ქრისტიანული სიმბოლიზმი, სახე და მნიშვნელობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული სიმბოლიზმი, სახე და მნიშვნელობა |
KAIROS |
Oct 22 2008, 11:17 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
სიმბოლო უძირითადესი ენაა, რომელსაც ქრისტიანობაში ვიყენებთ, იგი გამოიყენება ფაქტებზე, რომლებიც იყო, რომლებიც მიმდინარეობს, და რომლებიც მოვა... სიმბოლოებით მოქმედებს, პოეზია, პროზა, მხატვრობა, მუსიკა... და ასეა თეოლოგიაშიც, სიმბოლო უმთავრესია მთელს ლიტურგიაში, წირვა სიმბოლოთმეტყველებაა მთლიანად, რომელიც საოცრად ერწმის თან ევქარისტიულ რეალობას... სომბოლოებითაა სავსე ძველი აღთქმა, რომელიც ახალ აღთქმაზე მეტყველებს და ახალი აღთქმა რომელიც უფლის მოსვლისათვის გვამზადებს... ეს ამოუწურავი თემაა, ძალიან საინტერესო, ძალიან სავსე, სიმბოლო ამოძრავებს ხატმწერს, სიმბოლოთი გალობს მგალობელი, თუნდაც შენ ხარ ვენახი-ს გალობისას, სიმბოლოს იმოსავს მღვდელმსახური, თუნდაც მეწამული მოსასხამისას, რომელსაც პირველად შევეხებით, სიმბოლოა ყველაფერი ეკლესიაში, სანთელი, კანდელი, საკურთხეველი, სანათლავი, ზარი, საკმეველი... სიმბოლოა არქიტექტურაც, გუმბათიც, ჯვარი, ნავი... სიმბოლო ქრისტიანობაში ცოცხალია, ისაა არაა მხოლოდ რაიმე ნიშანი, მხოლოდ რაიმეს გამოსახატავად ან რაიმეს გასახსენებლად, არამედ ესაა მადლმოსილი ნიშანი, ესაა ჯვარი, ესაა თევზი, ესაა ხატი... სიმბოლოა ჩვენს ირგლივ არსებული სამყარო, კლდე, ზღვა, მთა, მზე, სითბო, სინათლე... სიმბოლო ვართ ჩვენც, სხეულიც- თვალი, ყური, ენა. ხელი... სიმბოლოა უბრალო საგნებიც ხიდი, კიბე, ფიჩხის კონა, კოცონი...
ვისაუბროთ სიმბოლოებზე და სიმბოლოები უფრო ახლოს მიგვიყვანენ მათსავე მნიშვნელობასთან ! იხარეთ; კაიროსი! --------------------------------------------------------------- ვიწყებ მეწამული ფერით, რადგან კვართზე საუბრისას შევეხეთ მას, იაქტიურეთ ისე კი მეწამული ფერი ძალიან საყვარელი ფერია როგორც წარმართებში ისე ქრისტიანებში, იგი რომაელებში დიდ სარდლებთან ერთად, სამეფო ოჯახის წევრებს და ფილოსოფოსებს ეცვათ, ტოგა ერქვა სახელად, ვიცით, რომ წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსს, ტოგა ეცვა, როგორც ფილოსოფოსს, მაგრამ როცა გახდა ქრისტიანი, მას უთხრეს, ახლა რატომ გაცვია ტოგა, აკი ქრისტიანი ხარო, მან უპასუხა, მე მხოლოდ ახლა გავხდი ნამდვილი ფილოსოფოსიო... და ასეც ეწამა, ტოგით... მოკლედ ესაა Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე. აი დანარჩენები: ტოგა ძველ რომში მამაკაცის ტრადიციული სამოსი. ტოგა იყო 6 მეტრის სიგრძის ოვალური ფორმის თეთრი შალის ნაჭერი, რომელსაც ტუნიკის ზემოთ იცმევდნენ. არამოქალაქეს არ ჰქონდა ტოგის ტარების უფლება. თავდაპირველად ტოგა უბრალოდ შალის მოსასხამი იყო, შემდეგ მოსასხამმა ისე იცვალა ფორმა რომ ყოველდღიურად სატარებლად იგი უვარგისი გახდა და იგი გარდაიქმნა სადღესასწაულო, ცერემონიულ სამოსად. ოფიციალურ პირებს (მაგისტრატუსებს და სენატორებს) ოფიციალურ და საჯარო ღონისძიებებზე აუცილებლად უნდა სცმოდათ ტოგა. როდესაც რომის მოქალაქის ვაჟი აღწევდა სრულწლოვან ასაკს, მას მაშინ პირველად აცმევდნენ ტოგას. რელიგიური ცერემონიების დროს ტოგას თავზეც იხურავდნენ. ტოგები სხვადასხვა სახის იყო და ყოველი სახის ტოგას თავისი დანიშნულება ჰქონდა: * toga virilis - თეთრი სადა ტოგა, რომელსაც მამაკაცი მოქალაქეები ატარებდნენ. * toga praetexta - თეთრი ტოგა ფართო მეწამული ფერის კანტით. მას ასტარებდნენ მაგისტრატუსები, ექს-მაგისტრატუსები, დიქტატორები, ზოგიერთი ქურუმები და ტრადიციი მიხედვით რომის მეფეები. იმპერიის პერიოდში იმპერატორი ანიჭებდა toga praetexta-ს ტარების უფლებას პატივისცემის ნიშნად. * toga pulla - მუქი ფერის ტოგა. ამას გლოვის დროს იცმევდნენ. * Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე. * toga candida - ხელოვნურად გათეთრებული ტოგა. ამას მაგისტრატუსობის კანდიდატები ატარებდნენ. * Toga trabea- ასეთი ტოგები სამი ტიპის იყო, მხოლოდ მეწამული - ღმერთებისთვის, ვიწრო თეთრი ზოლით მეფეებისთვის და თეთრი ზოლებით მარსის ქურუმებისთვის და ავურებისთვის. http://www.classicsunveiled.com/romel/html/clothmen.html ზოგადად მეწამული კი ბიბლიაში ხშირად ფიგურირებს, სიმბოლურად იგი უფლის მიერ დაღვრილ გამომხნელ სისხლს უკავშირდება, იგი გვხდება ძველ აღთქმაში, როცა რჩეული მეწამული ფერით გამოირჩევა: "აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, " (დაბადება , თ, 38, 28)... შესაბამისად მეწამული შემოდის ასევე უფალთან მიმართებაში : "რომაელი ჯარისჯაცები სიკვდილმისჯილს ხშირად თამაშის საგნად აქცევდნენ. მაცხოვარსაც ამგვარად მოექცნენ. მათ შეუცვალეს ზედა სამოსი მეწამული მატერიის ნაჭრით ან ძველი წითელი ჯარისკაცული მოსასხამით. შეთხზეს ეკლის გვირგვინი და მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯოხი. იჩოქებდნენ მის წინაშე, ვითომდაც თაყვანს სცემდნენ. შემდეგ გამოსტაცებდნენ ჯოხს, ურტყამდნენ ეკლის გვირგვინიან თავში და სახეში. (იოანე 19, 2-3)." http://www.orthodoxy.ge/metsniereba/sudara...inis_sudara.htm ამის შესახებ კარგად წერს ველიმეროვიჩი: მეწამული: მეწამული ფერი სამოსელი - ეს რომაელ მეფეთა სამოსელია. როდესაც უფალი პილატეს წინაშე ლაპარაკობდა თავის არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ, მისი სიტყვები მატერიალისტურად მოაზროვნე რომაელ ჩინოვნიკს შეშლილობად და სამეფო ღირსების შებღალვად მოეჩვენა. ამიტომ შემოსეს პილატეს მეომრებმა იგი მეწამულისფრად, რა თქმა უნდა - ყველაზე იაფფასიანით, რათა როგორც თვითმარქვია - დასაცინი გამხდარიყო. მაგრამ უკვე მისი სამოსის სამეფო მეწამული ფერი მოწმობდა იმას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა. პილატეს ხალხმა, თუნდაც დაცინვით, იგი იმად გამოაცხადა, ვინც სინამდვილეში იყო. არცერთ მათგანს გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ქრისტეს სამეფოს მემკვიდრეობით მიიღებდნენ რომაელთა და მსოფლიოს სხვა დანარჩენი სამეფოები. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/nikoloz_serbi/57.htm მეწამულს იყენებდნენ ასევე ტაძრის შესამკობადაც... მეწამული იყო ზღვაც რაც გაიარა ისრაელმა... და ბოლოს არსებობს ასეთი რამაც : ვუდი ალენის ნოსტალგიურ-ირონიული ანტიზღაპარი. "კაიროს მეწამული ვარდი"(1985) მია ფეროუ მთავარ როლში, ჰაჰაჰა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
BOO |
Oct 22 2008, 11:45 PM
პოსტი
#2
|
ბუუუუ ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 |
ერთ-ერთ ფრესკაზე ღვთისმშობელს მეწამული ფერის წაღები აცვია
ბაგრატის ფრესკაა თუ არ ვცდები დიდი მადლობა ამ თემისთვის |
georgianeli |
Oct 23 2008, 02:30 AM
პოსტი
#3
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
რახან ძალიან საინტერესო მეწამული ფერით დაიწყე, ქრისტიანული სახისმეტყველების უზენაესი გამოვლინებაა ჩვენი ეროვნული დროშაც:
მართალია, პირველი რესპუბლიკის დროს სოციალ-დემოკრატებისას მიიღეს, მაგრამ შედგენილ იქნა დიმიტრი შევარდნაძისა და იაკობ ნიკოლაძის მიერ (ამ უკანასკნელისაგან პარიზის არქივებსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოძიებული ისტორიული, თუ ჰერალდიკური მასალების საფუძველზე), ხოლო დაცული დიდი ივანე ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილისაგან: მეწამული დროშა-გამარჯვებული. შინაარსად არ ატარებს ოდენ საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფერებს, არამედ მეწამული აქ ბაგრატოვანთა საომარ მეწამულ დროშასთანაა დაკავშირებული, რომელიც თავის მხრივ ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებულ მეწამულ კვართს და მოწამეობას უკავშირდება. ამონარიდი ცირა ინწკირველის ესსედან "ეროვნული დროშა-დროშა დავითიანი": "ბერძნული პორფირის, პურპურას ქართული შესატყვისი ძოწეული, ანუ სისხლში შეღებილი სამოსელი, იესო ქრისტეს სულის მატერიალიზაციაა. ამიტომაც, ძოწეული სამოსელი წინასწარმეტყველთა სულის უფალის ქრისტეს-"ხალხების მეფის" (გამოცხ. 15,3) და "ხალხების დროშის" (გამოცხ. 17.15) საკუთარი სამოსელია: "ეცვა სისხლში ამოვლებული სამოსელი, მისი სახელია ღმერთის სიტყვა" (გამოცხ. 19,13; ეს. 63,2)... ...საქართველოს ისტორიიდან ცნობილია, დროშის მეწამული ალამის ეპითეტი "გამარჯვებული", რომელიც გაერთიანებული საქართველოს პოლიტიკური ძლიერების დროს მიკუთვნებული ჰქონდა სამეფო დროშას. ეს ეპითეტი ცოცხალია ერეკლე II-ის დროშიც. დამოწმებული მასალა, ვფიქრობ, ცხადს ხდის, რატომაც ეწოდება მეწამულ დროშას "გამარჯვებული"! ამ დროშით მებრძოლის მტრებზე შურს თვით უფალი იძიებს... ...იმიტომ არის ძოწეული სამოსელი ქრისტეს საკუთარი სამოსელი, რომ საკუთარი იდეებისათვის ქრისტემ არა სხვათა, არამედ საკუთარი სისხლით შეღება წინასწარმეტყველთა თეთრი ბისონი და აქცია ძოწეულ სამოსელად-გამარჯვების რელიგიურ სიმბოლოდ. სარწმუნოება ჩვენი გვასწავლის, რომ გამარჯვების საწინდარია წამების გვირგვინი. ამიტომაც, გვმოძღვრავს წინასწარმეტყველური სიბრძნე: "ძოწეული სამოსლად მათდა ქმნული ბრძენთა" (იერ. 10,9). ზემოთ ითქვა ისიც, რომ საქართველოს ისტორიამ იცის დროშის მეწამული ალამი, სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, გამარჯვების რელიგიური სიმბოლო". რახან ქრისტიანულ სიმბოლოებთან დაკავშირებით ეროვნული დროშის პარადიგმა მოვიყვანეთ, დავამატებ მნიშვნელოვანი ქართველი ეთნოლოგის, სარა ბარნაველის კვლევების შედეგს, რომლის მიხედვითაც ქართულ ეთნოლოგიას მეცნიერულად აქვს დასაბუთებული, რომ საქართველოში დროშა ისტორიულად ღმერთად (ისევ და ისევ სიმბოლოს მომენტი) იყო მიჩნეული ისევე, როგორც ძველაღმოსავლეთის დესპოტიებში. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა 9 ძმა ხერხეულიძეთა, მათი დისა და დედის გმირობის მაგალითიც და საქართველოს მთიანეთის ხატებში დასვენებული დროშებისადმი, როგორც ღმერთისა და ღვთისშვილის ალეგორიული განსახიერებისადმი, ხალხის თაყვანისცემა. წითელ-მეწამული არა მარტო ფილოსოფოსების, არამედ ქალდეველი ქურუმების სამოსის ფერიც იყო, რომელთაც ცნობილი რუსი თეოლოგი და ისტორიკოსი პეტრე სოლიარსკი თავის ბიბლიურ ენციკლოპედიაში მოცემული კვლევებითა და ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით ხალიბებთან აკავშირებდა... ასევე, ძველი სამყაროს მისტერიების ფერია მეწამული. ღვინისფერი დიონისოს მეწამულობის ფერი, რომელიც წარმართული სიმბოლოა ქრისტე-მაცხოვრის მოწამეობისა და მისი გამარჯვების. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
KAIROS |
Oct 23 2008, 05:10 AM
პოსტი
#4
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მეწამული დროშა თუ შინდისფერი? ნუ ახლა ჩემი თემა, რათქმაუნდა სიმბოლიკაზეა, უმეტესად საღვთისმეტყველო და არა რაიმე ჰერალდიკურზე, თუმცა მეწამულის განმარტება ფრიადაც საინტერესოა, სხვათაშორის მაშინ იყო შემოთავაზებები გორგასლიანი დროშის აღდგენისა (შინდისფერი ჯვარი თეთრ ფონზე) მაგრამ დამფუძნებელი კრების 90 % სოც-დემოკრატებისაგან შედგებოდა და ცხადია არ გავიდა, რახან ცოტა ხანი შევჩერდით ჰერალდიკურ ფერებზე, მაშინ ჩვენი ახლანდელი ეროვნული დროშაც ვახსენოთ, ეს მცირე ექსკურსიც საქართველოს "გორგასლიანი და დავითიანი" სახელმწიფო დროშა თეთრი ფერისა ყოფილა, რომელიც წითელ ბუნზე იყო მიმაგრებული, ბუნი ჯვრის გამოსახულებით სრულდებოდა. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით."(მადლობა "შხარას) განმარტებად თავად პატრიარქიც იკმარებს : "... დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ ჭრილობაზე მიუთითებს..." ანუ ჯვრიანი დროშის სიმბოლო გაცილებით სიმბოლურია ახლა აქ ჰერალდიკაზე შევჩერდეთ და ისევ საღვთისმეტყველო სიმბოლიკაზე გავაგრძელოთ შემდეგში ძალიან გთხოვთ მსგავსი გადახვევები არ გვინდა მოდი მე თვითონ "თევზი" სიმბოლო უფლისა, უძველესი ქრისტიანული სიმბოლოა ეს კატაკომებებიდანაა აღებული, აი ეს კი მისი მნიშვნელობაა ზედწარწერილი თარგმნით ნიშნავს "იესო ქრისტე, ღვთის ძე, მაცხოვარი" -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Oct 23 2008, 09:04 AM
პოსტი
#5
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
თევზი წმიდა წერილში:
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ყველგან სადაც რაიმეა ნახსენები, აქ "თევზი" მაინცდამაინც ყველა სიმბოლო არაა, ან თუა სიმბოლო მაშინ მას შეიძლება ერთ ადგილას ქონდეს დადებითი დატვირთვა, სხვაგან კი ცუდი, ანუ მინდა აღვნიშნო და ეს დასამახსოვრებელია, რომ არ არსებობს რაიმე უპირობოდ "დადებითი სიმბოლო" ან პირიქით, მაგალითად გველი, რომელიც უფრო დაცემას ახსენებს ადამიანს, თავად უფალი მასში სიბრძნის სიმბოლოს ხედავს... და ისევ თევზი, თევზი იყო ის რასაც ებრაელები იხსნებებდნენ და ნატრობდნენ ეგვპიტის მონობის ხორცთან ერთად: "რამეთუ მოვიჴსენეთ ჩუენ თევზი იგი, რომელსა ვჭამდით ჩუენ ეგჳპტეს უსასყიდლოდ და ნესუსა, და მელაპეპონსა, და პრასასა, და ხახუსა და ნიორსა."რიცხვთა 11:5 მაგრამ თევზი უპირობოდ უდიდესი სიმბოლიკის მატარებელია ტობიას წიგნში: ვნახოთ რა ხდება. 6:1 და განვიდა ყრმა იგი და ანგელოზი იგი და წარერთნეს და ძაღლი იგი მათ თანა. და მოვიდეს იგი ვიდრე ტიგრისამდე მდინარესა და დაადგრეს განსუენებად მუნ. 6:2 და შთავიდა ყრმა იგი მდინარესა მას დაბანად პირისა და მოეხჳა თევზი ფერჴთა მისთა და ჴმა-ყო ყრმამან. 6:3 და შეეშინა ტობიას, ღადად-ყო ჴმითა მადლითა: შემთქრა! 6:4 და ჰრქუა მას ანგელოზმან: შებმა-უყავ და შეიპყარ ეგე. და შეიკრძალა თევზი იგი ყრმამან და აღმოიღო ჴმელად ქუეყანად. 6:5 ჰრქუა ანგელოზმან ყრმასა მას: განაპე ეგე და გამოიღე გული მაგისი და ნავღელი და ტყირპი და დადევ ეგე კრძალულად, რამეთუ საჴმარ არს ეგე წამლად. 6:6 და ყო ეგრე ყრმამან. ხოლო თევზი იგი შეწვეს და შეჭამეს და ნეშტი იგი დამარხეს საგზლად. და წარვიდეს ორნივე იგი და მოვიდეს ვიდრე ხუჟიკეთამდე. 6:7 და ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: ძმაო აზარია, რასათჳს დავმარხეთ გული, ტყირპი და ნავღელი თევზისა? 6:8 წამალ არს გული, ტყირპი, ნავღელი კუმევად წინაშე კაცისა, რომლისა არიან შემთხუევა ეშმაკისა, გინა სულისა ბოროტისა და ივლტინ მისგან. 6:9 და ნავღელი ცხებად თუალთა, რომელსა არნ თეთრი, შთაბერვად მას და განიკურნიან. 6:10 და მიიწინეს ეკბატანად. ანუ ტობიას წიგნში დიდი თევზი, რომელსაც ჯერ ყმაწვილის გადაყლაპვა, შეჭმა, კბენა უნდოდა, ანგელოზის მითითებით მისგან ის წამალი დამზადდება, რომელიც ავ სულებს განდევნის... უკვე ახალ აღთქმაში შემოდის ორი თევზი , განმარტებელები აქ მაცხოვრის ორ ბუნებას ხედავენ : "ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.", სხვაგან უფალი პირველ მოწაფეებს მეთევზურთაგან გამოუხმობს და ეს გამოხმობა ისევ მეთევზეთა სასწაულით ხდება ;" და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი. 5:7 და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი." ხოლო მოციქულებს კი კაცთა მეთევზურებად ქცევა შეპირდა... და კვლავ აღდგომისას ისევ მეთევზურთა სასწაულით ამხნევებს,: " იოანე 21:6 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადე ეგე მარჯუენით კერძო ნავისა მაგის და ჰპოოთ. ხოლო მათ სდევს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევად სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა." და თვითონაც რათა დაარწმუნოს რომ ნამდვილად აღდგომილია ხორცით "თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი." ჭამა... და ბოლოს თევზი გარდა თავისი სიმბოლური, შიგ ჩადებული ( იხთის) და თეოლოგიური მნიშვნელობისა, იგი გამოიხატებოდა ქრისტიანთა მიერ დევნის დროს, რომ მალულად ერთმანეთისათვის შეეტყობინებინათ საკუთარი ქრისტიანობა, თითით ამ სიმბოლოს გამოხატვა სწორედ ქრისტიანად ყოფნას ნიშნავდა: იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
likka |
Oct 23 2008, 10:24 AM
პოსტი
#6
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
ძალიან საინტერესო თემაა
ამ ფორუმზე არსებობს თემა "წმინდა ნიკოლოზ სერბი" და იქ ვნახე მე ამ ძალიან საინტერესო თემაა წმინდანის ნაწარმოები "სიმბოლები და სიგნალები", იხ. http://church.ge/index.php?showtopic=703&p...40entry290257 ამ ნაწარმოების ორიგინალს კი ნახავთ აქ: http://svetosavlje.org/biblioteka/vlNikola...Nikolaj0302.htm -------------------- ეჰ...
|
georgianeli |
Oct 24 2008, 08:16 AM
პოსტი
#7
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
კაი ახლა, კაიროს, არ გინდა
-------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
KAIROS |
Oct 24 2008, 11:19 AM
პოსტი
#8
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კაი ახლა, კაიროს, არ გინდა ვერ გავიგე? რა არ მინდა? პოლიტიკას აქ ვერ დავუშვებთ და თეოლოგიურ სიმბოლოებზე დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, დროშები და გერბები სხვაგან -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Oct 24 2008, 12:11 PM
პოსტი
#9
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ახლა იმედია უშედეგო კამათებს არ გავაგრძელებთ და სჯობს მოკლედ მიმოვიხილოთ სატაძრო სიმბოლიკა და შემდეგ უკვე სხვა სიმბოლოებზე გადავიდეთ რაც საღვთისმეტყველო სფეროში გვხვდება...
http://children.iatp.ge/main_blue.htm სიმბოლიკაა მთლიანად როგორც ვთქვით ტაძარი და შესამოსელნი: არქიტექტურა: "ან ჯვრის სახით შენდება, ან ხომალდის მსგავსად, ან ვარსკვლავის სახით ან მრგვალად და გუმბათით მთავრდება. გუმბათზე კი აღმართულია ჯვარი, რომელიც სარწმუნოებრივ მახვილს წარმოადგენს. " საკურთხეველი ტაძრის უმთავრესი ნაწილია. ის განასახიერებს ზეცას და მდებარეობს აღმოსავლეთით, რადგან აღმოსავლეთის მხარე დაკარგულ სამოთხეს მოასწავებს, ამასთან, ქრისტიანები იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას სწორედ აღმოსავლეთიდან მოელიან. წმიდა ტრაპეზი განასახიერებს ღმერთის ტახტს, რომელზედაც იესო ქრისტე უხილავადაა დაბრძანებული და ასევე მის საფლავს. ტრაპეზი იმიტომ ეწოდება, რომ აქედან სულიერი საზრდო მოგვეწოდება წმინდა ნაწილის ჩადება ოდიკში გვახსენებს იმას, რომ პირველი ქრისტიანები შეგროვდებოდნენ მოწამეების საფლავზე და ეზიარებოდნენ (წირვასაც ასრულებდნენ). ოდიკის შესახვეველი გვახსენებს იმ სუდარას, რომელშიც თვით იესო ქრისტე იყო შეხვეული დასაფლავების დროს სანაწილე ... ის გვახსენებს იესო ქრისტეს საფლავსაც და ძველი აღთქმის კოლოფსაც, რომელშიც ზეციური მანანა ინახებოდა. სამკვეთლო ერთდროულად იმ გამოკვეთილ კლდესაც გვაგონებს, სადაც მაცხოვარი იშვა და იმ მთასაც (გოლგოთას), სადაც ევნო და ჯვარს ეცვა იგი. ფეშხუმი ....გაგვახსენებს ბაგასაც, რომელშიც ახალშობილი იესო ქრისტე იწვა და კუბოსაც, რომელშიც მისი უწმინდესი გვამი იდო. ის წარმოგვისახავს იმ თას-სასმისს, რომელშიც იესო ქრისტემ ღვინო აკურთხა, თავის სისხლად შესცვალა და მოწაფეები აზიარა. ვარსკვლავი ...გაგვახსენებს იმ ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა მოგვებს და მოიყვანა ბეთლემის გამოქვაბულში, სადაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იშვა. ლახვარი იხმარება სეფისკვერიდან ნაწილის ამოსაღებად. ის გვახსენებს ლახვარს, რომლითაც ერთმა მხედარმა განგმირა ჯვარცმული იესოს გვერდი. კოვზი ი..ის გვახსენებს სერაფიმის მარწუხს, ან საკეც მაშას, რითაც სერაფიმმა აიღო ცეცხლი ზეციური საკურთხევლიდან, მიიტანა ისაია წინასწარმეტყველის პირთან, განსწმინდა იგი ცოდვებისაგან და განანათლა. დიდ დაფარნას სხვანაირად „ეერი“ ეწოდება. ის ერთდროულად აღნიშნავს ლოდს, რომლითაც მაცხოვრის საფლავის კარი იყო დახშული; მიწისძვრას - მაცხოვრის ჯვარცმისას და სულიწმიდის მადლის ნიავებასაც. ამიტომაც ჰქვია „ეერი“*.ეერი (იგივე ვეირი, სანიავებელი) მცირე დაფარნები ერთდროულად აღნიშნავს სახვევებს, რომლითაც იყო შეკრული იესო ბაგაში წოლისას და სუდარასაც, რომელშიც მისი უწმინდესი გვამი დასაფლავებისას იყო შეხვეული. სამღვდელმთავრო კვერთხი ეპისკოპოსებს ხელთ უპყრიათ კვერთხი. მღვდელმთავარი კვერთხით სიმბოლურად მწყემსს გამოხატავს, ვინაიდან ისე ზრუნავს თავის სამწყსოზე, როგორც მწყემსი ფარაზე. სახარებიდან ვიცით, რომ თვად მაცხოვარი ამბობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი“. ... სამღვდელმთავრო კვერთხს აქვს ღუზის ფორმის მსგავსი თავი, რომელსაც ჯვარი აგვირგვინებს. ღუზა სამღვდელმთავრო კვერთხზე სიმბოლურად მორწმუნეთა გადარჩენასა და სარწმუნოების მტრების განდევნას ნიშნავს, ხოლო ჯვარი ქრისტეს რწმენისა და გადარჩენის სიმბოლოა. ოლარ-სამაჯური განასახიერებს სულიწმიდის მადლს, რომელიც მოძღვარს ანიჭებს საეკლესიო საიდუმლოებათა შესრულების ძალმოსილებას რიპიდები განასახიერებენ ანგელოზთა თანამყოფობას ღვთისმსახურებაზე. ტრიკირი სამ შეერთებულ კელაპტარს ეწოდება და სიმბოლურად ყოველდაწმიდა სამებას გამოხატავს. დიკირ–ტრიკირით ჯვრის გამოსახვა უფლის მაკურთხეველი მარჯვენის განსახიერებაა არწივი“ სიმბოლურად ღვთაებრივ ძალას განასახიერებს, რომელიც მღვდელმთავარს უფლისაგან ეძლევა. იგი აგრეთვე ნიშანია იმისა, რომ, მსგავსად ამ მფრინველისა, ეპისკოპოსიც უნდა ამაღლდეს მიწიერზე და თავისი მზერა ზეციურისკენ მიმართოს. დიდი გამოსვლა სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს ჯვრიდან ჩამოხსნასა და დაფვლას განასახიერებს -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თემო |
Oct 24 2008, 12:47 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
|
georgianeli |
Oct 25 2008, 06:06 AM
პოსტი
#11
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
ვერ გავიგე? კატასტროფული-არაფერი. ჯანსაღი რეაქცია იყო უბრალოდ. წარმატებები. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
KAIROS |
Oct 25 2008, 07:52 AM
პოსტი
#12
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჯანსაღი რეაქცია? გააჩნია ვისი მხრიდან
შენც წარმატებები: ახლა საქმე, ამას გაეცანით, რადგან ესაა ერთგვარი ანალიზი ალეგორიული აზროვნებისა ( და არა თუნდაც ავტორის, რაიმე პირადი ან ნეოფილოსოფიური შეხედულებები) ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება - I . ალეგორიული მეთოდის ევოლუცია ანტიურობასა და შუასაუკუნეებში 4. ალეგორია საღვთო წერილში და ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში საღვთო წერილის ალეგორიული ინტერპრეტაციის მეთოდი ჩაისახა ელინისტურ ალექსანდრიაში, სადაც იუდაიზმის რელიგიური ფილოსოფია და ბიბლიური ეგზეტიკა მჭიდროდ დაუკავშირდა ანტიურ ფილოსოფიას. ძვ.წ.I საუკუნის ალექსანდრიელი ფილოსოფოსი ფილონი, ისევე როგორც ელინისტური ხანის სხვა ებრაელი ავტორები, ბიბლიაში ეძებს უწინარეს ყოვლისა ალეგორიულ საზრისს, ფარულ ფილისოფიურ მოძღვრებას. ბიბლია მისთვის არის ისტორია სულისა, მისი შესაქმისი, ც;ოდვითდაცემისა და კვლავ აღზევება-განღმრთობისა. ფილონი, პლატონის მსგავსად ადამიანის სულს განიხილავს, როგორც ნაწილს დიადი მსოფლიო დრამისას. ამ დრამის მთავარი მოქმედი პირია კაცის სული, სამყაროს დრამა განუყოფელია სულის დრამისაგან. ძველბერძენი ალეგორისტების კვალობაზე, ფილონი ბიბლიის დაფარული ფილოსოფიური საზრისის აღმნიშვნელ ტერმინად იყენებს “ჰიპონოიას”, ხანაც უფრო ახალ ტერმინს “ალეგორიას”, რომელიც მკვიდრდება ელინისტური ხანიდან. გარდა ამისა, იგი იყენებს სხვა ტერმიენბსაც; მაგ., შინაგან მნიშვნელობას (διαγοια), მისტერიას (μυστηριον), საიდუმლოს (ιποχρυφον), ინტელიგებელურს (νοητον), (რასაც პეტრიწისა და რუსთველის ტერმინოლოგიაში შეესაბამება “გასაგონი”), აგრეთვე უხილავს (αφανης), ან გამოუთქმელს (αρρητον), ტროპულს (τροπιχη). და ა.შ. ალეგორიული მეთოდის სიტყვასიტყვითი (ლიტერალური) ინტერპრეტაციის მეთოდს იგი უწოდებს αρηιη-ს, ან თვალსაჩინოს (φανερα), ან საკუთრივს (χυρια). გარეგან მნიშვნელობას იგი უწოდებს “სხეულს”, ხოლო შინაგან, დაფარულ მნიშვნელობას-“სულს”. საღვთო წერილის “მარტოდენ ასოებს” ფილონი ადარებს სხეულთა აჩრდილებს, ხოლო იმ მნიშვნელობებს, რომელნიც მათში იმალებიან ფილონის სთვლის რეალურად არსებულ საგნებად(164,31). მაგალითად მისი თვალსაზრისით მოსე მხოლოდ ისტორიის მოთხრობას როდი ისახავდა მიზნად დაბადების წიგნში, არამედ მისი მიზანი იყო, ცხადექმნა გზა სულისა, რომელიც მიელტვის ღვთის პოვნას. ეგვიპტიდან გამოსვლა ისრაელისა, ფათერაკები, უდაბნოში ხეტიალი, შემდეგ აღთქმულ ქვეყანაში შესვლა-შინაგანი გზა სულისა ღვთისაკენ. შესაქმის წიგნის გამოთქმა: “დაუქმნა უფალმან ადამსა და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ” (დაბად.3. 21), ფილონის თვალსაზრისით სიმბოლურად აღნიშნავს პირველკაცთა სხეულით შემოსვას, სხეულის კანს, ხოლო ლევიტელთა წიგნის გამოთქმა: “და ცეცხლი მარადის ეგზნებოდეს საკურთხეველსა ზედა და არა დაშრტეს” (ლევიტ. 6. 13) ნიშნავს ჭეშმარიტ საკურთხეველს ღვთისას, ბრძენკაცის სულსს, რომელშიც მარადის ანთია საღვთო ცეცხლი (164, 32). ასევე ალეგორიულად განმარტავს ფილონი ღვთის მიერ ძელის ჩაგდებას წყალში და წყლის დატკბობას: “ხოლო ღაღადყო მოსე უფლისა მიმართ და უჩუენა მას უფალმან მას ძელი და შთააგდო იგი წყალსა შინა და დატკბა წყალი. მუნ დაუსხნა ღმერთმან სამართალნი და მსჯავრნი და მუნ გამოსციდა მას”(გამოსლვათა, 5. 25). ფილონის განმარტებით, რაბინული თეოლოგიის ტრადიციაზე დაყრდნობით, ამ ადგილას “ხე” ნიშნავს სხვა რამეს, კერძოდ “სიკეთეს”, “სრულ სიკეთეს”, “სიქველეს”, მაშინ როდესაც რაბინისთვის აქ იგულისხმება “სიტყვა სჯულისა” (164, 36). ასევე ფილოსოფიურად განიმარტება ედემიდან გამოსული მდინარის ოთხი განშტოება (დაბად.2. 10), როგორც ოთხი სიქველე: სიბრძნე, ვაჟკაცობა, ზომიერება, სამართლიანობა. მაგალითად, მიდრაშული ტრადიციის მიხედვით, “მეფე”, “მიჯნური”, “მზე” მესიის აღმნიშვნელი სიტყვებია ( 164, 37), აბრამის მეუღლე, სარრა ფილონის თვალსაზრისით განასახიერებს შინაგან სიბრძნეს, ხოლო მხევალი აგარი-გაÒეგან, პოპულარუდლ მოძღვრებას, რომელთა სახეებსაც უფრო მოგვიანებით პავლე მოციქული უკავშირებს ორ აღთქმას, ძველსა და ახალს (გალ. 4.24). ამავე დროს ორ იერუსალიმს: “რამე თუ აგარ სინა მთაÎ არს არაბიას, ხოლო თანა-შეტყუბისა თანა იერუსალემი, რამეთუ ჰმონებს იგ შვილთა მისთა თანა, ხოლო ზეცისა იგი იერუსალემი აზნაურ არსს, რომელ არსს დედაი ჩუენ ყოველთაÎ (გალ.4. 25- 26). აღსანიშნავია, რომ იუდაისტურ ღვთისმეტყველებაში ოდითგანვე ურთიერვთს უპირისპირდებოდნენ ალეგორისტები (მაგალითად, ფარისევლები, რომელნიც იყენებდნენ საღვთო წერილის მიდრაშულ განმარტებას, ფილონის თვალსაზრისით, არაალეგორიულს). ლიტერალისტებთან დაპირისპირებული იყო მეორე მიმდინარეობა: ესეველთა სექტა, რომელიც განდეგილურ ცხოვრებას მისდევდა პალესტინის უდაბნოებში. მათი ცდებიც მიმართული იყო საღვთო წერილის უფრო ღრმა, ალეგორიულისაზრისის ძიებისაკენ (132, 42). როგორ ჰ.ა.უოლფსონი აღნიშნავს, პავლე მოციქულიდან იწყება საღვთო წერილის განმარტების ქრიმტიანული ალეგორიის მეთოდი,რომელსაც პავლესეული ტიპოლოგია ეწოდება. პავლე იკვლევს წინასახეებს, პრეფიგურაციებს ახალი აღთქმისას ძველ აღთქმაში, რასაც იგი “სახეს” ეწოდებს (τυπος)ყოველივე იმისას, რაც მომავალში უნდა აღსრულდეს. “მითოსის” ნაცვლად პავლე ხმარობს ტერიმნ “საფარველს”(χαλυμμα), «ხატს» (υποδειγμα), «ჩრდილს» (σχια), რაც მისთვის ალეგორიულ გამოხატვასაც ნიშნავს. ასე მაგალითად, ადამი,რომელიც ფილონისათვის სულს განასახიერებს, ხოლო რაბინული თეოლოგიისათვის ნიშანს (siman)მისი შთამომავლობისას, პავლესათვის არის სახე(τυπος) მომავლისა: «რომელთა იგი არა ეცადა მსგავსად გარდასვლისა მის ადამისა, რომელი იგი არს სახედ მერმეთა მათ ჟამთა» (რომ.5.14). გამოსვლათა და რიცხვთა წიგნებში აღწერილი თავგადასავალი ისრაელის ძეთა პავლეს თვალსაზრისით ქრისტიანობის ერას წინასწარმეტყველებენ, მისი წინასახენი არიან: «ესენი ყოველნი სახენი შეემთხვეოდეს მათ, ხოლო დაიწერა სამოძღვრებლად ჩუენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაი მოიწია»(რომ.10.11). პავლესათვის შინაგანი ალეგორიული მნიშვნელობა სულია საღვთო წერილისა, მისი განმაცხოველებელი, ხოლო მარტოდენ ასოების(«წიგნის») დანახვა მომაკვდინებელია საღვთო წერილის გაგებისათვის. ამას ემყარება მისი კლასიკური ფორმულა: «რომელმან იგი შემძლებელ მყუნა მსახურებად ახლისა სჯულისა, არა წიგნისა (ასოს მნიშვნელობით)არამედ სულისა, რამეთუ წიგნში მოაკვდინებს, ხოლო სული აცხოვნებს»(2 კორ. 3,6). ეკლესიის ადრინდელი მამები და აპოლოგეტები ავითარებენ პავლესეულ მეთოდს არალიტერალური ინტერპრეტაციისას. ასე მაგალითად,კლემენტ რომაელი ალეგორიულად განმარტავს ბიბლიის პასაჟს, სადაც რაჰაბი ფანჯრიდან გადმოჰკიდებს წითელ ზონარს (იოშუა 2.18). მისი აზრით, ეს არის წინასწარმეტყველური განჭვრეტა მაცხოვრის სისხლისა, რომელმაც გამოგვისყიდა ჩვენ (I Clement, XII, 7-8). მსგავსად ამისა ბარნაბას ეპისტოლეში ვხვდებით მსგავს განმარტებას ლევიტელთა წიგნის ერთი ადგილისას. კერძოდ, აარონის მიერ წილის ყრა ორ ვაცზე (“ვაცი უფლისა და ვაცი განტევებისა” ლევიტ. 16.7), განმარტებულია როგორც წინასახე (τυπος) იესოს მომავალ ვნებათა. ეკლესიის ერთ-ერთი უადრესი მამა იუსტინე ფილოსოფოსი ძველი აღთქმის პრედიქტულ წინასახეებზე მსჯელობისას, წერს, რომ დაბადების წიგნში ნაწინასწარმეტყველებია მესსია, ქრისტე, რომელმაც უნდა “გამოაბას ვენახსა კიცვი მისი და რქასა ვენახისასა კიცვი ვირისა მისისაÎ, განრცხეს ღვინითა სამოსელი თვისი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თვისი”(დაბად. 49. II). ტერტულიანე “ალეგორიულის” ნაცვლად ხმარობს “ფიგურატიულს”, როდესაც განიხილავს ძველ და ახალ აღთქმას, ხოლო კლემენტ ალექსანდრიელი თავის “სტრომატებში” გვეუბნება, რომ საღვთო წერილის სტილი მთლიანად პარაბოლურია, ვინაიდან იგი გადმოსცემს საკრალურ მისტერიებს, რომლებზედაც არ შეიძლება განცხადებულად საუბარი. ამის გამო არიან ისინი შენიღბულნი იგავებით. მაგრამ წინასწარმეტყველნი გამოხატვის ფიგურატიულ ფორმებს მხატვრული და ესთეტიური მიზნით როდი მიმართავენ, არამედ იმის გამო, ჭეშმარიტება ყველასათვის არ არის მისაწვდომი. მათი სათქმელი მრავალსახედ არის შენიღბული, რათა მისაწვდომი გახდეს მხოლოდ მათთვის, ვინც ზიარებულნი არიან სიბრძნეს, და ვინც ეძიებენ ჭეშმარიტებას სიყვარულით (Strom.VI, 15, 353). აქედან გამომდინარე, “იგავი”, “პარაბოლა”, “ენიგმა” მხოლოდ ხატოვანი მეტყველბის ფორმები როდია, არამედ წინასწარმეტყველების სახეობანი. ამასთან კლემენტ ალექსანდრიელი ფილონის მსგავსად, როდი უარყოფს წარმართულ მითებში შინაგანი საზრისის არსებობას და შესაძლებლად მიაჩნია მათი ინტერპრეტაცია ალეგორიული მეთოდით (Strom.V, 7- 8).კლემენტ ალექსანდრიელის მოწაფის, ორიგენეს გაგებით, საღვთო წერილის ისტორიული ნაწილი დაიყვანება მასსებისათვის ყურადსაღებ, “სომატურ”, მნიშვნელობაზე, მეორეა “ფსიქიური” (მშვნვიერი) მნიშვნელობა, რომელიც გამოიხატება ზნეობრივ განმარტებაში (რაც განსაკუთრებით ვრცელდება ძველ აღთქმაზე), მაგრამ ყოველივე ამაზე მაღლა დგას სულიერი, “პნევმატური”, ანუ ალეგორიული მნიშვნელობა საღვთო წერილისა, რაც წარმოადგენს, თავისთავად, ფილოსოფიურ მოძღვრებას, მასში გადმოცემულს. ამ თვალსაზრისით ორიგენე ავითარებს ფილონის მეთოდს (164, 25-41). ეს ყოველივე იწვევს ეზოტერული ქრისტიანობის გამოყოფას ეგზოტერულისაგან, მაგრამ ორიგენე იმით ამართლებს ამგვარ დიფერენცირებას, რომ გამოცხად;ება მარად ერთია თავისი შინაარსით, ხოლო ფორმით იგი მისადაგებულია სულის განვითარების გარკვეული სტადიისა და უნარისადმი. ძველი აღთქმის ჭეშმარიტი აზრი სახარებებში გამოვლინადა, რომელთაც თავის მხრივ, საფუძვლად უდევთ მარადიული პნევმატური სახარება, რომლის არსიც საღვთო მადლის წყალობით, დღესდღეობით იხსნება მხოლოდ რჩეულთათვის. პნევმატური, სულიერი მნიშვნელობის წვდომა ძალუძს მხოლოდ იმას, ვისაც ხელეწიფება გაგება ბიბლიური იგავებისა და ალეგორიებისა. ორიგენე ამგვარიინტერპრეტაციის შესახებ გვეუბნება: «ვინ არის იმდენად უგუნური, რომ წარმოიდგინოს, თითქოს ღმერთმა მიწათმოქმედი ადამიანის მსგავსად გააშენა ბაღნარი ედემში, აღმოსავლეთით,დარგა ხე ცხოვრებისა, ხილული და გრძნობადი და ვინც შეჭამდა ამ ხის ნაყოფს ფიზიკური კბილებით, განიახლებდა ცხოვრებას, ხოლო ის, ვინც სიკეთისა და ბოროტების ხიდან მოწყვეტდა ნაყოფს, გახდებოდა ზიარი კეთილისა და ბოროტისა? და თუ ნათქვამია, რომ ღმერთი დადიოდა სამოთხეში საღამოჟამს, ხოლო ადამი იმალებოდა ხის ქვეშ, ვგონებ ნათელია, რომ აქ ხატოვანად არის მინიშნებული ზოგიერთ საიდუმლოებაზე, რომელიც გრძნობადად როდი ხდებოდა”(163,316). ამასთან აღსანიშნავია,რომ ორიგენემ პირველმა მიუსადაგა საღვთო წერილს პლატონისეული ტერმინი “ანაგოგია”, როგორც ზოგადი მნიშვნელობით არალიტერალური ინტერპრეტაციის აღმნიშვნელი. ამ ტერმინს იგი იყენებს ორგვარი მნიშვნელობით: ერთია “მისტიური ანაგოგია”, რასაც ძველქართულში შეესაბამება “აღყვანებითი თარგმანება”, ხოლო მეორე “ეგზეგეზის”(‘εξήγηαις) რაც სიტყვასიტყვთი “გამოყვანას” ნიშნავს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახალი აღთქმა, სახარება, მთლიანად აგებულია იგავური ანუ ალეგორიული მეტყველების პრინციპზე. «სიძისა» და «სძლის», აგრეთვე «ქორწინების» ალეგორიულ მნიშვნელობას ცენტრალური ადგილი უჭირავს მაცხოვრის ქადაგებებში. «სიძე» თავად მაცხოვარს აღნიშნავს, «სძალი»ეკლესიას, ზეციურ იერუსალიმს, «ქორწილი» -- მართალთა ნეტარებას, ღვთაებასთან ზიარებას ქვეყნის დასასრულისა და საშინელი სამსჯავროს შემდეგ. საღვთო წერილში დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ცხოველთა და ფრინველთა სიმბოლიკას, რაც განმარტებულია შუასაუკუნეთა პოპულარულ წიგნში «ფიზიოლოგოსში» (ქართულად «სახისმეტყველი»), რომელიც ქართულად ითარგმნა ეგვთიმე მთაწმინდელის მიერ. ალეგორიული თხრობა და სიმბოლიკა საღვთო წერილისა კულმინაციას აღწევს იოანეს აპოკალიპსისში, სადაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს კოსმიურ და მეტეოროლოგიურ მოვლენებს, ლანდშაფტებს, თვით ისტორიულ და გეოგრაფიულ ალუზიებსაც, რაც კონვენციურ სახეებად იქცევა შუასაუკუნეთა ქრისტიანულ ლიტერატურაში. ბერძენი მამების ანტიოქიურ სკოლას ერთგვარი კორექტივი შეჰქონდა ალექსანდრიული სკოლის გაგებაში. კერძოდ, იგი მომხრე იყო რეალ-ისტორიული მეთოდისა. მათი აზრით ალეგორიული მეთოდის გამოყენება ერთგვარად ჩრდილავდა და აუფასურებდა სიტყვა სიტყვით მნიშვნელობას, ანუ ლიტერალიზმს. ზოგიერთი მათგანი უარყოფდა ტერმინ «ალეგორიის» გამოყენების შესაძლებლობას და მის ნაცვლად ცდილობდა «თეორიის» დამკვიდრებას. იოანე ოქროპირი არ უარყოფდა ალეგორიას, მაგრამ განასხვავებდა მას «ტიპისაგან» (τπος), მისი აზრით, პავლეს არა სიტყვასიტყვითი (არალიტერალური) ინტერპრეტაციები ალეგორიები კი არ არის, არამედ “ტიპები” და რომ პავლე ალეგორიას იყენებდა მხოლოდ ქარაკტერისტიკის მნიშვნელობით (PG, 61, 662). ასე რომ, იოანე ოქროპირი უფრო ტერმინ „ტიპოლოგიის“ მომხრე იყო. ლათინი მამები იერონიმე, ავგუსტინე და კასიანე ახლებურად ავითარებენ ალეგორიულ მეთოდს, ისინი ცდილობენ ძველი ტერმინების გარდაქმნას, ძველ გამოთქმებში ახალი მნიშვნელობების ჩადებას. მათ ჩამოაყალიბეს საღვთო წერილის ოთხი მნიშვნელობის თეორია. ამათგან პირველი სიტყÅასიტყვით (ლიტერალური) მნიშვნელობას ეხება, დანარჩენი სამი კი სპირიტუალურ მნიშვნელობას: 1)ალეგორიული, 2)ტროპოლოგიური, 3)ანაგოგიური. ო ღ ო ნ დ ე ს ს ა მ ი ს პ ი რ ი ტ უ ა ლ უ რ ი მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა რ ო დ ი ა უ ქ მ ე ბ ს ს ი ტ ყ ვ ა ს ი ტ ყ ვ ი თ ს, ი ს ტ ო რ ი უ ლ მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა ს ს ა ღ ვ თ ო წ ე რ ი ლ ი ს ა ს . ე ს უ კ ა ნ ას კ ნ ე ლ ი გ ა ნ ა გ რ ძ ო ბ ს ა რ ს ე ბ ო ბ ა ს დ ა ქ მ ნ ი ს ბ ა ზ ი ს ს დ ა ნ ა რ ჩ ე ნ ი ს ა მ ი ი ნ ტ ე რ პ რ ე ტ ა ც ი ი ს ა თ ვ ი ს. საღვთო წერილში მოთხრობილ ამბებს სრული რეალობა გააჩნიათ, ქრისტეს პიროვნება ისტორიულად არსებულია, ასევე მისი ქმედებანი. მაგრამ ამავე დროს ეს ყოველივე განმარტება ზემოხსენებული სამი სპირიტუალური მნიშვნელობით. კერძოდ, ა ლ ე გ ო რ ი ი თ გვეძლევა ადვენტუალური, რწმენისმიერი განმარტება სახარებისა, რითაც საფუძველი ეყრება რწმენას, ტ რ ო პ ო ლ ო გ ი ი თ – გვეძლევა ზნეობრივი განმარტება, რაც ჰქმნის ადამიანური ცხოვრების ჰარმონიას ქრისტეს მაგალითის მიხედვით, ხოლო ა ნ ა გ ო გ ი ი თ გვეძლევა ესქატოლოგიური განმარტება, რაც გვიცხადებს მომავლის «საღვთო ქალაქს», „ზეციურ იერუსალიმს“ ქრისტესეული მისტერიის ტოტალობას. აი, ამ საფუძველს ემყარება შუასაუკუნოებრივი ეგზეგეტიკის უშველებელი შენობა (97, 15). -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Oct 25 2008, 08:19 AM
პოსტი
#13
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ახლა საუბარი გავაგრძელოთ მზეთი- როგორც უდიდესი ქრისტიანული სიმბოლოთი და ამას სხვა დიდი ქართველი მკვლევარის
ვიკტორ ნოზაძით დავიწყებ: მზის სიმბოლიკა ბიბლიაში: . მზე ბიბლიაში ქრისტიან მწერალთა შორის ვარსკვლავთა რელიგიური მნიშვნელობა სავსებით მოსპობილია. არც ვარსკვლავთა მითოლოგიას აქვს აქ გასავალი. აქ ბატონობს ერთი ღმერთი, უზენაესი და სამპიროვანი. და თუ ბუნების შვენებას ეტრფიან ქრისტიანი მწერალნი და მას გატაცებითაც აგვიწერენ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთის ძლიერება, დიდება და შვენება გვაჩვენონ, მისი უდიდესი შემოქმედების წარმტაცი სურათი ჩვენს თვალ წინ გადაგვიშალონ, გაგვაგებინონ და შეგვაყვარონ იგი... საღმრთო წერილის, ანუ ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა შეჰქმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავნი მეოთხე დღეს და ფსალმუნიც იმეორებს, ღმერთმა შექმნა მზეო (73/74), იობი ამბობს, ღმერთი განაგებს და უბრძანებს მზეს, და იგი მას ემორჩილებაო (9,7); მზემ იცის თავისი დაწოლის დრო (ფსალ. 103,4). მზე, რასაკვირველია, შექებულია ვით ბრწყინვალე (ეკლ. 42,16); მის ნათელს მთვარის სინათლე ვერ შეედარება (1 კორ. 15,14); იგი განაგებს დღეს, რომელს იგი ჰქმნის თავისი გამოჩენით (ფსალ. 135,8; ეკლ. 33,7; იერ). მზე ცხელია და მას ვგრძნობთ მზის ამოსვლისათანავე (1 მეფ. 9,9; 2 მეფ. 13,14 და სხვა). ეს სიცხე იზრდება მზის ამაღლებასთან ერთად (გამოს. 16,21); იგი ჰფანტავს ღრუბელთ (სიბრძ. 2,3); ამწიფებს ხილს; აშავებს პირს (ქება 1,5) და ხან და ხან მოაქვს გვალვაც და ჭირნახულს აფუჭებს. (ესაია 49,10; იოანე 4,8; მათე 13; მარკოსი 4,6) და სხვა. მზე დაბნელდა სასწაულებრივ ქრსიტეს ჯვარცმისას (ლუკა 23,45). მზე თავისი ღვაწლით აქებს და ადიდებს მეუფეს (ფსალ. 148,3; ეკლ. 49, 2; დან. 3,62). რომელნი ხედავენ მზეს, არიან ცოცხალნი (ეკლ. 7,12); ვერ იხილო მზე, ნიშნავს: არ დაიბადო (ფსალ. 57,9; ეკლ. 6,5), ან იყო ბრმა (საქმენი 13,11). მზე ბნელდება მოხუცთათვის, რომელთა მზერა სუსტდება (ეკლ. 12,1). მზე ჩადის მათთვის, რომელნი კვდებიან (იერენ. 195, 9), ან ვისაც ღმერთის შემწეობა და წყალობა აღარა აქვთ. (მიხ. 3,6). მზის წინაშე, მზის სახის წინ ნიშნავს, რომ საქმე ხდება ყველას დასანახად; სანამ მზე არსებობს, ნიშნავს: მარად, მუდამ (ფსალ. 72,5; 17; 88,38; ეკლ. 27,12), თუმცა მზემ თვითონ უნდა შესწყვიტოს არსებობა (ეკლ. 17,30); ღმერთს ამოჰყავს თავისი მზე ბოროტზე და კეთილზე, ესე იგი, ყველას გამოუკლებლივ ანიჭებს იგი სიკეთეს (მათე 5,45); მზე არ უნდა დაწვეს ჯავრით, რისხვით, ესე იგი, ადამიანმა თავისი გაჯავრება თუ რისხვა მზის ჩასვლამდე უნდა დაიწყნაროს (ეფეს. 4,26). ბიბლიაში მზე ხშირადაა გამოყენებული შედარებისათვის. იოსები სიზმარში ხედავს მზეს, მთვარეს და თერთმეტ ვარსკვლავს, რომელნიც მას თაყვანსა სცემენ და იაკობი ფიქრობს, რომ იგი თვითონაა მზე (დაბ. 37,9). მზეს აქვს კარავი მზეში, ესე იგი, დიდება და ბრწყინვალება (ფსალ. 18,6) ღმერთის თვალნი უფრო ბრწყინვალენი არიან ვიდრე მზე (ეკლ. 23, 28); თვითონ ღმერთი არის მზე მართალთა (მიხ. 4,2); მზე სამართლიანობისა (ესაია 40,19); იესო ქრისტე განსხივოსნებაა (მათე 7,2) და ბრწყინვალება (გამოცხ. 21,23; 22,5). ქება – ქებათა-ში სატრფო არის ლამაზი ვით მზე (6,9) სიბრძნე არის უფრო ლამაზი ვიდრე მზე ცაში (სიბრ. 4,29); მზესთან შედარებულნი არიან: მღვდელთმთავარი სვიმეონი (ეკლ. 1,7), მართალნი (მათე 13,43), სათნო საქმენი (ეკლეს. 17,16). მზე გონებისა არის ნათელი სიბრძნისა (სიბრ. 6,6); მარდახას სიზმარში მზე არის ებრაელთა უზრუნველყოფა და კეთილყოფა (ესთერ 10,6 და სხ.) მოციქული პავლე დამასკოსაკენ გზაში ყოფნისას ხედავს ნათელს, რომელი მზეზე უფრო მოელვარეა (საქ. 16,13); გამოცხადებაში იოანე ხედავს ანგელოზს, რომლის პირი ბრწყინავს ვით მზე (გამოც. 10,1); მეორე ანგელოზს, რომელიც მზეზე სდგას (გამ. 19,17), და ერთ დიაცს, მზით მოსილს (გამ. 12,1). ღვთაებრივი სამართლიანობის ჩვენებაში მზე არის უფალის სიკეთისა და წყალობის გამომხატველი, წინააღმდეგ შემთხვევაში მზე დაფარულია და ბნელდება (ესაია 13,10; 24, 23; ეზეკ. 37, 7. იობი 2,10 და სხვა); ოღონდ შემწეობის მზე უფრო ბრწყინვალეა ვიდრე არასოდეს (ესაია 0,26). მზის თაყვანება აღმოსავლეთში გავრცელებული იყო და ერთ დროს ესრაელთაც შეითვისეს იგი. ამით აიხსნება ის მოვლენა, რომ ბიბლიაში, ძველ აღთქმაში სასტიკად აკრძალულია მზისა და ვარსკვლავთა თაყვანება და ამ კანონის დარღვევისათვის დაწესებულია სიკვდილი ჩაქვავებით; იობი ღმერთის წინაშე თავს იმართლებს, მე არასოდეს მზისა და მთვარისათვის თაყვანი არ მიცია ხელზე კოცნითო (31, 26 დ 28). მაგრამ იუდეელთა სამეფოში მეფე მანასესა და ამონის დროს იერუსალიმში დამყარდა მზის თაყვანება, რომელიც შემდეგ იოსიამ მოსპო. სიბრძნის წიგნი დასცინის მათ, რომელთაც ქმნილებანი ღმერთებად მიუმჩნევიათ და თაყვანსა სცემენ ცეცხლსო (132). საკვირველია: ქართულ ბიბლიაში (გამოცემა 1884 წლისა) სწორად არაა ნათარგმნი ის ადგილი, რომელიც ამბობს: – ღმერთი არის მზე და ფარიო. ეს ადგილი არის დავითნ-ში, ანუ ფსალმუნ-ში (81, 11/12) და იგი ნათარგმნია ქართულად ასე: „რამეთუ წყალობა და ჭეშმარიტება უყვარს უფალსა, მადლი და დიდება მოსცეს ღმერთმან, უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელი ვლენან უბიწოდ“ (83,11). ბერძნულ ბიბლიაში ნათქვამია: – რამეთუ უფალი ღმერთი არსი მზე და ფარი; გერმანულ ბიბლიაში: დენნ გოტტ დერ ჰერრ ისტ ზონნე უნდ შილდ; ფრანგულში: კარლ ლ’ეტერნელ ნოტრ დიო ე ენ სოლეი ე ენ ბუკლიე; რუსულში: იბო გოსპოდ ესტ სოლნცე და შჩიტ. რატომ არის გამოტოვებული „მზე და ფარი“, გავმოურკვეველია და დღემდე არც არავის მიუქცევია ამისათვის ყურადღება. ამ საკითხის შესახებ პირადად გარკვეული ეჭვი მაქვს, ოღონდ აქ ამაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია. ღმერთთან ერთად ქრისტეც და ანგელოზიც არიან მზე, ან ვითარცა მზე. ქრისტე – მზე – „და იცვალა მათ (მოწაფეთა წინაშე) სხვა ფერად, და განჰბრწყინდა პირი მისი (ქრისტესი), ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი სპეტაკ, ვითარცა ნათელი“ (მათე 17,2). ანგელოზი – მზე – „პირი მისი ვითარცა მზე“ (გმოცხ. იოანესი 10,1). დედაკაცი – მზე – „და სასწაული დიდი გამოჰსჩნდა ცათა შინა; და დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე; და მთოვარე იყო ქვეშე ფერხთა მისთა, და თავსა ზედა გვირგვინით ათორმეტთა ვარსკვლავთა (გამოც.12,1). -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
sopo... |
Oct 25 2008, 09:15 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
ციტატა "კაიროს მეწამული ვარდი"( სასაცილო ფილმი.. ამ ფილმში შენ თავს ხედავ რომელიმე პერსონაჟში?.. თუ უბრალოდ მოგწონს.. თუ არც არაფერი.. არა რა ჯონი დეპის და პოლ უოკერის არც ერთ ფილმს აღარ გამოვტოვებ კინოთეატრში, რა იცი რა ხთება.. |
KAIROS |
Oct 26 2008, 03:40 AM
პოსტი
#15
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა თუ არც არაფერი არა, ისე უბრალოდ დაემთხვა სახელი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Apr 2 2009, 03:35 PM
პოსტი
#16
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ეს თემა არ გაგრძელდება? თუ ამოიწურა ქრისტიანული სიმბოლოები?
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
guest |
Apr 2 2009, 03:37 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ქევანა
ციტატა ეს თემა არ გაგრძელდება? თუ ამოიწურა ქრისტიანული სიმბოლოები? მე მქონდა იდეაში მეთარგმნა (ბოლომდე) წმინდა ნიკოლოზ სერბის სტატია ამის შესახებ, მაგრამ ვეღარ მოვახერხე სამწუხაროდ. ვნახოთ აბა ხელი თუ მიმიწვდა "დროსთან" |
ქევანა |
Apr 2 2009, 03:39 PM
პოსტი
#18
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
staywhite
ნან, მე შემიძლია რამეში დაგეხმარო? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
guest |
Apr 2 2009, 03:49 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ქევანა
ციტატა ნან, მე შემიძლია რამეში დაგეხმარო? ქეთ, სერბულად არის რომ იცოდე ენა, გადათარგმნი შენც . თუ არ ვცდები ეს რუსულადაც არის ნათარგმნი, მაგრამ მე არ მომწონს აქ სხვა ენებზე დადებული სტატიები, თუნდაც რუსულად გარდა ამისა, ცოტა გადახვევებიც არის ტარგმანში, ეს მე ჩემი მეგობარი ქართველი თეოლოგებიდან ვიცი დაზუსტებით, რომლებიც სერბულ ლიტერატურულს სხლავენ სოლჯერი მეუბნება, დათო და ზაზა ანუ ეს ბიჭები ჩემზე უკეთ ფლობენ სერბულ ენასო |
ქევანა |
May 26 2009, 07:22 PM
პოსტი
#20
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
staywhite
ნანას გარდა სხვას არავის არაფერი არ აქვს თემისთვის? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th November 2024 - 11:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი