![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mapalu |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 9-October 08 წევრი № 5,787 ![]() |
ღმერთმა შექმნა ადამიანი და მას თავისუფლება მიანიჭა - მიანიჭა იმისათვის, რომ ადამიანს თავად გაეკეთებინა არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის . აქედან მოყოლებული მთელი კაცობრიობის ისტორია ამ ორ ძალის დაპირისპირებას ასახავს . ხშირად ეს დაპირისპირება სახელმწიფოებს, სარწმუნოებებს შორის ბრძოლებში აისახებოდა, მაგრამ ამ ორი ძალის მთავარი დაპირისპირების ადგილი მაინც ადამიანი იყო, უფრო სწორედ პიროვნების სულიერი სამყარო - ყოველ ადამიანში კეთილი და ბოროტი მე ებრძვის ერთმანეთს და ეს ბრძოლა მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება . . .ეს ასეა ყველა ადამიანში და გამონაკლისი არც მე ვარ . . .ჩემშიც მიმდინარეობს ეს ბრძოლა და სამუხაროდ ხშირად არასასურველი ძალები იმარჯვებს . სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა ...
მე მწამს უფლის, მის მზრუნველ ხელს ყოველთვის ვგრძნობ და იმასაც ვამჩნევ, თუ როგორ მიმსუბუქდება ცხოვრება, როცა ვლოცულობ . . . ასე რომ მთავარი ღირებულება - უფლის რწმენა უკვე მაქვს, ეს ჭეშმარიტების გზა ვიპოვე, მაგრამ ძალა მაკლია რომ ამ გზას დავადგე . . . მტკიცე ხასიათი არ მაქვს - ამ გზაზე უმწეოდ ვაგდივარ, წინ ვეღარ მივდივარ - ყოველ წამოდგომაზე ისევ სწრაფადვე ვეცემი ძირს და ეს უსასრულობაში გადადის - შემზიზღდა უკვე საკუთარი თავი . . . ვხედავ რა უმწეო ვარ . . . არ ვიცი, მყარად როგორ უნდა დავდგე ფეხზე . . . ალბათ ხართ ამ ფორუმზე ხალხი, ვისაც ეს ყველაფერი გამოგიცდიათ, ვინც ამ ყველაფრის გადალახვა შეძელით - იქნებ მირჩიოთ რამე . . . -------------------- მე უფრო დიდი ვარ და უფრო დიდი რამისათვის შექმნილი, ვიდრე მსახურებაა ჩემივე სხეულის მიმართ![b]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი