IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლური სასწაულები, დასტური ეკლესიის ჭეშმარიტებისა
ekusia
პოსტი May 4 2007, 06:04 PM
პოსტი #301


ekaterine
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 1-March 07
წევრი № 1,227



გლახა
აქ მე მგონი ჩვენ უფრო მოგვეთხოვება მის ურწმუნოებას ვცეთ პატივი და არ გავაქციოთ, არამედ მოვაქციოთ.

ალბათ ამ თემაში იმიტომ ვაოფტოპიკებთ "თემისგარეშე" რომ ეგრი მალე მაგარი მორწმუნე გახდება და ეს იქნება ერთ-ერთი მართლმადიდებლური სასწაული.

დაე! rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 4 2007, 06:09 PM
პოსტი #302


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ekusia @ May 4 2007, 05:55 PM) *

_გიორგი_
მე არ მიშაყირია, ქრისტე ვიგულისხმე. huh.gif

ვიცი შენ რომ არ გიშაყირია . . . პირიქით მინდა რომ ამ ადამიანმაც შეწყვიტოს შაყირი და გახდეს ჩვენი წევრი

ციტატა(ekusia @ May 4 2007, 06:04 PM) *

აქ მე მგონი ჩვენ უფრო მოგვეთხოვება მის ურწმუნოებას ვცეთ პატივი და არ გავაქციოთ, არამედ მოვაქციოთ.

მართალია, მთავარია ეს ადამიანი ფორუმის წესების ფარგლებში მოქმედებდეს და მერე ჩვენგანაც შესაბამისი რეაქცია იქნება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 4 2007, 08:04 PM
პოსტი #303


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



სად წავიდა ჩვენი ეგრი, გვამხიარეულებდა ცოტას მაინც biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 4 2007, 08:16 PM
პოსტი #304


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ალექსანდრე
ვეღარ ძლებთ გონია მის გარეშე wink.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი May 4 2007, 09:38 PM
პოსტი #305


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ძალიან გთხოვთ თემას ნუ აოფტოპიკებთ...

ფორუმზე არსებოვს წესები და იმოქმედეთ ამ წესების ფარგლებში...

თქვენი დისპუტი თეიზმსა თუ ათეიზმზე შეგიძლიათ შესაბამის თემაში გააგრძელოთ.....ეს თემა კი,შეგახსენებთ,რადგან ვგონებ დაგავიწყდათ,ეხება მართლმადიდებლურ სასწაულებს!

ყველა პოსტი იქნება თემისასთვის შეუფერებელი პოსტი იქნება წაშლილი!

პატივისცემით...


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 4 2007, 11:56 PM
პოსტი #306


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი. და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა. (იოანე 20.6-7)
ანუ სუდარი და ტილო.
ებრაელები მიცვალებულებს ახვევდნენ სინდონში (ტანს და ფეხებს) და სუდარიონში (თავს). ტურინის სუდარაზე ადამიანის ტან-ფეხიც და თავიც, ორივეა გამოსახული.

დღესდღეობით ტურინის სუდარის გარდა, ჭეშმარიტი სუდარები ინახება ბეზანსონში (არაბული წარწერით), შამპიენში, კადვინში (ციტატით ყურანიდან), ქსაბრეგასში, ოვიედოში და კიდევ მრავალ ქალაქში.

1390 წლის 6 იანვარს, პაპმა კლემენტ VII-მ გაუგზავნა წერილი გრაფ შერნის, რომლითაც მისცა უფლება გამოეფინა ტაძარში სუდარა (საუბარია ტურინის სუდარაზე) ოღონდ იმ პირობით, რომ მნახველებს აუხსნიდნენ, რომ ეს იესოს სამარხი სამოსელი კი არ არის, არამედ ამ სამოსელზე წარმოდგენის შექმნისთვისაა გამოფენილი.
პაპზე მეტი კათოლიკე დღესაც ბევრია.

1978 წელს გამოქვეყნდა კრიმინალისტ მაქს ფრეის სტატია, სადაც ის ადასტურებდა, რომ ტურინის სუდარაზე იპოვა ისეთი მცენარეების თესლი და მტვერი, რომლებიც მხოლოდ ისრაელის და თურქეთის ტერიტორიაზე ხარობენ. მოგვიანებით, 90-იან წლებში პაპის კანცელარიამ და პირადად ტურინის კარდინალმაც დაადასტურეს, რომ მაქს ფრეი არ შედიოდა იმ ადამიანთა სიაში, ვისაც ნება დართეს 70-იან წლებში შეესწავლათ ტურინის სუდარა და აეღოთ ნიმუშები კრიმინალისტური კვლევისთვის. მაქს ფრეი ასევე ცნობილია იმით რომ კრიმინალისტური გამოკვლევა ჩაუტარა და დაადასტურა ჰიტლერის დღიურების ჭეშმარიტება, ეს დღიურები კი მოგვიანებით ფალსიფიკაცია გამოდგა.

1988 წელს არიზონის ლაბორატორიამ გამოაქვეყნა მათთვის გადაცემული ტურინის სუდარის ნიმუშის კვლევის შედეგი და დაათარიღა იგი 1350 წლით.
1988 წელს ციურიხის ლაბორატორიამ გამოაქვეყნა მათთვის გადაცემული ტურინის სუდარის ნიმუშის კვლევის შედეგი და დაათარიღა იგი 1290-1360 წლით.
1988 წელს ოქსფორდის ლაბორატორიამ გამოაქვეყნა მათთვის გადაცემული ტურინის სუდარის ნიმუშის კვლევის შედეგი და დაათარიღა იგი 1350 წლით.
იმავე 1988 წელს ტურინის კარდინალმა ბალესტერომ გააკეთა ოფიციალური განცხადება და აღიარა, რომ მეცნიერებმა დაადგინე, რომ ტურინის სუდარის შექმნის ყველაზე ძველი თარიღია 1325 წელი.

საკმარისია?


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 5 2007, 02:42 AM
პოსტი #307


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეგრი
ციტატა
საკმარისია?


უფრო მარტივს გკითხავ:

ნაკურთხი წყალი რატომ არ ფუჭდება??


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 5 2007, 02:43 AM
პოსტი #308


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მაშ გამოსახულება ვინ დაიტანა მასზე? მხატვრებმა?
შენი დასახელებული გამოკვლევის შედეგები სრულიად შესაძლებელია ათეისტი შარლატანების მიერ იყოს გავრცელებული სენსაციის მიზნით აქ მონაწილეობდნენ მართლმადიდებლები?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბოლქვაძე
პოსტი May 5 2007, 02:31 PM
პოსტი #309


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



ალბათ ყველას იცით რომ გრიგორიანები შევიდნენ იმ ტაძარში სადაც სასწაულმოქმედი ცეცხლი გადმოდის და კარები ჩაკეტეს რის შემდეგაც ცეცხლი სვეტიდან გადმოვიდა და იქ იყო ერთ-ერთი მუსულმანების დიდი წარმომადგენელი როგორც ჩვენთან ეპისკოპოსია და ეს რომ დაინახა მას შემდეგ იწამა მართლმადიდებლობა !!!


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 5 2007, 05:55 PM
პოსტი #310


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



კანონისტი
ციტატა
ნაკურთხი წყალი რატომ არ ფუჭდება??

არ ვიცი. გაგირკვევ და დავპოსტავ. თუ არის ნაკურთხი წყლის სერიოზული მეცნიერული გამოკვლევა ჩატარებული, რომლის შემდეგაც ვერანაირი ახსნა ვერ დაიდო, ზნაჩიტ ან სასწაულია ან ჯერ ვერ ახსნეს.
abo
ციტატა
მაშ გამოსახულება ვინ დაიტანა მასზე? მხატვრებმა?

ალბათ. 1979 წელს უოლტერ მაკკროუნმა ჩიკაგოს ლაბორატორიის პროფესორმა, "ტურინის სუდარის კვლევის ცენტრის" (STURP) თხოვნით (ეს კათოლიკური ორგანიზაცია მდებარეობს ტურინში და მიზნად ისახავს სუდარის პოპულარიზაციას) ჩაატარა სუდარის გამოკვლევა და ამგვარი დასკვნა წარუდგინა ცენტრის მესვეურთ: "სუდარაზე არსებული გამოსახულება შეიცავს სამხატვრო ფუნჯის მონასმებს, განსაკუთრებით კარგად დაიმზირება ფუნჯის მონასმები სისხლის ლაქების შესწავლისას."
ციტატა
შენი დასახელებული გამოკვლევის შედეგები სრულიად შესაძლებელია ათეისტი შარლატანების მიერ იყოს გავრცელებული სენსაციის მიზნით აქ მონაწილეობდნენ მართლმადიდებლები?

არა მართლმადიდებლები გამოკვლევებში არ მონაწილეობდნენ ორი მარტივი მიზეზის გამო. 1. კათოლიკეები არ მიასუნინებდნენ. 2. თავადაც არ გამოუთქვამთ სურვილი.
რაც შეეხება ათეისტ შარლატანებს. რა თქმა უნდა შარლატანები ათეისტებშიც და სხვადასხვა ჯურის მორწმუნეებშიც საკმაო რაოდენობით არიან, მაგრამ არიზონის, ციურიხისა და ოქსფორდის ლაბორატორიები შეარჩია ისევ და ისევ STURP-მა. თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდათ სუდარის ნიმუშების 7 სხვადასხვა ლაბორატორიაში გაგზავნა, მაგრამ ლაბორატორიების შერჩევისას არჩევანი 3-ზე შეაჩერეს. აქედან 2 არიზონისა და ოქსფორდის წარმოადგენდნენ მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ლაბორატორიებს, ხოლო ციურიხის ლაბორატორია ცნობილი იყო მასში მოღვაწე მეცნიერების ინტერპრეტაციებით (ვის სასარგებლოდ კეთდებოდა ეს ინტერპრეტაციები ალბათ ხვდები).

ამას გარდა ამ ლაბორატორიების დასკვნები აღიარა ტურინის კარდინალმა ბალესტერომ. ამასთან კიდევ ერთხელ გადაავლე თვალი პაპ კლემენტ VII-ს წერილს და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ნუ იქნებით პაპზე მეტი კათოლიკეები.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 5 2007, 06:48 PM
პოსტი #311


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრი რა თქმა უნდა მე არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო კათოლიკებს , მაგრამ რაც ისინი ჭეშმარიტ ქრისტიანებს გამოეყვნენ და მწარმსიდან განსაზღვრება კათოლიკე მიითვისეს, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ხოდა გაგიმარჯოს სწორედაც არ მიასუნიებდენ, იმიტომ რომ უნდა გაეყალბებიათ, ისე როგორც ბევრი რამ , სამოციქულო ეკლესიიდან. ასე რომ არც მათი კვლევის შედეგებია სარწმუნო.რაც შეეხება ტურინის სუდარას, რომელის სხელიც გაგანია კათოლიკურ ქალაქს უკავშირდება, არ მინდა ეჭვი შევიტანო მის ჭეშმარიტებაში . ისევ კათოლიკებს ვზოგავ და მიტო. თან ცოტა მოვიკოჭლებ მაგ თემაში. მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება მეცკომისია სანდო ყოფილიყო. მაგი იმას გავს მოსკოვში რომ წავიკითხე სვით სომხური ბორჯომიო.
სასწაულები მართლმადიდებლობას ბლომად აქვს ასე რომ....ჩვენი მონაცემებით კი ტურინის სუდარის, ვერც ჭეშმარიტების და ვერც სიყალბის დადგენას ვერ შევძლებთ. ასე რომ ჩემი აზრით მოვრჩეთ ფუჭ პოლემიკას.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 5 2007, 06:56 PM
პოსტი #312


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



abo
შენ მეცნიერული კვლევების გარდა ვერაფერი ამოიკითხე ჩემს პოსტში. თანაც გეტყობა რახან ტურინში ინახება არც გინდა ამ სასწაულის დაჯერება, მაგრამ რადგან მე გავაქარწყლე შანსს მაინც უტოვებ.

სახარებაში რომ სწერია იესოს თავი და ტანი სხვადსხვა ნაჭერში იყო გახვეული და ტურინის სუდარაზე ორივე რომ სჩანს ეს არაფერია?

ტურინის გარდა ევროპის კიდევ 26 ქალაქში დღემდე რომ ინახება იესოს "ჭეშმარიტი" სუდარები და თან ზოგიერთი არაბული წარწერებით ეს საკმარისი არაა?

რომის პაპმა და ტურინის ეპისკოპოსმა რაც სთქვეს საკმარისი არაა?

ფუჭი მაშინაა კამათი თუ მოწინააღმდეგის არგუმენტებს ერთი თვალიდან მეორეში უშვებ (ჩემი ხმა არ გესმის და ყურები მიტომ არ დავწერე).

არაა ეგ ტურინის სუდარა იესოს სამარხი სამოსელი!


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ekusia
პოსტი May 5 2007, 07:12 PM
პოსტი #313


ekaterine
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 1-March 07
წევრი № 1,227



ეგრი
რა უცნაურია: ამბობ რომ არ არსებობს, რომ არ ეძებ. არადა რამდენი გაქვს წაკითხული. "არაფერზე" შეიძლება ამდენი იკითხო? რატომ კარგავ ამდენ დროს? გაერთე, იმხიარულე, რაც გსიამოვნებს და რისაც გჯერა იმას მოახმარე ეს წუთისოფელი.
გულწრფელი გაკვირვებით და გარდამეტებული დანანებით ეკატერინე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 5 2007, 11:03 PM
პოსტი #314


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



ekusia
ციტატა
რა უცნაურია: ამბობ რომ არ არსებობს, რომ არ ეძებ. არადა რამდენი გაქვს წაკითხული.

უცნაური კი არა მეტსაც გეტყვი - სასწაულია, რომელსაც ახსნა არ მოეძებნება.
ციტატა
"არაფერზე" შეიძლება ამდენი იკითხო? რატომ კარგავ ამდენ დროს? გაერთე, იმხიარულე, რაც გსიამოვნებს და რისაც გჯერა იმას მოახმარე ეს წუთისოფელი.

ბიბლიის კვლემა საკმაოდ მამხიარულებს და არც იმას ვიკლებ რაც შენ იგულისხმე გართობაში.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 6 2007, 11:31 AM
პოსტი #315


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ბიბლიის კვლემა საკმაოდ მამხიარულებს და არც იმას ვიკლებ რაც შენ იგულისხმე გართობაში



ერთობა ეს კაცი, ისე ბიბლიაზე გამხიარულება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და არ გინდა აქ, ხომ? smile.gif

შენი გართობის ნახვა უფრო კანუდოსელთან გაგვართობს, მოიწვიე "ათეიზმის" თოფიქში, საინტერესო იქნება ურწმუნო და მორწმუნე ფიზიკოსების ჯახი biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ekusia
პოსტი May 6 2007, 11:52 AM
პოსტი #316


ekaterine
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 1-March 07
წევრი № 1,227



QUOTE(ეგრი @ May 5 2007, 11:03 PM) *

ekusia

უცნაური კი არა მეტსაც გეტყვი - სასწაულია, რომელსაც ახსნა არ მოეძებნება.



ათეისტური სასწაული მართლმადიდებლური სასწაულების თემაში tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 6 2007, 12:10 PM
პოსტი #317


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(ekusia @ May 6 2007, 11:52 AM) *

ათეისტური სასწაული მართლმადიდებლური სასწაულების თემაში tongue.gif

ათეისტური სასწაული არის ავტომობილი მოსკვიჩი.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 12:57 PM
პოსტი #318


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



KAIROS
ციტატა
აქეთ დაპატიჟებული იქით გვეძახი? ფიზიკაზე კი არა ფიზიკით რელიგიაზე... თუ შეგიძლია

არ გეძახით ბატონო. ამ თემაში ვსაუბრობთ სასწაულებზე. ერთ-ერთის შესახებ მოგახსენეთ უკვე და გამოხმაურებებს ველი.
ათეისტების თემაში ვისაუბროთ ათეიზმზე. ფიზიკის თემა გახსენით და ვისაუბროთ ფიზიკაზე.
ფიზიკით რელიგიაზე რა საჭიროა? რელიგიაზე ისევ რელიგიით სჯობს ვისაუბროთ.
მე ხომ არ გიმტკიცებთ მსოფლმხედველურ და კოსმოლოგიურ და ევოლუციურ საკითხებს. მე გიმტკიცებთ ორ რამეს: სასწაულები არ არსებობს და ბიბლია, ანუ თქვენი სწავლება შეცდომებითაა სასვე. თავისთავად შესაძლოა მეცნიერული თეორიებიც შეიცავდეს უზუსტობებსა და შეცდომებს, მაგრამ პრეტენზიები მეცნიერებსა და ღვთის მსახურებს მეტად განსხვავებული აქვთ.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი May 6 2007, 09:31 PM
პოსტი #319


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



http://orthodox.spbu.ru/s-k.htm
რუსი ფიზიკოსის სტატია ტურინის სუდარის კვლევის თანამედროვე შედეგების შესახებ


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 09:42 PM
პოსტი #320


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



athos
ციტატა
რუსი ფიზიკოსის სტატია ტურინის სუდარის კვლევის თანამედროვე შედეგების შესახებ

ჯერ ერთი ფიზფაკის კურსდამტავრებული და არა ფიზიკოსი.
მეორეც მთელი სტატია, მეცნიერული კვლევის შედეგების ინტერპრეტაციას და ერთ იდეაზე მორგებას ემსახურება.
მესამეც არ არის პასუხები ამ საკითხებზე:
1. ებრაელები მიცვალებულებს ახვევდნენ სინდონში (ტანს და ფეხებს) და სუდარიონში (თავს). ტურინის სუდარაზე ადამიანის ტან-ფეხიც და თავიც, ორივეა გამოსახული.
2. დღესდღეობით ტურინის სუდარის გარდა, ჭეშმარიტი სუდარები ინახება ბეზანსონში (არაბული წარწერით), შამპიენში, კადვინში (ციტატით ყურანიდან), ქსაბრეგასში, ოვიედოში და კიდევ მრავალ ქალაქში.
3. იმავე 1988 წელს ტურინის კარდინალმა ბალესტერომ გააკეთა ოფიციალური განცხადება და აღიარა, რომ მეცნიერებმა დაადგინე, რომ ტურინის სუდარის შექმნის ყველაზე ძველი თარიღია 1325 წელი.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 11:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი