IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია
van111
პოსტი Feb 28 2007, 02:55 AM
პოსტი #341


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 263
რეგისტრ.: 21-December 06
წევრი № 722



ბევრია ისეთი, რომელთაც ძალიან უნდათ ჩამოსვლა, ენატრებათ სამშობლო, ბევრი იძულებულია გაჩერდეს ემიგრაციაში, რაღაც დროის განმავლობაში, ბევრსაც სულ არ ენატრებათ სამშობლო, მონატრებაზე წინ სხვა რამეს აყენებენ.... არ აინტერესებთ სამშობლო და ეგეთი ხალხი არც სამშობლოსთვის არის გამოსადეგი.....
მაგრამ არიან ქართველები, რომლებიც მართლა მისაბაძები არიან, აი მაგალითად teo... (კანდელაკი), geoheli, (ცნობისთვის, იგი კარგ მომავალ სასიძოს და სარძლოს ზრდის.... smile.gif ) რა ადვილი კი არ არის ემიგრაციაში იყო და შვილებს ქართულ ყაიდაზე ზრდიდე, აქ თავისთავად ხდება ეს, მაგრამ იქ უფრო ძნელია შვილის ესე აღზრდა, მითუმეტეს სახლშიც არ ზიხარ ფეხი-ფეხზე გადადებული, შვილის გარდა კიდევ რამდენი პრობლემაა, ასე არომ არ არის ადვილი უცხოეთში იყო და ამდენს ახერხებდე, ჩემი აზრით ძალიან ძნელია იქ ცხოვრება, დღე და ღამ მონატრება, ტირილი, ნოსტალგია..... ძნელია ძნელი...
შეგეწიოთ ყველას უფალი, გაგაძლიეროთ რწმენაში და გაძლება მოგცეთ მანდ.... გფარავდეთ დედა ღვთისმშობლის კალთა ყველგან და ყოველთვის და მშვიდობით ჩამოგიყვანოთ აქ, თქვენს სამშობლოში!!!
anaqartvelo - შენ კიდე მალე ჩამოდიიიიიიიიიიიი.............. smile.gif
(რამდენიმე თვეში მაინც.......smile.gif )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 28 2007, 12:43 PM
პოსტი #342


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
შეგეწიოთ ყველას უფალი, გაგაძლიეროთ რწმენაში და გაძლება მოგცეთ მანდ.... გფარავდეთ დედა ღვთისმშობლის კალთა ყველგან და ყოველთვის და მშვიდობით ჩამოგიყვანოთ აქ, თქვენს სამშობლოში!!!

ამინ !!!


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Feb 28 2007, 04:42 PM
პოსტი #343


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



დაბრუნებაში ზუსტად დაბრკოლებად ექცევათ ბევრ ემიგრანტს ასეთგვარი განცხადებები.
აქ სიუცხოვეს კი აიტანენ მეტს არც მოელიან, მაგრამ როცა სამშობლოში მყოფი შენი თანამემამულეები ხელს გკრავს და აშკარად გაგრძნობინებს არ გვჭირდებიო.
ქართველები თიტქოს ორ ფრონტად გავიკავით ემიგრანტები და საქართველოში მყოფები. და დაპირისპირებები შეინიშნება. პატრიოტები მადლობა უფალს საქართველოშიც ბევრნი არიან და აქაც. ის ვინც სამშობლოზე უარს ამბობს და უარყოფა ყოველგვარ ქარტულს არც მანდ გამოადგებოდნენ რამეში სამშობლოს, მხოლოდ რაოდენობაში მიეწერებოდნენ.
უფალო დაიფარე და დაიცავი სრულიად საქართველო და ქართველობა სადაც უნდა იყვნენ ისინი.


ერმანეთის გატანას რაც შეეხება, ეს ჩვენი დიდი ნაკლია. არც მანდ გაგვყავს ერთმანეთი და აქაც ერთმანეთის დაპირისპირებაში ვართ, სამწუხაროდ. თუმცა ყველაზე ამას ვერ ვიტყვი, ბევრი არიან ისეთებიც, რომლებიც ქართველებს ზუსტად ქართველობის გამო ანიჭებენ უპირატესობას.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
van111
პოსტი Mar 4 2007, 02:51 AM
პოსტი #344


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 263
რეგისტრ.: 21-December 06
წევრი № 722



ჟურნალი დედაეკლესია

სულიერი თვალით დანახული ამერიკა

ამ რამდენიმე ხნის წინ სიონის მგალობელთა ვაჟთა გუნდი დეკანოზ ამირან ამირანაშვილთან ერთად ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ შევხვდით მამა ამირანს და ვთხოვეთ მოეთხრო მოგზაურობის შესახებ.
- მამა ამირან, ორიოდე სიტყვით გვიამბეთ ამერიკაში თქვენი მოგზაურობის შესახებ.
-- ამერიკაში შეერთებულ შტატებში მოულოდნელად აღმოვჩნდი. სიონის საპატრიარქო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდის წევრები ნიუ-იორკის საკათედრო ტაძრის, მიტროპოლიტ გერმანეს მიწვევით ამერიკაში მიემგზავრებოდნენ. ჩემი წასვლა კი აბსოლიტურმა შემთხევევითობამ განაპირობა. ერთხელ მგალობლებს გავეხუმრე: რა "ჩუმა-ჩუმად" დადიხართ საზღვარგარეთ, თქვენი მამაო არ უნდა წაიყვანოთ-თქო? მამა ამირან, წამოხვალო? - მკითხეს, რატომაც არა-მეთქი გავეხუმრე. ხვალვე მოიტანე პასპორტიო, - მითხრა გუნდის ხელმძღვანელმა ბატონმა ნოდარმა და მართლაც, მალე ყველას ერთწლიანი ვიზა გაგვიკეთეს. როგორც ყველამ კარგად ვიცით, ამერიის ვიზის მიღება საკმაოდ რთული პროცესია, ჩვენ კი ღვთის ნებით, სრულიად უპრობლემოდ მოგვცეს და მართლაც, რამდენიმე ხანში გეზი ამერიკისკენ ავიღეთ. გუნდის წარმომადგენლები ასეთი ვიზიტით პირველად არ მიდიოდნენ ამერიკაში, ჩემთვის კი ეს მართლაც სიურპრიზი იყო.
ჩვენ სტამბულის გავლით მივდიოდით, ფრენა 10 საათი გრძელდებოდა. დაშვებისას ცოტა შეფერხებაც შეგვხვდა, ოკეანის სანაპიროზე ნისლი იყო და ტვითვმფრინავს დაჯდომა უჭირდა. თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრა. აეროპორტში დაგვხვდა ქართველთა ჯგუფი, რომლებიც უკვე 10-15 წელია იქ ცხოვრობდნენ. წლების მანძილზე ვისაც თბილისში ვერ ვხედავდი, ყველა ამერიკაში აღმოვაჩინე. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე სოციალური პირობების გამო ამერიკაში არიან გადახვეწილები.
სიტყვა ამერიკის წარმოთქმისთანავე, ყველა წარმოიდგენს ფულს, ფუფუნებას, მატერიალურ კეთილდღეობას, სულიერი თვალსაზრისით კი ნაკლებად განიხილავენ. სინამდვილეში, ხომ ვიცით, რომ "უფალი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა". გააჩნია, ვინ რისთვის მიდის ამერიკაში. თუ უფალთან მიახლება გსურს, ამას ყველგან მოახერხებ.
დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს მოგზაურობას. ღვთის მადლით, ამერიკაში ყოფნისას 5 წირვაში მივიღეთ მონაწილეობა. ჩავედით თუ არა, მეორე დღესვე მომცეს საშუალება, საკათედრო ტაძარში ქართულ ენაზე მიგვეღო ლიტურგიაში მონაწილეობა. მობრძანდნენ მამა ალექსანდრეს მედავითნეები და ისინი გვეხმარებოდნენ. არ მეგონა, თუ ასეთი მომზადებული მედავითნეები დაგხვდებოდნენ ამერიკაში. თავისი გარეგნული ფორმითაც და სულიერებითაც. მე სადიაკვნო ფუნქციაც ავიღე ჩემს თავზე და ჯერ მხოლოდ ქართველებისთვის დავაყენეთ წირვა. მეორე დღეს მობრძანდა ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი გერმანე, რომელმაც მამაშვილურად მიგვიღო. ასეთ სითბოსა და სიყვარულს ნამდვილად არ ველოდით, მან დიდი პატივისცემა გამოხატა არა მარტო ჩვენი ჯგუფის, არამედ მთლიანად საქართველოსადმი. და რაც მთავარია, ამ მოგზაურობაში დავინახე რომ, ამერიკელი სასულიერო პირები ქართველებს გვეფერებიან, მადლმოსილად გვთვლიან, რამეთუ ჩვენი ეკლესია უძველესი ავტოკეფალური ეკლესიაა, რაც მათთვის, ორსაუკუნოვანი ქვეყნისათვის ბევრს ნიშნავს. მათთვის დიდი ბედნიერებაა, როცა ჩვენს ისტორიას ეხებიან. მე გამაოცა იქაურმა დამოკიდებულებამ ჩვენი ქვეყნისადმი - ინგლისურენოვანი სასულიერო პირები როგორ ცდილობდნენ, ქართულად წარმოეთქვათ კვერექსები, ასამაღლებლები. ეს არის გავლენა იმ დიდი ისტორიისა, ჩვენი წარსულის დაფასებისა, რასაც მართლმადიდებლური სამყარო გამოხატავს საქართველოს მიმართ. ეს ჩემთვის მართლაც რომ მოულოდნელი გახლდათ. ისინი გვეფერებოდნენ იმით, რომ ინგლისელი დიაკონი ქართულად ამბობდა კვერექს. ხოლო თუ როგორ ამბობდა, ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.
ბარბარობის დღესასწაულზე საზეიმო ტრაპეზი მოეწყო, სადაც თავი გამოიჩინეს ჩემმა მეგობრებმა, ქართულმა გუნდმა. ამერიკელებს ნაძვის ხე ჰქონდათ გამართული, ქართველი ბავშვები ინგლისურ ენაზე კითხულობდნენ სახარებიდან ნაწყვეტებს, რამაც იქაურ მრევლში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ჩვენმა ბიჭებმა კარგი ქართული კონცერტი გაუმართეს, მეც ვიმღერე ცანგალას არია, რაც შემდეგ ტრადიციულად გვექცა და ცანგალას კუპლეტები ფონად გასდევდა მთელი ჩვენი ამერიკული სტუმრობის პერიოდს. აშკარად ვგრძნობდი, ეს მომენტი საოცარ ნოსტალგიას იწვევდა ამერიკაში მვხოვრებ ქართველთა სულებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ყოველ ამონამღერს გულის სისხლის წვეთებით უსმენდნენ. რაც შეეხება იქაურ სამღვდელოებას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ჩვენი ქვეყნისადმი საოცარი სითბოთი და მეგობრული გრძნობით არიან განმსჭვალულნი. მათთვის სამყაროს უდიდესი პიროვნებაა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი და ისინი საკმაოდ საფუძვლიანად არიან გათვითცნობიერებულნი როგორც საქართველოს ისტორიაში, ასევე ჩვენს საეკლესიო ისტორიაშიც. მათ ცნობიერებაში განსაკუთრებული პატივით არის გამოკვეთილი ჩვენი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კრძალულება და ცდილობენ ყოველგვარ მოქმედებაში გამოხატონ ეს პატივისცემა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც საქართველოდან ჩასული ნებისმიერი ღირსეული ადამიანი და განსაკუთრებით სასულიერო პირი უდიდესი სიყვარულით ისარგებლებს ამერიკული სამღვდელოების მხრიდან, რადგან ეს სულისკვეთება, ჩემი თვალსაწიერით, მათ უკვე ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი. ისინი საოცარი სითბოთი იხსენებენ საქართველოში სტუმრობას და აღნიშნავენ, რომ არც ერთ ქვეყანაში ასეთი განსაკუთრებული მეგობრული სული არ იგრძნობა.
ამერიკაში სტუმრობისას, როდესაც რიგით მესამე წირვაში ვიღებდით მონაწილეობას, პატივი გვხვდა წოლად, რომ საზეიმო ლიტურგია მამა ალექსანდრე თანდილაშვილთან ერთად ჩამეტარებინა. ეკლესია, სადაც ქართველები დადიან, წმინდა ქართული სულიერებით არის გაჟღენთილი. გარეთ ეზოში რომ არ გაიხედო, თავი თბილისის ერთ-ერთ უბანში გეგონება. ძნელი მოსათმენია თვალზე ცრემლი არ მოგადგეს. მართალია ტაძარი მცირეა, მაგრამ დიდი ძალის მატარებელი გახლავთ. ეს ტაძარი ჩვენს ქვეყანას შევადარე - როგორც საქრთველოა მცირე, მაგრამ განსაკუთრებული მადლის მატარებელი, ასევეა ქართული ტაძარი ამერიკაში ქართველთა სულის საოხად დამკვიდრებული. წირვაზე ხალხის ტევა არ იყო, ქართველები საკმაოდ შორი მანძილიდან იყვნენ ჩამობრძანებულები, რათა საზეიმო წირვას დასწრებოდნენ. ტაძარში შემოსვლა მხოლოდ მათ შეძლეს, ვინც ეზიარებოდა და ტაძარი გადაიჭედა, დანარჩენებმა კი დიდსულოვნად დაუთმეს მაზიარებელ თანამოძმეებს ეკლესიის დარბაზი, თვითონ კი ეზოში იდგნენ და სიცივეში მორჩილად და სიყვარულით უსმენდნენ წირვა-ლოცვას. წირვის შემდეგ გაიმართა საზეიმო ტრაპეზი, რომელიც ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა მოაწყვეს და იქ ნათლად ჩანდა მათი სულიერი ერთობა. მინდა გამოგიტყდეთ, რომ ცოტა მკაცრი ქადაგება გამომივიდა იქაურ ქართველ მრევლთან, სიმკაცრე იმაში გამოიხატებოდა, რომ მე მათ მოვუწოდე სამშობლოში დაბრუნებისკენ, მივესალმე იმ ფაქტს, რომ ისინი აშენებენ მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე დემოკრატიულ ქვეყანას, ამერიკას, მაგრამ ჩემს ქადაგებაში ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ თუ ამ ადამიანებს შესწევთ ძალა, აშენონ მსოფლიოს დემოკრატიის ბურჯი, ესე იგი, მათ შესწევთ ძალა, აშენონ საკუთარი ქვეყანა და დღეს თუ ხვალ საქართველოს მომავალი მათი ასაშენებელია. მე იმედი გამოვხატე, რომ ისინი მალე დაბრუნდებიან საქართველოში დასაკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მოახმარებენ სამშობლოს.
არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩვენი მოგზაურობის დროს შეხვედრა რუს მიტროპოლიტთან, მეუფე მერკურთან, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება და ამერიკის რუსულ ეპარქიას განაგებს. ეს იყო განსახიერება ჭეშმარიტი რუსული მართლმადიდებლობისა. რუსი ხალხივით ალალი და ასევე გულღია და უბრალო, რომელიც თავის უპირველეს მიზნად მოყვასთან ურთიერთძმობას ისახავდა. მან ისე მიგვიხუტა და ჩაგვიკრა, რომ ჭეშმარიტი ძმობის გრძნობა აგვიშალა გულში და მისდამი უსაზღვრო სიყვარულითა და პატივისცემით განვიმსჭვალეთ, რასაც ყოველ ადამიანს მისი სისადავე და მღვდელმთავრული სიდიადე ერთად შერწყმული აიძულებდა.
ამერიკაში, როგორც იცით, ასევე არსებობს საზღვარგარეთის რუსეთის ეკლესია. ამ ორ ეკლესიას შორის ურთიერთობები უკვე საკმაოდ დათბა და იმედია, მალე ორივე ერთი გამგეობისა და ტახტის ქვეშ მოექცევა. ჩვენთან იმყოფებოდა დიაკონი ნიკოლოზი, რომელსაც მიტროპოლიტი ფეხზე ადგომით შეეგება მრავალჟამიერი ("მნოგოე ლეტო") ხმამაღლა უგალობა. მიტროპოლიტი დიდი სიყვარულით მეპყრობოდა. რუსეთის ელჩი ესწრებოდა ამ ტრაპეზს და მიტროპოლიტმა ასე მიმართა: "მე მოგმართავთ პოლიტიკოსებს, ჩვენგან ისწავლეთ სიყვარულიო". მართლაც სიყვარულით გულში მიხუტებდა და მლოცავდა. მართლაც რომ ძალიან მანებივრებდა. მიტროპოლიტმა მერკურმა მეც ასეთივე სიტყვები მითხრა: "ჩვენ, სასულიერო პირებმა მაგალითი უნდა მივცეთ პოლიტიკოსებს, სიყვარულის, შენდობის, ნდობისა და ურთიერთგაგებიო".
არ შემიძლია არ გავიხსენო 24 დეკემბერს ნიუ-ჯერსიში ჩატარებული წირვა, სადაც მოღვაწეობს ქართველი რეგენტი სახელად ჟუჟუნა (ამერიკულად ჯულიეტა), რომელიც უწინ სიონის ტაძარში გოგონათა გუნდში გალობდა. წირვას ესწრებოდა უკრაინელი მღვდელი, ადგილობრივი მცხოვრები. ამ კაცმა სიყვარულის უპრეცედენტო მაგალითი გვიჩვენა. მზრუნველი დედასავით სულ გვერძე დაგვდევდა, შვილები მოიყვანა, გაგვაცნო. მე ასეთი სიყვარული საქართველოშიც კი არავისგან მიგრძვნია. მან აიძულა ნიუ-ჯერსის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსები, რომ ხელახალი მოწვევა გაეკეთებინათ ჩვენთვის.
- რას გვეტყვით ამერიკაში მცხოვრებ ქართველებზე?
- ამერიკაში ყოფნისას მივიღე ქართველების აღსარებები, ვაზიარეთ უამრავი ადამიანი, ვსაუბრობით ათასგვარ საკითხებზე , ერთმანეთს ვეფერებოდით, გულისტკივილს ვუზიარებდით, თუმცა იყვნენ ადამიანები, ვისაც შენიშვნებსაც ვაძლევდით.
ამერიკაში ყოფნისას საერთოდ არ მიგვრძვნია, რომ ოკეანის გაღმა ვიმყოფებოდით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ჩვენი ეკლესია განუყოფელია. ამერიკაში ქართველები სხვადასხვა სფეროში მუშაობენ, და საკმაოდ წარმატებულნიც არიან, მაგალითად ნიუ-იორკის ტექნიკური დაცვის უფროსი ქართველი ბიჭია და მოჭიდავე, სპორცმენი ქართველები ჰყავს სამსახურში. ისინი მთელ ნიუ-იორკ აკონტროლებენ. ამერიკაში უამრავი ქართული რასტორანია გახსნილი. დაარსებულია ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსაბლი, რისი მეშვეობითაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები არ კარგავენსულიერ კავშირს საქართველოსთან. არის ასევე ჩამოყალიბებული ქართული სამხედრო ხელოვნების სკოლა, სადაც ხრიდოლს ასწავლიან. საქართველოდან წაღებული აქვთ ფაფახები, ხანჯლები, ჯაჭვის პერანგებს კი იქვე კერავენ. მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლევან სანიკიძის ვაჟი გორდა, რომელიც ნამდვილი ქართული სულით არის გაჟღენთილი. მათთან ამერიკელები სწავლობენ ქართულ ორთაბრძოლებს და ეცნობიან საქართველოს ისტორიას.
არ შემიძლია არ მოვიხსენიო ჩვენი მასპინძლები - ზურაბ ნინუას ოჯახი, მეუღლე ქალბატონი მანანა და სამი შვილი. ეს არის განსახიერება ქართული ნამდვილი სიყვარულისა. ზურაბი ცნობილი მომღერალია, ბარიტონი, მას მთელ ნიუ-იორკში იცნობენ. იგი მონაწილობას ღებულობს უამრავ კონცერთში და შესანიშნავად უძღვება თავის საქმეს. ქალბატონი მანანა ბარბაქაძე კი გახლავთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძრის რეგენტი. საამაყოა ყველა ქართველისათვის, რომ ამერიკის საკათედრო ტაძრის გუნდს ქართველი ქალბატონი ხელმძღვანელობს. მათი შვილები აბსოლიტურად სულისკვეთებით იზრდებიან.
ამერიკაში განსაკუთრებული პატივი გვცეს ქართველმა დიასახლისებმა, რომელთა სასტუმროშიც ვცხოვრობდით. განსაკუთრებით დამამახსოვრდა სამი შვილის დედა, ქალბატონი ვერიკო, რომელიც თურმე წლების მანძილზე დადიოდა სიონში. ასე მითხრა, ბევრი გაკვეთილები გამიცდენია, რომ სიონში მოვსულიყავი და თქვენთვის მომესმინაო. პატარა ბავშვებივით გვანებივრებდნენ. ლექსებს გვიწერდნენ. შემოგვისხდებოდნენ გარშემო და ათას რამეს გვაყოლებდნენ. შეიძლება განსაკუთრებული არაფერი გვიამბია, მაგრამ როცა ერთმანეთის სიყვარულია, იქ საინტერესოს რა გამოლევს.
ასე ჩაიარა ჩვენმა მოგზაურობამ ამერიკაში, მინდა ვთქვა, რომ იქ ნამდვილად ვიპოვე სულიერი საძმო, დიდი სიყვარული ჩვენი ერისადმი, ჩვენი ისტორიისა და ჩვენი ეკლესიისადმი. დაე, ეს სიყვარული გადმოდებოდეს ჩვენს მკითხველს, გვიყვარდს ერთმანეთი, გვიყვარდეს უფალი და მაშინ ჩვენს ერს დაიფარავს მაცხოვარი.
- დიდი მადლობა, მამა ამირან, საინტერესო საუბრისათვის.
ესაუბრა
კახაბერ კაპანაძე


აი ხალხო სულ ეს იყო, მინდა ვთქვა , რომ მე გაოგნებული დავრჩი ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ნამდვილად შემეცვალა წარმოდგენა ამერიკაზე და ქართველ ემიგრანტებზე... რასაც ადრე ვფიქრობდი და ვწერდი, ბევრ სისულელეს ვწერდი, იმიტომ, რომ მარტო ერთი მხრიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს, ეხლა კი, რა თქმა უნდა გულისდამწყვეტია იქ რომ არიან, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ გვერდში უდგანან ერთმანეთს, ერთმანეთისთვის სიყვარულს და სითბოს არ იშურებენ, და ერთად კი მაღალ ღმერთს ადიდებენ და უფალთან არიან....
მე კი რასაც ვფიქრობდი და ვწერდი, ეტყობა ნამეტანი გადაჭარბებული მონატრების ბრალია....
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველანი და შეგეწიოთ უფალი, ყველგან სადაც არ უნდა იყოთ და ყოველთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Mar 4 2007, 03:07 AM
პოსტი #345


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



van111

ციტატა
რომ მე გაოგნებული დავრჩი ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ


მეც ასევე დამიჯერე.. smile.gif
მეტ შემთხვევაში არ ვკითხულობ ხოლმე ასეთ დიდი ტექსტებს ფორუმზე დადებულს მაგრამ ისე დამაინტერესდა რომ ვერ მოვწყდი ტექსტს.
დიდი მადლობა ამ სტატის დადებისთვის.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
van111
პოსტი Mar 4 2007, 03:40 AM
პოსტი #346


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 263
რეგისტრ.: 21-December 06
წევრი № 722



ციტატა(შოთა @ Mar 4 2007, 03:07 AM) *

van111
დიდი მადლობა ამ სტატის დადებისთვის.

გაიხარე ძმაო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Mar 6 2007, 09:43 PM
პოსტი #347


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



ამერიკაში სტუმრობისას, როდესაც რიგით მესამე წირვაში ვიღებდით მონაწილეობას, პატივი გვხვდა წოლად, რომ საზეიმო ლიტურგია მამა ალექსანდრე თანდილაშვილთან ერთად ჩამეტარებინა. ეკლესია, სადაც ქართველები დადიან, წმინდა ქართული სულიერებით არის გაჟღენთილი. გარეთ ეზოში რომ არ გაიხედო, თავი თბილისის ერთ-ერთ უბანში გეგონება. ძნელი მოსათმენია თვალზე ცრემლი არ მოგადგეს. მართალია ტაძარი მცირეა, მაგრამ დიდი ძალის მატარებელი გახლავთ. ეს ტაძარი ჩვენს ქვეყანას შევადარე - როგორც საქრთველოა მცირე, მაგრამ განსაკუთრებული მადლის მატარებელი, ასევეა ქართული ტაძარი ამერიკაში ქართველთა სულის საოხად დამკვიდრებული. წირვაზე ხალხის ტევა არ იყო, ქართველები საკმაოდ შორი მანძილიდან იყვნენ ჩამობრძანებულები, რათა საზეიმო წირვას დასწრებოდნენ. ტაძარში შემოსვლა მხოლოდ მათ შეძლეს, ვინც ეზიარებოდა და ტაძარი გადაიჭედა, დანარჩენებმა კი დიდსულოვნად დაუთმეს მაზიარებელ თანამოძმეებს ეკლესიის დარბაზი, თვითონ კი ეზოში იდგნენ და სიცივეში მორჩილად და სიყვარულით უსმენდნენ წირვა-ლოცვას. წირვის შემდეგ გაიმართა საზეიმო ტრაპეზი, რომელიც ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა მოაწყვეს და იქ ნათლად ჩანდა მათი სულიერი ერთობა.

დიახ, დიდი სიამოვნება მოგვანიჭა სიონის საკათედრო ტაძრის მგალობლემბა და მამა ამირანმა, ასე მეგონა უწინდელივით სიონის ტაძარში ვიდექი და ... არ შემიძლია გადმოქცეთ ეს განცდა. ჩემი პირველი აღსარება სიონის კედლებს გავანდე და ჩემი პირველი მოძღვარი მამა გიორგი იყო(გამრეკელი)

ამერიკის ქართულ ეკლესიის სატრაპეზოში, მამა ამირანთან და მგალობლებთან ერთად გადაღებულ სურათებს თუ მოვახერხე დავდებ (ტელეფონით მაქვს გადაღებული) smile.gif


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Mar 11 2007, 09:15 PM
პოსტი #348


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



მართლაც ძალიან ლამაზი ინტერვიუ იყო.
ჩვენ ეკლესიაში ძირითადად რუსები და ქართველები დავდივართ. რამოდენიმე გერმანელიც არის.
ისე თბილია მათი დამოკიდებულება ჩვენდამი. ქართველები უფრო ცდილობენ, ალბათ ენის პრობლემის გამო, ერთმანეთს გაესაუბრონ მხოლოდ, რუსები კი თვითონ ცდილობენ დაკონტაქტებას.ან კი მართლაც რა გვაქვს გასაყოფი. ერთი სარწმუნოების ერს. ჩვენ ხომ ყველანი უფლის შვილები ვართ.



--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vano78
პოსტი Mar 19 2007, 04:19 PM
პოსტი #349


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,434



გამარჯობათ ყველას. ვკითხულობ გამოხმაურებებს და ზოგს გარკვეულ წილად ანტაგონიზმსაც ვამჩნევ ჩვენი ემიგრანტების მიმართ, თითქოსდა ისინი მოღალატეები იყვნენ და საქართველოში დატრიალებული უბედურებისა და გაჭირვების გამო არ იყვნენ იქ წასულები, რათა შიმშილით არ დახოცოდათ შვილები. სანამ საქართველოში ასეთი ვითარებაა, სანამ საქართველოს არაპატრიოტები მართავენ სულ გვეტკიება ემიგრაცია. აი მაგალითად დედაჩემი, 2003 წლიდან ამერიკაშია, ერთი კვირის წინ კი საემიგრაციო პოლიციამ დაიჭირა 1 კვირაა დაკავებული ყავთ. სასამართლო გაიმართა, პროცესზე მოსამართლემ ადვოკატსა და დედაჩემს შეთავაზა ან დეპორტაცია საქართველოში ან გირაო 30 000 დოლარიო და კაცმა არ იცის რა იქნება კიდევ შემდეგში. მთელი ქართველი ქალები დაფაცურდნენ, ყველამ მიიტანა გულთან, ყველამ რაგაც დოლარები ასესხა, რადგან იციან რომ დეპორტაცია შიმშილით სიკვდილს ნიშნავს. ნაწილი აქედან გავუგზავნეთ. ქალი ვერ წამოვიდა იმიტომ რომ იცის რა უმუშევრობაა აქ. მე კი რამისაა გავგიჟდე, მგონი დგეს გაათავისუფლებენ, მაგრამ რამხელა სტრესია ეს დედაჩემისა და მისნაირი შვილებზე გადამკვდარი დედებისათვის. როდემდე უნდა იტანჯონ ასე ჩვენი ქართველები. რამდენი დამცირება აიტანონ ერთი ის რომ 90% ამერიკელთა მოჯამაგირეა, თუ ის რომ სამშობლომ (მთავრობამ) ბედის ანაბარა მიაგდო. ასე რომ ვისაც გგონიათ რომ იქ დალხენილად ცხოვრობენ ჩვენი დები, ძმები და დედები ძალიან შემცდარხართ. ღმერთო დაიფარე ყველა ჩვენი ემიგრანტი. შენთვის მოგვინდია მათი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა, შეუმსუბუქე შვილებისა და შვილიშვილების უნახაობით გამოწვეული ტკივილი და გააძლიერე სულიერად სუყველა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Mar 19 2007, 04:47 PM
პოსტი #350


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



ვიცი ასეთ დროს, როცა საკუთარი მშობელი შენგან შორსაა და თავისი შვილებისთვის ითმენს ათას სატანჯველს და მითუმეტეს, როცა კონკრეტული პრობლემის წინაშე დგას სიტყვები უძლური. მაგრამ ღმერთი არ გაწირავს მას. ნურც იფიქრებ, რომ ვინმე უცხოეთში წასულ ქართველს მოღალატედ და გაქცეულად უყურებ. განსაკუთრებით ამ ფორუმზე. აქ მათ ეს მართლა ტკივათ და თუ რომელიმეს უნებურად წამოცდა ასეთი რამ, ალბათ თავის სიტყვაში რაღაც კონკრეტულს გულისხმობდა.


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vano78
პოსტი Mar 19 2007, 04:54 PM
პოსტი #351


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,434



ციტატა(იმერელი @ Mar 19 2007, 04:47 PM) *

ვიცი ასეთ დროს, როცა საკუთარი მშობელი შენგან შორსაა და თავისი შვილებისთვის ითმენს ათას სატანჯველს და მითუმეტეს, როცა კონკრეტული პრობლემის წინაშე დგას სიტყვები უძლური. მაგრამ ღმერთი არ გაწირავს მას. ნურც იფიქრებ, რომ ვინმე უცხოეთში წასულ ქართველს მოღალატედ და გაქცეულად უყურებ. განსაკუთრებით ამ ფორუმზე. აქ მათ ეს მართლა ტკივათ და თუ რომელიმეს უნებურად წამოცდა ასეთი რამ, ალბათ თავის სიტყვაში რაღაც კონკრეტულს გულისხმობდა.


გაიხარე ბრტეც გმერტმა კველას ხელი მოუმართოს, ოგონდაც დედაჩემის ხმა გავიგო. და საერტოდ კველას უსურვოთ ჯანმრტელობა იქ ეს ყველაზე მეტადაა საჭირო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Mar 19 2007, 04:59 PM
პოსტი #352


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



vano78
იმერელი
საშინელებააsad.gif
ყველაფერი მაქსიმალურად იმისკენაა მიმართული, რომ ქართველბი გაიქცნენ საქართველოდანsad.gif სამაგიეროდ უცხოელებისთვის, იცოცხლე, შეღავათებია ფერად-ფერადიsad.gif

ოჯახის შიმშილის გულხელდაკრეფით ყურებას გმირობა და მამულიშვილობა კი არა სიგიჟე სჭირდებაsad.gif
არანორმალური უნდა იყო ეს რომ აიტანო და გამოსავალი არ ეძებო.
ღმერთმა გიშველოსsad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Mar 19 2007, 05:00 PM
პოსტი #353


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



"ოგონდაც დედაჩემის ხმა გავიგო"

გაიგონებ და არა მარტო გაიგონებ. ნახავ კიდევაც და ყველაფერიც კარგად იქნება. განსაცდელი ღვთის წყალობააო. და ისეთ განსაცდელს არ გამოგვივგზავნის რისი დაძლევასაც ვერ შევძლებთ.


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vano78
პოსტი Mar 19 2007, 05:07 PM
პოსტი #354


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,434



იმერელისა არ იყოს ჩვენ მთავრობას ეს ქვეყანა ჩინელებისთვის და ათასი ზნედაცემული ხალხისათვის ჭირდება, ქართველები გარბიან და კიდევ გაიქცევიან, ამსწინატ ცჰემმა ზმაკაცმა მიტხრა ჩინელები 10000 დოლარს იხდიანო ფიქტიური ხელმწორისტვისო, აი სადამდე დაგვიყვანეს ეს ამაყი მართლმადიდებელი ერი. ღნერტო დაგვიფარე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vano78
პოსტი Mar 19 2007, 05:33 PM
პოსტი #355


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,434



ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ისტორიიდან მოყოლებული ისაა რომ ჩვენ ინტელექტუალებს გზას არ უხსნიტ, რამდენი ექიმი, და მეცნიერია ცვენგან ცასული და სადაც ხელისგულზე ატარებენ იქ, აქ კი შეხედეტ ჩვენ პარლამენტის წევრებს, როგორ ურცხვად გვმოძვრავენ ეს უსწავლელი ყვრყვარეები, ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნიათ, არ ცაუკიტხავტ ჩვენი კლასიკოსები, ამასწინატ განატლების მინისტრი გამოდის და იზახის 21-ე საუკუნეში წიგნმა უკან დაიხიაო და ინტენეტიტ უფრო მეტს ისწავლიო. ნუტი შეიძლება ინტენეტმა დათა თუთაშხია შეცვალოს ან ვეფხისტყაოსანი, ან ანჩის სახარება. როგორ უნდა გეჯავრებოდესსჰენი ქვეყანა რომ ეს ტქვა სახალხოდ ტელევიზიით. რა საზოგადოება შენდება და საით მივდივართ? დავფიქრდეთ ყველა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 19 2007, 07:38 PM
პოსტი #356


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ეჰ, რა ვიცი. გუშინ თავისუფლების მოედნიდა სახლში მივდიოდი, საბურთალოზე ვცხოვრობ. გზად ოთხი ჩინური რესტორანი დავინახე, მაღაზიებს ვინღა მოთვლის, შემოსევააsad.gif ეგღა გვაკლდა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
van111
პოსტი Mar 19 2007, 09:34 PM
პოსტი #357


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 263
რეგისტრ.: 21-December 06
წევრი № 722



მეც გეთანხმებით აბსოლიტურად, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ქართველებს აქ უჭირთ, საზღვარგარეთ მიდიან, თავიანთ მიწა-წყალს შორდებიან გაჭირვების გამო, და ამ მიწა-წყალზე ვიღაც ჩინელები ჩამოდიან, მათ აფინანსებენ კიდეც იმისათვის, რომ აქ ფეხი მოიკიდონ, ჩვენი მთავრობის უმეტეს ნაწილს კი ოღონდ ფული დაანახე და რას არ მოგყიდიან, დღეს ერთი მოძღვარი ამბობდა, განსაკუთრებით სწრაფად და ძალიან სწრაფად მრავლდებიან ჩინელებიო, უკვე მართლა სად არ არიანო და თუ ესე გაგრძელდა, მაშინ მალე აქაც ნახავთ პატარა ქართველ წვრილთვალებიან ბავშვებს, ქართველები გადიან, უცხოელები მოდიან, საქართველო ისედაც, პატარა, ტანჯვა გამოვლილი ქვეყანაა, ამას კიდე ეგ უნდა? ამას შეიძლება ქართველობის გადაგვარებაც კი მოყვეს!!! sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 19 2007, 10:44 PM
პოსტი #358


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
ჩვენ ინტელექტუალებს გზას არ უხსნიტ, რამდენი ექიმი, და მეცნიერია ცვენგან ცასული და სადაც ხელისგულზე ატარებენ

ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის ვერ ვაფასებთ ჩვენ ნიჭირებს სანამ ვინმე სხვა არ აღიარებს და მერე ის უკვე აღიარებული ან თავაწეულია და აღარ ჭIრდება ის სამშობლო ვინც არ დააფასა მისი ცონდა ანდაც იქ უკეთ მოეწყობა და ასე იკარგება ქართული ნიჭი , მაგრამ ეს სამწუხაროდ ქართველებს ოდითგანვე ახასიათებდათ. უბრალოდ ალბათ დღეს უფრო აშკარა გახდა ან ადრე მალავდნენ გულმოდგინედ.


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 19 2007, 10:53 PM
პოსტი #359


დაურეგისტრირებელი









თათი87
ბევრი ვერ ახერხებს საერთოდ მაგ აღიარების მოპოვებას smile.gif

van111
აფინანსებენ თანაც გამალებულად. ნაგავს აყიდინებენ. თურმე ვიღაც ქართველს გაუცარცვია მათი მაღაზია და პატრულს 15 წუთში დაუკავებია და ზარალი აუნაზღაურებიათ და ქართველი დააყაჩაღა იგივე პიროვნებამ და ის არ მოსთხოვეს საერთოდ smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 19 2007, 11:04 PM
პოსტი #360


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ქავთარაძე
მაგრამ ვინც ახერხებს ის რო აქ დააფასონ ეშველება ჩვენ ქვეყანას გიო smile.gif


გუშინ დროებაში ვუყურე როგორ დააპროექტა ქართველმა ინჟინერმა ჟენევის ქვეშ მიწისქვეშეთის ლაბორატორია ცდებისთვის smile.gif (ლაბორატორია ერთი მოკუკნული ოთახი კი ნუ გეგონება როგორც ეს ჩვენთანაა, მთელი ქალაქია მიწის ქვეშ 30 სართულიანი კორპუსის სიმაღლის ტოლ სიღრმეში )

მოკლედ გიო იმაში ნუ შემედავები რო ბევრ ნიჭიერს ვკარგავთ sad.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 10:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი