IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სული, რა ვიცით მის შესახებ?
Genesis
პოსტი Oct 26 2008, 10:50 AM
პოსტი #1


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



რა არის სული და რა ფიზიკურ, ინტელექტუალური თვისებები გააჩნია?


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Oct 26 2008, 12:03 PM
პოსტი #2


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



სხეულისაგან დამოუკიდებელი სუბსტანცია tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 26 2008, 12:20 PM
პოსტი #3


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Genesis
ციტატა
რა არის სული

გადადის ღვთისმეტყველების განყოფილებაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 26 2008, 03:55 PM
პოსტი #4


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Genesis
ციტატა
რა ვიცით მის შესახებ?

პრაქტიკულად არაფერი გარდა იმისა, რასაც თეოლოგია გვასწავლის.
სულის არსებობას მეცნიერება არ ადასტურებს, მეცნიერებისთვის ადამიანის ცნობიერება და ტვინი განუყოფელი ნაწილებია.

შეიძლება დაუსრულებლად ვიმსჯელოთ სულის არსებობის დასაშვებობაზე, იმაზე რომ ცნობიერება სწორედ სულია და რომ ის სხეულის გარეთაც არსებობს, შეიძლება მოვიყვანოთ ფაქტები კლინიკური სიკვდილიდან, როდესაც ადამიანი ყვება ისეთ რაიმეს, რაც ჰალუცინაცია არ შეიძლება იყოს: მაგ. მისი "სიკვდილის" შემდეგ ოთახში შემოტანილი ნივთების ფორმა, ზომა და ფერი, კონკრეტული ადამიანების სახე, მანქანების სანომრე ნიშნები და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი რამდენად რეალური და სარწმუნოა არავინ იცის, პირდაპირი მტკიცებულებები კი ცხადია არ გაგვაჩნია.

ციტატა
რა ფიზიკურ-

ჩვენ დაკვირვების ინსტრუმენტი არ გაგვაჩნია. სული არ შესდგება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ელემენტარული ნაწილაკებისაგან. ის მატერია არ არის ანუ სულ მცირე მატერიის ის ფორმა, რასაც ჩვენ ვეძახით "მატერიას."

ციტატა
ინტელექტუალური თვისებები

თუ დავეყრდნობით მხოლოდ თეოლოგიას ანდა კლინიკურ სიკვდილგამოვლილი ადამიანების უშუალოდ მონათხრობს სულს დაახლოებით ისეთი ინტელექტუალური თვისებები უნდა ჰქონდეს, რაც ადამიანს, რადგან სწორედ ის უნდა იყოს ცნობიერების წყარო, მაგრამ ეს მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებულია.



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Oct 26 2008, 05:25 PM
პოსტი #5


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა( გიორგი @ Oct 26 2008, 04:55 PM) *



ცნობიერება სწორედ სულია და რომ ის სხეულის გარეთაც არსებობს,


აევე სიზმარშიც biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 26 2008, 06:19 PM
პოსტი #6


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
პრაქტიკულად არაფერი გარდა იმისა, რასაც თეოლოგია გვასწავლის.

და თეოლოგია რომ არ გვასწავლიდეს, საერთოდ არაფერი გვეცოდინებოდა smile.gif

ნუ, მეცნიერულად რა უნდა დამტკიცდეს სულის შესახებ, არ მესმის...
ის თვისებები რაც სულს შეიძლება გააჩნდეს, მეცნიერება მას სხვა სახელს არქმევს და სხვას მიაწერს, ან სხვა ახსნას ეძიებს smile.gif

ისე საინტერესოა, კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ: რა თვისებები გააჩნია...
აქვს მეხსიერება თუ არა
აქვს ფორმა თუ არა
აქვს ინტელექტი თუ არა

და ა.შ.

პ.ს. ვისაუბროთ რა თუ ეს შესაძლებელია, მაინტერესებს rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Jan 10 2009, 12:55 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



გამარჯობათ, როცა წავიკითხე დამაინტერესა:

ეზეკიელის 18:4-ზე

4. რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს.

ყველა სული ცოდვილია, ანუ ყველა სული მოკვდება?... არადა ებრაულში "მოკუდეს"- ეგ სიტყვა "სიკვდილის" ნიშნავს ნამდვილად...

აბა სული უკვდავიაო?

მაინტერესებს თქვენი პასუხი...


--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 10 2009, 03:50 AM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სული მცოდველი იგი მოკუდეს.

პირველი აქაა საუბარი ძველ აღთქმაზე, სადაც ყველა სული "კვდებოდა" ოღონდ არა იმ გაგებით კვდებოდა, როგორც მაგალითად ფოთოლი ან ბუზი, არამედ მიდიოდა ჯოჯოხეთში, სწორედ იმიტომ რომ "მცოდველი" იყო, ანუ არ იყო გამოსყიდვა აღსრულებული, რაც ქრისტეს განკაცებით და აღდგომით მოხდა, ასე რომ ტერმინები ბევრი და ღრმა მნიშვნელობის მქონეებია...
რაც შეეხება სულს, დაწერეს უკვე ზოგადად და მერე ჩავუღრმავდები, საჭიროებისდა მიხედვით smile.gif
იხარე;
კაიროსი!

ციტატა
სული უკვდავიაო

ხო ეს ისე ლიტერატურის გაცნობისასთვის:

დოგმატური ღვთისმეტყველება
სულის უკვდავება

სულის უკვდავების რწმენა განუყოფელია საერთოდ რელიგიისგან და მით უფრო ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, რომლის ერთ-ერთ ძირითად საგანსაც მასზე სწავლება შეადგენს.

იგი არ შეიძლებოდა ძველი აღთქმისათვის უცხო ყოფილიყო - ამას გამორიცხავს ეკლესიასტეს სიტყვები: „მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ. 12,7). „ხოლო ხისგან მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (შესაქ. 2,17) - შესაქმის მესამე თავის მთელი თხრობა (ღვთისგან გაფრთხილების ამ სიტყვებთან ერთად) პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ გამოჩნდა სამყაროში სიკვდილი. ასე რომ, თავად ეს ნაამბობი გვევლინვბა უკვდავების იდეის ამსახველად. ევას სიტყვებია: „ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა შჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდე“ (შესაქ. 3,3); მაშასადამე, ადამიანის უკვდავება შესაძლებელი იყო - იგი ამისთვის იყო განკუთვნილი. იმავე აზრს გამოხატავს ფსალმუნთმთქმელი ღმერთის სიტყვებით: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი, ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით“ (ფს. 81,6-7). იძულებულნი ვართ, ხაზი გავუსვათ ძველ აღთქმაში არსებულ მაგალითებს უკვდავების ეჭვშეუვალობაზე, რადგან ერთ-ერთი არსებული მოსაზრების თანახმად, ებრაელებს სულის უკუდავება არ სწამდათ. მოსეს ნაამბობი საწინააღმდეგოს ადასტურებს: ენოქის შესახებ იგი შენიშნავს: „არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან“ (შესაქ. 5,24). ესე იგი, ისე გადასახლდა ღმერთთან, რომ სიკვდილი არ უხილავს. აბრაამის (შესაქ. 25,8), აარონისა და მოსეს (მეორე სჯ. 32,50) სიკვდილზე ბიბლიური გამოთქმა „შეეძინა ერსა თჳსსა“ უაზრობაა გავიგოთ, როგორც მათი დაკრძალვა თავიანთი ხალხის გვერდით ერთ საფლავში ან ერთ მიწაში. ამათგან თითოეული ძველი აღთქმის მართალი აღესრულა არა წინაპართა მიწაზე, არამედ ახალი გადასახლების ადგილას (აბრაამი) და მოგზაურობის დროს (აარონი, მოსე). პატრიარქი იაკობი მას შემდეგ, რაც მხეცთაგან თავისი ძის დაგლეჯის ამბავი შეიტყო, ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (შესაქ. 37,35) - ცხადია, ჯოჯოხეთში არა საფლავი, არამედ სულის სამყოფელი იგულისხმება. ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ სულის მდგომარეობა გამოისახებოდა, როგორც ჯოჯოხეთშა ჩასვლა - იქ, სადაც უცხოა სიხარული და არ ისმის ღვთისადმი აღვლენილი ქება-დიდება. ყოველივე ამის შესახებ ვიგებთ იობისა და ფსალმუნთა წიგნების გარკვეული ადგილებიდან.

უკვე ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად კრთება იმედი, რომ მართალი ადამიანების სულებს ასცდებათ ასეთი პირქუში არსებობა. მაგალითად, წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). ფსალმუნთა ამ სიტყვებში კი ნათლად და გარკევით იგრძნობა ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულების სამომავლოდ გამოხსნის სასოება „და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით, რამეთუ არა დაუტვო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა“ (ფს. 15,9-10; 48,15).

ძველი აღთქმისეული იმედი ჯოჯოხეთიდან გამოხსნისა ახალ აღთქმაში განხორციელდა: „ძე ღვთისა“ აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა“ (ეფ. 4,8-9). გამოსათხოვარ საუბარში უფალმა ბრძანა, რომ მიდის, რათა „განგიმზადოს თქუენ ადგილი“, რათა „სადაცა მე ვიყო, მუნ თქუენ იყვნეთ“ (ინ. 14,2-3); ავაზაკს კი მიუგო „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43).

ახალ აღთქმაში სულის უკვდავება უფრო სრულად ცხადდება და საკუთრივ ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს. ეს რწმენა ასულდგმულებს ქრისტიანს და მის სულს ძე ღვთისას სამეფოში მარადიული ცხოვრების იმედით აღავსებს. „რამეთუ ჩემდა ცხორება ქრისტე არს, - წერს პავლე მოციქული, - და სიკუდილი შესაძინელ. ხოლო ცხორებაჲ ესე ხორცითა ამით ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული უმეტეს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფილიპ. 1,21-23). „რამეთუ უწყით, ვითარმედ, უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ, მაქუს ჩუენ სახლი ხელთ-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამთ შემოსად გვსურის“ (2 კორ. 5,1-2).

ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები, თავისთავად ცხადია, ერთხმად ქადაგებდნენ სულის უკვდავებაზე. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი ერთი ნაწილი მის ბუნებითს უკვდავებას აღიარებდა, მეორე და უმრავლესობა კი თვლიდა, რომ სულის უკვდავება საღვთო მადლის წყალობის შედეგია „უფალს ნებავს, რომ იგი (სული) ცოცხლობდეს“ (წმ. იუსტინე მოწამე), „სული უკვდავია მადლის წყალობით - იგი აქცევს მას უკვდავად“ (წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი). ამით ეკლესიის მამები განასხვავებდნენ ადამიანურსა და საღვთო უკვდავებას: ღმერთი უკვდავია თავისი ბუნებითი არსით და წმიდა წერილის მიხედვით მას „მხოლოსა აქუს უკვდავებაი“ (I ტიმ 6,16).

დაკვირვება ცხადყოფს, რომ სულის უკვდავებისა და ღვთისადმი რწმენა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მით უფრო მყარად და შეუორგულებლად სჯერა სულის უკვდავებისა და პირიქით, რაც უფრო სუსტია და უსიცოცხლო რწმენა ღვთისა, მით უფრო მეტი ორჭოფობითა და ყოყმანით მიეახლება ადამიანი სულის უკვდავების ჭეშმარიტებას. ხოლო ვინც საერთოდ დაკარგა ან თავისთავში ჩაახშო ღვთისადმი რწმენა, მას ჩვეულებრივ უკვე აღარ სჯერა სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისა. ეს გასაგებიცაა: რწმენის ძალას ადამიანი თავად სიცოცხლის წყარო - ღმერთისგან იღებს. ამ ცხოველმყოფელი ძალის ნაკადთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ ადამიანის აღვსებას რწმენის ძალით უკვე ვეღარ შეძლებს ნებისმიერი გონივრული დასაბუთება თუ მტკიცება.

შეიძლება სხვაგვარადაც დავასკვნათ: თავად ქრისტიანული სარწმუნოება იმ აღმსარებლობებსა და მსოფლმხედველობებში არის დასუსტებული, სადაც ითრგუნება სულის საიქიო ცხოვრებაზე რწმენის ძალა და არ ხდება მიცვალებულთა მოხსენიება. ვინც ღმერთისა ირწმუნა და საღვთო სიყვარული გააცნობიერა, ფიქრითაც კი არ დაუშვებს, თითქოს ზეციურ მამას მისი სიცოცხლის შეწყვეტა ნებავდეს და თავისთან კავშირის ნებას არ რთავდეს. ასეთი ადამიანი იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელსაც დედა უყვარს და არ დაიჯერებს, თითქოს მის მოყვარულ მშობელს მისი სიცოცხლე არ სურდეს.

უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, კერძოდ მის ცხოვრებასა და სწავლების სისტემაში სულის უკვდავების შეგნება ცენტრალურ ადგილს იკავებს. ეკლესიის განაწესის სულისკვეთება, აგრეთვე საღვთისმსახურო წიგნებისა და ლოცვათა შინაარსი იცავს და აცხოველებს მორწმუნეებში ამ შეგნებას, ემსახურება გარდაცვლილ ახლობელთა სულების საიქიო ცხოვრებისა და თავად ჩვენი უკვდავების რწმენის განმტკიცებას. რწმენა სულის უკვდავებისა ნათელ სხივად გასდევს მართლმადიდებელი ქრისტიანის მთელ სიცოცხლეს.

სამშვინველი და სული

წმიდა წერილში ადამიანის სულიერი საწყისი (სხეულებრივი საწყისის საპირისპიროდ) აღინიშნება ორი, თითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობის ტერმინით: „სამშვინველი“ და „სული“. მაგალითად, პავლე მოციქული ამ სიტყვებს ურთიერთსანაცვლოდ და მსგავსი მნიშვნელობით ხმარობს. ეს ჩანს შემდეგი ორი ტექსტის შედარებიდან „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და (სულითა თქეუნითა), რომელი იგი არს ღმრთისაჲ“ (I კორ. 6,20) და „...განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა...“ (2 კორ 7,1). ამასთან, მისივე ნაწერებში ორ ადგილას არის ნახსენები სამშვინველი და სული ერთად. ისმის კითხვა: ხომ არ გვეუბნება მოციქული, რომ ადამიანის ბუნების შემადგენელ ნაწილად სამშვინველის გარდა სულიც გვევლინება? ზოგი წმიდა მამის ნაწერებში, განსაკუთრებით კი ასკეტური ხასიათის თხზულებებში, სული და სამშვინველი აგრეთვე განირჩევა ერთმანეთისგან. ზემონახსენები ციტატებიდან პირველი არის პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: „რამეთუ ცხოველ არის სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძლიერ და უმკვეთელეს უფროჲს ყოვლისა მახვლისა ორპირისა. და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა“ (ებრ. 4,12), მეორე კი მისსავე ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ: „და სული თქუენი, სამშჳნველი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხჳნინ“ (I თეს. 5,23). ჯერ ერთი, ადვილად ჩანს, რომ „სულში“ იგულისხმება არა სამშვინველისაგან დამოუკიდებელი, ცალკე სუბსტანცია, არამედ მხოლოდ მისი უაღრესად შინაგანი, იდუმალებით მოცული მხარე. აქ შეიძლება პარალელი გაივლოს, ერთი მხრივ, სამშვინველისა და სულის, მეორე მხრივ კი, სხეულის ასოთა და ტვინის ურთიერთდამოკიდებულებასთან. ეს უკანასკნელი არის სხეულებრივი არსების ნაწილი, ანუ შემცველში შემავალი; ცხადია, მოციქულის მიერ სულიერი არსების ფარულ ნაწილად სულიც ამგვარადვე მოიაზრება. მეორეც, სიტყვაში „სული“ სავარაუდოდ იგულისხმება სამშვინველის ის განსაკუთრებული, გამორჩეულად აგებული ფარული ნაწილი, რომელიც ქრისტიანში სულიწმიდის მადლის მოქმედებით იქმნება. ეს ის სულია, რომლის შესახებ მოციქული სხვაგან ამბობს „სულსა ნუ დაავსებთ“ (I თეს. 5,19) და „სულითა მდუღარე იყვენით“ (რომ. 12,11). ასე რომ, მოციქული აქ მიმართავს არა საერთოდ ადამიანებს, არამედ მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანებს. მოციქულთან ასეთივე მნიშვნელობით გვხვდება შეპირისპირება „სულიერი ადამიანისა“ „მშვინვიერ“ ანუ ხორციელ ადამიანთან (I კორ.2,14-25). სულიერ ადამიანს აღორძინებული სამშვინველი აქვს, იგი თავისთავში მადლის თესლს აღვივებს, აღმოაცენებს და სულიერ ნაყოფს გამოიღებს. თავისი სულიერი ცხოვრებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით შეიძლება სულიერი ადამიანიც ხორციელის ანუ მშვინვიერის დონემდე დავიდეს („ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ხორციელად აღასრულებთ?“ - გალ 3,3). ამიტომ უსაფუძვლოა ჩავთვალოთ, თითქოს პავლე მოციქულის აზრები ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ბუნების ორგვარი შედგენილობის შესახებ სწავლებას.

აზრს, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება მშვინვიერთან შედარებით არის უმაღლესი, მადლმოსილი ფორმა, სავარაუდოდ, უკვე პირველი საუკუნეებიდან იზიარებდნენ ქრისტიანობის ის მასწაეღაებლები და ეკლესიის მამები, რომლებიც სამშვინველის გარდა სულის არსებობასაც გამოჰყოფდნენ (ასეთები არიან: იუსტინე მოწამე, ტატიანე სირიელი, ირინეოს ლიონელი, ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი, ეფრემ ასური, აგრეთვე, გვიანდელ ხანაში მოღვაწე მწერლები). ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა პირდაპირ აღიარებს, რომ ადამიანური ბუნება ორი ნაწილისგან - სხეულისა და სულისგან - შედგება (წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, ღირსი იოანე დამასკელი). ნეტარი თეოდორიტე წერს: „აპოლინარიუსის (იგულისხმება ერეტიკოსი აპოლინარიუსი) სწავლებით ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან სხეულის, ცხოველური სულისა და მოაზროვნე სულისგან, რომელსაც გონს უწოდებს, მაგრამ საღვთო წერილი იცნობს მხოლოდ ერთ სულს და არა ორს, რაც ნათლად არის ნაჩვენები პირველი ადამიანის შესაქმის ისტორიაში. ღმერთმა მტვრისგან შექმნა სხეული და შთაბერა სული - ამით გვაჩვენა, რომ ადამიანში ორი საწყისია და არა სამი“.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Jan 10 2009, 01:27 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



გამარჯობა კაიროს smile.gif მადლობა გრძელი პასუხისთვის.
პირველ რიგში ვნახოთ სად წერია სიტყვა ჯოჯოხეთი ძველ აღთქმაში და ვნახოთ ზუსტად რას ნიშნავს ეგ ძველ ებრაული სიტყვა smile.gif "შეოლ"- საფლავს ნიშნავს და არა ჯოჯოხეთს... ახალი აღთქმა ცალკე თემაა smile.gif

ეხლა შენს დაწერილებზე:

შენ წაიკითხე ეკლესიასტეს 9 თავი:

5. რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა.

6. წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ, აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება.

10. რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.

მკვდრებმა არაფერი იციან... სიკვდილის შემდეგ ადამიანს არც ცოდნა, არ საფიქრალი არ წაყვებაო... huh.gif

ხოლო, 4 საუკუნემდელი ქრისტიანები ვინც ჩამოთვალე, უმეტესობა მათგანის ზოგიერთი იდეა იყო ყოვლად ანტიმართლმადიდებლური smile.gif თუნცა ომზე- ამბობდნენ რომ გინდაც თავს იცავდე საშინელი ცოდვაა, და ყველანაირ წინააღმდეგობის გაწევას კრძალავდნენ, მაგრამ ეს მათი აზრების განსხვავებულობის ზღვაში წვეთია smile.gif

არ მახსოვს რომელ ხაზში მაგრამ გამოცხადებაშI წერია რომ დავით მეფე არ წასულა ჯოჯოხეთშიო... კი მაგრამ მანამდე ხომ არსებობდა ჯოჯოხეთი?

თუმცა როცა იესო საუბრობდა ცათა სასუფეველზე დანამდვილებით შემიძLია ვტქვა რომ მანდ წერია - Kingdom of God smile.gif

cool.gif მაგრამ ის ფრაზა ლუკას 23:43 საინტერესოა smile.gif და მაგას დიდ ყურადღებას მივაქცევ და დავწერ რასაც ვფიქრობ smile.gif


--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 10 2009, 08:06 PM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სად წერია სიტყვა ჯოჯოხეთი ძველ აღთქმაში

მაიცა, კაცო smile.gif
მოდი ერთი ჯიგრულად გვითხარი, სექტანტი ხარ თუ მათი გავლენის ქვეშ?
არ გაბრაზდე, მართლა მაინტერესებს, თორემ დავიღალე, რამდენ ადგილას და რამდენ რაიმეზე გიპასუხო ცალცალკე? smile.gif
მოდი გავხსნათ ( გახსენი ) თემა და ყველა ეგ სიყვარულობა იქ შევაგროვოთ და მერე ნელნელა მივყვეთ, თორემ სულიდან ჰოპლა შაოლზე იქიდან სადღაც კიდო არ გამოვა smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Jan 10 2009, 09:36 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



ციტატა(KAIROS @ Jan 10 2009, 09:06 PM) *

მაიცა, კაცო smile.gif
მოდი ერთი ჯიგრულად გვითხარი, სექტანტი ხარ თუ მათი გავლენის ქვეშ?
არ გაბრაზდე, მართლა მაინტერესებს, თორემ დავიღალე, რამდენ ადგილას და რამდენ რაიმეზე გიპასუხო ცალცალკე? smile.gif
მოდი გავხსნათ ( გახსენი ) თემა და ყველა ეგ სიყვარულობა იქ შევაგროვოთ და მერე ნელნელა მივყვეთ, თორემ სულიდან ჰოპლა შაოლზე იქიდან სადღაც კიდო არ გამოვა smile.gif


სექტანტი არა ვარ, გავლენის ქვეშ არ ვექცევი, მხოლოდ ვსწავლობ ადამიანებისგან smile.gif

არა, შაოლზე არ გადავხტი, ეზეკიელის ფრაზაში, მხოლოდ ქართულს ნუ მოვიშველიებთ, ჩანს რომ ცოდვილი სული მოკვდებაო... რატომ უნდა გავიგოთ გადატანითი მნიშვნელობით?

ჯოჯოხეთის არსებობა რომ ვუარყვე მაგიტომ იყო, სული თუ კვდება ჯოჯოხეთში რაღა უნდა biggrin.gif

მაგრამ აზრი ისაა რომ მოვა ღმერთის სამყარო და სულები გაცოცხლდებიან smile.gif

ხოლო იუსტინე წამებულის და სხვების აზრს ნუ იშველიებ smile.gif ეგ 4 საუკუნემდელი ქრისტიანები სხვანაირად აზროვნებდნენ და სხვანაირად სწამდათ smile.gif მითუმეტეს მართლმადიდებლობას მათ აზრებს ნუ მოარგებ...

მე შეიძლება არ ვიცი ბევრი რამე, უამრავი საქმეები მაქვს, სასწავლი, არ მრჩება იმდენი დრო რომ ბიბლია თავიდან ბოლომდე "დედანში" მეკითხა და ტომეულები მეკითხა თითო საკითხზე... რაც ვიცი იმით ვწერ smile.gif

rolleyes.gif


--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 10 2009, 09:45 PM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ძალიან კარგი smile.gif
ე.ი. რა ვქნათ აქ ვისაუბროთ შეოლზე და სულზე,
იქ მამას დაძახებაზე? ეს იყო კითხვა, აქ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი შემოდის და გვაქვს დიალოგი და ამიტომ გკითხე, არ გეწყინოს, ინფორმაციისათვის წინასწარ რომ გვცოდნოდა smile.gif
არადა მაპატიე კიდევ ერთხელ და ძალიან გავს "რასელისტების" ( ე.წ." იეჰოვას მოწმეების" ) არგუმენტებს შენები smile.gif
ციტატა
მაგრამ აზრი ისაა რომ მოვა ღმერთის სამყარო და სულები გაცოცხლდებიან

აი ეს "კლასიკური " რასელიზმია...
მოდი ახლა ასე გავაკეთოთ smile.gif
ავიღოთ ერთი თემა და ვისაუბროთ მასზე,
მაგალითად არის თუ არა სული უკვდავი?
აი ზემოთ არის მართლმადიდებლური სწავლება ჩამოყალიბებული, შენ თუ ნამდვილად არ ხარ რასელისტი ( არაა პრობლემა ისე რომც იყო a075.gif ) , და მართლა თუ ძიებაში ხარ ( ხომ იცი სიცრუე ნელზია biggrin.gif ) , მაშინ კი არ უნდა ამტკიცო ასე არააო, არამედ აი ეს და ეს ვერ გავიგეო smile.gif
მოკლედ დაყევი ახლა სულის უკვდავებაზე ზემოთ მოყვანილ მუხლებს და არგუმენტების დაწყობილად უპასუხე( ანუ რა ვერ გაიგე ) და მერე ჩვენც ( სხვებიც შემომიერთდებიან იმედია) ასევე დაწყობილად და მუხლობრივად გიპასუხებთ.
იხარე;
კაიროსი!

პ.ს.
ციტატა
ეგ 4 საუკუნემდელი ქრისტიანები სხვანაირად აზროვნებდნენ და სხვანაირად სწამდათ მითუმეტეს მართლმადიდებლობას მათ აზრებს ნუ მოარგებ...

ეს ცუდი ბრალდებაა და მოერიდე, აბსურდია ერთი და სხვა მხრივ წავა კამათი მეორე...ხომ? smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Jan 10 2009, 09:56 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



ბრალდება? მოდი გავარკვიოთ რას ამბობდენ შენს მიერ ჩამოთვლილი 4 საუკუნემდელი ქრისტიანები ომზე biggrin.gif

თავდაცვასაც კრძალავდნენ კარგი რა smile.gif

რასელისტი არა ის, "ჩემი თავისტი" ვარ biggrin.gif

ვიცნობ იეჰოვას მოწმეების სწავლებას და რაღაცეებში ვეთანხმები, მაგრამ ყველაფერში არა smile.gif

სული კვდება, მაგრამ არა სამუდამოდ smile.gif

ლაზარეზე იესო ამბობს მიიძინაო... რა სამOთხე რა ჯოჯოხეთი biggrin.gif

კაი დაივიწყე smile.gif




--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 10 2009, 10:00 PM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სული კვდება, მაგრამ არა სამუდამოდ

ურევ ძამიკო smile.gif ეგ რასელიზმია smile.gif
რას ქვია აბა ეს "არასამუდამო სიკვდილი"? smile.gif
მოკვდა ჯიგარ, ფაფუ smile.gif აღარ დარჩა არაფერი... პიროვნება იკარგება გესმის?
მოდი ამაზე ვისაუბროთ, თუ რასელისტი არ ხარ, მაშინ აქვე გავაგრძელოთ


ციტატა
ლაზარეზე იესო ამბობს მიიძინაო... რა სამOთხე რა ჯოჯოხეთი

smile.gif რა სამოთხე, ის სამოთხე სადაც ავაზაკი შევიდა და ის ჯოჯოხეთი, სადაც წიაღია აბრაამის... ასე ვერ წავალთ წინ, განსაზღვრო უნდა საწყისი, ანუ ჯერ შეეშვი ამათ და სულის უკვდავებაზე ისაუბრე..

ციტატა
ბრალდება? მოდი გავარკვიოთ რას ამბობდენ შენს მიერ ჩამოთვლილი 4 საუკუნემდელი ქრისტიანები ომზე

ომი შემდეგ ხომ? smile.gif ნუ დახტიხარ smile.gif ჯერ სულის უკდავება..

ციტატა
მოკლედ დაყევი ახლა სულის უკვდავებაზე ზემოთ მოყვანილ მუხლებს და არგუმენტების დაწყობილად უპასუხე( ანუ რა ვერ გაიგე ) და მერე ჩვენც ( სხვებიც შემომიერთდებიან იმედია) ასევე დაწყობილად და მუხლობრივად გიპასუხებთ.

ეს გააკეთე და პასუხიც იქნება მსგავსი,
გელოდებით;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 10 2009, 10:05 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



KAIROS
ციტატა
მოკვდა ჯიგარ, ფაფუ smile.gif აღარ დარჩა არაფერი... პიროვნება იკარგება გესმის?

"პიროვნება იკარგება"? ეს რას ნიშნავს? blink.gif blink.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 10 2009, 10:10 PM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
"პიროვნება იკარგება"? ეს რას ნიშნავს?

ხო ეს იმ შემთხვევაში თუკი სული არ არსებობსთქო...
ანუ სხეული მიწად იქცევა, სული კვდება და ის რომ ვიღაცას ახსოვს, ეს მის ინდივიდს არაფერს შველის, ის გაქრა..



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 10 2009, 10:15 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



KAIROS
ციტატა


ააა... გასაგებია. smile.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Jan 10 2009, 10:19 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



სულის თემა რთულია, მაგას სჭირდება ძველ ებრაული და ბერძნული ტექსტების სრული გამოკვლევა, რაც მე არ მაქვს ჯერ გაკეთებული...

მაგრამ ლუკას 23:43 იყო ნახსენები, მანდ შეცდომაა დაშვებული რადგან ბერძნულ ენას სასვენი ნიშნები არ აქვს და ორი წერტილის დაწერა მაგ ადგილას დემაგოგიაა smile.gif

"დღეს" ამის მერე უნდა ორი წერტილი smile.gif იესო ეუბნება დღეს გეუბნები რომ იქნები ჩემთან ერთად "სამოთხეშიო"... დღესვე კი არ იქნებიო biggrin.gif

სექტანტობას ნუ დამაბრალებთ smile.gif


--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Jan 10 2009, 11:30 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



მინდა შემოგტავაზოთ ტატიანეს ნაშრომიდან ერთი პასაჟი, რომელიც სულს ეხება:

"The soul is not in itself immortal, O Greeks, but mortal. Yet it is possible for it not to die. If, indeed, it knows not the truth, it dies, and is dissolved with the body, but rises again at last at the end of the world with the body, receiving death by punishment in immortality. But, again, if it acquires the knowledge of God, it dies not, although for a time it be dissolved."

და ის 4 საუკუნემდელი მამები რომლებიც აქ იყო ჩამოთვლილი, ეწოდებათ ანტინიკეური მამები smile.gif



--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 11 2009, 05:47 AM
პოსტი #20


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ო ლაშაბ, ლაშაბ biggrin.gif
ე.ი. აშკარად ჩამოყალიბებული გაქვს შენი "თავისტობა" ( რომელიც რასელისტობის უახლოესი "ნათესავია") და აქ უბრალოდ კი არ კითხულობ , არამედ ამტკიცებ, რაღაც სექტანტიზმს და მერე ნუ მაბრალებთო...
არის ეგ სექტანტიზმი ... "ლაშაბისტობა" დავარქვათ გინდა "რასელისტობა" მაინც შორსაა ეკლესიის აზროვნებისაგან.
შენ როგორც ბევრი სექტანტი, მათ შორის რასელისტები, გინდა წარმოადგინო, რომ ნიკეის კრებამდე ყველა თუ არა უმრავლესი იყოო "ანტიმართლმადიდებელი" და როგორც დაწერე "ანტინიკეისტი",

და "რასელისტების და ლაშაბისტების" აზრების მქონეო...
ეს არაისტორიულია და სიყალბე, მოგყავს ტატიანე და მის სიტყვებს რაც უკავშირდებოდა არა სულის უკდავებას არამედ მის რეინკარნაციას ავრცელებს ისე როგორც შენ გინდა smile.gif
"რეინკარნაციის დოქტრინას მკვეთრად დაუპირისპირდნენ ქრისტიანობის პირველი აპოლოგეტები: იუსტინე ფილოსოფოსი, თეოფილე ანტიოქიელი, ტატიანე სირიელი, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, იპოლიტე რომაელი, მუნციუს ფელიქსი და სხვები, რომლებიც დაუზოგავად ამხელდნენ პლატონისა და პითაგორას სწავლებას სულთა მარადიული არსებობისა და მეტემფსიქოზის შესახებ. რეინკარნაციის თეორიას აკრიტიკებს აგრეთვე ანტიკური ფილოსოფიისადმი თვით ყველაზე ლიბერალურად განწყობილი ღვთისმეტყველი კლიმენტი ალექსანდრიელი. "

ანუ ტატიანე, როგორ იუსტინე ფილოსოფოსი, უპირისპირდებოდნენ სულის "უკდავების" პლატონისეულ გაგებას, თუმცა არ ვიჩქაროთ...
მაგრამ ტატიანე, სულაც არ გახლავს საეკლესიო აზროვნების გამომხატველი წმიდანი:
Главнейшие заблуждения Татиана, по показаниям Иринея, Ипполита, Климента Александрийского и других церковных писателей, состояли в том, что он допускал невидимые эоны, подобно Валентину, объяснял слова в книге Бытия «да будет свет» как просьбу дeмиypгa к высшему Богу, отрицал возможность спасения Адама, как главы непослушания, отвергал брак, почитая его блудодеянием, осуждал употребление мяса и вина и был если не основателем, то одним из значительных представителей секты энкратитов («воздержников»), называвшихся также гидропарастатами, акварианами вследствие употребления ими одной воды при совершении евхаристии. Иероним приписывает Татиану докетический образ мыслей о плоти Христа.

ე.ი.
1) ტატიანე არაა ეკლესიის მამა
2) ტატიანე მიჩნეულია მწვალებლად ეკლესიაში
და აქ შეგიძლია ნახო კლიმენტი ალექსანდრიელის კრიტიკა მასზე ამონარიდი "ხალიჩებიდან"

http://www.krotov.info/acts/03/1/kliment_aleksandr_19.htm#81
(81 თავი და შემდეგ)

3) საოცრება biggrin.gif ტატიანე არ უარყოფს სულის უკდავებას, იმ გაგებით რა გაგებითაც ჩვენ ქრისტიანებს გვწამს:
შენ, როგორც სჩვევიათ სექტანტებს, ამოგლეჯილი ნაწილი მოიტანე და მთლიანი ტექსტი სრულიად არ ჩანს;
ამიტომ ჯერ ვნახოთ აბა რას ამბობს ზუსტად ტატიანე

ციტატა
"The soul is not in itself immortal, O Greeks, but mortal. Yet it is possible for it not to die. If, indeed, it knows not the truth, it dies, and is dissolved with the body, but rises again at last at the end of the world with the body, receiving death by punishment in immortality. But, again, if it acquires the knowledge of God, it dies not, although for a time it be dissolved."



13. Душа сама по себе не бессмертна, эллины, но смертна. Впрочем она может и не умирать. Душа, не знающая истины умирает и разрушается вместе с телом, и получает смерть через нескончаемые наказания...

ახლა არის აქ რაიმე წინააღმდეგობრივი მართლმადიდებლობასთან? ( ვამბობ აქ, რადგან ზოგადად ტატიანე ვერ ჩაითვლება მამათა აზროვნების საზომად )
ამიტომ ვნახავთ რას ამბობს ტატიანე, სინამდვილეში ტატიანე, სულზე კი არ საუბრობს აქ, არამედ სამფშვინველზე
(ზოგადად უნდა ითქვას, რომ არც სამფშვინველი, არც სული და არც ანგელოზნი "თავისთავად და ღმერთის გარეშე" არ არიან უკდავნი:
რადგან ღმერთია მომნიჭებელი ყოველივე უკდავებისა და იგია წყარო, ამიტომ უკდავი ბუნებით მხოლოდ ღმერთია ), დავუბრუნდეთ ტატიანეს,
იგი მკვეთრად განასხვავებს " Душа "-ს და "дух"-ისგან და ამბობს, რომ თუ სამფშვინველის მქონე ადამიანი იქნება მორწმუნე მისი სამფვინველიც არ მოკვდებაო "может и не умирать" ( ეს როგორ ხდება ეს სხვა საკითხია და ამაზე შემდეგ) არამედ სულთან ერთად იქნებაო" когда она соединена с божественным духом, то не лишена помощи, но восходит туда, куда возводит ее дух. Ибо жилище духа на небе" ნუ რა გინდა ახლა მეტი? biggrin.gif
ხოლო თუკი ცოდვებში იქნება ადამიანო, მაშინ სამფშვინველი: "
Душа, не знающая истины умирает и разрушается вместе с телом," და ყველაზე საოცარი "и получает смерть через нескончаемые наказания"


13. Душа сама по себе не бессмертна, эллины, но смертна. Впрочем она может и не умирать. Душа, не знающая истины умирает и разрушается вместе с телом, и получает смерть через нескончаемые наказания. Но если она просвещена познанием Бога, то не умирает, хотя и разрушается на время. Сама по себе она есть ни что иное, как тьма, и нет в ней ничего светлого. К этому относятся слова: "тьма не объяла света". Ибо не душа сохранила дух, но сама им сохранена, и свет объял тьму. Слово есть Божественный свет, а тьма душа чуждая ведения. Посему если она живет одна, то уклоняется к веществу и умирает вместе с плотию; а когда она соединена с божественным духом, то не лишена помощи, но восходит туда, куда возводит ее дух. Ибо жилище духа на небе, а душа имеет земное происхождение. "

http://www.krotov.info/acts/02/03/0175tati.html

ნუ მერე ტატიანე ანვითარებს უფრო გნოსტიკურ შეხედულებებს სულის და სამფშვინველის წარმოშობის, მისი საღვთო სულთან შეერთების და ა.შ. შესახებ, რაც გნოსტიციზმია და სხვა თემაა, მაგრამ ის რომ ალბათ უცოდინარობით ტატიანეს დააბრალო სულის უკდავებას უარყოფსო, უბრალო ლაფსუსია, რადგან ტერმინები " Душа " აგერია "дух"-ში, ინგლისურშიც განსხვავებულია "soul " და "spirit",
For the soul does not preserve the spirit, but is preserved by it, but, if it enters into union with the Divine Spirit, 71it is no longer helpless, but ascends to the regions whither the Spirit guides it: for the dwelling-place of the spirit is above, but the origin of the soul is from beneath.

http://www.ccel.org/ccel/schaff/anf02.iii.ii.xiii.html

ერთი ღვთისმიერია და მას უწოდებს კიდეც მსგავსებასა და ხატებას
"сотворило человека - во образ бессмертия, дабы как Бог бессмертен, так и человек, получивший причастие божества, имел также и бессмертие" ( იხ. 7 თავი) , ხოლო მეორე ცხოველებსაც გააჩნია და არის"from beneath"ანუ აქვს " земное происхождение."
მოკლედ იმედია გასაგები გახდა ოდნავ მაინც შენთვისაც, რომ ტატიანე არ უარყოფდა სულის უკდავებას smile.gif

რაც შეეხება ცილისწამებას,
ციტატა
და ის 4 საუკუნემდელი მამები რომლებიც აქ იყო ჩამოთვლილი, ეწოდებათ ანტინიკეური მამები
ესეც სიყალბეა და მაშინ დაგიმტკიცებ, თუ დამისახელებ "ანტინიკეურ" მამას, რომელიც ეკლესიის მიერ შერაცხულია წმიდანად და ან ვინც სულის უკდავებას უარყოფდა...

რაც შეეხება იმ ორ წერტილს, სჯობს გასცე პასუხი ყველა პუნქტს და მერე დავიდეთ წერტილებამდე!

მაგრამ მაინც შევეცდები "მოკლედ" მაინც გიპასუხო, არ იფიქრო გადაახტაო smile.gif
აი ესაა მუხლი:
ციტატა
დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43).

ასეა ძველ ქართულში, რომელიც შეგახსენებ ერთერთ უძველესი თარგმანია სახარებისა, ვნახოთ სხვაგანაც:
შენი ვერსიაა:
ციტატა
დღეს გეუბნები რომ იქნები ჩემთან ერთად "სამოთხეშიო"...

ხოლო ჩვენი ის რაც წერია
"დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა"
ახალ ქართულად:
"43. ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. "

ვნახოთ ლათინური "ვულგატა"
43 Et dixit illi Jesus : Amen dico tibi : hodie mecum eris in paradiso.
"43 და უთხრა მას იესომ: "ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა"
პ.ს.
ლათინურში;
hŏdĭē ნიშნავს:
1 oggi - დღეს
2 subito, ora, sul momento, all'istante - ამ მომენტშივე, მალევე, ძალიან ჩქარა
3 attualmente, fino ad ora.- ახლახანს, ამჟამად

http://www.dizionario-latino.com/dizionario-latino.php)

აქედანვე ზუსტი იტალიური თარგმანიც:

43 Gli rispose: «In verità ti dico, oggi sarai con me nel paradiso».
შინაარსი ზუსტად იგივე:
"43 და უთხრა მას : "ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა"



http://vulsearch.sourceforge.net/html/Lc.html

რომ არ შეგაწყინო თარგმანებში ასეა გერმანულშიც, ფრანგულშიც, და მსოფლიოს ყველა ენაზე, გარდა "რასელისტურისა" biggrin.gif რისი გაკეთენაც ანუ ბიბლიის მორგება თავიანთ მწვალებლობაზე სწორედ რომ მათი ცნობილი
ციტატა
დემაგოგიაა
smile.gif

და ბოლოს მცირე ჩაღრმავებასაც დავურთავ:
ციტატა
ბერძნულ ენას სასვენი ნიშნები არ აქვს და ორი წერტილის დაწერა მაგ ადგილას დემაგოგიაა

და შენ რომ გაწყობს იქ არაა ხომ? biggrin.gif
ციტატა
"დღეს" ამის მერე უნდა ორი წერტილი

და ეგ საიდან დაასკვენი? ლოგიკა,ლოგიკა...
მოკლედ, აქ მხოლოდ ორი წერტილი კი არა წინადადების აგებულება გვეუბნება ტექსტის ზუსტ სახეს, ანუ იმას რაც ყველა თარგმანმა ერთნაირად გადმოიღო, ვნახოთ ახლა ესეც:
ახლა შეიძლება დავუშვათ რომ ":" შეიძლება შეცვალოს წინადადება? ანუ რომ ამოვიღოთ : გამართულად მივიღებთ წინადადებას?
არა, რადგან ლათინურად სრულიად გაუმართავი იქნება "Amen dico tibi hodie" რადგან ადგილის გარემოება გადადის წინ "hodie Amen dico tibi..." დღეს გეტყვი" და არა "გეტყვი დღეს"
ზმნა ბოლოშია მოკლედ, მაგ; " hodie populo christiano afferunt" ( (დროის) გარემოების შემდეგ ზმნა)
ასევეა იტალიურშიც: «In verità ti dico, oggi..."-ს ნაცვლად უნდა ყოფილიყო "Oggi ti dico in verità" , ანუ უცილობლად "დღეს" წინ უნდა გადადიოდეს, მგონი ქართულადაც ასეა ...
"აგვისტოში რუსეთმა ....სახელმწიფო საზღვრები კავკასიონის ქედს გადმოაცილა" არის სწორი ფორმა და არა ""გადმოაცილა რუსეთმა ....სახელმწიფო საზღვრები კავკასიონის ქედს აგვისტოში "
ასევეა ძველ ქართულშიც: "ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას" და არა "მსთუად მოვიდეს ცისკარსა საფლავსა მას"...(ლკ. 24:1)
არ ვარ დიდი ფილოლოგი, მაგრამ მგონი ასეა...


იხარე და მოიქეცი:

კაიროსი!

პ.ს.
გირჩევ წაიკითხე ფლოროვსკის "სულის უკდავება"

http://pravbeseda.ru/library/index.php?page=book&id=315


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი