IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> ბიძია თომას ქოხი
Genesis
პოსტი Sep 17 2008, 09:04 PM
პოსტი #101


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



მაგარია ოზი ვიყო... ოზბორნი
biggrin.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 18 2008, 11:42 AM
პოსტი #102


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(M.M. @ Sep 17 2008, 01:11 PM) *

- ჩემი ახალი რემონტი ხომ სულ წყალში ჩამეყრება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით?! - შეწუხდა თამარი_ცქნაფო.


laugh.gif რა რეალისტურია, ოღონდ ფუ,ფუ,ფუ, სამჯერ დავაკაკნუნო ხეზე (!:D), მართლა არ გამიფუჭდეს biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 20 2008, 01:45 PM
პოსტი #103


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



14






- მოგესალმებით კიდევ ერთხელ. შეგახსენებთ, რომ ეს არის ჩვენს სოფელში ერთადერთი და ამიტომ ყველაზე მაგარი რადიო. მე ვარ likka და თქვენთან დავრჩები კიდევ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. მერე მოისმენთ ახალ ამბებს, ამის შემდეგ კი Ninia I შეეცდება დააკმაყოფილოს თქვენი მუსიკალური მოთხოვნები. აქვე გეტყვით ბარემ, რომ ჩვენმა რადიომ მოგიმზადათ შესანიშნავი საჩუქარი: როგორც ცნობილია, "ჭიჭიკო და ბიჭიკოს შოუ" კარგა ხანია დაიხურა. ჩვენ შევიძინეთ უფლება და ამ შოუს დღეს, საღამოს შვიდ საათზე შემოგთავაზებთ. მაშ ასე, დღეს საღამოს უჩა და ჰარირა ჩვენს ეთერში! ახლა კი მოისმინეთ salamura-tamta-ს ახალი იმღერა "შენი თვალები ზღნარჩვისას ჰგავდა", შემდეგ მცირე სარეკლამო ბლოკი (patara sayvarelo-ს კუების ფერმის მეტი რეკლამას არავინ გვიკვეთავს, ამიტომ მალე დამთავრდება) და შემდეგ ისევ მე წარვსდგები თქვენი ყურების წინაშე თუ როგორ ვთქვა... მოკლედ, დარჩით ჩვენთან, ესა რადიო church.ge, FM... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ სოფელში მეტს არაფერს არ იჭერს. დაატრიალეთ მიმღების სახელური და თუ ლაპარაკს ან სიმღერას გაიგებთ, ეს ვიქნებით ჩვენ, მხოლოდ ჩვენ და არავინ ჩვენს გარდა! ხოლო თუ ჩვენს სოფელში არ ხართ, ამ ტალღას მაინც ვერ დაიჭერთ, ამიტომ თავს ნუ შეიწუხებთ.
ბიძია თომამ რადიო გამორთო და ჩაფიქრებულმა მოისრისა ნიკაპი. არაფერს ამბობენ, ნუთუ დაავიწყდა ყველას? კი ბატონო, სენატის მთელი შემადგენლობა უკვე საპატიო ასაკსაა მიღწეული, მაგრამ ასეთი საყოველთაო სკლეროზი? იქნებ საინფორმაციოში თქვან? მაგრამ დილის გამოშვებაში არაფერი იყო და... არადა, ორი დღე დარჩა, დღევანდელის ჩათვლით სამი. ბოლოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, წამოდგა და admin-ის სახლისაკენ გაეშურა.
admin-თან მთელი სენატი შეკრებილიყო და გახურებულ ქეიფში იყვნენ. მხიარული შეძახილები და ჭიქების წკარუნი ქუჩაშიც კი ისმოდა.
- ხალხო, იქნებ გვემღერა რამე?
- "ტურფანი სხედან ჩარდახსა" ვიმღეროთ მოდი!
- მოიცა რა, რომელი საუკუნეა?! რაის ჩარდახი, თუ ძმა ხარ, დღეს ტურფანი ყავის სახლში სხედან!
- ხალხო, მგონი იძახის ვიღაც.
- ჰო, ბიძია თომაა.
- აუ, ძაღლი ახსენე და კატა ხელში დაიკავეო თუ როგორაა? მოკლედ, თავისი ფეხით არ მოვიდა?
სტუმრები წამოიშალნენ და ისე გულითადად შეიპატიჟეს ბიძია თომა სახლში, რომ გაოცებისაგან სალამიც კი დაავიწყდა.
- მოდი აქ, შენთან საქმე გვაქვს. როგორც ყოველთვის, სოფელი შენს იმედზეა. - თვალი ჩაუკრა admin-მა.
"ეგ როდის იყო სოფელი ჩემს იმედზე?" - გაიფიქრა ბიძია თომამ, მაგრამ აღარაფერი უთქვამს და მოსასმენად მოემზადა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Sep 20 2008, 01:49 PM
პოსტი #104


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



ააააა...ლიკკას გამოსვლა მაგარი იყო რადიოშიbiggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Sep 20 2008, 07:51 PM
პოსტი #105


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



M.M.
ბრავო!
ბრავო!
ბრავოოოოო!!!!

smile.gif))


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Sep 20 2008, 09:35 PM
პოსტი #106


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



თუ ასეთი ტემპით გააგრძელებ წერას, საახალწლოდ წიგნსაც დავბეჭდავთ biggrin.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Sep 29 2008, 06:57 PM
პოსტი #107


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



მეც მომეცით რამე როლი რააააააააააააა tongue.gif
ამ გენიალურ ნაწარმოებში მეც მინდა ვიყო.


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Sep 29 2008, 06:59 PM
პოსტი #108


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ბიძია თომას ქოხი.. biggrin.gif
IPB-ს სურათი


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 29 2008, 07:08 PM
პოსტი #109


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



M.M.
ციტატა
"ეგ როდის იყო სოფელი ჩემს იმედზე?" - გაიფიქრა ბიძია თომამ, მაგრამ აღარაფერი უთქვამს და მოსასმენად მოემზადა.

ჩვენც რომ მზად ვართ მოსასმენად, თანაც ამდენი ხანია არა უშავს? biggrin.gif

გაგრძელება როდის იქნება?


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 1 2008, 10:25 AM
პოსტი #110


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



15







- მოკლედ, საქმე რაშია - დაიწყო admin-მა. - abo რომ ასი წლის ხდება, თუ გახსოვს?
- მახსოვს რომელია, მაგისთვის მოვედი აქა. ნუთუ არანაირი ღონისძიება არ იგეგმება? ყოველდღე ხო არ ხდება ერთ-ერთი ფორუმელი ასი წლისა!
- იგეგმება, თან ძალიან სერიოზული რაღაცეები, მაგრამ მისი აქ ყოფნის დროს მზდება ვერ დავიწყებდით, სიურპრიზი გვინდა გავუკეთოთ. ახლა forum.ge-ს დასახლებაშია, მედიკოსთა საერთაშორისო ყრილობაა რაღაცა. შენი მისიაა დღესვე გაემგზავრო იქ და როგორმე შეაჩერო ორი დღით. ხვალ მთავრდება ყველაფერი, იუბილე კი მაზეგაა. მანამდე არ უნდა ჩამოვიდეს.
- forum.ge-ს დასახლება? კორპუსები, მანქანები, ხმაური, გამონაბოლქვი... არ მიყვარს იქაურობა.
- შე კაცო, საცხოვრებლად კი არ გიშვებთ იქ, ორი დღით უნდა წახვიდე. სასტუმროს, ტრანსპორტის და სხვა ხარჯებს სოფლის ბიუჯეტიდან დაგიფინანსებთ.
- სასტუმრო არ მინდა, ნათესავი მყავს იქ. მაინც როგორ უნდა შევაჩერო?
- როგორც გინდა. მოქმედების სრულ თავისუფლებას განიჭებ, ნებისმიერი მეთოდი შეგიძლია გამოიყენო. ნებისმიერი რა, ცოცხალი და საღ-სალამათი გვჭირდება abo ექიმი. - გაიღიმა admin-მა.
ბიძია თომა მაშინვე სახლში წავიდა, საგარეოდ გამოეწყო, ჩანთა სოლის ნობათით გაავსო, შიგ რამდენიმე პირადი ნივთიც ჩადო და ავტობუსების გაჩერებისკენ გაეშურა.
- "შენი თვალები ზღნარჩვისას ჰგავდა; რომ ვერ გხედავდი, მე სევდა მკლავდა. მიყვარდი, მაგრამ დრო აღმართს ხნავდა... აღარ მიყვარდა, მორჩა, გათავდა!" - აი, ასეთი სევდიანი სიტყვებით ამთავრებს თავის სიმღერას salamura-tamta. მაგრამ თქვენ ნუ მოიწყენთ, ძვირფასო რადიომსმენელებო, რადგან თქვენთან ერთად არის likka, ყველაზე მხიარული წამყვანი მთელს რადიოსივრცეში! თქვენ თუ გინდათ DJ დამიძახეთ, გინდა RJ, გინდა უბრალოდ J, ამით საქმის არსი არ შეიცვლება - მე მაინც ყველაზე მხიარულ წამყვანად ვრჩები! მაგრამ ეს რა არის, მხიარულება ჩემს ყმაწვილქალობაში უნდა გენახათ. ეჰ, რა დრო იყო, ტელეფონით ეთერში გამოსულ მსმენელს რომ გავეხუმრებოდი და ჩემივე ხუმრობაზე ხუთი წუთი ვკისკისებდი... კარგი, მეყო ეხლა, თორემ მართლა სევდა მომეძალა. დარჩით ჩვენთან და მოისმინეთ "ქათმური სატრფიალო", ანუ "სიმღერა ლეჩხუმის ქათამზე", რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადი გახდა. ნოსტალგიის ბრალია ალბათ. ჩემი არ იყოს, სხვებსაც მოენატრათ ფორუმზე გატარებული სიჭაბუკის წლები... ვახ, ცრემლი მომადგა. რა მჭირს დღეს? მაშ ასე, ჩვე...
ამ დროს ავტობუსი მორიგ მოსახვევში შევიდა და წამყვანის ხმა შიშინმა შეცვალა. მძღოლმა მიმღების სახელური დაატრიალა და სხვა ტალღის მოძებნა სცადა. ბიძია თომა ჩაფიქრებული გასცქეროდა გზას, თან დროდადრო მუხლებზე დადებულ ჩანთას ასწორებდა ხელით.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 1 2008, 09:42 PM
პოსტი #111


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ესე იგი ძია აბოს იუბილე გველოდება, საინტერესოა,
მიშკა იმედია მალე გაგვიგრძელებ ფორუმსერიალს biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 4 2008, 11:24 AM
პოსტი #112


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(ნაინა @ Oct 1 2008, 09:42 PM) *

ესე იგი ძია აბოს იუბილე გველოდება, საინტერესოა,
მიშკა იმედია მალე გაგვიგრძელებ ფორუმსერიალს biggrin.gif
აბა მე რას მეკითხები, წადი კითხე მუზაჩემსა biggrin.gif
ბოლო დროს სხვა სფეროში ვარ გადავარდნილი (სადაც აქამდე დიდი პაუზა მქონდა ჩემდა უნებურად), თან ვმუშაობ, უძილობაც თავისას შვრება და ჩემი მწერლური ნაყოფიერება შემცირდა ამიტომ smile.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 4 2008, 08:43 PM
პოსტი #113


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



M.M.
ციტატა
აბა მე რას მეკითხები, წადი კითხე მუზაჩემსა
ბოლო დროს სხვა სფეროში ვარ გადავარდნილი (სადაც აქამდე დიდი პაუზა მქონდა ჩემდა უნებურად), თან ვმუშაობ, უძილობაც თავისას შვრება და ჩემი მწერლური ნაყოფიერება შემცირდა ამიტომ

მოხვდება მაგ შენს მუზას, შემცირების დრო იყო ამ გაგანია საიუბილეო მზადებაში? biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 7 2008, 04:14 PM
პოსტი #114


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



M.M.
მოუხმე მუზას, ველით ხალხი!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Oct 7 2008, 08:29 PM
პოსტი #115


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



M.M.
ციტატა
ბოლო დროს სხვა სფეროში ვარ გადავარდნილი

აბა რა სფეროში? tongue.gif
მუზები არ დააფრთხო, პირიქით, გამოაფხიზლე


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 8 2008, 12:26 PM
პოსტი #116


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(patara sayvarelo @ Oct 7 2008, 08:29 PM) *

M.M.

აბა რა სფეროში? tongue.gif
მე და შენ რომ ვიცით და გვიყვარს, იმ სფეროში a075.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salamura-tamta
პოსტი Oct 21 2008, 09:25 AM
პოსტი #117


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 701
რეგისტრ.: 4-January 08
წევრი № 3,551



ციტატა
ახლა კი მოისმინეთ salamura-tamta-ს ახალი იმღერა "შენი თვალები ზღნარჩვისას ჰგავდა"

გამიტანეეეეთ!!!! biggrin.gif

ისე რა იცოდი ეგ სიმღერა რო ჩავწერე? laugh.gif


--------------------
გაზაფხულდა ბუჩქის ძირას
ტაქსი დგას და შოფერს ძინავს! [url=http://smiles.33b.ru/smile.127320.html][img]http://s16.rimg.info/fdb94f042286817326dd849859e7bd47.gif[/img][/url]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 23 2008, 10:57 AM
პოსტი #118


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



16






"სუ ერთხელ კი ვარ ნამყოფი, მაგრამ უნდა მივაგნო წესით. აქ მარჯვნივ არ უნდა გავუხვიო?" - ფიქრობდა ბიძია თომა და ყურადღებით ათვალიერებდა ალაგ-ალაგ განათებულ ქუჩებს. ნაირფერწარწერებიანი კედლები და ნაგვის გროვები განუმეორებელ კოლორიტს ქმნიდა.
ლამპიონთან მდგარმა კოსმეტიკით უხვად შემკულმა ქალმა სიგარეტის ნამწვი განზე მოისროლა და მისკენ წამოვიდა.
- ბაბუ, არ გინდა გაერთო?
ბიძია თომა თოფნაკრავივით შეხტა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
მეორე დღეს admin-ის ტელეფონი ნინო ჩხეიძის დროს სწორედ მაშინ ამღერდა, როცა უკვე თვითონ აპირებდა ბიძია თომასთან დარეკვას.
- აბა, როგორ მიდის საქმე?
- რა გითხრა აბა, რესტორანში წამოვიყვანე. ეხლა ტუალეტში ვარ გამოსული. ვასმევ და ვასმევ, მაგრამ არაფერი ეტყობა, მე კიდე სადაცაა წავიქცევი. - ძლივ-ძლივობით ამოთქვა ბიძია თომამ. - ვინმე მომაშველე, თორე გამომექცევა.
- ახლა მაგის თქმა მინდოდა, გიორგი და კანონისტი მოდიან თბილისიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, მანდ გამოვლის სურვილი გამოთქვეს. მოგეხმარებიან ყველანაირად, ცოტა ხანსაც გაუძელი, არ გამოუშვა, არ დაგვღუპო!
- კარგი, კარგი... - ამოიოხრა ბიძია თომამ და ტელეფონი გათიშა.
რადგან abo-ს სოფელში დაბრუნების ზუსტი თარიღი წინასწარ არ იცოდნენ, გადაწყვიტეს, რომ მისი ქალაქიდან გამოსვლისთანავე რამდენიმე კაცი რუპორით ჩამოუვლიდა სოფელს და ამ ამბავს შეატყობინებდა, რათა მოსახლეობა დროზე შეკრებილიყო და იუბილარს ღირსეულად დახვედროდა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Oct 23 2008, 11:11 AM
პოსტი #119


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



ციტატა
- სალომე, ჰაი სალომე! - გაიძახოდა ::სალომე::-ს სახლის წინ ლილიანა - სალომე ხარ თუ სამგლე, რით ვერ გამაიხედამ დროზე? სალომეე!
- რა იყო ქალო, რაშია საქმე?
- მაწონი ხო არა გაქ გასაყიდი? ჩემი გოგოჲთვინ მინდა. ტყუპები შეეძინა, თავისი რძითა ზდის. კარგი კვება ჭირდება და ჩვენ აქედან ვამარაგებთ სოფლი პროდუქტებითა.
- მაგაზე ფულს არ გამოგრთმევ, ორი ლიტრა მაქ და გუუგზავნე ჩემი სახელით, მომიკითხე თან.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif უიუი რამდენი ვიცინეეეე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 29 2008, 11:47 AM
პოსტი #120


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



17





- აბა, ბანკეტისთვის მზადაა ყველაფერი?
- რა კითხვა უნდა, admin-ჯან? სიით გათვალისწინებული პროდუქტების გარდა კიდე რაღაცეები შემოვიდა. patara sayvarelo-მ თავისი ფერმიდან ხუთი საუკეთესო კუ დაგვიკლა; komisia-მაც ორი ტომარა ლეღვის ჩირი ჩემზე იყოსო.
- მუსიკალური გაფორმება?
- მანდაც ყველაფერი აჟურშია. ხალხური სიმღერები თავისთავად, ფოლკლორის ხალხი თავს არ შეირცხვენს. ამას გარდა ცოტა ესტრადაც შევურიეთ, შინაარსით ამ შემთხვევის შესაფერისი სიმღერები. ესე იგი, "ბაბუა", კიდე ის როა, დრო როგორ გავიდაო. შინაარსისა რა გითხრა, მაგრამ ამ სიტყვების გამო ჩავრთეთ. მერე "ზღნარჩვები არ არიან"...
- მაგ სიმღერას რა კავშირი აქვს იუბილესთან?
- არანაირი, უბრალოდ salamura-tamta-ს უნდოდა და აღარ ვაწყენინეთ. ამას გარდა მოვიძიეთ ყველა სიმღერა, რომელშიც ქუთაისი იყო ნახსენები. ცეკვებს რაც შეეხება, მოგეხსენება კონსულტანტად კახა ბენდუქიძე მოვიწვიეთ და არანაირი პრობლემა აღარ გვქონია.
- ფეიერვერკი?
- კანონისტის გამოგზავნილი პიროტექნიკის სპეციალისტები უკვე მორჩნენ აპარატურის მონტაჟს. ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან ქონდა მაგ ხალხთან საქმე. გამომსვლელბს სიტყვა მზად აქვთ, შე...
ამ დროს admin-ის მობილურმა უცნაური ხმით იკივლა.
- მესიჯი მოვიდა, უკვე გამოსულები არიან ქალაქიდან, გიორგის და კანონისტის მანქანით მოდიან. აბა, შეკრიბეთ ხალხი!
როდესაც მუქი წაბლისფერი Hummer H8, რომელშიც იუბილარი იმყოფებდა, ფორუმის დასახლებას ორ კილომეტრზე მოუახლოვდა, მთელი სოფელი უკვე მზად იყო უხუცესი თანაფორუმელის ღირსეული დახვედრისათვის.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 01:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი