IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> ბიძია თომას ქოხი
მარიამი
პოსტი Aug 20 2008, 11:21 AM
პოსტი #61


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



M.M.
ნეტა უკვე იცი ვინაა მოღალატე თუ ჯერ არა? rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Aug 20 2008, 11:29 AM
პოსტი #62


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



M.M.
kiss1.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Aug 21 2008, 11:27 AM
პოსტი #63


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა


ქოხთან მისულმა მხარზე კოკაშედგმული ანა_ანა დაინახა შინისკენ მიმავალი.
- ქალბატონო, ესაა ბიძია თომას სახლი?
- კი ესაა.


ჩემთვის დამახასიათებელი მოკლე , კონკრეტული პასუხი biggrin.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shore
პოსტი Aug 21 2008, 07:47 PM
პოსტი #64


შორენა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 379
რეგისტრ.: 4-June 07
მდებარ.: BATUMI-vagoni-TBILISI
წევრი № 2,099



genialuria!

ise gaverTe kiTxvaSi sul gadamaviwyda axla rom iqmneba es shedevri da gulic ki shemomeria shemdeg gverdze rom vegar shevdzeli gadasvla biggrin.gif

ariqa xalxo! vinc axlos xart maq! ar moaklot am kacs sachmes-SASMELI! magiza magis muzebis dafrtxoba sacodaobaa pirdapir! laugh.gif


--------------------

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება

შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Aug 21 2008, 10:43 PM
პოსტი #65


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



თემო აფსუსი არაა მიშა რომ არ გვყავდა იქ წაყვანილი, აი ის ქოხი რო ენახა, მერე გენახა მოთხრობები


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Aug 21 2008, 10:48 PM
პოსტი #66


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



რადიო არაა სადმე მაგ ქოხში, ან გრამაფონი მაინც, დიჯეი ვიქნები რაააა biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Aug 21 2008, 11:44 PM
პოსტი #67


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ციტატა

გზაზე მომავალი ირაკლი და მატასი რომ დინახეს, მაშინვე სხვა სიმღერა წამოიწყეს:

ჰარალო,
რად გინდა ქალი ლამაზი?

- ეჰ, აბა მართლა რად მინდოდა, მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, მომატუა ჭკუაში და თავი მომაყვანინა. - ღიმილით თქვა ირაკლიმ და მეუღლე გულში ჩაიკრა.

დრო კიდევ აქვს მოსაფიქრებლად biggrin.gif:D:D


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Aug 22 2008, 08:13 PM
პოსტი #68


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(მატასი @ Aug 22 2008, 12:44 AM) *

დრო კიდევ აქვს მოსაფიქრებლად biggrin.gif:D:D

ოხ რა ხართ ეს ქალები რა. biggrin.gif


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 23 2008, 12:01 PM
პოსტი #69


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



8




ბნელი ღამე იყო. მთვარეს ღრუბელი ისე ფარავდა, როგორც დეპუტატი თავის შემოსავალს. ფორუმულას ჭალაში მამალი გომბეშო ვაჟკაცურად ებრძოდა ღამეს. აფორიაქებულმა ბიძია თომამ დაძინება ვერ შეძლო და ფიქრთ გასართველად აივანზე გამოვიდა ნიფხავ-პერანგის ამარა. ფორუმის დასახლება ძილს მისცემოდა, მარტო zedela-ს ფანჯრიდან მოჩანდა სინათლე.
რა მოხდება, თუ ბოროტმოქმედმა უკვე გაშიფრა წერილი და საგანძურიც აღმოაჩინა? მართალია, ბონდომ უკვე მიიღო ზომები - სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტყევეებად გადაცმული აგენტები მორიგეობდნენ, მაგრამ ეს გარანტია არაა. რომც ვერ გაშიფრონ, იმ წერილის გარეშე ფორუმელებსაც მიზერული შანსი აქვთ წერილის პოვნისა.
დილის ათი საათისთვის ბიძია თომა სტუმართან შევიდა.
- მოკლედ, ჩემს მეზობლად ვინც ცხოვრობს, იმათ არაფერი დაუნახავთ. სხვებსაც გამოვკითხავ, მაგრამ ასე მე მგონი ბევრს ვერაფერს მივაღწევთ.
- მაინც ვეცადოთ. იმ ქალის ვინაობა დადგინდა, ბატონმა დავითმა გზაზე რომ დაინახა. ესაა მოლდაველი მეძავი, მეტსახელად ჰესტია. თავისი საიტიც აქვს ინტერნეტში. რას აკეთებდა მოპარული მანქანით სოფლის სიახლოვეს, ეს ჯერ გაურკვეველია, მაგრამ ქოხში ის არ ყოფილა. დანამდვილებითაა ცნობილი, რომ მან ქართული არ იცის. იქნებ თანამზრახველია. ინტერპოლს შევატყობინე უკვე. კიდევ ერთ ნიუანსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: რატომ მოიხსნა ბოროტმოქმედმა ნიღაბი ასე ნაადრევად და თან ქოხში დატოვა? ალბათ მას არ სურდა, რომ მხევალი ნინო ყოფილიყო ეჭვმიტანილი. ნიღაბზე გამახსენდა, ასეთი მაღალი ხარისხის ნიღაბს ბევრი ვერ დაამზადებდა. ამ მიმართულებითაც უკვე აწარმოებს ძიებას ჩვენი უწყება. ანაბეჭდებიც გადავაგზავნე უკვე ინტერნეტით, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს - ასეთი ნიჭიერი ქურდი კვალს არ დატოვებდა.
- გავალ ერთი, ქოხში დავჯდები. ხალხი ამოვა, იქნებ ვინმემ რამე საინტერესო თქვას. ხომ ისაუზმეთ? ჩემი მეუღლე ხვალ ჩამოვა ქალაქიდან და მერე გაგიმასპინძლდებით წესიერად.]
- რას ბრძანებთ, ასეთი მასპინძლობით ბევრი ძვირადღირებული რესტორანი ვე რდაიკვეხნის. სოფლის პროდუქტი მაინც სულ სხვაა!
ბიძია თომა ის იყო ქოხში უნდა ასულიყო, რომ მოულოდნელად გაჩენილმა აზრმა ადგილზევე გააშეშა: იქნებ მხევალი ნინოს ნიღბის ქვეშ თვითონ მხევალი ნინო იმალებოდა? ნიღბის დატოვებით ის საიმედოდ აურევდა კვალს გამოძიებას. ამით აიხსნება ლაპარაკის და ქცევების ასეთი მსგავსება.
- გამარჯობა, ბიძია თომა! - მიესალმა გზად მიმავალი gurulo - რა დონელი კაზაკივით დამდგარხარ აქ?
- ეგ როგორ?
- რავი აბა, ისე გითხარი. - გაიცინა gurulo-მ.
- ბარემ გეთქვა, რა მოლდაველი მეძავივით დგახარო!
- რა?!
- არაფერი, დაივიწყე... - ბიძია თომა საწრაფოდ შეტრიალდა და სახლისკენ გაეშურა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 25 2008, 01:37 PM
პოსტი #70


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ისტორიაში იწერება rolleyes.gif
http://church.myweb.ge/mm.html


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 27 2008, 12:01 PM
პოსტი #71


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



9





ბონდომ ბიძია თომას ვერსია ყურადღებით მოისმინა და ჩაფიქრდა.
- სულაც არაა გამორიცხული, შეილება მართლა თვითონ იყო. შემოწმება რომ შეგვეძლოს რამენაირად...
- მე ვიცი როგორ შევამოწმოთ. ბოროტმოქმედი ქოხის ხრეკისას ალბათ ხელთათმანებს ჩაიცვამდა, მაგრამ მე რო მელაპარაკებოდა, წიგნს მოკიდა ხელი. ის წიგნი მერე სახლში შემოვიტანე, ჩემი და იმის ანაბეჭდები იქნება მარტო. პრიალა გადასაკრავი აქვს, უნდა დამჩნეოდა წესით.
- რა წიგნია?
- "ცუსიმა". რუსეთ-იაპონიის ომზეა. ბრწყინვალედ აღწერილი და გაანალიზებული ბატალური სცენები ბევრ რამეს გვასწავლის ომის ხელოვნებაზე, მაგრამ ამ წიგნში ეს არაა მთავარი. მასში რელიეფურადაა წარმოჩენილი იმდროინდელი რუსეთისა და საერთოდ მსოფლიოს ყოფის პოლიტიკური და სოციალური ასპექტები. ავტორის ყურადღების მიღმა არც ადამიანის შინაგანი სამყარო რჩება, ყოველი პერსონაჟის განცდები და ფიქრები გულთანაა მიტანილი. ამას ისიც ემატება, რომ ნაწარმოებში მოყვანილი მსჯელობები ფილოსოფიური აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშია. ჩემის აზრით, ეს წიგნი მრავალჯერ უნდა გამოიცეს, რათა მომავალ თაობებს შე...
- კარგი, კარგი, აუცილებლად წავიკითხავ. - დააიმედა ბონდომ (ამ დროს ზურგს უკან ნიჩვრიტი ჰქონდა გაკეთებული).
- მხევალი ნინოს ანაბეჭდიც ადვილი საშოვნელია. მაგის მოცემული კაკლის მურაბა ეხლაც ხელუხლებელი დგას სარდაფში. ანაბეჭდებს შევადარებთ და ვნახავთი ის იყო თუ არა.
- ანაბეჭდების ასაღებად რაცაა საჭირო, ყველაფერი თან მაქვს. მომიტანეთ წიგნი და მურაბის ქილა.
ბიძია თომამ წიგნი მოუტანა და ის იყო სარდაფში უნდა ჩასულიყო, რომ patara sayvarelo-ს ძახილი შემოესმა ფანჯრიდან.
- აქა ვარ, რა იყო?
- ტელეფონს რატო არ პასუხობ?
- ჰა? არც გამხსენებია დღეს, სადღაც მიგდია ეტყობა ვიბროზე გადართული. დაბნეული ვარ ამ ბოლო დროს.
- დაბადების დღეს გილოცავ პირველ რიგში, იხარე და იბედნიერე! თან საქმეც მაქვს შენთან.
- დაბადების დღეო?! ფუი, სულ გამოვშტერდი ამ გაწამაწიაში, აღარც მახსოვდა საერთოდ! მადლობა, იცოცხლე! რა საქმე გქონდა?
- მიწის ნაკვეთი რო გაქ დაუმუშავებელი, იჯარით ვერ მომცემ? კუების ფერმა მინდა მოვაწყო, უკვე შეგულებული მყავს ჯიშიანი კუები. ინტერნეტით შევარჩიე და მინდა გადმოვაგზავნინო საქართველოში.
- კუების ფერმა?
- კუს კვერცხი დელიკატესად ითვლება, ხორციც კარგი აქვს. კარგი ფულის გაკეთება შეიძლება.
- ეხლა მე არ მეკუება, ათასი საფიქრალი მაქ. მერე დაგიკავშირდები თითონ.
- მშვიდობაა?
- მშვიდობაა... იმედია.
ბიძია თომამ სარდაფიდან მურაბის ქილა ამოიტანა და ბონდოს ოთახისკენ გაეშურა. ოთახში შესულს მოულოდნელობისაგან ქილა კინაღამ გაუვარდა ხელიდან. სტუმარი სადღაც გაუჩინარებულიყო. მაგიდაზე დიდი საიუბილეო ტორტი იდო სამოცდაორი სანთლით, მის გვერდზე კი ლამაზი კონვერტი. კონვერტში აღმოჩნდა დაკარგული წერილი და კიდევ ერთი, პრინტერზე ამობეჭდილი.
"დაბადების დღეს გილოცავ, ბიძია თომა! ჩემს იუბილეზე რომ ოინი მომიწყვე, გეგონა დამავიწყდა? ახლა ბარი-ბარში ვართ. თუ ცოტა ზედმეტი მომივიდა, ბოდიშს გიხდი. კი განერვიულე, მაგრამ სამაგიეროდ მერე ყოველთვის სიცილით გაიხსენებ ამ ამბავს, კიდევ ერთი ტკბილი მოგონება დაგრჩება. ახლა გაიგე ვისთან გაქვს საქმე?
კიდევ ერთხელ გილოცავ, სულ ბედნიერი ყოფილიყავი!
კანონისტი"


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 27 2008, 12:11 PM
პოსტი #72


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ვაიმე, რა მაგარია biggrin.gif არ ამოვისუნთქეეე smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Aug 27 2008, 01:23 PM
პოსტი #73


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



M.M.
გენაცვალე შენა! 2kiss.gif
მაგარი იყო biggrin.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 28 2008, 01:20 AM
პოსტი #74


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



უზომოდ ნიჭიერი გვყავს მიშიკო.
გაიხარე შენ, კარგი ხარ ძალიან kiss1.gif



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Aug 28 2008, 04:59 PM
პოსტი #75


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



zedela
ციტატა
შაკო
ჯერ კიდე წინაა ყველაფერ
მიშას ყველასთვის აქვს როლი



შაკო არ მოტყუვდე, მანდ მარტო ნაცნობიბით ხდება მოხვედრა biggrin.gif ანდა მოდერი მაინც უნდა იყო სხვა თუ არაფერი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მეც იმდენჯერ ვითხოვე დიჯეი ვიქნებიმეთქი მარა ვინ გათხოვა ყური biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Aug 28 2008, 10:49 PM
პოსტი #76


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



likka
თემომ თქვა არ მინდა ჩემი ქოხიდან მუსიკის ხმები გადიოდესოbiggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 31 2008, 01:09 PM
პოსტი #77


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



10




მესამე დღეა გადაუდებლად ბარდნიდა. ფორუმის დასახლება თოვლის სქელ საბანში გახვეულიყო. საკვამურებიდან ამოსული ბოლის სვეტები შვეულად მიემართებოდნენ საავადმყოფოს პალატის ჭერივით გათეთრებული ცისაკენ. ბიძია თომა ეზოში ბილიკის გაკვალვას მორჩა და ქალაქიდან რამდენიმე დღით ჩამოსულ შვილიშვილს წამოადგა თავზე. ბიჭს მუხლებზე წიგნი გაეშალა და ყურადღებით კითხულობდა.
- რა არი, რა დალაქული გაქ წიგნი?! პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიო სისუფთავეს. იყო ასეთი მოკრივე, ვიაჩესლავ სტოპუდოვკინი, მეტსახელად "გლიბა". თავის მემუერებში ისა წერდა, რო...
- იყო? ახლა პენსიაზე გავიდა?
- ეჰ, პენსიაზე კი არა, მარილზეც გავიდა უკვე კარგა ხანია. მაგარი იყო. დაუამარცხებელი არა ყოფილა, ხან იგებდა, ხან აგებდა, მაგრამ ყველა გამარჯვება ნოკაუტით აქ მოპოვებული. სამი კაცი შემოაკვდა კიდეც რინგზე. ტექნიკა არ უვარგოდა, თორე არნახული ჯანის პატრონი იყო. მაგის ცოლს, პრასკოვია ივანოვნას, პირადად ვიცნობ. პატარა ტანის ქალია, სათნო და წყნარი. ამბობდა ხოლმე, ნეტარსახსენებელი ჩემი ქმარი ოჯახში ისეთი ნაზი მოქცევისა იყო, ვე...
- კარგი პაპა, სამეცადინო მაქ ეხლა, საკონტროლო უნდა ვწეროთ მალე.
- ჯერ გითხრა რას წერდა "გლიბა" სისუფთავეზე. ზეპირად მახსოვს ციტატა ქართული თარგმანიდან: "ადამიანმა სისუფთავე არასოდეს არ უნდა დაივიწყოს. მე როცა მოწინააღმდეგეს მუცელში ვურტყამ, სულ თვალი მიჭირავს, რომ პირიდან ამონთხეული კუჭის შიგთავსი ზედ არ შემომესხას." ემაგ მათემატიკას რო ჩაჰკირკიტებ, ეგ კი არაა მთავარი. მათემატიკამ შეიძლება ფული კი გაშოვნინოს, მაგრამ ადამიანობას ვერ გასწავლის. დიდი ადამიანების ნააზრევი უნდა იკითხო და ცხოვრებაში გამოიყენო, მაშ! გადავალ ეხლა ქოხში, ვინმე იქნება ამოსული, დაველაპარაკები ხალხს.
ქოხში მართლაც დაუხვდნენ თათარაშვილი და maZiebeli. მაგიდაზე სანახევროდ უკვე შევსებული კროსვორდების გაზეთი გაეშალათ და გატაცებით განაგრძობდნენ შევსებას.
- ეს არი კროსვორდი "პ', ყველა სიტყვა პ-ზე იწყება. აბა, წარმონაქმნი მზის ზედაპირზე.
- პროტუბერანეცი.
- ნაწლავის კედლის ტალღისებრი შეკუმშვა?
- პერისტალტიკა.
- ძველბერძნული საბრძოლო ხელოვნება?
- პანკრატიონი.
- საღვთისმსახურო წიგნი?
- პარაკლიტონი.
- ერთუჯრედიანი ორგანიზმიც გეცოდინება, თერთმეტი ასოა.
- პლაზმოდიუმი.
- იგივეა, რაც მომლოცველი.
- აუ, ენის წვერზე მადგას! მოიცა, ეხლავე... ფუ, მჭადის სახელი რო დაგავიწყდება კაცს!
ამ დროს კარი გაიღო და ქოხში თოვლით დაფარული piligrimi შემოვიდა.
- პილიგრიმი!
- რა იყო, რა გაგიხარდა ჩემი მოსვლა?
- შენი მოსვლა კი არ გამიხარდა, კროსვორდის პასუხია პილიგრიმი. უფრო სწორად, - დაიბნა maZiebeli - შენი მოსვლა განა არ გაგვიხარდა, უბრალოდ... მოკლედ, ხვდები რისი თქმაც მინდა.
ქოხის კარი კიდევ ერთხელ გაიღო.
- გამარჯობა თქვენი, admin-იც აქ ხო არ არი? - კარიდანვე იკითხა M.M.-მა.
- არა, აქ არაა. შემო და კარი დახურე, გაივსო ოთახი თოვლით!
- არა მცალიან. ეხლა აქეთ ვიყავ და ბარემ ვიკითხე. რახან აქ არ არი, სახლში გაუვლი.
- რა იყო, რა მოღუშული ხარ დღეს?
- მა როგო ვიქნები, როცა ამოტოლა საფრთხე ემუქრება სოფელსა? - უპასუხა M.M.-მა და კარი სასწრაფოდ გაიხურა. ქოხში მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს. ქარმა საიდანღაც მშიერი ტურის სევდიანი ყმუილი მოიტანა და ფორუმელების გულებში განგაშის გრძნობა კიდევ უფო გააძლიერა.


ხალხო, როლებს რაც შეეხება, თანდათან დაემატება კიდევ ხალხი. ხუთიათას კაცს ვერა, მაგრამ კიდევ ბევრს ჩავრთავ ალბათ, თუ არ მომბეზრდა და არ დავამთავრე მალე.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Sep 1 2008, 12:12 PM
პოსტი #78


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ჩემ ქოხთან ჯაჭვი არ გავაკეთოთ?


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Sep 1 2008, 12:20 PM
პოსტი #79


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



ბიძია თომა
ვახ...იდეებით დახუნძლულხარ ამ დილაუთენიაbiggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kolxetis asuli
პოსტი Sep 2 2008, 11:02 AM
პოსტი #80


ნცაშა ეხთით!!!
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 24-June 08
წევრი № 5,154



M.M.
ისე კოლხის ქალი რამეში არ გამოგადგება?
rolleyes.gif biggrin.gif


--------------------
დაჩხირი ოტიბუანს, მარა ჭუალა ხოლო უჩქუნია...

ძლიერი და მამაცი ტომია ლაზები... © აგათია სქოლასტიკოსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 04:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი