IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეთნოფილეტიზმი ჩვენს ეკლესიაში
athos
პოსტი Oct 6 2008, 03:57 PM
პოსტი #101


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მარიამი
ციტატა
მე ვარ კატეგორიულად მომხრე, რომ საქართველოს პატრიარქი იყოს ქართველი


იქნებ ღვთის ნება იყოს ეთნიკურად არაქართველი ადამიანის პატრიარქობა, იქნებ ღვთისთვის უფრო სათნო იყოს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არ იქნება ქართველი, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ წახვალ?

თუ ყველგან ჩარჩოები იქნება სადღა რჩება ღმერთისთვის ადგილი?


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 6 2008, 04:01 PM
პოსტი #102


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ეკატერინე @ Oct 6 2008, 03:57 PM) *

მარიამი
იქნებ ღვთის ნება იყოს ეთნიკურად არაქართველი ადამიანის პატრიარქობა, იქნებ ღვთისთვის უფრო სათნო იყოს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არ იქნება ქართველი, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ წახვალ?

თუ ყველგან ჩარჩოები იქნება სადღა რჩება ღმერთისთვის ადგილი?


აქ მექანიზმი ასე მუშაობს:
ნება ისაა, რაც სინოდმა დაადგინა
თუ ღვთის ნება ამას ეწინააღმდეგება, მას (ღვთის ნებას) არაღვთის ნებად გამოაცხადებენ
ამიტომ "ლოგიკურად" მაგარია, თუმცა ჭეშმარიტების თვალსაზრისით - ნონსენსი

არის მეორე ვარიანტი: თუ ღვთის ნებაა მაშინ სინოდი მიიღებს ახალ კანონს, რაშიც მე დიდი ეჭვი მეპარება biggrin.gif

პ.ს.
ნეტა ებრაელთა დანაშაული რაში იყო?... ნუთუ არ ვცოდავთ იგივეში?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 6 2008, 04:09 PM
პოსტი #103


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეკატერინე
ციტატა
იქნებ ღვთის ნება იყოს ეთნიკურად არაქართველი ადამიანის პატრიარქობა, იქნებ ღვთისთვის უფრო სათნო იყოს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არ იქნება ქართველი, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ წახვალ?

მაგალითად, ასურელი.... smile.gif

P.S. მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები. სასურველია იყოს ქართველი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 6 2008, 04:10 PM
პოსტი #104


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Oct 6 2008, 04:09 PM) *

P.S. მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები. სასურველია იყოს ქართველი


გეთანხმები, მაგრამ ვაიდა (როგორც ეკატერინემ აღნიშნა) უფალმა გამონაკლისი გააკეთა?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 6 2008, 04:17 PM
პოსტი #105


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
თავისუფლად დასაშვებია.

ამიტომ, ალბათ ჩანაწერი ამოღებულ უნდა იქნეს. სხვა თუ არაფერი, რომ არ ყვიროდეს იმის გამოც...

ისე კი, არაოფიციალურად, ეს პოლიტიკა უნდა გატარდეს

დღესდღეობით კი, შენი თქმის არ იყოს, სხვა ეთნიკური წარმომავლობის მამამთავრის არჩევა შეუძლებელია.

რაც შეეხება მარიამის პოზიციას - სულით ხორცამდე "ქართველობისთვის" (რაც შეიძლება ეთნიკურად ქართულ წარმოშობასთან არც იყოს პირდაპირ კავშირში), შეგვიძლია მოვიხმოთ უკრაინის მაგალითი, ოღონდ საერო. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატი "თავისუფლად უნდა ფლობდეს უკრაინულ ენას". შეიძლება ამის მაგალითზე შემოვიღოთ ისეთი რაიმე ცენზი, რაც პირდაპირ არ გაუსვამს ხაზს მხოლოდ ეთნიკურობას, მაგრამ ამავე დროს გარანტიას მოგვცემს საიმისოდ, რომ მწყემსმთავარი საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლობის ღირსი იქნება.

მაგალითად, 20-წლიანი სამღვდელო მოღვაწეობა საქართველოში...
ან, ძველი ქართული ენის ცოდნა...
ან, მგალობლობის პრაქტიკა...
ან მსგავსი ასეთი რამდენიმე - ერთად


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Oct 6 2008, 04:27 PM
პოსტი #106


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
შეიძლება ამის მაგალითზე შემოვიღოთ ისეთი რაიმე ცენზი, რაც პირდაპირ არ გაუსვამს ხაზს მხოლოდ ეთნიკურობას, მაგრამ ამავე დროს გარანტიას მოგვცემს საიმისოდ, რომ მწყემსმთავარი საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლობის ღირსი იქნება.

მაგალითად, 20-წლიანი სამღვდელო მოღვაწეობა საქართველოში...
ან, ძველი ქართული ენის ცოდნა...
ან, მგალობლობის პრაქტიკა...
ან მსგავსი ასეთი რამდენიმე - ერთად


დავით, პატრიარქი ხომ პირდაპირ არ ინიშნება ვიღაცის ბრძანების საფუძველზე, მას ირჩევს წმ. სინოდი. რაში სჭირდება სინოდს რამე ცენზები და ა.შ? თუ ასეთ ცენზს შემოვიღებთ აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს რომ ჩვენ ჩვენს მღვდელმთავრებს არ ვენდობით, გვგონია რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ამაში თუ არ ვენდობით და რაღაც გარანტიები გვჭირდება იმისა რომ მათი არჩევანი სწორი იქნება, სხვა რამეებში როგორ ვენდობით?


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 6 2008, 04:30 PM
პოსტი #107


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეკატერინე
ციტატა
დავით, პატრიარქი ხომ პირდაპირ არ ინიშნება ვიღაცის ბრძანების საფუძველზე, მას ირჩევს წმ. სინოდი. რაში სჭირდება სინოდს რამე ცენზები და ა.შ. აქედან გამომდინარეობს რომ ჩვენ ჩვენს მღვდელმთავრებს არ ვენდობით, გვგონია რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ამაში თუ არ ვენდობით და რაღაც გარანტიები გვჭირდება იმისა რომ მათი არჩევანი სწორი იქნება, სხვა რამეებში როგორ ვენდობით?

არაიურისტის ნათქვამია.... kiss1.gif (არ მიწყინო)

მაშინ სულ არ გვინდა დებულება, თუკი პავლე მოციქულს არ ჰქონია, ვერ მართავდა ეკლესიას?

დებულება არის იმისთვის, რომ ნათლად ჩანდეს ეკლესიის დამოკიდებულება მნიშვნელოვანი საკითხებისადმი.

საქართველოს პრეზიდენტსაც ხალხი ირჩევს და რად უნდა ცენზის განსაზღვრა კონსტიტუციით?

რაც მეტია განსაზღვრულობა, მით ნაკლებია ბუნდოვანება და ორაზროვნება.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 6 2008, 05:05 PM
პოსტი #108


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
გეთანხმები, მაგრამ ვაიდა (როგორც ეკატერინემ აღნიშნა) უფალმა გამონაკლისი გააკეთა?



დავიჯერო იმ დონემდეა ჩვენი სინოდი რომ ღვთის ნებას, არაღვთისნებად აცხადებენ და მათ ამ საკითხში ცვენი დახმარება სჭირდებათ?

იქნებ, იყო რაიმე პრობლემა რის გამოც ამ დადგენილების (სხვათა შორის აბსოლუტურად უქმად მყოფის) მიღება გახდა საჭირო? ან ამ დადგენილების დადღვევით რა ირღვევა? თქვენ, რომელიმეს გჯერათ რომ ილია მეორეს თუ არაქართული გვარი ექნებოდა მას არ აირჩევდნენ პატრიარქად? იქნებ, იყო რაღაც საშიშროება, რისგანაც ან ტვის დაცვა მოხდა, ან იყო ზედმეტად პატრიოტული განწყობა მაშინ (გავიხსენოთ 1995 წელის, ეკლესიური ცხოვრება არც თუ დიდი ხნის აღორძინებულია საქართველოში) რამაც მოიტანა ამ დადგენილების მიღება.

მოდი, ნუ ვიტყვით რომ უფლის ნების მორჩილები და გამგები ჩვენ ვათ მხოლოდ და ქართული ეკლესია, რაღაც ერესშია და სინოდი შეუპყრია შოვინისტურ სულს. ამ დადგენილება სდღეის მდგომარეობით ნაკლებად ემუქრება ამუსავება, რადგან სხვა ეროვნების არავინ გვყავს, ტუ იძულება იქნება, სხვა სახლემწიფოს მხრიდან, მინდა გითხრათ ის დადგენილება იქნება, ნაკუწებად რომ იქცევა, თუ ვინმე ანგელოზის მაგვარი გამოჩნდა, არაეთნიკურად ქართველი, მხოლოდ არაქართველობისთვის, ამს არავინ დაიწუნებს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Oct 6 2008, 05:23 PM
პოსტი #109


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



კანონისტი
ციტატა
არაიურისტის ნათქვამია.... (არ მიწყინო)


არასდროს მქონია იურისტობაზე პრეტენზია smile.gif

მაინტერესებს, სხვა ადგილობრივი ეკლესიების მართვა-გამგეობის დებულებებში არის ასეთი პუნქტი?



მხევალი ნინო
ნინო, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს დებულება შესაცვლელია, და მართალი რომ გითხრა სხვა პუნქტების გამო უფრო, ვიდრე კონკრეტულად მაგ პუნქტის smile.gif


ციტატა
იქნებ, იყო რაღაც საშიშროება, რისგანაც ან ტვის დაცვა მოხდა, ან იყო ზედმეტად პატრიოტული განწყობა მაშინ (გავიხსენოთ 1995 წელის, ეკლესიური ცხოვრება არც თუ დიდი ხნის აღორძინებულია საქართველოში) რამაც მოიტანა ამ დადგენილების მიღება.


ეს დადგენილება არა ზედმეტი პატრიოტიზმის, არამედ არაპროფესიონალიზმის შედეგი უფროა user.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 6 2008, 05:45 PM
პოსტი #110


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეკატერინე

მოსკოვის საპატრიარქოს დებულება, თავი IV
17. Кандидат в Патриархи должен отвечать следующим требованиям:

а) быть архиереем Русской Православной Церкви;

б) обладать высшим богословским образованием, достаточным опытом епархиального управления, отличаться приверженностью к каноническому правопорядку;

в) пользоваться доброй репутацией и доверием иерархов, клира и народа;

г) "иметь доброе свидетельство от внешних" (1 Тим. 3, 7);

д) иметь возраст не моложе 40 лет....


ამერიკისა და კანადის მართლმადიდებელი ეკლესიის დებულება, თავი IV,
4. If not already a bishop, a candidate for the office of Metropolitan must fulfill the canonical, moral, and educational requirements stated in Article VI, Section 9.

Article VI, Section 9. Qualifications
The candidate for the office of diocesan bishop must satisfy all the requirements of the Holy Canons pertaining to this highest of all ecclesiastical offices. In addition, it is preferable that he have completed a course of study in a Graduate School of Orthodox Theology and that he be conversant in the English language.
If he is not already a bishop, he can be nominated only from among the monastic or celibate clergy or laymen;
If at the moment of his nomination he is a layman or a celibate or widowed priest, he shall pronounce at least the first monastic vows (rasophoria).
Diocesan bishops of the Orthodox Church in America shall not be candidates for nomination by the Diocesan Assembly of another diocese.

ახლა ხელთ არ მაქვს, მაგრამ იგივე სიტუაციაა ყველა ადგილობრივ ეკლესიაში (ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ ვმუშაობ ახალ წიგნზე - "მართვა-გამგეობის საკითხები ადგილობრივ ეკლესიებში")


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Oct 6 2008, 05:50 PM
პოსტი #111


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ამერიკისა და კანადის მართლმადიდებელი ეკლესიის დებულება განსაკუთრებით მომეწონა smile.gif
სრულად შეესაბამება კანონიკას

რუსულსაც არა უშავს


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 6 2008, 09:37 PM
პოსტი #112


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



რა ჯანდაბა ესაქმება საფრანგეთში ნაშობ იდეოლოგიას, საქართველოს ეკლესიაში?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 7 2008, 11:07 AM
პოსტი #113


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
კერძოდ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 7 2008, 01:49 PM
პოსტი #114


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კანონისტი

ურაპატრიოტიზმს.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 7 2008, 01:58 PM
პოსტი #115


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



როგორ გაუმართლა ზოგს, რომ კამათის დრო არ მაქვს tongue.gif biggrin.gif

ეკას ვუპასუხებ მაინც smile.gif
ციტატა(ეკატერინე @ Oct 6 2008, 03:57 PM) *

მარიამი
იქნებ ღვთის ნება იყოს ეთნიკურად არაქართველი ადამიანის პატრიარქობა, იქნებ ღვთისთვის უფრო სათნო იყოს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არ იქნება ქართველი, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ წახვალ?

თუ ყველგან ჩარჩოები იქნება სადღა რჩება ღმერთისთვის ადგილი?

გამონაკლისი სწორედ იმიტომაა გამონაკლისი, რომ ის წესებიდან ამოვარდნილია. მაგალითად, კანონით არ შეიძლება ერისკაცი აკურთხო პირდაპირ ეპისკოპოსად, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, ამბროსი მედიოლანელის დროს სწორედ ასეთი რამ მოხდა ღვთის ნებით. ასეთი ერთი შეხედვით კანონის დარღვევები კიდევ შეიძლება ვიპოვოთ ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ ეს გამონაკლისები არ ნიშნავს იმას, რომ კანონი აღარ უნდა არსებობდეს. და რადგან ერთხელ მოხდა, რომ ერისკაცი ეპისკოპოსად აკურთხეს, კანონში შევიტანოთ, რომ ასეთი რამე ზოგადად დასაშვებია.
თუ ღმერთის განსაკუთრებული განგებულება იქნება, ეს კანონიც დაირღვევა, როგორც მანამდე სხვები დაირღვა. მაგრამ კანონი, ანუ ზოგადი წესი, პრინციპი ამის გამო არ უნდა შეიცვალოს.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 7 2008, 02:08 PM
პოსტი #116


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

გამონაკლისი სწორედ იმიტომაა გამონაკლისი, რომ ის წესებიდან ამოვარდნილია. მაგალითად, კანონით არ შეიძლება ერისკაცი აკურთხო პირდაპირ ეპისკოპოსად, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, ამბროსი მედიოლანელის დროს სწორედ ასეთი რამ მოხდა ღვთის ნებით.


ამბროსი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ მღვდლად და შემდეგ ეპისკოპოსად smile.gif


ციტატა
ეთი ერთი შეხედვით კანონის დარღვევები კიდევ შეიძლება ვიპოვოთ ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ ეს გამონაკლისები არ ნიშნავს იმას, რომ კანონი აღარ უნდა არსებობდეს. და რადგან ერთხელ მოხდა, რომ ერისკაცი ეპისკოპოსად აკურთხეს, კანონში შევიტანოთ, რომ ასეთი რამე ზოგადად დასაშვებია.


დიახ, მაგალითად თანალოცვა უწმინდეს პრიმატთან smile.gif


ციტატა

თუ ღმერთის განსაკუთრებული განგებულება იქნება, ეს კანონიც დაირღვევა, როგორც მანამდე სხვები დაირღვა. მაგრამ კანონი, ანუ ზოგადი წესი, პრინციპი ამის გამო არ უნდა შეიცვალოს.


კანონი არ უნდა ლახავდეს ქრისტეს მოსვლის ფუნდამენტურ ღირებულებას, სირცხვილია ეკლესიაში ეთნიკაზე საუბარი.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 7 2008, 02:24 PM
პოსტი #117


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
ამბროსი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ მღვდლად და შემდეგ ეპისკოპოსად

ერთ დღეში! კაი, ეგ მაგალითი თუ არ მოგწონს, სხვა მოიფიქრე, როცა ერთი შეხედვით კანონი დაირღვა. არ გაგიჭირდება შენ მაგის გაკეთება tongue.gif

ციტატა
კანონი არ უნდა ლახავდეს ქრისტეს მოსვლის ფუნდამენტურ ღირებულებას, სირცხვილია ეკლესიაში ეთნიკაზე საუბარი.

რატომღაც წმ. ილია მართალს არ ცხვენოდა, არც უწმინდესს. ეგ მარტო შენ მიგაჩნია სირცხვილად. და რადგან ჯერ რომის პაპი არ ხარ, ნება მომეცი შენს უცდომელობაში დარწმუნებული არ ვიყო tongue.gif biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 7 2008, 02:27 PM
პოსტი #118


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
წმ. ილია მართალს არ ცხვენოდა


სხვათაშორის არა მხოლოდ ამ საკითხში biggrin.gif


ციტატა
ერთ დღეში! კაი, ეგ მაგალითი თუ არ მოგწონს, სხვა მოიფიქრე, როცა ერთი შეხედვით კანონი დაირღვა. არ გაგიჭირდება შენ მაგის გაკეთება


დარღვევა არასოდეს გამხდარა კანონი ამაშია საქმე biggrin.gif
არადა როგორ მწარედ ვიტყუები tongue.gif

ციტატა
ეგ მარტო შენ მიგაჩნია სირცხვილად.


გათხოვებამაც ვერ უშველა.. ეგ იმის ბრალია ჯვარი ქაშვეთში რომ დაიწერე tongue.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 7 2008, 02:55 PM
პოსტი #119


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(მნათე @ Oct 7 2008, 02:27 PM) *

არადა როგორ მწარედ ვიტყუები tongue.gif

ki.gif tongue.gif laugh.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Oct 7 2008, 02:58 PM
პოსტი #120


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მარიამი
ციტატა
ერთ დღეში


no.gif
შვიდ დღეში გაიარა საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური (ციტატა orthodoxy-დან biggrin.gif )

სხვებიც იყვნენ, რომლებიც ასე გახდნენ ეპისკოპოსები smile.gif

პ.ს. მცირე არაარსებითი გადახვევა იყო თემიდან smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 08:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი