IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 5 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> ბიძია თომას ქოხი
ბიძია თომა
პოსტი Oct 29 2008, 12:04 PM
პოსტი #121


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(M.M. @ Oct 23 2008, 10:57 AM) *

16

"სუ ერთხელ კი ვარ ნამყოფი, მაგრამ უნდა მივაგნო წესით. აქ მარჯვნივ არ უნდა გავუხვიო?" - ფიქრობდა ბიძია თომა და ყურადღებით ათვალიერებდა ალაგ-ალაგ განათებულ ქუჩებს. ნაირფერწარწერებიანი კედლები და ნაგვის გროვები განუმეორებელ კოლორიტს ქმნიდა.
ლამპიონთან მდგარმა კოსმეტიკით უხვად შემკულმა ქალმა სიგარეტის ნამწვი განზე მოისროლა და მისკენ წამოვიდა.
- ბაბუ, არ გინდა გაერთო?
ბიძია თომა თოფნაკრავივით შეხტა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
მეორე დღეს admin-ის ტელეფონი ნინო ჩხეიძის დროს სწორედ მაშინ ამღერდა, როცა უკვე თვითონ აპირებდა ბიძია თომასთან დარეკვას.
- აბა, როგორ მიდის საქმე?
- რა გითხრა აბა, რესტორანში წამოვიყვანე. ეხლა ტუალეტში ვარ გამოსული. ვასმევ და ვასმევ, მაგრამ არაფერი ეტყობა, მე კიდე სადაცაა წავიქცევი. - ძლივ-ძლივობით ამოთქვა ბიძია თომამ. - ვინმე მომაშველე, თორე გამომექცევა.
- ახლა მაგის თქმა მინდოდა, გიორგი და კანონისტი მოდიან თბილისიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, მანდ გამოვლის სურვილი გამოთქვეს. მოგეხმარებიან ყველანაირად, ცოტა ხანსაც გაუძელი, არ გამოუშვა, არ დაგვღუპო!
- კარგი, კარგი... - ამოიოხრა ბიძია თომამ და ტელეფონი გათიშა.
რადგან abo-ს სოფელში დაბრუნების ზუსტი თარიღი წინასწარ არ იცოდნენ, გადაწყვიტეს, რომ მისი ქალაქიდან გამოსვლისთანავე რამდენიმე კაცი რუპორით ჩამოუვლიდა სოფელს და ამ ამბავს შეატყობინებდა, რათა მოსახლეობა დროზე შეკრებილიყო და იუბილარს ღირსეულად დახვედროდა.

მაგარი ხარ მიშა რა რავა შემშინებია ამ სიბერეში. laugh.gif


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 5 2008, 11:28 AM
პოსტი #122


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



18





იმ დღეს patara sayvarelo-ს დილაადრიან kolxetis asuli ესტუმრა, თან დაპირებული მაწვნის დედაც მოუტანა.
- როგორ ხარ ქალო, გადაყევი მაგ კუებს?
- ეჰ, საქმეს ჭირდება, თორე რა მეკუებოდა? აი, ნაშრომი დავამთავრე, "თეთრი ქათმიდან შავ შაშვამდე - ქართული ხალხური სიმღერების ორნითოლოგიური მიმიხილვა". ამის გამოცემას ფული ხო უნდა? თუმცა, უკვე შემიყვარდა კიდეც ეს საქმე. ჩემს თავს შევატყვე, კუების მიმართ რაღაც დედობრივი გრძნობასავით გამიჩდა. ეგაა, მარტო ვეღარ აუდივარ, უკვე ძალიან გამრავლდნენ. განცხადება გავაკარი ბირჟაზე, ხალხსაც ვეუნები და იქბნებ თანამშრომელი ავიყვანო ვინმე. ანკე...
უეცრად ატეხილმა ძაღლების ყეფამ და ვიღაცის ძახილმა სიტყვა შუაზე გააწყვეტინა.
- თუ შეიძლება, ან ეს ძაღლები დააწყნარეთ, ან გამომხედეთ, განცხადების თაობაზე ვარ მოსული.
- ხასანბეგ, ალიფაშა, ჩემთან! - დაიძახა patara sayvarelo-მ და ორი უზარმაზარი ქოფაკი იმწამსვე მის აქეთ-იქით დაერჭო. - მობრძანდით, აღარაფერს გერჩიან.
უცნობი მამაკაცი ჭიშკარში შემოვიდა და სახლისკენ გამოემართა.
- მე ამ სოფელში რაღაც საქმეზე ვიყავი და თქვენი განცხადება ვნახე ფერმაში ვაკანსიების თაობაზე. თუ უკვე არ შევსებულა ადგილები, მე მზად ვარ დღესვე შევუდგე მუშაობას.
- იცით, ჯერ უნდა შეავსოთ სპეციალური ანკეტა, რომლის მიხედვითაც წარმოდგენა შემექმნება თქვენს ფსიქოლოგიურ პორტრეტზე და გავარკვევ გამოდგებით თუ არა ამ საქმისათვის. ხომ გესმის, მე ჩემს კუებთან შემთხვევით ხალხს ვერ მივუშვებ, ისინი ძალიან სათუთი და მგრძნობიარე ბუნებისანი არიან.არიან.
- ფსიქოლოგიური ანკეტა? საინტერესოა. კარგით მაშინ, მომეცით და შევავსებ.
patara sayvarelo-მ ანკეტის ბლანკი და კალამი მოაწოდა და სტუმარიც წერას შეუდგა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kolxetis asuli
პოსტი Nov 5 2008, 09:07 PM
პოსტი #123


ნცაშა ეხთით!!!
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 24-June 08
წევრი № 5,154



ციტატა
იმ დღეს patara sayvarelo-ს დილაადრიან kolxetis asuli ესტუმრა, თან დაპირებული მაწვნის დედაც მოუტანა.

biggrin.gif laugh.gif :ხოხვასმაილი: მაგარიააააა
ციტატა
ეჰ, საქმეს ჭირდება, თორე რა მეკუებოდა?
-ეს ხომ საერთოოოოოოოოოდ
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif laugh.gif


--------------------
დაჩხირი ოტიბუანს, მარა ჭუალა ხოლო უჩქუნია...

ძლიერი და მამაცი ტომია ლაზები... © აგათია სქოლასტიკოსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salamura-tamta
პოსტი Nov 5 2008, 09:51 PM
პოსტი #124


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 701
რეგისტრ.: 4-January 08
წევრი № 3,551



ციტატა
. მერე "ზღნარჩვები არ არიან"...- მაგ სიმღერას რა კავშირი აქვს იუბილესთან? - არანაირი, უბრალოდ salamura-tamta-ს უნდოდა და აღარ ვაწყენინეთ.

რას გადაეკიდე ამ ზღნარჩვებს მე განაწყენებული სადგისიც ვიცი და მორბილებული იდაყვების ამაოებაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


P.s მუაგარია a075.gif


--------------------
გაზაფხულდა ბუჩქის ძირას
ტაქსი დგას და შოფერს ძინავს! [url=http://smiles.33b.ru/smile.127320.html][img]http://s16.rimg.info/fdb94f042286817326dd849859e7bd47.gif[/img][/url]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Nov 5 2008, 10:59 PM
პოსტი #125


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



ძალიან მაგარია მართლა!!! biggrin.gif:D:D:D:D


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 5 2008, 11:30 PM
პოსტი #126


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



M.M.
ციტატა
- მესიჯი მოვიდა, უკვე გამოსულები არიან ქალაქიდან, გიორგის და კანონისტის მანქანით მოდიან. აბა, შეკრიბეთ ხალხი!

ისევ FIAT-ით თუ რაიმე მაგარი მანქანა ვიყიდეთ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 6 2008, 10:11 AM
პოსტი #127


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა( გიორგი @ Nov 5 2008, 11:30 PM) *

M.M.
ისევ FIAT-ით თუ რაიმე მაგარი მანქანა ვიყიდეთ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეს ვერ ნახე?
ციტატა(M.M. @ Oct 29 2008, 11:47 AM) *

მუქი წაბლისფერი Hummer H8
წელი გაითვალისწინე


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 13 2008, 11:12 AM
პოსტი #128


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 13 2008, 03:26 PM
პოსტი #129


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



M.M.
ეს წერტილი რას ნიშნავს ვითომ? gio.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 14 2008, 12:31 PM
პოსტი #130


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



19





tustusa-gogo თავისი სახლის ჭიშკართან სკამზე ჩამომჯდარიყო და რჩევა-დარიგებისთვის მოსულ T.L.-ს ესაუბრებოდა.
- გასაგებია ყველაფერი. ამას ფსიქოლოგების ენაზე sergi_glaxa-ს სინდრომი ეწოდება. თვითონაც ხომ ხვდები, რომ ოჯახისან წასვლა სწორი საქციელი არ იქნება? მთავარია გააანალიზო, რატომ გიჩნდება ეს სურვილი; მერე უკვე ამ სურვილთან ბრძოლა ადვილია.
ამ დროს ორღობეში patara sayvarelo-მ გამოიარა და მათ წინ შეჩერდა.
- გამარჯობა თქვენი, ქალებო, როგორ ხართ?
- ვართ რა, შარშანწინდელი ჩირივით. - უპასუხა tustusa-gogo-მ - შენ რას შვრები? admin-ს ხომ არ გადაყრიხარ ამ ბოლო დროს?
- არა, რა იყო?
- რამდენჯერ ვთხოვე, ნიკი შემიცვალე, tustusa-bebo დამარქვი-მეთქი, ავიწყდება თუ რით ვერ დააყენა საშველი?
- რა ვიცი აბა... შენი სედგენილი ანკეტა შევავსებინე ერთს. ნახე აბა, გამომადგება სამსახურში?
tustusa-gogo-მ სათვალეს დააორთქლა, გაწმინდა და კითხვას შეუდგა:

"მოკლედ დაწერეთ თქვენი ბიოგრაფია
მე, გოდერძი ვარლამის ძე ქევხიშვილი, დავიბადე 2000 წლის 4 ივლისს ქ. თბილისში. მშობლები მშობიარობას გადაჰყვნენ (მამაჩემი ჩემს დაბადებას ესწრებოდა და გულმა ვერ გაუძლო). გავიზარდე უპატრონო ბავშვთა სახლში, ნათესავებს არ ვიცნობ. მაქვს უმაღლესი განათლება (სპეციალობა - კვანტური ფიზიკა). თავს ვირჩენ შემთხვევითი შემოსავლებით. ოჯახი არ მყავს.

მეტსახელი (თუ გაქვთ ან გქონდათ)
ხამანწკა

საყვარელი კერძი
ხამანწკა

საყვარელი ცხოველი
ხამანწკა

საყვარელი სპორტის სახეობა
ხამანწ ბოულინგი

საყვარელი ნაწარმოები
"მოხუცი და ზღვა"

საყვარელი ფილმი
"დიდი გამყინვარება"

საყვარელი ფერი
ბადრიჯნისფერი

საყვარელი საქმიანობა
ფანქრის თლა

ყველაზე მეტად რა გეზარებათ?
ფანქრის ნათალის გადაყრა

რას ფიქრობთ, ვინ მოკლა კენედი?
აზრზე არ ვარ

რამდენს ისურვებდით გასამრჯელოდ?
200 ლარიდან ზემოთ"

- ჰმმ... უცნაური ტიპი ჩანს, მაგრამ ფერმაში უნდა ივარგოს წესით. აიყვანე.
- კარგი მაშინ, ავიყვან. ნახვამდის, კარგად იყავით!
patara sayvarelo უკანვე გატრიალდა, მეზობლებმა კი შეწყვეტილი საუბარი განაახლეს.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Nov 14 2008, 01:43 PM
პოსტი #131


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



M.M.
ციტატა
- მოგესალმებით კიდევ ერთხელ. შეგახსენებთ, რომ ეს არის ჩვენს სოფელში ერთადერთი და ამიტომ ყველაზე მაგარი რადიო. მე ვარ likka და თქვენთან დავრჩები კიდევ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.



ხა ხა ხაეს როგორ გამომრჩა კაცო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
თქვენ ნუ მოიწყენთ, ძვირფასო რადიომსმენელებო, რადგან თქვენთან ერთად არის likka, ყველაზე მხიარული წამყვანი მთელს რადიოსივრცეში! თქვენ თუ გინდათ DJ დამიძახეთ, გინდა RJ, გინდა უბრალოდ J, ამით საქმის არსი არ შეიცვლება - მე მაინც ყველაზე მხიარულ წამყვანად ვრჩები!



ხა ხა ხააა biggrin.gif

ციტატა
ახლა კი მოისმინეთ salamura-tamta-ს ახალი იმღერა "შენი თვალები ზღნარჩვისას ჰგავდა",


ჰა ჰა ჰაააა რავა შემცვლია გემოვნებაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მარა ეგ რადიოს ფორმატის ბრალი იქნება აშაკარად biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Nov 17 2008, 10:56 AM
პოსტი #132


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



20





გოდერძი მუყაითი მშრომელი გამოდგა და საქმის დიდი ალღოც აღმოაჩნდა. მისი მოსვლიდან სულ მალე კუების კვერცხისმდებლობა თელი 11%-ით გაიზარდა. მასვე ეკუთვნოდა ცოცხალი კუებით ვაჭრობის იდეაც. ბაკანზე დამცავჰოლოგრამიანი კუები დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ ბაზარზე და კარგი შემოსავალიც მოჰქონდათ. patara sayvarelo-ს ფაქტიურად აღარ უწევდა ფერმაში მუშაობა, მაგრამ ყოველ საღამოს მაინც შეივლიდა ხოლმე და მოკილე ანგარიშს იბარებდა.
ამ იდილიას ზაფხულის ერთ დილას მოეღო ბოლო, როცა ქალაქში საქმეზე წასული patara sayvarelo მოულოდნელად ადრე დაბრუნდა უკან. სახლში შესვლამდე ფერმაში შეიარა და ძალიან გაუკვირდა, როცა ძაღლები დაბმული დახვდა, გოდერძი კი ვერსად ნახა.
- გოდერძი, სად ხარ? გოდერძიიი! სა წევიდა აი აბდალი ყაძახი?
უეცრად მისი ყურადღება სხვენში ასასვლელთან მიდგმულმა კიბემ მიიპყრო და საფეხურებს ნელ-ნელა აუყვა. მაღლა ასულს გაოცებისაგან ენა ჩაუვარდა: გოდერძი და კიდევ რამდენიმე უცნობი პიროვნება სრულიად გაშიშვლებულიყვნენ და რაღაც წარმართულ რიტუალს აღასრულებდნენ (რიტუალის აღწერისაგან თავს შევიკავებ). მის დანახვაზე ყველა დაიბნა და თავ-თავიანთ ტანსაცმელს დაუწყო ძებნა. patara sayvarelo სიტყვის უთქმელად ჩავიდა დაბლა, თავის ოთახში შევიდა და კედელში დატანებული სათავსოდან მსხვილსაფანტიანი ვაზნებით დატენილი თორმეტკალიბრიანი ”ვინჩესტერი” გამოიღო. კიბესთან დაბრუნებულს სექტანტების ნაწილი ჩაცმული და დაბლა ჩამოსული დაუხვდა.
- ისა, ქალბატონო, - ენის ბორძიკით დაიწყო გოდერძიმ. - ჩვენ აქ...
- ხმაა!!! - დაიკივლა patara sayvarelo-მ და თოფი ჭერში ისროლა. შემდეგ მაშინვე გადატენა და გოდერძის მიუშვირა. - ხუთ წუთში თქვენი ფეხი არ იყოს ფერმის ტერიტორიაზე, თორემ არ ვიცი რას ვიზამ!
- კი მაგრამ, მე ხომ პატიოსნად ვმუშაობდი, ფერმა აყვავდა ჩემს ხელში და... კარგი, კარგი, მივდივარ! - ნერწყვის ყლაპვით დააბოლოვა და შარვლის სწორებით დადევნა დანარჩენებს, რომლებიც უკვე ჭიშკრისაკენ მიდიოდნენ.
მარტო დარჩენილი patara sayvarelo ცოტა ხანს ჩაფიქრდა და მერე შეუბლის ჭმუხვნით წარმოთქვა:
- რა ვქნა ახლა? ისევ თანამშრომლის ძებნა მომიწევს. ჯანდაბას, M.M.-ს ავიყვან, რახან მთხოვა. ტვინის ბურღი კია, მაგრამ სხვენი გაშიშვლებას მაინც არ დაიწყებს, იმედია.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kolxetis asuli
პოსტი Nov 17 2008, 02:54 PM
პოსტი #133


ნცაშა ეხთით!!!
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 24-June 08
წევრი № 5,154



ციტატა
patara sayvarelo სიტყვის უთქმელად ჩავიდა დაბლა, თავის ოთახში შევიდა და კედელში დატანებული სათავსოდან მსხვილსაფანტიანი ვაზნებით დატენილი თორმეტკალიბრიანი ”ვინჩესტერი” გამოიღო.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სოფოოოოოო tongue.gif tongue.gif laugh.gif laugh.gif e025.gif


--------------------
დაჩხირი ოტიბუანს, მარა ჭუალა ხოლო უჩქუნია...

ძლიერი და მამაცი ტომია ლაზები... © აგათია სქოლასტიკოსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 17 2008, 03:02 PM
პოსტი #134


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა
ჯანდაბას, M.M.-ს ავიყვან, რახან მთხოვა. ტვინის ბურღი კია, მაგრამ


2kiss.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Nov 17 2008, 07:57 PM
პოსტი #135


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



ციტატა
patara sayvarelo სიტყვის უთქმელად ჩავიდა დაბლა, თავის ოთახში შევიდა და კედელში დატანებული სათავსოდან მსხვილსაფანტიანი ვაზნებით დატენილი თორმეტკალიბრიანი ”ვინჩესტერი” გამოიღო

სოფოოო რა სასტიკი ხაააარbiggrin.gif:D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Nov 18 2008, 12:30 AM
პოსტი #136


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



აქ რა ამბები ყოფილა უჩემოდ tongue.gif
ციტატა
- ხმაა!!! - დაიკივლა patara sayvarelo-მ და თოფი ჭერში ისროლა. შემდეგ მაშინვე გადატენა და გოდერძის მიუშვირა.

დედააააააააა, რა სასტიკი ვარ laugh.gif laugh.gif
არ დაიჯეროთ ხალხო, მიშას რომ "დისკანტის" მნიშვნელობა არ ვუთხარი სულ მაგის ბრალია tongue.gif biggrin.gif biggrin.gif laugh.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 4 2008, 11:26 AM
პოსტი #137


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



21




წვიმიან ამინდებს ბიძია თომას ქოხში სტუმრების რაოდენობაზე თითქმის არ უმოქმედია. მისი ძველი მეგობრები კვალავ ხშირად იკრიბებოდნენ ქოხში, ჩაის, ყავას ან ღვინოს შეექცეოდნენ და ძველი თუ ახალი ამბების კორიანტელს აყენებდნენ. არც ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობა იყო მათთვის უცხო. ზოგჯერ ცხარე კამათიც იმართებოდა, მაგრამ ზღვარს არასოდეს გადადიოდნენ. ფორუმზე მრავალწლიანმა შეხლა-შემოხლამ მათ თავდაჭერა და მოთმინების უნარი გამოუმუშავა.
იმ დღესაც ხუთიოდე ფორუმელი მოგროვდა. ყველანი მაგიდას შემოსხდომოდნენ და მდუმარედ მისჩერებოდნენ d.p.-სა და admin-ს, რომლებსაც ჭადრაკის უკვე მეორე პარტია წამოეწყოთ და დაფას თვალს არ აშორებდნენ.
- რა წვიმიანი შემოდგომა დაგვიდგა, არა? ამისთანა მე არ მახსოვს.
- დუმილი დაარღვია gurulo-მ.- აბა კაცო, წაგვლეკოს ლამისაა!
- მიუგო versus-მა და წყლით გაჟღენთილ შარვლის ტოტებზე დაიხედა.
- რა მართლა ბებრებივითა ლაპარაკობთ, ამინდის მეტი სათქმელი ვერა ნახეთ? - დაუცაცხანა ბიძია თომამ. - რამე საინტერესო მოყევით. admin, რა ხდება თქვენთან, როგორ მიდის სოფლის მართვა-გამგეობის საქმეები?
- მიდის რა, ნელ-ნელა. სიახლე არაფერია სოფლის კულტურულ ცხოვრებაში, რაც ცოტა მაფიქრებს. წინადადებების და სურვილების ყუთები რომ დავდგით, იქაც არაფერს ყრიან მართლა გასათვალისწინებელს. ერთი გვწერდა, ძმები კლიჩკოების ძეგლი დავდგათ სოფლის ცენტრშიო, მეორემ ჯანსაღი ფლირტის მოყვარულთა კლუბის გახსნა შემოგვთავაზა... რას არ მოიგონებს ხოლმე ხალხი! ნეტა რაიმე სერიოზული ღონისძიება მოგვაფიქრებინა, ცოტა...
- მიდი კაცო, შენი სვლაა, ჯერ ითამაშე და მერე რა ღონისძიებაც გინდა განიხლე! - უთხრა ლოდინით დაღლილმა d.p.-მ.
- ხალხო, ეს რა წუილი ისმის ნეტა? - იკითხა ბიძია თომამ.
- რაზე ამბობ?
- ხმა არ გესმის? რაღაცა წუის.
- წნევა გაქ ეტყობა.
- არა, რა წნევა, მართლა ისიმის რაღაც ხმა გარედან. - თქვა ბიძია თომამ და ფანჯრისაკენ გაეშურა.
ფარდის აწევა ვერც მოასწრო, მოულოდნელად ქოხის სახურავი ერთ ადგილას ჩამოიმტვრა და მაგიდაზე ვიღაც ქერაულვაშებიანმა კაცმა მოადინა ბრაგვანი. მასთან ერთად გახვრეტილი სახურავიდან წვიმის ნაკადი ჩამოიჭრა და გაოცებსგან პირდაღებული ფორუმელები ცოტათი გამოაფხიზლა.



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Dec 4 2008, 11:28 AM
პოსტი #138


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა
მიდი კაცო, შენი სვლაა, ჯერ ითამაშე და მერე რა ღონისძიებაც გინდა განიხლე! - უთხრა ლოდინით დაღლილმა d.p.-მ.



ხა ხა ხაააა biggrin.gif ვ სვაიომ ამპლუა biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 7 2008, 05:08 PM
პოსტი #139


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



22






- ბარტ, შენა ხარ? - წამოიძახა ბიძია თომამ, როცა მეტყველების უნარი დაუბრუნდა.
- თემო, შენ? ცოცხალი ხარ? - მსუბუქი აქცენტით მიუგო არანაკლებ გაოცებულმა ქერაულვაშიანმა.
- მე? შენ თვითონ როგორ გადარჩი?
ორივე ერთმანეთს გადაეხვია, თუმცა უცნობს ჭერიდან ჩამოკონწიალებული პარაშუტის თოკები ცოტა ხელს უშლიდა მოძრაობაში.
- ხალხო, გაიცანით, ეს ბარტია, ბარტ ფინგერსაქერი. ამან ერთხელ სიკვდილს გადამარჩინა.
- შენც გადამარჩინე ერთხელ, ასე რომ ბარი-ბარში ვართ.
- ასეთი ქართული საიდან? მე რომ დაგშორდი, ოციოდე სიტყვა იცოდი ქართულად, ჩემგან ნასწავლი. იმასაც ძლივს გამოთქვამდი.
- სახლში რომ დავბრუნდი, სერიოზულად ჩავუჯექი ქართულს, უკვე მიყვარდა შენი ენაც და შენი სამშობლოც. იქაურ ქართველებთანაც კონტაქტი დავამყარე... მე ვიცოდი, რომ თქვენი რაზმი გაანადგურეს.
- მე შენ რაზმზე გავიგე ეგრე.
- რაზმი მართლაც ამოწყდა, მე გადავრჩი მარტო.
- ჩემი რაზმი გადარჩა, თუმცა რამდენიმე კარგი ბიჭი დაგვეღუპა იმ ბრძოლებში. აქ საიდან მოხვდი?
- რაც გაგიგცანი, სულ მინდოდა საქართველო მენახა, მაგრამ აქამდე არ მომიხერხდა. ჩემი კონსტრუქციის საფრენი აპარატი ავაწყე და აქეთ გამოვეშურე (რა თქმა უნდა, ჯერ თქვენს საელჩოში ვიზა და ნებართვა ავიღე, რომ საზღვრი ასე გადმომეკვეთა). რაღაც გაუმართაობა იყო ეტყობა, შავი ზღვის თავზე უკვე რიხინი დაიწყო, მერე კი საერთოდ ძრავი გაჩერდა. იძულებული გავხდი პარაშუტით გადმოვმხტარიყავი.
- მოგიძებნით, სადმე ახლოს ჩამოვარდებოდა. ეხლა მაგის დრო არაა, მოიხსენი ეგ პატრაშუტი და ყველანი სახლში წავიდეთ, ამ სახურავგახვრეტილ ქოხში რა გვინდა? ერთი კაი სუფრა უნდა გავშალო, ხუმრობა ხო არა არი, ფრონტის მეგობარი ჩამომივიდა, თან მკვდარი რომელიც მეგონა!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Dec 7 2008, 05:40 PM
პოსტი #140


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



ციტატა
- ხმა არ გესმის? რაღაცა წუის.
- წნევა გაქ ეტყობა.


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მართლა მაგარია biggrin.gif


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 5 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 04:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი