![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#201
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"[წმინდანად ახალშერაცხილი სქემიღუმენია თამარ (მარჯანიშვილის)] სულიერი შვილი, მონაზონი სერაფიმა (ოსორგინა) წერდა: "ამ საოცრად პატარა ტანის ადამიანში უჩვეულო სიძლიერით იგრძნობდით სულიერებას. პირველად ბევრი ეკრძალვოდა მასთან მისვლას და დალაპარაკებას. მაგრამ ეს პირველი კრძალვა, უკეთ, მორიდება, შიშნეულობა, მაშინვე ქრებოდა, როგორც კი შემოგხედავდა. მზერაში დიდი სითბო, სიყვარული და ყურადღება ირეკლებოდა. შესანიშნავი, საოცრად დიდი შავი თვალები ჰქონდა. სიბერის მიუხედავად, სახეს მაინც შეენარჩუნებინა არაჩვეულებრივი სილამაზისა და ქართული წარმომავლობის კვალი. მას ძალიან უყვარდა კავკასია, უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა. უყვარდა სამშობლო, მონაზვნები და ბავშვები".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#202
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"იქ წმინდანი მთელის სულით აღიწეოდა ღმერთამდე და თავისი კავშირი უფალთან სასწაულებით დაამოწმა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#203
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმინდა ევსქიმონი ეპისკოპოსი ლამფსაკიისა, სიყრმიდანვე ღვთივსათნოდ ცხოვრობდა, გახდა მეგობარი უფლისა და უკვე სრულყოფილ ასაკში სული თვისი შექმნა ტაძრად სული წმინდისა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#204
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამის მერე მას მრავალი ვინმე სტუმრობდა და ხორციელი საკვები მიჰქონდა მასთან, ხოლო სანაცვლოდ ბენედიქტეს ბაგეთაგან სულისთვის ცხოველ პურს იღებდნენ“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#205
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არაერთხელ უნახავთ, რომ როცა წმინდა ჰერტრუდა ეკლესიაში ლოცულობდა, თავს ცეცხლის ბურთი ედგა და გარშემო ყველაფერს ანათებდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#206
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“[წმ. ისააკ ასური] ხანდახან ისე მხიარულობდა, ვერ დაიჯერებდი, თუ უდიდეს სათნოებებს ფლობდა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#207
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"აღმსარებელთა რიცხვს ის წმინდანები მიეკუთვნებიან, რომლებმაც წამებას გაუძლეს და მოწამეებისგან განსხვავებით ცოცხლები გადარჩნენ".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#208
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ეს სახელი [წმინდა მამები] მათ ეწოდათ, ვინც, ეკლესიის აზრით, თავის სწავლებაში ღვთაებრივ ჭეშმარიტებას არ გადაუხვია. ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა, მიჰყოლოდა და ღვთის სიტყვა ადამიანური ცდომილებისა და ერეტიკული აზრებისაგან დაეცვა. ვინც შეძლო, შეზღუდული ადამიანური სიტყვით გადმოეცა, ეკლესიური დოგმატების საცავებში მოეთავსებინა და ეს გამოუთქმელი ღვთაებრივი ჭეშმარიტება შეენახა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#209
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ათანასეს გაყინული გული გაულღვა და სინანული გაუჩნდა. მარხვით და ლოცვით, მღვიძარებით, მუხლთადრეკით, დიდი სინანულით ცდილობდა სულიერ წყლულთა აღმოხოცას".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#210
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უშუალოდ ქრისტეს ბუნების მიერ შეთვისება ადამიანს წმინდანად და განღმრთობილად გადააქცევს. წმინდანები ღმერთის ბუნებას არსობრივად ამ ცხოვრებაში შეითვისებენ - პიროვნებები მთელ ღვთაებრივ ფსიქოფიზიკურ შინაარსს მოიცავენ. ადამიანი "ახალი ზეზეციური ადამიანით, იესო ქრისტეთი შეიმოსება": მისი თვალები მაცხოვრის თვალებად გარდაიქმნება, მისი ყური ღვთაებრივ ყურად, მისი თავი - უფლის თავად, იმისათვის, რომ ის სრულად წმინდა და ცისქვეშეთის ხატის მატარებელი გახდეს - "ღვთაებრივ ნიჭს ზეციური არსებისაგან" ღებულობს..."
/ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#211
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობს, "უფალი წმინდანებსა და მათ სახელებში ივანებს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#212
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თვით მისი [ღირსი პეტრე საკვირველმოქმედი] გარეგნობაც, შინაგანი, ღვთისმიერი სიხარულით და მადლით მოსილი, სიტყვა თუ მოძრაობაც აღძრავდა მიბაძვის სურვილს და სიმკაცრის მიუხედავად ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და გახსნილი გახლდათ".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#213
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მაგრამ შეუძლებელია სიწმინდის დაფარვა. იგი ქვესკნელიდანაც ცხადად გამოსჭვრეტს, მისი სხივი სქელ კედელსაც დაუბრკოლებრივ ატანს, მის სინათლეს ვერავითარი შავი ფარდა, ღრუბელი და სისქე ვერ იჭერს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#214
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, თავისუფალი იყო ხორცისაგან"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#215
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ყველგან შეიძლება, წმინდანად იქცე. თქვენს სამუშაოზე, როგორიც უნდა იყოს ის, შეიძლება წმინდანად იქცე სიმშვიდის, მოთმინებისა და სიყვარულის წყალობით. ყოველი დღე სიახლით დაიწყეთ, ახალი აღფრთოვანებით, სიყვარულით, ლოცვითა და მდუმარებით".
/წმ. პორფირი კავსოკალივიტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#216
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მოღვაწეებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ცეცხლი მოედება გულს. ეს ცეცხლი კი არ წვავს, არამედ აღაფრთოვანებს კაცს და უცხადებს, რომ არსებობს საიდუმლო "გულის გულში", სადაც განისვენებს უფალი."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#217
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა ვიტალი (სიდორენკო) ღამით როდის იძინებდა, არავინ იცოდა. მრავალგზის მუხლს იყრიდა და თაყვანს სცემდა უფალს მიწაზე ჯვრის სახით გაწოლილი. ასეთ მეტანიას ყოველდღე ასრულებდა და სხვათა გამო ჯვარს ევნებოდა. ლოცულობდა მათთვის, იმ მომენტში რომ იტანჯებოდნენ და იხოცებოდნენ: ვიეტნამში, კამბოჯაში, ლაოსსა და ჩილეში...
როცა რაიმე კატასტროფის ან უბედური შემთხვევის შესახებ შეიტყობდა, იწერდა დაღუპულთა რიცხვს, ანთებდა სანთელს სრულიად უცხო ხალხისთვის და ყოველი მათგანისთვის მუხლს იყრიდა. დაღუპულთა შორის სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხი იყო, მაგრამ მამა ვიტალის სიყვარული ყოვლისმომცველი იყო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#218
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმინდანებს უსაზღვროდ სძულთ ბოროტება, ცოდვა, მაგრამ ადამიანთა დიდი გულშემატკივრები არიან."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#219
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ყრმობისას ძილში [წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა] სპეტაკი სამოსლით მოსილი ორი უმშვენიერესი ქალწული იხილა. ისინი არც სამკაულებით იწონებდნენ თავს და არც მდიდრული ტანსაცმლით, უბრალოდ იყვნენ ჩაცმულნი, თხელი თავსაფარი კი სახესაც უფარავდათ. თვალები დაეხარათ, ყვრიმალები ქალწულებრივი მორცხვობით შესწითლებოდათ, მდუმარებით უდიდეს თავმდაბლობას გამოხატავდნენ.
უცქერდა მათ გრიგოლი და გულში სიხარული უტრიალებდა. ფიქრობდა, არამიწიერი არსებები არიანო. ქალწულები ღვიძლი შვილივით ეფერებოდნენ გრიგოლს. ვინა ხართ და საიდან მოხვედითო? - ჰკითხა ბიჭმა. პირველმა უპასუხა: მე სიწმინდე ვარო, მეორემ კი - კეთილგონიერებაო. იესო ქრისტეს საყდრის წინაშე ვდგავართ და სხვა ქალწულთა ხილვით ვნეტარებთო. ბოლოს კი უთხრეს: "იყავი, შვილო, ჩვენი თანამოაზრე, გონება შენი ჩვენსას შეუერთე, სახითაც ჩვენ მოგვემსგავსე და მაშინ ნათლით გაბრწყინებულს ზეცად აღგიტაცებთ და ყოვლადწმინდა სამების ახლოს დაგაყენებთო". უთხრეს ეს და ჩიტებივით ზეცად აიჭრნენ. გახარებული უცქერდა მათ გრიგოლი, სანამ თვალს არ მიეფარნენ. სწორედ ეს ხილვა გახდა ერთ-ერთი მიზეზი მისი მიერ ქალწულების დამარხვისა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#220
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ალექსი კომნენოსის მეფობისას ბიზანტიაში სერიოზული დავა-კამათი ატყდა, თუ ვინ უფრო დიდი იყო: წმინდა ბასილი, წმინდა გრიგოლი თუ წმინდა იოანე ოქროპირი. ეს შფოთი რომ დამცხრალიყო, სამივე წმინდა მამა გამოეცხადა იოანე ევქაიტელ ეპისკოპოსს და ამცნო: "სამივე თავის დროზე სულიწმინდით ვიღვწოდით და ვქადაგებდით. არ არის ჩვენ შორის არც პირველი, არც მეორე და არც მესამე. უთხარი მართლმადიდებელ ერს, რომ მათაც დაუტევონ დაყოფა. ჩვენ როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ ვცდილობთ, ყველანი თანამოაზრენი იყვნენ. შეგვაერთე ერთ დღეს და შეგვიდგინე საერთო დღესასწაული; ჩვენ კი ყველა ჩვენს მომხსენებელს მსწრაფლ შევეწევით ცხონების საქმეშიო".
წმინდა იოანემ ეს სასწაულებრივი ხილვა ხალხს გაუმჟღავნა, 30 იანვარს (ახალი სტილით - 12 თებერვალს) დააწესა სამივე დიდი მღვდელმთავრის ხსენება და ამით მშვიდობა ჩამოაგდო ქრისტიანთა შორის." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 03:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი