IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

34 გვერდი V « < 31 32 33 34 >  
Reply to this topicStart new topic
> სექსუალური განათლების შემოღება სკოლებში
ნანინა
პოსტი Apr 12 2010, 12:26 AM
პოსტი #641


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



კანუდოსელი
ციტატა
ნაკურთხი გიჟები

biggrin.gif იუმორს ვერ დაგიწუნებთ ბატონო ზაზა თუმცა გეტყვით იმასაც, რომ რელიგია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს a075.gif
საქმე აქ სახელმწიფო პოლიტიკაშია a075.gif მართლმადიდებლობა უნდა იყოს სახელმწიფო რელიგია და ქვეყნის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ მომავალი თაობა თუ ეკელსიური მორწმუნეები არა ელემენტარულ დონეზე რელიგიურ საკითხებში მაინც იყვნენ გარკვეულნიsmile.gif

მე როცა ვსწავლობდი სკოლაში მახსოვს ისწავლებოდა რელიგია. მე არ მომიწია რატომღაც, მაგრამ ნამდვილად ისწავლებოდა და მინდა გითხრათ, რომ სრულებით არ გრძნობდნენ დისკომფორტს არამართლმადიდებელი ბავშვები smile.gif

პ.ს. ბავშვი ვერ იქნება თეისტი ან ათეისტი, იქიდან გამომდინარე რომ მას ჯერ არ აქვს საამისო განსჯის უნარი a075.gif სკოლის ვალდებულებაა ასწავლოს მას, ხოლო რაც შეეხება არჩევანის გაკეთებას, ეს უკვე ზრდასრული ადამიანის გადასაწყვეტია და ამაში მას ვერავინ შეედავება smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 12 2010, 12:40 AM
პოსტი #642


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მე როცა ვსწავლობდი სკოლაში მახსოვს ისწავლებოდა რელიგია. მე არ მომიწია რატომღაც, მაგრამ ნამდვილად ისწავლებოდა


biggrin.gif მე მყავდა ცოტა ისეთი მასწი თავიდან.... თქვე ბაზრის დედაკაცებოო გოგოებს ასე გვეძახდა biggrin.gif

არა, ნაწილობრ ორივე მხარეს ვეთანხმები და ვასკვნი: ყველამ არ უნდა ასწავლოს, მხოლოდ იმან ვინც იცის smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Apr 12 2010, 12:43 AM
პოსტი #643


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ქევანა
ციტატა
თქვე ბაზრის დედაკაცებოო გოგოებს ასე გვეძახდა

ohmy.gif უი დედა biggrin.gif

ამაზე საღვთისმეტყველო ინსტიტუტმა უნდა იზრუნოს, რომ კარგი კადრები გამოუშვას smile.gif მე როგორც ვიცი სულხან-საბას პედაგოგიურ უნივერსიტეტშიც იყო რელიგიათმცოდნეობის (თუ რაღაც მსგავსი) ფაკულტეტი smile.gif ეხლა ჭავჭავაძეს რომ მიუერთეს არ ვიცი რა ხდება smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 12 2010, 04:00 PM
პოსტი #644


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ნანინა @ Apr 12 2010, 12:26 AM) *

მართლმადიდებლობა უნდა იყოს სახელმწიფო რელიგია

თქვენ დემოკრატიული სახელმწიფოს ასეთი მოწყობა დემოკრტიულად მიგაჩნიათ?

ეს იდეალური მოდელია მონარქიაში, ანუ თეოკრატიაში, მაგრამ იქ, სადაც კონსტიტუციურად აღიარებულია, რომ ყველა თანაბარია განურჩევლად რასისა, რელიგიისა დ.ა.შ., როგორ მიგაჩნიათ სახელმწიფო რელიგიად აღიარების მოდელის შეტანა?

ეს სრულიად ახალია, არა აქვს კავშირი არც მონარქიასთან და არც დემოკრატიასთან, ეს ერთგვარი პაროდიაა ორივესი: თეო-დემოკრატიაა...

თქვენ საქართველოს კონსტიტუციას არ ეთანხმებით?

ციტატა(ნანინა @ Apr 12 2010, 12:26 AM) *

ბავშვი ვერ იქნება თეისტი ან ათეისტი


მართლმადიდებელი ეკლესიის მარტვილოლოგიას ეწინააღმდეგებით...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Apr 12 2010, 04:42 PM
პოსტი #645


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



კანუდოსელი
ციტატა
თქვენ დემოკრატიული სახელმწიფოს ასეთი მოწყობა დემოკრტიულად მიგაჩნიათ?

და უკაცრავად დემოკრატი რა არის? სკოლებში სექსუალური განათლების შემოღება? ის მაინც აღიერეთ, რომ ამას მაინც ჯობია რელიგიის სწავლება a075.gif
დემოკრატია და აზრის თავისუფლება არ გულისხმობს პრიორიტეტებზე უარის თქმას a075.gif მე ქართველი ვარ, ვცხოვრობ საქართველოში, ჩემი მშობლიური ენაა ქართული. იმის გამო, რომ ჩემ გარდა ამ ქვეყანაში არაქართველებიც არიან, მე ქართული ენა არ უნდა ვასწავლო სკოლაში? არამედ რუსული ან ინგლისური? რათა სხვა ეროვნების წარმომადგენლები არ "დაიჩაგრონ?"
ისინი არიან უმცირესობაში, მე მათ არ ვებრძვი, მე ვიღებ მათ საკუთარ ქვეყანაში, თუმცა დემოკრატია არ ნიშნავს საკუთარზე უარის თქმას.

ასევე არსებობს ტრადიციული რელიგიები ხო? მათ შორის ქრისტიანობა (ჩვენ შემთხვევაშI მართლმადიდებლობა).
რატომ არ უნდა იყოს ჩემ ქვეყანაში ის სახელმწიფო რელიგია? რა ამით ბუდისტი, მუსულმანი არ რომელიმე მეათასე ხარისხოვანი სექტის წარმომადგენელი რომ არ "დაიჩაგროს"? მე მას არ შევზღუდავ, მაგრამ პრიორიტეტს ჩემს სარწმუნოებას მივანიჭებ, თუნდაც იმიტომ რომ ტრადიციული რელიგიაა და თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებლები ვართ smile.gif


არ მითხრათ ახლა რომ ეს ჩემი მოგონილია, ამით ფსევდოპატრიოტიზმს ვთამაშობ, ე.წ. "ქართველი მართლმადიდებლის" ტიპური წარმომადგენელი ვარ და ა.შ. rolleyes.gif biggrin.gif

ციტატა
მართლმადიდებელი ეკლესიის მარტვილოლოგიას ეწინააღმდეგებით...

სიტყვებზე მეკიდებით?
მე ვამბობ, რომ აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის რელიგიური ცოდნის მიწოდებას. ის ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პიროვნება, ამიტომ ბავშვობაში ადამიანს რას და როგორ ასწავლი, დიდი მნიშვნელობა აქვს a075.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 12 2010, 04:49 PM
პოსტი #646


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ნანინა @ Apr 12 2010, 04:42 PM) *

კანუდოსელი

და უკაცრავად დემოკრატი რა არის? სკოლებში სექსუალური განათლების შემოღება? ის მაინც აღიერეთ, რომ ამას მაინც ჯობია რელიგიის სწავლება a075.gif
დემოკრატია და აზრის თავისუფლება არ გულისხმობს პრიორიტეტებზე უარის თქმას a075.gif მე ქართველი ვარ, ვცხოვრობ საქართველოში, ჩემი მშობლიური ენაა ქართული. იმის გამო, რომ ჩემ გარდა ამ ქვეყანაში არაქართველებიც არიან, მე ქართული ენა არ უნდა ვასწავლო სკოლაში? არამედ რუსული ან ინგლისური? რათა სხვა ეროვნების წარმომადგენლები არ "დაიჩაგრონ?"
ისინი არიან უმცირესობაში, მე მათ არ ვებრძვი, მე ვიღებ მათ საკუთარ ქვეყანაში, თუმცა დემოკრატია არ ნიშნავს საკუთარზე უარის თქმას.

ასევე არსებობს ტრადიციული რელიგიები ხო? მათ შორის ქრისტიანობა (ჩვენ შემთხვევაშI მართლმადიდებლობა).
რატომ არ უნდა იყოს ჩემ ქვეყანაში ის სახელმწიფო რელიგია? რა ამით ბუდისტი, მუსულმანი არ რომელიმე მეათასე ხარისხოვანი სექტის წარმომადგენელი რომ არ "დაიჩაგროს"? მე მას არ შევზღუდავ, მაგრამ პრიორიტეტს ჩემს სარწმუნოებას მივანიჭებ, თუნდაც იმიტომ რომ ტრადიციული რელიგიაა და თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებლები ვართ smile.gif
არ მითხრათ ახლა რომ ეს ჩემი მოგონილია, ამით ფსევდოპატრიოტიზმს ვთამაშობ, ე.წ. "ქართველი მართლმადიდებლის" ტიპური წარმომადგენელი ვარ და ა.შ. rolleyes.gif biggrin.gif
სიტყვებზე მეკიდებით?
მე ვამბობ, რომ აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის რელიგიური ცოდნის მიწოდებას. ის ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პიროვნება, ამიტომ ბავშვობაში ადამიანს რას და როგორ ასწავლი, დიდი მნიშვნელობა აქვს a075.gif


რაც თქვით, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეწინააღმდეგებით კონსტიტუციას...პრობლემა არაა, მაგრამ თქვით მაინც...ზოგს მაგალითად მონარქია მოსწონს ....კი ბატონო....

არაფერ შუაშია ენა და რელიგია....ენა სახელმწიფო ენაა, რომელზეც ყველა ვალდებულია ილაპარაკოს და ის არაქართველები მხოლოდ ეთნიკურად არიან არაქართველები, სახელმწიფოებრივად კი ქართველები არიან. რელიგია არჩევანია და არა აუცილებლობა, ამაში სახელლმწიფო ენასა და სახელმწიფო რელიგიას შორის დიდი ზღვარია...ყოველ შემთხევვაში, რაც არ უნდა თქვათ, თქვენ ეწინააღმდეგებით დღევანდელ კონსტიტუციას, რომელიც აღიარებულია დასავლური კულტურის მონაპოვარად. მმისივე მონაპოვარია კონსტიტუციური მონარქია, ეს რომ გეთქვათ არაფერს ვიტყოდი....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Apr 12 2010, 04:55 PM
პოსტი #647


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



კანუდოსელი
ციტატა
თქვენ ეწინააღმდეგებით დღევანდელ კონსტიტუციას

კი ასე გამოდის smile.gif თქვენ ფიქრობთ რომ ჩვენს კონსტიტუციაში ყველაფერი იდეალურია? თუ ასე ფიქრობთ რელიგიასთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული აზრი გვქონია smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 12 2010, 05:04 PM
პოსტი #648


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



კანუდოსელი
მასე იქნება არც ეს მათემატიკა მინდა კაცო გავიდე? biggrin.gif

ბავშვს თუ რამე არ დააძალე არაფერი არ უნდა გართბის მეტი

ეხლა თუ მშობელსაც არ უნდაა თვითნ გადაწყვიტოს მოასმენინოს თ არა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 12 2010, 05:19 PM
პოსტი #649


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



კანუდოსელი

ცარიელ ადგილზე ქმნი პრობლემას, რელიგია რომ იყოს ფაკულტატური და იყოს ბოლო გაკვეთილი დიდი ტრაგედია იქნება? ვისაც არ უნდა დასწრება, წავა სახლში


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Apr 12 2010, 08:16 PM
პოსტი #650


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



რელიგია რომ ისწავლებოდეს სკოლებში ძალიან მოხარული ვინქებოდი smile.gif

რას არ მოფიქრებენ რა... სექსოლოგია არა დებილიზმი კიდე .. გადააშენეთ მაგის მასწავლებლები და მაგის სწავლების მომხრეებიც smile.gif


ვისაც უნდა რომ თავისმა შვილმა.. დამ.. ძმამ... ან ნათესავმა ისწავლოს სექსოლოგია .....თვითონ ასწავლოს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Apr 12 2010, 09:42 PM
პოსტი #651


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



დღემდე მშვენივრად ართმევენ თავს მეუღლეებთან ურთიერთობას აი ბაღნები სექსოლოგიის გაკვეთილების გარეშეც...

გარდა იმისა, რომ ყველანაირ რელიგიურ, ზნეობრივ და ეთიკურ გამართლებასაა მოკლებული, აგრეთვე ამ გაკვეთილების შემოღება შეიცავს საფრთხეს ბავშვების ერთმანეთთან სქესობრივი კავშირის დამყარების ვნებიანი ჟინის აღძვრისა. ამ გაკვეთილების დროს მოკლე კაბებით მოსულ გოგონებსაც სხვაგვარად შეხედავენ ბიჭუნები და ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება თავისი სურვილის რეალიზაციაც კი სცადოს.

ჩვენ დღეს ვხედავთ სკოლებში ბიჭებსა და გოგონებს შორის თავზარდამცემ ურთიერთობების გამოვლინებებს, როგორიცაა ინტიმურ ადგილებზე შეხება, ტუჩებში კოცნა, ბიჭების მიერ ინტიმური ადგილების მიდამოებში გოგონებისათვის საწერკალმით დახატვა და დაწერა და სხვ.

იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს გაკვეთილებზე დისციპლინის ამაღლებით, შესვენებებზე კონტროლის გამკაცრებით, ზოგად-ზნეობრივი რჩევა-დარიგება-ახსნა-განმარტებების მიცემითა და სხვა, ესენი კიდევ უფრო აჩქარებენ ახალგაზრდობის ზნეობრივი დეგრადაციის პროცესს...

მე რაც დავწერე ზემოთ, შეიძლება ბევრს სასაცილოდ არ ეყოს, მაგრამ გარდატეხის ასაკი ყველას გვქონია და ვიცით, რაოდენ დიდია პირველად წვეული სექსოლოგიური ვნებები და რაოდენ მგრძნობიარეა ისინი გარემო-გამომწვევი ფაქტორების მიმართ, და ასევე რაოდენ რთულია ამ ასაკში საკუთარი ვნებების დათრგუნვა, მით უფრო, რომ ამ ასაკში გაცნობიერებული არა გვაქვს ჩვენი ზოგადი მიზნები, ჩვენი რელიგიასთან ურთიერთკავშირი და დამოკიდებულებები და ა.შ.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 12 2010, 11:11 PM
პოსტი #652


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(athos @ Apr 12 2010, 05:19 PM) *

ცარიელ ადგილზე ქმნი პრობლემას, რელიგია რომ იყოს ფაკულტატური და იყოს ბოლო გაკვეთილი დიდი ტრაგედია იქნება? ვისაც არ უნდა დასწრება, წავა სახლში

მე კომენტი გავაკეთე სკოლაში აუცილებელ სწავლებაზე...ფაკულტატივი კი არ არის აუცილებელი ეს - ერთი

რაც შეეხება მეორე, შენეულ ვარიანტს - ამას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ მაინც მაქვს ეჭვი, რადგან მაშინ მუსლიმები მოითხოვენ თავის ფაკულტატივს, ებრაელები თავისას დ.ა.შ.

სკოლა კი არის საერო და არა სასულიერო დაწესებულება და თანაც გვინდა რომ სკოლა გადაიქცეს რელიგიური დაპირისპირების ცენტრად? რომ ვუყურებ ჩვენს ზოგიერთ "მართლმადიდებელს" ეჭვი არ მეპარება რომ ასეთი რამ მოხდება უმტკივნეულოდ

თანაც ეკლესიას ხომ არ ვართმევთ ამ ფუნქციას - ასწავლოს?
ვიმეორებ, მეორე შენეულ ვარიანტზე მე პრინციპში დავეთანხმებოდი, რომ არა უამრავი კითხვა.
აი პირველი ვარიანტი პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 12 2010, 11:51 PM
პოსტი #653


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



კანუდოსელი
ციტატა
სკოლა კი არის საერო და არა სასულიერო დაწესებულება და თანაც გვინდა რომ სკოლა გადაიქცეს რელიგიური დაპირისპირების ცენტრად? რომ ვუყურებ ჩვენს ზოგიერთ "მართლმადიდებელს" ეჭვი არ მეპარება რომ ასეთი რამ მოხდება უმტკივნეულოდ

გასაგებია რომ საეროა, მაგრამ რელიგია ფესვებია და არა მარტო ქართული, არამედ ევროპული ცივილიზაციისაც. საკუთარი ფესვები ხომ უნდა იცოდე.
ზოგადი განათლების საკითხიცაა. ბავშვმა თუ ბიბლიური ისტორიები არ იცის, ვერ გაიგებს (უფრო სწორად ბოლომდე ვერ ჩაწვდება) ძალიან ბევრ კლასიკურ ნაწარმოებს, სადაც უამრავი ბიბლიური ალუზიაა თუ შედარება.


ციტატა
თანაც ეკლესიას ხომ არ ვართმევთ ამ ფუნქციას - ასწავლოს?

ჯერ ერთი მშვენივრად იცი, რომ ყველა ტაძართან საკვირაო სკოლის გახსნა მრავალ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მეორეც, არიან ისეთი ევროპული დემოკრატიული ქვეყნები, რომლებიც ასწავლიან რელიგიას სკოლაში და ამას კატასტროფად არ აღიქვამენ და არც ეკლესიისთვის ფუნქციის ჩამორთმევად.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 13 2010, 12:12 AM
პოსტი #654


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(athos @ Apr 12 2010, 11:51 PM) *

გასაგებია რომ საეროა, მაგრამ რელიგია ფესვებია და არა მარტო ქართული, არამედ ევროპული ცივილიზაციისაც.

რასაც შენ ამბობ, რელიგიის კერძოდ კი ქრისტიანობის სხვაგვარად სწავლას, კულტუროლოგიურად სწავლას გულისხმობს და ამას მშვენივრად გაართმევს თავს კარგად მომზადებული ფილოლოგი და ისტორიკოსი. მე ვსაუბრობ საღვთო სჯულის სწავლაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ფაკულტატივზე არც იქნებოდა საუბარი, რადგან კულტუროლოგიაში ძალიან კარგად ისწავლება ქრისტიანობა და ეს ერთგვარი სავალდებულო დისციპლინაც უნდა იყოს, როგორც ნაწილი ლიტერატურისა...


ციტატა(athos @ Apr 12 2010, 11:51 PM) *

ჯერ ერთი მშვენივრად იცი, რომ ყველა ტაძართან საკვირაო სკოლის გახსნა მრავალ პრობლემასთან არის დაკავშირებული,

ანუ მაინც ვსაუბრობთ საღვთო სჯულზე

ციტატა(athos @ Apr 12 2010, 11:51 PM) *

არიან ისეთი ევროპული დემოკრატიული ქვეყნები, რომლებიც ასწავლიან რელიგიას სკოლაში და ამას კატასტროფად არ აღიქვამენ და არც ეკლესიისთვის ფუნქციის ჩამორთმევად.

ასეთ ქვეყნებში შესაბამისი სკოლები ან წმინდა რელიგიურია (ბელგია) ან თუ არ არის, პრობლემები იქმნება და ამის გამო ან აუქმებენ რელიგიის სწავლებას (იტალია) ან იძენენ სტატუსს სასულიერო სკოლებისა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Apr 13 2010, 05:00 AM
პოსტი #655


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



სექსოლოგია უნდათ კიდევ ჩვენს ბავშვებს და ავშენდებით a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 13 2010, 10:53 AM
პოსტი #656


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(subterranean @ Apr 13 2010, 05:00 AM) *

სექსოლოგია უნდათ კიდევ ჩვენს ბავშვებს და ავშენდებით a075.gif

რა თქმა უნდა, საქართველოში ისევეა როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, სადაც სექსი არ იყო...ნუ, რაც იყო, იმას სექსი ნამდვილდ არ ერქვა biggrin.gif

ეს ჩამორჩენილი მენტალიტეტის შედეგია, რომ არ შეიძლება სქესობრივი პრობლემების შესახებ განათლების მიღება...არადა ორივე მხარე მგონი ერთნაირად გოიმია მართლა

ერთი მხარე იმიტომ, რომ ამაში ხედავს რაღაც საშინელებას და გარყვნილებას, ხოლო მეორე, იმიტომ, რომ ისინი მართლა გარყვნილებას ხედავენ ამაში და როდესაც წიგნების დაწერაზე მიდგება საქმე ისეთებს წერენ, ნებისმიერ პორნო ჟურნალს რომ დაამშვენებდა.

ყანაა ყანა

სკოლაში ეს განათლება ალბათ რაღაც დოზით უნდა შევიდეს, მაგრამ ვინ უნდა შეიტანოს? ჯერ არ ჩანს
ამიტომ მორატორიუმს ვაცხადებ, თუმცა მე ვინ მიჯერებს biggrin.gif

პ.ს.
ისეთი მინისტრი გვყავს განათლების, სახეზე აწერია რა ფილთაქვაცაა...წინა მინისტრი საერთოდ, განათლებას უმინისტრა, უმინისტრა და ბოლოს მიხვდა რომ განათლება მართლა საჭიროა და განათლების მისაღებად წავიდა უცხოეთში biggrin.gif...სატირალია....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 13 2010, 11:00 AM
პოსტი #657


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
სკოლაში ეს განათლება ალბათ რაღაც დოზით უნდა შევიდეს, მაგრამ ვინ უნდა შეიტანოს? ჯერ არ ჩანს
ამიტომ მორატორიუმს ვაცხადებ, თუმცა მე ვინ მიჯერებს



გეთანხმები. მორატორიუმი არაჩვეულებრივი გამოსავალია, რადგან დღეს ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება ისე არც ერტ სფეროი არ ხდება, როგორც ამ სფეროში. ტანაც, ხომ იცი სწავლა არავის უყვარს, პირდაპირ პრაქტიკაზე არიან გაასულები. ხოდა, შეეგებიც სავალალოა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 13 2010, 03:44 PM
პოსტი #658


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
არადა ორივე მხარე მგონი ერთნაირად გოიმია მართლა

მეორე მხარის (ვინც გარყვნილებად მიიჩნევს)გოიმობაზე ვერაფერს გეტყვით
მათი არგუმენტები ლოგიკურია, იქნება გარყვნილება აბა რა, წიგნები რომ პორნოგრაფიას ჰგავს :დ

ხოდა, რაც შეეხება სწავლებას:
ადამიანსაც აქვს ინსტიქტები და არაა აუცილებელი პოზა–პოზა ასწავლონ ის რაც თვითონ ქვეცნობიერად მშვენივრად იცის.

რომ იყოს ზნეობრივი სწავლება პლუს ზოგადი ახსნა–განმარტება, კიდევ ხო, მაგრამ ამის გამკეთებელი არავინაა : |
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d@to
პოსტი Apr 13 2010, 04:02 PM
პოსტი #659


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 7-April 10
მდებარ.: tbilisi
წევრი № 8,588



ჩემის აზრით სექსუალური განათლება სკოლებში ცუდის მეტს არაფერს მოიტანს,ეშმაკი ცდილობს ყველა მხრიდან შეგვიტიოს და ესეთი განათლებაც მემგონი ერთ-ერთი ხერხია დაგუპვის,უნდა ვეცადოთ ბავსშვებს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ რელიგია,რწმენა,უპლის სიყვარული,ეკლესიური განათლება უნდა მივცეთ ბავსშვებს...რასაც სულისთვის სიკეთე არ მოაკვს,ის ყველაფერი დამგუპველია....გაგახაროთ გმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Apr 13 2010, 05:05 PM
პოსტი #660



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



რაღაც დონეზე უნდა იყოს. სკოლებში თუ არა სახლში, ან სადმე სპეციალურ წრეებში.

სქესობრივი განათლება სულაც არ ნიშნავს პრაქტიკულებს, პოზებს და გადაგვარებას smile.gif

ქუჩაში მიღებულ განათლებას აკადემიური ჯობია, ისედაც ბიოლოგიაში ისწავლება თავად "ფაქტი" და რა არის დასამალი?

ყველაფერს მუქ ფერებში ვხედავთ. ჯერ იყო და მასონები გვებრძოდნენ და დედა რუსეთში იყო ჩვენი ხსნა (სად ნახავ რუსეთში პროსტიტუციას smile.gif)

მერე და სულ განათლების სისტემის მოშლა გველანდება. ის ჯობდა 90-ან წლებში დიზელის ფეჩზე რომ ტარდებოდა ვითომ გაკვეთილები, შემოივლიდა ყოფილი ფუნდამენტალისტი კომუნისტი მას-ტ-ალებელი იჭორავებდა, იჭორავებდა ვიღაცას თავში გლიჯავდა, ყურებს აახევდა ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს ისროდა "რა ოჯახში იზრდებით, საიდან გაქვთ ამდენი სითახსირე", ანდა"ორი დამჭკნარი ვარდი და ერთი 5 ლარიანი ბამბანერკა რა გახდა წლის ბოლოა ბოლო-ბოლო"

მშობლებიც შესაბამისი:

"ჩემი შვილი ამას არ გააკეთებს, ჩემი შვილი იმას კი არ გავს გვერდზე რომ უზის მერხსე, ნიშანი არ გაუფუჭოთ თქვენი ჭირიმე სულ ხუთები ყავს პირველი კლასიდან"

სიახლეების შიში ქართველებს ჩვევად გვაქვს. სექსიც ხომ სიახლეა. smile.gif ადრე თუ ხდებოდა ისიც ფარულად და ბავშვის ამბავში. ხალხი 6 შვილს ისე გააჩენდა მეუღლეს ერთი სხვანაირად არ შეხედავდა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

34 გვერდი V « < 31 32 33 34 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd February 2026 - 10:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი