![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#261
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
მგონი ეს საუბარი ამ თემაში უნდა განაგრძოთ! http://church.ge/index.php?showtopic=1575
|
ეგრი |
![]()
პოსტი
#262
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
ეკუმენისტი
არა. ეგ ათეისტებისთვის გაიხსნა. მე სასწაულები მაინტერესებს. ისე შენ რას ფიქრობ, სწორად აღვწერე ცეცხლის ისტორია და დღევანდელობა თუ არის შეცდომები? -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#263
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
უდიდესი სასწაულია ქრისტეს აღდგომა
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#264
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მე სასწაულები მაინტერესებს. სასწაულების მეტი რა არის. ამის მაგალითები ჩვენს ფორუმზეც არის, საერთოდ ქრისტიანობაშიც და ბევრ ჩვენგანსაც უნახავს, მაგრამ ამას ყველაფერს დანახვა უნდა. შენ კი სასწაულები კი არა სასწაულებთან ბრძოლა გაინტერესებს და სასწაულების შემოქმედი ღმერთის უარყოფა. ეს კი არც ისე წარმატებით გამოგდის და ამიტომ შაყირობ. უდიდესი სასწაულია ქრისტეს აღდგომა ჭეშმარიტად! რასაც ადასტურებს ტურინის სუდარაზე გადასული გამოსახულება, რომელიც იმდენად მაღალ დონეზეა შემონახული, რომ ექსპერტებს მისი გამოყენება შეუძლიათ, როგორც იურიდიული საბუთის. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#265
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
_გიორგი_
ციტატა რასაც ადასტურებს ტურინის სუდარაზე გადასული გამოსახულება და რომელიც ნანახი აქვს (რამდენადაც ვიცი) კანუდოსელს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ეგრი |
![]()
პოსტი
#266
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
_გიორგი_
ციტატა შენ კი სასწაულები კი არა სასწაულებთან ბრძოლა გაინტერესებს და სასწაულების შემოქმედი ღმერთის უარყოფა. სასწაულები არ არსებობს. ეს ჩემი აზრია, რომელიც უკვე დავაფიქსირე. ღმერთის უარყოფასთან ეს კავშირში არ არის. ღმერთი სასწაულების გარეშეც მშვენივრად გააგრძელებს არსებობას. ციტატა ეს კი არც ისე წარმატებით გამოგდის და ამიტომ შაყირობ. ჯერ არ დამიწყია და რა იცი გამომივა თუ არა? შენ რას ფიქრობ სწორად აღვწერე ცეცხლის ისტორია და დღევანდელობა? იქნებ დასაზუსტებელია რაიმე? კანონისტი ციტატა და რომელიც ნანახი აქვს (რამდენადაც ვიცი) კანუდოსელს ტურინის სუდარაზე ცოტა მოგვიანებით შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს კანუდოსელი კი ნელნელა მატულობს რანგში. ტურინის სუდარაც კი უნახავს თურმე. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#267
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
სასწაულები არ არსებობს. იქნებ ჯერ განგემარტა სასწაული, ხშირად ადამიანები საუბრობენ ისეთ რამეზე, რისი ზუსტი განმარტების შესახებ წარმოდგენა არა აქვთ. ჰოდა მოდი განმარტე რას ნიშნავს სასწაული, მეჩვენება, რომ მერე უფრო გასაგები გახდება თემის შინაარსი. დეფინიცია ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შემეცნების "ნეგატიურ" ფორმას ირჩევ (არ არსებობს), რადგან ეს უფრო მკაცრი განცხადბაა ვიდრე პოზიტიური მიდგომა საკითხისადმი პ.ს. სუდარა ნანახი არ მაქვს ორიგინალში,ასე რომ დამიტოვეთ ჩემი ძველი რანგი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#268
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
სასწაულები არ არსებობს. ეს ჩემი აზრია, რომელიც უკვე დავაფიქსირე. თუ შენი აზრით სასწაულები არ არსებობს და თანაც უკვე შენი პოზიციაც დაფიქსირებული გაქვს შეგიძლია ამ თემაში აღარ დაწერო, რადგან ჩვენ სასწაულების გვწამს და შენი აზრიც ცნობილია ჩვენთვის. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#269
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა სუდარა ნანახი არ მაქვს ორიგინალში,ასე რომ დამიტოვეთ ჩემი ძველი რანგი აბა ტურინში მარტო ასტროფიზიკას გადაყევი?? ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ეგრი |
![]()
პოსტი
#270
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა იქნებ ჯერ განგემარტა სასწაული, ხშირად ადამიანები საუბრობენ ისეთ რამეზე, რისი ზუსტი განმარტების შესახებ წარმოდგენა არა აქვთ. ჰოდა მოდი განმარტე რას ნიშნავს სასწაული, მეჩვენება, რომ მერე უფრო გასაგები გახდება თემის შინაარსი. ო, მშვენიერი იდეაა. აუცილებელიც კი. გეთანხმები. მაგრამ მე ვერ განვმარტავ იმას რაც ჩემი აზრით არ არსებობს. თქვენ გითმობთ ასპარეზს და გისმენთ ყურადრებით. რა შეიძლება ჩაითვალოს სასწაულად, როგორია ამ მოვლენის ზუსტი დეფინიცია? ციტატა დეფინიცია ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შემეცნების "ნეგატიურ" ფორმას ირჩევ (არ არსებობს), რადგან ეს უფრო მკაცრი განცხადბაა ვიდრე პოზიტიური მიდგომა საკითხისადმი ნეგატიურ ფორმას ვირჩევ განზოგადების შედეგად, თუმცა აქცენტებს კონკრეტულზე ვაკეთებ. გეთანხმები ზუსტი დეფინიცია ჩემთვის უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ ტურინის სუდარა და სასწაულებრივი ცეცხლი იერუსალიმში, ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიერ აღიარებულია სასწაულად (თუმცა სუდარის შემთხვევაში ვშიშობ ადრესატი შემეშალა და კათოლიკეთა ფორუმზე უნდა შევსულიყავი. თუმცა შესაძლოა ვცდები). ამ შემთხვევაში სასაწაულის მოკლე და მარტივი დეფინიციით ვსარგებლობ და ვარქმევ მოვლენას და არტეფაქტს, რომლის წარმომავლობა მხოლოდ ღმერთის არსებობით შეიძლება აიხსნას. ჯერ მსურს ცეცხლზე ვისაუბრო, შემდეგ სუდარაზე. თუმცა ორივეზე ერთადაც შეიძლება, მაგრამ ცალ-ცალკე ალბათ უფრო მწყობრი მსჯელობა გამოგვივა. _გიორგი_ ციტატა თუ შენი აზრით სასწაულები არ არსებობს და თანაც უკვე შენი პოზიციაც დაფიქსირებული გაქვს შეგიძლია ამ თემაში აღარ დაწერო, რადგან ჩვენ სასწაულების გვწამს და შენი აზრიც ცნობილია ჩვენთვის. ანუ თუ არ იწამე სასწაული აღარ არის? იქნებ და გადავარწმუნოთ ერთმანეთი. თუ ყველა არა ზოგიერთ სასწაულზე მაინც. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#271
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ღმერთის უარყოფასთან ეს კავშირში არ არის. ღმერთი სასწაულების გარეშეც მშვენივრად გააგრძელებს არსებობას. სასწაულები მომდინარეობს ღვთისგან. თუ ცდილობ უარყო ღვთის შემოქმედება ე.ი. ცდილობ ღმერთის უარყოფასაც. დაიწერა უდიდესი სასაწაულის ქრისტეს აღდგომის შესახებ და შენ ამას უარყოფ ანუ უარყოფ ღმერთსაც. ღმერთი არის, იყო და რა თქმა უნდა გააგრძელებს არსებობას. ღმერთს სასწაული არ ჭირდება, სასწაული გვჭირდება ჩვენ, რადგან ისე გვეძლევა ღვთისგან რაიმეს სასწავლად. ანუ თუ არ იწამე სასწაული აღარ არის? სასწაული ობიექტური ჭეშმარიტებაა და ამიტომ ყოველთვის იარსებებს განურჩევლად იმისა შენ იწამებ თუ არა, ანდა საერთოდ იარსებებ თუ არა, მაგრამ აქ მტი აღარ უნდა დაპოსტო იმიტომ რომ ჩვენი კამათი ნელ-ნელა აზრს კარგავს და შენი მხრიდან ხშირად არა სერიოზულ და ირონიანარევ პასუხებს იწვევს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ეგრი |
![]()
პოსტი
#272
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
_გიორგი_
ციტატა სასწაულები მომდინარეობს ღვთისგან. თუ ცდილობ უარყო ღვთის შემოქმედება ე.ი. ცდილობ ღმერთის უარყოფასაც. რატომ ასე მკაცრად. იქნებ ის რაც შენ ღვთისგან გგონია ისეთივე მარტივად ასახსნელია, როგორც ქარი და ელვა (თუმცა არც ესაა მარტივად ასახსნელი და კარგად თუ მოინდომე ესენიც შეიძლება ღმერთს დაუკავშირო, მაგრამ სასწაულებად ხომ არ ითვლება, თუ ვცდები?), იქნებ ღმერთი სულ სხვაგან გვიჩვენებს სასწაულს და ჩვენ ვერ ვხედავთ, ბუნებრივ მოვლენებს კი სასწაულად აღვიქვამთ? ციტატა დაიწერა უდიდესი სასაწაულის ქრისტეს აღდგომის შესახებ და შენ ამას უარყოფ ანუ უარყოფ ღმერთსაც. დაიწერაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ისაა რომ მოხდა. ნუ მეორდები, მე ღმერთს არ უარვყოფ. გთხოვ ეს შეცდომა ჩემთან მიმართებაში აღარ დაუშვა. ციტატა ღმერთი არის, იყო და რა თქმა უნდა გააგრძელებს არსებობას. ღმერთს სასწაული არ ჭირდება, სასწაული გვჭირდება ჩვენ, რადგან ისე გვეძლევა ღვთისგან რაიმეს სასწავლად. და რას გვასწავლის იერუსალიმის ცეცხლი? -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#273
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
სასწაული წარმოადგენს კატეგორიას, შექმნილი სამყაროს კატეგორიის მიღმა არსებულს - პერეფრაზირებაა თომა აქვიინელის განმარტებისა...თუმცა აქ შეიძლება კიდევ სვადასხვა ვარიანტები იყოს.
ამ შემთხვევაში სასაწაულის მოკლე და მარტივი დეფინიციით ვსარგებლობ და ვარქმევ მოვლენას და არტეფაქტს, რომლის წარმომავლობა მხოლოდ ღმერთის არსებობით შეიძლება აიხსნას. ამიტომაც აზი არა აქვს მსჯელობას,ვინაიდან შენთვის, ჩვენი აქსიომატური დებულება: ღმერთი არსებობს, საპირისპიროთია შეცვლილი და ბინებრივია თუ შენი განმარტებით სასწაულისა-იმოქმედებ,ბინებრივად მიხვალ ლოგიკურ შედეგამდე - არ არსებობს. მაგრამ საქმე აქსიომატურ დონეზეა განსახილველი...ანუ რამდენად არის უმთავრესი დებულება: ღმერთი არ არსებობს-სწორი. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#274
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
თუმცა სუდარის შემთხვევაში ვშიშობ ადრესატი შემეშალა და კათოლიკეთა ფორუმზე უნდა შევსულიყავი. თუმცა შესაძლოა ვცდები ცდები ამაშიც და ბევრ სხვა რამეშიც. რა შუაშია კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა მაშინ როცა ტურინის სუდარა I საუკუნისაა და 10 საუკუნით ადრე თარიღდება ვიდრე კათოლიციზმის წარმოშობა და მართლმადიდებლობიდან გადახვევა მოხდებოდა. საერთოდ იტალიაში მრავალი სხვა სასწაულიც არის დაფიქსირებული დასავლეთის ეკლესიის მართლმადიდებლობიდან გამოყოფამდე მაგ. სასწაული ქ. ლანჩანოში, ასევე ქ.ბარიში არის წმინდა ნიკოლოზის უხრწნელი სხეული. მე ღმერთს არ უარვყოფ შენ "ათეისტი" ხარ ანუ თუ ზუსტად გადმოვთარგმნით ამ სიტყვას ბერძნულიდან "უღმერთო", ანუ ღვთის უარმყოფელი. დაიწერაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ისაა რომ მოხდა. რა თქმა უნდა მოხდა, მაგრამ შენ ამის არ გწამს და ეს შენი მორიგი ირონიული პასუხია, რითაც უკვე მერამდენედ არღვევ ზემოთ ხსენებულ მუხლებს. რატომ ასე მკაცრად. იქნებ ის რაც შენ ღვთისგან გგონია ისეთივე მარტივად ასახსნელია, როგორც ქარი და ელვა მაშინ ახლავე ამიხსენი ერთი საყოველთაოდ ცნობილი სასწაული . . . რატომ არსებობს მირონმდინარე ხატები? რა ფენომენი იმალება ამის უკან? და როგორ ხსნი ასე მარტივად? ანდა რთულად თუ გინდა . . . და რას გვასწავლის იერუსალიმის ცეცხლი? იერუსალიმის ცეცხლის მეტი სხვა სასწაული არ გაგიგია? ანდა მაგ სასწაულის ახსნის შენეული ვარიანტი როგორია? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ეგრი |
![]()
პოსტი
#275
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა სასწაული წარმოადგენს კატეგორიას, შექმნილი სამყაროს კატეგორიის მიღმა არსებულს - პერეფრაზირებაა თომა აქვიინელის განმარტებისა...თუმცა აქ შეიძლება კიდევ სვადასხვა ვარიანტები იყოს. ძაან ზოგადი განმარტებაა. სხვა არ არსებობს? ციტატა ამიტომაც აზი არა აქვს მსჯელობას,ვინაიდან შენთვის, ჩვენი აქსიომატური დებულება: ღმერთი არსებობს, საპირისპიროთია შეცვლილი და ბინებრივია თუ შენი განმარტებით სასწაულისა-იმოქმედებ,ბინებრივად მიხვალ ლოგიკურ შედეგამდე - არ არსებობს. პრობლემა არაა. ლობაჩვესკი კი არა ვარ? მივიღებ აქსიომად, რომ ღმერთი არსებობს. გავაგრძელოთ მსჯელობა? _გიორგი_ ციტატა ცდები ამაშიც და ბევრ სხვა რამეშიც. რა შუაშია კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა მაშინ როცა ტურინის სუდარა I საუკუნისაა და 10 საუკუნით ადრე თარიღდება ვიდრე კათოლიციზმის წარმოშობა და მართლმადიდებლობიდან გადახვევა მოხდებოდა. საერთოდ იტალიაში მრავალი სხვა სასწაულიც არის დაფიქსირებული დასავლეთის ეკლესიის მართლმადიდებლობიდან გამოყოფამდე მაგ. სასწაული ქ. ლანჩანოში, ასევე ქ.ბარიში არის წმინდა ნიკოლოზის უხრწნელი სხეული. გეთანხმები. ბევრი სასწაული განხეთქილებამდეც ხდებოდა. უბრალოდ რადგან არტეფაქტი კათოლიკურ ქვეყანაში ინახება, ვიფიქრე არ აღიარებენ მართლმადიდებელი ეკლესიები. იმაში ხომ დამეთანხმები, რომ ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობები ყველა მოვლენას ერთნაირად, ანუ სასწაულად არ აღიქვამენ. ასე რომ მაპატიე თუ შევცდი და შენს რელიგიურ გრძნობებს შეურაცყოფა მივაყენე. ციტატა შენ "ათეისტი" ხარ ანუ თუ ზუსტად გადმოვთარგმნით ამ სიტყვას ბერძნულიდან "უღმერთო", ანუ ღვთის უარმყოფელი. უღმერთო და ღვთის უარმყოფელი ერთია ვითომ? ავსტრალიელი აბორიგენები, რომლებიც საერთოდ არ გაცნობიან სახარებას უღმერთოები არიან თუ ღვთის უარმყოფელები? ციტატა მაშინ ახლავე ამიხსენი ერთი საყოველთაოდ ცნობილი სასწაული . . . რატომ არსებობს მირონმდინარე ხატები? რა ფენომენი იმალება ამის უკან? და როგორ ხსნი ასე მარტივად? ანდა რთულად თუ გინდა . . . აქსიომატიკაზე დაგეთანხმეთ და ეხლა ყველა კამათის წესი თქვენი მივიღო? ჯერ ერთი საკითხი ამოვწუროთ. ან ცეცხლის ან სუდარის. ხატებზე მოგვიანებით ვისაუბროთ. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#276
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
აქ კი გკითხავ: ტურინის სუდარის ჩემეული განმარტება რამდენად სრული და ზუსტია? ზუსტია -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ეგრი |
![]()
პოსტი
#277
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
_გიორგი_
ციტატა ზუსტია დარწმუნებული ხარ? არსად არაფერი შემშლია? თუ გინდა გადახედე კიდევ და გამისწორე. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
ეგრი |
![]()
პოსტი
#278
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
_გიორგი_
ციტატა შენ ადრე თქვი რომ შენი მიზანია რელიგიურ ფორუმებზე შესვლა და მორწმუნეებისათვის სისხლის გაშრობა, თანაც მუდმივ დამცინავი, ირონიული და გამომწვევი პოსტებით ცდილობ ნერვები მოუშალო ყველას . . . და ეს მარტალია, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია . . . გარკვეულწილად კი. ყველა ხუმბრობაში ხომ სიმართლის მარცვალი დევს. რადგანაც განმარტება სრულყოფილი და სწორია, გამოდის ტურინის სუდარა ერთადერთი სამოსია, რომელშიც გახვეული იყო იესოს სხეული სამარხში ყოფნისას. კი თუ არა? -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
ეგრი |
![]()
პოსტი
#279
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
რატომ დუმხართ. ფიქრობთ, რომ იესო რამოდენიმე სუდარაში იყო გახვეული? ვთქვათ ორში, თავი ცალკე და ტან-ფეხი ცალკე? ან მეტში?
დასწერეთ რამე. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
მარიტა |
![]()
პოსტი
#280
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
ეგრი
გირჩევ წაიკითხო კარიბჭის მე-7 ნომერში მამა თეოდორე გიგნაძის "ჯვარცმული სახიერება" სუდარის შესახებაა -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 05:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი