IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ჩვენი ისტორიული სიმართლე, ოსური სეპარატიზმის წინააღმდეგ
KAIROS
პოსტი Oct 15 2008, 10:21 PM
პოსტი #21


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მინდა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ რამოდენიმე პუნქტს:

1)
ციტატა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გერმანიაში იმყოფებოდა და მისთვის წერილი არ გაგვიგზავნია. ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბრები რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელთან, მიტროპოლიტ კირილესთან. რაც შეეხება წერილს, იგი გავუგზავნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.



2)
ციტატა
ოსების ისტორიული სამოსახლო არის ჩრდილო კავკასიაში, ალანია. სწორედ აქედან, დღევანდელი ჩრდილო ოსეთიდან, გადმოსახლდა მათი ნაწილი საქართველოში XVII საუკუნეში. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ისინი ყოველთვის გაცილებით ნაკლები რაოდენობით ცხოვრობდნენ, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში. ცხინვალის რეგიონი არ არის მათი ეთნო-კულტურული სამშობლო



3)
ციტატა
ის, რაც მოხდა, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილით



4)
ციტატა
რეალურად, ომის მიზეზი არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური დაკვეთით გამოგონილი ისტორია და მისი უარგუმენტო იურიდიული სტატუსი. სამართლიანობა მშვიდობის გარანტიაა და ვიდრე საქართველოშიც არ აღდგება სამართლიანობა, აქ მშვიდობა ვერ დაისადგურებს.



5)
ციტატა
მიზნის მისაღწევად ძალადობის მეთოდს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეკლესია ახლაც და კონფლიქტამდეც ყოველთვის წინააღმდეგი იყო სისხლისღვრისა და ეს არაერთხელ დავაფიქსირეთ.
ეს მესამე პუნქტთან რამდენადაა თანხმობაში?


6)
ციტატა
ჩვენ დასავლეთის საინფორმაციო მხარდაჭერა გვჭირდება.

და ამას თავად პატრიარქი ამბობს!

7)
ციტატა
ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ანგარიში ჩააბაროს ხალხს. ამის მიხედვით შეფასებებიც შემდეგ გაკეთდება.



8)
ციტატა
პირველ რიგში, თქვენი (დასაველთის) დახმარება გვჭირდება დევნილთა დასაბრუნებლად და მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად. ასევე, თანადგომა აუცილებელია საინფორმაციო და პოლიტიკური ომის წარმოებაში. დახმარება გვჭირდება ჩვენც, საქართველოს საპატრიარქოს. მართალია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია ახლახანს კიდევ ერთხელ აღიარა მოსკოვის საპატრიარქომ, მაგრამ რეალურად, ამ რეგიონებში შესვლის საშუალება ჯერ-ჯერობით არ გვაქვს



9)
ციტატა
საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაშესაყართან მდებარეობს და ქრისტიანული კულტურის უძველესი კერაა, რაც მას ევროპასთან აკავშირებს. ეთნოკულტურულად იგი აზიის ნაწილიცაა



10)
ციტატა
ის მიზეზები რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობისათვის იქნა გამოყენებული, ნებისმიერი სახელმწიფოსათვის შექმნის მომავალში სერიოზულ პრობლემას. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის დახმარება გვჭირდება, რომ დავიბრუნოთ აღნიშნული რეგიონები და აღვიდგინოთ ჩვენი ისტორიული საზღვრები.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 15 2008, 10:52 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ეს მესამე პუნქტთან რამდენადაა თანხმობაში?



ჩემი აზრით, 3) არის უბრალოდ მომხდარის პოლიტიკური ანალიზი და 5) არის ეკლესიის პოზიცია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 24 2008, 11:37 AM
პოსტი #23


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნახეთ , როგორ "ზრუნავენ" რუსები ჩვენს ეკლესიაზე sad.gif

http://www.interfax-russia.ru/r/B/ug/494.h..._issue=12171714


Ситуация на Кавказе



23 окт. 2008, 14:48
В Московском патриархате считают, что Грузинской церкви надо подумать о судьбе православия в Абхазии и Южной Осетии



Москва. 23 октября. ИНТЕРФАКС - Представитель Московского патриархата заявил, что Грузинская православная церковь сегодня не может осуществлять пастырское руководство верующими Абхазии и Южной Осетии, и отметил, что это могла бы сделать Русская православная церковь.



"Православие в Абхазии и Южной Осетии продолжает находиться в достаточно плачевном состоянии. Динамичная работа по просвещению людей не ведется", - заявил представитель Отдела внешних церковных связей Московского патриархата священник Георгий Рябых в интервью, которое публикует латвийская газета "Суббота".



По словам отца Георгия, Русская церковь всегда старалась решать вопросы окормления верующих в Абхазии и Южной Осетии вместе с Грузинской православной церковью, "с которой связана братскими отношениями".



"Другое дело, что за последнее время, к сожалению, это не дало каких-то весомых результатов, и организовать духовную жизнь из Тбилиси в этих регионах пока не удается", - сказал священник.



По его словам, с одной стороны, "восстановить нормальное окормление верующих в Южной Осетии и Абхазии вполне могла бы РПЦ, которая удалена от политических конфликтов и не имеет прямой заинтересованности в сфере своего влияния в этих регионах".



"Но останутся ли осетины и абхазы в христианском мире - это зависит сегодня от понимания ситуации Грузинской церковью, которая изначально окормляла эти страны и которой надо принимать решения, руководствуясь прежде всего заботой о людях", - подчеркнул отец Георгий.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 7 2009, 04:00 PM
პოსტი #24


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



"ჩეხეთ-სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტოფორი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი"
საქართველოს დესუვერენიზაცია რუსეთის მთავარ ამოცანად იქცა. საქართველოს დაშლა და მისი, როგორც სამართლებრივი სუბიექტის რუკიდან გაქრობა მის მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს.
შარშანდელი აგვისტოს ომის პირველსავე დღეებში, როცა მსოფლიო აღშფოთებული იყო რუსეთის საქართველოში შემოჭრით, სერგეი ლავროვმა ერთი მეტად უცნაური განცხადება გააკეთა, - საქართველო, როგორც ქვეყანა, სინამდვილეში არ არსებობს და ისტორიულად არც არასოდეს არსებობდაო. სასაცილო კი იყო ეს განცხადება, მაგრამ მაღალი რანგის რუსი ჩინოვნიკები რომ ტყუილად არაფერს ამბობენ, მალე დავრწმუნდი. სულ მალე რუსულ საიტებზე გაჩნდა წერილები, გეგმები საქართველოს დესუვერენიზაციის თაობაზე.
საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესია მეტად ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოს მსოფლიო რუკიდან წასაშლელად და რუსებმა ახლა ამ დაბრკოლების გადასალახავადაც დაიწყეს მუშაობა. რუსებისგან აშკარად წაქეზებული ზოგიერთი ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური თავს უფლებას აძლევს, ეპისტოლეებში "ოსეთის ისტორიასა და ძირძველ ოსურ ეპარქიაზე" ილაპარაკოს. ცხადია, ინფორმაციული შეტევა თანდათან ფართო მასშტაბს იძენს. რუსები ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს ისტორიის გასაყალბებლად.
ჩვენ კი ამ აშკარა იდეოლოგიურ დივერსიას არაფერს ვუპირისპირებთ და ქართულ ტელეარხებზე მხოლოდ ორწუთიან სიუჟეტებსა და ექსპერტების კომენტარებს ვჯერდებით. ახლახან ოსურ გაზეთ "აირონ-თაიმსში" კიდევ ერთი დივერსიული და ჩვენთვის მეტად საყურადღებო სტატია დაიბეჭდა. მასში აშკარად ჩანს რუსეთისგან გადიდგულებული ოსების მიზნები და უახლოესი გეგმები. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
"თრუსოს ხეობა გუდისის ქედისა (ჯავისა და ცხინვალის რაიონში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ განშტოება. - ავტ) და კობის ქვაბულთან ერთად 65 ოსური გვარის სამშობლოა".
მას შემდეგ, რაც კრიმინალმა კოკოითიმ ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა საქართველოს, მის ამ განცხადებას რუსეთში დიდი ყურადღება არ მიაქციეს, საქართველოში კი ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ეს იდეოლოგიურ დივერსიად შეაფასა. კოკოითის განცხადებების პარალელურად ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელმა თეიმურაზ მამსუროვმა ბრიფინგი გამართა და ქართველ პოლიტოლოგებს ურჩია, უკეთ შეესწავლათ ამ საკითხის ისტორია!
თეიმურაზ მამსუროვის განცხადებით: "ამ იდეის გახმაურების დროს პრეზიდენტი ისტორიული რეალობიდან გამომდინარეობდა. საკმარისია გაიგო თრუსოს ხეობის სოფლების დასახელება (ვითომ მნა და ოქროყანა ოსური სახელწოდებებია? - ავტ.), რომ დარწმუნდე, ეს ადგილები ძირძველი ოსური მიწაა. თრუსოს ხეობა და გუდისის ქედი კობის ქვაბულის ჩათვლით ცენტრალური ოსეთია. ამას მოწმობს უძველესი ნაგებობები, ციხეები და ძველი საფლავები.
რაც შეეხება ცნობილი ოსი მოღვაწის, რუსლან ბზაროვის მითებს: "1774 წელს ოსეთი ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის იმპერიაში, როგორც ერთიანი და განუყოფელი (რა თქმა უნდა, მაშინ ხომ სამხრეთ ოსეთი არც არსებობდა. - ავტ.), მაგრამ ეს ტერიტორიები ბოლშევიკებმა ქართველებს გადასცეს. ამ ტერიტორიების საქართველოსთვის გადაცემამდე აქ ქართველებს არასოდეს უცხოვრიათ. თრუსოს ხეობაში შემონახულია 25 ციხესიმაგრე, 15 სალოცავი. თრუსო და ოსური მიწები ოსი ხალხის ნაციონალური პრობლემაა, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ კაცობრიობის წინაშე. დღეს ოსური მიწა, კერძოდ კი ჯვრის უღელტეხილი, ქართველებისთვის ტურისტული ზონა გახდა. აქ არის მსოფლიო დონის ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან დასასვენებლად, მაშინ როცა ამ ადგილის ძირძველ, მკვიდრ ოსებს არა აქვთ საშუალება თავის ისტორიულ სამშობლოში მოხვედრისა. ხეობა არ შეიძლება დაიკარგოს. ჩვენ არ შეგვიძლია ლეგიტიმურად ჩავთვალოთ ბოლშევიკების 1921 წლის უსამართლო გადაწყვეტილებები. არავინ ელის კოკოითის განცხადებების კვალდაკვალ ამ საკითხების გადაწყვეტას, მაგრამ ჩვენ ამ თემას გავაღრმავებთ".
ალბათ, ასეთი სტატიები რამდენიმე წლის წინ სასაცილოდ არ ეყოფოდათ ქართველ მეცნიერებს. სინამდვილეში ასეც იყო, როდესაც ოსები ისტორიას აყალბებდნენ, ქართველები ამ ყველაფერს "უაზრო ბჟუტურს" უწოდებდნენ(!). რა შედეგი მოგვიტანა გულარხეინობამ, კარგად ვხედავთ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წაგლეჯით რუსეთის გეგმა ბოლომდე ვერ შესრულდა და აი, ახალი საბაბიც საქართველოს, როგორც ქვეყნის გასანადგურებლად. ეს მიზანი რუსებმა კარგა ხანია დაისახეს და ტრადიციულად, ამას ოსების ხელით აკეთებენ.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში ერთადერთი მეცნიერი, რუსეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი სერგეი არუთინოვი აღმოჩნდა, რომელმაც ისტორიული სიმართლის თქმა გაბედა, - მან ტელეეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ოსური ეთნოსი ძალზე გვიან არიან მოსული და რომ არავითარი სამხრეთი ოსეთი საბჭოთა კავშირის შექმნამდე არ არსებობდა და ეს ტერიტორია მხოლოდ და მხოლოდ ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე - შიდა ქართლი იყო. მან თქვა ისიც, რომ რუსეთმა საქართველოს ძირძველი პროვინციები ჩამოაჭრა.
მამუკა არეშიძე: ექსპერტი კავკასიის საკითხებში: - ერთ-ერთ პირველ რუკაზე, რომელიც რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების დავალებით შეიქმნა, ყაზბეგის რაიონის ნაწილი საქართველოს სამხედრო გზასთან ერთად მოზდოკის ოლქთან არის მიერთებული. ეტყობა, აქედან მოდის მითები ამ ტერიტორიების ოსეთის კუთვნილების შესახებ. სხვათა შორის, ამ რუკაზე ოსეთი მხოლოდ ჯავის რაიონს მოიცავს, მისი შემოგარენით. ცხინვალი და ეგრეთ წოდებული სამხრეთი ოსეთი კი მთლიანად ქართლია. თუ ამ რუკებით ხელმძღვანელობენ, მაშინ ეგრეთ წოდებულ ჩრდილო ოსებს საერთო არაფერი აქვთ ოსებთან. მეორე თვალსაზრისით, ტერიტორიის ოსური წარმომავლობა ოსური კულტურის ძეგლებით არის დასაბუთებული. მართალია, თრუსოში არის ოსური კულტურის ძეგლები, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისით თარიღდება, მაგრამ განა ამით შეიძლება ტერიტორიის კუთვნილებაზე მსჯელობა? არ არსებობს მსოფლიოში დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს არ არის ქართული მიწა. ეს ისტორიული ქურდობა რუსების პოლიტიკური შეკვეთაა. ოსები დღეს კავკასიელ ხალხებს შორის პრივილეგიურ მდგომარეობაში არიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მიწა წაჰგლიჯონ მეზობლებს. კრემლი სამხრეთ კავკასიაში ფეხის მოკიდებისთვის იბრძვის და მიზნის მისაღწევად ოსებზე უკეთ ვერავის გამოიყენებს.
რეალობა ასეთია: მცოცავი ანექსიის შედეგად ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ფართოვდება, ნელ-ნელა იწევს აღმოსავლეთით თუ დასავლეთით ონის, დუშეთისა და საჩხერის რაიონების ხარჯზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეული საკმაოდ ფართო იყო და მასში შედიოდა მამისონის უღელტეხილი, ცხადი გახდება, რომ ჩვენ წინაშე საკმაოდ დიდი საფრთხე დგას და ეს სულაც არ არის ოსი ისტორიკოსების ინიციატივა. არსენ ფაძაევი, რომელმაც ეს კამპანია წამოიწყო, რუსეთის დუმის დეპუტატია. მას ამდენის თავი ნამდვილად არა აქვს, თვითონ ვერ მოიფიქრებდა. რუსებმა დაარიგეს. რუსები ძალზე სერიოზულად მუშაობენ ყველა მიმართულებით. დღეს ფაქტი ისაა, რომ თურქეთში არსებული კავკასიური ორგანიზაციების 80 პროცენტი გადაბირებულია რუსების მიერ. ამ საქმის აქტიური შემსრულებელი გახლდათ თურქეთში რუსეთის საელჩოს ყოფილი დესპანი კარგიევი. ჩემი ინფორმაციით, ეს კაცი ქართული წარმოშობისაა და ქართულსაც საკმაოდ კარგად ფლობს. სწორედ ეს კარგიევი გადმოიყვანეს ცხინვალში რუსეთის ელჩად. ეს ნიშნავს, რომ ცხინვალი გახდება არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის, არამედ მთელი კავკასიის მართვის ერთ-ერთი ცენტრი. თუ აქამდე კავკასია იმართებოდა როსტოვიდან, ახლა მართვა სწორედ აქედან განხორციელდება.
მხოლოდ ინგლისურად შექმნილი დოკუმენტებით შორს ვერ წავალთ. საჭიროა რუსულენოვანი საიტების შექმნა, სადაც ისტორიულ დოკუმენტებს, წყაროებსა და რუკებს განვათავსებთ, რათა ციხე შიგნიდან გავტეხოთ. სხვათა შორის, პარალელების გავლება ბევრ მტკივნეულ საკითხზე შეიძლება. მაგალითად, ქალაქ როსტოვში არის ქალაქი ნახიჭევანი დონზე, რომელიც სომხებით არის დასახლებული. დავსვათ კითხვა: ეს ტერიტორია სომხებისაა? რუსეთის ისტორია და დღევანდელი მდგომარეობის კარგად მცოდნე პირები, მერწმუნეთ, უამრავი მტკივნეული და ძალზე დასაბუთებული დარტყმის მიყენებას შეძლებენ. ოსებმა იდეოლოგიური დივერსია ბორჯომ-ბაკურიანით დაიწყეს. თუ ვინმეს ჰგონია, კოკოითიმ ეს განცხადება ერთხელ გააკეთა და გაჩუმდა, ცდება. უკვე შექმნეს ჯგუფი, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანის, თრუსოს ხეობის, კობის ქვაბულისა და სხვა ადგილების ოსთა კუთვნილების "დამტკიცებაზე" მუშაობენ. ყალბი მასალების შეგროვების შემდეგ კი დაიწყება მსოფლიო საზოგადოებრიობაზე მასირებული შეტევა. როცა ჩვენ გვეძინა და სასაცილოდ არ გვყოფნიდა ოსების პრეტენზიები, მაშინ ცხინვალში გამოდიოდა ლიტერატურა, სადაც ისტორია დამახინჯებული და გაყალბებული იყო. ოსეთში იმ წიგნებით თაობა გაიზარდა. ამწუთას დაკარგულია ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ფარგლებს გარეთ არსებული სოფლები პერევი და ქარძმანი. მოსახლეობა იქაურობას ტოვებს, ქართველები რაჭის რიგ სოფლებსაც ტოვებენ, რადგან საქონელს იპარავენ ოსები. იგივე ხდება დუშეთის რაიონში, ყაზბეგის რაიონი კი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ მოსახლეობა ბოლო წლებში განახევრდა. თუ ლარსის საგუშაგოც გაიხსნება, ოსების შემოტევა მერე ნახეთ.
ვიდრე ქართველებს ერთი მძლავრი რუსულენოვანი საიტი ვერ შეგვიქმნია და ფულს რაში ვხარჯავთ, კაცმა არ იცის. რუსები დროს არ კარგავენ. რუსებმა მსოფლიოში საინფორმაციო ომი წააგეს და ახალ სტრატეგიას მიმართეს - ახალი მძლავრი საინფორმაციო შეტევა წამოიწყეს. ამჯერად საქმეში ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც ჩართეს(!). რაოდენ საწყენიც და უცნაურიც უნდა იყოს, ოსეთის "ისტორიულ მიწებს" ვრცელი ეპისტოლე მიუძღვნა ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ქრისტოფორმა. მაღალი სასულიერო წოდების პირის განკითხვისაგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ საინტერესოა, რამ (ან ვინ) აიძულა ნეტარი ქრისტოფორი ამისთანა სიცრუე და უმსგავსი ისტორია შეეტყუებინა მრევლისთვის. ეპისტოლე რუსულ-ჩეხურ ჟურნალ "იკონაში" გამოქვეყნდა. მიტროპოლიტი ქრისტოფორი ავტორიტეტულად აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი, რომ აქ ცხოვრობს ოსი ხალხი, რომელსაც აქვს მდიდარი კულტურული ტრადიციები, საკუთარი დამწერლობა(?!), ლიტერატურა, ხელოვნება; რომ ოსი ხალხი უაზრო საზღვრით ორადაა გაყოფილი და ახლა ისწრაფვიან აღადგინონ სახელმწიფო და გააუქმონ საზღვარი, რომელიც ყოფს ოსურ ოჯახებს, რომ თურმე ოსურ ტერიტორიებზე არასოდეს უცხოვრიათ ქართველებს და ასე შემდეგ... საილუსტრაციო მასალაში ქართული მართლმადიდებლური ტაძრები ოსურადაა გამოყვანილი. მიტროპოლიტ ქრისტოფორის ეპისტოლესთვის ყალბი რუკაც დაურთავს თან. თურმე სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ალანური ეპარქიაც არსებობდა, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა! ეპისტოლეს მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაც ალანურ ეპარქიაში შედიოდა. მიტროპოლიტი აქამდე უცნობ ისტორიასაც გვთავაზობს. ის ჯერ მონღოლთა მიერ ალანთა დამარცხებაზე ლაპარაკობს. თურმე ოსების უკანასკნელი ისტორიული ცენტრი, ციხესიმაგრე ახლანდელი ქალაქი გორი ყოფილა, სადაც თურმე ალან-ოსთა მეფისწული ბაყათარი იმალებოდა. ამ ისტორიული პასაჟიდან გამოდის, რომ ქართველები მონღოლთა მოკავშირეები ყოფილან და გორის სიმაგრიდან ალანები გაუძევებიათ(!).
გვინდა მიტროპოლიტს ერთი ისტორიული ფაქტი ვაცნობოთ: გორი მე-12 საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა დააარსა. მონღოლთა შემოსევების დროს ის ციხესიმაგრე კი არა, ქალაქი იყო, მე-13 საუკუნის ბოლოს მას ჩრდილო ოსეთიდან შემოსული ოსები დაეუფლნენ და 30 წელი მონღოლების დახმარებით ეჭირათ. სწორედ აქედან აოხრებდნენ და არბევდნენ მთელ ქართლს. ალბათ, ეპისტოლეში გორის "ისტორიული" პასაჟის შეტანა რუსეთის არმიის მიერ ქალაქ გორის უმოწყალოდ დაბომბვისა და ოკუპაციის გასამართლებლადაა გამიზნული. თუმცა ეპისტოლეში არის კიდევ ერთი ძალზე საინტერესო პასაჟი, სადაც მიტროპოლიტის ნამდვილი სახის დადგენა დაკვირვებულ მკითხველს არ გაუჭირდება: მიტროპოლიტი აშკარა სიმპათიას გამოხატავს ახლანდელი რუსეთის მიმართ და ამტკიცებს, ბოლშევიკურ რუსეთთან მას დღეს საერთო არაფერი აქვსო. მიტროპოლიტი ღიად საყვედურობს ჩეხურ მედიას ჩეხეთ-სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის შპიონაჟის ცენტრი რატომ გელანდებათო! მიტროპოლიტის ეპისტოლე ილუსტრირებულია ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლებით, რომლებსაც ის ოსური კულტურის ძეგლებად ასაღებს. აქვე მოხმობილია ომის ამსახველი შემზარავი ფოტოები (ისე, საინტერესოა, როგორ ადგენს მიტროპოლიტი, რომ ეს ნგრევა-უბედურება ქართული არმიის ნამოქმედარია და არა რუსული ავიაციის?).
ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საპატრიარქოს. დეკანოზი დავით შარაშენიძე, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი: - მიტროპოლიტის ამ ეპისტოლეზე მკაცრი რეაქცია გვქონდა. მას საქართველოს საპატრიარქომ შესაბამისი ახსნა-განმარტება მოსთხოვა, გაუგებარი პასუხი მივიღეთ. ეს პასუხს კი არა, ზერელე მობოდიშებას უფრო ჰგავდა. მგონი გასაგები უნდა იყოს, საით უბერავს სიო.

- ეპისკოპოსს ისეთი ღრმა ისტორიული განათლება აქვს, რომ ოსების ისტორიულ მემკვიდრეობაზე იმსჯელოს?
- ისტორიული განათლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გეტყვით, რომ მას სასულიერო აკადემია მოსკოვში აქვს დამთავრებული(!).

- ეპისტოლედან კარგად ჩანს, რომ ჩეხეთში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მაინცდამაინც პატივით არ მოიხსენიებენ, მას რუსების ინტერესების გატარებასა და შპიონაჟშიც კი ადანაშაულებენ.
- როგორც ჩანს, მედია მთლად არ ტყუის. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამასთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ვიმეორებ, ნორმალური პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

როლანდ თოფჩიშვილი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი: - ჩვენ ცაიტნოტში ვართ. დადგა ჟამი, ვიზრუნოთ ტერიტორიების დაბრუნებაზე. საქართველო ინფორმაციულ შეტევაზე უნდა გადავიდეს და მოითხოვოს თავისი ისტორიული მიწა-წყალი, რომელიც თავის დროზე რუსებმა ოსებს უბოძეს და რომელიც დღეს ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზეა. ეს არის დვალეთის ტერიტორია, უძველესი ქართული მიწა-წყალი (3581 კვკმ). ის რუსეთმა შეიერთა ქართლ-კახეთთან ერთად და თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა ნარას უჩასტკის სახელწოდებით. 1858 წლის 3 აპრილს რუსებმა ეს ტერიტორია ჩამოგვაჭრეს და თერგის ოლქს გადასცეს (დღევანდელი ჩრდილო ოსეთის ტერიტორია). დვალები ისეთივე ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ჯგუფს წარმოადგენდნენ, როგორსაც ფხოველები, თუშები. ოსებმა საქართველოში პირველად ეს ტერიტორიები დაიკავეს. თავდასხმებით აიძულეს დვალები, აყრილიყვნენ და მე-16 საუკუნეში ამ ტერიტორიაზე თავად დასახლდნენ. თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ოსები პირველად თრუსოში და მაღრანდვალეთის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ. მაღრანდვალეთი 9 სოფელს მოიცავდა დიდი ლიახვის ხეობის უკიდურეს ზემო წელში. მანამდე ოსები საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილან.

"თუ ლარსის საგუშაგოც გაიხსნება, ოსების შემოტევა მერე ნახეთ"

- ოსები ამბობენ, დვალები ოსები იყვნენო...
- დვალები ოსები არ ყოფილან. დვალები დვალები იყვნენ, ძირძველი კავკასიელები. თუ ოსებმა თავიანთი ისტორია არ იციან, ჩაიხედონ ისტორიულ წყაროებში.

- ქართველი მეცნიერების არგუმენტები მათთვის მისაღები არ არის..
- კარგი, ბატონო, მაშინ უცხოელი ისტორიკოსების არგუმენტები მოვიშველიოთ. ოსებზე ყველაზე ამომწურავ ინფორმაციას კატალონიელმა მეცნიერმა აგუსტო ალემანმა მოუყარა თავი. ყველა წყარო, რაც კი მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე არსებობდა, ერთ წიგნში მოაქცია (რადგან წიგნი ალანების ისტორიას ეხებოდა, რუსებმა თარგმნეს. წიგნი მაღალპოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი და მისი "ფასადი" ქართული ასომთავრული და მხედრული წარწერებით არის აჭრელებული. ამაზე მეტი ცინიზმი წარმოუდგენელია! - ავტ.). ძველი ბერძნული, ლათინური, ბიზანტიური, გვიანდელი ბერძნული წყაროების, არაბული, სომხური, კატალონიური, ქართული, ირანული, ჩინური, მონღოლური, რუსული, სირიული წყაროების მიხედვით საქართველოს სიახლოვეს, არსად, ოსების წინაპარი ალანები არ ცხოვრობდნენ. მათი დასახლების არეალი ყველა წყაროს მიხედვით იყო ევრაზიის სივრცე, სამხრეთ რუსეთისა და უკრაინის სტეპები, სადაც მომთაბარეობდნენ მეოთხე საუკუნის 70-იან წლებამდე, მაგრამ ალანების ეთნოგენეზი მოხდა არა ევრაზიის სივრცეში, არამედ შუა აზიაში, არალისპირეთში, თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზე. ეს დამტკიცებული აქვს არა მარტო აგუსტო ალემანს, არამედ ძალზე ავტორიტეტულ რუს ავტორსაც, სახელმწიფო პრემიების მფლობელ გუმილიოვსაც. გუმილიოვს დაბეჭდილი აქვს რუკები და სქემები, რომლის მიხედვითაც ალანები სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ. მათი სამომთაბარეო არეალი დონისპირეთში იყო ("დონი" ოსურად წყალს ნიშნავს). მეოთხე საუკუნის 70-იან წლებში აღმოსავლეთიდან ჰუნები დაიძრნენ. მთელ ევრაზიას გადაუარეს. მომთაბარე ალანები, რომლებიც ვოლგასა და აზოვის ზღვას შორის მოძრაობდნენ, ფაქტობრივად, გაანადგურეს. ვინც გადარჩა, საბრძოლველად ევროპისაკენ წაიყვანეს. მაშინ ჩამოიწია გადარჩენილმა ნაწილმა ჩრდილო კავკასიის ბარში და შექმნა ე. წ. ალანური სახელმწიფო და ცხოვრობდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილო კავკასიის ბარში. მე-10 საუკუნის არაბული წყაროების მიხედვით, არაბი ისტორიკოსი იბნ რუსტა წერს, დარიალის კარიდან ალანთა ქვეყნამდე 10 დღის ფეხით სავალიაო. ეს ნიშნავს, რომ დარიალიდან ოსების განსახლების ადგილამდე 250 კილომეტრი მაინც იყო. მაშინ სტეპის ხალხი იყო, მონღოლთა შემოსევების შემდეგ მთიელები გახდნენ. ასე რომ, ოსები კავკასიელები არ არიან. ხომ არ ავიწყდებათ, რომ რუსების ხელშეწყობით აქვთ მითვისებული მეზობლების ტერიტორიები? ინგუშეთის ძალზე დიდი ნაწილი რუსების ხელშეწყობით ჩაიგდეს ხელში. მთელი პრიგოროდნის რაიონი მთლიანად ინგუშური იყო. როდესაც 1944 წელს სტალინმა ინგუშები შუა აზიაში გაასახლა, პრიგოროდნი ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა. მას შემდეგ ხრუშჩოვმა ინგუშები დააბრუნა, მაგრამ ტერიტორიები არ დაუბრუნეს. მეტიც, 1774 წელს, როდესაც რუსებმა ვლადიკავკაზის ციხესიმაგრე ააშენეს, ამ ადგილას იყო ინგუშური სოფელი ზაურეგი, სადაც ინგუში ზაურეგების გვარი ცხოვრობდა. ცნობილი რუსი ეთნოლოგი ნატალია ვოლკოვა წერს, რომ არა მარტო თერგის მარჯვენა, არამედ მარცხენა მხარეს მცხოვრები ოსები ინგუშებს მიწის გადასახადს უხდიდნენო. რას ნიშნავს ეს, გასაგებია. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ეს ინგუშების მიწა-წყალი იყო და ოსები ამიტომაც უხდიდნენ ინგუშებს მიწის გადასახადს. ინგუშები ძალიან დაჩაგრეს. ქართველებსაც მისცეს ჩეჩნეთის ტერიტორიის, ბალყარეთისა და ყარაჩაის ნაწილი, ქლუხორის რაიონიც შეიქმნა, მაგრამ როდესაც ამ მიწაზე მცხოვრები ძირძველი მოსახლეობა გადასახლებიდან დაბრუნდა, ქართველებმა უსიტყვოდ დატოვეს იქაურობა (ასეთი ფაქტი ისტორიაში ერთადერთია) და მეურნეობის ნაწილი, ფრინველი თუ საქონელი გადასახლებიდან დაბრუნებულ ჩრდილოკავკასიელებს დაუტოვეს. ამისთანა ისტორიის მქონე ოსები ბედავენ და კავკასიაში ძირძველ ისტორიულ მიწებს ეძებენ? მეტი ცინიზმი და მტაცებლობა გაგონილა?

- ოსები იმით აპელირებენ, რომ თრუსოს ხეობაში რამდენიმე ოსური კულტურული ძეგლია და იქაურ სოფლებსაც ოსური სახელები ჰქვია.
- თრუსოს ხეობაში ოსები მე-17 საუკუნიდან მოვიდნენ და რა გასაკვირია, რამდენიმე კოშკი რომ აქვთ? ეს კოშკები აშენებულია მე- 17-18-19 საუკუნეებში. რაც შეეხება თრუსოს ოსურ სოფლებს, თრუსოში შედის სოფელი მნა. 1774 წლის "ხევის აღწერაში" გადარჩა თრუსოს ერთი სოფლის აღწერა, სადაც მითითებულია მაშინ იქ მცხოვრებთა გვარ-სახელები. სოფელი ბაბეურებით, ზაქიშვილებით, არჯინაულებით, ბადაძეებით, გუდიაურებით იყო დასახლებული. რომელია ოსური გვარი? თრუსოში არის სოფელი ოქროყანა, თუ ეს ოსების მიწაა, სოფელს რანაირად შეიძლება ოქროყანა დარქმეოდა? არის სოფელი გილარა, რომელიც სვანურად მჟავე წყალს ნიშნავს. სწორედ მჟავე წყალი ამოდის ამ სოფელში და სოფლის სახელწოდებაც სუფთა ქართველური ტოპონიმია. სად არის აქ ოსური სახელწოდებები?
პ. ს. ქართველ ერს ამაზე დიდი ავბედობაც ახსოვს. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს დედაქალაქმა თბილისმა არაბების 300-წლიანი ბატონობა გადაიტანა... ამ ჟამთა სიავის დროს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს შთამომავლობას მისცემს საშუალებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის იბრძოლოს. თუ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ოსები დღეს ბოლშევიკური რუსეთის 1921 წლის გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და ისტორიული საფუძვლის გარეშე საქართველოს იურისდიქციაში შემავალ ოსურ მიწებს ითხოვენ, ვითომ საქართველომ რატომ უნდა ცნოს ლეგიტიმურად მეფის რუსეთის დროინდელი 1858 წლის ადმინისტრაციული დაყოფა? მართალია, დღეს სამაჩაბლო ოკუპირებულია და მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, მაგრამ არც იმ მიწის, კერძოდ კი დვალეთის დავიწყება ღირს, რომელიც რუსებმა უბოძეს ოსებს და რომელიც დღეს ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზეა. საქართველოს აქვს უფლება - ისტორიულიც და მორალურიც - დაიბრუნოს ისტორიული მიწა-წყალი. ალბათ, ოსებს არც იმის შეხსენება აწყენდათ, რომ კავკასიაში სტუმრები არიან და თუ ისტორიულ მიწა-წყალს ეძებენ, მეგობარი რუსები შეაწუხონ და ტერიტორიების დაბრუნება მოსთხოვონ. სანამ ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხებს გულგრილად ეკიდება და რუსულენოვანი საიტის შექმნასაც არ ჩქარობს, ჩვენი მტრები სპეციალურ კომისიებს კომისიებზე ქმნიან და მსოფლიოს გაბრუებას ცდილობენ(!).


ხათუნა პაიჭაძე


კვირის პალიტრა
http://www.kvirispalitra.ge/index.php?opti...-10-01&Itemid=5


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Sep 7 2009, 05:49 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ოსების ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ხომ იცით ვინ იყვნენ?: კოსტა ხეთაგუროვი და სხვები biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zegardeli
პოსტი Sep 23 2009, 10:14 AM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 9-February 09
წევრი № 6,471



ციტატა(damiane80 @ Sep 7 2009, 05:49 PM) *

ოსების ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ხომ იცით ვინ იყვნენ?: კოსტა ხეთაგუროვი და სხვები biggrin.gif

და სხვა მრავალი! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 30 2009, 05:13 PM
პოსტი #27


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გამოქვეყნდა დასკვნა აგვისტოს ომის შესახებ

http://www.ceiig.ch/Report.html


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 1 2009, 01:39 AM
პოსტი #28


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დასკვნის შესახებ:

ჩვენთვის მოსაწონია დასკვნის 80% , კერძოდ დაგმობილია რუსეთის ქმედება და არაა გამართლებული, და ასევე ქართული სოფლების ეთნოწმენდა, ასევე უარყოფილია ქართველების მიერ გენოციდის მოწყობის ბრალდება.

სამაგიეროდ საქართველო დადანაშაულებულია
1. ძალის გამოყენების ვალდებულების დარღვევაში
2. ცხინვალის დაბომბვის არაპროპორციულობაში






იმასთან დაკავშირებით, გამართლებული იყო, თუ არა საქართველოს მიერ ძალის გამოყენება, მათ შორის ცხინვალის დაბომბვა, საერთაშორისო სამართლის კუთხით, დასკვნაში წერია: ”არ იყო”.

მისიის განმარტება ასეთია, რომ საქართველოს იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტებით ძალის არგამოყენების ვალდებულება გააჩნდა. ეს დოკუმენტებია: 1992 წლის სოჭის ხელშეკრულება და 1996 წლის მემორანდუმი უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ქართულ-ოსური კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერების ზომების შესახებ.

”რომც ვივარაუდოთ, რომ საქართველო იგერიებდა შეტევას - მაგალითად სამხრეთ ოსური მხარის მიერ ქართული სოფლებზე შეტევას - მისი საპასუხო ქმედება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უნდა ყოფილიყო საჭიროების ფარგლებში და პროპორციული,” - ნათქვამია დასკვნაში.

იქვე ისიც აღნიშნულია, რომ ცხინვალის დაბომბვა გრადის ტიპის საარტილერიო სისტემის გამოყენებით 7-8 აგვისტოს ღამეს ”საჭირო და პროპორციულ” ქმედებად ვერ ჩაითვლება.

”საქართველოს სამხედრო თავდასხმის უკანონო ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის საპასუხო თავდაცვითი ქმედება ნამდვილად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართალს ლეგიტიმური თავდაცვის თვალსაზრისით. თუმცა, სამხრეთ ოსური მხარის ნებისმიერი ოპერაციები, რომელიც ქართული შეიარაღებული შეტევის მოგერიების მიზანს გასცდა, კერძოდ, ეთნიკური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები სამხრეთ ოსეთის შიგნით და გარეთ, საერთაშორისო სამართლის და ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად უნდა შეფასდეს,” - ნათქვამია დასკვნაში.


იხილეთ მთლიანი დასკვნა

ევროკავშირის ეგიდით შესწავლილი აგვისტოს ომი

სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'09 / 21:28

•ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო;
•შეუძლებელია “მთელი პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთ მხარეს” დაეკისროს;
•საქართველოს მიერ ძალის გამოყენება გაუმართლებელია;
•რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მიღმა ძალის გამოყენება გაუმართლებელია;
•გენოციდს ადგილი არ ქონია;
•ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა განხორციელდა.
ევროკავშირის დაფინანსებული მისიის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ “ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის დაბომბვით.”

”თუმცა ეს იყო იმ მზარდი დაძაბულობის, პროვოკაციების და ინციდენტების კულმინაცია, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა,” - ნათქვამია დასკვნაში, რომლის თანახმადაც მას არ აქვს ”აბსოლუტურ სიზუსტესა და სრულყოფილებაზე” პრეტენზია.

”ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალის და მისი მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია ქართული მხარის მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო,” - ნათქვამია ე.წ. ”ტალიავინის კომისიის” დასკვნაში.

თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ომის დაწყების საკითხის განხილვისას ”ფოკუსირება მხოლოდ 7-8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის წინააღმდეგ საარტილერიო შეტევაზე” არ უნდა მოხდეს.

”შეფასება ასევე უნდა მოიცავდეს ომამდე წლების უკან არსებულ პერიოდს და იმ მზარდ დაძაბულობას, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებას წინ უძღოდა,” - ნათქვამია დასკვნაში.

საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ იგი იძულებული შეიქმნა თავდაცვითი ოპერაცია დაეწყო 7 აგვისტოს 23:35 საათზე, რათა უკვე დაწყებულ რუსული სამხედრო აგრესია შეეჩერებინა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ კომისიამ საქართველოს მტკიცება, რომ რუსეთმა ”ფართომასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა” 8 აგვისტომდე განახორციელა ”საკმარისად დასაბუთებულად” ვერ მიიჩნია.

თუმცა, მისიის დასკვნა ასევე მიანიშნებს იმ რამოდენიმე ინფორმაციასა და პუბლიკაციაზე, მათ შორის რუსულ წყაროებში, რომლის თანახმადაც რუსული მხარე სამხრეთ ოსური და აფხაზური ძალების წვრთნასა და აღჭურვას 2008 წლის აგვისტომდეც ახორციელებდა.

”გარდა ამისა, როგორც ჩანს აგვისტოს დასაწყისში მოხალისეთა და დაქირავებული მებრძოლების დიდი ნაკადი შევიდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში როკის გვირაბის და კავკასიონის ქედის გავლით,” - ნათქვამია დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ 8 აგვისტოს 14:30 საათამდე, როდესაც რუსეთის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება ინტერვენციის თაობაზე, ”გარკვეული რუსული ძალები” - გარდა სამშვიდობოებისა - უკვე იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთში.

”ასევე, როგორც ჩანს, რუსულმა საჰაერო ძალებმა ოპერაციები ქართული სამიზნეების წინააღმდეგ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა, 8 აგვისტოს დილით დაიწყეს, ანუ იმაზე ადრე ვიდრე ეს მითითებულია ოფიციალურ რუსულ ინფორმაციაში [როგორც რუსეთის მხრიდან ჯარების შეყვანის დროდ - 8 აგვისტოს 14:30 საათი],” - ნათქვამია დასკვნაში.

რუსეთმა ინტერვენცია ოსი მოსახლეობის ”გენოციდის” შეჩერების, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების და რეგიონში განთავსებული რუსი სამშვიდობოების დაცვის მოტივით ახსნა. რუსეთის განცხადებით, 8 აგვისტოს დილით ქართული მხარის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ორი რუსი სამშვიდობო დაიღუპა, ხოლო ხუთი დაიჭრა. საქართველომ უარყო რაიმე მიზანმიმართული შეტევა რუსი სამშვიდობოების შტაბბინაზე ცხინვალში.

”ტალიავინის კომისიის” დასკვნაში ნათქვამია, რომ კომისიას ”არ გააჩნია დამოუკიდებელი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა რომელიმე მხარის ბრალდებებს” ამ საკითხთან მიმართებაში.

”თუმცა, იმ დროს ადგილზე არსებული სახიფათო სიტუაციიდან გამომდინარე, მსხვერპლი რუს სამშვიდობოებს შორის სავსებით შესაძლებელი იყო,” - ნათქვამია დასკვნაში.

რაც შეეხება რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ბრალდებებს გენოციდთან დაკავშირებით, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს მხრიდან გენოციდს ადგილი არ ქონია.

”ფაქტების გულისყურით შესწავლის შემდეგ, მისია ასკვნის, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, განცხადებები ქართული მხარის მიერ გენოციდის განხორციელებასთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის და მისი შემდგომი პერიოდის კონტექსტში არც იურიდიულად არის დასაბუთებული, და არც რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულებებითაა გამყარებული,” - ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა.

”არსებობს მტკიცებულება სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართული სოფლების სისტემატური ძარცვისა და განადგურების შესახებ. შედეგად. შეიძლება დავასკვნათ, რომ ეთნიკურ წმენდას სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ მართლა ქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში,” - ნათქვამია დასკვნაში.

იმასთან დაკავშირებით, გამართლებული იყო, თუ არა საქართველოს მიერ ძალის გამოყენება, მათ შორის ცხინვალის დაბომბვა, საერთაშორისო სამართლის კუთხით, დასკვნაში წერია: ”არ იყო”.

მისიის განმარტება ასეთია, რომ საქართველოს იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტებით ძალის არგამოყენების ვალდებულება გააჩნდა. ეს დოკუმენტებია: 1992 წლის სოჭის ხელშეკრულება და 1996 წლის მემორანდუმი უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ქართულ-ოსური კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერების ზომების შესახებ.

”რომც ვივარაუდოთ, რომ საქართველო იგერიებდა შეტევას - მაგალითად სამხრეთ ოსური მხარის მიერ ქართული სოფლებზე შეტევას - მისი საპასუხო ქმედება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უნდა ყოფილიყო საჭიროების ფარგლებში და პროპორციული,” - ნათქვამია დასკვნაში.

იქვე ისიც აღნიშნულია, რომ ცხინვალის დაბომბვა გრადის ტიპის საარტილერიო სისტემის გამოყენებით 7-8 აგვისტოს ღამეს ”საჭირო და პროპორციულ” ქმედებად ვერ ჩაითვლება.

”საქართველოს სამხედრო თავდასხმის უკანონო ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის საპასუხო თავდაცვითი ქმედება ნამდვილად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართალს ლეგიტიმური თავდაცვის თვალსაზრისით. თუმცა, სამხრეთ ოსური მხარის ნებისმიერი ოპერაციები, რომელიც ქართული შეიარაღებული შეტევის მოგერიების მიზანს გასცდა, კერძოდ, ეთნიკური ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები სამხრეთ ოსეთის შიგნით და გარეთ, საერთაშორისო სამართლის და ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად უნდა შეფასდეს,” - ნათქვამია დასკვნაში.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ძალის გამოყენების კანონიერებას საერთაშორისო სამართლის კუთხით, ამ საკითხზე მისიას ”დიფერენცირებული” მიდგომა აქვს და ”რუსეთის რეაქციას საქართველოს შეტევაზე” ორ ფაზად ყოფს - ერთი, რომელიც იყო მყისიერი რეაქცია ცხინვალში მყოფი რუსი სამშვიდობოების დასაცავად და მეორე, სამხრეთ ოსეთის მიღმა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეჭრა.

მისია ასკვნის, რომ პირველ შემთხვევაში ”თუ რუს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, რუსეთს ჰქონდა უფლება პროპორციული სამხედრო ძალა გამოეყენებინა მათ დასაცავად.”

”ამრიგად, რუსეთის მიერ ძალის გამოყენება თავდაცვითი მიზნით კონფლიქტის პირველი ფაზის დროს კანონიერი იქნებოდა,” - ნათქვამია დასკვნაში.

რაც შეეხება მეორე ფაზას, დასკვნაში ნათქვამია, რომ ”რუსული სამხედრო მოქმედებების უმეტესობა მნიშვნელოვნად გასცდა თავდაცვის გონივრულ საზღვრებს”.

”უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის ფარგლებს მიღმა ძირითადად საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელდა,” - ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა გაეროს წესდება დაარღვია, როდესაც მან და მისმა აფხაზმა მოკავშირეებმა ზემო კოდორის ხეობაზე მიიტანეს იერიში.

მისია ასევე აცხადებს, რომ მესამე ქვეყნის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების ”მასობრივი დარიგება” საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

დასკვნა, რომლის მოცულობაც 1 100 გვერდს აღემატება (და რომელიც მხარეების მიერ მიწოდებულ მასალასაც შეიცავს), მისიის ცხრათვიანი მუშაობის შედეგია.

მისიის განცხადებით, მუშაობის პერიოდში მათ სადაზვერვო, მათ შორის სატელიტური-სადაზვერვო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

დასკვნაში აღნიშნულია რომ ყველა მხარემ კომისიასთან თანამშრომლობის ”მოულოდნელად მაღალი” ხარისხი გამოამჟღავნა.

კომისიის განცხადებით შეუძლებელია ”კონფლიქტზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს” და რომ დასკვნის მიზანი არ არის ”ძველი ჭრილობების ხელახლა გახსნა და ემოციების გაღვივება”.


სრული ინგლისური ვერსია ნახეთ აქ

http://www.ceiig.ch/Report.html


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Oct 1 2009, 04:25 AM
პოსტი #29


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ციტატა(KAIROS @ Oct 1 2009, 02:39 AM) *

ევროკავშირის ეგიდით შესწავლილი აგვისტოს ომი

სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'09 / 21:28

•ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო;
•შეუძლებელია “მთელი პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთ მხარეს” დაეკისროს;
•საქართველოს მიერ ძალის გამოყენება გაუმართლებელია;
•რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მიღმა ძალის გამოყენება გაუმართლებელია;
•გენოციდს ადგილი არ ქონია;
•ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა განხორციელდა.

სრული ინგლისური ვერსია ნახეთ აქ

http://www.ceiig.ch/Report.html


ისევ დიაბოლიზმი და დაბოლების მაგალითი (რაც საგარეო ძალებში ძალიან ხშირად მთქმელის არაკომპეტენტურობითაა გამოწვეული, ნაკლებად-წინასწარგამიზნული ვერაგობით, ინტენსიურად კი-საქართველოში გაბატონებული 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების მომწყობთა მემკვიდრეების სიცრუის პარპაშისა და არაადექვატურობისაგან) ...

თითქოს ე.წ. "სამხრეთ ოსეთის"* ფარგლებს გარეთ არა, მაგრამ თურმე შიგნით რუსეთის მიერ ძალის გამოყენება გამართლებული და ლეგიტიმური ყოფილიყოს.... აი, ასეთ პოლიტიკას (უფრო ზუსტად, ა-ნ-ტ-ი-პ-ო-ლ-ი-ტ-ი-კ-ა-ს), პოლიტიკოსებს (Idem) და მიმართებას რომ ესწრაფვის და ასეთი აზროვნებით ორიენტირებს, შემდეგ კი თავის სამშობლოს სხვათა ხედვით უყურებს, ისეთს რა ვუთხარი. პიროვნების ბუმბერაზობა ეროვნულზე დამყარებულ საკაცობრიო თვალსაწიერის ქონაში მდგომარეობს. პიროვნებად ყოფნა რთულია და ამავე დროს, ღირსეული; აი, მცენარესავით პრიმიტიული და ავტომატური ტიპის ცხოვრებით არსებობა კი გაცილებით ადვილია. ნუ, დიდ პოლიტიკოსად ქცევის მსურველი ამებები.


* ჯერ ერთი, საქართველოს რომელი კონსტიტუციური ტერმინი ეგაა; მითუმეტეს, რომ თვით დამპყრობელი საბჭოთა კავშირის არცერთ კონსტიტუციაში არ ყოფილა მსგავსი დასახელების პოლიტიკური ერთეული. არანაკლებ საგულისხმო მომენტი კი ისაა, რომ არცთუ ცოტა უვიცი ქართველი-სხვებს რომ თავი დავანებოთ-ხშირად ხმარობს ამ ტერმინს მასმედიაში. გაიგონებთ ხოლმე ფრაზებს: "როცა ო-ს-ე-თ-შ-ი ომი იყო", "ო-ს-ე-თ-შ-ი იბრძოდა", "სამხრეთ ოსეთის არეულობა", "სამხრეთ ოსეთის მოვლენები" და სხვა მრავალი მსგავსი მარგალიტი... საქმის მართებულად კეთების მაგივრად ჩვენ თვითონ თუ ამას ვჩადით, მაშინ ოსებთან და რუსებთან არანაირი პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, რადგან ასეთი ზერელე და ცალტვინა მოქმედებით ჩვენ თვითონვე ვუმტკიცებთ მათ იმას, რაც აროდეს ჰქონიათ და უნდათ კი. მონდომება არაა ცუდი; გააჩნია, როგორ და რის საფუძველზე თორემ


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 1 2009, 06:20 PM
პოსტი #30


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მიღმა ძალის გამოყენება გაუმართლებელია

ჰო, ნამდვილად მასეა გეორგიანელო, მართლაც მწარედ გამეღიმა, რა "სამხრეთ ოსეთს" შიგნით რა გამართლებული იყო?
და მაინც ჩვენი (ანუ ხელისუფლების) ბედოვლათობის გამო, მაინც იყოო ამბობენ და აი რატომ
ციტატა
მისია ასკვნის, რომ პირველ შემთხვევაში ”თუ რუს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, რუსეთს ჰქონდა უფლება პროპორციული სამხედრო ძალა გამოეყენებინა მათ დასაცავად.”

”ამრიგად, რუსეთის მიერ ძალის გამოყენება თავდაცვითი მიზნით კონფლიქტის პირველი ფაზის დროს კანონიერი იქნებოდა,” - ნათქვამია დასკვნაში



სამწუხაროა, მაგრამ ამაზე პასუხი უნდა აგონ!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 19 2009, 08:36 PM
პოსტი #31


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გავოცდი..

აი რას ნიშნავს ისტორია, რას ნიშნავს ობიექტურობა, რას ნიშნავს ის რაც ჩვენ არათუ გვაკლია, არამედ საერთოდ არ გვაქვს, მეტიც არათუ არ გვაქვს, არამედ არც გვინდა გვქონდეს ან თუკი ვინმე იტყვის ამას, მას მაშინვე მოღალატედ, მტრად, ჯანდაბად და ოხრობად შევრაცხავთ...
ანუ რას ვამბობ, არცერთი ერი არ ერიდება თქვან სადაც შეცდნენ, სადაც ჩაიდინეს რაიმე სამხედრო კრიმინალი, თავად ვუყურე იტალიელების, გერმანელების , ინგლიეìსელების და სხვების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც ასახებდნენ მათსავე ისტორიას და პირუთვნელად ყვებოდნენ რა მოხდა და როგორ, ყოველგვარი თავის მართლების გარეშე...

გავოცდი, ეჰ, ჩვენ სად ვართ ჯერ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 21 2009, 12:40 AM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(KAIROS @ Oct 19 2009, 08:36 PM) *


გავოცდი, ეჰ, ჩვენ სად ვართ ჯერ...


გურჯისტანში! სადაც ყველა დაახლოებით მაინც აზრზეა რაც ხდება და მაინც თავს იჩლუნებს sad.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 21 2009, 04:08 AM
პოსტი #33


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
გურჯისტანში

ნამდვილად, ნამდვილად...
რა ვქნათ, როგორ შეიძლება ამ ხალხს გავაგებინოთ, რომ თუ სიავეს იტყვი ქართლისას ეს არ ნიშნავს, რომ შენს გულში სიძულვილია...
ობიექტურობა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 9 2009, 08:47 PM
პოსტი #34


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დღეს მსოფლიო 20 წლისთავს აღნიშნავს ბერლინის კედლის დაცემიდან, დღეს მსოფლიო ივიწყებს, რომ ასეთი კედელი დღესაც არსებობს საქართველოში!

ამას ეხმაურებოდა დღევანდელი ქართული აქცია საფრანგეთში.
ქართველების აქცია საფრანგეთში
09.11.09 11:40
საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ქმედებები გააპროტესტა პარიზში ქართულმა სათვისტომომ. აქციაში საფრანგეთის არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაუშვებელია 21-ე საუკუნეში რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების ოკუპირება და ახალი ბერლინის კედლის მშენებლობა მაშინ, როდესაც მსოფლიო ამ კედლის დანგრევის 20 წლისთავს აღნიშნავს.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 12 2010, 09:19 PM
პოსტი #35


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აგერ, დაიწყეს "მართლმადიდებლური" ზრუნვა უკვე სეპარატისტებზე...

БОЛИ И НАДЕЖДЫ ДРЕВНЕЙ ПРАВОСЛАВНОЙ ОСЕТИИ

Беседа с насельником московского Сретенского монастыря иеромонахом Никодимом (Бекеневым)

Иеромонах Никодим (Бекенев).
Фото: А.Поспелов / Православие.Ru– Отец Никодим, расскажите, пожалуйста, о себе, о том, как вы пришли к монашеству.

– Я коренной москвич. Крестился в возрасте 10 лет. С этого момента считаю себя верующим человеком. Воцерковлением я обязан своим родителям, прежде всего отчиму. После школы поступил в Московское академическое художественное училище памяти 1905 года. Рос, наверное, как и все московские парни: занимался спортом – вольной борьбой, был студентом, гулял с друзьями. В юношестве, во время учебы, немного отдалился от храма. К концу обучения вера стала возгораться с новой силой, и через несколько месяцев после окончания училища я «убежал» из мира в монастырь.

– Живя в Москве, поддерживали ли вы связи с осетинской диаспорой, с Южной Осетией?

– В Южной Осетии живут мои родственники и друзья. В советские годы мой отчим несколько лет проработал главным режиссером Юго-Осетинского драматического театра. Естественно, у нас дома в Москве постоянно гостили и друзья его, и коллеги, так что я фактически вырос в осетинской среде. И, конечно, мне приходилось и приходится постоянно общаться со своими друзьями в Южной Осетии, которые все практически являются православными.

– Случалось ли вам брать благословение правящего архиерея Грузинского Церкви на пастырские поездки в Южную Осетию?

– Да. В начале лета 2008 года я собрался крестить родственника в Южной Осетии. Тогда ситуация уже была напряженная, но еще можно было проехать через границу с Грузией. Насельник нашего монастыря иеродиакон Нафанаил (Муралошвили) в тот момент находился в Тбилиси у своих родителей. У него был день рождения, и мы договорились встретиться на границе. Он приехал за мной вместе с игуменом Иоанном (Абасашвили), клириком Грузинской Церкви. Отец Нафанаил хотел пригласить меня в Тбилиси, познакомить с родителями. Он обратился к местному архиепископу Исаие, чтобы тот помог нам беспрепятственно перейти границу. Владыка хлопотал за нас, и, естественно, оказавшись в Грузии, мы приехали к архиерею, чтобы поблагодарить его за участие. Также я взял благословение на совершение таинства крещения в Осетии.

– Какие особенности церковной жизни, богослужения в этом регионе вам более всего памятны? Сохранилась ли там преемственность духовных православных традиций после атеистического советского периода гонений на Церковь?

– Осетины – древний православный народ, потомки алан, принявших Православие от Византии в Х веке. Известны имена аланских святых, пострадавших во II веке. В Аланском государстве Православие было государственной религией. В реестре Константинопольского патриархата Аланская митрополия занимала 61-е место, сразу за Киевской. Конец ХIV века стал катастрофическим для Алании: аланы практически все были уничтожены, сражаясь за свою веру и свободу с полчищами Тимура-Тамерлана. Осталась небольшая часть, которую не удалось уничтожить врагу. Именно они и являются современными осетинами (овсы, или ясы, – одно из древних названий алан). С самого рождения через традиции предков каждый осетин впитывает в себя такие понятия, как Бог, святые, молитва и тому подобные.

Любой осетинский праздник или какое-либо важное событие начинается с обращения к Богу и святым. Своим небесным покровителем осетины считают великомученика Георгия Победоносца (Уастырджы) и всегда желают друг другу его помощи, покровительства и поддержки. На территории Осетии – и на севере, и на юге – есть множество древних христианских памятников. Хотя многие из них не сохранились до наших дней, люди помнят эти места, празднуют дни памяти святых или событий Церкви, которым были посвящены эти храмы и часовни. А на юге много храмов и часовен рушится прямо на глазах: не хватает средств на реставрацию. В некоторых селах люди сами, своими руками, строят новые храмы взамен утраченных. Еще несколько десятилетий назад можно было бы сохранить множество памятников христианства, сами храмы и росписи. Но и сейчас на севере и на юге Осетии есть много исторических мест, свидетельствующих о христианских подвигах древних подвижников.

Некоторых людей приводит в недоумение, чему поклоняются осетины, когда молятся в рощах и на возвышенностях, некоторые считают, что они поклоняются камням и деревьям. Но на самом деле, как правило, это места древних церквей. Места, где были разрушенные алтари, особенно помечаются, и люди из благоговения не нарушают их, не ходят там, не тревожат покой святого места. Почти все осетинские праздники имеют древние христианские корни. До Октябрьской революции в царской России правительство и церковные власти понимали значение христианства для осетин. На осетинский язык было переведено Священное Писание, на севере Осетии даже совершались богослужения для народа на родном языке.

Что касается юга Осетии, то во время советской власти, в отличие от севера, там не совершалось богослужений, хотя сохранялись и никогда не разорялись несколько храмов в самом Цхинвале и в окрестных селах. Конец советской власти для Южной Осетии был, как это не печально констатировать, началом войны с Грузией. В 1989 году в Грузии на государственном уровне стали звучать слова о выходе из состава СССР и о России как о главном враге. Тогда Юго-Осетинская автономная республика заявила о желании остаться в составе Советского Союза и провозгласила независимую республику. Начались тревожные дни, этнические осетины стали подвергаться гонениям и издевательствам; из-за преследований по национальному признаку, грабежей и убийств десятки тысяч людей были вынуждены бежать из Грузии в Россию. Опустели древние осетинские поселения в Горийском и других районах Грузии. Практически вся территория Южной Осетии была охвачена войной, в результате которой погибли и были ранены тысячи мирных жителей.

Грузинская Церковь считала и считает Южную Осетию своей канонической территорией. Однако сколько-нибудь серьезных попыток окормлять южно-осетинскую паству Грузинская Церковь не предпринимала. На территории Южной Осетии возникла и действует неканоническая церковь.

– Как вы, будучи уже иеромонахом, восприняли в августе 2008 года известие о военном конфликте двух православных народов?

– Как личную трагедию.

– Как скоро после начала войны вы поехали в Южную Осетию? Какова была главная внутренняя мотивация такого решения?

– В ночь с 7 на 8 августа 2008 года узнал об обстреле города, пытался связаться с родственниками и друзьями, а вечером уже был в дороге. 9-го весь день ехали на автомобиле, а 10-го числа я уже был в Южной Осетии. Внутренняя мотивация в подобной ситуации, думаю, понятна каждому человеку.

– Расскажите, пожалуйста, о ваших впечатлениях, об увиденном. Помогала ли православным осетинам вера, молитва преодолеть горе, чувство мести по отношению к Грузинскому государству, развязавшему братоубийственный конфликт?

– Ни война 1991–1992 годов, ни эскалация конфликта в 2004 году не имели таких масштабов разрушения, как августовская война 2008 года. Картина ужасная! Плохая связь. Еще по дороге получали известия о гибели многих знакомых, с которыми не могли связаться. К счастью, часть этих сведений впоследствии не подтвердилась, но только часть… Состояние паники и подавленности сменялось надеждой на скорое окончание боевых действий. Город был разрушен, горел. В самом городе погибших хоронили в огородах и дворах домов, а за пределами города было множество убитых, стоял сильный трупный запах.

Людям пришлось пережить очень многое, особенно тем, которые прятались в подвалах домов в то время, когда проводили «зачистку». Это было ужасно! В те подвалы, где захватчики ожидали найти людей, бросали гранаты. На глазах у многих людей были расстреляны, сожжены, раздавлены танками машины с женщинами и детьми, которые пытались бежать из горящего города по Зарской дороге. Мои друзья, служившие в осетинском батальоне миротворцев, своими руками доставали из горевших машин обгоревшие детские трупы.

– Способна ли, на ваш взгляд, в настоящий момент Грузинская Православная Церковь окормлять свою православную паству в Южной Осетии?

– На мой взгляд, и думаю, что это мнение разделяет подавляющее большинство жителей Южной Осетии, в данный момент не способна. Я слышал со стороны грузин такое мнение, что грузинского священника не пустили бы на территорию Южной Осетии. И это действительно так. Но мне кажется, что раньше такое мнение было необоснованно, в Цхинвале проживали и проживают этнические грузины, которые никогда не притеснялись, и прийти и начать служить в городе для этих людей было бы возможно еще в 1990-е годы, однако никто, к сожалению, не делал таких попыток. Если бы хоть один грузинский священник пережил бы с людьми тяготы и лишения, ужас обстрелов, молился бы в осажденном городе за свою паству, люди бы знали, что Церковь выше политики. Но их там не было, на их месте были другие, у кого хватало мужества и любви к своему народу. Но это – представители неканонической церковной структуры. Вот такая трагедия! А что касается Церкви канонической, то остается лишь констатировать прискорбный факт, что к ней подорвано доверие осетин на многие годы.

Конечно, я осознаю, что с обеих сторон накопилось много обид, боли и гнева. Думаю, и в моих ответах на предложенные вопросы это ощущается, хотя я говорил совершенно искренне и ненависти у меня к грузинам, поверьте, помощью Божией, нет. Есть боль невосполнимых потерь и тяжелое чувство попранной справедливости. Сможем ли и мы, и грузины подняться до тех высот духа, к которым нас всех зовет Христос? Мне кажется – это самый главный вопрос, на который каждому из нас и нашим народам надлежит ответить. И именно об этом нам надо просить помощи у Господа.

– Какова, по вашему мнению, могла бы быть роль Русской Православной Церкви, других Православных Церквей в уврачевании этого страшного политического и отчасти церковного конфликта?

– Мне, как священнику, хотелось бы, чтобы и Русская Православная Церковь, и Грузинская не остались безучастны к судьбе православного народа. Как это будет – не мне судить. Исторически осетины, как на севере своей родины, так и на юге, связывают свою судьбу с Россией. Выбор этот был сделан более 200 лет назад. Осетины были приняты как свободные люди, они не были подвассальны другим государствам, у них не было рабовладельческого строя. Принимая их, императрица Екатерина сравнивала их с русским казачеством. Поэтому так же, как и казаки, на тех же условиях они жили в Российской империи – свободно и обязаны были поставлять солдат в русскую армию, участвовать во всех войнах вместе с русскими. Все это время они свято соблюдали условия договора, ни разу не предав его и не изменив России. В годы революции большая часть осетин так же, как и казаки, сохраняла верность престолу и присяге, как и во время Великой Отечественной войны – верность стране. Осетины – православный народ, и надо сделать все, чтобы помочь ему иметь возможность получать законное церковное окормление . Деление Осетии на Южную и Северную может быть географическим, но не политическим и тем более не духовным. Осетины – единый народ.

– Как вы, очевидец, оцениваете масштабы нравственной, психологической катастрофы в Южной Осетии?

– Подобные потрясения не проходят даром. Выросло поколение людей, которые никогда не видели благополучной, мирной жизни. Нервные срывы, сердечные приступы… Люди погибают от войны через месяцы и годы после ее окончания. Необходима серьезная работа, чтобы преодолеть эти последствия, и роль Церкви здесь очень важна.

– Оказывает ли Сретенский монастырь, насельником которого вы являетесь, помощь пострадавшим в военном конфликте в Южной Осетии?

– Так же, как и во всех монастырях и храмах Русской Православной Церкви, в Сретенском монастыре собирались пожертвования для пострадавших во время последней войны.

– Что в плане вашего личного духовного опыта вы считаете наиболее важным в пастырской деятельности на территории Южной Осетии?

– На данный момент Южная Осетия – одна из самых благодатных почв для пастырской деятельности. Большинство (наверное, 90%) жителей считают себя православными, они ощущают свое единство с Россией не только политически, но, прежде всего, духовно. Тот пробел, который возник в церковной жизни у людей в годы советской власти, сейчас пропадает. Народ идет в храмы, люди жаждут слова Божия. Святые отцы говорят, что главным, необходимым условием для спасения являются память смертная и страх Божий – то, что есть у людей, живущих там. Мирские, суетные ценности отходят на второй план.

С иеромонахом Никодимом (Бекеневым)
беседовала корреспондент американского журнала «The Orthodox Word» в Москве монахиня Корнилия (Рис)

14 / 02 / 2010


http://www.pravoslavie.ru/guest/34045.htm

ციტატა
они ощущают свое единство с Россией не только политически, но, прежде всего, духовно.

ამათი გამოსწორება არ იქნება...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2025 - 04:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი