IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> სული, რა ვიცით მის შესახებ?
One truth
პოსტი Apr 18 2011, 12:00 AM
პოსტი #61


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

რელიგიურ სწავლებებში ჩადებულია საერთო აზრი: ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის რაღაც ნაწილი სიცოცხლეს განაგრძობს. დღემდე არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის თანახმად, ადამიანს სიკვდილის შემდეგაც აქვს დანახვის, გაგებისა და აზროვნების უნარი. მაგრამ განა შესაძლებელია ეს? ადამიანის გრძნობები და აზრები დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირებასთან. სიკვდილის დროს კი ტვინი წყვეტს მუშაობას. შეუძლებელია, რომ ჩვენმა მოგონებებმა და გრძნობებმა ტვინისგან დამოუკიდებლად რაღაც სასწაულებრივი სახით კვლავაც განაგრძოს არსებობა. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Apr 18 2011, 12:19 AM
პოსტი #62


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(One truth @ Apr 18 2011, 01:00 AM) *

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

რელიგიურ სწავლებებში ჩადებულია საერთო აზრი: ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის რაღაც ნაწილი სიცოცხლეს განაგრძობს. დღემდე არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის თანახმად, ადამიანს სიკვდილის შემდეგაც აქვს დანახვის, გაგებისა და აზროვნების უნარი. მაგრამ განა შესაძლებელია ეს? ადამიანის გრძნობები და აზრები დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირებასთან. სიკვდილის დროს კი ტვინი წყვეტს მუშაობას. შეუძლებელია, რომ ჩვენმა მოგონებებმა და გრძნობებმა ტვინისგან დამოუკიდებლად რაღაც სასწაულებრივი სახით კვლავაც განაგრძოს არსებობა. smile.gif

მეც მაგ აზრისა ვარ .


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Apr 18 2011, 08:14 PM
პოსტი #63


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა(davithet @ Apr 18 2011, 12:19 AM) *

მეც მაგ აზრისა ვარ .

ანუ შენც ეთანხმები,რომ სული კვდება. smile.gif

რა ხდება სიკვდილის დროს სინამდვილეში?

ის, თუ რა ხდება სიკვდილის დროს, საიდუმლოებით მოცული არ არის ღმერთისთვის, რომელმაც ადამიანის ტვინი შექმნა. მან იცის ჭეშმარიტება და თავის სიტყვაში, ბიბლიაში, გვიხსნის, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები. ბიბლია გვასწავლის, რომ როდესაც ადამიანი კვდება, ის წყვეტს არსებობას. სიკვდილი არის სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობა. მკვდრებს არც დანახვა შეუძლიათ, არც ფიქრი და არც რამის გაგება. ფიზიკური სხეულის სიკვდილის დროს ადამიანი მთლიანად წყვეტს არსებობას. ადამიანს არავითარი უკვდავი სული არა აქვს.


როგორც სოლომონმა დაწერა, „მკვდრებმა არაფერი არ იციან“. ამ საკითხის შესახებ ის შემდეგ უფრო კონკრეტულად ამბობს, რომ მკვდრებს არც სიყვარული შეუძლიათ, არც სიძულვილი და მათთვის არ არსებობს „საქმე და ჩანაფიქრი და ცოდნა და სიბრძნე [სამარეში]“
(ეკლესიასტე 9:5, 6, 10). მსგავსად ამისა, ფსალმუნების 145:4–ში ნათქვამია, რომ ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში „იმავე დღეს გაქრება მისი აზრები“. ჩვენ მოკვდავნი ვართ და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს ვერ განვაგრძობთ.
ჩვენი სიცოცხლე შეგვიძლია სანთლის ალს შევადაროთ. როდესაც სანთელს ვაქრობთ, ალი არსად არ მიდის. ის უბრალოდ აღარ არსებობს.

თუ ბიბლიაში წერია,რომ სიკვდილის შემდეგ ქრება ადამიანის ყველა ფიქრი,სიყვარული,სიძულვილი,სა ქ მე,ჩანაფიქრი ....მაშ საიდან გავრცელდა ხალხში მცდარი აზრები მკვდარზე,რომ ხომ არ იტანჯება? გვიწევს მფარველობას იქიდან, სადაც არის? შეგვიძლია მისი დახმარება?...

გეკითხებით, ეკლესიასტეს წიგნიდან გამომდინარე,რას გვასწავლის ბიბლია მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებით?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Apr 19 2011, 12:58 AM
პოსტი #64


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



სული კვდება მხოლოდ SOUL-ი და ებრაულად ნეშამა.
სული რომელის უკვდავება ქვია - SPIRIT-ან ებრაულად ღუახ - ეს სული აქ არ კვდება.

ჰებრეულ ენაზე ისწავლე რას ნიშნავს ღვთის სული და ადამიანის სული.

ადამიანს აქვს ორი რამ, მოკვდავი სული-( ნეშამა) და უკვდავი სული რომელმაც ღმერთმა მისცა ადამს ღვთის სული ( ღუახ). მოკვდება ადამი და სული (ღუახ) დაუბრუნდება ღმერთს.- რომელ სულზეა დაწერილი ?
რატომ წერია დაუბრუნდება ღმერთს, სული SPIRIT?
არ ვიცი , ჩემი ინტერესია რატომ არ წერია რომ რუახი და ნეშამა კვდებიანო?
რას ნიშნავ სიტყვა ღუახ და ნეშამა ?
რა განსხვავებაა ამ ორისგან სული და ფშვინვა-ძველ ქართულ ენიდან.?თუნდათ ინგლისურად SPIRIT და SOUL.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 19 2011, 04:08 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



One truth
ციტატა
რელიგიურ სწავლებებში ჩადებულია საერთო აზრი: ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის რაღაც ნაწილი სიცოცხლეს განაგრძობს. დღემდე არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის თანახმად, ადამიანს სიკვდილის შემდეგაც აქვს დანახვის, გაგებისა და აზროვნების უნარი. მაგრამ განა შესაძლებელია ეს? ადამიანის გრძნობები და აზრები დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირებასთან. სიკვდილის დროს კი ტვინი წყვეტს მუშაობას. შეუძლებელია, რომ ჩვენმა მოგონებებმა და გრძნობებმა ტვინისგან დამოუკიდებლად რაღაც სასწაულებრივი სახით კვლავაც განაგრძოს არსებობა.

ესეც იეღოველთა ბროშურიდანsmile.gif ვაჰ,რამდენი რამ წამიკითხავს მათი ლიტერატურიდანsmile.gif
აქ შევიტანდი ერთ შესწორებას და ყველაფერი თავისთავად დალაგდება:თვითონ პიროვნებაა სული,რომელიც სხეულშია დამკვიდრებული.ხორცი ტანსაცმლის მსგავსად გვმოსავს ჩვენ,როგორც ნამდვილ პიროვნებებს,ანუ სულებს.
სულის უკვდავება
აბა ვნახოთ თუ არ ჩანს ბიბლიაში სულის უკვდავება:"ვიცი ერთ კაცზე,სხეულში იყო,თუ სხეულის გარეშე არ ვიცი-ღმერთმა იცის.ის ატაცებულ-იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს,რომელთა გამოთქმის ნება არა აქვს ადამიანს"(2კორ.12:3,4)"დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის"(გამოცხ.6:9,10)"ნუ გეშინინ მათგან,რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი,ხოლო სულისა ვერ ხელ ეწიფების მოკლუად"(მათე10:28)"მიიქცეოდეს მტვერი მიწად როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს,რომელმაც შთაბერა"(ეკლ.12:7)"ქრისტე მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,რომლითაცა საპყრობილესა მათ სულთა (ჯოჯოხეთს)მივიდა და ქადაგა"(Iპეტრე3:18,19)"ამისთვის ეხარა მკუდართა ,რათა ცხონდნენ ღვთისა მიმართ სულითა"(Iპეტრე4:6)"ჯერ გვიჩნს უფროისღა განსვლა ხორცთა ამათგან და მისვლად უფლისა"(IIკორ.5.1-8)"არა არს ღმერთი მკუდართა,არამედ ცოცხალთა,რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე"(მის წინაშე და არა მის მეხსიერებაში)(ლუკა 20,38)
ამაზე რას იტყვი,კვდება არა სული?კარგად წაიკითხე და დაუკვირდი თითოეულ მუხლს და თვითონ გამოიტანე აზრი რა მოსდის სულს.
დაბოლოს,წაიკითხე "მდიდარი და ლაზარე"ლუკა 16:19,25-აქ ყველა კითხვაზე პასუხია მოცემული


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Apr 19 2011, 05:02 PM
პოსტი #66


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



იეჰოვას მოწმეებო ისწავლეთ - ჰებრეის ენაზე ამდენ რამეს თუ იმახსოვრებ ბიბლიის მუხლებ ბარემ შეგეძლოთ ჰებრეის ენაზე ახსნა ვიდრე ნათარგმნი ვიღასიც მიერ. მეც ვთარგმნი ჩემით და ვუფიქრდები მნიშვნელობებ. მერე კი შეგიძლიათ თამამად იქადაგო ბიბლიური მნიშვნელობები.
კარგია რომ იცით .



--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Apr 19 2011, 06:04 PM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



3 დღეში იშLება ეთერული სხეული (ფიზიკურზე ტონკი) მერე 40 დღეში ემოციური ასტრალური სხეული იშლება საბოლოოდ რჩება სპირით (სული) რომელიც მიდის ღმერთან ან ჯოჯოხეთში ან სამოთხეში..
ალბათ სამშვინელი იგივე ადამიანის ემოციური სხეული "ასტრალური სხეული" იშლება 40 დღეში


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Apr 19 2011, 07:49 PM
პოსტი #68


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



davithet

ციტატა
სული კვდება მხოლოდ SOUL-ი და ებრაულად ნეშამა.


გეთანხმები იმაში,რომ SOUL კვდება,რომელშიც იგულისხმება 1) ადამიანები, 2) ც ხ ოველები  3) ადამიანის ან ც ხოველის სიცოცხლე.

ებრაულად, ინგლისური სიტყვა SOUL(სული) არის "ნეფეშ" და არა "ნეშამა".

SOUL _ ებრაულად "ნეფეშ"= ბერძნულად "ფსიქე"

რელიგიურ ლიტერატურაში და ბიბლიის თარგმანებში ზოგჯერ „ნეფეშ“-ისა და „ფსიქე“-ს თარგმნისას „სულის“ ეკვივალენტად „სამშვინველსაც“ იყენებენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Apr 19 2011, 08:07 PM
პოსტი #69


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



davithet

ციტატა
ღუახ- SPIRIT - უკვდავ სულს ნიშნავ. ამ სულშია - ღმერთი, ანგელოზები და ადამიანის სული



SPIRIT(სული)_ ებრაულად "რუახ"= ბერძნულად "პნევმა" .

„რუახ“ და „პნევმა“ ბიბლიაში რამდენიმე მნიშვნელობით გვხვდება. მათში ყოველთვის იგულისხმება ადამიანის თვალისთვის უხილავი ძალა, რომლის მოქმედებასაც ხილული შედეგები აქვს.„რუახ“ და „პნევმა“ ნიშნავს:

1) ქარს,
2) ფიზიკური ქმნილებების სასიცოცხლო ძალას,
3) შინაგან ძალას, რომელიც აღძრავს ადამიანს რამის თქმისკენ ან გარკვეული მოქმედებისკენ,
4) უხილავი წყაროდან მომდინარე „შთაგონებულ სიტყვებს“,
5) სულიერ ქმნილებებსა და
6) ღვთის მოქმედ ძალას ანუ წმინდა სულს.


davithet

ციტატა
იეჰოვას მოწმეებო ისწავლეთ - ჰებრეის ენაზე


გავიგეთ,რომ იცი ებრაული ენა,რაც ძალიან კარგია. ისე,მართლმადიდებლების უმრავლესობამ უკვე ისწავლა ებრაული?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Apr 19 2011, 09:44 PM
პოსტი #70


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(One truth @ Apr 19 2011, 09:07 PM) *

davithet
SPIRIT(სული)_ ებრაულად "რუახ"= ბერძნულად "პნევმა" .

„რუახ“ და „პნევმა“ ბიბლიაში რამდენიმე მნიშვნელობით გვხვდება. მათში ყოველთვის იგულისხმება ადამიანის თვალისთვის უხილავი ძალა, რომლის მოქმედებასაც ხილული შედეგები აქვს.„რუახ“ და „პნევმა“ ნიშნავს:

1) ქარს,
2) ფიზიკური ქმნილებების სასიცოცხლო ძალას,
3) შინაგან ძალას, რომელიც აღძრავს ადამიანს რამის თქმისკენ ან გარკვეული მოქმედებისკენ,
4) უხილავი წყაროდან მომდინარე „შთაგონებულ სიტყვებს“,
5) სულიერ ქმნილებებსა და
6) ღვთის მოქმედ ძალას ანუ წმინდა სულს.
davithet
გავიგეთ,რომ იცი ებრაული ენა,რაც ძალიან კარგია. ისე,მართლმადიდებლების უმრავლესობამ უკვე ისწავლა ებრაული?


მე ვარ მართლმადიდებბელი a075.gif


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Apr 19 2011, 10:45 PM
პოსტი #71


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა(davithet @ Apr 19 2011, 09:44 PM) *

მე ვარ მართლმადიდებბელი a075.gif

ვიცი,რომ მართლმადიდებელი ხარ და იცი ებრაული ენა.ასევე იეჰოვას მოწმეებშიც არიან ისეთები,რომლებმაც იციან ებრაული ენა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Apr 20 2011, 02:45 AM
პოსტი #72


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(One truth @ Apr 19 2011, 11:45 PM) *

ვიცი,რომ მართლმადიდებელი ხარ და იცი ებრაული ენა.ასევე იეჰოვას მოწმეებშიც არიან ისეთები,რომლებმაც იციან ებრაული ენა.

ეცოდინებათ განა არ ვიცი ეს.მათი თარგმანი ბიბლია სწორად აქვს ნათარგმნი მაგრამ არ უკვირდებიან სიტყვის მნიშვნელობას. მეც ესე ვიყავი თავიდან რომ ვიკითხავდი ძველ ჰებრეიკას თორა და დაუფიქრებლად ვთქვი რომ სული კვდება მაგრამ შევცდი თურმე.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
One truth
პოსტი Apr 20 2011, 08:51 AM
პოსტი #73


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 3-March 11
წევრი № 10,590



ციტატა(Lashab @ Jan 10 2009, 12:55 AM) *

გამარჯობათ, როცა წავიკითხე დამაინტერესა:

ეზეკიელის 18:4-ზე

4. რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს.

ყველა სული ცოდვილია, ანუ ყველა სული მოკვდება?... არადა ებრაულში "მოკუდეს"- ეგ სიტყვა "სიკვდილის" ნიშნავს ნამდვილად...

აბა სული უკვდავიაო?

მაინტერესებს თქვენი პასუხი...

ძალიან კარგი კითხვა დასვი.ეზეკიელის 18:4-ში ნათლად წერია: "სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება". ჩვენ ყველას ადამისგან გვერგო მემკვიდრეობით ცოდვა.ასე რომ ,ყველა ცოდვილები ვართ და ამ მუხლიდან გამომდინარე ვკვდებით.გავიხსენოთ რა უთხრა ღმერთმა ადამს ;რომ თუ შეჭამ იმ ხის ნაყოფს, მოკვდებიო.

რა თქვა იესომ სიკვდილის შესახებ?

იესო ქრისტეს სიტყვებიდან ვხედავთ, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები. როდესაც მისი მეგობარი ლაზარე მოკვდა, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა“. მოწაფეებს ეგონათ, რომ იესო პირდაპირი გაგებით ძილს გულისხმობდა და უთხრეს: „თუ დაიძინა, გამოჯანმრთელდება“. მაგრამ იესო ამას არ გულისხმობდა. მან მოწაფეებს აუხსნა: „ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:11—14). ყურადღება მიაქციე, რომ იესომ სიკვდილი ძილს შეადარა. ლაზარე არც ცაში წასულა და არც ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. ის არც ანგელოზებს შეხვედრია და არც თავის წინაპრებს. ლაზარე არც სხვა ადამიანად გარდასახულა. ის თითქოს ღრმა ძილში იყო, ვერაფერს გრძნობდა. სიკვდილი ბიბლიის სხვა მუხლებშიცაა ძილთან შედარებული. მაგალითად, როცა იესოს მოწაფე სტეფანე ჩაქოლეს, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, მან „სიკვდილის ძილით დაიძინა“ (საქმეები 7:60). მსგავსად ამისა, მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ზოგმა ქრისტიანმა „სიკვდილის ძილით დაიძინა“ (1 კორინთელები 15:6).

გეკითხებით,როგორ დაგვანახვა იესომ, თუ რა მდგომარეობას ჰგავს სიკვდილი? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 20 2011, 11:04 AM
პოსტი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



One truth
ციტატა
.ეზეკიელის 18:4-ში ნათლად წერია: "სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება".

ციტატა
მან მოწაფეებს აუხსნა: „ლაზარე მოკვდა“

ციტატა
„სიკვდილის ძილით დაიძინა“


აი ეხლა შენ კარგად დაუკვირდი რა არის სულის სიკვდილი:

რას ნიშნავს"სულის სიკვდილი"?
სულის სიკვდილი არ ნიშნავს მისი სულის გაქრობას,ეს ნიშნავს მისი სულის ღვთისაგან განშორებას:-"ეს ჩემი ვაჟი(უძღები ძე მუხ.11)მკვდარი იყო და გაცოცხლდა,შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა"(ლუკა15,11)"ვინც ჩემ სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს,მას აქვს საუკუნო სიცოცხლე...არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა"(იოანე5,24)"ვინც ჩემ სიტყვებს უსმენს იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე"(იოანე8,51)"ვინც მე მიწამებს კიდეც რო მოკვდეს იცოცხლებს,ვინ ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა,არ მოკვდება უკუნისამდე"(იოანე 11,25-26)"მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით, ჩვენ დანაშაულთა გამო მკვდრები გაგვაცოცხლა"(ეფეს.2,1-5)"თქვენ მკვდრები შეცოდებებში და თქვენს ხორციელ წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ და მოგიტევათ ყველა შეცოდება"(კოლ 2,13)"ავხორცი ცოცხლივ მკვდარია"(Iტიმ. 5,6)"გაქვს სახელი თითქოს ცოცხალი იყო,შენ კი მკვდარი ხარ"(გამოცხ. 3,1)

თუ კარგად წაიკითხავ ამ ციტატებს,შენ თვითონვე მიხვდები რა არის "სულის სიკვდილი",რომ ის პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ,ხოლო სულის უკვდავებაზე ზემოთ დავდე ციტატები.(პოსტი 65)ეს მე ხომ არ მომიგონებია,ყველაფერი ბიბლიიდან დავდე.
აბა შენ იცი...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Apr 20 2011, 02:17 PM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Apr 20 2011, 12:04 PM) *

One truth
აი ეხლა შენ კარგად დაუკვირდი რა არის სულის სიკვდილი:

რას ნიშნავს"სულის სიკვდილი"?
სულის სიკვდილი არ ნიშნავს მისი სულის გაქრობას,ეს ნიშნავს მისი სულის ღვთისაგან განშორებას:-"ეს ჩემი ვაჟი(უძღები ძე მუხ.11)მკვდარი იყო და გაცოცხლდა,შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა"(ლუკა15,11)"ვინც ჩემ სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს,მას აქვს საუკუნო სიცოცხლე...არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა"(იოანე5,24)"ვინც ჩემ სიტყვებს უსმენს იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე"(იოანე8,51)"ვინც მე მიწამებს კიდეც რო მოკვდეს იცოცხლებს,ვინ ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა,არ მოკვდება უკუნისამდე"(იოანე 11,25-26)"მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით,ჩვენ დანაშაულთა გამო მკვდრები გაგვაცოცხლა"(ეფეს.2,1-5)"თქვენ მკვდრები შეცოდებებში და თქვენს ხორციელ წინადაუცვეთლობაში,გაგაცოცხლ
თ და მოგიტევათ ყველა შეცოდება"(კოლ 2,13)"ავხორცი ცოცხლივ მკვდარია"(Iტიმ. 5,6)"გაქვს სახელი თითქოს ცოცხალი იყო,შენ კი მკვდარი ხარ"(გამოცხ. 3,1)

თუ კარგად წაიკითხავ ამ ციტატებს,შენ თვითონვე მიხვდები რა არის "სულის სიკვდილი",რომ ის პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ,ხოლო სულის უკვდავებაზე ზემოთ დავდე ციტატები.(პოსტი 65)ეს მე ხომ არ მომიგონებია,ყველაფერი ბიბლიიდან დავდე.
აბა შენ იცი...


ძალიან კარგი პასუხია smile.gif


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 20 2011, 09:45 PM
პოსტი #76


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



davithet
ციტატა
ძალიან კარგი პასუხია

გაიხარე a075.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
menuko
პოსტი Oct 15 2011, 03:18 AM
პოსტი #77


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 14-October 11
წევრი № 11,669



Genesis
ციტატა
რა არის სული და რა ფიზიკურ, ინტელექტუალური თვისებები გააჩნია?

სული ღმერთია, ხოლო რადგან ღმერთია აბსოლუტია და ყველანაირი თვისების მატარებელია. ისეთებისაც კი რომლის შესახებაც არ ვიცით.
რაც შეეხება "ჩვენს სულს", ეს არასწორი გამოთქმაა, რადგან ჩვენ არ გვეკუთვნის საკუთარი თავი, ყველა სული ღვთისაა, მას რასაც ჩვენს სულს ვუწოდებთ სინამდვილეში ჩვენი კი არა ღვთისაა, მისი სუბსტანციის მცირე ნაწილი, ჩადებული ჩვენში. ის ზღვაა, ხოლო რაც ჩვენშია წვეთი. ზღვა და წვეთი ერთი და იგივეა, განსხვავება მხოლოდ მოცულებაშია, ასე რომ "ჩვენი სული" ეს არის უფლის სულის მცირე ნაწილი, ზღვიდან წვეთი ჩვენში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 15 2011, 02:58 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



menuko
ციტატა
"ჩვენი სული" ეს არის უფლის სულის მცირე ნაწილი, ზღვიდან წვეთი ჩვენში.

მაშინ გამოდის, არც ღმერთი ყოფილა პიროვნება და არც ადამიანი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
menuko
პოსტი Oct 15 2011, 10:27 PM
პოსტი #79


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 14-October 11
წევრი № 11,669




GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მაშინ გამოდის, არც ღმერთი ყოფილა პიროვნება და არც ადამიანი.

ასე არ გამოდის, მაგრამ რადგან ეს საკითხი გაინტერესებთ აგიხსნით მოკლედ, როგორც არის სინამდვილეში. პირველ რიგში ღმერთზე გეტყვით რომ ის არის სული, ეს ადრეც გეთქვათ იესოს მიერ, სულს რომ პიროვნება უწოდო საჭიროებს სხეულს, ვინაიდან როდესაც იტყვის მე ვარ, ქმნილებამ უნდა აღიქვას ის, ღმერთი რომელიც სულია პიროვნულობას იძენს სხეულში, სულიერ სხეულში ან ფიზიკურ სხეულში, ფიზიკურ სხეულში ღმერთი 2000 წლის წინ მოვიდა ხილულად, რის შესახებაც დაწერილია: "ღმერთი გამოჩნდა ხორცში" თუმცა მანამდეც ეცხადებოდა ის მამებს, სხვადასხვა ჩვენთვის ცნობილი ფორმებით, ცეცხლის ალის სახით, ღრუბლის სვეტის სახით, 3 მგზავრის სახით, ის პიროვნულობას სხეულში იძენდა ქმნილებებთან საკონტაქტოდ, რათა ქმნილებას შესძლებოდა და აღექვა ის, გარდა ფიზიკური სხეულისა და ფორმებისა იგი სუფევს სულიერ სხეულებშიც, თუმცა აქვე აღვნიშნავ, ღმერთს არ ჭირდება არც ფიზიკური და არც სულიერი სხეული, ეს მან ქმნილებასთან საკონტაქტოდ ქმნა და სხეულში გამოავლინა თავი პიროვნებად, თქვენ რომ საკუთარი მრწამსის შესახებ უკეთესი წარმოდგენები გქონოდათ და სრულყოფილად გაგეაზრებინათ რას ნიშნავს ერთარსი სამპიროვნული ამ კითხვას აღარ დამისვავდით, მაგრამ რადგან დამისვით გპასუხობთ, ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის.
ეხლა რაც შეეხება ადამიანს, არსებობენ მშვინვიერი ადამიანები და სულიერი ადამიანები, მშვინვიერი ეწოდება ადამიანს სულის გარეშე მავალს, ასეთები მკვდარნი არიან უფლისთვის, სულიერი ეწოდება ადამიანს რომელშიც დევს ნაწილი უფლის სულისა რაც აცოცხლებს მას უფლის თვალში, თქვენ გაგიკვირდებათ და იტყვით როგორ, ნუთუ არსებობს ადამიანი სულის გარეშე? გიპასუხებთ კი არსებობს და ეს თქვენ ადრეც გეთქვათ:
19. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.

20. ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით.
სულის არ მქონენი არიან, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ პიროვნებებად იწოდებოდნენ ადამიანთა მიერ მცირე დროით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 15 2011, 11:00 PM
პოსტი #80


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



GIORGI LELUASHVILI

სულის სიკვდილში(წარწყმედას რომ ნიშნავს) გეთანხმები, რადგან სული ნიშნავს მთლიან ადამიანს და მთლიანი ადამიანი ისედაც კვდება. მაგრამ, შენც და და davithet-საც ერთ რამეს გეტყვით:

1) ებრაული სიტყვა "ნეპეშ" არის მოკვდავი სული, ხოლო "რუახ" არის უკდავი და ადამიანს ორივე აქვს. მაგრამ "რუახ" არაა პიროვნება, ეს არის სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც ღმერთმა ადამიანს შთაბერა, რომელიც არსად არ წერია, რომ გასამართლდება. წერია: "არ დარჩება ჩემი სული('რუახ') ადამიანში სამარადისოდ." - ჩემიო და არა მათიო.

2) "ცოდვილი სული უნდა მოკვდეს" - აქ ნამდვილად წარწყმედა იგულისხმება და არა არსებობის შეწყვეტა. იმ მიზეზით რაც შესავალში ვთქვი.

მაგრამ ფსალმუნები ამბობენ: "ბოროტნი ამოწყდებიან, გაიხედავ და აღარ იარსებებენ, ხოლო კეთილნი დაიმკვიდრებენ დედამიწას" - მე ამის მჯერა.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 10:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი