![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#61
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
ნუ "უვიცებისთვის" შეიძლება. ვინც პირველ ადამზე იცის ის მიხვდება
![]() |
athos |
![]()
პოსტი
#62
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
მნათე
ციტატა რუსული უკეთ მესმის, მაგრამ მეზარება ამხელა ტექსტის გადაკითხვა მაშინ შეგიძლია ლოსკის დოგმატური ღვთისმეტყველება წაიკითხო, ქართულადაცაა ნათარგმნი ციტატა ამას გარდა ზევით ითხოვდი გამოსყიდვის დოგმატის ჩამოყალიბებას და იქნებ თავად ჩამოაყალიბო? ყურადღებით გისმენ... Христос искупил нас от рабства демона и вечной смерти тем, что, будучи безгрешным, взял на Себя наказание (крестные муки) за наши грехи. Мы оправдались Его правдой, с нас снято проклятие греха, как богоотвержение. А возобновленный союз Бога с человеком, союз любви и единства – и есть спасение. Этот союз как богообщение и обожение продолжается в вечности. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#63
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ვაღიარე რომ ამ თემამ ძალიან დამაბნია...
მოკლედ, ჯერ ეგებ ვთქვათ, ადამს რა დაემართა უფრო სწორედ, ადამიანურ ბუნებას რა დაემართა ცოდვით დაცემის შემდეგ და მერე უფრო მივხდებით ქრისტემ გამოგვისყიდა თუ გამოგვიხსნა .. ან ამ ორ სიტყვას შორის რა არის ასეთი არსებითი განსხვავება? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#64
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
ვაღიარე რომ ამ თემამ ძალიან დამაბნია... მოკლედ, ჯერ ეგებ ვთქვათ, ადამს რა დაემართა უფრო სწორედ, ადამიანურ ბუნებას რა დაემართა ცოდვით დაცემის შემდეგ და მერე უფრო მივხდებით ქრისტემ გამოგვისყიდა თუ გამოგვიხსნა .. ან ამ ორ სიტყვას შორის რა არის ასეთი არსებითი განსხვავება? ადამი დაექვემდებარა ცოდვას, სიკვდილს და წყევას-სწორედ ამისგან იხსნა ქრისტემ ადამიანური ბუნება და რაც პირველ ადამს უნდა შეესულებინა , ის თავად იტვირთა. ტერმინი გამოსყიდვა თავისუფლად შეილება გამოვიყენოთ ქრისტეს ღვაწლთან დაკავშირებით |
chelo |
![]()
პოსტი
#65
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 ![]() |
მგონი წმინდა მამებს ზეცაში "ეღიმებათ" ჩვენს ნაწერებზე
![]() -------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
makiki |
![]()
პოსტი
#66
|
![]() makiki ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 ![]() |
-------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#67
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
ეღიმებათ და მერე როგორ...ამბობენ " ამ ხალხს რაღაცის მიღწევა უნდათ, მარა ვერ გაგვიგიაოო.........ჯერჯერობით........"
![]() |
loen |
![]()
პოსტი
#68
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
ვაღიარე რომ ამ თემამ ძალიან დამაბნია... მოკლედ, ჯერ ეგებ ვთქვათ, ადამს რა დაემართა უფრო სწორედ, ადამიანურ ბუნებას რა დაემართა ცოდვით დაცემის შემდეგ და მერე უფრო მივხდებით ქრისტემ გამოგვისყიდა თუ გამოგვიხსნა .. ან ამ ორ სიტყვას შორის რა არის ასეთი არსებითი განსხვავება? ნონო, ჯერ ცოდვა ავხსნათ,რა არის. ბიბილიიდან ჩანს ,რომ ცოდვა არის ღმერთის წინააღმდეგ წასვლა. ე.ი. ვაკეთებთ იმას ,რასაც ღმერთი გვეუბნება -არ გავაკეთოთ, და არ ვაკეთებთ იმას ,რასაც ღმერთი გვეუბნება,რომ გავაკეთოთ. ე.ი. ის ხე რომ არ ყოფილიყო ედემის ბაღში, ცოდვა არ იარსებებდა საერთოდ და არ იარსებებდა ჩვენი არჩევანის თავისუფლება.(თუ არაფერი არის ამოსარჩევი,რა უნდა აირჩიო?) ჯერ ევამ და მერე ადამმა აირჩიეს დაეჯერებინათ ღმერთის მაგივრად ეშმაკისათვის, და უფრო მეტიც-მიზეზი ამისა იყო,რომ მათ მოინდომეს გაღმერთება.(ეშმაკმა უთხრა ,რომ თუ ისინი შეჭამდნენ ნაყოფს,იქნებოდნენ როგორც ღმერთები.) და ამიტომაც ღმერთმა დასწყევლა ისინი, და ყველა ადამიანი მათ შემდეგ. სხვათა შორის,როცა წყევლიდა ეშმაკს,ღმერთმა მოგვცა დაპირება პირველად ქრისტეს შესახებ. როცა მან თქვა,რომ დედაკაცის თესლი თავს გაუჭეჭყავდა ეშმაკს.(დაბადება 3:14,15). ასე რომ მოყოლებული ადამიდან ყველანი ვიყავით ცოდვის და აქედან გამომდინარე წყევლის ქვეშ. მაგრამ მადლობა ღმერთს იესო ქრისტესთვის,რომელიც მოვიდა ადამიანად და თვითონ უცოდველი ცოდვა გახდა ჩვენი გულისთვის, და აიღო ის წყევლა,რომლითაც ღმერთმა დაგვწყევლა,თავის თავზე.და ამით გაგვანთავისუფლა სასჯელისაგან.(ჩვენებურად რომ ვთქვათ ამნისტია მოგვცა ![]() ისევ ამ მაგალითს რომ გავყვეთ,ჩვენ რაც გვევალება ხელი მოვაწეროთ ამ ამნისტიას და ე.ი. მივიღოთ ქრისტე ჩვენს უფლად და მხსნელად. და ჩვენ თუ ვიტყვიტ ,რომ არ გვჭირდება ქრისტე და ჩვენ მის გარეშეც კარგად გავიმართლებთ თავს(იმდენ კარგ საქმეებს ვაკეთებთ, იმდენს ვმარხულობთ,იმდენს დავდივართ ეკლესიაში,იმდენ ფულს ვაძლევთ მათხოვრებს და ა.შ.) ,მაშინ ღმერთი განგვსჯის სრული სიმკაცრით,რადგან სქმეებით არავინ გამართლდება(რომაელთა 3:20). ცუდად ნუ გამიგებთ, მე არა ვარ წინააღმდეგი რაც ჩამოვთვალე ფრჩხილებში,პირიქით უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი,მაგრამ უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი ღმერთის სადიდებლად და არა ჩვენს გასამართლებლად. ნინო ცოტა გადავუხვიე შეკითხვას,მაგრამ მე მგონი პასუხი მაინც გავეცი. შეგვიძლია ვთქვათ,რომ ქრისტემ გამოგვიხსნა და თუ დავაკონკრეტებთ , როგორ გამოგვიხსნა?-ფასით,ე.ი. გამოგვისყიდა.(1 კორინთელთა 6:20) უფალ იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა გქონოდეს შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ![]() -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#69
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ანუ, მე როგორც მივხვდი, გამოსყიდვა ეს იგივე გამოხსნაა, ოღონდ ფასით გამოხსნა, ფასი კი ქრისტეს მიერ დანთხეულ სისიხლშია???
კაიროს, ეკატერინე, კანუდოს, ნუ იცით ხოლმე რა, დაიწყებთ თემას და მიატოვებთ ![]() რისგან გამოგვიხსნა თუ გამოგვისყიდა ქრისტემ, (მე მგონი სიტყვა გამოსყიდვა, გამოხსნასაც მოიცავს) და როგორ? ციტატა თავისი დიდებული აღდგომით პირველი ამაღლდა ზეცად და სიკვდილის მეუფებისაგან გვიხსნა. “საფრთხე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით; შეწევნა ჩუენი სახელითა უფლისათა” (ფს. 123, 7-8). ჩვენ ხსნილნი ვართ, აღარა ვართ სიკვდილის ტყვენი, ვუმზერთ მას და მისი მძვინვარე სახისა აღარ გვეშინია. ქრისტეს აღდგომამდე სიკვდილი საშინელი იყო ადამიანისათვის, აღდგომის შემდგომ კი ადამიანი თვითონ გახდა სიკვდილისათვის საშიში. მას აქეთ, რაც მკვდრეთით აღმდგარმა იესომ სიკვდილს სძლია ... კი ბატონო სიკვდილისგან გვიხსნა, მაგრამ ცოდვით დაცემული ბუნება არ აღადგინა? არ განაახლა? თუ ასეა. მაშინ ნათლობით რა ხდება? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
leluka |
![]()
პოსტი
#70
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ციტატა მაგრამ უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი ღმერთის სადიდებლად და არა ჩვენს გასამართლებლად. ჰო , ესაა ყველაზე რთული ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
loen |
![]()
პოსტი
#71
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
ანუ, მე როგორც მივხვდი, გამოსყიდვა ეს იგივე გამოხსნაა, ოღონდ ფასით გამოხსნა, ფასი კი ქრისტეს მიერ დანთხეულ სისიხლშია??? კაიროს, ეკატერინე, კანუდოს, ნუ იცით ხოლმე რა, დაიწყებთ თემას და მიატოვებთ ![]() რისგან გამოგვიხსნა თუ გამოგვისყიდა ქრისტემ, (მე მგონი სიტყვა გამოსყიდვა, გამოხსნასაც მოიცავს) და როგორ? კი ბატონო სიკვდილისგან გვიხსნა, მაგრამ ცოდვით დაცემული ბუნება არ აღადგინა? არ განაახლა? თუ ასეა. მაშინ ნათლობით რა ხდება? ნინო, მართალია, ფასი ქრისტეს სისხლია ჩვენთვის დაღვრილი. ქრისტემ გამოგვიხსნა იმ წყევლისაგან რომლის ქვეშაც ვიყავით მთელი კაცობრიობა ადამიდან მოყოლებული. როგორ?-ის მოვიდა ადამიანად ,იცხოვრა, ყველაფერი გაიარა,რასაც ჩვენ ,ადამიანები ,გავდივართ ჩვენი ცხოვრების მანძილზე,მაგრამ ცოდვის გარეშე(ე.ი. უნაკლოდ შეასრულა რჯული,რომელიც ღმერთმა მისცა ებრაელებს), და თვითონ უცოდველი ცოდვად იქცა ჩვენი გულისთვის, და აიღო ეს წყევლა და სასჯელი,რომლითაც ჩვენ უნდა დავსჯილიყავით, თავის თავზე, მოკვდა და აღდგა მკვდრეთით, და აღდგომით დაამარცხა სიკვდილი. და ამიტომ ჩვენ,როცა ვირწმუნეთ ის, მოვკვდით მასთან ერთად(ე.ი. ჩვენი სხეული მოკვდა ცოდვისთვის და სული დაიბადა ღმერთისთვის),იმიტომ რომ ცოდვას ძალა აქვს ,სანამ ადამიანი ცოცხალია,როცა მოკვდება-ცოდვა კარგავს თავის ძალას.(რომაელთა 6:6-7 და 11) ნათლობა თავისთავად,როგორც რიტუალი, აუცილებელია ,მაგრამ არ არის საკმარისი. თუ დავუკვირდებით ბიბილიაში,კერძოდ კი -მოციქულთა საქმეებში,ნათლობა შეიცავს ორ ნაწილს: რწმენით მიღება იესო ქრისტესი და თვით ნათლობის რიტუალი(ე.ი. გაბანება) მოციქულთა საქმეებში ვინც კი მოინათლა,ყველგან , წერია,რომ ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ბავშვების მონათვლა კი, მიმაჩნია ჩვენს,როგორც მშობლების , მიერ ჩვენი შვილების მიცემას ღმერთისთვის. არ მჯერა ,რომ ამით ბავშვი ქრისტიანდება,რადგან ჩვენ ვერ გავაკეთებთ არჩევანს თუნდაც ჩვენი შვილების მაგივრად. ჩვენ რაც შეგვიძლია- ვასწავლოთ და ვილოცოთ მათთვის,რომ დრო როცა მოვა თვითონ გააკეთონ არჩევანი. ასე რომ ქრისტემ გამოგვისყიდა კიდეც და აღგვადგინა(სულიერად მკვდრები გაგვაცოცხლა),და ასე გაცოცხლებულებს სიკვდილი ვეღარ შეგვეხება,რადგან თუნდაც მოვკვდეთ ფიზიკურად, როგორც 2 კორინთელთა 5:8 ში წერია-სხეულთან განშორებით უფალთან დავბინავდებით. და მჯერა ,რომ არ იქნება ამ ორს შორის დროის ინტერვალი. P.S. ქვემოთ,ჩემს ხელმოწერაში ,რომ წერია ნაწყვეტი რომაელთა 10:9 დან, მანდ არ წერია ,რომ თუ შენ მოგნათლეს შენმა მშობლებმა ბავშვობაში, გადარჩები. ასერომ თუნდაც, როგორც მრავალი ჩვენგანი ,მოვინათლეთ ბავშვობაში ,თუ ჩვენ არ გავაკეთებთ არჩევანს ეს არ გვიშველის. ასე რომ არჩევანი ჩვენზეა. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
loen |
![]()
პოსტი
#72
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
ჰო , ესაა ყველაზე რთული ![]() leluka, რთულია იმიტომ,რომ ჩვენ ვაკეთებთ ამას ყველაფერს ჩვენი ძალებით,ჩვენი თავის გადასარჩენად , და ამით ვდგებით ეშმაკის წინააღმდეგ მარტონი. არადა , ქრისტემ ყველაფერი გააკეთა ჩვენს მაგივრად, და ასეთი საქმეებით ჩვენდა უნებურად ვუარყოფთ,იმას რაც ქრისტემ გააკეთა ჩვენი გულისთვის. ასე რომ რთული კი არა მე ვიტყოდი შეუძლებელია,რადგან ეშმაკი გაცილებით ჭკვიანი და ძლიერია ჩვენზე,მაგრამ მადლობა ღმერთს იესო ქრისტესთვის , რომ მან თავისი სიკვდილით და აღდგომით მოიპოვა გამარჯვება ეშმაკზე, და თუ ჩვენც იესოსი ვიქნებით თავისთავად მასში ჩვენც გვექნება გამარჯვება ეშმაკზე. ამიტო სჯობია დავყაროთ ჩვენი ფარ-ხმალი და ავიღოთ ღმერთის,რომელიც არის იესო ქრისტე.,დავიმდაბლოთ თავი იმით,რომ ვუთხრათ ღმერთს,რომ არ შეგვიძლია ჩვენ ჩვენი ძალებით გადარჩენა და მივცეთ მას საშუალება,რომ გამოავლინოს თავისი ძალა ჩვენს ცხოვრებაში იესო ქრისტეში. ასე თუ ვიზამთ,ღმერთი მოგვცემს თავის სულს რომელიც იქნება ჩვენთან და ყოველთვის შეგვახსენებს ღმერთის სიტყვას ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციებში და მოგვცემს ძალას ,რომ ვაკეთოთ ეს კარგი საქმეები ღმერთის სადიდებლად. და ერთერთი მიზეზი ამისა იქნება მადლიერების გრძნობა ,რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთა იმის შემდეგ. და დღითი დღე იქცევა ეს კარგი საქმეები ჩვენს მოთხოვნილებად და აღარ იქნება მხოლოდ ვალდებულება. ეს არ მოხდება ერთ დღეში,დრო დაჭირდება და ეს დრო კი დამოკიდებულია ჩვენს სიჯიუტეზე.(ნაკლებად ჯიუტები ვიქნებით ადრე გაგვწრთნის ღმერთი,თუ გავჯიუტდებით მეტ დროს წაიღებს და უფრო ძნელი იქნება ჩვენთვის.) დავამთავრებ რომაელთა 5:1-ით,სადაც წერია:"და,რაკი რწმენით გავმართლდით,მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,..." ე.ი. რწმენით და არა საქმეებით. და ნურც შევეცდებით გავიმართლოთ თავი საქმეებით,რადგან ამით ვუარყოფთ იესოს წმინდა სისხლს,რომელიც ჩვენთვის (და პირადად შენთვის) დაიღვარა. P.S. ჩემს ხელმოწერაში ქვემოთ ( რომაელთა 10:9) წერია თუ რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან ,რომ გვაპატიოს ცოდვები. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#73
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ხშირად კამათი მიდის ხოლმე ტერმინოლოგიური აღრევის გამო.
მე ბოლო დროს აღარ მაქვს დრო კარგად გადავიკითხო აქაურობა ამიტომ არც ვერევი ხოლმე კამათებში. ახლაც ოდნავ შევხედე თემას ... თუ საქმე ეხება იმას, თუ როგორ ესმის ეს ტერმინი მართლმადიდებლობას და შემთხვევით ურევს კათოლიკურ ე.წ. იურიდიზმს- ეს მართლა პრობლემაა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#74
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ხშირად კამათი მიდის ხოლმე ტერმინოლოგიური აღრევის გამო. მე ბოლო დროს აღარ მაქვს დრო კარგად გადავიკითხო აქაურობა ამიტომ არც ვერევი ხოლმე კამათებში. ახლაც ოდნავ შევხედე თემას ... თუ საქმე ეხება იმას, თუ როგორ ესმის ეს ტერმინი მართლმადიდებლობას და შემთხვევით ურევს კათოლიკურ ე.წ. იურიდიზმს- ეს მართლა პრობლემაა ზაზა, უკეთესი იქნება თუ დავწერ, ქრისტეს ჯვარცმით რა მოხდა. რა გამოისყიდა თუ რისგან გვიხსნა ქრისტემ და რა სხვაობაა (რადიკალური) გამოსყიდვას და გამოხსნას შორის. მე როგორც მივხვდი გამოსყიდვა, ფასის საზღაურით ხდება, ანუ სავარაუდოდ ქრისტეს სისიხლის საზღაურით. მოკლედ, ტქვენ, პროფესიონალებმ ტქვით. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ზურა |
![]()
პოსტი
#75
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
აქა მშვიდობა
![]() თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი, რთული და ტევადია. ვისაც სურვილი აქვს გაეცნოს ამ საკითხს ღვთისმეტყველური კუთხით, ვურჩევ ინახულოს ეს ბმული. სადაც საკმაოდ ბევრი ვიმსჯელეთ და რომ არა უწმინდესის ბოლო სიტყვა - რაც საოცრად დაემთხვა დისკუსიის მსვლელობას - დღესაც ვილაყბებდით ![]() http://church.ge/index.php?showtopic=624 უფალო შეგვიწყალე. p.s. რაც შეეხება ტერმინებს : ''გამოგვისყიდა'', ''გაგვამართლა'', ''რას ნიშნავს ცოდვა?'', ''რა მოხდა ედემის ბაღში?'', და ა.შ... თვითოეულის ირგვლივ შეიძლება უშველებელი თემის გახსნა. ამიტომ მიზანშეწონილი არ იქნება, ეხლა რომ დავაპირო მათზე მსჯელობა. თუ კითხვა გიტაცებთ (და არა მარტო კითხვების დასმა) ხსენებულ ბმულში ბევრ საინტერესოს მიაგნებთ. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
loen |
![]()
პოსტი
#76
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 ![]() |
http://www.reg6.com/reg6/index.html
ინგლისურის მცოდნეთათვის. გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე,არ გამოტოვოთ და არ გადაახტეთ თავებს. მაინტერესებს ყველას აზრი. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#77
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ზურა
ციტატა თუ კითხვა გიტაცებთ (და არა მარტო კითხვების დასმა) ხსენებულ ბმულში ბევრ საინტერესოს მიაგნებთ. ზურა, ბმული წავიკითხე, მოკლედ, ოგოც მივხდვი (იმედია სწორედ მივხვდი) უფალმა მიიღო ადამიანის დაზიანებულიბუნება ნებით , ანუ მას ჰქონია დაზიანებული ბუნება. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
athos |
![]()
პოსტი
#78
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ციტატა ზურა, ბმული წავიკითხე, მოკლედ, ოგოც მივხდვი (იმედია სწორედ მივხვდი) უფალმა მიიღო ადამიანის დაზიანებულიბუნება ნებით , ანუ მას ჰქონია დაზიანებული ბუნება. ეჰ... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#79
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ეკატერინე
ციტატა ეჰ... უიიიიიი ![]() ![]() ეკა, ბმულას ცხადია თავიდან წავიკითხავ, მაგრამ თუ უფალს არ ჰქონდა , ანუ არ მიუღია დაზიანებული ბუნება, მაშინ რა გამოისყიდა? განა ამ ბუნებას არ ჭირდებოდა ცოდვის გამოსყიდვა და აღორძინება? ნუ , უკაცრავად, იმ სიტყვებით რომ ვერ ვლაპარაკობ როგორც ეს თეოლოგებს გეკადრებათ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
athos |
![]()
პოსტი
#80
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ნინო, შენ თუ ყურადღებით წაიკითხე ეგ ბმული, მაშინ ნახავდი ბევრ კითხვას, რომელიც უპასუხოდ დარჩა.
კიდევ ერთ კითხვას დავამატებ: Далее возникает вопрос в связи утверждением модернистов о греховной плоти Спасителя: как боролся Христос с грехом, обитавшим, по мнению модернистов в Его Плоти – в ипостаси или вне ипостаси? Ведь Его человеческая Плоть была воипостазированна с самого начала, следовательно, не могла выходить из ипостаси? Где же происходила это борьба, как не в самой Ипостаси? Другое дело, что она не совершалась в природе Сына Божьего; человеческая и божественная природы в ипостасном соединении не слились, но ведь они и не разлучились? Если допустить, что борьба происходила в воипостазированной человеческой природе, которая совершенствовалась, то есть качественно менялась, то, значит, Христос в Вифлееме имел другую Плоть в конститутивном отношении, чем на Кресте -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი