![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
niniii |
![]()
პოსტი
#401
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 3-May 07 წევრი № 1,825 ![]() |
ნამდვილად აქტუალური თემაა!!!
ბევრს უკვირს რატომ მიდის ხალხი უცოხოეთში? მე მესმის საზღვარგარეთ წასულების, იმიტომ რომ მამაჩემიც წასულია და რომ არა მისი იქაური შრომა მე ამ პოსტს ვერ დავწერდი... ესეიგი? გაჭირვებაა მთავარი მიზეზი იმისა რომ უცხოეთი არჩიო აქაურობას! დამერწმუნეთ - ვინც ამბობს მაინც არ წავიდოდიო - იმას ნამდვილი გაჭირვება არ გამოუცდია და ვერც ხვდება ამ პოსტის აზრს! მე მაინც ვისურვებდი რომ მალე საქართველოში ისეთი დრო დამდგარიყოს რომ უცხოელები ჩვენთან ჩამოვიდნენ!!! |
მარიტა |
![]()
პოსტი
#402
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
niniii
აბსოლიტურად მართალი ხარ საგულაოდ იქ არავინ მიდის ნუ 99 პროცენტი, რომ გაგიჭირდება (არავის არ უსურვებ) წახვალ აბა რას იზამ -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
თათი87 |
![]()
პოსტი
#403
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
niniii
ციტატა დამერწმუნეთ - ვინც ამბობს მაინც არ წავიდოდიო - იმას ნამდვილი გაჭირვება არ გამოუცდია ალბათ ეგრეა. გეთანხმები, რომ იქ გასართობად ნაკლებად მიდან. ძირითადად აქვთ მიზანი, რომელიც უნდა მოიყვანონ სისრულეში. მაგრამ იცი რაზე მწყდება გული??? უკვე ტენდენცია გახდა უცხოეთში სამუშაოდ წასვლა. მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას და არც ადამიანების დიფერენცირება მინდა რაიმე ნიშნის მიხედვით, მაგრამ როცა სოფელში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი იმის გამო მიდის უცხოეთში სამუშაოდ, რომ მას მიწის გათოხვნა და მოსავლის მოყვანა ეთაკილება ან ეზარება, როგორ ფიქრობთ ეს გასამართლებელია??? ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება რომ ყველა თანამდებობის პირი ვერ იქნება. ვიღაცამ ეს სამუშაოც უნდა შეასრულოს, ესეა ჩვენი საზოგადოება მოწყობილი და რატომღაც დღეს ყველა ცდილობს გამოცვალოს უკვე საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული წყობილება. ყველას გამდიდრება მოუნდა და იმიტომ გახდა უცხოეთი ასეთი პოპულარული ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
catherina_10 |
![]()
პოსტი
#404
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 ![]() |
vetanxmebi ninis, namdvilad gachirveba tu gadagackvetinebs eget nabijs, torem aramgonia vinmes undodes rom mosckdes clobit ojaxs, axloblebs sakvarel adamianebs.
|
უჩა |
![]()
პოსტი
#405
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
თათი87
გეთანხმები თათი. ოღონდ მარტო სოფელზეც არაა საქმე, სოფლიდან კიდევ უფრო იშვიათად მიდიან საზღვარგარედ, უფრო ქალაქებიდან იკრიფებიან. ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
თათი87 |
![]()
პოსტი
#406
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ციტატა სოფლიდან კიდევ უფრო იშვიათად მიდიან საზღვარგარედ, უფრო ქალაქებიდან იკრიფებიან. ეგ იმიტომ ჩემო უჩა რო სოფელში აღარავინ დარჩა ყველა ქალაქში ჩამოვიდა ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
უჩა |
![]()
პოსტი
#407
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
თათი87
ციტატა ეგ იმიტომ ჩემო უჩა რო სოფელში აღარავინ დარჩა ყველა ქალაქში ჩამოვიდა ხოო მაგაში მართალი ხარ ![]() ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
iako |
![]()
პოსტი
#408
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
გლეხი კაცი რომ აქეთ გამორბის მიწის დასამუშავებლად,ეს სადღაც ჩვენი (მანდ მყოფი) ქართველების ბრალიც არის.როგორ ზემოდან ყურება ვიცით, თუ ადამინს უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული, ან რაიმე უბრალო სამუშაოს ასრულებს. საზღვარგარეთ მყოფი კი რატომღაც ყურს კარგად ხვდება და თითქოს რაღაც პრივილეგიას ანიჭებს სხვის თვალში მაღლდება ეს პიროვნება.რა ქნას ამ ადამიანმა თუ მისთვის სოციალური სტატუსი მნიშვნელოვანია.
დროა დავინახოთ ადამიანში პიროვნება და არა მისი მატერიალური ან სოციალური მდგომარეობა. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მარიტა |
![]()
პოსტი
#409
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
დღეს მომიყვა ახლობელმა:მისი დედა 8 წელია ამერიკაშია და ერთ ოჯახში მუშაობს შვილი არ ყავთ და ჭკუა ეკეტებათ კატაზე,საოცარი ის არის რომ მთელ ქონებას(თან მდიდრები ყოფილან)უტოვებენ კატას
![]() ![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
marine |
![]()
პოსტი
#410
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ემიგრანტობა უფრო სულიერი მდგომარეობაა, ვიდრე ფიზიკური.
არსებობს ემიგრანტის გამოცდილება - ფენომენი, რომელსაც არაემიგრანტი სიღრმისეულად ვერასოდეს გაიგებს და აღიქვამს." უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური პერიოდული გამოცემა "თანამემამულე" www.tanamemamule.eu P.S. ყველა ემიგრანტს (და არაემიგრანტს) ვურჩევ ამ ჟურნალის წაკითხვას ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თათი87 |
![]()
პოსტი
#411
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ციტატა როგორ ზემოდან ყურება ვიცით, თუ ადამინს უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული, ან რაიმე უბრალო სამუშაოს ასრულებს. მართალი ხარ ქართველებმა კი ვიცით "ზემოდან ყურება" მაგრამ ეს შტრიხი მარტო ჩვენთვის არ არის დამახასიათებელი... ნუთუ სხვა ერის წარმომადგენლებისგან არასოდეს გიგრძვნიათ ანალოგიური რამ... მე ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა უცხო ქვეყანაში არალეგალად ჩასულ ემიგრანტს ძალიან ცუდად ეპყრობიან, ფაქტიურად ცოცხალი ძალის ექსპლუატაციას ეწევიან ![]() ციტატა დროა დავინახოთ ადამიანში პიროვნება და არა მისი მატერიალური ან სოციალური მდგომარეობა ამაში სრულიად გეთანხმები , მაგრამ ალბათ სიცოცხლის გაჩენის დღიდან იყო ბრძოლა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმებით. მაგრამ ეს ისეთი ძლიერი ინსტიტუტია რომ ყველანაირ განსაცდელს გაუძლო და ახლა უკვე წარმოუდგენელიცაა ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
iako |
![]()
პოსტი
#412
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
ჩემო თათა მე პირადად არასოდეს ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილვარ მადლობა უფალს. და სხვას რაც შეეხება აქ უცხო ქვეყანაში იმყოფები და ამას ისეთი სიმძფრით ვერ აღიქვამ, თანაც დროებით ჩასული ხარ მაინც, მაგრამ საკუთარი სისხლი და ხორცი რომ გაგწირავს და დაგცინებს ეს უფრო საშინელებაა, თან ვინ?...
სიმდიდრით ხდება დღეს ადამიანის შეფასება სამწუხაროდ. რატომღაც ეხლა უფრო მესმის საქართველოდან სოციალური მდგომარეობის მიხედვით ადამიანების დიფერენცირება. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
დემნა_ |
![]()
პოსტი
#413
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 15-May 07 წევრი № 1,918 ![]() |
იქ საქართველოა...
მოღრუბლული დღეების მერე, როგორც იქნა, მზემ გამოანათა. გამეხარდა. ვიფიქრე ცოტას გავივლი, ქალაქს დავათვალიერებ და მზესაც დავენახვები-მეთქი. საუცხოოდ გამოიყურებოდა გაზაფხულის ყვავილებში ჩაფლული ქალაქი. თითქოს, უამინდობის გამო, აქამდე მოწყენილი იყო და ეხლა, რაკიღა მზემ თავლი შეავლო, მანაც კოხტად მოიხდინა ყვავილების კაბა და ყველას გაუღიმა, სტუმარსაც და მასპინძელსაც. ჩემს სასტუმროსთან ახლოს პატარა მდინარე ჩამოედინება. იქვეა მინდორიც. სასეირნოდ მეც იქით გავსწიე. მეამა ახალაბიბინებულ მინდორზე ფეხშიშველა სიარული. გალაქტიონი გამახსენდა: ”ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე - რა მამული? წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული”... მართლაც უამრავი ადამიანი გამოფენილიყო მინდორზე. ზოგი ოჯახთან ერთად, ზოგიც მეგობრებთან, ზოგიც მარტოკა. მე მდინარის პირას ჩამოვჯექი. იქვე ახლოს, იასამნის ბუჩქი შევნიშნე. შევნიშნე, თორემ მისი სურნელი არ მიგრძვნია. ”ეხლა საქართველოშიც ყვავილობს იასამანი” გავიფიქრე და გონებაში წარმოვიდგინე იასამნით გადავსებული თბილისის ქუჩები. ”რა საუცხოო სურნელი აქვს მაინც. ერთი ღრმად რომ ჩაისუნთქო, დაგათრობს კიდევაც. არ ვიცი, უცხოელს თუ შეუმჩნევია ვინმეს, რომ ჩვენთან სხვანაირად ყვავის იასამანი? იქ, საქართველოში ყველაფერი დალოცვილი იცის. ყვავილის სურნელიც კი სხვანაირია”. ერთი წუთით საქართველოში დავბრუნდი. ” ნეტავ როგორ არიან იქ ჩემები? სულ რამოდენიმე დღეა, რაც წამოსული ვარ და უკვე მომნატრებია. იქნებ სისუსტეა ეს ჩემი? განა ასე ძნელია რამოდენიმე დღით მოშორება? ხომ დავბრუნდები? რაზე ვწუხვარ მაშინ? აქაც როგორი ლურჯი ცა ყოფილა. ალბათ ცა ყველგან ასეთია. თუმცა არა. ყველაგნ ასეთი ვერ იქნება”… ”საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის...” - ქართველი ხარ? - გავიგონე უცებ და წამოვდექი. - კი, ქართველი ვარ. - გამარჯობა. მე ნიკა მქვია. ქართულად მღეოდი და ვიფიქრე ქართველია მეთქი - მითხრა მან (მე ვერც კი შევამჩნიე თუ წავიმღერე). - გაგიმარჯოს ნიკა. ჩემს წინ მაღალი გამხდარი ბიჭი იდგა. ოდნავ დახვეული ოქროსფერი თმები მხრებამდე ეშვებოდა. მზის სათვალეები შუბლზე აეწია და თმებს იმაგრებდა. ჯინსის შარვალი და ქურთუკი ეცვა. გარეგნულად თითქოს ევროპელი, მაგრამ იერით მაინც ქართველი იყო. იღიმებოდა, მაგრამ თვალებში სევდა ეტყობოდა. - მარტო ხარ ნიკა? - არა, მეუღლესთან და შვილთან ერთად. - სად არიან მერე? აქ ვარ და ვერ შეგნიშნეთ აქამდე. - აგერ, მდინარის პირას. ბავშვს ჩაეძინა და ... ჩუმად ვიჯექით. - პატარაა? - 3 წლის შესრულდა ეხლახანს. - ღმერთმა დიდი გაგიზარდოთ. - მადლობა. - დიდი ხანია აქეთ ხარ? - კი. უკვე 3 წელზე მეტია. - და კიდევ დიდი ხნით აპირებ დარჩენას? - არ ვიცი. ესენი თუ კიდევ გამაჩერებენ... 2-3 წელს კარგი იქნებოდა. - რატომ? რატომ არ უნდა გაგაჩერონ? - არ ვიცი. მე საბუთები არაფერი არ მაქვს. აქ მომცეს დროებითი მოწმობა. ცოტას მეხმარებიან კიდეც... ცუდს არაფერს ვაკეთებ და ალბათ 2-3 წლით კიდევ მომცემენ უფლებას, რომ ვიყო. მინდა საქართველოში წასვლა, მაგრამ... - რა მაგრამ? - იქ არაფერია. რა გავაკეთო? - აქ რას აკეთებ? მუშაობ სადმე? - აქაური საბუთით არ მაქვს მუშოაბის უფლება. ვითხოვ, რომ მომცენ რამე სამუშაო, ან მუშაობის უფლება და მე თავად მოვნახავდი რამეს. უარს მეუბენბიან. ვსწავლობ. უფასოდ მაქვს ენის და კომპიუტერის კურსები. სხვა, მარტო 2 ევროს მთავაზობენ საათში. 2 ევრო არაფერია. მაგდენს, ისე რომ ვიარო ქუჩაში, მაშინაც კი ვიპოვი - ნიკამ მეუღლეს დაუძახა და ბავშვიც მოიყვანა. ძალიან საყვარელი იყო პატარა. ახლადგაღვიძებული იყო და დაიმორცხვა, დედის კალთაში დამალა თავი. - ქართულად ლაპარაკობს უკვე? - არა, ჯერ მთლად გამართულად ვერა. უფრო გერმანულად. - სადაური ხარ ნიკა? - ვკითხე ჩემს ახალ ნაცნობს. - ჭიათურელი ვარ. მშობლები იქ მყავს. ღვთის წყალობით ჯანმრთელები არიან და მომხმარედ არ დავჭირვებივარ. სამსახური რომ ვერაფერი ვნახე, წამოვედი აქეთ. იქნებ უკეთესი იყოს-მეთქი, ვფიქრობდი. ეხლა კი ვუგზავნი რაღაც 2 კაპიკს, რასაც ვიშოვი. არ ვიცი რა იქნება მომავალში. სად წავალ, სად ვიცხოვრებ... აქ რათქმაუნდა კარგია, მაგრამ... სულ გვამოწმებენ. კიდევ კარგი ჩვენ არც ექიმი დაგვჭირვებია და არც სხვა რამ ფსიქოლოგიური დახმარება. ალბათ ცოტა ხანს კიდევ გვამყოფებენ და მერე... მერე არ ვიცი... ცოტა ხანი ვისაუბრეთ მე და ნიკამ. ვატყობდი, რომ არ ულხინდა. მაგრამ საქართველოდან წამოსული აქ უფრო დაცულად გრძნობდა თავს. რატომ უნდა გრძნობდეს აქ უფრო დაცულად, როდესაც ყოველ დღე გამოწმებენ, გაკვირდებიან? ნუთუ ეს უკეთესია ვიდრე... ძნელი სათქმელია ”ვიდრე საქართველოში”? წეღანდელი ფიქრები დამიმძიმდა. ერთი საათის წინ მონატრებული საქართველო უცნაურად გამუქდა, თითქოს შავმა ღრუბელმა გადაფარაო. რატომ უნდა ეძბედეს თავის ბედს ქართველი სხვაგან და რატომ უნდა იყოს სხვისი წყალობის შემყურე, რომელიც წყალობასთან ერთად თავისუფლებას გართმევს? რატომ ვთმობთ ასე იოლად თავისუფლებას? ცოტა ხანში ნიკას მეგობრები შემოუერთდნენ. ხმაურით მოვიდნენ, როგორც ქართველები. ჩემი იქ ყოფნა არც შეუმჩნევიათ. ნიკა მორიდებული პასუხობდ მათ შეკითხვებს. მერე ჩემზე უთხრა ქართველიაო. ცოტა შეცბენ, ვერ მიხვდნენ მე რა მინდოდა ან ნიკასთან საიდან აღმოვჩნდი. ეჭვის თავლით შემომხედეს. მივესალმე. მერე ცოტა მოლბნენ. მე ჩუმად ვუსმენდი. საუბარი ისევ საქართველოზე ჩამოვარდა: - კარგი რა. რა გინდა იქ ბიჭო. რა უნდა აკეთო. რა არის იქ? არაფერი არაა. აქ არ ჯობია? - ეტყობა ვიღაც მაინც ფიქრობდა დაბრუნებას და მეგობრები არ ეთანხმებოდნენ. ნიკასგან განსხვავებით, მე მათ თვალებში შიში დავინახე. არ ვიცი ეს რისი შიში იყო. მათი მოქმედებაც გასაქცევად გამზადებული კაცის მოქმედებას უფრო გავდა. დამემშვიდობნენ და წავიდნენ. წასვლისას ნიკას შევხედე. მისი თვალები კიდე უფრო სევდიანი მეჩვენა. იგი, უნდოდა თუ არ უნდოდა, თავის მეგობრებს უნდა გაჰყოლოდა და თავისი პატარა ბიჭიც თან უნდა წაეყვანა... ... საქართველოში კი ეხლა გაზაფხულია, ყველგან მიწის სურნელი ტრიალებს. იმერეთის ერთერთ სოფელში, სახეზე მზემოკიდებული შუახნის კაცი აღმართზე გაფენილ ყანაში გუთანს დაყრდნობია და ძლიერი ხელებით მიწის ნედლ გულს ბელტებად აბრუნებს. რამდენი წელია უკვე ეს კაცი ყოველ გაზაფხულს ამ პატარა მიწის მტკაველს ასერიგად რომ ელოლიავება. აქ მის წინაპრებს უხნავთ და უთესიათ. ჯერ კიდევ პატარას ახსოვს, როგორ უძღოდა ხარებს და ეხმარებოდა მამას. ასევე ეხმარებოდა მამამისი თავის მამას. ასე იყო მუდამ. ეს მიწა და შრომა მამა-პაპისგან ანდერძად ერგო. აქ უშრომიათ მის წინაპრებს და აქ შრომობს იგი დღესაც. მადლიანი მიწაა. უყვარს ეს ადგილი. თითქოს მისი გული მარტო მის მკერდში კი არა, ამ მიწაშიცაა ჩაფლული. ამიტომაც ვერ შორდება მას. წვალებაც ბევრი ხვდება, მაგრამ ამ მიწას მისთვის არასდროს უღალატია და არც ის უღალატებს მას. მერე რა, რომ ხნადისხან მცირე მოსავალს მისცემს ხოლმე. ღმერთი მოწყალეა. წელს თუ ცოტა მისცა, გაისად გაუბევრებს. წეღან ცოლმა სადილი ამოუტანა. ცოტა მჭადი, ყველი და პრასი, პატარა დოქით ღვინო. სულ ორი ჭიქა დალია. ერთით საქართველო შეავედრა ღვთისმშობელს, მეორეთი - შვილები. ეხლა გაზაფხულია და კიდევ არაუშავს რა. საქმე ბევრია და კაცი გულს აყოლებს. ეს ზამთარი გაიჭიმება ხოლმე მცონარე ზაქივით და ბოლო აღარ უჩანს. აი მაშინ კი ადვილად ერევა კაცს დარდი. აგერ, მზე უკვე შუბისწვერზეა დაშვებული. მალე დაღამდება კიდეც, მაგრამ კაცს სახლში არ ეჩქარება. რომ მივა, ცოლის გარდა არვინ დახვდება. მისი შვილები უცხოეთში არიან... ”საქართველოში რომ მზე ჩავა, იმ უცხოეთში ისევ დღე იქნება. აქ სიბნელე იქნება, იქ ჯერ კიდევ სიანათლე. ღმერთო შენ დაიფარე ჩემი შვილები. შენ დამიბრუნე ისინი ჯანმრთელები და მომასწარი ჩემს ეზოში შვილიშვილებს ჟრიამულს... მერე, თუნდაც ერთ დღეს ნუ მაცოხლებ”. ... - მამიი, როდის წავალთ ბაბუსთან? - მალე… ”მაგრამ… იქ არაფერია. რა გავაკეთო?” ... იქ საქართველოა... |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#414
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ნეტავი ყველა დაბრუნდებოდით... მალე. თქვენ სამშობლო გელოდებათ.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
marine |
![]()
პოსტი
#415
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დემნა_
![]() ![]() მომეწონა შენი მოთხრობა.. ტკივილიანია.. ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#416
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო, ამ წუთას მივიღე წერილი ჟურნალ "თანამემამულის" მთავარი რედაქტორისგან, ბ-ნ . ზაზა მესხისგან, რომელიც მწერს:
"შემთხვევით ხომ არ იცნობთ უცხოეთში მცხოვრებ რომელიმე ქართველ ჟურნალისტს, მწერალს, პოეტს, ან უბრალოდ წერის მოყვარულს. ჩემი ჟურნალის საკორესპონდენციო ქსელი დღეისათვის 20 ქვეყანას მოიცავს, მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ ავტორებს." თუ რომელიმე ემიგრანტი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებთ და გსურთ ამ ჟურნალთან თანამშრომლობა, გთხოვთ მომწეროთ საფოსტო მისამართზე makagelashvili@yahoo.com ან ფორუმში PM-ი. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მარინე პ.ს. ველი თქვენს გამოხმაურებას ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თათი87 |
![]() ![]()
პოსტი
#417
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
დემნა
ვიტირე ![]() ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
დემნა_ |
![]()
პოსტი
#418
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 15-May 07 წევრი № 1,918 ![]() |
თათი87
”ნუ სტირი”-ს ვერ გეტყვი. თქვენი ცრემლები მარგალიტებია... |
mogzaura |
![]()
პოსტი
#419
|
![]() ნანა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 ![]() |
მართლაც სევდიანი იყო მაგრამ რიალურად აღწერილი
![]() ![]() თქვენ საქართველო გელოდებათ,რადგან აქაა ჩვენი სამშობლო საქართველო!! -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
iako |
![]()
პოსტი
#420
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
ძლიან კარგი მოთხრობა იყო, მაგრამ მათ პრობლემებს რამოდენიმე ხანში უფრო ჩაუკვირდები.
ძალიან მტკივა გული, როცა ასე ბევრნი მოდიან აქ ,მაგრამ ზოგირთს ისეთი პრობლემები აქვს, რას იზამ გაამართლებ. ![]() -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი