არა მგონია რამე იყოს... ტელევიზიით და ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ ინფორმაციას გებულობენ...


ანუ ეძებენ ხომ და იღებენ კიდეც, როცა ფსიქიკა დახვეწილი არ არის, არც მშობლები ესაუბრებიან ამ თემაზე, ტაბუ რომ აქვს თითქოს დადებული ამ თემას, თვალები დახუჭე ამას არ უყურო , ახლა პირიქითააა, ამ სერიალებს პირდაღებული აყურებინებენ მშობლები, პატარა ბავშვები კიდე ისრუტავენ ეგრევე smile.gif არ მესმის ასეთი მშობლის. ცოტა გონზე და ყურადღებით რა


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jul 27 2009, 03:03 PM
პოსტი #590


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



leluka
შენ გესაუბრებოდა მშობელი ამ თემაზე?


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
CONSCIENTIOUSNESS
პოსტი Jul 27 2009, 05:07 PM
პოსტი #591


Stalker
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 387
რეგისტრ.: 23-February 08
მდებარ.: The Dark Side Of The Moon
წევრი № 4,010



მაშიკო
ციტატა
როგორ ფიქრობ მერე ეგ როგორ მიიღწევა? სექსუალური განათლების შემოღებით?

არანაირად. მაგრამ სექსუალური საკითხებისადმი ტაბუდადებული ადამიანი "თავისუფლად მოაზროვნე" ვერასოდეს ვერ იქნება, შესაბამისად სადღაციდან უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია, ინტერნეტშI პორნო საიტებზე ძრომიალით მიღებულ ინფორმაციას მირჩევნია ჩემმა შვილმა სკოლაში ფსიქოლოგისგან მიიღოს სწორი ინფორმაცია.


--------------------
ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!

For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk!
Stephen Hawking, Pink Floyd.

When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion.
Abraham Lincoln
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 27 2009, 05:22 PM
პოსტი #592


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



CONSCIENTIOUSNESS
ციტატა
მირჩევნია ჩემმა შვილმა სკოლაში ფსიქოლოგისგან მიიღოს სწორი ინფორმაცია.

კარგი ფსიქოლოგისგან.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 27 2009, 05:34 PM
პოსტი #593


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მე არ მესმის ცალკე საგანი რა საჭიროა, ანუ როცა საგანს ამბობენ ეგაა მინიმუმ კვირაში 1 აკადემიური საათი. ხოდა, ნუ ალბათ ასე 7-8 კლასში ჩნდება ბავშვში ინტერესი მაგ საკითხისადმი გარკვეული. არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, კარგი ფსიქოლოგი, ასაკის შესაბამისად, დავუშვათ 1-2 გაკვეთილს სემესტრში მაგ საკითხზე თუ ჩაუტარებს, სადაც მიაწვდის ინფორმაციას, ზომიერს და არა გადაჭარბებულს. სამედიცინო ენაზე, ასაკობრივი ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. კვირაში 1 გაკვეთილი მთელი წელი რა უნდა ისაუბრონ მაგ თემაზე?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jul 27 2009, 07:13 PM
პოსტი #594


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



სულ სექსი და სექსი... თუ იღებთ ამ სწავლებას სემოიღეთ..ვერ გავიგე იღებენ თუ არა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jul 27 2009, 07:49 PM
პოსტი #595


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



არ უნდა შემოიღონ .

ლომაიას თუ ასე ძალიან უნდა თვითონ იკითხოს ეგ წიგნები და განათლდეს სექსუალურად ვახ წაიღეს ტვინი


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 28 2009, 06:52 PM
პოსტი #596


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



k@the
Giorgi-
კანონისტი
გიორგი
ნუ აოფებთ! მომინდომეს ბავშვობის მოგონებები! ეგრე მე რო დავიწყო გაისამდრომდე ვერ მოვრჩები მარა ამ თემაში არაა მაგის ადგილი. biggrin.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 28 2009, 07:07 PM
პოსტი #597


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აქ, გერმანიაში, ჩვენს მიწაზე არ არის სკოლებში სექსუალური გაკვეთილები, და აქაური ახალგაზრდობა მეტად ჩლუნგია მაგ ამბავში. სქესობრივ აღზრდას რაც შეეხება, მე-3-ე კლასში უხსნიან, აჩვენებენ რაღაც მულტფილმს როგორ იბადება ბავშვი, მეტი არაფერი + ბიოლოგიის გაკვეთილებზე ცოტა მიმოხილვა. გოგონას პირველი დედათა წესის მერე დედა ასწავლის ან მიყავს გენოკოლოგთან და ის უხსნის ბევრ რამეს, მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს აცნობს. როცა ბიჭს მეგობარი გოგონა ყავს, ბიჭის დედა ურეკავს გოგოს დედას და ეკითხება - იცის თუ არა მისმა შვილმა ორსულობისგან თავის დაცვის შესახებ. მე ჩემს ბიჭებს, უკვე შესაბამისი ასაკი რომ ქონდათ, ვკითხე რაიმე თუ ესმოდათ ამ საქმეში. ასევე სულ ვაფრთხილებ პრეზერვატივები შეიძინონ, სანამ არ გადაწყვიტენ დაქორწინებას და ოჯახის შექმნას. ინტიმური ურთიერთობის გარეშე კი ვერ იქნებიან და მოულოდნელ სიუპრიზებს კიდევ ასე ჯობია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
@@@@@
პოსტი Jul 28 2009, 07:38 PM
პოსტი #598


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-July 09
წევრი № 7,274



წარმოგიდგენიათ თქვენი თავები სკოლაში რომ მიგეღოთ მაგ მხრივ განათლება?

ვისაც კარგად ახსოვს ტავის ბავშვობა დამეთანხმება რომ მაინც და მაინც არ ესიამოვნებოდა.

ასე რომ უბრალოდ ბავშვებს ვცეთ პატივი : )

ბოლო-ბოლო რომელი თქვენგანი დარჩა მაგ მხრივ "უსწავლელი"? : )

ვეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და დანარჩენი ყველაფერი მოგვეცემა.

ა ესაა ჩემი კომენტარი.


--------------------
ავატარზე: ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) (+649)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 29 2009, 06:17 PM
პოსტი #599


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(Ismail @ Jul 28 2009, 04:52 PM) *

k@the
Giorgi-
k@the
გიორგი
ნუ აოფებთ! მომინდომეს ბავშვობის მოგონებები! ეგრე მე რო დავიწყო გაისამდრომდე ვერ მოვრჩები მარა ამ თემაში არაა მაგის ადგილი. biggrin.gif


და მე ორჯერ რატო ვწერივარ ამხანაგო ისმაილ? gio.gif
ვითომ სენატში რომ ვარ ორჯერ მეტად მომეკითხება? laugh.gif
შემოხვალთ თქვენ იქ სადაც საჭიროა და გავისაუბრებთ cool.gif (კანონისტი როგორ გამოტოვა თან biggrin.gif )biggrin.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 30 2009, 10:30 AM
პოსტი #600


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



k@the
ციტატა(k@the @ Jul 29 2009, 07:17 PM) *

და მე ორჯერ რატო ვწერივარ ამხანაგო ისმაილ? gio.gif
ვითომ სენატში რომ ვარ ორჯერ მეტად მომეკითხება? laugh.gif
შემოხვალთ თქვენ იქ სადაც საჭიროა და გავისაუბრებთ cool.gif (კანონისტი როგორ გამოტოვა თან biggrin.gif )biggrin.gif biggrin.gif

ხო, კანონისტის მაგივრადაც შემთხვევით შენ ჩაგწერე. რა ბედი აქვს მაგასაც რა... biggrin.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

34 გვერდი V « < 28 29 30 31 32 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 02:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი