IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> სული, რა ვიცით მის შესახებ?
afxazi
პოსტი Oct 15 2011, 11:07 PM
პოსტი #81


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



menuko

ციტატა
ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის.


გგონია ღვთისმეტყველების მწვერვალზე ხარ არა? საიდან რას მოიტანთ ხოლმე, გესმოდეთ მაინც რას ამბობთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
menuko
პოსტი Oct 15 2011, 11:34 PM
პოსტი #82


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 14-October 11
წევრი № 11,669



afxazi
ციტატა
გგონია ღვთისმეტყველების მწვერვალზე ხარ არა?

არა არ მგონია ასე, უგუნური ვარ ღვთის სიბრძნესთან მიმართებაში. მიწიერ ბრძენთა სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. თქვენთვის კი შეიძლება ვიყო ღვთისმეტყველების მწვერვალზე, მაგრამ მე არ ვეძებ იმას როგორი ვარ თქვენთვის, უპირველესად ის მაინტერესებს როგორი ვარ ღვთისთვის, მასთან მიმართებაში კი ვთქვი უგუნური ვარ.
ციტატა
საიდან რას მოიტანთ ხოლმე

ასეთია უფლის სიტყვა. მის შესახებ.
ციტატა
გესმოდეთ მაინც რას ამბობთ

რომ არ მესმოდეს ლიტონ სიტყვებზე არ მივუშვებდი პირს სალაყბოდ, რადგან ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 15 2011, 11:35 PM
პოსტი #83


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



menuko

ციტატა
ასეთია უფლის სიტყვა. მის შესახებ.


ციტატა
ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის.


ველოდები ციტატას, სადაც ეს აზრი იქნება დადასტურებული ბიბლიაში.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
menuko
პოსტი Oct 16 2011, 12:02 AM
პოსტი #84


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 14-October 11
წევრი № 11,669



afxazi
ციტატა
ველოდები ციტატას, სადაც ეს აზრი იქნება დადასტურებული ბიბლიაში.

ჯერ თქვენ დამიდეთ ციტატა ბიბლიიდან სადაც ანგელოზნი: სელაფიელი, იეჰუდიელი და ვარაქიელი იქნება მოხსენიებული, ამის შემდეგ მეც დაგიდებთ ციტატას სადაც ჩემს მიერ გამოთქმული აზრია მოხსენიებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Oct 16 2011, 01:14 AM
პოსტი #85


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



menuko
ციტატა
ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის


ესიგი ღმერთმა ცვლილება განიცადა? რაც მანამდე არ ქონდა თურმე მერე შეუძენია? ....გენიალურია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
menuko
პოსტი Oct 16 2011, 01:22 AM
პოსტი #86


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 14-October 11
წევრი № 11,669



lasha_k
ციტატა
ესიგი ღმერთმა ცვლილება განიცადა?

იგივეს გკითხავთ, როდესაც ღმერთი იქცა კაცად ცვლილება განიცადა?
ციტატა
რაც მანამდე არ ქონდა თურმე მერე შეუძენია?

რა იყო მაშინ როდესაც არაფერი არ იყო? გიპასუხებთ იყო შესაძლებლობა რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო. ასე რომ ეს ყველაფერი უკვე იყო, მისი რეალიზება კი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა რაც ქმნილება გაჩნდა, იყო და ქმნილებისთვის გახდა აღქმადი.
მაგრამ სანამ აი რყო საჭიროება იმისა რომ პიროვნულად გამოევლინა ღმერთს თავი მას არ სჭირდებოდა სხეული, ფორმა და სახელი. თუმცა სხეულიც ფორმაც და სახელიც იყო მის არსში როგორც სამომავლო პერსპექტივა.
სახლის კარკასი ჯერ არქიტექტორის წარმოსახვაში იქმნება, შემდეგ გადადის ფურცელზე და დასრულებულ სახეს იძენს შენობის სახით, მაგრამ ვერავინ ააგებს შენობას თუ ჯერ პერსპექტივაში არ არსებობს ის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Oct 16 2011, 02:22 AM
პოსტი #87


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



menuko

ციტატა
იგივეს გკითხავთ, როდესაც ღმერთი იქცა კაცად ცვლილება განიცადა?


ეჰ კი დაგიციტირებდი დამასკელი რას სწერას ამაზე მაგრამ აზრი არ აქვს ასე რომ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
menuko
პოსტი Oct 16 2011, 02:35 AM
პოსტი #88


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 14-October 11
წევრი № 11,669



lasha_k
ციტატა
ეჰ კი დაგიციტირებდი დამასკელი რას სწერას ამაზე მაგრამ აზრი არ აქვს ასე რომ

მე თქვენ გკითხეთ, დამასკელის შეხედულება რომ მაინტერესებდეს ამ საკითხზე გავეცნობოდი მის პოზიციას, თუმცა გეტყვით რომ დამასკელის აზრსაც ვიცნობ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც მეკითხებით აი ამას:
ციტატა
ესიგი ღმერთმა ცვლილება განიცადა? რაც მანამდე არ ქონდა თურმე მერე შეუძენია?

მეც გეკითხებით ამას:
ციტატა
იგივეს გკითხავთ, როდესაც ღმერთი იქცა კაცად ცვლილება განიცადა?

და თქვენ უცბად დამასკელს იშველიებთ, სწორედ განსაჯა დამასკელმა, არ განუცდია ცვლილება და თუ თქვენთვის ცნობილი იყო რომ არ განუცდია ცვლილება, მაშ რაღად მკითხეთ თუ არა გამოსაცდელად?
რატომ მცდით მე? ან თუ მცდით დამასკელთან რატომ გარბიხართ რათა მოწმედ დაიყენოთ? და თუნდაც დაიყენოთ რა გიპასუხეთ ისეთი რასაც დამასკელი უარჰყოფდა?
ცემი პასუხი გაათვიცნობიერეთ შეადარეთ ყველა უფალთან გამართლებულის აზრს, თავად უფლის სიტყვას და მიხვდებით რომ ერთია, რადგან არაფერს ვამბობ ჩემით, არამედ ვამბობ იმას რაც ღვთისგან მომისმენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Oct 16 2011, 12:15 PM
პოსტი #89


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



menuko
ციტატა
ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის


ამ ციტატაში ვერაფერი აზრი ვერ გამოვიტანე

იძახი ღმერთი უპიროვნოაო ....ანუ ეხლაც უპიროვნოა?

მერე წერ პიროვნება შეიძინა მას შემდეგო როცა ქმნილება შექმნაო

ბოლო ბოლო დაწერე ღმერთი პიროვნებააა თუ უპიროვნო?

თუ ეხლაც უპიროვნოა მაშინ როგორ ამბობ რომ შეიძინაო? თუ პიროვნებაააა მაშინ რაღათ უნდოდა შეძენა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 16 2011, 12:36 PM
პოსტი #90


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



menuko

ციტატა
იგივეს გკითხავთ, როდესაც ღმერთი იქცა კაცად ცვლილება განიცადა?


არ გინდა ეხლა ესეთები. აქ საუბარია ძე ღმერთის მიერ კაცობრივი ბუნების მიღებაზე და არა იმაზე, რომ ოდესღაც ღმერთი კაცი გახდა და მხოლოდ ადამიანი იყო.


შენი ციტატა კი:

ციტატა
ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის


სრულიად ვერ გაცნობიერებაა ტერმინ "არსისა" (ბუნება) და "პიროვნებისა" (ჰიპოსტასი). მერე იკვეხნი ღვთისმეტყველება ვიციო. გამოთქმა "არსით უპიროვნო" არის იმდენად უაზრო და მცდარი გამონათქვამი, რომ არავის არ უთქვამს დედამიწის ზურგზე (სწორედაც იმიტომ, რომ ეს გამონათქვამი სრული უაზრობაა). არსი ანუ ბუნება ისაა რაც ჰიპოსტასში ცხადდება. იგი წარმოუდგენელია ჰიპოსტასის გარეშე, რადგან თუ ბუნება უჰიპოსტასოა, ანუ არა აქვს საშუალება ჰიპოსტასში გახდეს ცნობილი, მაშინ ის არ არსებულა. შენი საუბრით გამოდის, რომ ღმერთი არ არსებობდა, მხოლოდ პოტენციაში იყო და როდესაც ქმნილება შექმნა (როგორ შექმნიდა თუკი არ არსებობდა) მაშინ შეიძინა პიროვნულობა. ჰოი საოცრებავ.

მაგალითად ადამიანთან მიმართებაში ვამბობთ, რომ არსებობს ერთი ადამიანური ბუნება (თეოდორიტე კვირელის სწავლებით ბუნება ეს ზოგადაობაა), რომელიც ცალკეულ ჰიპოსტასებში ცხადდება და რადგან ჰიპოსტსები განსხვავდებიან, არსებობს მრავალი ჰიპოსტასი, რომელიც განსხვავებულად ამოქმედებს ამ ერთ ადამიანურ ბუნებას. ყველა ადამიანს საერთო აქვს ბუნება (იმიტომ, რომ ადამიანი), საერთო აქვს ბუნებითი თვისებები (შიმშილი, წყურვილი, ძილი და ა.შ.), მაგრამ ცალკეული ადმაიანები სხვადასხვანაირად იყენებენ ამ თვისებებს. ზოგს ნაკლებად სწყურია, ზოგს მეტად და ა.შ. ამაში სხვაობენ ისინი. მაგრამ თქმა იმისა, რომ არსებობს ადამიანური ბუნება პიროვნების გარეშე, არის უარყოფა ადამიანისა, ვერ მომიყვან თუნდაც ერთ მაგალითს მაინც ან ბიბლიიდან, ანდა რომელიმე ადამიანის ნაშრომიდან, რომ ბუნება უჰიპოსტასოდ არსებობს. ეს არის, კვლავ ვიმეორებ, სრული სისულელე. გადახედე შენს მიერ ნახსენებ საღვთისმეტყველო ლიტერატურას (ვეჭვობ უაზროდ ახსენე ეს ლიტერატურაც) და ნახე რას ნიშნავს "ბუნება" და რას "პირი".


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 16 2011, 12:45 PM
პოსტი #91


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



რამდენი გაჭირვებულია ამ ქვეყანაზე... sad.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
menuko
პოსტი Oct 16 2011, 08:02 PM
პოსტი #92


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 14-October 11
წევრი № 11,669



lasha_k
[quote]ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ისამ ციტატაში ვერაფერი აზრი ვერ გამოვიტანე[/quote]
მაგ ციტატის აზრი შემდეგში მდგომარეობს, თავდაპირველად, მაშინ სანამ შეიქმნებოდნენ, ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები, იყო მხოლოდ ერთი ყოვლისმომცველი ნათელი, მას არ ჰქონდა არც სხეული, არც ფორმა და არც სახელი, იყო ერთი ყოვლისმომცველი სული წმინდა, შემდეგ მას აღეძრა სურვილი შეექმნა ქმნილება, რათა გამოევლინა თავისი სრულყოფილება, ამიტომ შეიკვეცა თავი ნათელმა მის ცენტრში და განერიდა, დატოვა მრგვალი სიცარიელე, სივრცე სადაც შეძლებდნენ არსებობას შექმნილები, ამის შემდგომ გამოეყო ნათელს ერთი სხივი და დაეშვა ზემოდან ქვემოთ სიცარიელისკენ და შექმნა დააარსა უხილავი და ხილული სამყაროები, შექმნა და გააკეთა ქმნილებები, ხოლო მას შემდეგ რაც შეიქმნა ქმნილება დადგა საჭიროება იმისა რომ მას აღექვა შემოქმედი და ვინაიდან არც ერთ ქმნილებას არ შესწევს უნარი ჩასწვდეს ნათელის ჭეშმარიტ არსს, ნათელმა შეიძინა სხეული, რომელიც მასში იყო ისევე როგორც მისგან გამოვიდნენ იქ მყოფი ქმნილებები და სამყაროები. სხეულებში ნათელს უწოდეს ელოჰიჰ უზენაესს იაჰვე, მისგან შობილს იეჰო შუა (ეს სახელი მოგვიანებით მიიღო მამისაგან), თავად ნათელს კი ნეფეშ, რუაჰ, ნეშამა, ჰაია და იეჰიდა, ეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ აღიქვავდა ქმნილება ნათელს. უკეთ რომ გაიგოთ ნათელი არის სული წმინდა.
მამა და ძე კი მისი პიროვნული გამოვლინებები არიან და არა მხოლოდ მამა და ძე:
1. ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი.

2. როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და პირფერობას გამოიჩენთ ბოროტთა მიმართ? სელა.

3. განიკითხეთო საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ.

4. გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით.

5. არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა.

6. მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.

7. მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.

8. აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ხალხს.
არამედ ყველა ის ვისშიც ეს სულია.
[quote]იძახი ღმერთი უპიროვნოაო ....ანუ ეხლაც უპიროვნოა?[/quote]
სული წმინდა არსით უპიროვნოა, ის პიროვნულად გამოვლინდება მამაში და ძეში, ასევე ზოგიერთ ადამიანში, ყველაში არა.
[quote]მერე წერ პიროვნება შეიძინა მას შემდეგო როცა ქმნილება შექმნაო[/quote]
კი ასეა.
[quote]ბოლო ბოლო დაწერე ღმერთი პიროვნებააა თუ უპიროვნო?[/quote]
დავწერე უკვე, მაგრამ თქვენ ღმერთი კაცი გგონიათ და ამიტომ ვერ წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლება იყოს არსით უპიროვნო გამოვლენილი პიროვნებებში.
afxazi
[quote]არ გინდა ეხლა ესეთები. აქ საუბარია ძე ღმერთის მიერ კაცობრივი ბუნების მიღებაზე და არა იმაზე, რომ ოდესღაც ღმერთი კაცი გახდა და მხოლოდ ადამიანი იყო.[/quote]
მოკლედ როდესაც დაგჭირდებათ იესო მხოლოდ ღმერთის ძეა, როდესაც დაგჭირდებათ ღმერთია, ასე რომ ჯერ გაერკვიეთ ღმერთია თუ ვინ არის და შემდეგ მეკამათეთ.
[quote]სრულიად ვერ გაცნობიერებაა ტერმინ "არსისა" (ბუნება) და "პიროვნებისა" (ჰიპოსტასი)[/quote]
თქვენგან განსხვავებით მე მართლაც სრულიად გათვიცნობიერებული მაქვს ტერმინ არსის მნიშვნელობა და ჰიპოსტასიც თქვენზე უკეთ ვიცი რაც არის.
[quote]მერე იკვეხნი ღვთისმეტყველება ვიციო.[/quote]
ჩვეულებისამებრ ცილს მწამებთ.
[quote]გამოთქმა "არსით უპიროვნო" არის იმდენად უაზრო და მცდარი გამონათქვამი, რომ არავის არ უთქვამს დედამიწის ზურგზე[/quote]
ეს იმიტომ გეჩვენება ასე რომ ღვთის არსის აღქმის მცირეოდენი საშუალებაც კი არ გაქვს, ეს რომ გაიგო შენში უნდა იყოს ღვთის სული წმინდა და რადგან არ არის ადამიანურად მშვინვიერად მსჯელობ სულიერზე. არსით უპიროვნოა, ნიშნავს შემდეგს ბუნებით თავდაპირველი არსით არ არის პიროვნება, რადგან პიროვნება ნიშნავს სულს სხეულში, სხეულის სახელს, ეგოს, ასეთი რამ ღმერთს არ ჰქონია დასაბამიდან, არ ჰქონდა არც სხეული არც სახელი და არც ეგო, იმიტომ რომ ის ამ ყველაფერზე მაღლა დგას.
[quote]არსი ანუ ბუნება ისაა რაც ჰიპოსტასში ცხადდება. იგი წარმოუდგენელია ჰიპოსტასის გარეშე, რადგან თუ ბუნება უჰიპოსტასოა, ანუ არა აქვს საშუალება ჰიპოსტასში გახდეს ცნობილი, მაშინ ის არ არსებულა[/quote]
როგორ გეკადრებათ, უპიროვნო ნათელს თავის გამოსავლენად სულაც არ სჭირდება ჰიპოსტასი, როდესაც სული წმინდა შედის ადამიანში ის სულიერი სხეულით კი არ შედის ფიზიკურ სხეულში არამედ თავდაპირველი მდგომარეობით და ფიზიკური სხეული ხდება შემდეგ მისი პიროვნული გამოვლინების ერთ ერთი საშუალება, ამიტომ არ იცნობთ ღმერთს და სწორედ ამიტომ გგონიათ რომ თქვენში მყოფი სული თქვენია, გეუბნებათ უფალი, მაგრამ მაინც არ გინდათ რომ შეისმინოთ.
3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
როგორ გგონია, უფლის სული ნოეს დღეებში სულიერი სხეულით იყო შესული ადამიანებში? მაშინ გამოდის რომ იაჰვე შესულა პირდაპირ ადამიანში.
[quote]მაშინ ის არ არსებულა. შენი საუბრით გამოდის, რომ ღმერთი არ არსებობდა[/quote]
აი ისეთი ღმერთი, როგორიც თქვენ დაუხატეთ ადამიანებს, ჭაღარა გულკეთილი მოხუცი, ღრუბლებში ოქროს ტახტზე მჯდომი მართლაც არ არსებობს და არც არასოდეს არსებობდა, ხოლო ისეთი ღმერთი როგორადაც მე აღვწერ მას არსებობდა არსებობს და თქვენგან განსხვავებით მუდმივად იარსებებს, სწორედ ასეთ ღმერთზე ამბობს იესოც "ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას თაყვანს უნდა სცემდნენ სულით და ჭეშმარიტებით" სული წმინდის შესახებ სწავლება რომ გააბუნდოვნეთ ადამიანთა წინაშე და მათ უქმნით ილუზიებს თითქოს ღმერთი თქვენს მიერ გამოსახულ ჭაღარა მოხუცს ჰგავს, ამიტომ ვერ იგებთ ვერაფერს ვერც თქვენ და ვერც თქვენს მიერ შეცდენილი ადამიანები, ხოლო იმათ ვისაც გულწრფელად აინტერესებს ღვთის არსი და ვინაობა მარტივად ვეტყვი, ეს არის სულიწმინდა, სწორედ სულიწმინდაა ის ნათელი რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრე, მამა იაჰვე და ძე იესო კი მისი პიროვნული გამოვლინებები არიან, სულიწმინდა სულიერ სხეულში წარმოადგენს მამას და ძეს და მას ვისშიც ეს სულია ღმერთი ეწოდება, ამიტომ ეუბნება იესო იუდეველთა მღვდელთმთავრებს, ნუთუ მე არ ვთქვი რომ თქვენ ღმერთები ხართ?
ამის შესახებ მოციქულიც წერს და ამბობს:
"ის ვინც უფალს უერთდება ერთი სულია მასთან ერთად"
[quote]მაგალითად ადამიანთან მიმართებაში ვამბობთ, რომ არსებობს ერთი ადამიანური ბუნება[/quote]
ეს ყველაფერი მიწიერი ბრძენმჭერმეტყველებაა და როგორც აღვნიშნე უფალმა სისულელედ აქცია ბრძენთა გონიერება, იმდენად უსუსურად ჩანს ღვთის სიტყვასთან მიმართებაში რომ გულს გიბოროტებს და შეურაცხყოფებზე გადადიხარ. არ გეკადრება მსგავსი შეურაცხყოფები იმიტომ რომ:
1. მოდერატორი ხარ
2. თავს ქრისტიანს უწოდებ
თუმცა მე არ მიკვირს თქვენი მხრიდან მსგავსი საქციელი სხვა თემები გადავიკითხე და კარგად დავინახე როგორ ცდილობდით თემის დახურვას, იმ საბაბით რომ თითქოს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა არადა სინამდვილეში თემის ავტორი თქვენთვის საჩოთირო სიმართლეზე წერდა. ნუთუ ასე გეშინიათ სიმართლის?
GIORGI LELUASHVILI
[quote]რამდენი გაჭირვებულია ამ ქვეყანაზე..[/quote]
აი "ქრისტიანული სიყვარულის" კიდევ ერთი გამოვლინება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 16 2011, 09:33 PM
პოსტი #93


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



menuko

რაღა გელაპარაკო, ფანტაზიებით ცხოვრობ ადამიანი. იგივეს გავიმეორებ, რასაც გვერდით თემაში.

დავშორდეთ ერთმანეთს მშვიდად და წყნარად.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 16 2011, 11:56 PM
პოსტი #94


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რა დროს გამიჭედა ამ ინტერნეტმა...
ამ პოლემიკის გამოტოვება იქნებოდა???
ეჰჰჰჰ


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Oct 17 2011, 03:06 AM
პოსტი #95


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



menuko
ციტატა
მაგ ციტატის აზრი შემდეგში მდგომარეობს, თავდაპირველად, მაშინ სანამ შეიქმნებოდნენ, ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები, იყო მხოლოდ ერთი ყოვლისმომცველი ნათელი, მას არ ჰქონდა არც სხეული, არც ფორმა და არც სახელი, იყო ერთი ყოვლისმომცველი სული წმინდა, შემდეგ მას აღეძრა სურვილი შეექმნა ქმნილება, რათა გამოევლინა თავისი სრულყოფილება, ამიტომ შეიკვეცა თავი ნათელმა მის ცენტრში და განერიდა, დატოვა მრგვალი სიცარიელე, სივრცე სადაც შეძლებდნენ არსებობას შექმნილები, ამის შემდგომ გამოეყო ნათელს ერთი სხივი და დაეშვა ზემოდან ქვემოთ სიცარიელისკენ და შექმნა დააარსა უხილავი და ხილული სამყაროები, შექმნა და გააკეთა ქმნილებები, ხოლო მას შემდეგ რაც შეიქმნა ქმნილება დადგა საჭიროება იმისა რომ მას აღექვა შემოქმედი და ვინაიდან არც ერთ ქმნილებას არ შესწევს უნარი ჩასწვდეს ნათელის ჭეშმარიტ არსს, ნათელმა შეიძინა სხეული, რომელიც მასში იყო ისევე როგორც მისგან გამოვიდნენ იქ მყოფი ქმნილებები და სამყაროები. სხეულებში ნათელს უწოდეს ელოჰიჰ უზენაესს იაჰვე, მისგან შობილს იეჰო შუა (ეს სახელი მოგვიანებით მიიღო მამისაგან), თავად ნათელს კი ნეფეშ, რუაჰ, ნეშამა, ჰაია და იეჰიდა, ეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ აღიქვავდა ქმნილება ნათელს. უკეთ რომ გაიგოთ ნათელი არის სული წმინდა.
მამა და ძე კი მისი პიროვნული გამოვლინებები არიან და არა მხოლოდ მამა და ძე:


არ გინდა ეხლა აქ კაბალური საფუძვლების შესწავლა მოკლედ გვითხარი აღგვიწერე უპიროვნო ღმერთი

შენ წერ
ციტატა
უკეთ რომ გაიგოთ ნათელი არის სული წმინდა.


ეგ უკვე პიროვნებაააა და შენ უპიროვნო მითხარი რას ნიშნავს

საერთოდ ხვდები რასაც ლაპარაკობ და ქადაგებ? იაზრებ თუ მაინც?

რომ იცოდე აქ არავის არ გონია ღმერთი წვერებიანი კეთილი ბაბუა

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ უპიროვნო ღმერთი აღმიწერე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
menuko
პოსტი Oct 17 2011, 12:29 PM
პოსტი #96


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 14-October 11
წევრი № 11,669



lasha_k
ციტატა
არ გინდა ეხლა აქ კაბალური საფუძვლების შესწავლა მოკლედ გვითხარი აღგვიწერე უპიროვნო ღმერთი

კაბალისტურ საფუძვლებს თქვენ პირადად კიდევ კარგა ხანი ვერ შეისწავლით, იმიტომ რომ კაბალის შესწავლას პირველ რიგში დაბოღმილი გულის გასუფთავება ჭირდება.
მოკლედ ღმერი კი მართლმადიდებლებმა აგიღწერეს უკვე და თუ მათი აღწერა გაკმაყოფილებს რაღატომ აღელდი?
ციტატა
ეგ უკვე პიროვნებაააა და შენ უპიროვნო მითხარი რას ნიშნავს

და ვინ დაადგინა რომ პიროვნებაა? შეენ ლაშაამ? შენ და შენნაირებმა გადაწყვიტეთ რომ პიროვნებაა?
ციტატა
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ უპიროვნო ღმერთი აღმიწერე

აღგიწერეთ უკვე და მთელი ფორუმი ბოღმით იხრჩვებით, კიდევ აღგიწერთ, უპიროვნო ღმერთს არ გააჩნია სხეული, არ გააჩნია სახელი, არ გააჩნია ეგო.
სულიწმინდაზე რომ გაჰყვირიხართ დიდან პატარიანათ პიროვნებააო, სახელი დაასახელეთ ამ პიროვნების აბა? რა ჰქვია? სულიწმინდა ჰქვია?
ციტატა
საერთოდ ხვდები რასაც ლაპარაკობ და ქადაგებ? იაზრებ თუ მაინც?

შენ თუ ხვდები, რამხელა აბდაუბდა სიბნელეში იმყოფები თორემ მე რასაც ვამბობ განა მხოლოდ ვხვდები ვხედავ კიდევაც. მოდერატორს შევპირდი რომ აქ აღარ დავწერდი მაგრამ შენმა გაუგონარმა თავხედობამ, მაიძულა პასუხი გამეცა.
ციტატა
რომ იცოდე აქ არავის არ გონია ღმერთი წვერებიანი კეთილი ბაბუა

რომ არ გეგონოთ ხატებზე აღარ დახატავდით წვერებიან ჭაღარა მოხუცს და მრევლს არ დაავალდებულებდით ნა-ხატებისთვის კოცნას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 17 2011, 01:07 PM
პოსტი #97


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



menuko

შენ კიდე აქა ხარ? პატივს დამდებ თუ აღარ ვიხილავ შენს პოსტს ამ ფორუმზე. გავიგეთ, რომ პავლე მოციქულის მსგავსად მესამე ცაზე ხარ (თუ მაღლა არა) და იქიდან გველაპარაკები. გავარკვიეთ რომ შენი დონსიაც არ ვართ (ჩვენ საცოდავები) და გონების სიბნელის გამო ვერ ვწვდებით შენს "ღვთაებრივ" სიტყვებს. ხოდა დაგვტოვე ამ "სიბნელეში" და იარე შენი "სინათლით". შედეგს გზის ბოლო გვიჩვენებს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Oct 17 2011, 01:34 PM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



menuko
ბნეი ბარუხში სწავლობ?


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 17 2011, 08:42 PM
პოსტი #99


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
დაგვტოვე ამ "სიბნელეში" და იარე შენი "სინათლით"

,,დაე იარონ!იარონ!იარონ!ამინ!"


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი