IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> ჯვართამაღლება
natiko
პოსტი Sep 27 2008, 12:33 AM
პოსტი #1


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 335
რეგისტრ.: 22-August 06
წევრი № 103



IPB-ს სურათი

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა

მოციქულთა სწორი წმიდა კონსტანტინე დიდი პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ყოველივე ამას წონ უსწრებდა სასწაული, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა:

ერთხელ, ერთ-ერთი ბრძოლის დასასრულს კონსტანტინე დიდმა და მთელმა მისმა ჯარმა დაინახეს ცაზე გამოსახული ჯვარი წარწერით: "ამით სძლიე". მეორე ღამით იმპერატირს თვით იესი ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და უთხრაალით სძლევდა მტერს, თან უბრძანა, ჯვარი წინ წაემძღვარა ჯარისათვის ბრძოლაში. იმპერატორი ასეც მოიქცა და გაიმარჯვა. ირწმუნა რა ჯვრის ცხოველმყოფელობა, კონსტანტინე დიდი უფლის პატიოსანი ჯვრის პოვნის სურვილით აღინთო, რომელზეც მაცხოვარი ევნო კაცთათვის. ამ მიზნის განსახორციელებლად მან იერუსალიმში თავისი დედა, მოციქულთა სწორი წმიდა დედოფალი ელენე გაგზავნა. ნეტარმა დედოფალმა ყველა იუდეველი იხმო იერუსალიმში, რათა მათ დამალული ჯვარი გამიეჩინათ. პირველ ხანებში მისი ძიება წარუმატებელი აღმოჩნდა, მაშინ იუდეველები დააშინეს და მათაც გაამხილეს მოხუცი უუდეველის ჴ იუდას სახელი, რომელმაც ჯვრის ადგილსამყოფელი იცოდა. იუდა დიდხანს დუმდა ჯვრის ამბავზე, ბოლოს ღრმა თხრილში ჩაგდებულმა გაამხილა, თუ სად იყო ჩაფლული ეს ჯვარი.

აღმოაჩინეს მაცხოვრის სამარხი და გოლგოთა, შორიახლოს კი სამი ჯვარი იპოვეს. იქვე იყო ის ფიცარი, რომელზეც პილატემ სამენოვანი წარწერა გააკეთებინა და ის ოთხი სამსჭვალიც, რომლებითაც მაცხოვარი ჯვარზე მიალურსმნეს. იმისათვის, რომ შეეტყოთ, ამ სამიიდან უფლის ჯვარი რომელი იყო, პატრიარქმა მაკარიოსმა რიგრიგობით შეახო ისინი ერთ მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს დასაკრძალავად მიასვენებდნენ. ცხოველმყოფელი ჯვრის შეხებისთანავე იგი მაშინვე გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს. უამრავმა ადამიანმა ჯვართან მიახლოება ვერ შეძლო. მაშინ მათ პატრიარქს სთხოვეს, აემაღლებინა ჯვარი, რათა ყველას შესძლებოდა, თუნდაც შორიდან, დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის. პატრიარქმა და სამღვდელოებამ უფლის პატიოსაბი ჯვარი არამაღლეს. ეს საზეიმო მოვლენა 326 წელს მოხდა.

უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვების დროს კიდევ ერთი სასწაული მოხდა: განიკურნა მძიმედ დასნეულებული დედაკაცი. ამ სასწაულთა ხილვამ მოხუცი იუდა და მრავალი სხვაც ჭეშმარიტსარწმუნოებაზე მოაქცია. იუდა, შემდგომში სახელად - კვირიკე, იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა და იულიანე განდგომილის დროს მოწამეობრივად აღესრულა. კონსტანტინეპოლში დაბრუნებულმა ელენე დედოფალმა თან წაიღო იერუსალიმიდან ნაწილი ყფლის პატიოსანი ჯვარისა და ლურსმნები, რომლითაც მაცხოვარი იყო მიმსჭვალული მასზე. კონსტანტინე დიდმა იერუსალიმში დიდებული აღდგომის სადიდებლად ტაძარი ააშენებინა. 335 წლის 13 სექტემბერს ტაძარი აკურთხეს. მეორე დღეს კი დაწესებული იქნა დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის მსოფლიო ამარლებისა.



ტროპარი
აცხოვნე უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ რათა ვიტყოდეთ: უფალო დიდება შენდა.

კონდაკი
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო ახარე ძალითა შენითა ღვთივდაცულსა ერსა ჩუენსა, და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მომართ, რომელსა თანაშემწედ აქის სენი საჭურველი მშვიდიბისა, უძლეველი საძლევილი, ჯუარი შენი ყოვლად-ძლიერი.




ყველას გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს, მრავალს დაესწარით და დღევანდელი დღესასწაულის მადლი შეგეწიოთ.


--------------------
<< ვიყუარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ უფალსა >>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maikusi
პოსტი Sep 27 2008, 12:38 AM
პოსტი #2


maia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,049
რეგისტრ.: 4-May 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,727



ჯვართამაღლებას გილოცავთ ყველას!

შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი,გფარავდეთ და გწყალობდეთ!


--------------------
,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."


,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Sep 27 2008, 12:44 AM
პოსტი #3


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



გილოცავთ, ჯვრის ძალა გიფარავდეთ


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამა_არჩილი
პოსტი Sep 27 2008, 07:15 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 290
რეგისტრ.: 1-April 08
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 4,395



სრულიად საქართველოს, მართმადიდებელ ფორუმელებს, გილოცავთ ჯვართამაღლებას დაესწარით მრავალს. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!
გაიხარეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 27 2008, 11:27 AM
პოსტი #5


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



გილოცავთ ხალხო!

ჯვარცმული ღმერთის ძალა გეწეოდეთ!


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Sep 27 2008, 11:29 AM
პოსტი #6


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



გილოცავთ ყველას, გაგაძლიეროთ უფალმა


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Sep 27 2008, 12:39 PM
პოსტი #7


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



გილოცავთ დღევანდელ დღეს!
მრავალს დაგასწროთ უფალმა...


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Sep 27 2008, 01:03 PM
პოსტი #8


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



გილოცავ "ჯვართამაღლების" დღესასწაულს!.
უფლის ჯვარი გვფარავდეს უკუნისამდე!

ტროპარი: ჯვარო მფარველო ყოვლისა სოფლისაო, ჯვარო შვენიერებაო ეკლესიათაო, ჯვარო სიმტკიცეო მეფეთაო, ჯვარო შემწეო მორწმუნეთაო, ჯვარო დიდებაო ანგელოზთაო და შემმუსვრელო ეშმაკთაო.


ჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 27 2008, 01:13 PM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა(natiko @ Sep 26 2008, 11:33 PM) *



ერთხელ, ერთ-ერთი ბრძოლის დასასრულს კონსტანტინე დიდმა და მთელმა მისმა ჯარმა დაინახეს ცაზე გამოსახული ჯვარი წარწერით: "ამით სძლიე". მეორე ღამით იმპერატირს თვით იესი ქრისტე გამოეცხადა ჯვრით
უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვების დროს კიდევ ერთი სასწაული მოხდა: განიკურნა მძიმედ დასნეულებული დედაკაცი. ამ სასწაულთა ხილვამ მოხუცი იუდა და მრავალი სხვაც ჭეშმარიტსარწმუნოებაზე მოაქცია. იუდა, შემდგომში სახელად - კვირიკე, იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა და იულიანე განდგომილის დროს მოწამეობრივად აღესრულა. კონსტანტინეპოლში დაბრუნებულმა ელენე დედოფალმა თან წაიღო იერუსალიმიდან ნაწილი ყფლის პატიოსანი ჯვარისა და ლურსმნები, რომლითაც მაცხოვარი იყო მიმსჭვალული მასზე. კონსტანტინე დიდმა იერუსალიმში დიდებული აღდგომის სადიდებლად ტაძარი ააშენებინა. 335 წლის 13 სექტემბერს ტაძარი აკურთხეს. მეორე დღეს კი დაწესებული იქნა დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის მსოფლიო ამარლებისა.[/size]
ტროპარი
აცხოვნე უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ რათა ვიტყოდეთ: უფალო დიდება შენდა.

კონდაკი





ყველას გილოცავთ ჯვართამაღლებას, აქვე ერთი შეკითხვა მაქვს, ეს დღესასწაული, მარხვითაა. მარხვა, გარკვეულწილად გლოვასაც ნიშნავს. ნუ, ყოველ შემთხვევაში ამ დროს თავშეკავებული ხარ ყოველგვარი სიამისგან. ჯვართამაღლებაზე სასწაულები მომხდარა, მიცვალებულთა გაცოცხლება, ჯვრის აღმოჩენა, ამაღლება, ჯვრის თაყვანისცემის დაწესება. მაშინ ჩვენ რაღას ,,ვგლოვოვთ,,??? ანუ რას ვმარხულობთ? წინა დღეს რომ იყოს მარხვა, ვიტყოდი დღესაწაულისთვის ვემზადები თქო, არადა, სწორედ დღესასწაულზე ვმარხულობ, რატომ??????

კანუდოს, კაიროს, აფხაზი, კანონისტ სხვები, სად ხართ ???


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Sep 27 2008, 01:31 PM
პოსტი #10


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
makiki
პოსტი Sep 27 2008, 01:32 PM
პოსტი #11


makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797



გილოცავთ,

იცოცხლეთ და იხარეთ!


--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamar84
პოსტი Sep 27 2008, 01:50 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 60
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,516



გოლოცავთ ყველას...მთელ საქართველოს და თითოეულ თქვენგანს ფარავდეს ჯვარი უფლისა...


დღევანდელი მარხვის შესახებ ჩემმა მოძღვარმა ასეთი განმარტება მოგვცა, მართალია დღევანდელი დღე დღესასწაულია, მაგრამ ამავე დროს იმ ტკივილისა და ტანჯვის გასახსენებელიც უნდა იყოს რაც მაცხოვარმა დაითმინა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Sep 27 2008, 01:55 PM
პოსტი #13


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



მეც გილოცავთ ჯვართამაღლებას,შეგეწიოთ ამ დღის მადლი და ძალა!


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Sep 27 2008, 06:01 PM
პოსტი #14


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



შეგეწიოთ ამ დღის მადლი და გვფარავდეს ჯვარი პატიოსანი!


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბარბარე
პოსტი Sep 27 2008, 06:25 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 11-June 08
წევრი № 5,054



ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს!უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Sep 27 2008, 08:13 PM
პოსტი #16


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



გილოცავთ ყველას

მრავალს დაგასწროთ უფალმა smile.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Sep 27 2008, 08:15 PM
პოსტი #17


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



აცხოვნე უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ რათა ვიტყოდეთ: უფალო დიდება შენდა.

გილოცავთ!


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Sep 27 2008, 08:24 PM
პოსტი #18


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



გილოცამთ kiss1.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
veriko7
პოსტი Sep 27 2008, 08:28 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 30-April 08
წევრი № 4,695



გილოცავთ ჯვართამაღლებას... ღმერთი გფარავდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდმუნდი
პოსტი Sep 27 2008, 08:58 PM
პოსტი #20


და მიაპობს ტალღებს...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 30-August 08
წევრი № 5,552



მეც გილოცავთ მრავალს დაესწარით


--------------------
ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 09:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი