IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 31 32 33  
Reply to this topicStart new topic
> ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია
marine
პოსტი Apr 12 2026, 06:07 PM
პოსტი #641


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,961
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მეტზე, უნდა ვიფიქროთ იმ ჩვენ თანამემამულეთა შესახებ, რომლებიც უცხოეთში არიან. რა ეშველება მათ? უცხოეთში ადამიანი ძნელად უძლებს იმ განსაცდელს, რომელსაც იქ ხედავს. ჩვენი დიდი წინაპარი ამბობს - "როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა".

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა, ჩვენმა ქართველებმა, არ დაკარგონ ენა, სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული... ქართველობა არ დაკარგონ? თუ ქართული სული დაიკარგება მათში, ეს ადამიანები დაკარგულია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები დავუკავშიროთ სამშობლოს?

კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენ სისხლსა და ხორცს, რომ მათი წინაპრები აქ არიან და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ არ დაივიწყონ ქართული ენა? ქართველი ადამიანი გვგონია ისეთი ძლიერი გენისა, რომ ის არ დაიკარგება, მაგრამ სჭირდება სამშობლოს დახმარება, ჩვენი შეხსენება...

მოგმართავთ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, შევადგინოთ სია თქვენი ნათესავებისა, რომლებიც უცხოეთში არიან და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავაკავშიროთ ისინი სამშობლოსთან.

ძალიან ბევრია წასული უცხოეთში, მარტო რუსეთში, ალბათ, მილიონზე მეტი. ჩვენ ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც შაჰ-აბასის დროს წაიყვანეს აქედან. ისინი ელოდებიან ჩვენს დახმარებას. ისინი ჩვენი სისხლი და ხორცი არიან.

ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ თურქეთში, ევროპაში, ამერიკასა და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს. საქართველო ელოდება თქვენს ჩამოსვლას. როგორც მშობელი დედა, ისე მიგიღებთ თქვენ სამშობლოში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ერის გაერთიანებას"

/ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (2015 წ.)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 31 32 33
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2026 - 06:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი