IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ბიძია თომას ქოხი
ეკატო
პოსტი Jul 31 2008, 12:22 AM
პოსტი #21


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



რამდენი ვიხალისეეე biggrin.gif biggrin.gif

ყოჩაღ მიშა, თან რა კარგად გაგინაწილებია როლები biggrin.gif


ველი გაგრძელებას rolleyes.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maikusi
პოსტი Jul 31 2008, 01:02 AM
პოსტი #22


maia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,049
რეგისტრ.: 4-May 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,727



მიშა ძაან მაგარი მუზა მოგსვლია mail1.gif და ძაან ბევრიც ვიცინე laugh.gif

მოუთმენლად ველი გაგრძელებას gio.gif

ისე მაინტერესებს შენი მუზა მეც თუ მომცემს რაიმე როლს?სხვა თუ არაფერი სადმე სპლიყვი თუ გაიჩითება უეჭველი მე ვარ e025.gif


--------------------
,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."


,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jul 31 2008, 11:15 AM
პოსტი #23


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



2




სოფლის ეკელსიის ზარებმა ექვსსაათიანი რომ დარეკეს, ბიძია თომა უკვე ნახევარი საათის ამდგარი იყო. აივანზე გამოვიდა და დაელოდა მნათე როდის გამოივლიდა ეკლესიიდან სახლისკენ. დიდხანს არც მოუწია ლოდინი.
- ბიჭო, მნათე, რით ვეღარ ისწავლე ზარების თანაბრად რეკვა? დაბერდი კაცი ამ საქმეში.
- ნუ იქნებით რომის პაპზე უფრო მეტი პაპები! ამ წვრილმანებში არაა ქრისტიანობა.
- პაპი არ ვიცი და ნერვებზე კი ძაანა მოქმედებს. თუ დაგიჭახანა ერთხელ ნანამ და გადმოგაგდო მაგ სამრეკლოდან, მერე ნახე შენა. ერთი უნდა ვთხოვო, ქვამარილი მაინც მოგარჭოს რბილ ადგილას.
მნათემ იგი პასუხის ღირსადაც არ ჩააგდო და ქედმაღლური გამომეტყველებით განაგრძო გზა. ის იყო თვალს მიეფარა, რომ ორღობეში ახლა qarcivadze, Nanio და Didgoreli გამოჩნდნენ. ნელა მოსეირნობდნენ და მოიღინებდნენ: "დილა არის ცა ლაჟვარდი და..."
- ეჰ, რაღა ლაჟვარდი, დაგვაღრჩო ამ გამონაბოლქვმა, ჩვენ მთავრობას რო (...) (...) (...)!
მთავრობის ხსენებაზე ყველას უნებურად კანონისტის კარმიდამოსკენ გაექცა მზერა. თავისი პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში დავითმა უზარმაზარი სასახლე წამოჭიმა სოფლის განაპირა გორაკზე, მაგრამ ჩამოსვლას იშვიათად ახერხებდა. მას შემდეგ, რაც ორივე საპრეზიდენტო ვადა ამოწურა, კანცელარიას ჩაუდგა სათავეში და მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ყოჩაღად უძღვებოდა საქმეს.
"მთავრობა რა შუაშია, როცა მეწარმეები და თვითონ მოსახლეობა ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას მშობლიური ბუნებისა და მომავალი თაობის წინაშე?" - ალბათ ასე იტყოდა, აქ რომ ყოფილიყო.
დიდგორელები თვალს რომ მიეფარნენ, გზაზე admin-ის "ზაპოროჟეცი" გამორახრახდა. თემოს სახლის წინ მანქანამ სასულეში წყალგადაცდენილი ცხენივით დაახველა და გაჩერდა.
- დილა მშვიდობისა, ბიძია თომა! როგორ ხარ, როგორ გიკითხო?
- მშვიდობა ნუ მოგიშალოს, რაზე შეწუხდი admin-ბატონო?
- ხომ იცი, პატარა რემონტი წამოვიწყე ჩემთან. ბურღი მჭირდება, თან ცოტა დიდი.
- მე არ მაქვს, მაგრამ S a l l y-ს აქვს, ნამდვილად ვიცი. იაპონური ბურღია, უმაღლესი ხარისხის. ბარძაყისსიმსხო მუხის მორში გამჭოლი ნახვრეტი გააკეთა, ახალნაყიდს როცა ცდიდა.
- კარგი, მაშინ იმას გავუვლი.
admin-მა მესამე ცდაზე როგორც იყო დაქოქა მანქანა და სოფლის შარაგზას გაუყვა.
მზე უკვე მთლიანად ამოსულიყო ბორცვებს იქიდან. ფორუმის დასახლება ნელ-ნელა იწყებდა თავის ყოვედღიურ საქმიანობას.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 31 2008, 11:35 AM
პოსტი #24


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



M.M.
ციტატა
სოფლის ეკელსიის ზარებმა ექვსსაათიანი რომ დარეკეს, ბიძია თომა უკვე ნახევარი საათის ამდგარი იყო. აივანზე გამოვიდა და დაელოდა მნათე როდის გამოივლიდა ეკლესიიდან სახლისკენ. დიდხანს არც მოუწია ლოდინი.
- ბიჭო, მნათე, რით ვეღარ ისწავლე ზარების თანაბრად რეკვა? დაბერდი კაცი ამ საქმეში.
- ნუ იქნებით რომის პაპზე უფრო მეტი პაპები! ამ წვრილმანებში არაა ქრისტიანობა.
- პაპი არ ვიცი და ნერვებზე კი ძაანა მოქმედებს. თუ დაგიჭახანა ერთხელ ნანამ და გადმოგაგდო მაგ სამრეკლოდან, მერე ნახე შენა. ერთი უნდა ვთხოვო, ქვამარილი მაინც მოგარჭოს რბილ ადგილას.
მნათემ იგი პასუხის ღირსადაც არ ჩააგდო და ქედმაღლური გამომეტყველებით განაგრძო გზა. ის იყო თვალს მიეფარა, რომ ორღობეში ახლა qarcivadze, Nanio და Didgoreli გამოჩნდნენ. ნელა მოსეირნობდნენ და მოიღინებდნენ: "დილა არის ცა ლაჟვარდი და..."
- ეჰ, რაღა ლაჟვარდი, დაგვაღრჩო ამ გამონაბოლქვმა, ჩვენ მთავრობას რო (...) (...) (...)!

ვიხოხე laugh.gif kiss1.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მესხი ხუცო
პოსტი Aug 1 2008, 02:26 AM
პოსტი #25


ზურა
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 25-July 08
მდებარ.: თბილისი, საბურთალო
წევრი № 5,394



M.M.
კარგი ქართული სტილით შესრულებული ზღაპარია.
ასე გააგრძელე და ცოტა ახლებიც ჩართე
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
გააკეთე ის, რის გაკეთებასაც სიკვდილის წინ ისურვებდი !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 1 2008, 10:57 AM
პოსტი #26


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



3




ასეთ მკაცრ ზამთარს ფორუმის დასახლება ჯერ არ მოსწრებია. თოვლი მხოლოდ წინდის ყელამდე იდო, სამაგიეროდ ყინვა იყო საშინელი. ფორუმულა და ფორუმისწყალი იმსისქე ყინულით დაიფარნენ, მოსახლეობა უშიშრად გადადიოდა ზედ.
.nino ფრთხილად მიუყვებოდა თოვლში მანქანის მიერ გაკვალულ ღარს.
- სალამი ნათლიდედ! - გადმოსძახა ბიძია თომამ თავისი ქოხის აივნიდან - საით გაგიწევია ამ სიცივეში?
- ართი ვარდი სახლს ალაგებს, მთხოვა დამეხმარეო.
.nino და iisperiTOVLI ამ საქმეში შეუცვლელნი იყვნენ, ჭერს და ფანჯრის თაღებს მათსავით ვერავინ ასუფთავებდა.
ჯეგეს ჭიშკარს რომ გაუსწორდა, ნინომ გზაზე მომავალი ჩაკრულო დაინახა.
- გამარჯობა ბექა, როგორ ხარ?
- გაგიმარჯოს, იცოცხლე! როგორ ვიქნები ამ სიცივეში?
- გინდა გავხურდეთ? შემო ერთი, გაბურთაო გემრიელად - ღობის იქიდან გამოსძახა ჯეგე
- წელი ტკივილ რა უთხარი, თორე ბურთაობაჲ განახებდი მე შენა! ერთხელ და ორჯელ მიხოხიალებიხარ მიწაზე?
ამის თქმა იყო და ჯეგე ღობეს გადმოევლო.
- ვის ახოხიალებდი, ჰა?! მოდი აბა, ვნახოთ რისი თავი გაქ, შე ბებერო კამეჩო!
ჩაკრულომაც წელის ტკივილს აღარ მიხედა და მართლა კამეჩივით თავდაღუნული გაექანა მისკენ. .nino-მ ხელი ჩაიქნია, მობღლარძუნე ფორუმელებს გვერდი აუარა და გზა განაგრძო.
ამასობაში ბიძია თომა თავის აშენებულ ქოხში სუფრის გაშლით იყო დაკავებული. საჭმელ-სასმელის ნაწილი დანარჩენებს უნდა მოეტანათ. მართლაც, ქოხში მალე zviadauri შემოვიდა ლორის მოზრდილი ნაჭრით იღლიაში. მა სფეხდაფეხ Amuza მოჰყვა, რომელმაც მაგიდაზე ერთი თავი ყველი დადო.
- ძროხის ყველივით ლამაზი რა არი ქვეყანაზედა? - "ხოხბის ყელივით ლამაზის" მელოდიაზე წაიმღერა ყველაზე ადრე მოსულმა buta-მ.
- ეს ცხვრის ყველია, პანკისიდან გამომიგზავნა მეგობრის ოჯახმა.
ბიძია თომამ ქუჩაში სხვა ბავშვებთან ერთად მიმავალ ნიკოლოზ_VII-ს მოჰკრა თვალი და გადასძახა:
- ნიკო, ერთი პაპაშენს უთხარი, ბიძია თომას ქოხში პატარა პურისჭამა იმართება და მოდი-თქო
ხალხი მალე შეგროვდა. თამადად თემო აირჩიეს, მაგრამ სანამ დაიწყებდა, სახლისაკენ მიმავალ Soldier-ს მოჰკრა თვალი ფანჯრიდან და შემოიპატიჟა. იმასაც თავპატიჟი არ დაუწყია, შემოვიდა, ყველა სმიესალმა და ,ხარზე გადაკიდებული "ბაზუკა" კედელზე მიაყუდა.
- რათ გინდოდა ეგ საოხრე?
- ახალი წელი მოდის მალე, რამე ხო უნდა ვისროლო ბაღვების გასახარად?
ქეიფი მალე გახურდა. ქოხის კუთხეში ატმის კომპოტით სავსე ქილა იდგა, N. R.-გამოგზავნილი. კომპოტი ეტყობა გვარიანად ამჟავებულიყო. სითბოში დგომისგან ქილაში დაგროვილმა გაზებმა გაფართოება იწყეს და გამაყრუებელი ხმაურით ახადეს სახურავი. M.M.-მა ყელი ჩაიწმინდა და გამოთქმით დაიწყო:
მეგობრებო, მართალს გეტყვით,
არ მჭირდება ტყუილი,
ეს კომპოტი მჟავე იყო,
როგორც ბე...

zviadauri მიუხვდა რითმის მსვლელობას და დროზე ააფარა პირზე ხელი.
- სუ! არ გრცხვენია, რეებს ლაპარაკობ? აღარ დალიო მეტი!
ამ დროს კარი Floyd-მა შემოაღო.
- რა სროლა იყო? თქვენ მოჰკალით ძერა?
- ძერა არა ტოროლა! ატმის კამპოტმა ისროლა. დროზე მიუჯექ მაგიდას, სანამ Soldier-ის "ბაზუკით" არ დაგალევინე ჯარიმა! Floyd-მა მუშტრის თვალით შეათვალიერა "ბაზუკა", მაგრამ თავისი ასაკი გაიხსენა და აღარ მოუთხოვია.
შებინდდა, მალე ნახირმაც ჩამოიარა.
- კაცო, ჩემ ახალგაზრდობაში ძროხები უფრო ღია ფერისა იყვნენ, მასიურად. ეხლა თანდათან უფრო მუქდებიან. რატო ნეტა?
- ბინდისფერია ძროხები, თანდათან უფრო ბინდდება! - ომახინად წამოიწყო komisia-მ.
რამდენიმე კაცმა ბანი ააყოლა, მალე QIZIYELI-ს პირველიც გაისმა. სიმღერა ჯერ არ გაეთავებინათ, რომ Giorgi- აცრემლებული წამოხტა და უკანმოუხედავად გავარდა კარში.
- საწყალი, ვერ ივიწყებს, ახალგაზრდობაში ქართულ სუფრას რო კიცხავდა!
ქოხში ჰაერი ძალიან ჩაიხუთა. ბიძია თომა ცოტა ხნით გარეთ გამოვიდა.
- ვა, maikusi? ამო ჩვენთან, ზუსტად მანდილოსნებისა უნდა შემესვა ეხლა!
- ვერა, ვერა, ისედაც მაგვიანდება, დაბნელდა უკვე.
- ამო, ამო, მე წაგიყვან მერე მანქანით! - ქოხიდან გამოსძახა admin - მა.
- ხო არ სვავ, გიო? არ დამღუპო, არ გადამჩეხო სადმე!
- ნუ გეშინია, არ ვსვავ, ამო!
maikusi ქოხში ავიდა. ფორუმის ვეტერანები კიდევ კარგა ხანს ილხენდნენ და გვიან დაიშალნენ.


ხალხო, თემა ნუ გამიოფეთ! მოდერებს ვთხოვ, გიორგის მოთხრობა მის თემაში გადაიტანონ, ამ მესამე ნაწილამდე ყველს კომენტარები წაშალონ, ამის მერე რაც დაიწერება შენიშვნები, კითხვები თუ თხოვნები, ჯერჯერობით დამიტოვონ, სანამ გავაგრძელებ თხრობას. შეძლებისდაგვარად ვეცდეი გავითვალისწინო.
M.M.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 1 2008, 11:32 AM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ე ბიჭო საღაცა მეს გამომიყენე, თითს მაინც შეუვევ ვინმეს. laugh.gif ( უფულოდ)
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maikusi
პოსტი Aug 1 2008, 11:19 PM
პოსტი #28


maia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,049
რეგისტრ.: 4-May 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,727



ციტატა
.nino და iisperiTOVLI ამ საქმეში შეუცვლელნი იყვნენ, ჭერს და ფანჯრის თაღებს მათსავით ვერავინ ასუფთავებდა.


ოჯახში სხვა თუ არაფერი მაგიტო აქვს პრივილეგია მაღალ ქალს tongue.gif biggrin.gif ორივეს ჩემგან 2kiss.gif yvavilebi.gif

M.M.

ციტატა
- ვა, maikusi? ამო ჩვენთან, ზუსტად მანდილოსნებისა უნდა შემესვა ეხლა!
- ვერა, ვერა, ისედაც მაგვიანდება, დაბნელდა უკვე.
- ამო, ამო, მე წაგიყვან მერე მანქანით! - ქოხიდან გამოსძახა admin - მა.
- ხო არ სვავ, გიო? არ დამღუპო, არ გადამჩეხო სადმე!
- ნუ გეშინია, არ ვსვავ, ამო!
maikusi ქოხში ავიდა. ფორუმის ვეტერანები კიდევ კარგა ხანს ილხენდნენ და გვიან დაიშალნენ.


მიშა ძაააააააან მაგარი დღე გამახსენე ამ ეპიზოდით rolleyes.gif და მაგრად ვიცინე :ხოხვასმაილი: არ მეგონა აქ თუ დაწერდი ამ ეპიზოდს და ჩაგეთვალააააა thumbs.gif

ძაან მაგარი ფორუმული მოთხრობა გამოგდის და ყოველდღე შემოვრბივარ ამ თემაში ახალი სასაცილო ეპიზოდების წაკითხვის იმედით smile.gif


--------------------
,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."


,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Aug 2 2008, 09:03 AM
პოსტი #29


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(abo @ Aug 1 2008, 11:32 AM) *

ე ბიჭო საღაცა მეს გამომიყენე, თითს მაინც შეუვევ ვინმეს. laugh.gif ( უფულოდ)
აბო.

ააააააააააააა laugh.gif

უფულოდ კაი იყო kiss1.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 2 2008, 10:08 AM
პოსტი #30


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



დღეს ჩემს მუზას შვებულება აქვს, მერე გავაგრძელებ. თან სხვა თემებსაც მივხედავ.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Aug 2 2008, 11:04 AM
პოსტი #31


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



M.M.
ძალიან მომეწონა. გაიხარე. ასე გააგრძელე.
smile.gif


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 2 2008, 05:24 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



teo... tee
ციტატა
სუულ ძველი ფორუმელების დასახლება გააკეთე (მგონი სულ ძველები ხართ) და ახლების ჩამოსახლების პროცესი ცოტა გვიან დაიწყება თუ, საერთოდ არ ვართ გეგმაში ?


არ არიან ძველები ყველა kiss1.gif უბრალოდ, ცოტა უნდა იცნობდე პიროვნებას, თუნდაც პოსტებით, რომ პერსონაჟად გამოიყვანო. არ მოიწყინოთ მაგის გამო, ამასობაში გაგიცნობენ და აუცილებლად იქნებით, ეს თემა გაგრძელდება yvavilebi.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 2 2008, 09:37 PM
პოსტი #33


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მე არ ვიქნები სადმე? rolleyes.gif
არ მითხრათ ახლა, შენ ვის რაში სჭირდებიო? თითის შეხვევა მეც შემიძლია გაჭირვების დროს biggrin.gif
ხო, კიდე მძღოლად გამოვდგები (ასევე გაჭირვების დროს biggrin.gif), კიდე.... მოვიფიქრებ რაში ვვარგივარ და გეტყვით rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 2 2008, 11:01 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მარიამი
ახლა შენ საქმეს მიხედე ძმისშვილო და ჩვენ მაგითი დავრჩებით კმაყოფილი. შემდეგში მიშა რამეს მოიფიქრებს. ეტყობა კაი ფანტაზია აქვს.
აბო გილოცავს ჩემო კარგო ბედნიერებას, ვწუხვარ რომ პირადად ვერ ვესწრები ჯვრისწერას.
მაინც მაყარი აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
admin
პოსტი Aug 2 2008, 11:12 PM
პოსტი #35


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



ციტატა
admin-მა მესამე ცდაზე როგორც იყო დაქოქა მანქანა და სოფლის შარაგზას გაუყვა.


მესამე ცდაზე რომ იქოქებოდეს რაღა მიჭირდა biggrin.gif

M.M.

კარგია M.M, მაგრამ მოვერიდები შექებას თორემ ვიზეც ვთქვი კარგად გამოსდის თქო პირიქით ამიხდა.


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 2 2008, 11:17 PM
პოსტი #36


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
აბო გილოცავს ჩემო კარგო ბედნიერებას, ვწუხვარ რომ პირადად ვერ ვესწრები ჯვრისწერას.

გაიხარეთ 2kiss.gif ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ wub.gif
მიშა მაპატიებს ამ ოფს, იმედია smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 3 2008, 10:32 AM
პოსტი #37


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(teo... tee @ Aug 2 2008, 01:12 PM) *

ძალიან კარგია, ველი ხოლმე შენს პოსტებს აქ, მაგრამ ერთი შენიშვნა, სუულ ძველი ფორუმელების დასახლება გააკეთე (მგონი სულ ძველები ხართ) და ახლების ჩამოსახლების პროცესი ცოტა გვიან დაიწყება თუ, საერთოდ არ ვართ გეგმაში ? tongue.gif biggrin.gif
ამის პასუხად ეს:

ციტატა(staywhite @ Aug 2 2008, 05:24 PM) *

teo... tee
არ არიან ძველები ყველა kiss1.gif უბრალოდ, ცოტა უნდა იცნობდე პიროვნებას, თუნდაც პოსტებით, რომ პერსონაჟად გამოიყვანო. არ მოიწყინოთ მაგის გამო, ამასობაში გაგიცნობენ და აუცილებლად იქნებით, ეს თემა გაგრძელდება yvavilebi.gif



--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 4 2008, 10:52 AM
პოსტი #38


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



4




ისე მოხდა, რომ abo ექიმის კარებთან რამდენიმე ფორუმელმა მოიყარა თავი ერთდროულად. abo-მ მართალია ოფიციალურად თავი დაანება პრაქტიკას, მაგრამ მისი ავტორიტეტის წყალობით სხვადასხვა სნეულებით შეჭირვებული ფორუმელები კვლავ აკითხავდნენ ხოლმე სახლში. ფორუმის უხუცესი წევრი ასაკს არ ეპუებოდა და დაუღალავად ემსახურებოდა თანასოფლლთა ჯანმრთელობას. თვითონ თავის დღეგრძელობას და შრომისუნარიანობას ქართული ღვინის რეგულარული მომარებით ხსნიდა და სხვებსაც ამას ურჩევდა. ახლაც, ჯერ tati87 გაისტუმრა, რომელსაც მწნილით სავსე ხუთლიტრიანი ქილა დასცემოდა ფეხზე, მერე ubralod ninka გასინჯა, რომელსაც უკვე მესამე კვირაა დაბალი სიცხე აწუხებდა. ბოლოს მისი კაბინეტიდან QORBUDA გამოვიდა.
- ეგ რა არაბული თავსაბურავია? - შეეკითხა მოსაცდელში მჯდარი ბიძია თომა.
- არაბული კი არა, რაღაც გამონაყარი მქონდა და სამკურნალო ნაყენით გაჟღენთილი ტილო მაფარია.
- ფარღალალა ნასვრეტინ აბუ შიბნ ფაჰლავა ხარ სუფთა.
- ვინ, ვინ?
- "ცისფერი ირემი" არ გაქვს წაკითხული?
- არა, ცისფერი არც კაცი მაინტერესებს და არც ნადირი.
კაბინეტში შესულ ბიძია თომაabo გულითადად შეეგება.
- თემოს ვახლავარ, რამ მოგიყვანა ჩემთან?
- ენა მაქვს რატომღაც ლურჯი. როგორც კი შევამჩნიე, მაშინვე აქეთ გამოვწიე.
- ახია შენზე! სანამ რამე არ დაგემართებათ, იქამდე კი არ გახსენდებით არავის. იქნება მჭირს რამე, იქნება მენატრებით უბრალოდ. სოფელ-სოფელ მეწვრილმანე რომ დადის მანქანით, იმისგან კამფეტები ხომ არ გიყიდია?
- ვიყიდე და ბლომათაც ვჭამე.
- ჰოდა, მაგისი ბრალია. აი ეს ჩაიგუბე პირში, არ გადგეყლაპოს.
- რამდენი ხანი მქონდეს?
- აქედან ფეხით გაუყევი და სახლამდე რომ მიხვალ, უკვე დრო იქნება, გადმოაფურთხე.
სახლისკენ მიმავალ ბიძია თომაadmin-ის მანქანა წამოეწია, ასთმინივით ჩაახველა და ჩაქრა.
- გმარჯობა შენი, ბიძია თომა! დაჯექი, წაგიყვან სახლამდე.
- მჰმჰმმმჰმმმ! - ამოიზმუვლა პირში წამალჩაგუბებულმა და თავი გააქნია.
- რაო, რაო? რა გჭირს?
პასუხი რომ ვერ მიიღო, admin-მა პირველივე ცდაზე დაქოქა მანქანა და სოფლის შარაგზას მტვრის ბუღი აუყენა.
სახლამდე მისულმა ბიძია თომამ სასწრაფოდ გადმოღვარა წამალი პირიდან და კიდევ კარგა ხანს იფურთხებოდა. შინ აღარ შესულა, პირდაპირ ქოხის კიბეს აუყვა. ქოხში კანუდოსელი დაუხვდა.
- გამარჯობა თემო, ეს ჩემმა მეზობელმა გამომატანა შენთან.
ბიძია თომამ წერილი გაშალა და კითხვას შეუდგა:
"შენი ორმოცდაათი ლარის გასტუმრების ბოლო ვადა რომაა, არ დამვიწყებია. ჯერ ვერ ვახერხებ მოცემას. ვეცდები მალე ვიშოვო.
კაიროსი
"
კანუდოსელი ახალი წასული იყო, რომ ქოხის კარებში მხევალი ნინო გამოჩნდა.
- ვაა, ნინოს გაუმარჯოს! როდის ჩამოხვედი?
- დღეს, კანონისტი მოდიოდა და იმას გამოვყევი.
- კიდე გიორგი უზის მძღოლად?
- კი. შენთან ერთი პატარა სათხოვარი მაქვს.
მხევალი ნინო აღელვებული ჩანდა. ჯერ ქოხი მოათვალიერა, მერე მაგდაზე დადებული ტილო აიღო და მტვერი გადაწმინდა, ბოლოს თაროდან წიგნი ჩამოიღო და ერთ ფურცელს ჩააცქერდა. ცოტა ხანში წიგნი სასწრაფოდ დახურა და გვერდზე მოსიროლა.
- რეებს კითხულობ ამხელა კაცი, არ გრცხვენია?
- რა არი? მანდ ისეთი არაფერი წერია. რისი თხოვნა გინდოდა?
- ძალიან კი მერიდება, მაგრამ... ოც ლარს ვერ მასესხებ ერთი თვით?
ბიძია თომას ჯერ KAIROS-ის წერილი ვერ მოენელებინა და ცოტა მძაფრად უპასუხა:
- რომელი ბანკი მე მნახეთ, მაგის დედა ვატირე?! კანონისტის ლიმუზინით ჩამოხვედი და მე მთხოვ ფულს?!
- ლიმუზინით არა, ეხლა "ჰამერით" მომიყვანა. იმასაც ვთხოვე, მაგრამ კანცელარიაში ფინანსური კრიზისიაო, ხელფასებს არ გვაძლევენო...
- კარგი, რაც არი, არი. აქ მომიცადე!
ბიძია თომა სახლისკენ გაეშურა ფულის ასაღებად. სტუმარმა ცოტა ხანს დაიცადა, მერე მხევალი ნინოს ნიღაბი მოიძრო და ჩხრეკას შეუდგა.
ქოხში დაბრუნებულ ბიძია თომას იქ აღარავინ დახვდა. იატაკზე დაჭმუჭნული ნიღაბი ეგდო, "ფორუმის მოამბედან" ამოჭრილი მარიამის ჯვრისწერის სურათის უკან მოწყობილი სამალავი ოსტატურად გაეღო სტუმარს. შიგნით აღარაფერი იყო მტვრის მეტი.
- რა პირითღა შევხედო თვალებში admin-ს, ჩემ ფორუმელებს? - ამოიგმინა თემომ და მოწყვეტით დაეშვა სკამზე.
ჩამავალი მზის სხივებში ფორუმის დასახლების მიმდებარე გორაკ-ბორცვები ვარდისფრად მოჩანდენ. salamura-tamta-ს სახლიდან სევდიანი სიმღერა მოისმოდა ფანდურის თანხლებით:
თავს მოკილავს თეთრი ზღნარჩვი ამაღამ,
თეთრი ზღნარჩვი არ დაიდგამს უნაგირს...


თურმე რატომ მოიწყინა ჩემმა მუზამ: დალევა აკლდა. წუხელ რამდენჯერმე გამეღვიძა დ აზედიზედ ორი თავი მოვიფიქრე, მაგრამ გამოგიზოგავთ a075.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Aug 4 2008, 11:05 AM
პოსტი #39


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა
თავს მოკილავს თეთრი ზღნარჩვი ამაღამ,
თეთრი ზღნარჩვი არ დაიდგამს უნაგირს...

ცუდად ვარ laugh.gif



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 4 2008, 11:25 AM
პოსტი #40


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(kato_Bato @ Aug 4 2008, 11:05 AM) *

ცუდად ვარ laugh.gif
შენ არ იცნობ სალამურა-თამთას პოსტებს ალაზანზე, თორემ ზღნარჩვი არ გაგიკვირდებოდა smile.gif


ციტატა(ბიძია თომა @ Aug 4 2008, 11:18 AM) *

მაგადი ხარ მიშა მაგადი.
მიშა მაგარია და ეგეთები არ გვინდა ახლა!


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 08:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი