![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#81
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
M.M. არ დაიზარო წერა, შენ ხელებს შევყურებთ აქ ხალხი ![]() M.M. ისე კოლხის ქალი რამეში არ გამოგადგება? ![]() ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#82
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
დღეს ნატანჯი ვარ ძალიან, წერის თვი არ მაქვს. ხვალ ვეცდები. მოფიქებული მაქვს ერთნახევარი თავი.
-------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#83
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
მარიამიმადლობა!
![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#84
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მარიამიმადლობა! ![]() ჯერ მხოლოდ სანახევროდ შევასრულე შენი თხოვნები, მექანიკური შეცდომები არ ჩამისწორებია ![]() ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
kolxetis asuli |
![]()
პოსტი
#85
|
![]() ნცაშა ეხთით!!! ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 87 რეგისტრ.: 24-June 08 წევრი № 5,154 ![]() |
M.M.
უიიიიი ![]() ![]() გაიხარეეეეეეეე -------------------- დაჩხირი ოტიბუანს, მარა ჭუალა ხოლო უჩქუნია...
ძლიერი და მამაცი ტომია ლაზები... © აგათია სქოლასტიკოსი |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#86
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
11 M.M.-მა მართლაც სახლში გაუარა admin-ს, მაგრამ არც იქ დახვდა და ოჯახში დაიბარა, ხვალ ჩემთან მოვიდეს, მნიშვნელოვანი საქმეაო. M.M.-ის ეზო ორი რამით გამოირჩეოდა მთელს სოფელში: ჯერ ერთი, მის ეზოში მდინარე ფორუმულაზე ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურილი წყალსაზომი საგუშაგო იყო მოწყობილი, მეორეც, ამდენი ქლიავი მეტს არავის ედგა. დილით ადრე მასთან მისულმა admin-მა ეზოში ფეხი შედგა თუ არა, მასპინძლის ვირმა მთელ ხმაზე მორთო ყროყინი. - დედიშენიის! - ფანჯრიდან გამოეხმატკბილა M.M. - რა გაყროყინებს ამ დილაადრიან, შე პატრონძაღლო?! ვა, admin, შენა ხარ? შამო, შამო! - რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გქონია ჩემთან... - კარის ზღურბლიდანვე დაიწყო admin-მა. - ხო, ეგრეა. ჯერ მაიცა, პატარა წავისაუზმოთ. დედაკცო, სუფრა გაშალე! - არა, არ მინდა, ვისაუზმე უკვე. - შენ რო ისაუზმე, მე არ მინდა? ერთი ჭიქა მაინც გადაჲკარ სიმხნევითვინა! იგეთი რამე უნდა გითხრა, დაგჭირდება გული გამაგრება. - რა იყო, რას მაშინებ? - მე რაჲ გაშინებ, როგორც არი, იგრე გეუნები. კარგი, სანამ სუფრა გაიშლება, შამო კომპიუტერთან. ორივენი M.M.ის კაბინეტში შევიდნენ. მასპინძელმა სტუმარს კომპიუტერის ეკრანზე მიუთითა, სადაც რაღაც ცხრილები და დიაგრამები მოჩანდა. - შენც ხო ხედამ, წელს არნახული თოვლი მოვიდა სოფელში და მთლიანად ფორუმულაჲ წყალშემკრებ აუზში. - მერე? - ამაჲ გარდა, მსოფლლიოჲ წამყვანი მეტეოროლოგიური ცენტრები გამოთვლებითა, გაზაფულზე ჩვენკენ უეცარი დათბობა და დიდძალი თავსხმა ნალექები არი მოსალოდნელი. იცი ეს რასა ნიშნამს? - რას? - რასა და, თოვლი უცბათ დადნება, ზედ წვიმაც დეემატება და ეს ამოტოლა წყალი ფორუმულაჲ კალაპოტში ჩავა ერთბაშათა. თან კალაპოტი ტყიანი არი, წამოღებული ხეები სოფლი ბოლოზე ჭორომებთან ჩაიხერგება ალბათა და საგუბარივით გამოვა. სხვა მიზეზიცა მაქ, დიდი წყალდიდობა რო ვივარაუდო: სტატისტიკურად ცნობილი არი, საშუალოდ რა პერიოდში ერთხელა ხდება ამ მდინარეზე ეგეთი რაღაცეები. ეხლა უწევს დაახლოებით. წყლი დონე აიწევს არნახულათა. - და ეს სოფელს საფრთხეს შეუქმნის? - დედაჲ კი არ უტირებს?! აგე ესა ნახე: - კომპიუტერის ეკრანზე სოფლის ადგილმდებარეობის ტოპორუკა გამოჩნდა. - დატბორვის ზონაში აი ეს ტერიტორია ექცევა. დროზე უნდა გავაფრთხილოთ ხალხი, აიკიდონ თავიანთი ბარგი-ბარხანა, პირუტყვიც გახიზნონ და მოშორდნენ აქაურობასა. სახლებ არაფერი მოუა, დიდი-დიდი ღობეები და სასიმინდეები გაუხდეთ თავიდან გასაკეთებელი. შენ უნდა უთხრა ყველაჲ. ადმინისტრატორი სიტყვაჲ სხვა ფასი აქ. თანაც, ზოგმა იქნება სუ ფეხზე დაიკიდოჲ და ძალით უნდა გავასახლოთ. ამაჲ გარდა, ფორუმჰესიდან მაგ დროითვინ წყალი სუ უნდა გაუშვათ. მერე მოვარდნილი წლით გაივსება უცბათა, ზარალიც ნაკლები იქნება. ოღონდ ეგ მერე, კლებაზე რო წავა წყალი, თორე იქამდე რო ჩავკეტოთ, არ გაარღვიოჲ კაშხალი. - კი მაგრამ, ხალხი რომ ავყარო და წყლდიდობა არ მოხდეს, ჩამს პოლიტიკურ რეიტინგს ხომ უზარმაზარი დარტყმა მიადგება?! - მოხდება, ნუ გეშინიან! თუ არა და მე ავიღებ ჩემ თავზე. ამ დროს *******მ დაიძახა, სუფრა გაშლილია, მობრძანდითო. - მე სულ ცოტა ხანს დავრჩები. დღესვე დავიწყებ რისკის ზონაში მცხოვრები ფორუმლების გაფრთხილებას, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, იქნებ ნავარაუდებზე ადრე დაიწყოს. - თავი ტკივილზე გამახსენდა, - დაიწყო M.M.-მა. - 2011 თუ 2012 წელია, მე და yipiani gio ვართ მოსკოვში... - კარგი კაცო, რა ტვინ წაიღებ ხომე მაგ შენი ისტორიებითა! - დაუცაცხანა ცოლმა. - დედაკაცო, აქ შენი განყოფილება ხო არა გგონია, რა მოდერატორობა მამინდომე?! ამ ოჯახში მოდერიც მე ვარ და ადმინიცა! ხო, რაჲ ვამბობდი? სანამ ისინი საუზმობდნენ, სოფელი თანდათან შეუდგა თავის ყოველდღიურ ცხოვრებას. მოახლოვებულუ საფრთხის შესახებ ამ სამი კაცის მეტმა ჯერ არავინ იცოდა. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
k@the |
![]()
პოსტი
#87
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ციტატა ამ ოჯახში მოდერიც მე ვარ და ადმინიცა! ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#88
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
12 M.M.-მა admin-ს უთხრა, ჩემს კარის მეზობელს თვითონ გავაფრთხილებო და ჭიშკრამდე მიაცილა. შემდეგ ღობეში დატანებული პატარა კარიდან, რომელიც არასოდეს იკეტებოდა, მეზობელ ეზოში გადავიდა. პატარა ბანჯგვლიანი ძაღლი ბუდრუგანიდან გამოძვრა და თოვლშ გაკვალული ბილიკით მისკენ გამოექანა. - კარგი, ჰელმუტ, კარგი, სუ ნუ გამითხუნე შარვალი! ეგრე გაგიხარდა ჩემი დანახვა? შე მამაძაღლო, კვერცხებ მაინც არა მპარამდე საქათმიდანა! კართან მისულმა ფეხები კარგად დაიბერტყა და ოთახში შევიდა. - versus, k@the, საითა ხართ? - დაიძახა ომახიანად. k@the სამზარეულოში ფუფუსებდა, თან შუფუტინსკის სიმღერები ჰქონდა მთელ ხმაზე ჩართული, ამიტომ ძახილი არ გაუგონია. სამაგიეროდ სავარძლიდან დიდი, მსუქანი ფისო ჩამოიზლაზნა და სტუმარს ფეხებზე გაეხახუნა. - გერჰარტს გაუმარჯოს! სადა გყავ პატრონები? თითქოს კითხვა გაიგოო, გერჰარტმა კუდი აპრიხა და კრუტუნ-კრუტუნით გაიქცა სამზარეულოსკენ. M.M.-იც მას მიჰყვა და k@the-ს მოულოდნელად წამოადგა თავზე. - ვაიმე, შენ რა გითხარი, რა გული გამიხეთქე! - შენ რა უნდა მითხრა, მე გეტყვი ეხლა იგეთ რამესა რო... - რა უნდა მითხრა? ცხლ-ცხელი ხაჭაპური არ გინდა? კლარამ და გრეტამ დღეს კვერცხები დადეს და ვიფიქრე ბარემ ცომში ვუზამ და ხაჭაპურს გამოვაცხობ მეთქი. - ერთ ცალ შავჭამ. ქმარი რა უყავი? - ტყეშია წასული შეშაზე. მეშინია, რამე არ დაემართოს. ამას წინათ "დრუჟბა" აუფეთქდა და სუ გამურული მოვიდა სახლში. - არა უშავ რა, ამდენი წელია შენთანა ცხოვრობს, აფეთქებებ მიჩვეული იქნება. - იხუმრა M.M.-მა და პასუხად ცომიანი ხელით წკიპურტი მოხვდა ცხვირში. - რა ყველაფრისა გეშინიათ ამ ქალებსა? ეგე, მე რამდენჯერმე მამხვდა ცული ყუა თავში. მეტყობა რამე? ამ კითხვაზე პასუხი რომ ვერ მიიღო, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და წყალდიდობის შესახებ დაწვრილებით მოუთხრო. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
k@the |
![]()
პოსტი
#89
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
M.M.
![]() ![]() გენაცვალე შენა ![]() ![]() ![]() მარა კატები ეზოში, სახლში არა ![]() ქათმებსაც რო სახელები დავარქვი, ეტყობა გერმანიის ნოსტალგიის გამო ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#90
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
M.M. ჩემ ოჯახში სულ ხაჭაპურები უნდა გიცხო ![]() ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
უჩა |
![]()
პოსტი
#91
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
M.M.
საღოლ. მაგარი ხარ რა. ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
nino_ni |
![]()
პოსტი
#92
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
გაგრძელება მინდა
![]() ![]() -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
k@the |
![]()
პოსტი
#93
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მაგას როდემდე ველოდო? ეხლა რომ ჩამოხვალ ზამთარში, მაშინ დამიცხვე! ![]() არის, ზამთარში ხაჭაპურები! ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
versus |
![]()
პოსტი
#94
|
![]() VS ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 1-October 06 წევრი № 240 ![]() |
მაგას როდემდე ველოდო? ეხლა რომ ჩამოხვალ ზამთარში, მაშინ დამიცხვე! გული არ გაიტეხო, მეც ეგრე მპირდება ![]() -------------------- ,, ... და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა,.. ” |
ნანინა |
![]()
პოსტი
#95
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
აბა რა ხდება აქ? რატომ დაივიწყეთ ბიძია თომას ქოხი? მე ძალიან მაინტერესებს გაგრძელება
![]() ![]() მუზებს და ხინკლებს რაც შეეხება ჩვენზე იყოს ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#96
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
13 ეკატოს admin-ის ძახილი მაშინ შემოესმა, როცა ეკრანის წინ იჯდა და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. მაშინვე კარისკენ გაემართა, თან ცხვირსახოციც გაიყოლია. - შემოდი, როგორ ხარ? - კარგად, არა მიშავს. შენ რა, იტირე? - ჰო, სახლის დალაგების დროს ძველი დისკი ვიპოვე და იმას ვუყურებდი. ამ ძველ ფილმებზე სულ გული მიჩუყდება ხოლმე. მაგიდაზე დისკის გრეკანი იდო. "Alien vs Predator - whoever win, we lose" ამოიკითხა admin-მა. - შენთან საქმეზე ვარ მოსული, თან არც მაინცდამაინც სასიამოვნო საქმეზე. - რა საქმეზე? მანქანით რატო არ ხარ? - მეჩქარებოდა და ფეხით წამოვედი. მოკლედ, საქმე რაშია... ეკატოს შემდეგ admin- მა ფორუმის დედათა მონასტერში შეიარა, რომელიც სოფლის სამი ტაძრიდან ერთერთთან იყო დაარსებული. კარიბჭე გააღო თუ არა, ეზოში ხის ქვეშ მჯდომარე წინამძღვარი დაინახა, რომელიც ხელსაქმით იყო გართული. - გამარჯობა admin, როგორ ხარ? - არა მიშავს მარ... მაპატიე დედაო, სულ მავიწყდება, მარიამი რომ აღარ გქვია. მონასტრის წინამძღვარი, ყოფილი mariami-k, ასეთ შეცდომებს მიჩვეული იყო. ფორუმელებს ზოგჯერ ეშლებოდათ და ისევ საერო სახელით მიმართავდნენ ხოლმე. მათი გაფრთხილების შემდეგ admin-მა სხვა მოსახლეებთან განაგრძო მსვლელობა. წყალდიდობის ამბავმა ყველა შეაშფოთა. - ჩემი ახალი რემონტი ხომ სულ წყალში ჩამეყრება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით?! - შეწუხდა თამარი_ცქნაფო. - სახლი ხომ არ დაინგრევა? აქ მაშინ გადმოვედი, როცა ბექაზე და აღბუღაზე ვიყავი ორსულად; ეს სახლი ძლიან ძვირფასია ჩემთვის. - თქვა დასევდიანებულმა tati87-მა. ხოლო თუ რა თქვა Genesis-მა, ამას აქ ვერ დავწერ, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. უკვე ბნელოდა, როცა დაღლილმა და ვალმოხდილმა admin-მა თავისი სახლის კარი შეაღო. ფორუმის დასახლება მოსალოდნელ კატასტროფას მომზადებული ხვდენოდა. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
mariami-k |
![]()
პოსტი
#97
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ციტატა ეკატოს შემდეგ admin- მა ფორუმის დედათა მონასტერში შეიარა, რომელიც სოფლის სამი ტაძრიდან ერთერთთან იყო დაარსებული. კარიბჭე გააღო თუ არა, ეზოში ხის ქვეშ მჯდომარე წინამძღვარი დაინახა, რომელიც ხელსაქმით იყო გართული. - გამარჯობა admin, როგორ ხარ? - არა მიშავს მარ... მაპატიე დედაო, სულ მავიწყდება, მარიამი რომ აღარ გქვია. მონასტრის წინამძღვარი, ყოფილი mariami-k, ასეთ შეცდომებს მიჩვეული იყო. ფორუმელებს ზოგჯერ ეშლებოდათ და ისევ საერო სახელით მიმართავდნენ ხოლმე. ![]() ![]() ![]() -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
zedela |
![]()
პოსტი
#98
|
![]() chuvaaaaak:) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 ![]() |
![]() მიშ რატო გძაბავ ამ წყალიდიობით ![]() |
kolxetis asuli |
![]()
პოსტი
#99
|
![]() ნცაშა ეხთით!!! ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 87 რეგისტრ.: 24-June 08 წევრი № 5,154 ![]() |
მართლაც მაგარიაააააა
![]() ![]() -------------------- დაჩხირი ოტიბუანს, მარა ჭუალა ხოლო უჩქუნია...
ძლიერი და მამაცი ტომია ლაზები... © აგათია სქოლასტიკოსი |
ეკატო |
![]()
პოსტი
#100
|
![]() ეკატერინე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 ![]() |
მიშა რა მაგარი ხარ, შენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ასე გაარძელე
![]() -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 04:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი