![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#21
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
მე მწამს უფლის, მის მზრუნველ ხელს ყოველთვის ვგრძნობ და იმასაც ვამჩნევ, თუ როგორ მიმსუბუქდება ცხოვრება, როცა ვლოცულობ . . . ასე რომ მთავარი ღირებულება - უფლის რწმენა უკვე მაქვს, ეს ჭეშმარიტების გზა ვიპოვე, მაგრამ ძალა მაკლია რომ ამ გზას დავადგე . . . მტკიცე ხასიათი არ მაქვს - ამ გზაზე უმწეოდ ვაგდივარ, წინ ვეღარ მივდივარ - ყოველ წამოდგომაზე ისევ სწრაფადვე ვეცემი ძირს და ეს უსასრულობაში გადადის - შემზიზღდა უკვე საკუთარი თავი . . . ვხედავ რა უმწეო ვარ . . . არ ვიცი, მყარად როგორ უნდა დავდგე ფეხზე . . . შენი თავი კა არა... მამაო ამბობს როცა ცოდვა შეგზიზღდება აი მაშინ განიკურნებიო... ჩვენ ყოველ დღე ვცოდავთ და ვეცემით, მთავარია კვლავ წამოვდგეთ, ღმერთის იმედი არ დავკარGოთ და ლოცვებით ვევედროთ უფალს განგვკურნოს... და ამაში მოძღვარი უნდა დავიხმარიოთ, მის Lოცვებს ღმერთი შეისმენს და დაგეხმარება... ზიარება და აღსარება ყველაFრისგან კურნავს ადამიანს თუ რწმენით მიუდგები... ნუ დაღონდები დარწმუნებული ვარ ღმერთი დაგეხმარება... მოითმინე და ვაჟკაცურად წამოდექი... ღმერთს ხომ ძალიან უყვარხარ -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
მნათე |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა მეტი უარესი არ არსებობს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ქევანა |
![]()
პოსტი
#23
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა ჩემშიც მიმდინარეობს ეს ბრძოლა და სამუხაროდ ხშირად არასასურველი ძალები იმარჯვებს . არ დანებდე.. არ უნდა დანებდე... ეს წუთისოფელი ბრძოლაა... მოსვენება კაცს არასდროს ექნება მანამ სანამ... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
+ვახტანგი+ |
![]()
პოსტი
#24
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 ![]() |
ღმერთმა შექმნა ადამიანი და მას თავისუფლება მიანიჭა - მიანიჭა იმისათვის, რომ ადამიანს თავად გაეკეთებინა არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის . აქედან მოყოლებული მთელი კაცობრიობის ისტორია ამ ორ ძალის დაპირისპირებას ასახავს ადამიანის დაცემიდან მოყოლებული ჩვენი მიზანი არის სულის კურნება, ღმერთთან ურთიერთობა და ის გზა რომელიც ჩვენ გვაცხოვნებს. ეს არ გრძელდება არც წლები და ათწლეულებები. ეს მზადება ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ჩვენ დაბადებიდან დაცემული, ცოდვილი ბუნება გვაქვს. რაცარუნდა წმიდა ცხოვრება გვინდოდეს ცოდვა ყოველთვის უკან გვეჩქაჩება რათა წუმპეში ჩაგვაგდოს. გმირი კი ისარის, ვინც ბრძოლაში ბოლომდე იბრძლოებს და გაიმარჯვებს. აქედან მოყოლებული მთელი კაცობრიობის ისტორია ამ ორ ძალის დაპირისპირებას ასახავს. მაგრამ ამ ორი ძალის მთავარი დაპირისპირების ადგილი მაინც ადამიანი იყო უმეტესად ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ დავინახავთ რომ უმეტეს შემთხვევაში "პიროვნული ბრძოლასთან" გვაქვს საქმე. "ადამიანებმა შეიყვარეს სიბოროტე უფროის სახიერებისა (ფს 52.3)" ერთია - ბრძოლა სარწმონოებისთვის და მეორე - "ბრძოლა პიროვნული". ხშირად არასასურველი ძალები იმარჯვებს ბოროტის მიზანი კი ისარის რომ ადამიანი უიმედობაში ანუ ამპარტავნობაში ჩააგდოს. მე მწამს უფლის, მის მზრუნველ ხელს ყოველთვის ვგრძნობ აუცილებლად შენს მოძღვარს დაელაპარაკე ამ თემასთან დაკავშირებით. ასე რომ მთავარი ღირებულება - უფლის რწმენა უკვე მაქვს, ეს ჭეშმარიტების გზა ვიპოვე, მაგრამ ძალა მაკლია რომ ამ გზას დავადგე . მტკიცე ხასიათი არ მაქვს - ამ გზაზე უმწეოდ ვაგდივარ, წინ ვეღარ მივდივარ - ყოველ წამოდგომაზე ისევ სწრაფადვე ვეცემი ძირს და ეს უსასრულობაში გადადის - შემზიზღდა უკვე საკუთარი თავი . ვხედავ რა უმწეო ვარ . . . არ ვიცი, მყარად როგორ უნდა დავდგე ფეხზე . როდესაც წუმპეში ვარდება ადამიანი, პირველ რიგში რას შვება? იმ წამსვე უნდა წამოდგეს ხომ? მთავარია ის არის თუ როგორ წამოვდგებით. დაბრკოლებები და განსაცდელები ყველას გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში. მთავარია მას როგორ დავხვდებით და როგორ შევებრძოლებით. გამარჯვებული გმირი კი ბრძოლაში არ უნდე ნებდებოდეს. პ.ს მაპულუ თუ მოძღვარი გყავს მას დაელაპარაკე აუცილებლად. -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
guest |
![]()
პოსტი
#25
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა ციტატა(mapalu @ Oct 16 2008, 10:16 PM) * მე მწამს უფლის, მის მზრუნველ ხელს ყოველთვის ვგრძნობ +++ვახო+++ -> ციტატა აუცილებლად შენს მოძღვარს დაელაპარაკე ამ თემასთან დაკავშირებით. ვერ გავიგე ამ ციტატის მერე რატომ დაუწერე, რომ მოძღვარს დაელაპარაკოს? რა თქვა ისეთი, რაც ცდომილებას შეიცავს? მეც მინახია "უფლის ხელი" სწორედ იმ სიტუაციებში, როდესაც ყოველი გზა დაკეტილი ჩანდა . ძალიან გთხოვ მიპასუხე, რატომ დაუწერე ასე , მართლა მაინტერესებს ![]() |
+ვახტანგი+ |
![]()
პოსტი
#26
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 ![]() |
უფალი გვწამსო რომ ვთქვათ და მისი გვჯერავსო ეს სააღსარებო "ინციდენტია"? მოსარიდებელია ისეთი სწავლება რომელიც ჩვენთვითონ არ გვაქვს. რაიმე შეიძლება შეცდომით დავწეროთ და უცბათ სიმაღლეში აღმოვჩნდეთ. ან უფლის განცდა გახდეს რაღაც სუბიექტური გრძნობა ჩვენს წარმოსახვაში. შეიძლება ამ ყოველივეს იმის განცდაც მოყვეს რომ ჩვენ "ჭეშმარიტი მორწმუნეები ვართ". ან უცბათ სიმაღლეში აღმოვჩნდეთ. ყოველი მაღალი გულითა კი საძაგელია უფლის წინაშე. ეს კიდევ სხვა სასაუბრო თემაა და არ გავაგრძელებ. ჩვენ ისეთ გზას ვერ მოუძებნით როგორიც მისი სულიერი მამა. რატომ? - ეს საკუთარ თავს ვკითხოთ. -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
betaneli luka |
![]()
პოსტი
#27
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 ![]() |
ხო მე მგონი სწორად გაიგე , პირველ რიგში შრომა , სიყვარული ნაყოფი არს რომელიც შრომით მოიპოვების მთავარი სურვილია იშრომო წყალობა და სიხარული უფლისგან მოვა . " მარად საკუთარ თავზე მაღლა " ვინც არ მუშაობს,მას არ უყვარს-ამაში სრულებით გეთანხმებით!პირველი მცნება ღვთისა სწორედაც რომ მუშაობა იყო სამოთხიდან გამოდევნილი ადამიანებისათვის,რის გარეშეც არ არსებობს არც რწმენა,არც საოება და არც სიყვარული! ზოგჯერ გვეჩვენება,რომ უკვე ძალიან მძიმეა ის ჯვარი,რომელსაც ვეზიდებით-ეს ეშმაკისგან არის-უფალი არასოდეს გვაძლევს ისეთ ჯვარს,რომელიც წმინდა მამათა გამონათქვამებით მძიმეა და არ ძალგვიძს თითქოს მისი ტარება და არც ისეთს მსუბუქს გვიგზავნის,რომ საერთოდ ხელი ჩავიქნიოთ და აღარაფერი ვაკეთოთ.მამებს ასეთი შედარება მოჰკავთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით:''ვით გემის მესაჭემ იცის რაოდენი ტვირთი დადოს ხომალდზე,რომ იგი არც ჩაიძიროს(ზედმეტი ტვირთი) და არც ქარმა გაიტაცოს(ნამეტანი მსუბუქი),ისე უფალმა იცის ვის როგორი ჯვარი მოუვლინოს ზეციდანო.'' ამ ზეციდან მოვლენილი ჯვრის ტარებისათვის ვებრძვით ხოლმე სწორედაც საკუთარ თავს-ხელს გვიშლის სწორედაც ამაში.ხოლო ჯვრის ტარება ღირსეულად კი-უფლის ნების აღსრულებას ნიშნავს. |
betaneli luka |
![]()
პოსტი
#28
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 ![]() |
მართლა საშინელებაა საკუთარ თავთან ბრძოლა, პირადად მე ვაღიარებ როდესაც რაღაც მიჭირს მხოლოდ მაშინღა მახსენდება რომ ტაძარში ვარ მისასვლელი და კარგი ხანია არ მილოცია,თუმცა მიუხედავად ყველაფრისა უფალი მაინც ყოველთლთვის მხარში მიდგას და მეხმარება,ეკლესიაში მისვლის შემდეგ რადიკალურად მეცვლება ხასიათი და ვგრძნობ თუ რამდენად შემიმსუბუქდა ცხოვრება და ყველა პრობლემა ძალიან მალე გვარდება,თუმცა გადაივლის მძიმე პერიოდი და ისევ ძველებურ ცხოვრებას ვუბრუნდები აგარც კი მახსოვს ხოლმე,რომ კვირა დილით ტაძარში ვარ წასასვლელი... საკუთარ თავთანაა ბრძოლა საჭირო რომ გამოვასწაორო ე ყველაფერი თუმცა ....... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() რაც თქვენ ეხლა დაწერეთ,''ეკლესიაში მისვლის შემდეგ რადიკალურად მეცველება ხასიათი და ვგრძნობ თუ რამდენად შემიმსუბუქდა ცხოვრებაო,''ეკლესია ამის თაობაზე გვასწავლის,რომ ეს არის სწორედაც ღვთის მადლის მოქმედება ჩვენში.ნებისმიერი საქმოსანი გეტყვით,რომ ფულის გაკეთება პრინციპში არ არის რთული-გაცილებით რთულია მათი შენარჩუნებაო.ქრისტიანი აგროვებს არა ფინანსებს,არანედ მადლს ღვთისას,რადგანაც მის გარეშე არფრის კეთება არ შეუძლია ღვთის საამებლად.აი სწორედ მიღებული მადლის შენარჩუნება არის ძალიან ძნელი,უფრო ძნელი,ვიდრე მისი მიღება.აღსარება-სინანულიც მაშინ გვეწყება,როცა ვხედავთ,თუ როგორ განვარისხეთ ღვთის მადლი-სული წმინდა და მან დაგვტოვა... ჩემის აზრით მადლის ისევ მოპოვების ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევენ ბავშვები:ბავშვს ვერ წარმოუდგენია,როგორ შეიძლება,რომ ყველა დადიოდეს ირგვლივ და თვითონ კი ჯერ ვერა-ცდილობს,არ გამოსდის,ეცემა,იტეხავს ცხვირს,პირს...ბოლოს სისხლით მოთხვრილი ცხვირ-პირით გარბის დედასთან-დედიკო!ნახე მე სიარული ვისწავლეო. დანებება არ შეიძლება!მოციქული პავლეც ამას გვახსენებს:''შენ უკუე ჭირი დაითმინე,ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესოისმან.''(2ტიმოთეს2:3). მადლი ღვთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი ჩვენ თანა ყოველთა! |
ქევანა |
![]()
პოსტი
#29
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
რაცხა განსაცდელის თემას ეხმიანება
![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
betaneli luka |
![]()
პოსტი
#30
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 ![]() |
და კიდევ ზემოთ ხსენებულ თემასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ძველი აღმოსავლური იგავი:''ერთხელ ერთმა ბრძანებელმა მოიხმო ყველა თავისი ვეზირი და ჰკითხა-ვინ არის ამ ქვეყნად ყველაზე ძლევაშემოსილი მთავარსარდალიო?ყველამ ერთხმად შესძახა:''შენ,დიდო მბრძანებელოო!''მხოლოდ ერთი ვეზირი რატომღაც სდუმდა.''შენ რატომ არაფერს ამბობო?''-ჰკითხა მას ბრძანებელმა.''დიდო მეფეო,''-მიუგო ვეზირმა,''თუკი ვინმე მხოლოდ თვითონ მეომართა რაზმის გარეშე შეებრძოლება 1000 მეომარს 1000 ბრძოლაში და მოიპოვებს 1000 გამარჯვებას მათ წინააღმდეგ,ხოლო ერთი ვინმე სხვა კი შეებრძოლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს და მოიპოვებს გამარჯვებას საკუთარ თავზე,ეს უკანასკნელი იქნება სწორედაც ყველაზე ძლევაშემოსილი მთარასარდალიო.
|
XAFRAN |
![]()
პოსტი
#31
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 ![]() |
მთავარია სულიერი ზრდა და არა ის რომ ცოდვა თავს არ გვანებებს. და თუ არაა სულიერი ზრდა, თუგინდ უცოდველი ვიყოთ არაფერი გვეშველება. ( მე ასე მგონია, შეილება ვცდები) ![]() და თუ რა არის სულიერი წინსვლა რწმენაში ეს ალბათ დიდი თემაა.... ![]() -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
betaneli luka |
![]()
პოსტი
#32
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 ![]() |
სულიერი ზრდა აუცილებელია,უდავოდ!
|
Nnnino |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 2-April 09 წევრი № 6,768 ![]() |
mapalu
იმდენი და იმხელა ბრძოლები ყოფილა, სიკვდილი მილიონი მიღირდა... ცოტა ხნით ყველა ბრძოლა გაჩერდა და თავი ბედნიერად ვიგრძენი, პირდაპირ ვნეტარებდი, მაგრამ მერე ისე დამარტყა... ასე რომ, ბრძოლა გერჩივნოს, ბრძოლა თუ გაჩერდა ან ხიბლია, ან ბოროტი ჩასაფრდა და გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება, ე, მაშინ არის სწორედ საშიში... სანამ ცოცხალი ხარ, ბრძოლაც იქნება. წმინდა მამები როგორც ამბობენ, ბრძოლაში ისევე იწვრთნება სული, როგორც ცეცხლში - ბაჯაღლო ოქრო. უფალი შენთანაა, ნუ გეშინია... -------------------- და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის?
|
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#34
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
თუ ჩვენს ფიქრებში ხანდახან წარმოვიდგენთ მძიმე განსაცდელებს და ვიფიქრებთ თუ როგორ მოვიქცეოდით სწორად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.გარკვეულად მიჩვეული და მომზადებულივით ვიქნებით და თუ მოხდა მართლაც რაიმე მძიმე განსაცდელი ისე მოულოდნელი და თავზარდამცემიც აღარ იქნება და უფრო სწორადაც მოვიქცევით.
ერთი ვიცი რომ სასოწარკვეთილებაში არასდროს უნდა ჩავვარდეთ და თუ განსაცდელის სიმძიმის მიუხედავად ყველაფერს მოთმინებით და უფლისადმი მადლობით მივიღებთ როგორც წმინდა მამები ამბობენ ეს იმდენად დიდი სათნოებაა რომ ის ადამიანი ცხონდებაო. მინახავს ადამიანი რომელიც ძაან მორწმუნეც ყოფილა და ეკლესიურად ცხოვრობდა და ახლობლის გარდაცვალების გამო თუ სხვა განსაცდელის გამო ისე დანგრეულა სულიერად რომ ათეისტივით გამხდარა და უფალზე გაბრაზებულივით.მე ხომ ასე ქრისტიანულად ვცხოვრობდი და უფალმა რატომ მომივლინა ასეთი განსაცდელიო. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი