IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ჩვენი ისტორიული სიმართლე, ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ
KAIROS
პოსტი Sep 21 2008, 05:55 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გამარჯობათ;

მოკლედ, ეს ის სფეროა სადაც სმენას ვამჯობინებ უფრორე, მაგრამ განვითარებული მოვლენების
გამო, ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდი და რაც შეიძლება მეტი და მეტი მინდა და გვინდა რომ
გავიგოთ, მითუმეტეს რომ ახლა მიდის საინფორმაციო ომი, ზოგი ცდილობს ისტორია გადაწეროს,
ზოგი კი საერთოდ მნიშვნელობა დაუკარგოს მას...
ახლახანს ერთერთი ინტერნეტ გამოცემი კომენტარებში ვიღაც "მარიშკა" წერდა, რომ ისტორიულად
თურმე "სამხ. ოსეთი", რასაც მე ყოველთვის სამაჩაბლოს ვამჯობინებ, სულ იბრძოდა ქართველების
წინააღმდეგ და ათასი სისულელე... მაგრამ საინტერესოა რა ვიცით ოსების სამაჩაბლოში ყოფნის
შესახებ? აი ვნახე თემა აფხაზეთზე, მაგრამ რა ვიცით სამაჩაბლოზე? რა მოხდა 1918-1920 წლებში
როცა იგივე "მარიშკა" ამტკიცებს რომ 700ზე მეტი ოსი მოკლეს ქართველებმაო და ათასობით გაიქცაო,
რა მოხდა სტალინის დროს, რა მოხდა 18 წლის უკან და რა მოხდა 1 თვის უკან...
ანუ ვინ არიან ალანები, რას წერენ თავად სეპარატისტები და რუსები, და რას წერს ჩვენი მხარე და
მერე ობიექტურად რაა სიმართლე? ვიცი, რომ აქ არიან ისტორიკოსები და ისტორიის კარგად მცოდნე
ადამიანები, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ მეგობრებო;
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდმუნდი
პოსტი Sep 21 2008, 05:59 PM
პოსტი #2


და მიაპობს ტალღებს...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 30-August 08
წევრი № 5,552



სამწუხაროდ ისტორია არაზუსტი მეცნიერებააა.ჩემი აზრით სიმართლეს ვერ გავიგებთ...


--------------------
ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 21 2008, 06:18 PM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნუ ახლა ის მაინც უნდა გავიგოთ ზოგადად რა ხდებოდა smile.gif

აი დავიწყებ რამოდენიმე ისტორიული ფაქტის და მოსაზრებების დადებას და თქვენ განავრცეთ, დაამატეთ წყაროები და გამოიტანეთ დასკვნები:

1) 1770 წლის აღწერით ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე უკვე მოსახლეობდა 4 000 კომლი ოსი ,ანუ იმდროინდელი ქართლ-კახეთის მოსახლეობის დაახლოებით მეათედი.

2)ტოპონიმი ქართულია და როგორც ვარაუდობენ ნაწარმოები უნდა იყოს რცხილის ძველ ქართული შესატყვისიდან "ქრცხილა" ,აქედან "ქრცხინვალი" რომელსაც დროთა განმავლობაში ჩამოშორდა თავკიდური ორი ასო და მივიღეთ ცხინვალი.
რაც შეეხება დემოგრაფიულ სტატისტიკას ამაზე ზუსტი ცნობების მოძიება საკმაო წარმატებით შეიძლება.მე-საუკუნის მეორე ნახევარში აქ,ყოველ შემთხვევაში თუ საკუთრივ ცხინვალში არა მაგრამ მის შემოგარენში უნდა არსებულიყო მჭიდრო ოსური მოსახლეობა.წყაროები გვაწვდიან ცნობას,რომ 1786 ერეკლე მეორეს ცხინვალი საგამგებლოდ გადაუცია ვინმე დოხჩიკო ხეთაგურისთვის .მოგვიანებით ცარიზმის შემოსვლის შემდეგ გაგვაჩნია უფრო ზუსტი ცნობები .მაგ. 1804 წელს ცხინვალში მოსახლეობდა 16 ოსური,41 ქართული ,116 სომხური და 6 ებრაული ოჯახი .დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ 1897 წელს ვინმე ა.ალაზნისპირელი გაზეთ "ცნობის ფურცელში" სწერს,რომ ," ცხინვალი ითვლება ოსთა და ურიათა ქალაქად,ქართველები და სომხები კი შეადგენენ ერთ მეოთხედს საერთო მოსახლეობის"-ო.1917 წლის მონაცემებით საკუთრივ ცხინვალში ცხოვრობდა 80 ოსური,346 ებრაული,310 ქართული და 160 სომხური ოჯახი.როგორც ვხედავთ ქ.ცხინვალში ოსური მოსახლეობას არ ეკავა გაბატონებული მდგომარეობა,მაგრამ სიტუაცია განსხვავებული იყო ცხინვალის "უჩასტკზე".აქ 1900-იანი წლების მონაცემებით ირიცხებოდა 54 390 სული ,აქედან ოსი 34 478 ,17 068 ქართველი ,2 061 ებრაელი, 753 სომეხი და 38 რუსი (ЦГИА, фонд 48, д. 2302, №91).

3) 770 წლის ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობის აღწერის მონაცემებს.

"არაგვის ოსი: ზახას, თრუსოს, ჭვრივს, ხადას და ღუდეს, 1200 კომლი.
არაგვის ქრისტიანენი მართლმადიდებელნი, მთას და ბარს, კომლი 2000.
ქსნის ოსი კომლი 2000.
ქსნის საერისთაოს ქრისტ[იანენი] მართლმადიდებელნი კომლი 1600.
მაჩაბლის ოსი 860, ურია არის 40 კომლი.
არს ქართლს მართლმადიდებელნი ქრისტიანენი ქართველი, ხიზანს გარდა, სახასო, ეკლესიების ყმა, თავადების ყმა და აზნაურშვილებისა, [კომლი] 4000.
ქართლში სომეხი არს კომლი 500;"

http://www.matiane.com/1770.htm

არაგვის საერისთავოს,ქსნის საერისთავოს და სამაჩაბლოს ოსთა რაოდენობა ერთად აღებული არის მინიმუმ 1200+2000+860=4060,რადგან ამ სათვალავში არ არის გათვალისწინებული მონათლულ ოსთა რაოდენობა(!).

4) წინა, ეს და რამოდენიმე ინფორმაცია ეკუთვნის მეზობელი ფორუმიდან მეგათეოს და დიდი მადლობა მას:
ოსები როდის გამოჩნდნენ პირველად კავკასიის ქედის აქეთა მხარეს ეგი არავინ იცის დანამდვილებით.ზოგნი ამბობენ ჯერ კიდევ სტარბონის დროს ცხოვრობდნენო სარმატები(ანუ ოსთა წინაპრები,მათივე მტკიცებით) იბერიის მთიანეთში,მარა ჩემი აზრით ეს ზღაპარსა უფრო ჰგავს.მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ოსთა უშუალო წინამორბედები ალანები(მათ ქართული საისტორიოგრაფიო წყაროები "ოვსებად" მოიხსენიებენ) ქართველთა მეზობლად ცხოვრობდნენ ჩრდილოეთში და განსაკუთრებულ როლსაც თამაშობდნენ იმდროინდელი ქართული სახელმწიფო წამონაქმნთა შიდა და გარეპოლიტიკურ არენაზე. მე-11 საუკუნეში როცა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა დასასრულს უახლოვდებოდა განსაკუთრებით გააქტიურდა,გაღრმავდა ოსთა და ქართველთა ურთიერთობები,გახშირდა მათთან მჭიდრო ნათესაური,დინასტიური ქორწინებები.ოსი მეფენი და დიდებულები მზად იყვნენ ნებისმიერ შემთხვევაში სამხედრო დახმარება აღმოეჩინათ თავიანთი სამხრეთელი მოყვრებისათვის.გვეხსომება ალბათ ისტორიიდან ოსთა მეფის დირღოლელის ლაშქრობა განძაში თავის სიძის ბაგრატ მეოთხის მხარდამხარ.დროთა განმავლობაში ოსეთი იქცა ადგილად სადაც ქართველი მეფენი დაქირავებულ ლაშქრს "როქის სპას" ჰკრებდნენ თავიანთი პირადი "დრუჟინასათვის" ,ოსები ქართულ ლაშქრის წინამებრძოლ ძალად იქცა("აზმანიანის..." ავტორი როცა ქართული ლაშქრის საჩვენებელ აღლუმს აღგვიწერს სწორედ ოსებს ასახელებს პირველ რიგში)თამარის დროისათვის ეს ორი ხალხი უკვე ისე მჭიდროდ იყო ერთმანეთს დაახლოებულნი რომ ოსი უკვე შინაურად,"არა უცხოდ" აღიქმებოდა.ძნელია იმის მტკიცება თუ სად გადიოდა მაშინ ქართველთა და ოსთა შორის საზღვარი.ამაზე არავითარი წერილობითი წყარო არ მოგვეპოვება,ალბათ სავარაუდოდ ოსთა გავლენა არ გადმოსცდენია კავკასიონის ქედს,მაგრამ ჩემი აზრით არ გამოირიცხება ოსური ახალშენების არსებობა ქართლის მთიანეთში.ქართველ მეცნიერთა ერთი ნაწილი (ნ.ბერძენიშვილი, დ. გვრიტიშვილი)პირველი ოსური ახალშენების გამოჩენას კავკასიონის ქედის აქეთა მხარეს მე-13 საუკუნის მიწურულიდან ვარაუდობს.ოსი ისტორიკოსის ვანეევის აზრით ეს პროცესი მე-15 მე-16 საუკუნეებში მიმდინარეობდა.ამავე აზრიისა ვ.გამრეკელიც

5) იქითა მხარე თვლის, რომ ორჯერ ჩაუტარა ქართულმა მხარემ გენოციდი - 1920 და 1989 - 1992 წლებში. 1920წ-ის შესახებ თვით ვალიკო ჯუღელი წერს გადამწვარი სოფლების შესახებ და მანდ ვერაფერს ვეღარ იზამ. ინფორმაცია 90-იანი წლების შესახებ ჯერაც არა აქვთ სისტემატიზებული ბოლომდე და კარგი იქნება, თუ მანამდე მოხდება შერიგება, სანამ ეგ საქმე დამთავრდება.

6) ოსები საქართველოში

ოსების სამშობლო კავკასიონის ქედის გადაღმაა. ესენი გახლავთ ჩრდილო–ირანულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ქართველებსა და ოსებს ძველთაგანვე მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდათ. ქართლის მეფეები მათ დაქირავებულ რაზმებს ხშირად იყენებდნენ სამხედრო მიზნებისთვის და სანაცვლოდ ქირას, საჩუქრებსა და ნადავლს აძლევდნენ.

XI ს–ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ცნობით, ძვ.წ. მე–3 ს–ში ქართლის მეფე ფარნავაზს ქართლის მაშინდელი მმართველის აზოს განდევნაში ოსები და ლეკები ეხმარებოდნენ.

VI-X საუკუნეებში ოსეთში ბიზანტიიდან და საქართველოდან ქრისტიანობა გავრცელდა.

II საუკუნის დამლევს ქართველების მიმართ ოსების მეგობრული დამოკიდებულება მტრობით იცვლება. ისინი დვალეთის გზით მცხეთის შესამუსრად შემოვიდნენ ქართლში, მაგრამ ქართლის მეფემ ამაზასპმა ისინი დაამარცხა და გადევნა ჩრდილოეთ კავკასიაში. ოსები ქართლში IV საუკუნეშიც გამოჩნდნენ, მაგრამ მეფე მირიანი საპასუხოდ გადავიდა ოსეთში, ააოხრა და გამარჯვებული დაბრუნდა შინ.

V საუკუნეში ირანის მიერ წაქეზებული ოსები კვლავ შემოიჭრნენ ქართლში და ქალაქ კასპში ვახტანგ გორგასლის და – მირანდუხტი – დაატყვევეს. ვახტანგმა ილაშქრა ოსეთში, დაიმორჩილა ისინი, გაათავისუფლა ტყვენი და „შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელსა ჩუენ დარიალისად უწოდეთ“. ამ კარის დაცვა ვახტანგმა იქაურ მთიულებს დაავალა.

ამის შემდეგ ქართულ წყაროებში კარგა ხანს არ იხსენიებიან ოსები. ვახტანგ გორგასლის ძლევამოსილი გამარჯვებისა და დარიალის კარის ჩაკეტვის შემდეგ, მათ დიდხანს აღარ გასჩენიათ სურვილი კავკასიონის ქედის სამხრეთით გადმოსვლისა და საქართველოს დალაშქვრისა.

XIII საუკუნეში, ქართლის შინაპოლიტიკური რღვევის დროს, კერძოდ, 1292 წელს, უმეფობის ხანაში, ოსები დარუბანდის გზით ქართლში შემოიჭრნენ, იწყეს რბევა, ხოცვა და დატყვევება ადგილობრივი მოსახლეობისა. მათ ააოხრეს და დაიპყრეს გორი.

ოს მოძალადეთა წინააღმდეგ გადამწყვეტი შეტევა დაიწყო მეფე გიორგი V ბრწყინვალემ XIV საუკუნის 20–იან წლებში. ჟამთააღმწერელის სიტყვით, მან აჰყარა ოსები ქართული მიწიდან, წაართვა ციხეები და დაბნები, რომლებიც დაეპყროთ, ქართლში მოთარეშე ოსური რაზმები გაანადგურა და ოსები გააძევა საქართველოდან.

რაც შეეხება ოსურ ახალშენებს ქართლში, მათი შექმნა გვიან შუა საუკუნეებში დაიწყო და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ჯერ კიდევ XIII-XIV საუკუნეებში მონღოლურმა და თურქმანულმა მოდგმის დამპყრობლებმა დაარბიეს და გაანადგურეს ჩრდილო კავკასიის ველებზე მცხოვრები ოსები. გადარჩენილთა ერთი ნაწილი ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ მაღალმთიან რაიონს შეეხიზნა. იქ მათ არსებობის ხელსაყრელი პირობები არ ჰქონდათ და იწყეს ლტოლვა საქართველოსკენ, რომელიც განვითარებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო მათთვის მიმზიდველი იყო.

სარჩო–საბადებლის მძებნელ ოსთა პატარა ჯგუფები ქართველ მთიელთა სოფლებში ჩამოდიოდნენ ან ხიზნებად სახლდებოდნენ იქაურ ფეოდალთა კუთვნილ მიწებზე. შემოხიზნული ოსები დიდად ავიწროვებდნენ ადგილობრივ მკვიდრთ. ზაფხულიდან მოყოლებული თითქმის ზამთრამდე, ისინი თავს ესხნოდნენ ქართველთა სოფლებს, ხოცავდნენ და ატყვევებდნენ მოსახლეობას. ეს მდგომარეობა აღწერილი აქვს ბესარიონ ქართლის კათალიკოსს თავის თხზულებაში „მარტვილობა ლუარსაბ მეფისა“, რომელიც XVII – XVIII საუკუნეთა მიჯნაზეა დაწერილი.

XVII საუკუნის პირველი ნახევრის ერთი ნასყიდობის სიგელიდან ჩანს, რომ ოსები სოფელ ზემო ჯავაში ამ დროს ჯერ კიდევ არ სახლობდნენ.

XVIII საუკუნის 30–იან წლებში ქართლში ოსთა განსახლებას ასახავს ვახუშტი ბაგრატიონის რუკები და ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. ამ რუკებზე ოსური სოფლების ნიშნებითაა აღნიშნული დიდი და პატარა ლიახვების ზემო წელი, მეჯუდის, ლეხურის, ქსნის, თერგის სათავეები. არაგვის ხეობაში არაა არცერთი ოსური სოფელი, ასევე არაა სამუხრანბატონოში და საამილახვროში. ეს იმას ნიშნავს, რომ ოსური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული სოფლები შიდა ქართლის მთისწინეთსა და ბარში არ არსებობდა. ასეთი სოფლები მხოლოდ ხეობათა თავში იყო.

XVIII საუკუნის 70–იან წლებში მდგომარეობა შეიცვალა. ქართლში მეტი ოსი ჩანს, ვიდრე ადრე. მათი განსახლების არე სამხრეთით მოიწევს.

ერეკლე მეორის ბრძანებით 1770 წელს ჩატარდა მოსახლეობის აღწერა. აღწერასთან დაკავშირებული საბუთების შემოწმებისა და სხვა საბუთებთან შეჯერების შედეგად გაირკვა, რომ XVIII საუკუნის მიწურულს საქართველოში ცხოვრობდა 2130 კომლი ოსი.

1802 წლისთვის შიდა ქართლის იმ ნაწილში, სადაც 1922 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შექმნა, მხოლოდ 10 სოფელსა და ჟამურის ხევში (მდ. ქსნის სათავე) ცხოვრობდნენ კომპაქტურად ოსები. ცხინვალში არ სახლობდა არცერთი ოსური ოჯახი. აქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველები, სომხები და ქართველი ებრაელები. XIX საუკუნის დასაწყისში ოსები მხოლოდ შიდა ქართლის მთაში იყვნენ. XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან ისინი შიდა ქართლის მთისწინეთში დასახლდნენ, ხოლო ინტენსიურად ბარში ჩამოსახლება მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს.

1842–1843 წლებში კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მცხოვრებ მთიელთაგან, რომლებიც გორის, თბილისისა და თელავის მაზრებში სახლობდნენ, შეიქმნა თუშ–ფშავ–ხევსურეთისა და ოსეთის ოკრუგები. ოსეთის ოკრუგი დანაწილდა ჯავის, პატარა ლიახვისა და ნარის უბნებად. 1859 წელს მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ ნარის უბანი (ისტორიული დვალეთი) ჩამოაშორა თბილისის გუბერნიას და გადასცა „კავკასიის ხაზის მარცხნენა ფრთის“ ოსეთის სამხედრო ოკრუგს, რომელიც შემდეგ თერგის ოლქში, 1924 წლიდან კი ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ–ში მოექცა. ასე ჩამოაშორეს საქართველოს ოდითგანვე მისი განუყოფელი ტერიტორია – დვალეთი.

1922 წლის 20 აპრილს შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შევიდა ქართლის მთიანეთის ჩრდილო მხარე და რაჭის ნაწილი, აგრეთვე, საქართველოს ისტორიული პროვინციები – სამაჩაბლო, ქსნის საერისთავო, საფალავანდიშვილო, საამილახვროს ნაწილი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა იყო ისტორიულად და იურიდიულად სრულიად გაუმართლებელი აქტი, მით უმეტეს, რომ საქართველოში მცხოვრებ ოსთა ორი მესამედი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ გარეთ ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შემავალი ტერიტორია არასოდეს ყოფილა ოსების სამშობლო, საქართველოში მათ მაინც ყველა პირობა ჰქონდათ ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განსავითარებლად. 1990–1991 წელს აქ ფუნქციონირებდა 97 ოსური სკოლა, სადაც სწავლა მთლიანად ოსურ ენაზე მიმდინარეობდა ან ცალკე საგნად ისწავლებოდა ოსური ენა და ლიტერატურა. ცხინვალში იყო პედაგოგიური ინსტიტუტი, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი, სამედიცინო, სამუსიკო, სამხატვრო, პროფტექნიკური სასწავლებლები, ასევე, სახელმწიფო ოსური თეატრი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, საჯარო ბიბლიოთეკა და ა.შ. ოსურ ენაზე გამოდიოდა ჟურნალ–გაზეთები. ყოველივე ამას მოკლებული იყო ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა, სადაც მოხდა ოსი მოსახლეობის გარუსება.

1989–1992 წლებში ოსებსა და ქართველებს შორის, არცთუ რუსული მხარის ჩარევის გარეშე, ვითარება დაიძაბა, გაღვივდა სეპარატისტული იდეა, რასაც მოჰყვა ის, რომ 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს სესიამ მიიღო დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ. ამის საპასუხოდ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 11 დეკემბერს მიღებული კანონით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შეხვედრაზე მიღებული დოკუმენტით ამ ოლქის გაუქმება რუსეთმაც აღიარა.

გამოყენებული ლიტერატურა:
ჯონდო გვასალია
„საქართველო არის ესე“, ტ.8
გამომცემლობა „ციცინათელა“, 2003

7) საინტერესოა

მიტროპოლიტი ანანია ჯავარიძე


საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო საზღვრები ფარნავაზიან და ბაგრატიონ მეფეთა მმართველობის ეპოქაში და მისი არასწორი ასახვა "Православная Энциклопедия"-ს ტომეულებში

http://www.amsi.ge/istoria/div/anania.html


8) ოსები
ოსები საქართველოში

ქართული წყაროები ხშირად მოიხსენიებენ ალანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიის ჩრდილოეთით, ოსების ან ოვსების სახელით. ამ წყაროებში მათი ხშირად ხსენება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს სახელმწიფოს დასაბამიდანვე მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა ალანებთან. ეს დიდი ტომობრივი ჯგუფი, რომელიც მიეკუთვნება ირანელთა ჩრდილო შტოს, ჩვ.წ. 50 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა არალის ტბასა და კავკასიას შორის მდებარე ტერიტორიაზე. ევროპაში ჰუნების შეჭრის შემდეგ ზოგიერთი ალანური ტომი დასავლეთში გადავიდა, დანარჩენები კი კავკასიაში დარჩნენ. ამრიგად, ოსები არიან ირანული მოდგმის ანტიკური ალანური ტომების შთამომავლები. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანული სარწმუნოებისაა, ხოლო ნაწილი (ჩრდილო ოსეთის ცენტრალურ რაიონებში) მუსლიმანებია.

XIII საუკუნის მეორე ნახევარში ალან-ოსებმა სცადეს ძალით დასახლება საქართველოში, მაგრამ საქართველოს მეფე გიორგი V დაამარცხა ისინი და განდევნა ქვეყნიდან.

XVII საუკუნეში ქართველი წარჩინებულები დაინტერესებული იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან შეეძინათ ოსი მოსამსახურეები. სწორედ იმ დროს ოსებმა ლეგალურად დაიწყეს მიგრაცია ჩრდილო საქართველოს მთიან ნაწილებში. მოგვიანებით, არაგვის, ქსნისა და რაჭის სამთავროებში, სამაჩაბლოსა და საწერეთლოს ზოგიერთ ტერიტორიებზე ნაწილობრივ ბინადრობდა ოსური მოსახლეობა.

ამრიგად, XVIII საუკუნის დასასრულს საქართველოში ოსურმა მოსახლეობამ მიაღწია 5,000 ოჯახს. ასე შეიქმნა ძველ ქართულ მიწებზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსთა ეთნიკური მასივი, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია `შიდა ოსების~ ან კიდევ `არაგვის, ქსნის, ლიახვისა და სამაჩაბლოს ოსების~ სახელით.

ქართველებისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~, ვინაიდან მასში ჩანს ჩრდილო ოსეთთან შეერთების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფედერაციას განეკუთვნება. XIX საუკუნეში ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~ გამოიყენებოდა კულტურული და გეოგრაფიული მნიშვნელობით, მაგრამ ამ მხარემ ეს ადმინისტრაციული სტატუსი კომუნისტური მმართველობის შედეგად მიიღო. იმის მიუხედავად რომ უკანასკნელ რამდენიმე საუკუნეში ამ რეგიონის სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ოსები წარმოადგენდნენ, ქართველები მას მიიჩნევდნენ თავიანთ ისტორიულ პროვინციად და უწოდებენ შიდა ქართლს ან სამაჩაბლოს, ან კიდევ ცხინვალის რეგიონს.

1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი გახდა და ჩრდილო ოსეთი ჩამოყალიბდა როგორც თერგის საბჭოთა რესპუბლიკა. საქართველოს რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის მხარე შეიქმნა 1922 წლის 20 აპრილს.

რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემას, 1800 წლისათვის საქართველოში ცხოვრობდა 29,300 ოსი, ხოლო 1832 წელს - 32,300. 1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით საქართველოში იყო 71,000 ოსი, ხოლო 1897 წელს - 81,500.

XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ოსი მოსახლეობის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქვეყანაში ცხოვრობდა 113,298 ოსი. საქართველოში ოსთა ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა აგრეთვე გასული საუკუნის 30-40-60-70-80-იან წლებში. 1939 წელს მათი რიცხვი იყო 148,680; 1959 წელს - 141,200; 1970 წელს - 150,200; 1979 წელს - 160,500; 1989 წელს 164,100.

1989 წელს ე.წ. "პერესტროიკის" პირობებსა და ქართული ნაციონალიზმის ზრდის შიშით სამხრეთ ოსებმა მოითხოვეს ჩრდილო ოსეთთან გაერთიანება. მომდევნო წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა, დააწესა მმართველობა პრესაზე და აკრძალა დემონსტრაციები. 100.000-ზე მეტი ოსი წავიდა საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილო ოსეთში. ეს ომი დამთავრდა 1992 წლის ივლისში, როდესაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და ოსი, ქართველი და რუსი მშვიდობის დამცველი ჯარები განლაგდნენ ამ რეგიონში.

მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით 2002 წელს საქართველოში ცხოვრობდა 38,028 ოსი, მათ შორის 10,268 ცხოვრობდა თბილისში.

წყაროები:

- ზ.ვანეევი, ისტორიული ცნობები ალან-ოსთა შესახებ, სტალინირი 1941, გვ.45-69;
- ვ.ითონიშვილი, ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი 1995, გვ.13-14;
- ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ.282-302;
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემები, თბილისი 2002, ტ.I-II.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 21 2008, 07:57 PM
პოსტი #4


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



KAIROS
კი კაიროს, ამ ცნობებს ისტორია გვაწვდის, მაგრამ ერთ ცუდ და უხეშ შედარებას მოვიყვან თუ არ გამიბრაზდებით biggrin.gif

დღეს new-york_ში და კერძოდ brooklin_ში უამრავი ქართველი ცხოვრობს,
ლამის გადააჭარბოს ამერიკელ მოსახლეობას და რა ვქნათ ახლა?
გამოვაცხადოთ საქართველოს ნაწილად? ისე არაა ცუდი აზრი tongue.gif

ისტორია ასე წერს, მაგრამ ხალხი სხვას ამბობს,
მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხინვალში სულ რამდენიმე
ოსური ოჯახი ცხოვრობდა და სანახავადაც კი დავდიოდით,
რომ გვენახა ოსებიც ისეთივე ადამიანები თუ იყვნენ როგორც სხვა დანარჩენებიო.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 21 2008, 08:25 PM
პოსტი #5


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
სამწუხაროდ ისტორია არაზუსტი მეცნიერებააა

დარწმუნებული ხართ? smile.gif

ციტატა
დღეს new-york_ში და კერძოდ brooklin_ში უამრავი ქართველი ცხოვრობს,
ლამის გადააჭარბოს ამერიკელ მოსახლეობას და რა ვქნათ ახლა?
გამოვაცხადოთ საქართველოს ნაწილად? ისე არაა ცუდი აზრი

ისე ამაზე ჟორდანიას დროინდელი ამბავი გამახსენდა biggrin.gif
თურმე, ჟორდანიას სომხები მიუხტნენ თბილიში მოსხლეობის უმრავლეობა სომეხია და ეგ ჩვენი ქალაქიაო, მაშინ უთქვია: ერევანში კიდე ქართველები, მოდით მაშინ ერევანი დაგვითმეთო ქართველებსო.. ხმა გაკმიდეს biggrin.gif


არა, მე როგორც ვიცი ოსების ისტორიული სამშობლო ჩრდილოეთით არის და არა ქართლის მიწაზე....

ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ოლქის საზღვრები კი ხელოვნურადაა შექმნილი თავის დროზე smile.gif
ასე რომ, როცა ჭკვიანად იყვნენ ოსები, კიდეც ძმობა გვქონდა smile.gif
როცა მიქარეს, კიდეც მიიღეს biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 21 2008, 08:35 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ქეთინო
ციტატა
ასე რომ, როცა ჭკვიანად იყვნენ ოსები, კიდეც ძმობა გვქონდა smile.gif


ნამდვილად.

ციტატა
როცა მიქარეს, კიდეც მიიღეს biggrin.gif


სამწუხაროდ,ბოლოს ჩვენ მიგვაღებინეს...

და 1920 წელს თუ ოსური სოფლები გადამწვარი იყო, ეს უდავოდ გენოციდის მიმასწავებელია ნუთუ? რატომ "გახდნენ" გადასაწვავი ამაზე წერია სადმე რამე? მაინტერესებს, თუ იცით,დაწერეთ, მადლობთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 21 2008, 09:01 PM
პოსტი #7


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
მას შემდეგ, რაც ქართველმა ერმა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ერთად უმთავრეს მიზნად დაისახა ქვეყნის განთავისუფლება საბჭოთა იმპერიისაგან, კრემლი, თავისი ადგილობრივი აგენტურისა და სეპარატისტთა წაქეზებით შეეცადა კონფლიქტის გაჩაღებას არაქართული მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში და პირველ რიგში კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.

ქვემოთ გთავაზობთ 1989 წელს სამხრეთ ოსეთის ოლქის აღმასკომის დადგენილებებს, საიდანაც აშკარად ჩანს ის საწინააღმდეგო და გამაფრთხილებელი ნაბიჯები ოსი სეპარატისტების მხრიდან, თუ რა პოზიციას დაიჭერდნენ ისინი თუკი ქართველები კვლავ გააგრძელებდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას!

აგერ დოკუმენტები და ანალიზი თქვენ გააკეთეთ (აღსანიშნავია რომ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო ჯერ პასუხს არ სცემს საქმე რომ არ გამწვავდეს)...




თუ ადამიანს განსჯისა და ანალიზის უნარი გააჩნია ამ დოკუმენტებიდან აზრის გამოტანას შეძლებს!


მივყვეთ ქრონოლოგიას


-----------------------------------


საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 4 სექტემბრის დადგენილება ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის თაობაზე

საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტი და სახალხო დეპუტატთა საოლქო საბწოს აღმასკომი ადგენენ:

1. დამტკიცდეს შემუშავებული და ფართო საზოგადოებრიობის მიერ მოწონებული ოსური ენის სახელმწიფო პროგრამა.

2. დაევალოს ოლქის პარტიულ, საბჭოთა, სამეურნეო, ადმინისტრაციულ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უზრუნველყონ ოსური ენის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების უთუო და დროული შესრულება.

3. აღნიშნული პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულმა ყველა ორგანიზაციამ ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და სახალხო დეპუტატთა საოლქო საბწოს წარმოუდგინოს კონკრეტული წინადადებები მათი რეალიზაციის ვადების მითითებით.

4. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მინისტრთა საბწოს წინაშე დაისვას საკითხები:

ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პირველ პუნქტში შეტანილი იქნას სათანადო ცვლილებები სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე საქართველოს სსრ კანონისა და ოსური ენის განვითარების პროგრამის შესაბამისად; აღნიშნული პროგრამის მესამე განყოფილების მე-9 და მე-14 პუნქტები არ განხორციელდეს აბიტურიენტებზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან.



სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის მდივანი ა. ჩეხოევი.

სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ა. კაჩმაზოვი.

1989 წლის 4 სექტემბრი


--------------------------




სამხრეთ ოსეთის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეთერთმეტე სესიის 1989 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს სსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონი) ცვლილებათა და დამატებათა თაობაზე

საქართველოს სსრ კანონის, საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა არჩევნების თაობაზე საქართველოს სსრ კანონისა და საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბწოების სახალხო დეპუტატების არჩევნების თაობაზე საქართველოს სსრ კანონის პროექტებში შეტანილი დამატებების, წინადადებების, შენიშვნებისა და ცვლილებების განზოგადების მასალების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის, სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მ. გ. სანაკოევის ინფორმაციის შესახებ

1. მოწონებულ იქნას მ. გ. სანაკოევის მოხსენება მოცემულ საკითხზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დაისვას საკითხი საქართველოს სსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონი) პროექტში ინფორმაციაში აღნიშნული ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

2. საქართველოს სსრ მოქმედი კონსტიტუციის 75-ე მუხლს დაემატოს პუნქტი: `სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა’’. (...)

1989 წლის 26 სექტემბერი.


---------------------------------------


სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევვის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესია წყვეტს:

1. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად.

ეთხოვოს საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს და სსრკ უზენაეს საბჭოს განიხილონ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების საკითხი.



სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მ. სანაკოევი.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბწოს აღმასკომის მდივანი ი. ქოქოევი.

1989 წლის 10 ნოემბერი.




----------------------------------------



საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო
სესიის გადაწყვეტილებათა შესახებ

1989 წლის 10 ნოემბერს შედგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესია, რომელმაც განიხილა საკითხები:

საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის შესახებ;

ოსური ენის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ენად გამოცხადებისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის შეცვლის შესახებ.

გადაწყვეტილება სესიის 10 ნოემბერს მოწვევის შესახებ საოლქო საბჭოს აღმასკომმა მიიღო 9 ნოემბერს ორგანიზაცია «ადამონ ნიხასის» წარმომადგენელთა მუქარითა და ზეგავლენით. ოლქის პროკურორის პროტესტის საფუძველზე საოლქო საბჭოს აღმასკომმა გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და სესიის მოწვევის დღედ განსაზღვრა 25 ნოემბერი.

მიუხედავად აღნიშნულისა, «ადამონ ნიხასის» აქტიური ზემოქმედებით სესია მაინც გაიმართა 10 ნოემბერს.

სესია ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რომლის თანახმად სესიის ჩატარების დრო, ადგილი, აგრეთვე განსახილველად შესატანი საკითხები საოლქო საბჭოს აღმასკომს დეპუტატებისა და მოსახლეობისათვის ორი კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობებინა.

აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევა მით უფრო მიუტევებელია, რადგან სესიაზე იხილებოდა ოლქის მთელი მოსახლეობისათვის საარსებო მნიშვნელობის საკითხები.

იმის გამო, რომ უხეშად დაირღვა სესიის მოწვევისა და ჩატარების წესი და განხილულ იქნა საკითხები, რომელიც საოლქო საბჭოს უფლებამოსილებას აღემატება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 115-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მეთორმეტე სესიის გადაწყვეტილებები, როგორც კანონთან შეუსაბამო.


საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ო. ჩერქეზია.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.

1989 წლის 16 ნოემბერი.

________________________________________


სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეთოთხმეტე სესიის მეოცე მოწვევის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ


სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის მეთოთხმეტე სესიამ გადაწყვიტა:

1. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად.

2. ეთხოვოს სსრ კავშირის უმაღლეს საბწოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, შეყვანის შესახებ.

3. ეთხოვოს საბწოთა კავშირის რესპუბლიკებს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დადონ ხელშეკრულებები მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.


სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ფ. ზასეევი.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის მდივანი ი. ქოქოევი.

1990 წლის 20 სექტემბერი.

_____________________________



სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეოცე მოწვევის მეთოთხმეტე სესიის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მოქმედი
კანონების შესახებ


სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეოცე მოწვევის მეთოთხმეტე სესია აღნიშნავს, რომ საქართველოს სსრ უზენაესმა საბწომ 1989 წლის ნოემბერში, 1990 წლის 9 მარტსა და 20 ივნისს ჩატარებულ სესიებზე მიიღო დადგენილებანი, რომლებიც აღადგენენ საქართველოს დამოუკიდებლობას და რუსეთ-საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას აღიარებენ საქართველოს რესპუბლიკის ერთადერთ სამართლებრივ საფუძვლად.

საქართველოში 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარება შეფასებულია, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობა. უკანონოდ და ბათილად არის ცნობილი საქართველოს მიერ 1921 წლის თებერვლის შემდეგდროინდელი ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და ხელშეკრულება, რომელთა შორისაა 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება სსრკ შექმნის შესახებ.

ვინაიდან სამხრეთ ოსეთი შექმნილია აგრეთვე 1921 წლის თებერვლის შემდეგ და საქართველოს სსრ ზემოაღნიშნული დადგენილებებით ისიც უკანონოდ და ბათილად არის ცნობილი, სსრკ კონსტიტუციის 74-ე მუხლის თანახმად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის არსებობის ერთადერთ გარანტად სსრკ კონსტიტუცია და სსრკ კანონები გვევლინება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეოცე მოწვევის მეთოთხმეტე სესია წყვეტს:

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ცნობილ იქნას მხოლოდ სსრკ კონსტიტუციისა და სსრკ სხვა საკანონმდებლო აქტების მოქმედება.


სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ფ. ზასეევი.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მდივანი ი. ქოქოევი.

1990 წლის 20 სექტემბერი.

_________________________________________________

დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ


სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, გამოხატავს რა სამხრეთ ოსეთის ხალხის ნებას, გრძნობს რა პასუხისმგებლობას ოსი ერის ბედისათვის... ცნობს რა ოსი ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის ხელშეუვალ უფლებას... აცხადებს:

სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად სსრ კავშირის შემადგენლობაში, სახელმწიფო სუვერენიტეტს _ როგორც სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას, დამოუკიდებლობასა და სისრულეს _ მისი ტერიტორიის საზღვრებში, მისი კანონების უფლებამოსილებას, რესპუბლიკის დამოუკიდებლობას საგარეო ურთიერთობებში.

სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც ოსი ხალხის სახელმწიფოებრიობის ფორმის შემდგომი განვითარების ბუნებრივი და აუცილებელი პირობაა სრული დამოუკიდებლობა ყველა პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაწრაში, იმათი გამორიცხვით, რომლებიც მის მიერ გადაიცემა სსრ კავშირის შემადგენლობაში სსრ კავშირის უმაღლესი საბწოს მიერ თავის შემადგენლობაში მისი მიღების შემდეგ.

სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ხელშეუვალი უფლებები რეალიზდება საერთაშორისო უფლებების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად.

სამხრეთ ოსეთის საბწოთა დემოკრატიული რესპუბლიკა იცავს სამხრეთ ოსეთის ხალხის ეროვნულ სახელმწიფოებრიობას.

სამხრეთ ოსეთის ხალხი წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალური ხელისუფლების ერთადერთ სრულუფლებიან წყაროს.

სამხრეთ ოსეთის ხალხის სრულხელისუფლებიანობა რეალიზდება:

_ სსრ კავშირის კონსტიტუციისა და სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მის სუვერენიტეტს, თანასწორუფლებიანობასა და უშიშროებას;

სსრ კავშირის უფლებამოსილებათა ფარგლებს გარეთ, რომლებიც ნებაყოფლობით არის სამხრეთ ოსეთის მიერ გადაცემული მის გამგებლობაში, სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებელია მთელი საგარეო და საშინაო ცხოვრების საკითხების გადაწყვეტაში.

თუ სსრ კავშირის კანონები და სხვა აქტები ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის ხალხის სუვერენულ უფლებებს, კანონიერ ინტერესებს, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო წყვეტს მათ მოქმედებას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე და იღებს შესაბამის ზომებს.

სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე შემოღებულია სამხრეთ ოსეთის საბწოთა დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობა.
სამხრეთ ოსეთის საბწოთა დემოკრატიული რესპუბლიკის თითოეულ მოქალაქეს უნარჩუნდება სსრ კავშირის მოქალაქეობა.

სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ენას წარმოადგენს ოსური, ქართული და რუსული ენები.

სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროებას უზრუნველყოფენ:
_ შინაგან უშიშროებას _ მუნიციპალური უშიშროების მილიციის ფორმირება და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები, საგარეოს _ სახელმწიფოებრიობისა და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის პრინციპი, რაც სამხრეთ ოსეთის ხალხმაც გამოაცხადა, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში _ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ, რომელთა რიგებში თავიანთ სამსახურს ეწევიან სამხრეთ ოსეთის საბწოთა დემოკრატიული რესპუბლიკის ხალხის წარმომადგენელი მეომრებიც.

სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ჩრდილოეთ ოსეთთან.
აღიარებს რა ისტორიის, კულტურის, ენისა და ეროვნული განვითარების ინტერესების ერთიანობას, ეს ურთიერთობა ემყარება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ კულტურული და ეკონომიკური ინტეგრაციის პრიორიტეტს.


სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკას აქვს თავისი გერბი, დროშა და ჰიმნი.

სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის ამ დეკლარაციის პრინციპების საფუძველს წარმოადგენს:

_ სსრ კავშირის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლად შესვლისათვის, სამხრეთ ოსეთის საბწოთა დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების მიღებისათვის;
_ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უფლებათა განსაზღვრისათვის, როგორც საკავშირო ხელშეკრულების დამოუკიდებელი სუბიექტისათვის;
_ საკავშირო ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობისათვის.

1990 წლის 20 სექტემბერი.

წყარო: http://forum.ge/?f=29&showtopic=33883663&st=0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 21 2008, 09:21 PM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ამაზე წერია სადმე რამე

ჩვენი საერთო მეგობრის დახმარებით მივიღე საინტერესო წიგნი, რომელიც 178 გვერდიანი და შეიცავს საინტერესო სამეცნიერო სტატიებს ოსების საკითხის შესახებ, ასევე ქვია "ოსების საკითხისათვის" , წიგნი გასაგები მიზეზების გამო, დაწერილია რუსულ ენაზე, და ახლა ჩვენი ვაჟკაცობა იქნება, ამ წიგნის კარგად წაკითხვა-დამუშავება და მერე თუკი შესაძლებელი იქნება მისი თარგმნა უცხო ენებზე და ინფორმაციის გავრცელება...
აი ეს წიგნი

ОСЕТИНСКИЙ ВОПРОС

მეცნიერული სტატიების ნაკრები ოსების საკითხის შესახებ (რუსულ ენაზე)

osebis-sakitxi-ОСЕТИНСКИЙ ВОПРОС

СОДЕРЖАНИЕ
ВМЕСТО ПРЕДИСЛОВИЯ (перевод с грузинского).
АКАКИЙ БАКРАДЗЕ.
ЮЖНАЯ ОСЕТИЯ - В ЦЕНТРАЛЬНОЙ ГРУЗИИ?! (перевод с грузинского).
ВАХТАНГ ИТОНИШВИЛИ.
КУЛЬТУРНО-ЭТНИЧЕСКИЕ ПРОЦЕССЫ В СЕВЕРО-ЗАПАДНОЙ ЧАСТИ ШИДА КАРТЛИ С ДРЕВНЕЙШИХ ВРЕМЕН ДО ПОЗДНЕГО СРЕДНЕВЕКОВЬЯ (НА ОСНОВЕ АРХЕОЛОГИЧЕСКИХ МАТЕРИАЛОВ) (перевод с грузинского).
НОЭ АПХАЗАВА.
ШИДА КАРТЛИ И ОСЕТИНСКАЯ ПРОБЛЕМА (перевод с грузинского).
ДЖОНДО ГВАСАЛИА.
К ИСТОРИИ ЗОДЧЕСТВА ШИДА КАРТЛИ (перевод с грузинского).
ПАРМЕН ЗАКАРАЯ.
ЭПИГРАФИКА СЕВЕРНОЙ ЧАСТИ ШИДА КАРТЛИ (перевод с грузинского)
ГЕОРГИЙ ОТХМЕЗУРИ.
ПРОИСХОЖДЕНИЕ И РАЗВИТИЕ ТОПОНИМОВ ШИДА КАРТЛИ
(перевод с грузинского). КОБА ХАРАДЗЕ.
К ВОПРОСУ О РАССЕЛЕНИИ ОСЕТИН В ГРУЗИИ
(перевод с грузинского). БАХВА ГАМКРЕЛИДЗЕ.
ОСЕТИНЫ НА ГРУЗИНСКОЙ ЗЕМЛЕ (перевод с грузинского).
АНЗОР ТОТАДЗЕ.
ОСЕТИНШИНА (перевод с грузинского).
ВАХТАНГ ИТОНИШВИЛИ.
КОГДА ВОЗНИК ТЕРМИН “ЮЖНАЯ ОСЕТИЯ”? (перевод с грузинского).
СОЛОМОН ЛЕКИШВИЛИ.
ОСЕТИНСКИЙ СЕПАРАТИЗМ В 1918-1920 ГОДАХ.
АВТАНДИЛ МЕНТЕШАШВИЛИ.
ПРИЛОЖЕНИЕ (перевод с грузинского).
ОБРАЗОВАНИЕ ОСЕТИНСКОЙ АВТОНОМИИ В ГРУЗИИ.
ЛЕВАН ТОИДЗЕ.
О ПОЛИТИКО-ПРАВОВЫХ АСПЕКТАХ ГРУЗИНО-ОСЕТИНСКОГО КОНФЛИКТА И ВОЗМОЖНОСТЯХ ЕГО МИРНОГО УРЕГУЛИРОВАНИЯ.
ЛЕВАН МАТАРАДЗЕ.
ПРИЛОЖЕНИЕ. СОЛОМОН ЛЕКИШВИЛИ.

გადმოქაჩვა შეგიძლიათ ჩვენი ბიბლიოთეკის ლინკიდან

http://library.church.ge/?p=385


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Sep 21 2008, 09:48 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ფაქტია რომ ეს ხალხი ძალადობით და ხშირად "მშვიდობიანად " გადმვიდა საქართველოში და აღმოსავლეთში შექმნეს მთელი კოლონიები.და დაიკავეს დიდძალი ტერიტორიები.
გაქართულებას ძალზე ნელა და მძიმედ განიცდიან, არიან აგრესიულები და ქართველებზე გაცილებით სწრაფად მრავლდებიან.
ახასიათებთ ორპირობა, ძალზე მაგრა ქურდობენ, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. ქალები არ ერიდებიან გვერდზე გამოყოლას, თუმცა ეხლა ისეთი დროა რომ ამაზე ხმას არ ამოვიღებ.
თუ სტუმრად მიგიღეს მაგარი პატივისცემა იციან ალალად.
კარგი თვისებებიც აქვთ, შრომაც იციან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ მიწას დაეპატრონენ და წაგვართვეს.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 21 2008, 09:56 PM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გასაგებია, რთული ხალხია...
თანადროულად როდესაც იმ რუსულ ენოვან ჩვენს წიგნს დავამუშავებდეთ მანამდე მივყვეთ ქრონოლოგიას:
პირველი გამოჩენა ჩვენს მთიანეთში:
ციტატა
ოსები როდის გამოჩნდნენ პირველად კავკასიის ქედის აქეთა მხარეს ეგი არავინ იცის დანამდვილებით.ზოგნი ამბობენ ჯერ კიდევ სტარბონის დროს ცხოვრობდნენო სარმატები(ანუ ოსთა წინაპრები,მათივე მტკიცებით) იბერიის მთიანეთში,მარა ჩემი აზრით ეს ზღაპარსა უფრო ჰგავს.მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ოსთა უშუალო წინამორბედები ალანები(მათ ქართული საისტორიოგრაფიო წყაროები "ოვსებად" მოიხსენიებენ) ქართველთა მეზობლად ცხოვრობდნენ ჩრდილოეთში და განსაკუთრებულ როლსაც თამაშობდნენ იმდროინდელი ქართული სახელმწიფო წამონაქმნთა შიდა და გარეპოლიტიკურ არენაზე


შემდგომ:
ციტატა
II საუკუნის დამლევს ქართველების მიმართ ოსების მეგობრული დამოკიდებულება მტრობით იცვლება. ისინი დვალეთის გზით მცხეთის შესამუსრად შემოვიდნენ ქართლში, მაგრამ ქართლის მეფემ ამაზასპმა ისინი დაამარცხა და გადევნა ჩრდილოეთ კავკასიაში. ოსები ქართლში IV საუკუნეშიც გამოჩნდნენ, მაგრამ მეფე მირიანი საპასუხოდ გადავიდა ოსეთში, ააოხრა და გამარჯვებული დაბრუნდა შინ.

V საუკუნეში ირანის მიერ წაქეზებული ოსები კვლავ შემოიჭრნენ ქართლში და ქალაქ კასპში ვახტანგ გორგასლის და – მირანდუხტი – დაატყვევეს. ვახტანგმა ილაშქრა ოსეთში, დაიმორჩილა ისინი, გაათავისუფლა ტყვენი და „შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელსა ჩუენ დარიალისად უწოდეთ“. ამ კარის დაცვა ვახტანგმა იქაურ მთიულებს დაავალა.


ანუ ჯერ მათი მასობრივი დასახლება ჩვენს ტერიტორიაზე არ დასტურდება...

ციტატა
რაც შეეხება ოსურ ახალშენებს ქართლში, მათი შექმნა გვიან შუა საუკუნეებში დაიწყო და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ჯერ კიდევ XIII-XIV საუკუნეებში მონღოლურმა და თურქმანულმა მოდგმის დამპყრობლებმა დაარბიეს და გაანადგურეს ჩრდილო კავკასიის ველებზე მცხოვრები ოსები. გადარჩენილთა ერთი ნაწილი ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ მაღალმთიან რაიონს შეეხიზნა. იქ მათ არსებობის ხელსაყრელი პირობები არ ჰქონდათ და იწყეს ლტოლვა საქართველოსკენ, რომელიც განვითარებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო მათთვის მიმზიდველი იყო.

სარჩო–საბადებლის მძებნელ ოსთა პატარა ჯგუფები ქართველ მთიელთა სოფლებში ჩამოდიოდნენ ან ხიზნებად სახლდებოდნენ იქაურ ფეოდალთა კუთვნილ მიწებზე. შემოხიზნული ოსები დიდად ავიწროვებდნენ ადგილობრივ მკვიდრთ. ზაფხულიდან მოყოლებული თითქმის ზამთრამდე, ისინი თავს ესხნოდნენ ქართველთა სოფლებს, ხოცავდნენ და ატყვევებდნენ მოსახლეობას. ეს მდგომარეობა აღწერილი აქვს ბესარიონ ქართლის კათალიკოსს თავის თხზულებაში „მარტვილობა ლუარსაბ მეფისა“, რომელიც XVII – XVIII საუკუნეთა მიჯნაზეა დაწერილი.

XVII საუკუნის პირველი ნახევრის ერთი ნასყიდობის სიგელიდან ჩანს, რომ ოსები სოფელ ზემო ჯავაში ამ დროს ჯერ კიდევ არ სახლობდნენ.

XVIII საუკუნის 30–იან წლებში ქართლში ოსთა განსახლებას ასახავს ვახუშტი ბაგრატიონის რუკები და ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. ამ რუკებზე ოსური სოფლების ნიშნებითაა აღნიშნული დიდი და პატარა ლიახვების ზემო წელი, მეჯუდის, ლეხურის, ქსნის, თერგის სათავეები. არაგვის ხეობაში არაა არცერთი ოსური სოფელი, ასევე არაა სამუხრანბატონოში და საამილახვროში. ეს იმას ნიშნავს, რომ ოსური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული სოფლები შიდა ქართლის მთისწინეთსა და ბარში არ არსებობდა. ასეთი სოფლები მხოლოდ ხეობათა თავში იყო.


თუ ეს ყველაფერი მართალია, გამოდის რომ 18 ს.ის მეორე ნახევრამდის რაიმე სერიოზული დასახლება არ ყოფილა ქართულ მიწაზე....
ახლა უკვე საჭიროა გავეცნოთ მეორე მხარის დებულებებს...

დაძებნეთ აბა და ვნახოთ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Sep 21 2008, 10:47 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ოსურ ფორუმზე ვნახე რომ ოსები ძველი წყაროებზე დაყრდნობით აღიარებენ რომ კავკასიის ცენტრალურ ქედს აქეთ და იქით მაღალ მთიანეთში ცხოვრობდნენ დვალები, რომლებსაც "თუალ" -- ესე იხსენიებენ, თანაც ამბობენ რომ ისინი ოსების წინაპრები არ არიან, რომ თვითონ აქ მოგვიანებით 13 საუკუნიდან იწყეს განსახლება.
მაგრამ დღეს ამ მიწას ოსურ ტერიტორიად თვლიან.ხოლო დვალებს იმ ტომად რომელიც დღეს აღარ არსებობს.
ასევე ამტკიცებენ რომ დვალები არ იყვნენ იბერიული ტომების წარმომადგენლები, ამიტომ მათ ტერიტორიებს სამართლიანად ითავისებენ.
მაგრამ ძირძველ ქართულ ტოპონიმებს, რომლებიც დვალეთის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩა, გვერდს უვლიან.
ისინი დღესაც ანსხვავებენ დვალური წარმომავლობის გვარებს და ამბობენ რომ ისინი ირონცები , ანუ ოსები არ არიან:

ты наверно имеешь в виду «туалов»-«двалов» живущих в верховьях алагирского ущелья и в верховьях рокского ущелья Южной Осетии...


Алагирское ущелье действительно находится в Северной Осетии, но туалы проживают не только в верховьях этого ущелья, но и за перевалом (Рокский перевал) за которым начинается Южная Осетия. А фамилии у туалов севера и юга одни, так как это один субэтнос.

у них встречаются следующие фамилии:
Абаев -- აბაიშვილი,
Дзицоев --ციცოშვილი
Шавлохов--შავლახაშვილი
Ханикаеვ --ხანიკაშვილი
Гиоев --გიოშვილი
Козонов -კოზანაშვილი
Дзерановы, ძერანაშვილი
Фарниевы, ფარნიშვილი
Слановы.. ?
Плиев --ფლიაშვილი.

ამ დვალური წარმოშობის გვარებს, ქართული ფუძე აქვთ და საქართველოში დღესაც გვხვდება ზოგიერთი.
და წარმოუდგენელია ისინი ოსურ წარმოშობას მიაწერო, თუმცა იმათ ტერიტორიაზე უკვე კაი ხანია გაოსდენ.
და ოსობენ კიდეც.

И праздник у нас один - Атынаег--- ესაა ათენგენობა რაც აღმოსავლეთ მთიანეთში გვხვდება.

დვალური წარმოშობის გვარები დღეს აგრეთვე გვხვდება ხევში და არაგვის ხეობის ,ხადას ხეობაშიც.ისინი თრუსოს ხეობიდან არიან ოსთა მხრიდან შევიწროების გამო გადმოსულნი.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Sep 21 2008, 11:44 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



შეიძლება ითქვას დღევანდელი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ქართველებთან საფუზვლიანად არიან გენეტიკურად გადარეული, ამიტომ ამბობს პატრიარქი, ჩვენ ნათესავები ვართო.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 22 2008, 01:14 AM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ოსურ ფორუმზე ვნახე რომ ოსები ძველი წყაროებზე დაყრდნობით აღიარებენ რომ კავკასიის ცენტრალურ ქედს აქეთ და იქით მაღალ მთიანეთში ცხოვრობდნენ დვალები, რომლებსაც "თუალ" -- ესე იხსენიებენ, თანაც ამბობენ რომ ისინი ოსების წინაპრები არ არიან, რომ თვითონ აქ მოგვიანებით 13 საუკუნიდან იწყეს განსახლება.

აი მე კი ოსურ "სამთავრობო" საიტებზე რომ ვნახე, იქ ისეთი სისულელეები ეწერა, გამეცინებოდა სატირლად რომ აქ გვქონდეს საქმე...
აი ბატონო:
ნუ ახლა დავიწყებ ამ "ეპისკოპოსით" , რომელსაც ასევე მოიხსენებენ ურცხვად ყველა რუსული სააგენტო, მოუსმინეთ ერთი..
Свидетельствую против Грузии - Епископ Аланский Георгий

http://www.rian.ru/osetia_mm/20080902/150897583.html

ახლა ამ ბჟუტურის შემდეგ, ნახეთ მათი "მეცნიერების" ნაშრომები, ეს კაცი გვიხსნის "ოსურ" გერბს
Средневековый герб алан-осетин
http://cominf.org/2007/08/20/1166475305.html

http://cominf.org/2007/09/15/1166475487.html

аши предки с древнейших времен расселились по обоим склонам главного Кавказского хребта. Преимущественно жили в горах. Горы были частью их жизненного пространства. Образ жизни и их деятельности на протяжении веков был особенным от активно походной до оседлой горской. При этом равнинные территории ими обязательно строго контролировались и были также частью их мира. Далекие в те времена по своему образу жизни от ведения спокойной равниной жизни они позволяли здесь обосновываться различным миграционным потокам, организовывавшим здесь торговлю, примитивную оседлую инфраструктуру, строили культовые сооружения. Так, например, в 14 веке часть миграционных потоков с Азии и Европы армян, евреев, остановились именно на территории Южной Осетии, которая для них стала Родиной, некоторые раньше. Аланы-осетины миролюбиво отнеслись к новым поселенцам

О НАИМЕНОВАНИИ «ЮЖНАЯ ОСЕТИЯ»
http://cominf.org/2006/03/10/1141994852.html

Трудно себе представить более или менее грамотного грузина, не говоря уже о научных работниках, которому не было известно имя выдающегося грузинского педагога и общественного деятеля Якова Гогебашвили. В своем знаменитом школьном учебнике «Врата природы («Бунебис кари»)», рассчитанном на детей третьего и четвертого годов обучения, который впервые вышел в 1868 г. и к моменту установления Советской власти в Грузии выдержал уже свыше двадцати изданий, Я. Гогебашвили в разделе «Соседние страны» пишет: «Осетины являются горским народом. Они занимают срединную часть Кавказского хребта, от Хевсуретии до Сванетии. Одни из них живут по ту сторону хребта, на его северных склонах, другие на этой стороне, на южных склонах. По этой причине Осетия разделяется на две части: Северную Осетию и Южную Осетию…».

Буквально то же самое в канун Октябрьской революции пишет другой автор географии Грузии С. Робакидзе: «Хотя Осетия и не представляет собой настоящей (намдвили) части Грузии, однако она столь близка нашей стране, что знакомство с ней для нас весьма полезно. Эта страна расположена в средней части Кавказского хребта, а вторая часть - на южных отрогах этого же хребта. Потустороннюю Осетию называют Северной Осетией, посюстороннюю - Южной Осетией… Джава находится в Южной Осетии».

Уже эти, далеко не уникальные примеры, наглядно показывают, что название «Южная Осетия» отнюдь не выдумка большевиков и появилось оно не в результате образования Юго-Осетинской авт. обл. в составе Груз. ССР. Тем не менее, то, что Я. Гогебашвили и С. Робакидзе считали своим долгом разъяснить школьникам, приходится сейчас напоминать политикам и научным работникам далеко не детского возраста.
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

ОСЕТИНЫ

http://cominf.org/2004/09/27/1127825653.html


Формирование осетинского народа присходило в 3 тыс. до н.э. на Южном и Северном склонах главного Кавказского хребта. Оно связано с аборигенным населением Северного Кавказа (создателями кобанской культуры) и с ирано-язычными народами (скифами, сарматами и особенно аланами (с I в. н.э.).

В 1774г. Осетия вошла в состав России....


ИСТОРИЧЕСКАЯ СПРАВКА
http://cominf.org/2004/08/27/1127825491.html

СРЕДНИЕ ВЕКА

С древнейших времен территорию сегодняшней Южной Осетии населяли предки осетин - ираноязычные племена скифо-сармато-аланского этнического массива. Земля Южной Осетии никогда не входила в состав какого-либо грузинского государства, являясь частью могущественного племенного союза север кавказских иранцев, осуществлявших в период средневековья через этот регион свою политику в Закавказье.

Неоднократно восточно-грузинские цари пыталась силой завладеть территорией Южной Осетии и установить здесь свой военно-политический контроль. Претензии восточно-грузинских феодалов на господство в Южной Осетии основывались лишь на праве меча и не имели под собой никакой легитимной основы реализуясь лишь в форме грабительских набегов, сопровождавшихся разрушением селений и угоном скота. Тем не менее, Южная Осетия сохраняла реальную независимость от грузинских правителей, равно как не признавала над собой и власти персидских шахов, в вассальной зависимости от которых находил! Восточная Грузия вплоть до вхождения в Российскую империю.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 22 2008, 04:40 PM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



საინტერესოა ეს ფაქტი, რამდენად მართალია ეს წყაროები, გოგებაშვილისა?
ციტატა
выдающегося грузинского педагога и общественного деятеля Якова Гогебашвили. В своем знаменитом школьном учебнике «Врата природы («Бунебис кари»)», рассчитанном на детей третьего и четвертого годов обучения, который впервые вышел в 1868 г. и к моменту установления Советской власти в Грузии выдержал уже свыше двадцати изданий, Я. Гогебашвили в разделе «Соседние страны» пишет: «Осетины являются горским народом. Они занимают срединную часть Кавказского хребта, от Хевсуретии до Сванетии. Одни из них живут по ту сторону хребта, на его северных склонах, другие на этой стороне, на южных склонах. По этой причине Осетия разделяется на две части: Северную Осетию и Южную Осетию…».
და რით აიხსნება ეს?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 22 2008, 04:48 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



KAIROS
ციტატა
და რით აიხსნება ეს?


მართლა საინტერესოა blink.gif აბა, ისტორიკოსები რას იტყვიან ვნახოთ. თუმცა, გოგებაშვილის ეს ახსნა სანდოა? ან იქნებ სხვა რამეს გულისხმობს, უკვე ჩამოსახლებულ ოსებს და არა ოსეთის ისტორიულ მიწას (ეთნიკურობას მხოლოდ).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 22 2008, 05:02 PM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მართლაც საინტერესოა და ველი ისტორიკოსების ახსნას, ისე ამაზე გამეცინა, ნახეთ როგორ წერენ ისტორიას,
ორ წინანადებაში იწყებენ 3,000 წლის უკან და ეგრევე ჰოპლა XVIII ს.ის ბოლოში biggrin.gif
ციტატა
Формирование осетинского народа присходило в 3 тыс. до н.э. на Южном и Северном склонах главного Кавказского хребта. Оно связано с аборигенным населением Северного Кавказа (создателями кобанской культуры) и с ирано-язычными народами (скифами, сарматами и особенно аланами (с I в. н.э.).

В 1774г. Осетия вошла в состав России....



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Sep 23 2008, 11:11 AM
პოსტი #17


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ისტორიის გაყალბებას ქართველი საბჭოთა მეცნიერებიც ეწეოდნენ კრემლის ზეწოლით და ოსებს რა უნდა მოსთხოვო.

ზემო რაჭაში მითხრეს მთაზე ყანები გვქონდაო, თუ საღამოს ქალი ან ბავშვი არ დაბრუნდებოდა მთელი სოფელი იკრიბებოდა და საომრად გადადიოდა ქედს იქით, რომ გამოეხსნათო.

..ოსებსა ხოცვა დაუწყეს,
ჯირკვებივითა ჰყრიანო.
სამარე ვეღარ იშოვნეს,
ღორის ნათხარში ჰყრიანო.
გიჯობდა ჯანხოტის შვილო,
არ ასტეხოდე ღებსაო,
გეჭამოს ოსის ქანჯინა,
გამოსდგომოდე თხებსაო. (ხალხური)


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Sep 23 2008, 12:35 PM
პოსტი #18


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ციტატა
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შემავალი ტერიტორია არასოდეს ყოფილა ოსების სამშობლო, საქართველოში მათ მაინც ყველა პირობა ჰქონდათ ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განსავითარებლად. 1990–1991 წელს აქ ფუნქციონირებდა 97 ოსური სკოლა, სადაც სწავლა მთლიანად ოსურ ენაზე მიმდინარეობდა ან ცალკე საგნად ისწავლებოდა ოსური ენა და ლიტერატურა. ცხინვალში იყო პედაგოგიური ინსტიტუტი, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი, სამედიცინო, სამუსიკო, სამხატვრო, პროფტექნიკური სასწავლებლები, ასევე, სახელმწიფო ოსური თეატრი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, საჯარო ბიბლიოთეკა და ა.შ. ოსურ ენაზე გამოდიოდა ჟურნალ–გაზეთები. ყოველივე ამას მოკლებული იყო ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა, სადაც მოხდა ოსი მოსახლეობის გარუსება.


ეს კი სამწუხარო ფაქტია ჩემის აზრით. ჩვენ თვითონ მივეცით მიზეზი ოსებს, რომ შემდეგ პრეტენზია განეცხადებინათ დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბებაზე.
ნინოს ვეთანხმები.
ამ ბოლო დროს საზღვარგარეთ ჩატარებულმა ქართულმა დემონსტრაციებმა აჩვენეს, რამდენი ქართველი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ. გერმანიაშიც საკმაოდ დიდია მათი რიცხვი.
მაგრამ ყველა სახელმწიფო ითხოვს ინტეგრაციას, ენის შესწავლას და ა.შ.
ჩვენ კი არანაირად არ ვცდილობთ, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს მოვთხოვოთ ჩვენს კულტურას და ტრადიციებს ეზიარონ.

შემდეგ შედეგებით ვრჩებით გაკვირვებულ-გაბრაზებულნი.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 13 2008, 09:24 PM
პოსტი #19


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჩვენს ბიბლიოთეკაში დავდე ახალი სტატია ამ საკითხთან დაკავშირებით:

მსოფლიო ქრისტიანული სამყაროს რეაქცია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე

eastern-church-news

EASTERN CHURCH NEWS: AUGUST, 2008 – EDITED BY FR. RON ROBERSON

SEIA NEWSLETTER

On the Eastern Churches and Ecumenism

Number 155: August 31, 2008

Washington, DC

The Conflict

Between Russia and Georgia

http://library.church.ge/

საკმარისია

eastern-church-news -ს დააწკნაპუნოთ და გადმოიქაჩება


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 15 2008, 10:05 PM
პოსტი #20


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



არ ვიცი თუ გაეცანით ზემოთ დადებულ ინგლისურ ენოვან საინტერესო სტატიას, სადაც ყველა ძირითადი პოზიცია და სიტყვაა დაფიქსირებული, რაც სხვადასხვა რელიგიურმა ლიდერებმა გააკეთეს...

ახლა კი გთავაზობთ პატრიარქის ინტერვიუს ფრანგული ჟურნალისადმი, სადაც ის პირდაპირ პოლიტიკურ ანალიზს უკეთებს ყველაფერს, საინტერესოა და თქვენ რას ფიქრობთ?


ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
2008 წლის 14 10, სამშაბათი - 11:45

მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა, სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გერმანიაში იმყოფებოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II და სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია კი განუწყვეტლივ ლოცულობდა და სწორედ პარტიარქი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც რუსების მიერ გაცამტვერებული ქართული სოფლებიდან დაღუპული მეომრების ცხედრები გამოასვენა. საქართველოს საპარტიარქომ ომის დღეებში მოსკოვში წერილიც გააგზავნა, რომელიც რუსული მხარისგან, რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა. როგორ უყურებს ქართული ეკლესია მართლმადიდებლური რუსეთის დამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნის მიმართ, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად იცნობენ, რა პოზიცა აქვს ქვეყანაში და მის გაერთ მიმდინარე პროცესებსა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით და როგორ ესახება ეკლესიას ჩვენი ქვეყნის მომავალი? ერთობ საინტერესოდ გამოჩნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ფრანგულ ჟურნალ “ლაკრუასათვის” მიცემულ ინტერვიუში.

_ შეიარაღებული დაპირისპირების დღეებში და შემდგომაც თქვენ წერილი გაუგზავნეთ მოსკოვის მართლმადიდებელ მიტროპოლიტს, თუ მიიღეთ რამე პასუხი და თუ შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ თქვენი დამოკიდებულების შესახებ ბოლოდროინდელი კონფლიქტის თაობაზე, როდესაც მართლმადიდებელი რუსები ბომბავდნენ მართლმადიდებელ ქართველებს?
_ იმ დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გერმანიაში იმყოფებოდა და მისთვის წერილი არ გაგვიგზავნია. ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბრები რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელთან, მიტროპოლიტ კირილესთან. რაც შეეხება წერილს, იგი გავუგზავნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
რა თქმა უნდა, მეტად სამწუხაროა, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მართლმადიდებელი ქვეყნები, მაგრამ ამ კონფლიქტს რელიგიური ნიადაგი არ გააჩნია. მას გლობალური გეოპოლიტიკური მიზეზები აქვს. ამიტომაც იქცა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკურ ძალთა შეჯახების ადგილად. ვფიქრობ, თუ ყველაფერი სამართლებრივად წარიმართა, რელიგიამ (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობამ) რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირების განმუხტვასა და ურთიერთობის დარეგულირებაში შეიძლება, ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულოს. მით უმეტეს, რომ მომხდარი კონფლიქტი ეთნიკურ სიძულვილში არ გადაზრდილა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეა. იმედი მაქვს, რუსი ხალხის სარწმუნოებიდან და გულკეთილობიდან გამომდინარე, არც ქართველებს შეექმნებათ პრობლემები რუსეთში.


_ როგორ ფიქრობთ, რომელი მხარეა დამნაშავე ომის წამოწყებაში?
_ ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, მცირე ექსკურსი უნდა გავაკეთო. ჩვენს წინააღმდეგ დიდი აგრესია განხორციელდა XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც კომუნისტებმა (რომელთაც უეროვნებო, ურელიგიო ინტერნაციონალური ბირთვი მართავდა) დაიპყრეს დამოუკიდებელი საქართველო. მათ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი მეზობელ სახელმწიფოებს გადაუნაწილეს, ხოლო დარჩენილ ნაწილში ყოველგვარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შექმნეს აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულები. ამით ნელი მოქმედების ნაღმები ჩადეს საჭიროების შემთხევაში გამოსაყენებლად. საბჭოთა წყობილების არსებობის პერიოდში, ამ რეგიონებში ინერგებოდა იდეოლოგია, რაც ქვეყნის დაყოფას და ავტონომიების იზოლირებას უწყობდა ხელს. იმის გამო, რომ აჭარაში თითქმის მთლიანად ქართული მოსახლეობაა, ამ პროპაგანდამ სათანადოდ ვერ იმუშავა. აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი, რა შედეგიც მივიღეთ, სახეზეა. თვით სახელწოდება “სამხრეთ ოსეთი” ისევე, როგორც ჩრდილო ოსეთი, კომუნისტების დარქმეულია. ასეთი გეოგრაფიული ტოპონიმები არასოდეს არსებობდა. ოსების ისტორიული სამოსახლო არის ჩრდილო კავკასიაში, ალანია. სწორედ აქედან, დღევანდელი ჩრდილო ოსეთიდან, გადმოსახლდა მათი ნაწილი საქართველოში XVII საუკუნეში. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ისინი ყოველთვის გაცილებით ნაკლები რაოდენობით ცხოვრობდნენ, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში. ცხინვალის რეგიონი არ არის მათი ეთნო-კულტურული სამშობლო.

სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. ვრცელდება აზრი, თითქოს ქართველები თავს დაესხნენ ოს მცირე ერს და ეთნოწმენდა მოაწყვეს. ეს რომ რეალობას არ შეესაბამება, თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ საომარი მოქმედებების პერიოდში და დღესაც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მრავლად მცხოვრებ ოსებს არ დაუტოვებიათ თავისი კარმიდამო და არც პრობლემები შექმნიათ ქართველებსა და სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან. არსებული დაპირისპირება არ არის ქართულ-ოსური ან თუნდაც ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი. ხოლო ის, რაც მოხდა, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილით. ამის უფლება კი საერთაშორისო ნორმებით ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს. ბუნებრივია, საქართველო ვერასოდეს შეეგუება თავისი ძირძველი მხარეების დაკარგვას. ეს ისეთივე მნიშვნელობის ტერიტორიებია ჩვენთვის, როგორიც ფრანგებისთის _ ორლეანი, ან რუსებისთვის _ სმოლენსკი, სუზდალი, ნოვგოროდი... რეალურად, ომის მიზეზი არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური დაკვეთით გამოგონილი ისტორია და მისი უარგუმენტო იურიდიული სტატუსი. სამართლიანობა მშვიდობის გარანტიაა და ვიდრე საქართველოშიც არ აღდგება სამართლიანობა, აქ მშვიდობა ვერ დაისადგურებს.


_ რუსეთის მთავრობამ სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. როგორია თქვენი რეაქცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და საუვერენიტეტი? როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს _ დიპლომატიური და ეკონომიკური საშუალებებით, თუ ძალით?
_ რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის დღესვე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, სადაც ასევე ვთხოვდით რუსეთის პრეზიდენტს, არ დაედასტურებინა ეს გადაწყვეტილება. ვწერდით, რომ მცირე ერები ცხოვრობენ ყველა ქვეყნებში და თუ ისინი მოითხოვენ დამოუკიდებლობას და მათი აღიარება სხვათაგან მოხდება, მსოფლიოში დაიწყება გაუთავებელი ომები და დაპირისპირებები. მივუთითებდით იმასაც, რომ აღნიშნული რეგიონებისათვის სუვერენიტეტის მინიჭება მომავალში უფრო მეტ ზიანს მოუტანს რუსეთს, ვიდრე მან დღეს საქართველოს მიაყენა. იგივეს ვფიქრობ დღესაც.

მე არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ ეს რომ უნდა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, თუ სურს მსოფლიოს, თავისი სახელმწიფოების შიგნით შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიმედოვნებ, ის საერთაშორისო თანადგომა, რაც საქართველოს მიმართ იქნა გამოცხადებული, ამ მიზეზითაც არის განპირობებული. მიზნის მისაღწევად ძალადობის მეთოდს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეკლესია ახლაც და კონფლიქტამდეც ყოველთვის წინააღმდეგი იყო სისხლისღვრისა და ეს არაერთხელ დავაფიქსირეთ. დიპლომატიური (განსაკუთრებით სახალხო დიპლომატია), ეკონომიური, კულტურული, რელიგიური და სხვა ბერკეტები ჩატეხილი ხიდის აღდგენას შესაძლებელს გახდის. ასევე, მიმაჩნია, რომ ყოვლად აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ, პირველ რიგში, ოსებმა და აფხაზებმა, ასევე ქართველებმაც იცოდნენ თავისი რეალური ისტორია და არა ის, რასაც კომუნისტური რეჟიმი 70 წლის მანძილზე და მანამდე რუსეთის იმპერია ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვახვევდა თავს. ამაში ჩვენ დასავლეთის საინფორმაციო მხარდაჭერა გვჭირდება. მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭრა ინფორმაციულ ომშიც, რომელიც სამეცნიერო წრეებში - განსაკუთრებით საისტორიო და საენათმეცნიერო კუთხით, - მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ანტიქართულ თეზისებს იზიარებს და ახმოვანებს ზოგიერთი ევროპელი მეცნიერიც. არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი ამას პოლიტიკური შეკვეთის გამო აკეთებდეს. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მაინც იმედი მაქვს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კრიზისი დასრულდება და სამართლიანობაზე დაფუძნებული ძმური ურთიერთობა აღდგება.


_ ბოლო კონფლიქტის შედეგად, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა იძულებით გადაადგილებული. როგორია თქვენი შეფასება დაღუპულთა და ლტოლვილთა რიცხვის, ასევე იმ ზარალის შესახებ, რომელიც მიადგა ეკლესიებს, სახლებსა და საკუთრებას? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებული ადამიანების უკან დაბრუნება და მათი სახლების ხელახალი აშენება?
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით, ქართული მხრიდან გარდაცვლილია დაახლოებით 300 ადამიანი (როგორც სამხედრო, ისე _ სამოქალაქო), იძულებით გადაადგილებული იყო დაახლოებით 260 000, ამჟამად კი არის 40 000 პიროვნება. მიყენებული ზარალი მილიარდობით ევროს შეადგენს. ვიცით, რომ სერიოზულად დაზიანდა სოფელ ხეითისა, იკორთის, ქემერტის, სვერის ეკლესიები, ასევე ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას რეზიდენციის ნაწილი, რომელსაც დაეცა ჭურვი. საერთოდ, ჩვენი ინფორმაცია მეტად მწირია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ გვაქვს. ცნობისთვის: ამ რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ხუთასზე მეტი ძეგლია, რომელთა უმრავლესობას ბუნებრივია, სარესტავრაციო სამუშაობის ჩატარება დასჭირდება. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცა, პირადად მე და ჩემთან ერთად ეკლესიის წარმომადგენლები შევედით გორში და ნიქოზში (ცხინვალამდე ერთი კილომეტრის დაშორებით). ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ვერც უბრალო ადამიანები, ვერც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები და პრესის წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ იქ შეღწევას. მოვინახულეთ დარჩენილი მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მღვდელმთავრები და სასულიერო პირები, რომელთაც დიდი საფრთხის მიუხედავად, არ დატოვეს ეს ეპარქიები. ამაში დაგვეხმარა რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი კირილე და გენერალი ბორისოვი. იმ დღეს ჩვენ გამოვიყვანეთ ოთხი დაჭრილი და ექვსი გარდაცვლილი. შემდეგ ეს პროცესი გააგრძელეს ჩვენმა მოძღვრებმა. საერთო ჯამში, მათ მიერ გადმოსვენებულია 120-მდე გარდაცვლილი. ყოველდღიურად ჩვენს მიერ გაიცემოდა და გაიცემა ორი-სამი ათასი ევროს ღირებულების პროდუქცია, რაც ძირითადად ხალხის შემოწირულობაა. ჩვენი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობამ უშურველად გაიღო თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი. მიმაჩნია, რომ დევნილ მოსახლეობას უნდა მიეცეს უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ეს არის მათი უფლება და ამ უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. აუცილებელია საერთაშორისო ძალისხმევით ჯერ იქ შეიქმნას მათი უსაფრთხოების პირობები და გარანტიები. ასევე, აუცილებელია, ადგილებზე შეიქმნას მცირე წარმოებები, რომ ხალხმა თავისი თავი თვითონ შეინახოს.


_ როგორია თქვენი შეფასება საქართველოს ხელისუფლებისა და მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით კრიზისის პერიოდში და მის შემდეგ? ფიქრობთ, რომ ნაციონალური ერთობა უფრო მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე მთავრობის ლიდერთა და ოფიციალური პირების პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შეფასება?
_ ხელისუფლების მხრიდან დიდი მუშაობა გაიწია, რათა საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭრა ჰქონოდა და ეს მიზანი მიაღწეულ იქნა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია როგორც ნაციონალური ერთობა, ისე _ ოფიციალურ პირთა პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შეფასება. ჩვენი მოსახლეობა ელის გარკვეულ კითხვებზე პასუხს. დემოკრატია თავისთავად გულისხმობს მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებულებას. რამდენადაც ცნობილია, ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ანგარიში ჩააბაროს ხალხს. ამის მიხედვით შეფასებებიც შემდეგ გაკეთდება.


_ როგორი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით, ევროკავშირის როლი კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით?
_ პირველ რიგში, თქვენი დახმარება გვჭირდება დევნილთა დასაბრუნებლად და მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად. ასევე, თანადგომა აუცილებელია საინფორმაციო და პოლიტიკური ომის წარმოებაში. დახმარება გვჭირდება ჩვენც, საქართველოს საპატრიარქოს. მართალია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია ახლახანს კიდევ ერთხელ აღიარა მოსკოვის საპატრიარქომ, მაგრამ რეალურად, ამ რეგიონებში შესვლის საშუალება ჯერ-ჯერობით არ გვაქვს და ვიცით, რა მდგომარეობაშია აქ არსებული V-XIX საუკუნეების მრავალრიცხოვანი ქართული ტაძრები და მონასტრები ქართული ფრესკებითა და წარწერებით, იქ დაცული სიწმინდეებით. საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაშესაყართან მდებარეობს და ქრისტიანული კულტურის უძველესი კერაა, რაც მას ევროპასთან აკავშირებს. ეთნოკულტურულად იგი აზიის ნაწილიცაა. ჩვენი ხალხის საყოველთაოდ აღიარებული შემწყნარებლობა ამ დიდი ცივილიზაციების გადაკვეთაზე ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს წარმატებული, სტაბილური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, რისი მიღწევაც გარე ძალების ურთიერთშეთანხმების გარეშე ძალიან ძნელი იქნება. ევროკავშირს შეუძლია და ანხორციელებს კიდეც შუამავლის როლს. რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მეტად მძიმე პერიოდი, მაგრამ გავუძელით დროის გამოცდას. არაქრისტიანული ქვეყნების გარემოცვაში მოქცეულებმა შევძელით მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და უნიკალური თვითმყოფადი კულტურის შექმნა. ვიმედოვნებ, ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომლის წილხვედრიც არის ჩემი ქვეყანა, არც ახლა დაუშვებს, რომ საქართველო დაიყოს და დანაწილდეს. უფალი დახმარებას ადამიანების ხელით ანხორციელებს. ყველა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამავე დროს, იცავს თავისი ქვეყნის საზღვრებსა და მშვიდობას, რადგან ის მიზეზები რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობისათვის იქნა გამოყენებული, ნებისმიერი სახელმწიფოსათვის შექმნის მომავალში სერიოზულ პრობლემას. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის დახმარება გვჭირდება, რომ დავიბრუნოთ აღნიშნული რეგიონები და აღვიდგინოთ ჩვენი ისტორიული საზღვრები.

მოამზადა სალომე მეგრელიშვილმა
www.fact.ge


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2025 - 03:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი